შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ფულზე ღირებული" (სრულად)


7-11-2015, 16:46
ავტორი ელი
ნანახია 28 294

- ოცნებები...
-მიფრინავენ!...
-სად?
-შორს!...
-რამდენი?
-ყველა!!!...

ძალიან კარგია,როდესაც ბავშვს არაფერი აკლია,არც თბილი ოჯახი,არც თბილი სახლი...არც მოსიყვარულე მსობლები და არც ფული... რაზეც ხელს გაიშვერს და ყველაფერს რომ ყიდულობენ...სულ ნაირ ნაირები რომ აცვია... ნაირნაირს ჭამს, ნაირნაირს ყიდულობს და ნაირნაირს იცვლის...
არანაირი გართულება არ აქვს მდიდრებზე... ზოგს აქვს ზოგს კი არა... ეს ასეა ცხოვრების წესი, ყოველთვის იარესებებს მდიდარი და ღარიბი, ისე როგორც დღე და ღამე...
მაგრამ მაინც ცოდო იყო... განგებამ ძლიერ დასაჯა... არა და არ იმსახურებდა ამდენს... დედა იყო და ისეთი ერგო ორი დღის ჩვილი მიატოვა,სახლი მას არ ქონდა წესიერი და კარი... ღარიბი იყო,თანაც ძალიან...
მარტო მამა ყავდა... მამა რომელიც ეკატერინესათვის ყველაფერს ნიშნავდა...
ეკატერინე იყო მამას ბურჯი... ეკატერინე იყო მამამისისათვის დედამიწის ცენტრიც, ცამდე კიბეც, მზეზე ამოსული ყვავილიც,ჰაერიც,ეკლესიაც, ეს გოგონა იყო მისი იმედი... იმედი რომელიც არასდროს ჩაქვრებოდა...
მართლაც რომ მზე იყო ეკატერინე... მისი ჟღალი თმა უთუოდ მზის სხივების კონას მოგაგონებდათ... ისეთი ნაზი და სპეტაკი იყო... ნიავიც კი ჩერდებოდა მას რომ ხედავდა... ეკატერინე?! თვით საოცრება... წელამდე მზის სხივები ქონდა ეკატრერინეს... ლამაზი მოყვანილონის ვარდისფერი,მართლაც ვარდისფერი ტუჩები... ბროლივით თეთრი კბილები... ლამაზი წვრილი ცხვირი... წითელი სქელი ლამაზი ფორმის წარბები და გრძელი წამწამები... ფითქინა სახეზე ლამაზად ეტყობოდა ჭორფლები.... ეს ჭორფლებიც კი ალამაზებდა ეკატერინეს... მისი თვალები იყო საოცრება!... ულამაზესი მოყვანილობის თვალები ჰქონდა...ხასხასა... რაღაც საოცრება მწვანე ფერის თვალი ქონდა... ჰო თვალი და არა თვალები მეორე თვალი ცისფერი ქონდა... ამ ცის ფერი კი არა?! აი იქ ღმერთთან რომაა ცაა...აი იმ ღვთიური ცის ფერი ქონდა... ისეთი ლამაზი იყო ეკატერინე...გამხდარი იყო...რომ დამჯდარიყავი ალბათ ყველა ძვალს დაუთვლიდი... გამხდარი იყო და ეს სიგამხდრე სულ ალამაზებდა... ლამაზად მოუჩანდა ლავიწის ძვლები... ლამაზი ფითქინა ფეხები ქონდა... მისი ხელები... მისი ფითქინა ხელები სადღაც გამქრალიყო... თითები ოდნავ გაუხეშებოდა ანგელოზს... პასუხს ამ კითხვაზე კითხვითვე გაგცემთ
"გლეხის ქალი და ასე ლამაზი?'
გლეხის ქალი იყო ეკატერინე... ქალი კი არა გოგო,მაგრამ მისი სრულყოფილებით ბევრ ქალსაც აჯობებდა... სულ 15 წლისაა და უკვე ღვთაებაა... ქალი რომ გახდება წარმომიდგენია მერე რა იქნება.
არასდროს ლაპარაკობს დედაზე... ეს მისი ტკივილია...
ცხოვრობს თბილისის გარეუბანში ერთ მართლაც პატარა "ოთახში"... მამასთან ერთად... საერთოდ არავინ ყავთ... მხოლოდ ეკო და მამა არიან...
მათი "სახლი"?
ერთი სარკმელი აქვს სახლს საიდანაც მზის სხივი ანათებს ოთახს... თუმცა რაღა მზის სხივი უნდა აქაურობას თავად მზე ზის ოთახში... გაბზარულ მინებს კარგად ეტყობათ მრავალჯერ რომ არიან შეკეთებულები "სკოჩით'...ერთი პატარა საწოლი დგას ოთახში... როგორ ეტყობა მრავალ ომ გამოვლილი რომაა,ვინიცის რამდენჯერაა შეკეთებული. ორი პატარა ხის სკამი, ერთი პატარა ხელნაკეთი მაგიდა...პატარა ფიცრული კარადა რომელსაც კარიც კი არ აქვს... მის თავსა და ბოლოში ლურსმნებია დარჭული ზედ ძაფი გაბმული და ეკოს ხელნაკეთი ფარდა ჩამოფარებული... ონკანთან პატარა "შკაფი" იდგა ზედ გადაჭრილი პოლიეთილენის ბოთლი იდო და შიგ ორი ჩანგალი,ორი კოვზი და ერთი დანა იდო... გვერდით შეაჩნევდით სამ თეფშსა და ორ ჭიქას... დარწმუნებული ვარ ეს კომუნისტების დროინდელია მართლაც...
თუ კი რამე ტანსახმელი ქონდა ეკოს ან თვითონ იკერავდა ან ტაძარში მისვლისას ახლობელი დედაო ჩუქნიდა... ერთი წყვილი ფეხსაცმელი ქონდა...სიძველისაგან "პირდაღებულები" მაგრამ ისევ ეკოს ოსტატობით კიდევ რომ გაეხანგრძლივებინათ სიცოცხლე...
მამა დილიდან საღამომდე გასულია... ზამთარ-ზაფხულ,წვიმასა და ქარში,თოვლსა და ყინვაში დადის ქუჩებში და ხატებსა და საეკლესიო სანთლებს ყიდის... დიდი ბედნიერებაა ზურა ძიასთვის სახლში 2 ლარი მაინც რომ მიიყოლოს,ამით ხომ შეძლებენ ერთი პურის, 2 კვერცხის და ერთი სანთლის ყიდვას... მათთან ელექტრო ენერგია არც არასდროს ყოფილა, ზურა ძია იმდენს ვერასდროს ვერ შოულობს რომ დენის ფულის გადახდა მოახერხოს... რამდენჯერ დაუძინით სულ მშივრებს...
მათ სახლში ჯერ არ ანთებულა ნათურა... მათ სახლშიი არასდროს არ ყოფილა ის რასაც მართლა საჭმელი ქვია,მათ არასდროს უგვრძნიათ ნაყროვნება...
**************************************8
ისევ აუწყდა უკვე მრავალჯერ დაკერებულს ჩანთას ყური და კვლავ ხელში მოუწია დაჭერა ეკოს... კლასში ისევ ბოლო შემორჩა ქურთუკი მოიცვა... ეს ქურთუკი რომ აჩუქა ედაომ იმ თავიდან არ უმუშავებს ელვა... მეტი არაფერი ქონა ეკოს ადგა და ელვის გვერდით პატარა შავი ღილები დააკერა მეორე მხარეს კი ძაფით საღილეები გაუკეთა... ახლა წვალებით შეიკრა ღილები... ანთა აიღო და გარეთ გამოვიდა... ნაწნავი გვერდით გადმოიგდო და ქუდი წამოიხურა...
ისევ გაეთოშა თითები... მოეყინა ის ლამაზი ცხვირი. საწყლად აფახუნებს იმ გრძელ წამწამებს... აი უკვე იგრძნო ფეხებში სისველე... სწრაფი ნაბჯებით მიუყვება სახლისაკენ გზას... როგორ უნდა ახლა შეეძოს ავტობუსით წასვა... ფეხებს უკვე ვეღარ გრძნობს,მაგრამ მას არც არასდროს ქონია ავტობუსის ფული... ისევ ფეხით მივდა სახლში... უკვე ტიროდა ისე აძრებოდა ფეხები... სახლის კარი გააღო და შიგნით შევიდა... სახლშიც ისევე ცივა როგორც გარეთ ამიტომ არც კი უფიქრია ქურთუკის გახდაზე... იქვე მიდებულ ტომარას დაწვდა სადაც მისი ნაგროვები გირჩები ეყარა და ღუმელში შეყარა... ცოტა მუყაოც მიაყოლა... ამით მეზობელი ნანა ეხმარება,რომელიც მაღაზიაში მუშაობს და ყოველთვის უნახავს ცარიელ ყუთებს... ასანთის ბოლო ღერიც გაკრა და ცეცხლი მიუნთო
-ასანთიც გათავდა....-ოთახში გაიჟღერა სასიამოვნო ხმამ.
ანთებულ ღუმელს ხელები მიუშვირა გასათბობად... ცოტა რომ დათბა სახლში ქურთუკი გაიხადა... სულ მთლად სველი წინდები გაიხადა და იქვე ღუმელთან მიფენილი "ახალი" წინდები ამოიცვა,რომლებიც გუშინ დააკერა. ნაწნავი უკან გადააგდო და ონკანთან მივიდა, ჩაიდანი წყლით აავსო და ღუმელზე შემოდგა... ფინჯანი აიღო და კარადიდან საშაქრე აიღო თავი ახადა და ტკივილიანად ამოიხვნეშა... შაქარიც გათავებულა... არადა როგორ უფრთხილდებოდა ამ შაქარს... ჩაიში ნახევარ კოვზს ყრიდა,მაგარამ აი მაინც უკვე გატავდა. გაჭირვებით მოფხიკა საშაქრის კედლებიდან და ფინჯანში ჩაყარა... ახლა ისევ მოუწევდათ უშაქრო ჩაის სმა...
მალე ჩაიდანიც ახმაურდა და ფრთხილად დაასხა ფინჯანში... დაყენეული პიტნის ფერიც ეკონომიურად დაამატა... საპურეს თავი ახადა და დაინახა პურის მხოლოდ ყუა ნაწილი იყო დარჩენილი... თხლად ჩამოაჭრა ერთი ნაჭერი და კვლავ უკან დააბრუნა... უნდა გამოეზოგა... შეიძლება მამას კვლავ ვერაფერი გაეყიდა და სახლში მოსულს მთელი დღის მშიერს ასე ვერ დატოვებდა.,,
პური ღუმელზე დადო და ოდნავ შეხუხა... პატარა სკამი მიიჩოჩა და ღუმელთან მოკალათდა... გარინდულმა გამოცალა ჩაი და ონკანისაკენ წავიდა... ისევ გაუყინა ცივმა წყალმა ის წვრილი თითები... მაგიდათან მიჩოჩდა და მეცადინეობა დაიწყო...
არანარი პირობები არ აქვს,მაგრამ მაინც ძალიან კარგად სწავლობს...
საღამო ხანს მორჩა მეცადინეობას დაა ისევ კერვას შეუდგა... წინა კვირას დედაოს მიცემულ ნაჭრებში თბილი მატერია იპოვა და გადაწყვიტა მამასთვის ქუდი შეეკერა... მალე ამ საქმესაც მორჩა,სიყვარულით გადაუსვა ქუდს ხელი და იქვე ბალიშზე ჩამოდო... იცის რომ ამიტ მამას ძალიან გაახარებს. ახლა ხომ აღარ შესცივდება წვიმასა და თოვლში მის მამიკოს თავზე...
ისევ შეაყარა ღუმელს გირჩები და კვლავ შემოდგა ჩაიდანი. უკვე ბნელდებოდა... მამას მოსვლის დრო იყო და ცხელი ჩაი უნდა დაეხვედრებინა,თუმცა უშაქრო...
ზურა ძიამაც არ დააყოვნა და მალე სემოხსნა სახლის კარი...
-ეკა მა მოვედი...-დაუძახა სახლში შემოსულმა.
კარსი მეიეგება ეკატერინეც და თბილად მიეხუტა გაყინულ მამას გულზე. მამამ კი შუბლზე აკოცა თავის ანგელოზს...
-გაიყინე მა?- ფრთხილად გახადა ქურთუკი მამას და "საკიდზე"-კედელზე მირტყმულ ლურსმანზე ჩამოკიდა.
-აბა რა ხდებოდა მამა დღეს სკოლაში?-სკამზე ჩამოჯდა მამა სადაც უწინ ეკო იჯდა.
-არაფერი მა ყველაფერი ისევ ისეა... დღეს ინგლისურმა მკითხა და ათი მივიღე- სიხარულით უთხრა ეკომ.
-კარგია მამას გოგოვ... ხო იცი მა სნ რაც არ უნდა მოხდეს უნდა ისწავლო, უნდა ისწავლო იმისათვის რომ ასე არ იყო გესმის?!-თვალები აუცრემლიანდა ზურა ძიას...
-მა... მე კარგად ვარ გესმის?! შემომხედე, კარგად ვარ და ჯანმრთელად... მთავარია სენ მყავდე მა და მეტი მე არაფერი მინდა ჩემო მამმიკო...- ნაზად დაუსვა ოდნავ მოზრდილ და მოუვლელ წვერზე ხელი.
კალთაში ჩაისვა ქალიშვილი და გულზე ძლიერად მიიხუტა.
-მამას სიმდიდრე ხარ შენ...-ზურა
უჭირდა ეკოსაც ახლა მამის სევდიანი თვალების ყურება,მაგრამ ამასა არ დაანახებდა... - როდის მოვაწესრიგოთ შენი წვერი?-კითხა ხალისიანად.
-ახლა არა მა და ხვალ იყოს, დღეს ძალიან დაღლილი ვარ-ლოყაზე აკოცა შვილს.
-კარგი ხვა იყოს მა...-ეკო და შუბლზე გადაუწია მამას თმა... დააკვირდა მის შუბლდა... როგორ გასჩენია შუბლზე ხაზები... როგორ დასევდიანაებია თვალები... რამდენი ტკივილი გადაუტანია...
-შენთის რა მაქვს მააა.... -სიხარულით უთხრა ზურამ და გულის ჯიბიდან ერთი ცალი კამფეტი ამოაძვრინა და შვილს გაუწოდა...
ეს ფაქტი უკლავდა გულს სულ ეკოს... ის რომ მამა მის გარეშე კამფეტსაც კი არ ჭამდა... საერთოდ რამდენი ხანია კამფეტი არ დაუგემოვნებია...
სწრაფად წამოხტა მამის მუხლებიდან და დანა აირო,კამფეტი კრადაზე დადო და თვლაზომით გაზომა... მერე დანა დაადო და ორივე ხელით დააწვა... უცებ გაიმა რაღაც ხმა... მერე ხელი დაავლო ორად გაყოფილ კამფეტს და კვლავ მამასთან მივიდა, კვლავ მის მუხლებში მოკალათდა და ერთი კამფეტის ნაჭერი გაუწოდა
-არ მინდა მა შენ შეჭამე-აცრემლიანებული თვალებით უთხრა ზურამ
-მა....-ეერთი წაიდუდღუნა ეკომ და მამას კამფეტი მიაჩოჩა, შემდეგ კი თვითონაც გემრიელად გადასანსლა კამფეტი...
-ნახე მე რა მაქვს შენთვის...-ახლაღა გაახსენდა საჩუქარი... საწოლიდან შავი მოკეცილი ქუდი აიღო და მამიკოს მიაწოდა-დღეს შეგიკერე მა...-სიხარულით უთხრა...
-მამას იმედო.. მადლობა მაა ძაან გამახარე-შუბლზე აკოცა ქალიშვილს.
-ხვალ რომ წახვალ დაიხურავ და აღარ შეგცივდება თავზე-თან ესაუბრებოდა და თან ქუდი მოარგო მამას-ოხ... როგორ გიხდება მამიკო რომ იცოდე...
-მამას სიამაყვე...
უკვე დაღამდა... ეკომ ყურ მოტეხილ ყავის ჭიქაში დარჩენილ სანთელს ღუმლიდან მიუნთო ცეცხლი და მაგიდაზე შემოდგა...
მამამ ჩაიც დალია...
-აღარც შაქარი გვაქვს და აღარც ასანთი... აღარც პური... დღესაც ვერაფერი გავყიდე.. არ ვიცი ასე როდემდე ვიქებით-ზურა
-არ იდარდო მა,მთავარია ერთმანეთი გვყავს... მერე ყველაფერი გვექნება... ყველაფერი კარგად იქნება- ჩაის ფინჯანს წყალი გამოავლო და კარადაზე დადგა...
მერე საწოლთან მივიდა და ზედ დადებული ლეიბი აიღო, იატაკზე გაფინა, შემდეგ თეთრეული გადააფინა, ბალიში დადო და საბანიც ლამაზად მიკეცა...
სააბაზანოშო საღამურებიც ჩაიცვა, მოწესრიგდა და საწოლში შეწვა, მალე ზურა ძიაც მოკალათდა იატაკზე გაშლილ საწოლში და შვლისკენ გადაბრუნდა
-ძილინებისა მა...-ეკო
-ძილინებისა მამას სიხარულო-ზურა
კედლისაკენ გადაბრუნდა ეკკო და კვლავ მოკუმა ტუჩები,,,, იმ ლამაზი თვალებიდან კვლავ გადმოსვცივდა ოქროს ცრემლები, ისევე როგორც ყოველ ღამე...
ჩუმად ტიროდა... სტკიოდა რომ განა ის რომ ასეეთი ღარიბები იყვნენ, არა............!
მას ის ტკიოდა რომ მამამისი ასე განიცდიდია მათ მდგომარეობას... რომ მისთვალებში სულ მუდამ ეს დიდი სევდააა ჩაბუდებული. როგორ უნდა,ღმერთო როგორ უნდა რომ ერთ დღეს მამის თვალებში ეს დიდი ტკივილი აღარ ამოიკითხოს.
რამდენი ოცნება აქვს...
კვლავ გულით შესთხოვა უფალს რომ ხვალ უკეთესი დღე გაუთენოს და მერე ცრემლიანი თვლაები მაგრად დახუჭა...
დილის 7 საათზე იგრძნო როგორ შეეხო მამის მხურვალე ტუჩები შუბლზე... ეს იმას ნიშნავდა რომ ის უკვე წავიდა სახურში"... ეკოც ცოტახანში წამოდგა ფეხზე თავი მოიწესრიგა და სკოლაში წავიდა... საზიზღარია საზოგადოება... განსაკუთრების "ზმანზე გადაგიჟებული თაობა"... მხოლოდ იმას რომ უყურებენ რა გაცვია,სად გაქვს ნაყიდი,რამდენი ღირდა,რა ბრენდია... რომ ყოველ დღე აუცილებელია სხვდასხვა ტანსაცმელი გეცვას... არა!... ასე არ უნდა იყოს... ხალხო გაიგეთ არ აქვს მნიშვნელობა რა გაცვია... მთავარია რომ გული და სული გქონდეს ძვირადღირებული და არა ტანისამოსი... დამიჯერეთ იქ ზემოთ რომ წარსდგებით უფლის წინაშე თავის სამართლებლად არ გამოგადგებათ რომ კარგად გეცვათ ყოველთვის... მერე გვიანია იცოდეთ სინანული... ძაან გაჩითული სასტავები რომაა-ერთად მოყრილი ახალგაზრდობა,რომელსაც აცვია კარგად...-რატომ რიყავთ მათ ვისაც არ აცვია ისე ძვირფასად როგორც თქვენ?! ეკოც ასე იყო... ჩემი ძვირფასი ეკო... რამდენჯერ უტირია ასეთი ხალხის გამო... რამდენჯერ უტირია მასზე მიშვერილი თითები გამო,მასზე მიმართული მზერის გამო... დიახ!... მას არასდროს არ სცმია ახალი ტანსაცმელი... ვიცინიც თუნდაც ახლა ეს კაბა რამდენი ადამიანის ტანზე იყო... ან თუნდაც ეს ნაქსოვი ზედა... მაგრამ დამერწმუნეთ მას მართლაც,რომ იტყვიან უბრალო ნაჭერი რომ შემოახვიო იმაშიც ქალღმერთს მოგაგონებთ... ლამაზი იყო ეკო და თანაც როგორ... როდესაც ბავშვს ძვირფასად არ აცვია მასზე უჩნდებათ წარმოდგენა რომ მაშასადამე იგი ბინძურიცაა,მაგრამ არა! ისევ ცდებით... ეკო ?! ეკო ისეთი სპეტაკია... სულით და ხორცით სუფთა...
ვფიქრობ მისდამი ცუდი დამოკიდებულების მიზეზი მის მატერიალურ მდგომარეობასთან ერთად ისაა,რომ ის ასეთი ლამაზია... ვიცი რამდენ გოგოს შურს მისი... ნაკლს ვერ უპოვი ეკოს... მეც კი მიკვირს ასეთი სრულყოფილი როგორაა,მაგრამ აი ხომ ხედავთ არის. ისევ ბევრი დაცინვა... ისევ შეკავებული ცრემლები ,გულში მრავალჯერ განმეორებული სიტყვები; -"ეკო არ იტირო იცოდე, არ იტირო!..." ისევ საშინელი სიცივეა და სულ მოუყინა თითები... ესე თოვლიც რომ მის ჯიბრზე არ დნება?! ალბათ მალე ფილტვების ანთებაც ეწვევა კვლავ... სახლში მისულს კვლავ სიმარტოვე დახვდა...სწრაფად მიირბინა ღუმელთან გირჩდები შეაყარა,მაგრამ შემდეგ გაახსენდა რომ ასანთი აღარ ჰქონდა... ახლა რა უნდა ქნას? მოუწევს ასე სიცივეში ჯდომა, ვერც ჩაის გაიკეთებს... პურიც აღარ აქვს... ისევ დაუდგა მძიმე დღეებს შორის კიდევ უფრო მძიმე... საწოლში ქურთუკით შეწვა და ადიელა გადაიფარა... ხელები დაიორთქლა და მეცადინეობა დაიწყო... სიცივისაგან მობუზულს როდის ჩაეძინა არ ახსოვს.... ****** ზურა სახლში რომ დაბრუნდა მძინარე ქალიშვილი დახვდა,სიცივისაგან რომ მოუზულიყო...მაშინვე იგრძნო გულში ძლიერი ტკივილი...მისი ქალიშვილი ასე სიცივეში იყო მთელი დღე... 5 თეთრი არ ქონდა რომ ასანთი ეყიდა... იგრძნო...იგრძნო ამ სიცივეში მის სახეზე როგორ ჩამოგორდა ცხელი სითხე... სწრაფად მოიწმუნდა ცრემლი და ეკოს მიუახლოვდა,შუბლზე ფრთხილად აკოცა... გაახსენდა დღეს გაგონილი სიტყვები:"ქმარი კი დავკარგე...დამრჩა სამი შვილი ობლად,ღმერთმა მაპატიოს,მაგრამ ჩემი ობოლი შვილები ეხლა იმის პენსიით მოდიან...იმით ჭამენ პურს..." ფიქრებით სადღაც შორს გაფრინდა...გონს ეკოს ხმამ მოიყვანა... *********
მამას კოცნა ვიგრძენი და მალე გამომეღვიძა,ჩემ წინ ჩამუხლული მამა დამხვდა რომელიც გარიმდული სახით მისჩერებოდა ერთ წერტილს. -მამა კარგად ხარ?-ხელზე ფრთხილად შევეხე...ისიც დენდარტყმულივით შემობრუნდა ჩემკენ. -კი მამა კარგად ვარ-მითხრა უცნაუეი ხმით,სწრაფად წამოდგა საწოლზე ჩამომიჯდა და გულზე მიმიხუტა...თაცზე ხელებს მისვავდა და დრო და დრო მკოცნიდა... -მა მართლა კარგად ხარ?-მე -კი კარგად ვარ ჩემო სიხაეულო-კისწვ ერთხელ მაკოცა თავზე... ვიცოდი რომ რაღაც ისე არ იყო...მამა რას ხმა რაღაც სხვანაირი იყო...თითქოს რაღაცაზე წუხს... მხოლოდ ის მყავს და ყველაზე კარგაფ ვიცნობ... -ასანთიც აღარ გვაქვს ხო მა...-მამა -არა მა...-ჩუმად ჩავიჩურჩულე... -ჩავალ მე ნანას ექნება და რამოდენიმე ღერს გამოვართმევ-მამა -კაი მა...-მე უკვე დაბნელებულიყო... სახლშიც სიბნელე გამეფებულიყო... ფანჯარასთან მივედი და ფანჯეოს რაფას იდაყვებით დავეყრდენი, ვფიქრობდი ჩვენს ყოფაზე...იმაზე რომ მე და მამას ერთმანეთის მეტი არავინ გვყავდა...მეშინია მე რომ რამე დამემართოს,არა...განა ჩემ თავზე ვნერვიულობ უბრალოდ...უბრალოდ მამას ჩემ მეტი არავინ ყავს...სიბერეში არავინ მოუვლის...ის კი არა?მე რომ რამე მომივიდეს ვიცი თავს არ იცოცხლებს. მახსენდება პატარა რომ ვიყავი სულ თავისთან რომ მაძინებდა, მახსოვს მეშვიდე კლასში სკოლის ავტორიტეტის ასამაღლებლად დაფასთან რომ გამომიძახეს და მთელი კლასის წინაშე,როგორც გაჭირვებულ ბავშვს ზამთრისათვის ახალი ქურთუკი და ფეხსაცმელი მომცეს...კვლავ ჩამესმა ბავშვების დაცინვა...მე მაშინვე საჩუქეებით ხელში სახლში გამოვიქეცი ტირილით და მამას მოსვლამდწ არც გავჩერებულვარ...სახლში მოსულმა მამამ ასე მტირალი რომ დამინახა გულში მაგრად ჩამიკრა და მომხდარის მოყოლა მთხოვა,მეც ყველაფერი მოვუყევი ტირილით,მაშინ მამამ თავზე ხელი გადამისვა და მითხრა-ხვალ ამ საჩუქრებს უკან წაიღებ,მასწავლებელს ეტყვი,რომ არ გჭირდება სამოწყალო საჩუქარი და რომ მამა მალე ახალ ქურთუკსა და ფეხსაცმელს გიყიდის...- ყველაზე ბედნიერს მეძინა იმ ღამით.მეორე დღეს მართლაც გადავეცი მასწვლებელს დანაბარევი და მეც ამაყად
დავიკავე ჩემი ადგილი.იმ წელს მამამ ახალი ქურთუკი და ფეხსაცმელი ვერ მიყიდა,მაგრამ მე მაინც არ ამიღია სამოწყალო საჩუქრები...-ვიგრძენი ზოლად როგორ გამითბა ლოყა...-არ მინდა რომ ჩემი მამიკო დბერდეს!... -მოვედი მა...-ფიქრებიდან მამას ხმამ გამომიყვნა... მეც სწრაფად მოვიწმინდე ცრემლი და მისკენ შევბრუნდი და გავიღიმე... -ნახე ნანამ თან შენთან ღვეზელები გამომატანა-სიხარულით მითხრა მამამ. მე მხოლოდ გავიღიმე. -მოდი შენ ღვეზელი შეჭამე და მე ღუმელს ავანთებ-მამა -დაგელოდები,ჩაიც გავაკეთოთ და ერთად ვჭამოთ-ვუთხარი მე -კაი მამას სიხარულო-მამა. ვუყურებდი როგორ ანთებდა მამა ღუმელს და გულში ფორიაქს ვგრძნობდი... მერე ჩაიც გვაკეთეთ და ღვეზელებიც მივირთვით...მამას საწოლო გავუშალე და დასაძინებლად დავწექით... ისევ უცნაურად ვგრძნობდი თავს და ვერ ვიძინებდი. -ეკატერინე მა გღვიძავს?-მომესმა მამას ჩახლეჩილი ხმა. -კი მა მღვიძავს-ცრემლები მოვიწმინდე მე. -ეკო მა ხო იცი როგორ მიყვარხარ და ჩემთვის ყველაფერი რომ ხარ-ვგრძნობდი როგორ უკანკალებდა ხმა. -ვიცი მა...მეც ძალიან მიყვარხარ...-მე -ეკო ხო იცი რო ერთ დღეს მეც მომაკითხავს სიკვდილი....-მაშინვე გვაწყვეტინე მე-მა ნუ ლაპარაკობ მაგეებზე...შენ დიდხანს უნდა იცოცხლო....-მე -მაცადე შვილო...უკვდავი კი არ ვარ...ერთ დღეს მეც მოვკვდები და მარტო მოგიწევს ამ გასაჭორს შეეჭიდო...არ უნდა დანებდე მა...კარგდ უნდა იყო გესმის?!იცოდე რომ მე მაინც სულ შენთან ვიქნები-უკვე ვიცოდი რომ მეც და ისიც ვტიროდით... მაშინვე წამოვდექი საწოლიდან და მამასთან შევწექი,მაგრად მოვხვიე ხელები და გულზე დავადე თავი -შენ სულ ჩემთან უნდა იყო მა...არ დამტოვო იცოდე-ტირილით ვუთხარი მე. -ჩუ ჩემო პატარა...ჩუ...-თავზე მეფერებოდა მამა.... -მა ხო არ დამტოვებ?!ხო სულ ჩემთან იქნები?!-მე -დაიძინე ჩემო პატარა...მამას სიხარულო....მამას ანგელოზო....-მამა.
მის გულისცემას ვუსმენდი და ტირილში ისე ჩამეძინა... დილით მამას კოცნამ გამომაღვოძა...თვალები რომ გავახილი კვლავ მამას ვიყავი ჩახუტებული... -მა არ წასულხარ?-თვალები მოვისრისე.... -არა...მაინც არავინ ყიდულობს არც სანთლებს და არც ხატებს, ამიტომ გადავწყვიტე დღეს სახში ვიყო და არც შენ გაგიშვა სკოლაში-მამა -კარგიიი-გავეკრიჭე მე... მთელი დღე მამას ვყავდი ჩახუტებული,მთელი სახე დამიკოცნა...ვისაუბრეთ უამრავ თემაზე...ბევრიც ვიცინეთ... შუა დღის სამი საათი იყო მამამ კიდწვ ერთხელ მაკოცა და მითხრა. -მა რამდენი ხანია დედა შუშანიკი არ გინახავს...ახლა ხომ სახლში ხარ მოდი ჩაიცვი და წადი მასთან თან ჩემ სახელზეც დაანთე მა სანთელი და ილოცე ჩემთვის კაი?-მითხრა აცრემლიანებული თვალებით.... -მა....კარგად ხარ?-შეშინებულმა ვკითხე მე -კი მა კარგად ვარ...მიდი ჩაცვი დაწადი-მამა მეც ჩავიცვი ჩემი გრძელი კაბა,ფეხსაცმელები ამოვიცვი...თან გული მეკუმშებოდა მაგრამ რატო არ ვიცი.... საკიდიდან ქურთუკი მამამ ჩამომიხსნა და თავადვე ჩამაცვა... უცნაურად იქცევა...აშკარად რაღაც ხდება... სანთლები ავიღე და მამასკენ შევბრუნდი... -ჩემო სიხარულო ფრთხილად იარე...ილოცე ჩემთვის...მამიკოს ძალიამ უყვარხარ ხომ იცი ჩემო ლამაზ თვალებავ.-მაგრად,ძალიან მაგრდ ჩამიკრა გულში...მერე ცრემლინი თვალებით თვალებში ჩამაჩერდა და შუბლზე მხურვალედ მაკოცა... -მა ხვალ რონ წავიდე სკოლიდან?-ხმის კანკალით ვუთხარი -არა მა წადი მე სახში დაგხვდები-კიდევ ერთხელ მაკოცა და კარი გამიღო. კიდევ ერთხელ შევავლე თვალი კარში მდგარ მამას და მერე წამოვედი... მივდიოდი და ფეხები უკან მრჩებოდა... როგორ მინდოდა ახლა სახლში მიბრუნება... ტაძარში მისულმა მაშინვე სავანთე სანთლები და ლოცვა დავიწყე...უფალს ჩემი მამიკოს კარგად ყოდნა შევთხოვე... დედა შუშანიკი როგორც კი შევნიშნე მაშინვე გავიქეცი მოსკენ და მაგრად ჩავეხუტე,მაშინვე ტირილი ამიტყდა,მაგრამ მიზეზს ვერ ვხვდებოდი... -რა გჭირს ჩემო პატარავ?-მომეფერა დედაო... -დედაო,მგონი მამა ცუდადაა გუშინ და დღეს უცნაურად ლაპარაკობს ახლაც მან გამომიშვა აქ...გთხოვ წამომყევი და ინახულე-შევევედრე მე... დედაომ ცრემლები მომწმინდა და მომეფერ-წამოვალ შვილო წამოვალ...-ხელო ჩამჭიდა და სახლისკენ წავედით... მთელი გზა ფეხები მიკანკალებდა... სახლის კარი შევღე და მამას დავუძახე -მააა მოვედით-მე ხმა არავინ გამცა...შემეშინდა ძალიან შემეშინდა.კარი დავხურეთ და ოთახის შესასვლელში ჩამოფარებულო ფარდა გავწიე... -ააააა......ბოლო ხმაზე დავიყვირე და მაშინვე ჩავიკეცე... ტირილი ამოტყდა... -ღმერთო-პირზე ხელი მიიფრა დედაომ. მე ფეხზე წამოვვარდი და ოთახში შევვარდი... "ლუსტრაზე" ბაწრით ჩამოკიდულ მამას მივვარდი და ფეხებზე შემოვეხვიე და ზემოთ დავუწყე აწევა... -მიშველეთ!... გთხოვთ ვინმემ მიშველეთ!...-ვყვიროდი ბოლო ხმაზე და თან ხელს არ ვუშვებდი მამას... არ მახსოვს როდის მოვიდნენ მეზობელი კაცები...მე დედა შუშანიკს ვყავდი გულზე მიკრული და ხელს არ მიშვებდა... მამას სხეული ქვემოთ დააწვინეს და მოსცილდნენ... დაფეთებული ხან ერთს ვუყურებდი და ხან მეორეს...ვერ ბხვდებოდი რატომ არაფერს შვრებოდნენ.... უცებ დავუსხლტდი დედაოს მკლავებიდან და მამასკენ გავიქეცი... იატაკზე მუხლებით დავემხე...ხელები მიკანკალებდა....ფრთხილად შევეხე სახეზე...როგორი ცივი იყო ჩემი მამიკო... თავი წამოვაწევინე და მუხლებზე დავიწვინე...სახეზე ვეფერებოდი და ოთახში უიმედოდ ვეძებდი იმედს რომ ის ცოცხალი იყო... ერთი ამოვიგმინე და მაგრად ჩავიხუტე მისი უსულო სხეული გულ ში... -მა... ჩემო მამიკოო... გაახილე თვალები რა...გეხვეწები არ დამტოვო რა მა...ჩემო სიხარულო არ წახვიდე...-ვტიროდი და უფრო და უფრო ძლიერ ვიკრავდი გულში...-ხომ გითხარ არ დამტოვო თქო...ხომ გთხოვე მა...რატომ გააკეთე ეს მა... რატომ... დავტიროდი ჩემა მამიკოს და გულში ძლიერ ვიკრავდი... ვერ ვიჯერებდი რომ დამტოვა... რომ უმისობისათვის გამიმეტა... არაფერი მინდოდა,მხოლოდ ის ყოფილიყო ჩემთან ჩემი მამიკო...
ორი დღე მის გვერდით ვათევდი მერე კი მივაბარე ცივ მიწას...გავნადგურდი,ვიცი რომ ამ დღიდან ყველაფერი შეიცვლება... მთელი ჩემი ცხოვრება შეიცვლება... დედაოს თხოვნის მიუხედავად დაკრძალვიდან სახლში წავედი...
ჩუმად შევაღე სახლის კარი და საშინელი სიხარიელე ვიგრძენი... მაშინვე წამომივიდა ცრემლები... საშინებელში შევედი და სკამზე ჩამოვჯექი... ოთახს თვალი მოვავლე... ყელაფერი მის თავს მახსენებს, ყველაფერი მამას უკავშირდება/.... ვერ ვხდები რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება... ასე რატომ გამიმეტა... მუხლები მოვკეცე და თავი ხელებზე დავდე... ახლა უკვე ხმით დავიწყე ტირილი... ჩემი მამიკო მტკიოდა...
ღმერთო უკვე როგორ ძლიერ მენატრებოდა...
კარადასთან მივედი და მისი სვიტერიი გამოვიღე დაკეცილივე ჩავიკარი გულში... საწოლისაკენ წავედი. დავწექი გვერდით მამას სვიტერი დავიფინე, ცალი ხელი ზედ დავადე ცალი კი ბალიშის ქვეშ შევაცურე... სვიტერს ვეფერებოდი,როდესაც ხელზე რაღაც მომხვდა და მაშინვე გამოვაცურე ბალიშის ქვეშიდან ხელი... ოთხად მოკეცილი ფურცელი დამხვდა, შიშით გავშალე და მაშინვე ვიცანი მამას კალიგრაფია... ცრემლები მოვიწმინდე და კითხვა დავიწყე;
„ ეკატერინეს....
გამარჯობა მამას იმედო... თუ ამ წერილს კითხულობ ესე იგი მე უკვე... მე უკვე აღარ ვარ... მაპატიე... მიჭირს ამ წერილის დაწერაც... ვიცი ვერ გამიგებ ჩემო პატარავ... ვიცი ცუდად ვიქცევი,მაგრამ ესეც ისევ შენთვის... ვერ გავძლებ მა... ასე ვერ გაგიმეტებ გესმის? ვერ გაგიმეტებ რომ ასე შიმშილსა და სიცივეში რამე დაგემართოს... ვიცი რომ გაგიჭირდება,რომ გამართლებას ვერ მოუძებნი ჩემ საქციელს,მაგრამ... გთხოვ იცოდე რომ მიყვარხარ ჩემი მზეზე ამოსულო ყვავილო... ჩემო მზეო, ჩემოო ღმერთო... ნანას ვთხოვე დახმარება და ის ყველაფერს გააკეთებ რომ ობოლს პენსია დაგენიშნოს... მაპატიე მა ეს იყო ერთადერთი გამოსავალი. ახლა სულ ცოტა ფული მაინც გექნება და თავს გაიტან,... ცოხვორებას არ დანებდე რაც არ უნდა მოხდეს გესმის?! მე სულ შენთან ვარ ... არასდროს არ მიგატოვებ... არ დანებდე მა... შენ ჩემი იმედი ხარ... ყველაფერი გააკეთე იმისათვის რომ იცოცხლო.... ვიცი ფიქრობ რომ შენ სიცოცხლეს აზრი აღარ აქვს,მაგრამ არა ჩემო ლამაზ თვალებავ... არა... შენ ჩემთის უნდა იცოცხლო. გახსოვდეს რომ სანამ შენი გული იფეთქებს მეც ცოცხალი ვარ. ისწავლე მა... ამ ცხოვრებაში მე თუ არა შენ მაინც უნდა მიაღწიო რამეს... ილოცე ჩემთვის მა... ჩემი სულის გადასარჩენად ილოცე... გახსოვდეს რომ ყოველ ღამით მე მოვალ შენთან და შუბლზე დაგიტოვებ კოცნას...
ეკოს მამიკო ...“
კი არ ტიროდა უკვე ბღაოდა... აღარ შეეძლო. პატარა იყო გესმით?! პატარა...
15 წლის იყო ეკო... პატარა იყო პატარა....
შენ ბედისწერავ არ შეგეცოდა?! ნამუსი სულ დაკარგე?! მძულხარ ბედისწერავ მულხარ და რა ძლიერ!!!...
ამდენი ტკივილი ამ პატარა გოგოს?!
გაუჩლებს გესმის?! გაუძლებს და პასუხს გაგებინებს ყველ ტკივილისათვის და მერე ის არ დაგინდობს გახსოვდეს!...
ხედავ შენმა დაუნდობლობამ რა გამოიწვია?!
ზურამ თავი ჩამოიხრჩო იმისათვის რომ ეკოს პენსია ქონოდა ,რომ მისი შვილი მშიერი არ მომკვდარიყო...
დაუნდობელი ხარ და თანაც როგორი?!
იცოდე ის არ დანებდება....
ისედაც ნაცრისფერი ცხოვრება ახლა სულ მთალდ ჩაშავდა... ვარდისფერი სათვალე არც არასდროს კეთებია,მაგრამ ახლა მხედველობა დაკარგა... ხო, ზურა მისთვის თვალის ჩინი იყო... მის გარეშე როგორ ისუნთქოს არც კი იცის...მაგრამ შეძლებს!...ბედისწერავ ამას შენ ჯინაზე შეძლებს, მე მჯერა მისი!...
3კვირა გავიდა მისი დაობლებიდან... დედა შუშანიკის თაოსნობით ბავშვთა სახლში არ გადაუყვანიათ და ისევ თავის ბინაში ცხოვრობს... ნანაც და დედაოც მას ყურადღებას არ აკლებენ,მაგრამ გაქრა... ის ეკატერინე სადღაც გაქრა... დაბნელდა მზე გაურკვეველი ვადით... მამიკოს მზე დაბნელდა...
ყოველ ღამით მამის სვიტერს იცვამს,რომელსაც ჯერ კიდევ შემორჩენოდა ეკოს მამის სურნელი... ყოველ ღამით ოქროს ცრემლით ჟღინთავს სასთუმალს...
მხოლოდ თმა ქონდა კაშკაშა და ხასხასა ეკოს... სულ შავში იყო მოსილი... ამინდიც დასტიროდა ობლად დარჩენილ ღვთაებას...
ყოველ დილით განთიადს სარკმელთან ხვდება და იმ ლამაზი თვალებიდან წამოსულ ცრემლებს უმოწყალოდ ღვრის... არც წესივრად საუბრობს,საერთოდ არც ქონდა ბევრთან ურთიერთობა,მაგრამ ახლა სულ დადუმდა. მესმის,მართა მესმის მისი... როგორ მინდა ახლა მასთან მივიდე,მაგრად შემოვხვიო ხელები და ვანუგეშო...
ცოდოა ეკო... მართლაც რომ ცოდოა...
******************************
ისევ გამომეღვიძა გამთენიისას... კვლავ ავდექი და სარკმელთან მივედი, ვუყურებდი როგორ ეფინებოდა ნელ-ნელა ყველაფერს ნათელი...როგორ იღვიძებდა ქალაქი...
-ნეტავ ჩემ მამიკოსაც გაღვიძებოდა-კლვავ მოიწმინდა ცხელი ცრემლი.
მამას სანთელი დაუნთო,შავებში შეიმოსა და სკოლაში წავიდა... დღეს პირველი დღეა ამ ტრაგედისს შემდეგ,როდესაც სკოლაში მიდის.
ცოტა ეშინია ბავშვების სიტყვების,მათი საქციელების,მაგრამ იცის რომ ახლა ტკივილს ვეღარც იგრძნობს... ყველაზე მტკივნეულ ადგილას უკვე დაარტყა ბედისწერამ.
სკოლის ჭიშკარში თავდახრილი შევიდა...
ღმერთო ჩემო,ნეტავ გენახათ რა საოცრება იყო... შავი მუხლამდე კაბა ეცვა, შავი ზედა,ქურთუკი, ის ჟღაი თმა უბრალოდ ჩაეწნა და წინ გადმოეგდო... ის ლამაზი სახე ძირს ქონდა დახრილი. ანათებდა!...მართლაც ანათებდა ეკატერინე!...
მაინც ესმოდა ბავშვების ჩურჩული. თავს ვერ წევდა,იცოდა ბავშვები მის ცრემლიან თვალებს თუ დაინახავდნენ უფრო უარესს იზავდნენ,მას კი აღარ ქონდა ამასთან გამკლავების ძალა... საკლასო ოთახში ჩუმად შევიდა და თავის ადგილას მოკალათდა. ხელები მერხზე დაალაგა და თავი შიგ ჩარგო. ისევ ის გაუთავებელი ჩურჩული,სიცილი... პირდაპირ თავსა და გონებაში ურტყავდა...
როგორ უნდოდა რომ ახლა უბრალოდ გაქცეულიიყო აქედან ძალიან,ძალიან შორს... იქ სადაც მის და უფლის გარდა არავინ იქნებოდა...
როგორც იქნა დაუმთავრდა გაკვეთილები მაშინვე აიღო თავისი ნივთები და საკლასო ოთახი დატოვა... აი სკოლის ჭიშკარსაც გამოცდა კვლავ ფიქრებით შორს მყოფი...ჩუმად მიდიოდა როდესაც უცებ წყლის შხეფები იგრძნო... ფიქრებიდან გამოერკვა და ზედ დაიხედა... მისი შავი სამოსი სულ მთლად ლაფში იყო ამოსვრილი... ღმერთო როგორ უნდოდა ახლა მთელი ხმით ეტირა, ყველა მიზეზით... როგორ უნდოდა ის ყელში გაჩედილი ბურთი თავიდან მოეშორებინა...
სიცილის ხმები ჩაესმა ყურებში დათავი ზემოთ აწია... მის წინ მანქანაზე მიყრდნობილი რამოდენიმე უფროს კლასელი ბიჭი შენიშნა... აი იცით ვინები?! "ძააან სიმპატიურები და ძაან კაი ბიჭებს"რომ ეძახით... ყველა მათზე რომ აფანატებს... ეს 5 ბიჭი ერთმანეთზე გადაწოლილები იცინოდნენ...
ეკო უყურებდა მათ და მიზეზს ვერ პოულობდა თუ რატომ ექცეოდნენ ასე,მას ხომ მართლა არაფერი დაუშავებია მათთვის. სწორედ მათ უყურებდა ეკო,როდესაც ყიფიანმა კიდევ ერთი ქვა ისროლა იმავე გუბეში და პირდაპირ ეკოს შეეშხაფუნა სახეში გუბის წყალი.თავისი საქციელით კმაყოფილი ყიფიანი კიდევ უფრო იცინოდა გაწუწული ეკატერინეს ყურებისას..
შენც მოგეზღვევა ყიფიანო ამ საქციელისთვის!...
ეკო უბრალოდ მობრუნდა და სახლისკენ გაუყვა გზას...ზურგს უკან ესმოდა როგორ უქებდნენ ძმაკაცები ყიფანს მიზანს... არც კი მოუწმენდავს ეკოს სახე უბრალოდ ეს საქმე მისმა ცხელმა ცრემლებმა გააკეთეს...სულ ჩამოუწმინდეს ის ლამაზი ღაწვები... ანცად ჩამოხტოდნენ მის გრძელ წამწამებზე ჩამოკიდული ცრემლები ძირს...
სახლში მისულმა სარკეში თავის ანარეკლს რომ მოკრა თვალი კიდევ უფრო აუჩუყდა გული... ყიფიანმა ხომ არ იცოდა ამ ტანსაცმელის რეცხვისას როგორ გაუყინა ყინულივით ცივმა წყალმა ხელები, რომ სწორედ მათ გარეცხვას შეალია საპონის უკანასკენელი ულუფა...
ტანსაცმელი ტირილით გამოიცვალა და საწოლზე მიწვა...
ისევ სიჩუმე...სიცივე...ტირილი და ეკოს ცრემლი....
როგორ გამალებით უცემდა გული...როგორ გამალებით ღვრიდა ცრემლს.
უცებ მისი ტირილის ხმაც შეწყდა, ღრმად ამოისუნთქა
-მა...-ოთახში გაისმა ტკივილიანი ,მაგრამ მაინც სასიამოვნო ხმა
-ვიცი რომ ჩემთან ხარ ჩემო მამიკო, ვიცი რომ გესმის და მხედავ...-კვლავ იხეთქეს ცრემლებმა-მეც მინდა რომ გხედავდე მა...შენი თბილი კოცნა მომენატრა ჩემო მამიკო...ისე მჭირდები... მიჭირს მართლა მიჭირს უშენოდ... ყველაფრის აზრი შენ იყავი და მე შენ დაგკარგე...არ მეგონ ასე მწარედ შენ თუ მატკენდი... არც სამელი მინდა,არც წყალი,არც ჰაერი,მე მხოლოდ შენ მინდიხარ მა... მაგრამ ვიცი არ დაბრუნდები...-ისევ სიჩუმე და მხოლოდ ეკოს ღრმა სუნთქვა.
არ ახსოვს ტირილში როდის ჩაეძინა... დილით კვლავ მოასწრო მზეს ეკომ ამოსვლა... ფანჯრის რაფაზე შემოსკუპებული სადღაც უსასრულობაში იყურებოდა... ზურას ეძებდა ალბათ...
მერე ისევ შეიმოსა შავებში და კვალვ გაუყვა იმ გზას რომელიც მისთვის ტკივილისაკენ და დამცირებისაკენ მიმავალ გზას წარმოადგენდა...
კვლავ ტანჯვი საათები და კვლავ ჩუმად დაღვრილი ცრემლები...
სკოლიდან გამოდიოდა,როდესაც ძლიერი ტკივილი იგრძნო მხარში და მერე იგრძნო თუ როგორ დაეცა... მერე ისევ ის ხმა მოესმა,ზემოთ რომ აიხედა თავზე ყიფიანი ედგა და კვლავ იცონოდა...
საერთოდ არ იცნობდა ეკო დათო ყიფიანს... ის კი არა პირველად გუშინ შეხედა. ის კი ახალ უკვე მეორედ ამცირებს მის ფეხებთან დავარდნილ ეკოს...
ტკიოდა ეკოს... გული და არა სხეული. უყურებდა ყიფიანის ზიზღით აღსავსე თვალებს და ვერ ხვდებოდა ასე როდის ან რატომ შეაზიზღა მას თავი.
-დათო!...-შორიდან მოესმა ბიჭის ძახილი ეკოს,მაგრამ რეაქცია არ ქონდა. კვლავ ძირს იჯდა და ჩუმად ტიროდა...
მალე სკოლის მოხარხარე გროვას მაღალი სილუეტი გამოეყო და მათკენ წავიდა. ისე უცებ დაიხარა ეკოსკენ და ფეხზე წამოაყენა რომ ეკოს თვალებზე მობინადრე ცრემლებმა ძირს გადასკუპებაც კი ვერ მოასწრეს...
ბიჭმა ეკოს ცრემლიანი თვალები რომ დაინახა სულ გადაირია... ეკოს ხელები მაგრად შემოხვია,როდესაც მიხვდა რომ ეკოს ფეხზე დგომა არ შეეძლო.
-რას აკეთებ?-საზარლად დაიქუხა ბიჭის ხმამ და ეკოსაც გააკანკალა.
-რას უნდა ვაკეთებდე ვერ ხედავ ვერთობი-დათო
-ერთობი?! რით ერთობი?-მისი ხმა უკვე ძალიან აშინებდა ეკოს.
-აი შენ მკლავებში რომ გყავს მოქცეული მათხოვარი მაგით-ელიტ ეკოსკენ მიუთითა დატომ და კვლავ ამაყად აწია თავი.
საშინლად მოხვდა ეკოს სიტყვა "მათხოვარი" გულზე. როგორ უნდოდა ახლა საერთოდ მომკვდარიყო,ოღონდ დათოს სიტყვები არ გაეგონა.
-წესიერად ილაპარაკე გაიგე?! და ახლავე ბოდიში მოუხადე მას!-დაიღრიალა უცნობმა.
-ბოდიში?! მე მას?!-ერთი "ხოშიანად" გადაიხარხარა ყიფიანმა, უცნობის განრისხებულ სახეს რომ წააწყდა,დასერიოზულდა,ერთი ჩაახველა-აქეთ მან მომიხადოს ბოდიში რომ არსებობს და მისი არსებობიტ შაშინლად რომ მაწუხებს-თქვა სერიოზულმა მერე ძმაკაცებს ხელიტ ანიშნა და წავიდა.
სულ მთლად კანკალებდა ეკო. ასეთი შეურაცყოფა მისთვის არავის მიუყენებია... ვერ ხვდებოდა ვერაფერს, ახლა უბრალოდ სიკვდილი უნდოდა მეტი არაფერი...
ვერც კი გაანალიზა ისე წაათრია უცნობმა ბიჭმა მანქანისაკენ... აზრზე მანქანის კარის მიჯახუნების ხმამ მოიყვანა... გვერდით გაიხედა და დაინახა კვლავ გაცოფებული უცნობი ბიჭი...
პირველად იყო ბიჭთან ასე ახლოს და პირველად იჯდა მანქანაში... შიშისაგან ხმას ვერ იღებდა... უბრალოდ ასე ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები...
ბიჭი მაგრად ჩაბღაუჭებოდა საჭეს და დიდი სისწრაფით მიდიოდა წინ...
ეს სისწრაფეც უცხო და საშიში იყო ეკოსთვის...
ბიჭმა ოდნავ გამოიხედა გვერდით მჯდომისაკენ და,როდესაც მისი ცრემლები შნიშნა ნელ-ნელა უკლო სიჩქარეს...
-არ იტირო რა...-ცოტა ხანში უკვე დამშვიდებულმა ხმამ გააპო სიჩუმე.
ეკო ისევ სლუკუნებდა. ბიჭმა ავტომობილი გზიდან გადაიყავანა და შეაჩერა, მერე გოგონასაკენ მიბრუნდა და ამ სილამაზედ დაუწყო ყურება.
-გამარჯობა...-ისევ ბიჭმა დაარღვია სიჩუმე.
ეკომ ჩუმად ჩაიდუდღუნა-გამარჯობაო...
-რა გქვია?-ახლაღა მხვდა ეკო თუ რა სასიამოვნო ხმა ოქნდა ამ ბიჭს.
ეკო შიშისაგან ხმას ვეღარ იღებდა... ალბათ შეამჩნია ბიჭმა და ოდნავ ჩაეღიმა
-ჩემი ნუ გეშინია,არაფერს დაგიშავებ მართლა-ბიჭმა ეკოს აკანკალებული ხელი თავის ხელებში მოიქცია და ფრთხილად გადაუსვა თითები.
უცნაურად გააკანკალა ეკოს...
-მე სანდრო ყიფიანი ვარ... დათოს ძმა-სანდრო.
-მე... მე ეკატერინე ვარ-ისევ ჩურჩულებდა ხმა წართმეული ეკო
-ლამაზი სახელია ეკატერინე... მაგრამ მე ეკუნას დაგიძახებ კარგი?-გოგონას გამხიარულება სცადა სანდორმ
-კარგი-ეკო
-ბოდიში ჩემი ძის საქციელის გამო... ის უბრალოდ ძალიან გათამამებული და სულელია...-სანდრო/
-მიჩვეული ვარ-ჩუმად ჩალიაპარაკა ეკომ.
-ერთ დღეს მოვა და ბოდიშს მოგიხდის გპირდები-ხელზე აოცა სანდრომ.
სულ სხვანაირად გაუთბა ეკოს სხეული...
-ასე რატომ კანკალებ?-სანდრო.
-მე... მე უბრალოდ უნდა წავიდე.-ეკო
-კარგი მე წაგიყვან, მითხარი სად მიგიყვანო-სანდრო.
-მადლობა არ მინდა წავალ მე-ეკო
-არ მაწყენინო ახლა-სანდრო
-კარგი...-ეკო
ისევ სიჩუმე ჩამოვარდა მანქანაში... ეკო რაღაც სხვას გრძნობს... ფიქრებიდან მაშინ გამოერკვა ნაცნობი ფანჯარა რომ შენიშნა.
-მადლობა სანდრო...-თავდახრილმა გადაუხადა მადლობა და მანქანის კარს დაეტანა გასაღებად,მაგრამ სანდრომ შეაჩერა
-ეკუნა... მე და არ მყავს და სულ მინდოდა რომ მყოლოდა... შენში ის დავინახე რაც სხვაში არ შემინიშნავს,ვგრძნობ რომ ჩემი დახმარება გჭირდება... იცოდე რომ მე შენ გვერდით ვარ და ყველაფერში დაგეხმარები-სანდრო.
არავის უთქვამს ასეთი სიტყვები მისთვის... მთელ გულში სითბო ჩაეღვარა... როგორ უნდოდა ახლა გადახრილიყო და მაგრად მოხვეოდა სანდროს... მიხვდა, იმ წამსვე მიხვდა რომ სანდრო იყო ადამიანი რომელიც მართლა კეთილი იყო...
ისევ წამოუვიდა ცრემლი თვალიდან...
მაშინვე მოწმინდა სანდრომ თითებით ცრემლები-ჩუ...არ იტირო ეკუნა...შენ არ უნდა იტირო ჩემო პატარა დაიკო-შუბლზე აკოცა და მაგრად ჩაიკრა გულში.
ეს ორი... მათმა მონათესავე სულებმა ერთმანეთი იპოვეს...
სულ სხვანაირი სითბო იგრძნო ორივემ...
იცით როგორ იყვენენ?! თითქოს მთელი ცხოვრებაა ერთმანეთს იცნობენ...
სახლში მისულმა უკვე ახალ ფიქრებს უბოძა თავი... ახლა უკვე სანდროზე ფიქრობდა... იმაზე თუ რა გრძნობა დაეუფლა მისი შეხებისას... იმაზე რომ ის იყო პირველი ადამიანი რომელიც ასე თბილად მოექცა მას...
ღამით გვიან ჩაეძინა... კვლავ მამის სვტირეში გამოწყობილს...
კვალვ მოასრწრო მზეს... მამის სულს სანთელი დაუნთო და კვლავ შესტირა მონატრებულ მამას...
სკოლის კიბეებზე ადიოდა,როდესაც იგრძნო როგორ აეკრო მთელი ზურგით სხუელს... შიშისაგან მძლივს გაახილა თვალები და მის წინ საშინლად ზიზღიან ერთი თავით მაღლა მდებარე თვალებს წააწყდა...
-ჩემ ძმას რა უთხარი?-დაიჭექა მისმა ხმამ.
საწყალ ეკოს ისე შეეშინდა ლამის გული წაუვიდა...
-შე მათხოვარო მუნჯი ხარ თუ ყრუ?-არ ცხრებოდა ყიფიანი...
ზიზღიანი თვალებით უყურებდა ეკოს... როცა მიხვდა რომ ეკო ხმის ამოღებას არ აპირებდა და როდესაც მის ღაწვზე ცრემლი შენიშნა მარჯვენა ხელი მაგრად მოუჭირა სახეზე და ზიზღით უთხრა-არსად გადამეყარო... - მერე უცებ შეუშვა ხელები და ისე ვითომც არაფერიო გზა განაგრძო.
აღარ ეყო ეკოს ძალა... ერთბაშად იხეთქეს ცრემლებმა და ერთად განიცადა ყველა ტკივილი... იქვე კედელთან ჩაიკეცა და მწარედ აქვითინდა.
ტკიოდა უმამობა,მარტოსულობა,მისი ყოფა ტკიოდა, ის ზიზღი ტკენდა გულს ყიფიანის თვალებსი რომ აშკარად იკითხებოდა...
უბრალოდ ის არც არავის ეხებოდა,მაგრამ ყველა-მას ეხებოდა!
სწრაფად წამოდგა ფეხზე და სახლისენ სირბილით წავიდა...
რამდენჯერ დაეცა ძირს... რამდენჯერ წამოდგა... რამდენჯერ ტირილისაგან ხმა ვერ ამოუშვა,ფილტვები გადაეკეტა...
უბრალოდ კითხვა ერთი ქონდა,მხოლოდ ერთი --რატომ?--
სახლში მისულმა სანთლები აიღო და ახლა მამის საფლავს მიაშურა... ახლა ამ სიცივესი,ამ ყინვასა და წარღვნაში მამის სითბო ჭირდებოდა. ნახევარ საათსი მამის საფლავზე იწვა და ფრთხილად ეფერებოდა მიწას,რომელმაც ეკოს მამიკო მიისაკუთრა...
ცრემლიც აღარ სდიოდა თვალებიდან.... უბრალოდ გრძნობდა როგორ უცახცახებდა მთელი სხეული და მაინც როგორ გრძნობდა ქვემოდან ამომავალ სითბოს...
ჩაეძინა... მამის მკერდზე ჩაეძინა ისე,როგორც ბავშობაში... ახლაც ბავშვი იყო,მაგრამ ბავშობა წართმეული...
-ეკო მა გაიღვიძე... ჩემო პრინცესავ გაიღვიძე-მონატრებული ხმა მოესმა მძინარე ეკოს და თვალები მაშინვე გაახილა.... ეგონა იქვე მამას შენიშნავდაეგონა რომ ეს 3 კვირა უბრალოდ სიზმარი იყო,რომ სიცივისაგან მამის მოლოდინში კვლავ ჩაეძინა და რომ ახლა მის წინ ზურა იდგებოდა მისი ლამაზი ღიმილით სახეზე და ცარიელი ხელებით... მაგრამ მხოლოდ მამის საფლავს წააწყდა... ეს რეალობა იყო...
უკვე მამამისია არარეალური...
ფრთხილად მიეხუტა მამის საფლავს... ოდნავ შეახო ტუჩები...წმინდა ცრემლები დააყარა კვლავ გულზე და შემდეგ წამოვიდა...
სახლში მისულს კართან მჯდომი თავჩარგული სილუეტი რომ დახვდა ცოტა შეეშინდა,მაგრამ როგორც კი მის ნაბიჯების ხმაზე თავი აწია უცნობმა და მასში ნაცნობი სახე დაინახა გული დაუმშვიდდა...
-ეკუნა!...-მაშინვე ფეხზე წამოდგა სანდრო და ეკოსაკენ წავიდა.-ღმერთო როგორ შემაშინე... სად იყავი პატარავ-გულში ჩაიკრა სანდრომ ეკუნა და თავზე აკოცა...
ფრთხილად შემოხვია ეკომ ხელები და აქვითნიდა...
-არ იტირო ჩემო პატარავ...გთხოვ ეგ ლამაზი თვალები ცრემლიანი არ მანახო...-ეჩურჩულებოდა სანდრო და თან თმაზე ეფერებოდა...
-ეკუნა სად იყავი?-სანდრო
-წამოდი... მოგიყვები-მძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა და სახლის კარი გააღო.
ეშინოდა ბიჭის რეაქციის,როდესაც მის ქოხმახს ნახავდა,მაგრამ საოცრად გაკვირვებული დარჩა,როდესაც ბიჭს არაფერი შეეტყო... და მიხვდა რომ სანდრო იყო ადამიანი,რომელიც მას არასდროს უარყოფდა მისი ფინანსური მდგომარეობის გამო.
ჩაი დააყენეს და ჩაის ფინჯნებით ხელში საწოლზე მოთავსდნენ... ეკომ იგრძნო რომ არ ცდენოდა,ჩაის ერთი ყლუპი გადაყლაპა და დაიწყოო ყოველი წამის მოყოლა.
უკვე ღამე იყო... ეკოს სანდროს გულზე ედო თავი და მშვიდად ეძინა....მის გრძელ წამწამებზე ლამაზად ბრჭყვინავდნენ ცრემლები.
ნაზად აკოცა სანდრომ გოგონას თავზე და იმ წამს უფალს შეფიცა რომ მთელი ცხოვრება იზრუნებდა მასზე...
ალბათ დაგაშინეთ არა ბედისწერავ?! ხო დაგაშინეთ და ამიტომ გაიმეტე სანდრო... ის ვინც ეკოს მართლა დაეხმარება, მე მჯერა მისი!...
დილით მზის სხივები აკიაფდნენ მძინარე სხეულებზე...მოეალერსა ორივეს და გაუთბო ისედაც თბილი სხეული... ეკოს მზემ დასწრო გაღვიძება...ალაბთ გამარჯვება უხაროდა დიდ მზეს პატარა მზეზე და უხვად გაიმეტა ქვეყნიერებისათვის სხივები... გამოიდარა!... ჩემო ეკო გაიღვიძე გამოიდარა...
ფრთხილად შარხია გოგონამ წამწამები...სახე სანდრო ყელში ქონდა ჩარგული და ამიტომ მძინარე სანდორსაც მოუღუტუნეს მისმა გრძელმა წამწამებმა...
ნელა გაახილეს ორივემ თვალები და მაშინვე ჩაიძირნენ ერთმანეთის სიყვარულში... წუხანდელის გახსენებაზე ორივეს გააჟრჟოლა...
უფრო მაგრად აიკრა სანდომ გოგონა მკერდზე და ღრმად შეიშუნთქა მისი სურნელი.
-დილამშვიდობისა ჩემო ეკუნა-თავზე აკოცა სანდრომ...
მთელი სხეული გაუთბა ეკოს...მრამდენი ხანია დილა ასეთი კარგი აღარ ყოფილა...
გაეღიმა, მამის სიკვდილის შემდეგ მისი ბაგეებს ღიმილი დაეტყოთ...მზე გაცისკროვნდა...
-დილამშვიდობისა...-ჩაილაპარაკა ეკომ.
-სულ გაიღიმე ხოლმე რა... იცი როგორ გიხდება?! ძალიან... გინდა განახო როგორ ძალიან? აი ასე...-მაგრად მოუჭირა ხელები სანდრომ. ისე რომ ეკოს ძვლები ეტკინა, მართლა ეტკინა, ჯერ ისედაც გამხდარს ეს სამი კვირაა პირი არაფრისთვის დაუკარებია და სულ ფურცელივით გახდა...
-მეტკინა სანდრო...-ამოიზლუქუნა ეკომ.
-ბოდიში პატარავ...-სუბლზე აკოცა სანდრომ.
აეწვა... ნაკოცნი ადგილი აეწვა ეკოს. ღმერთო როგორ უცხოა მისთვის ეს ყველაფერი.... როგორ უცხო და სასიამოვნო...
გაფრენილი ოცნება დაიჭირა ეკომ...ძმა იპოვა.
კედელზე ჩამოკიდულ საათს რომ გახედა თვალები გაუფართოვდა... უკვე დაუგვიანია სკოლაში და წასვლასაც აღარ ქონდა აზრი. როგორ არ უნდოდა ახლა წამოდგომა და სანდორს სხეულს მოშორება,მაგრამ ასე გვიანობამდე ჯერ არ სძინებია.
-სანდრო უნდა ავდგე-ჩაიჩურჩულა მორიდებულად.
-ნწ...-ჯიუტად არ უშვებდა ხელებს სანდრო,
-სანდრო...-არ ნებდებოდა ეკუნა
-ეკუნ... აი ამხელა ბიჭი ვარ, 20 წლის ვარ უკვე და აი ასე... აი ასე არავისთსან ვყოფილვარ, სულ მინდა რომ ჩემთან მყავდე და გეფერებოდე... გუშინ შენრომ შენზე მომიყევი, რომ მითხარი თუ რამდენი რამ გადაიტანე შენ თავს გეფიცები შენსავით მეტკინა... იცი როგორ ვარ? თითქოს სულ გიცნობ...ჩემი ხარ გესმის? ჩემი ნაწილი ხარ... უბრალოდ მეც ვერ ვხსნი ამას... მაგრამ ერთი ვიცი რომ ამის მერე დღე არ იქნება შენ გარეშე. შენ ჩემი დაიკო ხარ გესმის? მინდა რომ მენდო და გჯეროდეს ჩემი... უბრალოდ იცოდე რომ მე შენთან ვარ...-სანდრო
როგორ უნდოდა ახლა ეკოს ტირილი... ტირილი ბედნიერებისაგან... ბედნიერებისაგან,რომელსაც სანდორ ერქვა... ვერც კი წარმოიდგენდა თუ მამის სიკვდილის შემდეგ ოდესმე კიდევ განიცდიდა სიხარულს...
როგორ უნდოდა ახლა მთელ ხმაზე ეყვირა,რომ ის იყო ყველაზე ბედნიერი,მაგრამ ამავდროულად ყველაზე უბედური... როგორ გაუმართლა რომ ახლა სანდრო ყავს...
იცის რომ ღირდა ამდენი გაჭირვება, შიმშილი,ტირილი,ტკივილი,დამცირება, დაცინვა,ღალატი...ღირდა!...სანდროსთვის ღირდა... ჯერ წესიერად არც კი იცნობს,მაგრამ იცნობს!... ერთმანეთს იმაზე უკეთ იცნობენ ვიდრე წარმოიდგენენ...
-მაშინ გამოჩნიდი როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდი...-ცრემლ მორეულმა დაჩურჩულა ეკომ.
-ყველა ტკივილს მოგიშუშებ შენ სიცოცხლეს გეფიცები ჩემო ეკუნა-სანდრო.
საწოლი მიალაგა და სამზარეულოში გავიდა... იცით როგორ იყო?! სიხარულით დაფრინავდა კი არ დადიოდა, მაგრამ ცალ ფეხზე მაინც ეკიდა დიდი ღუზა,რომმელიც ტკივილისაკენ ითრევდა.
სამზარეულოში გასულმა ნახა რომსაერთოდ არაფერი ქონდა... ისევ ეტკინა მისი სიღატაკე... კარადას ორივე ხელით დაეყრდნო და მწარედ ამოიგმინა...
-მოდი დღეს სადმე კაფეში გავიდეთ კაი?-უკნიდან მოესმა სანდროს ხმა...
შერცხვა...ძალიან შერცხვა,მაგრამ ვერაფერს იღონებდა...
-იცი რაც ... რაც მამა აღარაა საერთოდ არც კი მიფიქრია რომ რაიმე მეყიდა...-შერცხვენილმა დაიჩურჩულა,
-ეკუნ ასე არაფერი გამოვა გესმის?! კარგად უნდა იკვებო... ვიცი გიჭირს... პატარა ხარ და სულ მარტო იყავი... იყავი იმიტომ რომ ახლა მე გყავარ,მაგრამ ასე შენ თავის წამებით ვერაფერს გახდები...-მისი სახე ხელებში მოიქცია,ლოყაზე ხმაურით აკოცა და გულზე მიიკრა... -მიდი ეხლა გაემზადე შენ და წავიდეთ კაი?-მხიარულად კითხა სანდრომ,
-კაი...-ეკუნა.
რა გამზადება მას უნდოდა? შავიი შარვალი, ამავე ფერის სვიტერი და შავი გაცვეთილი ფეხსაცმელი ჩაიცვა... სარკის წინ იდგა და თმის შეკვრას ცდილობდა,როდესაც უკნიდან სანდორ მიუახლოვდა-ეკუნ მე ჩაგიწნავ რა...-სანდრო.
-კარგი-გაეღიმა ეკოს... გაეღიმა,მაგრამ ცრემლებით აევსო ის ლამაზი თვალები. ის მომენტი გაახსენდა მამა რომ უწნავდა თმას... ისევ იგრძნო ტკივილი...
ფიქრებიდან სანდროს ხმამ გამოიყვანა-მოვრჩი ეკუნ წავიდეთ...-სანდრო.
ეკომაც ქურთუკი მოიცვა და სახლიდან გავიდნენ.
მანქანაში ისხდნენ. ეკო ისევ სადღაც დაფრინავდა ფიქრებით...
-ეკუნ მოდი იცი რა მოვიფიქრე? აქვე ჩემ ძმაკაცს აქვს კაფე რა და იქ ჩავიდეთ კაი?-გამოხედა სანდრომ.
ეკომ ღიმილით დაუქია თავი და კვლავ გაისუსა...
მალე მაგიდასთან ისხდნენ... სადრო გამალებიტ სთხოვდა რომ ეჭამა,მაგრამ ეკო მაინც იმეორებდა რომ მეტი მართლა აღარ უნდოდა. ბოლოს სანდრომ რომ უთხრა თუ არ შეჭამ მეწყინებაო სულ ძალით ჭამა...
სახე გაბადრული უყურებდა სანდრო... ეკო მისთის დიდი საგანძური იყო... ძვირასი საგანძური...
-ნეტავ იცოდე მაგ შენ ლამაზ თვალებს როგორ არ უხდება ეგ სევდა-მოულოდნელად უთხრა სანდრომ...
ეკოს სუნთქვა შეეკრა.., მაინც გადმოვარდა თვალიდან ეღთი ანცი ცრემლი...ალბათ ეკოს ტკივილს ვეღარ გაუძლო და დატოვა ის...
-წავიდეთ რა...-დაიჩურჩულა ეკომ. სანდრომაც მაშინვე შეუსრულა თხოვნა და მალევე მანქანაში ისხდნენ...
-მისმინე ეკო... შენ ჩემი დაიკო ხარ და არაფრის უნდა მოგერიდოს კაი? ვიცი ცოტა ძნელია... ასე ერთ დღეში ადამიანის მიეჩვიო და სამუდამო თანამგზავრად გაიხადო,მაგრამ ასეა კაი ჩემო სიხარულო...-ხელზე მოეფერა მომტირალ გოგონას სანდორო...
-ვიცი... უბრალოდ... იცი მე არასდროს მყოლია მეგობარი, არასდროს არავინ მომქცევია მამას გარდა თბლად... მერე როცა მამამ მიმატოვა ყველაფერი გაუფერულდა... სულ მარტო ვიყავი.. ახლა ი შენ გამოჩნდი... არავინ იყავი და ყველაფერი გახდი, უბრალოდ გთხოვ მამასავიტ არ დამტოვო რა...-უკვე დაუმალავად ტიროდა ეკო...
სანდრომ ღვედი შეიხსნა და მისკენ გადაიხარა...-იცოდე ამის მერე აღარ იტირო კაი? მე ვერასდროს მიგატვებ. შენ გამო ყველას დედიკოს მოვუკითხავ ჩემო კრასავიცა...-გაუცინა სანდრომ.
ეკოსაც გაეცინა მის ნათქვამ "კრასავიცაზე"... მერე სანდრომ ორივე თვალზე მოწმინდა ცრემლები-აბა გამიღიმე...-სანდრო და მაგალითისთვის თავად გაუღიმა...-ეკოსაც გაეღიმა მის სახეზე-აი ასე... ახლა მე და შენ წავალთ მაღაზიაში და შენთვის ვიყიდით რაღაცეებს-სადნრო
-არაფერი მინდა სანდრო-ეკო.
-ჩუ ეხლა... შენი ხმა არ გავიგო. ისე ცნობისთვის მე ვმუშაობ...არ გეგონოს მამის და დედის კისერზე ვარ... -ამაყად აწა თავი სანდრომ.
-აჰამ....საქმიანი ბიჭი ხართ?-გაეღიმა ეკოს.
-დიახ სწორად მიხვდით ქალბატონო...-წარბები აათამაშა სანდრომ....
იცით რა კაი ბიჭია?! შავგვრემანია... სწორი ცხვირით, ლამაზი ტუჩებით, კუპრივით შავი,მაგრამ უთბილესი თვალები... თმა გადაპარსული და გემოვნებიანად ჩაცმული... სიმაღლით ეკოცე 2 თავით მაღალია და კარგი აღნაგობის...
-სადნრო სად მუშაობ?-კითხა ეკომ.
-მე ვარ ერთ-ერთ კომპანიაში მენეჯერი... აბა დიდი კაცი ვარ მე...-ისევ იცინოდა სანდრო...
-კაი შენ და მენეჯერი? მატყუებ რაღაცას...-ვითომ ეჭვის თვალით შეხედა ეკომ.
-შენ თავს გეფიცები ვარ... -როგორც ჩანს სერიოზულად მიიიღო სანდრომ.
-კაი მჯერა...-თავი გაატრიალა ეკომ.მაინც კი მოკრა თვალი როგორ ჩაეჩუტა სანდროს მარჯვენა ლოყა...
შემდეგი გაჩერება სავაჭრო ცენტრი იყო... შემდეგი სიტყვები:
-ესეც გვინდა.... აი ესეც გვინდა...-აქეთ-იქეთ დარბოდა სანდრო.
-არ გვინდა სანრდო... აღარ გვინდა კარგი რა სანდრო...-უკან დასდევდა სანდრო... ბოლოს კი ორი დიდი პარკიტ დატოვეს იქაურობა...
სანდრომ ეკო სახლში დატოვა და დაემშვიდობა... შეპირდა რომ ხვალ აუცილებლად ინახულებდა. ეკომაც დაიმედებულმა დახურა სახლის კარი და ოთახში დაბრუნდა...
ფრთხილად ალაგებდა პარკიდან პროდუქტებს და თან ტიროდა... ხო აი ასე ტიროდა. პირველად იყო მათ სახლსი ამდენი რამ... პირველად იყო რომ მათ ნამდვილი საჭმელი ქონდათ... ახლა მამა რომ ცოცხალი ყოფილიყო რა კაი იქნებოდა... პირველად იგემებდნენ ერთად ნაყროვნებას და პირველად არ იფიქრედნენ იმაზე რომ რაც სეიძლება ცოტა იჭამათ,რათა შემდეგი დღისთვისაც ქონოდათ საჭემელი... მაგიდაზე კოკა-კოლის ბოთლი დადგა და გაახსენდა პირველად მამამ თუნუქის ქილით რომ მიუტანა კოკა-კოლა... თუ სწორად ახსოვს ეს 2 წლის წინ იყო... აღდგომის პერიოდში მამამ 5 ლარის დანთლები გაყიდა და ეკოსაც პირველად გაასინჯა გაზიანი სასმელი... ახსოვს როგორ შეეშინდა,როდესაც პირველი ყლუპი გადაყლაპა... მერე როგორ იცინეს მან და მამამ ერთად... როგორ შეინახა სასმელი,რათა ხვალაც ქონოდა და ზეგაც და როგორ დაწყდა გული შემდეგ დღეს როცა აღმოაჩინა რო სასმელი ისევე აღარ შუშხუნებდა პირში და რომ გამქრალიყო მასში ის პატარა ბუშტუკები წინა დღეს გაკვირვებული რომ მისჩერებოდა...
მაჯით მოიწმინდა ცრემლები... საქმე დაასრულა ტანზე გამოიცვალა და საწოლში შეწვა... დაფიქრდა ყველაფერზე... უბრალოდ ძალიან უჭირს მართლა... ერთ დროულად ის ყველაზე ბედნიერია და ყველაზე უბედური... დღეს იმ ღიმილასაც კი ნანობს თითქოს... მამა აღარ მყავს და და რა მაცინებდა,მაგრამ მაშინვე მეორე მე კარნახობს რომ ეს ღიმილი სანდორს ეკუთნოდა,რომ ის მის ცხოვრებაში კეთილი ანგელოზია,რომ ის ადამინია,რომელიც არასდროს დატოვებს... მაგრამ მაინც დარდობს მამას... მაინც ენატრება... მაინც სტკივა სული...
ტირილში ჩაეძინა ეკოს...
თმაზე ფერაბა რომ იგრძნო ფრთხიად გაახილა თვალები და მამა დაინახა,რომელიც თავთან ეჯდა და ფრთხლად ეფერებოდა თმებზე...
-მა...-ამოიტირა ეკომ.
-ხო მამას მზეო...-
ეკომ როგორც კი მამის ხმა გაიგო მაიშინვე გადაიხარა მისკენ და მაგრად მოხვია ხელები.-ნეტავ იცოდე.... ნეტავი იცოდე როგორ მენატრები ჩემო მამიკო... ჩემო სიხარულო.... მა როგორ მიჭირს უშენობა... დაბრუნდი რა გთხოვ მა...-ტიროდა ეკო და მაგრად ეხვეოდა მამას... იგროძნო როგორ გაუთბა მხარი და მაშინვე მოსცილდა მამას... მისი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩახედა, თვალებში რომლებიც სულ ჩაწითლებოდა მამას....-არა ჩემო მამიკო არ იტირო...-ტირილით მოწმინდა ცრემლები და ათრთოლებული ბაგეები შეახო შუბლზე...-მე ვლოცულობ შენთვის...-დაიჩურჩულა ეკომ.
-მე მესმის შენი ლოცვის ხმა-მამა
-მე მივიღე შენი გამოგზავნილი ანგელოზი-ეკო.
-ვიცი... ის მოგიფრთხილდება მა...-ზურა.
-ვიცი მა... მაშინვე მივხვდი შენ რომ გამომიგზავნე... ისე თბილად მექცევა მა...-ეკო.
-არასდროს მიგატოვებს მა... დაუჯერე და სულ გაიღიმე მა... აღარ იტირო მამას იმედო...-თმაზე ეფრებოდა ზურა..
-მაგრამ მე რომ მენატრები ხოლმე როგორ არ ვიტირო მა...-ეკო.
-სულ შენთან ვარ მამას სიხარულო...შენ არ იტირო ხოლმე... ეს ძაძებიც რომ არ გიხდება მა? არ გინდა რა... შენ ბედნიერი უნდა იყო იმიტომ რომ გყავს სანდრო... გესმის?! იცოდე რომ შენ რომ ცუდად იქნები ისიც ცუდად იქნება... ეს შენი შავები მეც მტკენს, შენი თითოეული ცრემლი მტკივა მამას სიხარულო.... როცა ცრემლი მოგადგება გაიხსენე რომ ეგ ცრემლი მე მდუღარედ მეწვეთება... როცა მოიწყენ იცოდე რომ მე ვკვდები მაგით.... გაიღიმე, სულ გაიღიმე მა და იცოდე რომ ეს მე მაბედნიერებს... ეგ შავებიც გაიხადე და იცოდე რომ მე მშვიდად ვიქები მაგით...-ზურა
-მიყვარხარ მა...-ამოიკრუსუნა ეკომ.
-მეც.. ყველაზე ძალიან მიყვარხარ მამას იმედო...
უცებ გამოეღვიძა ეკოს... საწოლიდან წამოდგა და სიზმრის გახსნებაზე ცრემლები მოადგა,მაგრამ მალევე მოიწმინდა-არ გატკენ მა... შენ სულს გეფიცები არ გატკენ...
შავი შარვალი და ნაცრისფერი ზედა ჩაიცვა... თმა კვლავ ჩაიწნა... ქურთუკი მოიცვა და სკოლისაკენ წავიდა... მაინც ეშინოდა.... ყველასი,მაგრამ მაინც ყიფიანის უფრო ეშინოდა. სკოლის ეზოში კანკალით შევიდა და საკლსასო ოთახისაკკენ ლამის სირბილით წავიდა რომ ყიფიანი არსად შეხვედროდა...
გაკვეთილების დასრულებამდე ფეხი არსად გაუდგამს... ის კი არა არც კი ამდგარა ფეხზე.. ისევ ფიქრებში იყო ეკო...
ბოლო გაკვეთილი რომ გამოვიდა ჩანთა აიღო და დაბლა ჩავიდა. ხალხმრავლობა იყო ეზოში... ეკო ისევ ჩუმად წავიდა გასასვლელისაკენ,როდესაც ჭიშკართან მდგარი სანდრო დაინახა ყიფიანთან და მის ძმაკაცემთან ერთად... უფრო აიტანა კანკალმა და ინატრა მიწის გასკდომა... თავი დაბლა დახარა და შუნთქვაც კი შეწყვიტა... მაინც დაინახა როგორ წამოვიდა სანდრო მისკენ...ეკოც გაჩერდა...
-ეკუნ როგორ ხარ?-მოესმა სანდროს ხმა და მალე იგრძნო როგორ მიიიხუტა ბიჭმა.
-კარგად სანდრო შენ?-დაბნეულმა უთხრა ეკომ.
სანდრომ ხეი შეუშვა გოგონას და ღიმილით შეხედა...
-მიხარი რომ შავი გაიხადე...-სანდრო
-იცი... მე მამა ვნახე სიზმარში და...-თავი ისევ დაბლა დახარა ეკომ.
-კარგი ეკუნა... ხომ იცი მამა სულ შენთანაა..-სანდრომ.
ეკომ თავი აწია და დაინახა სანდროს ზურგს უკან იმავე ადგილას მდგარი ყიფიანი... მის ზიზღიან თვალებს რომ წააწყდა ისევ გააჟრჟოლა...მზერა გაუშესდა ეკოს.., ამიტომაც იყო სანდრომაც უკან რომ გაიხედა...
-კიდევ რამე ხომ არ გითხრა?-სანდროს ხმაში ცვლილება მაშინვე შენიშნა ეკომ.
-არა...-მძლივს ჩაილაპარაკა ეკომ.
-კარგი,წამოდი სახლში წაგიყვან...-ხალი მოხვია სანდრომ და მანქანისაკენ წაიყვანა...
მანქანაში ჯდმისას ნერვიულად ათამაშებდა ჩანთის სახელურს... გონებიდან არ ამოსდიოდა უმცროსი ყიფიანის ზიზღიანი მზერა...

-ეკუნ შეეშვი რა მაგ ჩანთას...-სანდრო...
მაშინვე შეუშვა ეკომაც ხელი... სადრომ სახლში მიიყვანა... ეკომაც დაპატიჟა ყავაზე სადნრო და ერტად დალიეს ყავა... იდევ ისაუბრეს მერე კი სანდროს სამსახურიდან დაურეკეს, შუბლზე კკოცნით დაემშვიდობა დაიკოს და წავიდა...
უკვე დაბნელებული იყო, ეკოს უკვე აენთო სანთელი ოთახში და მის შუქზე წიგნს ითხულობდა. უცებ კარძე კაკუნის ხმა გაისმა. ცოტა შეეშინდამაგრამ მაშინვე მიხვდა რომ სანდრო იქნებოდა და კარისაკენ წავიდა... ურდული გადასწია და კარი გამოაღო...
იმ უკუნით სიბნელეში მაინც გაარჩია ზიზღით მოელვარე თვალები... მთელ სხეულში დაუარა სიცივემ...ორივე გახევებული იდგა კარში და ეღტმანეთს უყურებდნენ...
-ჩემ ძმასთან რა ურთიერთობა გაქვს...-კვლავ ზიზღი.ღმერთო მიკვირს ამ ბიჭში ამხელა ზიზიღი საიდანაა...
ეკო კვლავ ვერ იღებდა ხმას და საერთოდ ის დატოსთან ხმას ვერასდროს ვერ იღებს,მხოლოდ გამალებით კანკალებს.
-ამოიღე ხმა-ხელი კრა მოთმინება დაკარგულ დათომ და გოგონა ზურგით მიანარცხა კედელს...
ძლიერი ტკივილი იგრძნო ეკომ ზურგის არეში და მერე ცრემლები თვალებში.
ხელი ეკოს უკან არსებულ კედელს მიარტყა-ფუი... მუნჯიც ხარ შე საცოდავო?!-ირონიიით ჩაილაპარაკა ყიფიანმა.
ზურგზე მეტად გული ატკინა მისმა "საცოდავომ"... უბრალოდ იცოდა რომ მისთვის მართლა არაფერი ქონდა დაშავებული და ვერ ხვდებოდა ამ ზიზღის მიზეზს...
ცოტახანს ზიზღით უყურა ეკოს... ის კი თავდახრილი მძლივს იკავებდა ცრემლებს... მერე მობეზრდა ალბათ ყიფიანს ასე გახევებულს დგომა უკან გამობრუნდა, კარი ძლიერად გამოიხურა და ღმერთმა უწყის სად წავიდა.
კარის ბრახუნი და ეკოს თვალებიდან ცრემლთა გადმონთხევა ერთი იყო... იქვე ჩაიკეცა გოგონა და უხმოდ ტიროდა...
ძალიან აშინებდა ყიფიანი... მისი თვალები,ხმა... მისი ზიზღი აშინებდა საწყალ ეკოს... არ ახსოვს რამდენ ხანს იჯდა ასე და ტიროდა, საკმაოდ გვიანი იყო,როდესაც გაჭირვებით წამოდგა ფეხზე,საწოლამდე მძივს მივიდა და ტანსაცმლითვე შეწვა...
რამოდენიმეჯერ შეშინებული წამოხტა საწოლიდან... ალბათ ეს ყიფიანის ყვირილის შედეგია...
არა და როგორ უყვარს ეკოს მწვანე თვალები... ზურასაც მწვანე თვალები ჰქონდა და სულ ამბობდა რომ მწვანე თვალება ხალხი მამამისისავით თბილები იყვნენ,მაგრამ აი შეხვდა მწვანე თვალებს... ამ თვალებში კი ყველაფერი პირიქითაა... აქ სითბო ა მოიძებნება არსად!... აქ მხოლოდ ზიზღი და სიბოროტეა...
ტკივა ეკოს ასეთი მწვანე თვალება...
ჩემო ძვირფასო ეკო... ყველაფერი ისე რომ იყოს,როგორც შენ გულსა და გონებაშია... არც სიბოროტე ისარსებებდა,არც ცუდი,არც ღარიბი,არც მატყუარა,არც ლაჩარი,არც სიკვდილი,არც ღამე და არც არსდროს იარსებებდა სიძულვილი. მე დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი ამ სამყაროში,მაგრამ ეს რეალობაა. დღეს უფრო მეტი ცუდია ვიდრე კარგი, უფრო მეტი სიბოროტე ვიდრე სიკეთე... დღეს მოდაში ღალატია და ეს მოდიდან კი არ გადავა არამედ თავი ძმაკაცებს( ტყუილს,სილაჩრეს,ეგოიზმს,ცინიზმს და ყველა ასაოხრებელს)შემოიტანს სამარადისო მოდაში... მერე?! მერე როგორც მოდას მიმყოლი ხალხი აიტაცებს ყველა მათ და ბოლოს რა იქნება იცით?!არაფერი...
მეორე დღეს სკოლაში არ წასულა... სარკეში მისი დასიებული თვალები რომ დაინახა თავადვე შეეშინდა... არ უნდოდა ასეთი ენახა ყიფიანს!....
სახლი მიალაგა... შემდეგ კი გადაწყვიტა რაიმე გემრიელი მოემზადებინა... ესეც პირველად. ეკო ან ყიყლიყოებს წვავდა ან უბრალოდ კვერცხს-პროდუქტის უქონლობის მაგო,მაგრამ ახლა სანდროს წყალობით აუარებელი პროდუქტი ქონდა,ამიტომ გადაწყვიტა თავად მოეფიქრებინა რაიმე გემრიელი კერძი, თანაც გული უგრზნობდა რომ ,როდესაც სანდრო მის სკოლაში არ ყოფნას შეამჩნევდა აუცილებლად ეწვეოდა...ხო... სანდროს გახარება უნდოდა ეკოს..
აკეთებდა და არც კი იცოდა რას... შუა პროცესში იყო,როდესაც კარზე კაკუნი მოესმა,საათს გახედა და ჯერ საკმაოდ ადრე იყო გაკვეტილების დასრულებამდე, ცოტა შეშინებული გაემართა კარისაენდა ფრთხილად გააღო. კარში მეზობელი ნანა დახვდა კონვერტით ხელში.
-გამარჯობა შვილო როგორ ხარ?-ნანა.
-მადლობა ნანა დეიდა კარგად,თქვენ როგორ ბრძანდებით?-ეკო.
-მეც კარგად შვილო. აი ეს შენი პენსიაა-გაუწოდა კონვერტი.
იგრძნო როგორ მოეკვეთა ფეხები... როგორ მოაწვა ცრემლები,მაგრამ მაინც მაგრად დადგა, ნანას კონვერტი გამოართვა მადლობა გადაუხადა, დაემშვიდობა და კარი მიხურა. საწოლზე ჩამოჯდა და კონვერტს დაყურებდა.
აი ეს იყო ის,რის გამოც მამით დაობლდა... ეს გროშები იყო ზურას ამ საქციელი მიზეზი. აი ეს გროშებია ეკოს სულის ტკივილის და მისი ცრემლების მთავარი მიზეზი...
ჩამოუგორდა ლამაზი თვალებიდან ცრემლი...უცებვე მოიწმინდა...მამის სიტყვები გაახსნედა, კონვერტი იქვე დადო და სამზარეულოში ფუსფუსი განაგრძო...
საჭმლის გაკეთებას რომ მორჩა სუფრა ორ კაცზე გაშალა... ლამაზად დააწყო თეფშები, ხელსაწმენდები,კოვზები და ჭიქები. იქვე ჩადგა კოკა-კოლის ბოთლიც.... პირველად იყო რომ პური ასე თამამად დაჭრა, ასე სქელ ნაჭრებად... ლამაზოდ გააწყო ეკომ სუფრა და ახლა სანდორს დაუწყო ლოდინი... უკვე წუთი-წუთზრე რომ უნდა მოსულიყო წვნიანიც დასსხა და საბოლოო მზადყოფნა განაცხადა. სანდრომაც არ დაიგვიანა და მალევე გაისმა კარზე კაკუნი.
ეკო სიხარულით გაემართა კარისაკენ და თვალებგაბრწყინებულმა გააღო. კარში კი ფერდაკარგული სანდრო დახვდა, მაშინვე შემოხვია ბიჭმა ხელები და თავზე აკოცა
-მეგონა რაიმე დაგემართა სკოლაში რომ არ იყავი-ბუტბუტებდა შეშინებული სანდრო.
-კარგად ვარ სანდრო,უბრალოდ ჩამეძინა-ბიჭის დამშვიდება სცადა ეკომ
-ლამის გავგიჟდი...-შუბლზე მოისვა ხელი რაზეც ეკოს გაეცინა,-რა გაცინებს ცუგრუმელა?-ლოყაზე უჩქმიტა სადნრომ.
-სანდრო ხომ გშიაა?-ბავშურად კითხა ეკომ.
სანდროს გაეღიმა და წარბები აათამაშა..-კიიი თანაც ძალიან,სამსახურიდან ვარ პირდაპირ მოსული-სანდრო.
გახარებულმა ეკომ მაშინვე ხელი ჩასჭიდა და ოთახსი შეიყვანასუფრასთან შეაჩერა და კიდევ ერთხელ კმაყოფილმა გადახედა ნაშრომს.
-ჰმ... უყურე ერთი ჩემ დაიკოს როგორ უყოჩაღიაა-ხელები ერთანეთს გაუხახუნა სანდრომ,
სადნროს სიტყვებმა სულ გააბედნიერა გოგონა და ყურებამდე გაეღიმა.
მერე სუფრას მიუსხდნენ და სანდორმაც მოუთმენლად დააგემოვნა წვნიანი...
-მმ... რა გემრიელია...-ქუთუთოები მზლივს დააშორა ერთანეთ და დაიკოს შეხედა.
ეკოს კვლავ გაღიმებული და ძალიან ბედნიერი სახე ჰქონდა.
-ეკუნა რა ქვია ამ წვნინს?-კიდევ ერთი კოვზი გადაუშვა საყლაპავში სანდრომ.
-არ ვიცი...მე მოვიფიქრე...-სასაცილოდ აიჩეჩა მხრები.
-გემო კი კაი აქვს,მაგრამ მოვიწამლები ვითომ?-ვითომდა სერიოზულად კითხა სანდრომ და მოჭუტული თვალებით შეხედა,
ეკოს ცოტა შეეშინდა და მაშინვე დაავლო კოვზს ხელი და რამოდენიმე კოვზი ვნიანი წამში გადაყლაპა...
-თუ მოვიწამლებით ერთად მოვიწამლებით...-სერიოზულობით უთხრა ეკომ რაზეც სანდროს სიცილი აუტყდა... სულ გადაწითლდა ამხელა ბიჭი...
ეკო გვიან მიხვდა ყველაფერს...აი ნამდვილი რაჭველი!... მერე თვითონაც გაეცინა...
როცა ჭამას მორჩნენ ერთად აალაგეს სუფრა... ეკომ ჭურჭელი დარეცხა სანდორ კი ათას რამეზე ესაუბრებოდა თანაც დარეცხილ ჭურჭელს ტილოტი აშრობდა...
მერე საწოლზე ჩამოსხდნენ... სანდრომ გულზე მიიხუტა ეკო და ტმებზე დაუწყო ფერება...
-ეკუნ...-ცუმად დაუძახა ეკოს.
-ჰოუ...-ახედა სანდროს...
-ჩემი კრასავიცა დაიკო ხარ და მაგრად მიყვარხარ...-სანდრო,,,
-მეც ძალიან მიყვარხარ სანდრო ,, ჩემო დიდო ძამიკო...-სიცილიტ ჩაილაპარაკა ეკომ...
სანდრომ ცხვირზე აკოცა დაიკოს და მერე მზერა თეთრ კონვერტზე შეაჩერა.-ეს რა არის?-თვალით ანიშნა ეკოს.
ეკოს სულ გააკანკალა... მძლივს მოიკრიბა ძალა-ჩემი პენსია...-ისევ აემღვრა თვალები.
სანდროც გაჩუმდა... აკი ვითქვი როგორც ეკოს სტკივა მასაც ისევე სტკივა-თქო...
-არ იტირო სიხარულო...-სახეზე მოეფერა უფროსიი ყიფიანი...
-ამის გამო ქნა სანდრო გესმის? ამ გროშების გამო ქნა....-ტიროდა ეკო.
-არ იტირო ჩემო პატარავ... ყველაფერი კარგად იქნება...-შუბლზე აკოცა სანდრომ,
-არ მინდა სანდრო ეს ფული სულ არ მინდა. მე ჩემი მამიკო მინდა.-მაგრად ხვევდა ეკო ძმას ხელებს.
-შენთანაა შენი მამიკო ეკუნა... აი ნახე, აი აქააა-გულზე მიადო ხელი-სულ აქ იქნება ჩემო პატარავ...
იმ ლამაზ თვალებზე სულ კოცნით აუშრო ცრემლები...
-იცი როგორ მიყვარს ეგ შენი ლამაზი თვალები?! ძაააალიან!...-სანდრო...
-იცი როგორ მიხარია რომ ჩემთან ხარ? შენ მამიკოს გამოგზავნილი ანგელოზი ხარ სან...-გაუღიმა ეკუნამ.
-შენ კი ჩემი ანგელოზი ხარ!...ჩემი წითელი გოგო...-გაეცინა სანდროს...
ეკოსაც გაეცინა...
ვეღარ მოითმინა და ამდენი ხნის სურვილი აისრულა. სანდროს სახე ხელებში მოიქცია და ორივე ლოყაზე ხმაურით აკოცა...სანდროს მთელი სხეული გაუთბო ეკუნას ბავშურმა საქციელმა... ღმერთო როგორ ძლიერ უყვართ ერთმანეთი....
-ეკუნ არ გინდა ჩემთან გადმოხვიდე საცხოვრებლად? იცი დედაჩემს როგორ გაახარებ?-თალები აუციმციმდა სანდროს...
ეკოს სახე მოეღუშა... -აედან ვერ წამოვალ სან...-თავი დაბლა დახარა..
-არ მინდა რომ აქ მარტო იყო ხოლმე-სანდრო.
-მოდი შენ დარჩი დღეს ჩემთან-უცებ გაუბრწყინდა გოგონას თვალები.
-კარგი დღეს დავჩები,მაგრამ ჩემთან მაინც მოგიწევს გადმოსვლა... არ მინდა ჩემ დაიკოს სხვა სახლში ეძინოს-მკაცრად ჩაილაპარაკა სანდრომ.
ეკოს აღარაფერი ითქვამს...თავდახრილი ეხუტებოდა ძმას...
სანდრო მიხვდა გოგონას დუმილის მიზეზს და გადაწყვიტა დუმილი თავად დაერღვია...
-მოდი ახლა თმას დაგვარცხნი და დავიძინოთ კაი?-გაუღიმა სანდრომ.
-კაიიი -ეკოც სიხარულით დათანხმდა...
ასე ვარცნიდა სანდრო გოგონას თმას და უმზერდა სიყვარულით აღსავსე თვალებით.... სიყვარულით და არა მისი ძმასავით ზიზღიანი თვალებით... ღემერთო რა რადიკალურად განსხვავებულები არიან ერთმანეთისაგან ეს ძმები... ერთი თავად სიკეთე და მეროე ბოროტება!...
ისევ გულზე მიიხუტა ბიჭმა ეკუნა და თავზე ფერებით ჩააძინა... მერე ფრთხილად აკოცა და თავადაც ტკბილად დაიძინა.
დილას სანდრომ გააღვიძა კოცნით გოგონა...სწრაფად მოემზადნენ... ჩაი დალიეს და მერე ერთად დატოვეს სახლი. სანდრომ მანქანა სკოლასთან გააჩრა და ორივე გადმოვიდნენ...
მაგრად ჩაიკრა გულში დაიკო... ეს ჩახუტება ხომ რამოდენიმე საათი უნდა ყოფნოდა... მერე შუბლზე აკოცა... ეკუნაც ღიმილით მოშორდა ძმას, სანდრომ ეკოს ზურგს უკან ვიღეცას გახედა და ეკოც სკოლისკენ შებრუნდა.ჭიშკართან დატო იდგა და მისი რამოდენიმე ძმაკაცი...რომლებიც სწორედ მათკენ იყურებოდნენ... ისევ გააჟრიალა ეკოს...
-მიდი ეკუნ აბა და გამოგივლი-სანდრო.
-კაი...-ღიმილიტ დაემშვიდობა ძმას და სკოლისაკენ წავიდა...
სულ კანკალით ჩაურა ყიფიანს და მის საძმოს...
მთელ სხეულს წვავდა ვიღაცის გამალებული მზერა... ვიიღაცის?-ყიფიანის!...
მზერა?-ზიზღიანი!...
სკოლაში სულ სირბილით შევიდა...
ასე გადიოდა დრო... სანდროს სიყვარულში და დათოს შიშში...
სანდრო ყველანაირად ეხმარებოდა ეკოს...
სახლიც ერთად შეღებეს... ისეთი საყვარლები იყვნენ... ორივე სულ საღებავებით იყვნენ მოთხვრილნი...
სანდრომ გამოცვალა ფანჯარაც... კარიც რკინის ჩაუსვა... ბოლოს მცირედი ელემენტარული ავეჯიც შეიძინეს და ეკოს სახლი ისეთ მხუდრო გარემოდ გადაიქცა....
ერთად აანთეს პირველად სინათე ეკოს სახლში...
ეკო ისეთი მადლობელი იყო სანდროსი.... არ უნდოდა კი ასე დახარჯულიყო,მაგრამ სანდრომ ასე წამოუყენა-თუ ახლავე წამოხვალ ჩემთან აღარ გავაკეთოთ ტუ არა და მე ასეთ სახლში ჩემ ერთადერთ დას არ ვაცხოვრებო... ბოლოს კი დააყოლა მაინც დროებით იქნები აქო... სანდრომ ტელეფონიც აჩუქა სულ უნდა ვიცოდე სად ხარო...უამრავი ტანსაცმელი შეუძინა დას.... ეკოსთვის ეს ყველაფერი ცხრათა უცხო იყო... ისე აბედნეირებდა სადნრო რომ მეტი არ შეიძლებოდა.
დათო?! მას რა შეცვლის.... ისევ ზიზირიანი თვალებით მოძრაობს.., ისევ ძალიან აშინებს ეკოს...
მაგრამ სანდრო ხომ ეკოსთანაა...
დილას სანდრომ დაურეკა რომ სკოლის შემდეგ უნდოდა დედამისი გაეცნო ეკუნასათვის და რომ გამოუვლიდა... ეკოც სიხარულიტ დათანხმდა.. სანდროსგან იმდენი კარგი სმენია ნინო დეიდაზე...
სკოლიდან თვალების ცეცებით გამოვიდა... მაგრამ სანდრო ვერად შენიშნა... სამაგიეროდ ის "ზიზღა" შენიშნა მანქანაზე რომ იყო მიყრდნობილი და ეკოს რომ მისი "თბილი"მზერით უყურებდა...
ეკო გაშდა... უბრალოდ ვეღარ მოძრაობდა...
-დიდხანს უნდა იდგე მასე?თუ დაინვალიდდი იდეც?-ოჰოო ისევ ხსომენია მაცირების უმაღლესი ტექნიკა.
ეკოც კანკალიტ წავიდა მისკენ.
-სანდრომ მე გამომგზავნა საქმეზეა თვიტონ, დროზე დაჯექი, არ მცალია შენთვის...-ზიზღით შეხედა და მაშინვე მიუჯდა თავი ადგილს...
ეკომ ერთი ჩაიბუტბუტა-ღემერთო დამეხმარეოდა მანქანაში ჩაჯდა...
დაძაბული იჯდა ავტომობილში და მხოლოდ ერთ რამეზე ოცნებობდა,რომ რაც შეიძლეა მალე გადასულიყო მანქანიდან. მთელი სხეული უხურდა... არ იცის ეს შიშის ბრალი იყო,რომელსაც დათოს მიმართ გრძნობდა თუ უბრალოდ... უბრალოდ აი ასე მასთან სიახლოვე არ შეეძლო... ისევ ვერ ხვდებოდა ყიფიანის მისდამი ზიზღის მიზეზს...მაგრამ ანმ ზიზღს ყოველ წამს,ყოველ ფეხის ნაიჯჟე გრძნობდა. იცოდა რომ სანდრო მისთვის ყოველთვის მოიცლიდა და იმასაც კარგად ხვდებოდა რომ ეს სპექტაკლი მხოლოდ იმისათვის უნდოდა,რომ მისი და-ძმა ერთმანეთს შეხვედროდნენ და როგორმე გაერკვიათ ურთიერთობა... რამდენჯერ გამოთქვა სანდრომ ამის სურვილი და აი გააკეთა კიდეც საწადელი... ეკოსაც აღარ უფიქრია ბევრი... ერთი ღრმად ჩაისუნთქა და დათოს გახედა. ახლაღა დააკვირდა თუ რა ოდენ ლამაზი სახის ნაკვთები ქონდა... პირველად მიხვდა მიზეზს თუ რატომ გიჟდებოდნენ გოგოები ყიფიანზე...ისეთი ლამაზი თვალის ჭრილი,წარბი, სახის მოყვანილობა ქონდა... ნეტავ იმ თვალეში ზიზღი არ იყოს... ღმერთო როგორ ნატრობდა ერთხელ გაებედა და დათოს თვის თვალებში ჩაეხედა,ისეთ თვალეში სადაც ზიზღი არ იქნებოდა...
-რატომ გეზიზღები ასე ძალიან?-თვითონაც ვერ გაიგო მგონი ეკომ თავისი ნათქვამი,თუმცა ყიფიანის სახის ცვლილებაზე თუ ვიმსჯელებთ მშვენივრად გაიგო თითოეული ბგერა...
ზანტად მოაბრუნა აცახცახებული გოგონასაკენ თავი და ისევ ზიზღიანი მზერით შეხედა.-შენ შესაზიზღებლად მიზეზი არ მჭირდება. აი ასე უბრალოდ მეზიზღები-უდარდელად და მკაცრად ჩაილაპარაკა ყიფიანმა და მზერა გზას გაუსწორა...
მთელი სხეული გაეყინა ეკოს...მძლივს შეძლო თავის მიბრუნება კარისაკენ... არ უნდოდა რომ ყიფიანს მისი ცრემლები დაენახა,მაგრამ ესეც კარგად დაინახა ყიფიანმა და ჩაიცინა...
როგორ სტკენს გულს...უბრალოდ ასე უმიზეზოდ და უმოწყალოდ,მხოლოდ იმიტომ რომ ეს მას სიამოვნებს...არც ძმის გამუდმებულ ჩხუბს უგდებს ყურს...
გზაში არცერთს ხმა არ ამოუღია...მაგრამ ეს დუმილიც კი სტკიოდა ეკუნას...მისი გული ხომ ასე სათუთია...
თავი მხოლოდ მაშინ აწია,როდესაც იგრძნო ავტომობილის გაჩერება.
-არ გადმოეთრევი?-ეს სასიამოვნოდ ტკივილიანი დუმილი ყიფიანმა დაარღვია. კატოც დაფეთებული გადმოხტა მანქანიდან...
ცრემლით მოცული თვალებიდან მაინც დაინახა სადარბაზოში მდგარი სილუეტი,რომელიც მათი დანახვისთანავე მათკენ წამოვიდა...უკნიდანაც ესმოდა ყიფიანის ნაბიჯების ხმა... სულ ორი ნაბიჯი ეკლდა გაღიმებულ სანდროს გოგონასთან მისასვლელად,როდესაც უცებ ეკოს თვალები მიელულა და ძირს დავარდა.... ყველაფერი ისე წამებში მოხდა სანდრომ ვერაფრის გააანალიზება მოახერხა,მაშინვე მივარდა ძირს მწოლიარე ღვთაებას და მუხლებზე გადაიწვინა.,..
-ეკუნა... ეკუნა გამოფხიზლდი, რა გჭირს ეკუნ...-ნერვიულად უსვამდა ხელებს სახეზე სანდრო გოგონას დქა გრძნოდა როგორ ებერებოდა კისერზე ძარღები... თავზე დათო ედგა და ვითომც არაფერიო ზემოდან დაყურებდა ამ საოცრებას... ლამაზი წამწამები რომ ერთმანეთში აებურდა... ის ლამაზი ვარდისფერი ბაგე რომ საიმედოდ დაეხურა... მ/სვიდად სუნთქავდა გაზაფხულის მშვიდ ჰაერს...
ანერვიულებულმა სანდრომ მაშინვე ხელში აიტაცა ეკო და სახლისაკენ გააქცია...

სანდრომ ფეხით შეხსნა საძინებლის კარი და ეკო საწოლზე მიაწვინა...
კიდევ კარგი მათ მშობლებს გადაუდებელი საქმე გამოუჩნდათ და წასვლა მოუწიათ თორემ ნინოს რომ ეს ყველაფერი დაენახა სულ გაგიჟდებოდა.
-შენ კიდე რას პანიკობ, ეგეც დიდი ვინმე არ მყავდეს რა... ბარემ ყველა მათხოვარი სახლში მოათრიე და აჭამე და ასვი...-ზიზღით ჩაილაპარაკა კარში უდარდელად მდგომმა დათომ...
-შენ!... შენი ბრალია...-ელვის სისწრაფით გაემართა ძმისაკენ დდა საყელოში ჩაავლო ხელები-რა უთხარი ჰა?! რა დაუშავე?!-ბოლო ხმაზე ღრიალებდა სანდრო/
-არაფერი დამიშავებია გაიგე?! ვაფშე ხვდები ეგ მათხოვარი ჩემ თავს.საკუთარ ძას რომ გირჩევნია?!-არ ჩამორჩა ღრიალში დათოც...
სანდრომ ერთი დახედა საწოლზე მისვენებულ სილამაზეს და საყელოთი გაათრია ძმა...
-ეკოს რო რამე დაუშავდეს მოგკლავ გაიგე?! ჩემი ხელით მოგკლავ!... ახლა კი მითხარი რა მოხდა!- მთელ სახეზე წითელი იყო სანდრო...კარგად ეტყობოდა როგორ ცუდადაც იყო...
-ეგ როგორ გირჩევნია ჩემ თავს? რა გაგიკეთა ჰა მაგ გოგომ?! იცი რა ჭირს?! გითხრა?! ალაბთ მალე პატარა ბავშვს მოგითრევს და გეტყვის შენი შვილიაო!... აი ეგ ჭირს!-იღრიალა დათო და კმაყოფილი სახე მიიიღო.
ძარღვებში სისხლი გაეყინა სანდროს... ვერ იჯერებდა რომ მისი ძმა აქამდე დაეცა... რომ სწორედ ის იყო ამ საშინელი სიტყვების ავტორი რამოდენიმე თვის უკან რომ ვაფშე ყველაზე თბილი იყო... ყველაფერზე ძმის თავს რომ იფიცებოდა და სულ რომ იმეორებდა მე მანდილოსანს ყოველთვის პატივს ვცემ რადგან დედაჩემი თვით საოცრებააო... ის ვინც არასდროს არავის ამცირებდა ახლა კი?! ახლა ყოველი ბგერით ამცირებს ეკოს... ვერ ხვდება სანდრო ძმის ასეთი ცვლილების მიზეზს!...
აქამდე თავს იკავებდა, მაგრამ ახლა მისმა ნათქვამმა... ბოლომდე გადათელა ყოველგვარი ძმობა... ვერ იჯერებდა რომ ამ ანგელოზივით გოგოზე ეგ უხამსი ფიქრები საერთოდ თავში გაივლო!... და თან რა უთხრა შენი შვილიო...
მაშინვე მივარდა არხეინად მდგარ ძმას და ერთი "ხოშიანად გლიჯა" ყბაში... ასე მოგიხდება უმცროსო ყიფიანო....
დავარდნილი დათო ჯერ აზრზე ვერ მოსულიყო, ახლა ხომ პირველად დაარტყა ძმამ... უბრალოდ გაეცინა და ტუჩზე ხელი მოისვა...
მისმა სიცილმა სანდრო კიდევ უფრო გააგჟა და დავარდნილ ძმას დააცხრა... გამეტებით ურტყავდა და არც კი ფიქრობდა არაფერზე...
ხელი არ შეუბრუნებია დათოს...
ალბათ სულის ამოხდამდე სცემდა სანდრო დათოს ზურგზე ხელები რომ არ ეგრძნო,უკნიდან პატარა ხელებით ვიღაც მთელი ძალით ეხვეოდა...
-გეხვეწები გაანებე სანდრო თავი... გეხვეწებიშეეეშვი....-ის ხავერდოვანი ხმა მოესმათ ძმებს...
-ეკუნა გადი ახლა იქით...-უხეშად უთხრა სანდრომ და მისი ხელები სხეულიდან მოიცილა...
-ხედავ?! ხედავ შე მათხოვარო შენ გამო მე!... საკუთარ ძმას დამარტყა ხედავ?!-დაიღრიალა დათომ და პირიდან წამოსული სისხლი ხელით მოიწმინდა....
-რა გჭირს რა!... -ისევ გაარტყა სანდრომ, შემდეგ კი მისი სახე ხელებში მოიქცია და მაგრად მოუწირა ყბებზე.-ვიცი რომ არ შეცვლილხარ! დაბრუნდი ისეთი როგორიც იყავი და ნუ იქცევი არაკაცულად!...-სანდრომ დათოს მომცინარი თვალები რომ დანახა ისევ დაარტყა... კიდევ დაარტყა და ისევ დაარტყავდა ეკოს რომ არ დაეჭირა ხელი.

-სანდრო გეხვეწები თუ გიყვარვარ შეეეშვი, გეხვეწები--გოგონას ათთრთოლებული ტუჩები და ცრემლიანი თვალლები რომ დაინა ძმას ხელი შეუშვა და იქვე კედელს მიეყუდა და ნელ-ნელა ჩაიკეცა...
-ასეთი არ ხარ გესმის?! მოგკლავ და ასეთად ქცევის უფლებას არ მოგცემ-მკაცრად ჩაილაპარაკა სანდრომ და თავი სისხლიან ხელებში ჩარგო.
ძმის სიტყვებმა დათოც ადგილს მიაკლა და მზერაც კი შეუყინა ძმაზე...
მომტირალი ეკო დათოსთან მივიდა და ათთრთოლებული ელებით შეეხო... ბიჭს ოდნავ შეაჟრჟოლა... ჯერ ზიზღით შეხედა,მაგრამ მისი ცრემლიანი თვალები რომ დაიანხა... უბრალოდ ასე თვალებში უყურებდა.
ეკომ თავი ბუხლებზე დაადებინა და ცრემლით დაუსველა სახე...
გოგონას სურნელით გბურებულს ტკივილი სულ გადაავიწყდა...
უბრალოდ ოთახში იყო სიჩუმე,რომელსაც მხოლოდ ეკოს ტირილის ხმა არღვევდა...

-გეხვეწები წამოდექი დათო...-სლუკუნით შესთხოვა ბიჭს.ბიჭმა ერთხანს უყურა შემდეგ კი გაჭირვებით წამოდგა ეკოს დახმარებით და დივანზე ჩამოსვა. ეკო სამზარეულოსი გავიდა და საჭირო ივთები მოიტანა... ბიჭის წინ ჩაიმუხლა და სველი პირსახოციტ მოწმინდა სისხლიანი სახე... ისე სათუთად ეხებოდა... ისე ეშინოდა რომ ბიჭისთვის არაფერი ეტკენინებინა...
ყიფიანი კი უყურებდა ამ სილამაზეს და უბრალოდ ვერც კი ინძრეოდა... მიხვდა!.... მიხვდა რომ დიდი შარში იყო...
ტირილით უწმენდდა სახეს ეკუნდა.. არ ესშინოდა ამ წამს დათოსი. უბრალოდ ტკივილს გრძნობდა... ამ ტკივილს კი ისევ დათოს სახელი ერქვა,მაგრამ ახლა იმ განსხვავებბით რომ ეკოს უკვე დათოს ტკივილი ტკიოდა...
კუთხეში მჯდარი სანდრო უყურებდა ამ საოცარ სცენას და გულის კუნჭულში ბედნიერიც იყო ნანახით....
ხვდებოდა სანდრო... ხვდებოდა ძმის დაჟინებულ მზერას ეკოს მიმართ და აი ტუჩის კუთხეც ჩატეხა...
ეკუნამ ჭრილობები დაუმუშავა დათოს და შემდეგ სანდროს მიუბრუნდა...
დათო ფეხზე წამოდგა და საძინებლისაკენ წავიდა...

-სან კარგად ხარ?-ისევ ტიროდა ეკო.
-მოდი ჩემთან-სანდრო,,
ეკოც მასთან მივიდა და მის გვერდით მოკალათდა...
სანდრომ გოგონა გულზე აიკრა და მაგრად აკოცა.
-ხომ გითარი ანგელოზი ხარ-თქო...-ჩაჩურჩულა ეკოს და კიდევ ერთხელ აკოცა...
-მართლა არაფერი დაუშავებია შენ სიცოცხლეს გეფიცები...-ჩაიბუტბუტა ეკომ...
-მაგრამ გითხრა... ვიცი ეკო. ყველაფერი ვიცი....-სანდრო,
ეკომ ვეღარაფერი თქვა ან რა უნდა ეთქვა...
-დღეს აქ დარჩი კაი?-სანდრო.
-კაი...-ეკო.
-წავალ მე სახეს შევიბან და მოვალ...-სანდრო.
ცოტა ხანს იჯდა ეკო ასე და უბრალოდ ფიქრობდა მომხდარზე... ვერ ხვდებოდა რა იყო დათოს თვალებში ის ახალი რაც რამოდენიმე ხნის წინ შენიშნა...
არ იცის რამ მოუარა... უბრალოდ ფეხზე წამოდგა და იქეთ წავიდა საითაც რამოდენიმე ხნის წინ ყიფიანი წავიდა.. კარზე ფრთხილად დააკაკუნა და ცოტათი შეაღო.
ოთახში სრული სიბნელე იყო...
მაინც გაარჩია საწოლზე მწოლიარე ყიფიანი...მშვიდად დაეხუჭა დარაბები... ფრითხილად მიუახლოვდა ეკო... საწოლის ბოლოში დადებული პლედი ხელში აიღო და მძინარე ბიჭს მიაფარა... მის სახესთან შეჩერდა... ნატკენი ადგილები რომ დაინახა ისევ გააჟრიალა... ფრთხილად გადაუსვა თავზე ხელი...
-ნეტავ ასე ძალიან რატომ გეზიზღები... ჩუმად ჩაილაპარაკა ტირილიტ ეკომ... კიდევ ერთხელ შეუსწორა ზურგზე პლედი და ოთაცის კარი გამოიხურა...
კარის დახურვა და დათოს თვალების გახელვა ერთი იყო... იგრძნო ბიჭმა როგორ უხურდა შეხების ადგილები...
არც თვითონ იცის ზუსტად არაფერი... მაგრამ მე ხომ ვიცი...
ჩემო დათუჩა სენც გაიგებ მალე....
ოთახში დაბრუნებულ ეკოს სანდრო ყავის ფინჯნით ხელში დივანზე მჯდომი დახვდა... ეკოც ღიმილით მიუჯდა ძმას და მხარზე ჩამოადო თავი...
-როგორაა?-სანდრო.
-სძინავს....-ეკო/
სანდრომ მაგარდ შემოხვია ეკოს ხელი და მერე სერთმანეთის გულის ცემის სასიამოვნო მელოდიაზე ჩაეძინათ....
ყიფიანმა მთალდ რომ შეისუნთქა მის საძინებელში არსებული ეკოს სურნელი, იგრძნო როგორ მოაკლა ფიტვებს ჟანგბადი... სრწაფად წამოხტა ფეხზე და მისაღებში გავიდა , დივანზე კი მძინარე ეკო და სანდრო რომ დაინახა, გულში რაღაც სითბო იგრძნო... ოთახიდან პლედით ხელში დაბბრუნდა და ორივეს მიაფარა... ეკოსკენ მიიიწია...ჩუმი კოცნა დაუტოვა შუბლზე და გამობრუნებას აპირებდა უკნიდან ხმა რომ მოესმა-არ ჩაგიშვებ...-ეს სანდროს ხმა იყო....რომელმაც დატო ადგილზე მიყინა..-უბრალოდ ასე აღარ მოიქძე... გახდი ისეთი როგორიც იყავი...-სანდრო.
დათოს აღარაფერი უთქვამს.... საძინებელში შევიდა და დაწვა.... მთელი ღამე ის ცრემლიანი თალები ედგა თვალწინ... მთელი ღამე ფიქრობდა მათზე... მხოლოდ გამთეენიისას ჩაეძინა....
დილით ადრიანად გაეღვიძა ეკუნას. რა ქნას უცხო სახლში არაა მიჩვეული ძილს და... ფრთხილად წამოყო თავი ,რომელიც სანდროს მკერდზე ედო... ღიმილი მოჰგვარა სახეზე სანდროს მძირე სახემ... ერთი ფრთხილად აკოცა ოდნავ მოზრდილ წვერიან ლოყაზე და მერე უჩუმრად წამოდგა. ფრთხილად შემოიარა სახლი... არასდროს არ ყოფილა ამხელა და ასეთ კარგ სახლში... არ იცის რა ძალამ ქნა ეს,მაგრამ დათოს საძინებელთან შეჩერდა.ერთხანს იყოყმანა შეეღო თუ არა კარი,მაგრამ როგორც კი დათოს ცუდი განწყობაა გახსეენდა მაშინვე შიშით მოშორდა იქაურობას და სამზარეულოს მიაშურა. გადაწყვიტა რახან ბიჭებს ეძინათ დრო გამოეყენებინდა და რაიმე გემრიელი მოემზადებინა.
სამზარეულოში ფუსფუსებდა პატარა ქალბატონი და თან ფიქრებით გუშინდელ საღამოსთან იყო... თავს იდანაშაულებდა მომხდარში, ფიქრობდა რომ ის იყო ძმებს შორის შუღლის მთავარი მიზეზი. თავიდან არ ამოსდის დათოს მზერა. ღმერთო მათში ხო ზიზღის მაგიერ სულ სხვა რაღაც დაინახა ეკომ... ნუთუ შეიძლება რომ დათოს აღარ სძულდეს?! ნუუ გუშინდელი გატყეპვა წამლად შეერგო?!... მაგრამ რომ გაახსენდა როგორ იყო გუშინ დათო ნაცემი გული მოუკვდა... განა ეკოც უგულოა. არა!... მას დათოსადმი არ გააჩნია ცუდი და ბინძური გრძნობები,პირიქით... მასსაც ეტკინა ის თითოელი ნაკაწრი...
არც კი შეუძლია იმ ბედნიერების წარმოდგენა,რომლესაც დათოს კეთილგანწყობა მიანიჭებს ბევრს ხომ არ ითხოვს,უბრალოდ იმ ზიზღით აღარ შეხედოს... აღარ ეზიზღებოდეს....
ფიქრებიდან ნაბიჯების ხმამ გამოიყვანა ეკო, უკან მიბრუნდა და დათო დახვდა. ისევ დაუა მეთელ ტანში ჟრუანტელმა და ისევ აუკურდა ის თეთრი ლოყები...
ღმერთს სთხოვდა რომ დათოს ახლა თავისებურად არ ეთქვა რაიმე, თორემ იცოდა რომ მაშინვე აქვითინდებოდა...
-დილამშვიდობისა...-მაცივრისაკენ წავიდა დათო და კარი გამოაღო...
ეკოს გულმა ერთი დარყმა გამოტოვა...მაინც ჩაუცრემლიანდა თვალები,მაგრამ ახლა იმიტომ რომ დათოს ხმაში არც ზიზღი იყო, არც დაცინვა და საერთოდ არაფერი ის,რითაც უწინ იყო მისი თითოეული ბგერა გაჟღენთილი.
-დილამშვიდობის-ხმის კანკალით მიუგო გოგონამ.
-დალევ წვენს?-ფორთოხლის წვენი შეათამაშა ხელში დათომ.
-ა... არა მადლობა.-დაიბნა ეკო.ამდენს მართლა არ მოელოდა. სიხარულით არ იცოდა რა ექნა....
-ნუ გაქვს მასეტი გაკვირვებული სახე. ამის მერე აღარ გეუცეშები.-სერიოზულად განუცხადა დათომ და სამზარეულოდან გასვლა დააპირა.
-მაგრამ შენ რომ გეზიზღები?-გაისმა ეკოს გაპარული ხმა.
დათო ერთ ადგილას შედგა,შემდეგ ძანტად შემობრუნდა და გოგონას მმიაჩერდა.
-ახლა აღარ მეზიზღები.-იგრძნობლად უთხრა და სამზარეულოდან გავიდა.
უხაროდა?! არა!.... უფრო მეტი იყო ისე...სულ სხვა რაღაც ხდებოდა ეკოში... და ვიცი ეს რომ მხოლოდ კარგი იყო...
საჭმლის გაკეთება იმაზე ფიქრში დაამთავრა,როომ დღეიდან ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, რომ აღარ დაამცირებდა დათო ბავშვებშო, რომ შეიძლება ისიც სანდროსავით კარგი გახდეს და რომ სულ ოდნავ მაინც მოექცეს თბილად.
ისეთი გახარებული იყო ჩემი ეკო რომ ვერც კი გაიგო სამზარეულოში როგორ შემობატბატდა სანდრო. გოგონამ მხოლოდ მაშინ გაიგო მისი იქ ყოფნა,როდესაც სანდრომ ყელში აკოცა...
მოულოდნელობისაგან შეშინებულმა წამოიყვირა... უკან მიბრუნებულს გაკრეჭილი სანდრო რომ დახვდა ერთი კარგად შეუბღვირა და დატუქსა ამგვარი საქციელისათვის,მაგრამ ბოლო სიტყვებზე ისევე,როგორც ყოველთვის გაეცინა და მაგარ მოხვია ძმას ხელები...
-სად გამომეპარე დილას ქალბატონო?-წარბი ზევით აზიდა სანდრომ.
-ვიცოდი რომ რო გაიღვიძებდი გეშიებოდა ხოდა ამიტომ ფია გაგიკეთე.-თვალები სასაცილოდ დაჭყიდა ეკომ.
-ჩემი ჩერჩეტი გოგო-ცხვირზე ჩამოკრა ხელი და მერე ეკოს ნამოქმედარს გადახედა-არა ისე გემრიელად კი გამოიყურებან.
ეკოს ძმის სახეზე ისევ გაეციან და იმაზე დაფიქრდა თუ როგორ გაუმართლა რომ სანდრო იპოვა...
სანდროს დახმარებით სუფრა გაშალა...შემდეგ კი მისივე თხოვნითდათოს დასაძახებლად გავიდა.
მის კართან მიახლოვებულს ცოტა ნერვიულობა მოეძალა,მაგრამ შემდეგ დათოს ნათვამი სიტყვები გაახსენდა რომ აწი აღარ ეუხეშბოდა. დასტურად ერთი დააქნია თავი და კარზე ფრთხილად დააკაკუნა.ერთი ღრმად ჩაისუნთქ და ოთახის კარი ფრთხილად შეაღო. დათო კომპიუტერთან იჯდა და კაკუნზე აქეთ შემობრუნებულიყო...
-ხდება რამე?-დათო...
-არა, უბრალოდ საუზმე მზადაა და გამოდი.-ეკო.
-კარგი ახლავე გამოვალ-დათო.
-კარგი...-ეკო.
ოთახის კარი გამოიხურა და ფრენა-ფრენით დაბრუნდა სამზარეულოში....
-რაო არ გამოვა?-სანდრო,
-კიი გამოვა-სიხარული ვერ დამალა ეკო. მის ბავშურობაზე სანდროსაც გაეღიმა.
ცოტახანში დაპირებისამებრ გამოვიდა დათო და სუფრას მიუჯდა.ისე გაუხარდა ეკო დათო რომ მართლა გამოვიდა რომ მთელ სახეზე ღიმილი გადაეფინა.
-მმმ... აი დათო რომ ვამბობდი მაგრად ამზადებს ეკუნა თქო, ხო მართალი ვიყავი ჰა?-გახედა ძმას,რომელიც გულიან შეექცეოდა ეკოს ნახელავს.
-კი,მართლა ძალიან გემრიელია-გაეღიმა დათოს,
ო... აი ამ ღიმილმა ლამის გულის შეტევა დამართა ეკოს. უყურე ერთი ამ უჟმურს ღიმილიც შეძლებია,
-მადლობა-მორცხვად ჩაილაპარაკა ეკომ და წვენი მოსვა.
სუფრის ალაგებაში კვლავ სანდრო მიეხმარა...
-სან მე წავალ რა სახლში, ხვალისათვის სამეცადინო მაქვს-ეკო.
-კაი დათოს ვეტყვი და გაგიყვანს-ლოყაზე აკოცა სანდრომ.
-არაა სანდრო საჭირო გავალ მე თვითონ.-სანდროს გადარწმუნებას ეცადა ეკო, არ უნდოდა რომ დათოს ისევ მის გამო დაეკარგა დრო,როგორც გუშინ.
-სად გახვალ გოგო არ გადამრიო, ვეტყვი და გაგიყვანს თქო-სანდრო.
-არ მნდა მისი შეწუხება გავალ რა მე თვითონ გეხვეწები...-მუდარით სავსე თვალებით შეხედა.
-არ შევწუხდები-უცებ გაისმა დათოს ხმა და ეკოს სულ გააკანკალა.
-აი ხომ გეუბნებოდი... იცოდე როგორც ჩემთან ხარ ისე უნდა იყო დათოსთანაც, ასე არააა დათო?-ხელი გადახვია უმცროს ძმას,რომელიც დაჟინებით უყურებდა ეკოს.
-მასეა ძმა..-ისევ გაეღიმა დათოს და ისევვ გაუთბა გული ეკოს.
ეკოსაც გაეღიმა... განა მარტო ის უხაროდა რომ დათოს აღარ ეზიზღებოდა,არა!... იცით ყველაზე მეტად რა უხაროდა?! აი ასე ბედნიერებს რომ ხედავდა ძმებს.
-წავალ მაშინ მოვწესრიგდები-ეკო.
-კაი მიდი ჩემო ცუცნა-სანდრო.
ეკო სულ ხტუნვა-ხტუნვით გავიდა სამზარეულოდან,რომელსაც ღიმილით გააყოლეს ყიფიანებმა თვალი.
-ხედავ უკვე როგორ გაახარე?-სანდრო.
დათოს არაფერი უთქვამს უბრალოდ გაეღიმა.
-რომ მცოდნოდა შენი ასე შეცვლის მიზეზი უფრო ადრე მოგიყვანდი გონდა. ახლა კი იცოდე სულ ასეთი იყავი და ეკუნას კარგად მიმიხედე და შენი ვითომდა უჟმურობით გული აღარ ატკინო.-კისერსი აკოცა ძმას და ისე რომ მის პასუხს არ დალოდებია სამზარეულოდან გავიდა.
ისევ ჩაეღიმა დათოს...ახლა გაახსენდა რომ მას სანდრო საკუთარ თავზე უკეთაც კი იცნობს...ფიქრებიდან გამოერკვა და მისაღებში გავიდა.
-ეკუნ...-საძინებლიდან გამოვიდა სანდრო.
-ხო სანდრო.-ეკო.
სანდრო მასთან მივიდა და ხელი გადახვია-მისმინე ჩემი სიხარული...ეხლა იმ გიოს ველაპარაკე იმ დღეს რომ გითხარი და იტოკში საქმეზე მივდივარ ბათუმში ესე ორ საათსი. ხვალ დავბრუნდები ალაბთ ღამით და იცოდე კარი არავის გაუღო ხარაშო?-
-კაი სანდრო... -გაეცინა ეკოს..
-ნუ აი დათოს რო ვარჯიშია რ ექნება გამოგივლის ხოლმე რა...-უცხო მზერით გახედა ძმას და ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა.
-წავიდეთ ეკატერინე?-დათო...
ცოტა ეუცხოვა ეკატერინეთი მიმართვა, ნუ ასე კი ქვია,მაგრამ ყველა შემოკლებით ეძახს სახელს და...
-კი წავიდეთ...-ღიმილით დაუქნია თავი, მერე კი სანდროს მიუბრუნდა,მაგრად შემოხვია ხელები და ხმაურიტ აკოცა ორივე ლოყავზე-იცოდე ჭკვიანად იყავი და არ იცელქო.-თითი დაუქნიაა და თან გაეცინა.
-არის სერ!...-მარჯვენა ხელი საფეთქელთან მიიდო სანდრომ..
სამივეს გაეცინა. მერე კარი გმოაღეს და დათო და ეკო გამოვიდნენ. ლიფტთან მისულებ უკნიდან მოაძახა სანდრომ-ჭკვიანად ბავშვებოვო და სიცილით მიიჯახუნა კარი.
ერთი გააქნია დატომ თავი და ლიფტის ღილაკს თითი მიაჭირა.
მანქანათი ჩუმად იმგზავრეს...ადგილზე მისულებს ის-ის იყო ეკოს კარი უნდა გამოეღოდა გადასულიყო რომ დატომ ხელი დაუჭირა.
-ისე რა აზრის ხარ ერთად ყავის,ჩაის,ან სულაც ცხელი შოკოლადის დალევაზე?-დათო
ეკოს გაკვირვებას?! საზღარი არ ქონდა... ხმას ვერ იღებდა. უბრალოდ მართლა არ მოელოდა.
უბრალოდ მხრები აიჩეჩა.
-კარგი, მე ძალიან მინდა ყავა, მარტო დალევა კი არა, ამიტომ თან გაგასერინებ და თან ყავასაზ დაგალებინებ-გაუღიმა დატომ და მანაქანა დაძრა.
გაკვირვებული ეკო ფანჯარაში იყურებოდა და ჯერაც ვერ იაზრებდა ამ ყოველივეს.
-ეკო...-ფიქრებიდან დატოს ხმამ გამოიყვანა,და მისკენ შეაბრუნდა თავი- მოვედით...-გაეღიმა დათოს.
ერთ პატარა დაძალიან მყუდორ კაფეში დასხდნენ....
ეკოს თლილი თითები მაგრად ჩაბღაუჭებოდნენ ყავის ფინჯანს... ისეთი ლამაზი სანახავი იყო ეკო... ღმერთო რა საოცრებაა ეს გოგონა...
დატომაც კარგად იცის ეს და ამიტომაცაა რომ უკვე რამდენი ხანია თვალმოუშორებლად უყურებს.
-ეკო...-თავი ჩახარა დათომ.
-გისმენ-ეკო.
-ვიცი ცუდადვრომ გეცეოდი. ცუდად კი არა უკანასკნელი ნაძირალასავით,მაგრამ გუშინდელის მერე გონს მოვეგე და უბრალოდ მაპატიე კაი?-დათო.
ისევ ტირილი უნდოდა ეკოს... ახლა ხომ დათოს ხმაში სითბოც იგრძნო....
-მე მაშინვე გაპატიე-ახლა ეკომ დახარა თავი.
დათო მისკენ გადაიწია და თავი ზემოთ ააწევინა.
-ესეთი ლამაზი თვალები გაქვს და ნუ მალავ პატარა ქალბატონო-ღიმილით უთხრა დათომ. ეკოსაც გაეღიმა.
-მოკლედ იცოდე რომ დღიდან სულ შენ გერდით ვარ რაც არ უნდა მოხდეს... გამიხარდება თუ ისევე გახსინილი და თავისუფალი იქნები ჩემთან როგორც სანდროსთან ხარ-დათოს სიტყვებში პირნათლად ხედავდა ეკო გულახდილობას და სწორედ ეს აბადნიერებდა...
-კარგი...-რიმილით დაუქნია თავი.
საღამო ხანს დატოვეს კაფე. მანამდე კი ბევრი ილაპარაკეს...
ისე მეც რომ ვუყურებ ძაან მიკვირს,ესე უცებ რომ ასე დათბა მათი ურთიერთობა,მაგრამ ისეთი ბედნიერი ვარ ამით რომ დროს აღარ ვუყურებ...
სახლში მიიყვანა დათომ ეკო, გადასვლისას მსუბუქად აკოცა ლოყაზე ბიჭმა და... და ეკო მთელ სხეულზე დაბუსუსდა...
ეკოს აღაჟღაჟებული ლოყები რომ შენიშნა დათომ სასიამოვნოდ ჩაეღიმა.
სსულ სირბიიც წავიდა ეკო სახლისაკენ,
მანამ არ მოშორებია დათო ადგილს,სანამ ეკოს სახლში სინათლე არ შენიშნა, შემდეგ კი სახლისაკენ წავიდა.
ეკო???????! უბედნიერესი... დათო მეორე სასწაული იყო ეკოს ცხოვრებაში,მაგრამ იგი თავიდანვე გრძნობდა,რომ დათოსთან ისეთი დამოიდებულება ვერ ექნება,როგორიც სანდროსთან აქვს. მაგრა მიზეზს ვერ ხვდება.
ცოტა იმეცადინა ეკო, შემდეგ წყალი გადაივლო და საწოლში შეწვა...მის ტელეფონზე ზარის ხმა რომ გაიგო და ეკრანზე სანდროს ფოტო დაინახა გაეღიმა და მაშინვე უპასუხა.
-სანდროოო როგორ იმგზავრე?-ეკო
-კარგად ჩემო პატარავ, შენ როგორ ხარ?-სანდრო
-კარგად.... ვიძინებდი უკვე.-ეკო
-ეკუნა კარი ხომ კარგად დაკეტე სიხარულო?-სანდრო.
-კი სან შევამოწმე კიდეც, არ ინერვულო და მალე ჩამოდი იცოდე-ეკო
-კაი ჩემო პატარავ, მიდი აბა დაიძინე ტკბილი ძილი. ხვალ დაგადგებ თავზე დაშენთან დავრჩებიიი-სანდრო.
-ოხ... როგორ მიყვარხარ!...-ეკო
-მეც ჩემო პრინცესა, აბა ვთიშავ-სანდრო.
-კაი...-ეკო
დიდხანს ქონდა სახეზე ის ღიმილი.ჯერაც ვერ ეგუება ამ ბედნიერაბს... ვერც კი წარმოიდგენდა რომ ასსეთ ძვირფას ადამიანებს იპოვიდა... იცის, იცის რომ დატოც და სანდოც მამიკოს გამოგზავნილები არიან. სევდიანად გახედა მამის ფოტოს და თავი ბალიშზე დადო... ცალი ხელი ბალიშის ქვეშ შედო და ტკბილად ჩაეძინა.
ძილსი სევ იგრძნო ტელეფონის ვიბრაცია... იფიქრა სადნროს რამის თქმა დაავიწდაო,მაგრამ როდესაც უცხო ნომერი დაინახა ცოტა კი გაუკვირდა.
შეეშინდა ვინ უნდა იყოსო და არ უპასუხა... საღაც 15 წუთში კარზე ზარის ხმა შემდეგ კი კაკუნი რომ ატყდა ლამის ტირილი დაიწყო... ფეხზე წამოდგა და კარისაკენ წავიდა.... უკვე დაუსველა ცხელმა სითხემ ლოყები... საათს რომ დახედა 12 იყო... კარზე ბრახუნი კი არ წყდებოდა... ბოლოს ნელა გააღო კარი რაც იქნება იქნებაო და ამ სიბნელეში ნაცნობი თვალები რომ დაინახა მძლივს ამოისუნთქა...
აზრზე ვერ მოვიდა ისე აეკრო ვიღაცის სხეულს...მერე თავადაც მაგრად შემოხვია ხელები და თავი მის კისერში ჩარგო... ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი...
-როგორ შემაშინე იცი?-მოესმა ბიჭის რაღაც სხვანაირი ხმა...
ეკომ ხელები შეუშვა და მმის წინ აიტუზა.
-მეც შემეშინდა...-ჩაიდუდღუნა მან...
-ჩემო სულელო შენ რა იტირე?-კიდევ ერთხელ მიიკრდა გულზე შემდეგ კი ცერა თითებით მოწმინდა ორივე თვალზე ცრემლებიდა შუბლზე აკოცა...
ეკო ხმას ვერ იღებდა. რა უნდა ეთქვა?! ასეთი დათო?! მეც კი არ მინახავს!....
დტომ კარი დაკეტა და ათთრტოლებული გოგონა საძინებელში შეიყვანა, საბანი თავისი ხელით გადაწია და გოგონა საწოლში ჩააწვინა, მერე საბანი კარგად გაუსწორა შუბლზე აკოცა და იქვე დივანზე მოკალათდა...
აღარაფერი უთქვამთ...უბრაოდ თვალს არ აშორებდნენ ერთმანეთს,მანამ სანამ ეკოს სულ არ დაეხუჭა დარაბები,სანამ სასიამოვნოდ არ ჩაეღიმა დათოს...
თავი საზურგეს მიადო და თვალები მოხუჭა...
მზის სხივები მოეალერსა დილით ეკოს და მანაც სიხარულით გაახილა თვალები...
დივანზე მძინარე ყიფიანს რომ მოკრა თვალი გაეღიმა... როგორ უნდოდა ახლა მისულიყო და მაგრად ჩაკვროდა გულში,ისე როგორც გუშინ თავად ყიფიანი ეხვეოდა.
საბანი ფრთხილად გადაწია და თითის წვერებით შეეხო ცივ იატაკს...ისევ გააჟრჟოლა ნატიფ სხეულს...
სააბაზანოში შევიდა და თავი მოიწესრიგა, უკან დაბრუნებულს კვლავ მძინარე ყფიანი რომ დახვდა მისკენ წავიდა და ხელით ფრთხილადშეეხო...
-დათო...დათო...-ფრთხიად შეაღვიძა ბიჭი კატომ.
დათომაც ცოტა ხანში ზანტად გაახილა თვალები და აი ასე უბრალოდ ერთმანეთს გადაეყარნენ მათი თვალები.
და იცით რა იყო ყველაზე მაგარი?!-არცერთის თალებში სითბოს და სიყვარულის გარდა არაფერ იყო...
-დილამშვიდობისა-გონს ისევ დათო მოვიდა.
-დილამსიდობისა-გაეღიმა ეკოს.
დათომ საათს დახედა-ბარემ ერთად წავიდეთ სკოლაში კარგი?-დათო.
ჯერ ეგონა მოესმა... მერე გაახსენდა რომ გუშინდელიდან ერთმანეთს უფრო დაუახლოვდნენ...გუშინწინდელიდან რომ დათო აღარ ამცირებს და აღარ ეზიზღება,მაგრამ დღეს სკოლაში... ღმერთო იქ ხომ უამრავი ბავშვია... დატოს ძმაკაცები...
-თუ შენ ასე გინდა... ჩაის დალევ?-ეკო...
-აჰამ... სანამ გააკეთებ მე სააბაზანოში შევალ-დათო.
-კაი...-ეკო.
ეკო სამზარეულოში გავიდა და ჩაიდანი ქურაზე შემოდგა...პურიც შხუხა და ჯემი გადაუსვა ზემოდან...შემდეგ თეფშებზე დაალაგა და მაგიდაზე დააწყო.
წიგნების ჩალაგებას რომ მორჩა მისი ტელეფონიც აწკრიალდა..
ეკრანზე კვლავ სანდროს ფოტო იყო და ისევ ღიმილი მოჰგვარა გოგონას სახეზე.
-ალო..-ეკო
-როგორ არის ჩემი პრინცესა?-ღმერთო მისი ხმაც კი როგორ უყვარს ეკოს.
-კარგად სან, შენ როგორ ხარ?-ეკო.
-მეც ვარ რა... გადამღალეს უკვე-სანდრო.
ამ დროს დათოც გამოვიდა... რაღაც ნაირი სახეე კი მიიიღო რომ დაინახა ეკო ტელეფონზე რომ საუბრობდა...
-ეკო მოიცა ახლავე მოვალ კარზე არიან-სადნრო...
-ვინაა?-დათო.
-სადნროააა-მხიარულად ჩაილაპარაკა ეკო,. ოხ ეკატერინე შენ ხომ არ იცი რა დაემართა ამ ვაჟბატონს სანამ ვინაობას გაიგებდა...
-აჰამ...მე კკი არ დამირეკავს ეგ მაიმუნი-გამოისწორდა ბიჭს ხასიათი სიგნალიზაცია ფრომ გამოირთო
-ეკო ვის ელაპარაკები?-გამოსძახა ყურმილიდან სანდრომ,
-დათოა სან აქ...-ეკო.
-ესე ადრე გაიღვიძა და გამოვიდა?-გაკვირვება დაეტყო სანდროს ხმაში.
-არა აქ დარჩა წუხელ-რაღაც ნაირად თითქოს შერცხვა სანდროსი...
-აჰა,... ძალიან კარგი. კარგი ეკუნა წავედი ეხლა და საღამოს მანდ ვარ ბუშტიიი-სანდრო,
-კაი სან, ჭკვიანად-ეკო
-ხმაურიანი კოცნის ხმა გაისმა და ეკოსაც გაეცინააა...
დათოს ღმილიან სახეს რომ წააწყდა შერცხვა და სიცილი შეწყვიტა...
-მოდი დავლიოთ ჩაი თორემ გაცივდა-ეკო...
მერე მიუსხდნენ სუფრას და ჩუმად დალიეს ჩაი...
ეკო ისევ ფიქრებში იყო... ეს გოგო იმდენს ფიქრობს აუცილებლად უნდა ვუწოდო ფიქრის დედოფალი....
მოკლედ აი ასე ფიქრობდა ჩვენი ფიქრის დედოფალი რომ უცებ რაღაც სასაცილო ხმა გამოსცა,როდესაც ჩაის სვავდა...
როგორ შერცხვა... თავი ჩახარა ლოყების სიწითლე,რომ დაეფარა... დატოს სიცილის ხმა რომ მოესმა თავი მაღლა აწია და მასზე წითელი დათო დაინახა... ცოტა ხანში მოსასულიერებელი გახდებოდა...
ცოტა ხანს უყურა ეკომ და მერე ვეღარც თავად შიკავა თავი და სიცილი წასკდა...
-ვაიჰ ეკო ეს რა ქენიი-მძლივს მოითქვა სული დათომ.
-ო... კი არ მინდოდა ძალით...-წარბები შეკრა ეკომ
-წავედით თორემ დაგვაგვიანდა...-საათზე მიუთითა დათომ და მაშინვე წამოდგნენ... ეკომ ჩანთა აიღო და კარისაკენ წავიდნენ...
-არა ისე მართლა რა ქენი ჰა...-სიცილიტ ჩაილაპარაკა დატომ და ხელი გადახვია გოგონას...
-დათო...-ჩაიდუდღუნა ეკომ.
-კაი ვჩუმდები....-სასაცილოდ გაისვა თითები ტუჩებზე და მანქანაში ჩაჯდა...
რაც უფრო უახლოვდენოდნენ სკოლას მით უფრო ნერვიულობდა ეკო... ცდილობდა რომ არ შეემჩნია,მაგრამ დათოს რამეს გამოაარებს კაცი?!
-ეკო ნუ ნერვიულობ...-დათო...
ეკოს ხმა არ გაუცია... ვერაფერს ეტყოდა.
სკოლასთან რომ გააჩერა დათომ მანქანა ი გაათავა ერთი სიკვდილი... ახლა ისე უნდოდა დათოს მანქანასი ჯდომა,როგორც არასდროს...
ძალა მოიკრიბა და გადავიდა...
ეკოს მანქანიდან გადასვა და ყველას დაჟინებული მზერა ერთი იყო... ჯერ სანდრზე ატყდა ერთი ამბები და აი დათო ხო საერთოდ...
დატოც ჯიუტად რომ ეკოს გვერდიდან არ შორდებოდა?!
-დათო... ყველა ჩვენ გვიყურებ-ამოიჩურჩულა ეკომ და მასზე ერთი თავით მაღალს ახედა.
-ხო და გვიყურონ...-გაიღიმა დათო და ეკოს ხელი გადახვია...
როგორ ესმიანოვნა ეკოს დათოს ეს საქცვიელი,მაგრამ ისიც კარგად იცის რომ დათოს თავი ძმაკაცებთან აერევა ურთიერთობა...
დათომ საკლასო ოთახამდე მიაცილა ეკო და შესვლისას თავზე აკოცა...
-გაკვეთილების ბოლოს დაბლა დაგელოდები კაი?-დათო.
-კაი...-გაეღიმა ეკოსაც.
საკლასო ოთახში შესულს ერთ ჯგუფად შეჯგუფებული გოგოები დახვდნენ,რომლებიც აშკარად ეკოზე ჭორაობდნენ,მაგრამ ახლა უკვე ნაკლებად ღელავდა ამაზე ეკო... ახლა მას ორი დამცველი ყავდა დათო და სანდრო...
დიდ დასვენებაზე ეკოსთან მისი კლასელი გიო მივიდა. ჯერ გაუკვირა ეკოს ამას საერთოდ ხმა არ გაუცია ჩემთვის და ახლა რამ მოუარაო...
-ეკა დათო გელოდება ეზოში -უთხრა მკვახედ და მაშინვე გაეცალა კლასს...
ეკოს კი გაუკვირდა,მაგრამ ამ ბოლო დროს იმდენი გასაკვირი რამ ხდება მის ცხოვრებასი რომ გადაწყვიტა ესეც ერთ-ერთად ჩაეთვალა და დაბლა ჩავიდა...
სკოლის ეზოში უამრავი ბავშვი ერეოდა... ყველას კი რაღაც ფურცელი ეკავა ხელში....
მაშინვე იგძნო ეკომ გულზე ჩხვლეტა...რამოდენიმე ნაბიჯი კანკალით გადადგა...უკვე აშკარად ესმოდა ხალხის სიცილი და მისკენ გამოშვერილ ხელებს ხედავდა...გაურკვევლობაში იყო... ვერაფერს ხვდებოდა...მის წინ დათოს ძმაკაცი ვახო რომ დადგა და ვიღაცას დაუძახა სიცილით... შემდეგ კი ახალ მოსულ ანის ხელში დაჭერილი ფურცლების კონიდან ერთი რომ ააცალა და ეკოს სახეზე აააფარა აი მაშინ შეწყვიტა ეკოს გულმა ფეთქვა...ცრემლები მოაწვა... სუნთქვა შეეკრა...
-დათოს საჩუქარია ეკუნ ხო მოგეწონა?-გაისამ ანის ხმა...
იქვე ჩაიკეცა ეკო... ვერაფერს ამბობდა უბრალოდ მწარედ ტიროდა... უნდოდა აქვე მომკვდარი, მომკვდარიყო და დასრულებულიყო ყველაფერი... ვერ იჯერებდა რომ ეს დათომ გაუკეთა...ბიჭმა,რომელიც უყვარს.... დიახ უყვარს...
ძირს დაგდებულ ფოტოს დააკვირდა სადაც შიშველი ქალის სხეული იყო გამოსახული სახეზე კი ეკოს სასკოლო ჟუტნალიდან ამოჭღილი ფოტო იყო მიმაგრებული... ქვევით დიდი წითელი შრიფტით წაიკითხავდით ; " აი რას მალავს მოკრძალებულ ტანსაცმელში ეკატერტინე"
აქეთ-იქეთად ესმოდა მისი სკოლელების წამოძახილები;
"მაგარი ნაშა ხარ ეკა"
"ამ საღამოს რას აკეთებ?". "ერთ ღამეში რამდენს იღებ?"
მხოლოდ სიკვდილი უნოდოდა ეკოს... მეტი არაფერი..,
მას ხომ არაფერი დაუშავებია... რატომ?! რატომ ექცევიან ასე სასტიკად,ასე უსამართლოდდ?!
ეს?! ეს ხალხი არაა... ეს ბრბოა!... ბრბო,რომელსაც საკუთარი აზრია არ გააჩნია... ბრბოა ნატვირის ხეშიც რომ დაღუპეს მარიტა... ის ღვთაება რომ დაღუპეს იმ დროში... მერე ხომ ინანეს?! მაგრამ მერე აზრი აღარაფერს აქვს...
მე!... მე არ მივცემ მათ საშუალებას რომ ისევე მოექცნენ ეკონას... ის არ გახდება ბრბოს მსხვერპლი!...
დათოს მიუახლოვდა მისი ძმაკაცი და სიხარულით გაუწოდა ფურცელი... დათომაც სიცილიტ გამოართვე იფიქრა რომ ბიჭებმა ისევ რამე იმაიმუნეს მასწავლებლებზე,მაგრამ ფურცელზე ეკოს ფოტო რომ დაინახა... ღმერთო მას სულ დაავიწყდა ყველაფერი, ყველა ძარღვი დაებერა... მაშინვე სწვდა ვახოს და ძირდა დააგდო... ურტყავდა გამეტებით... ისე რომ თავად სტკიოდა ხელები... ხალხი რომ შიშისგან მიმოიფანტა მიეყინა ყიფიანს ძირს მჯდომარე გოგონაზე მზერა...რომელიც იჯდა და მწარედ ტიროდა...გონება დაკარგულ სულ სისხლიან ვახოს მძლივს მიანება თავი... ესეც ეკოს გამო... ერთი დააფურთხა "ძმაკაცს" და ეკოსაკენ წავიდა... აშაკრად იყო გამოყოფილი ხალხთა რიგს დატოს სამეგობრო...
დათო ეკოსთან მივიდა და მოეხვია...
-გეფიცები ვაზღვევინებ ჩემო პატარავ გეფიცები....-უჩურჩულა ათომდა გოგონა ხელში აიყვანა...მისი მეგობრებისაკენ მიბრუნდა და ზიზღიანი მზერა მოავლო მათ...
-არცერთი სიტყვის თქმა არ გაბედოთ მასზე...თქვენ მის ფეხის ფრჩხილადაც კი არ ღირხართ... დლახვროს ეშმაკმა ჩემი სახელიც კი აღარ ახსენოთ თქვე ნაბიჭვრებო!...-დაიღიალა დათომ და ხალის ბრბო გაკვეთა...
მანქანაში ჩასვა ეკო,რომელივ გრძნობაზე არ იყო... შემდეგ თვითონაც მიუჯდა საჭეს და მთელი სიჩქარით გააქროლა მანქანა...
ეკო სავარძელზე მოკუნჭული იჯდა და გაუჩერებლად ტიროდა...დათო რომ უყურებდა ასეთ მდგომარეობაში მყოფ ეკოს სულ უფრო და უფრო უცნდებოდა მისი თითოეული ძმაკაცის მოკვლის სურვილი.
ეკოს სახლთან გააჩერა მანქანა. კარი გამოუღო და კვლავ ხელში აიყვანა გოგონა... სახლში შეიყვანა და საწოლზე დააწვინა...
აქეთ-იქეთ ნერვიუად დადიოდა დათო და იმუქრებოდა...იგინებოდა.... ვერ იჯერებდა რომ ამდენი გაბედეს მისმა მეგობრებმა...ყოფილმა მეგობრებმა!...
უყურებდა ათრთთოლებულ ეკოს და თავი ეზიზღებოდა...
მასთან მივიდა და ეკოს წინ ჩაიმუხლა... ხელზე აკოცა და იგრძნო როგორ გამალებიტ კანკალებდა გოგონა... კიდევ უფრო დაეწვა გული...
-ეკო... ეკო შემომხედე-გოგონას სახე ხელებსი მოიქცია და თვალებში ჩააჩრდა...-ჩემო პატარავ შენ სიცოცხლეს გეფიცები ვაზღვევინებ...-შუბლზე აკოცა ეკოს და გულზე მიიკრა... ეკო ხმას ვერ იღებდა...
-მოდი ჩემთან...-საწოლზე მიწვდა დათო და ეკოც გულზე მიიკრა...-არ იტირო გეხვეწები რა... ჩემო პატარავ არ იტირო...-ნაზად ეფერებოდა ეკოს თმაზე და დრო და დრო თბილ ამბორს უტოვებდა...-
ტირლში გადაღლილს ეზინებოდა,როდესაც დათოს ხმა ჩაესმა-შენ სიცოცხლეს გეფიხები ჩემო ეკო ვაზღვევინებ-მერე არაფერი ახსოვს ეკოს,დათოს მკერდზე ჩამოეძინა....
თვალი რომ გაახილა საწოლში მარტო იწვა, დივანზე კი სანდრო იჯდა,რომელსაც თავი ხელებში ქონდა ჩარგული...
-სანდრო....-ჩახლეჩილი ხმით მძლივს დაუძახა ეკომ.
სანდრო მაშინვე წამოდგა და ეკოსთთან მივიდა.... ძლიერად მოხვია ხელები....-
-არ იტირო ეკუნ გეხვეწები არ იტირო რა..- სანდრო.
-სან... დატო სადაა? დათო სადააა-ისევ წამოუვიდა ეკოს ცრემლები...
-არ ვიცი.... კარი მან გამიღო უცებ მითხრა ეკოს მიხედეო და გარეთ გავარდა.... ვურეკავ და არც მპასუხობს...-სანდრო.
-ღმერთო არა... არა სანდრო გეხვეწები დამეხმარე რა...-ტიროდა ეკო და სნადროს ეხვეწებოდა...
-რაით დაგემხარო ეკო მითხარი გეხვეწები... მითხარი რა მოხდა....-სანდრო.
-სანდრო მის ძმაკაცთან წამიყვანე, გეხვეწები სწრაფად წამიყვანე, გევედრები....-ეკო
-კარგი ოღონდ დაწყნარდი...-სანდრო....
ეკომ ცრემლები მოიწმინდა თავი დაუქნია და ფეხზე წამოხტა...
მალევე ჩასხდნენ სანდროს მანქანაში...
-სანდრო გეხვეწები იჩქარე რა...-ტიროდა ეკო... თან ცდილობდა დათოსთან დარეკვას,მაგრამ ყოველი ზარი უპასუხოდ რჩებოდა....
სანდრომ მანქანა შეაჩერა და მაშინვე გადახტა ეკოც... სახლის კარი მაშინვე შეხსნა და დაინახა როგორ სცემდა დათო მის ძმაკაც გიოს... სწორედ ის იყო ამ ყველაფრის ავტორი....
ძირს დაგდებული ბიჭი უკვე გონს აღარ იყო... კარში გაშშბული იდგა ეკო... უცებ დაინახა როგორ წავიდა დატოს მეორე ძმაკაცი დანით ხელში დათოსკენმაგარმ მერე დაინახა როგორ დააგდო ძირს ეს ბიჭი სანდრო,...დათო კვლავ არ ჩერდებოდა... ეკო გონს მოეგო და მისკენ წავიდა... ზურგზე შემოხვია ხელებიდა...
-დატო გეხვეწები გაჩერდი, გეხვეწები დაჩერდი...-ყვიროდა ბოლო ხმაზე ეკო და ცდილობდა დათო შეეჩერებინა....
-დათო გევედრები.თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ დაჩრდი რა... გევედრები გაჩერდი-ტიროდა ეკო...
გაჩერდა... დათო გაჩერდა... იმ ცოცხალ მკვდარს თავი მიანება და ეკო მიიკრა გულზე...
-ჩუ ჩემო პატარავ ჩუ...-თავზე აკოცა და უფრო ძლიერად მიიკრა გულზე.
-გეხვეწები ასე აღარ მოიქცე გთხოვ...-ჩახრეწილი ხმიტ უთხრა ეკომ და სახეზე ნაზად შეახო ხელი... დათო მისი ხელის შეხებაზე თვალები მილულა, შემდეგ ფრთხილად შეეხო ეკოს ხელს თავისი ხელით ტუჩებთან მიიტანა და აკოცა...
ორივეს დაუარა რაღაც სხვა ჟრუანტელმა...
იმ ღამეს ეკოს თავის საწოლში ეძინა...ერთ მხარეს სანდრო ეწვა და მეორე მხარეს დათო...
ორივეს ხელი ქონდა ეკოსთვის ჩაჭიდებული...
სამივეს მშვიდად ეძინა...
მართო ხელებით კი არა სულით გადაებნენ ისინი ერთმანეთს...
ცხოვრება?!ცხოვრება ერთი დიდი ხუმრობაა... გიჟი მარტი... ჩვენ არ ვიცით როდის გაგვახარებს და როდის გაგვთელავს ფეხქვეშ...მაგრამ!...ოდესმე ისევ გამოიდარებს. ადამიანმა არასოდეს უნდა ჩაიქნიო ხელი და თუ მაინც დანებდი გახსოვდეს,რომ ყოველ ზამთარს სიცივე ბოლოს უღებს ყველაფერს, არრემარეს მთლიანად სიცივე და ყინვა იცავს,მაგრამ!... მაინც ხომ გამოთბება?! მაინც ხომ ამოდიან ისევ ყვავილები მიწიდან,მაინც ხომ იშენებენ ჩიტუნები ახალ ბუდეებს?! არ დანებდე... არასდორს რა ადანებდე და გახსოვდეს, რამდენი დროც არ უნდა გავიდე, რამდენი დამღაც არ უნდა დაგასვას ცხოვრებამ მაინც, მაინც გამოიდარებს და შენი ბედნიერების დროც მოვა!... უბრალოდ გაუძელი ამ წაბილწურ წუთისოფლის სიავეს და გახსოვდეს შენთანაც მოვა ნათელი... ადამიანმა ბედნიერება არ უნდა ეძებო, ის შენ თვითონ უნდა შექმნა... თავს რომ თავისუფალს უწოდებთ რა გგონიათ ეს თავისუფლება?! არც კი გაგიშიფრავთ ეს სიტყვა?! თავის-უფალი... ყველაფერი შენ ხელთაა შექმენი შენი ბედნიერება... დილით ყელთან რაღაც უცნაური შეგრძნება რომ დაეუფლა თვალები გაახილა ეკომ... მარჯვნივ გადაიხედა და მძინარე დათო დახვდა,რომელსაც ეკოს ყელში ჩაერგო თავი და მშვიდად ეძინა... აი თურმე რა უღუტუნებდა ეკოს...ახლა მეორე მხარეს გადახედა და სანდროსაც ტკბილად ეძინა... ისევ ჟრუანტელი იგრძნო მთელ ტანში... ხელები უფრო ძლიერად მოუჭირა ყიფიანების ხელებს და იგრძნო თუ რა ძალიან გაუმართლა... იცით რა იყო ყველაზე გასაკვირი?! აღარ დარდობდა გუშინ მომხდარზე, უბრალოდ ახლა მისთვის მთავარი დათოს და სადნროს გვერდში დგომაა... ახლა მხოლოდ თუ შეეშინდება იმის შეეშინდება,რომ ბიჭებმა არასდროს დატოვონ... ახლა ვერც კი წარმოუდგენია დღე მათ გარეშე... სწორედ ამ ძმების სახიტ შეიძინა ძმა,რომელიც არასდროს ყოლია და...და შეიგრძნო რა არის სიყვარული... ხო აი ასე უბრალოდ შეუყვარდა ცხოვრებაში პირველად და წმინდა გრძნობით... -გაიღვიძე ეკუნ?-გულზე მიიკრა ეკო სანდრომ... -აჰამმ-ეკოსაც გაეღიმა. სანდრომ შუბლზე აკოცა და ცოტა ხანს გაისუსა. იცის ეკო რაზეც ფიქრობს ახლა სანდრო. ასე მცირე დროის მიუხედავად მაინც ძალიან კარგად გაიცნო სანდრო. -სან... კარგად ვარ შენ სიცოცხლეს გეფიცები...-უჩურჩულა ეკომ და თავი მის კისერში ჩარგო. -ჩემი ეკუნა...მათ ხომ არ იციან შენ რა სუფთა ხარ...-ამოიხვნეშა სანდრომ და კიდევ ერთხელ აკოცა საფეთქელთან. -ჩემთვის მთავარია რომ თქვენ მყავხართ...-ეკო. მარჯვენა ხელზე ოდნავ მოჭერა იგრძნო და მერე საყვარელი ხმაც მოესმა... -დილამშვიდობისა...-დათო. ეკო გასწორდა და დატოს ღიმილით გადახედა-დილამშვიდობისა -გაუღიმა ბიჭს... მაგრამ მის სახეზე თვალთან ჩალურჯებას რომ მოკრა თვალი სახე მოეღუშა და ხელი ფრთხილად წაირო მისკენ და მისი თლილი თითებით შეეხო... დათო გაშტერებული უყურებდა გოგონას მოქმედებას. -გტკივა?-ეკოს ლამაზ თვალებში ჩაძირული კვლავ ეკოს ხმამ გამოაფხიზლა. -ნწ-რაღაცნაირად გაუღიმა დათომ. -დღეს რაიმე განსხვავებული გავაკეთოთ რა...-ერთმანეთის თვალებს სანდრომ მოწყვიტა ეკო და დათო. -აბა გისმენ,რა გავაკეთოთ?-დათო -რა და ეხლა წავიდეთ მაღაზიაში და ვიყიდოთ ბევრი წვენი,ჩიფსები,პოპკორნი სასუსნავები და რამე ფილმს ვუყუროთ და გავერთოთ ჰა?-წარბები აათამაშა სანდრომ. -აუ... კი კაი აზრიააა-გაუხარდა ეკოსაც და ტაში შემოკრა. -ჩემი პატარა ბავშვიიი-სასაცილოდ მოუჭირა ცხვირზე ხელი სანდრომ და რომ აღარ და აღარ გაუშვა ეკომ წამოიძახა-სანდრო გამიშვიი-და ეს ისე სასაცილოდ გაისმა ცხვირზე მოჭერილი თითების გამო რომ დამივემ ერთდროულად მორთო სიცილი და ვეღარ ჩერდებოდნენ... იცით რა სასიამოვნო სანახავები იყვნენ?! წარმოიდგინეთ სამი ადამიანი იწვაერთ საწოლზე და ერთმანეთში გადახლარტულები ცრემლიანით თვალებით იცინოდნენ... უბრალოდ ისინი ერთმანეთს ავსებენ... რომ დაგენახათ ისე ლამაზად უბრწინავდათ ცრემლიანი თვალები... როგორ მინდა ახლა მეც მათთან მისვლა და სამივეს გულში მაგრად ჩაკვრა... ისინი ხომ ამ სამყაროში შემორჩენილი ნადვილი ადამიანები არიან, ისი ვინსაც ალალ-მართლად უყვართ ერთმანეთი... სიცილს რომ მორჩნენ სამივემ ღრმად ამოისუნთქა და მერე უბრალოდ სიცუმემ დაისადგურა... ეკოს მუცელზე დათოს ედო თავი,დათოს მუცელზე სანდროს,სანდროს მუცელზე კი ეკოს... ისეთი საყვარლები იყვნენ... სამივე ჭერს შესქეროდნენ...ალაბთ უკვე მიხვდებით მათ ფიქრებს...
ფიქრებში გარინდულმა ეკომ ვერც კი გააცნობიერა ისე დაუწყო დათოს თმაზე ფერება... სულ გააკანკალა დათოს
დათომ გოგონას ხელი ადგილს მიყინა,სედეგ ვემოთ სახესთან ჩააწევინა და ნაზა, ისე სათუთად შეეხო მის ხელს...თითქოს ამ კოცნით შეიძლება გოგონასათვის რაიმე ეტკენინებინა... მთელ ტაში ჟრუანტელმა დაუარა ეკოს... საერთოდ ამ ბოლო დროს როგორ ხშირად უვლის ეს ეშმაკუნა ჟრუანტელი?! ეხ სიყვარულო რა ვერაგი ხარ... -ხალხო ასე ყოფნა კი კარგია,მაგრამ დაგვრჩა გეგმები ისე...-დაიწუწუნა სადნრომ... -სადნრო ფილმი გინდა თუ საჭმელი?-გაეცინა ეკოს. -ნუ... ორივე...-შუბლზე აკოცა ეკოს.... -ვაიმეო ვინაა მშიერი ვინაოო-საყვარლად წაეთამაშა ეკო ოდნავ მოზრდილ წვერზე და თავი წამოწია-ვსიო ავდექით ახლა...-ეკო როგორც ერთადერთ მანდილოსანს და თანაც როგორ მანდილოსანს, მაშინვე დამორჩილდნენ და წამოდგნენ... ეკომ ბიჭებს უცებ ყიყლიყოები შეუწვა და სუფრასთან მიიპატიჟა... გემრიელად მიირთვეს ეკოს გლეხური,მაგრამ გულით მომზადებული საუზმე და შემდეგ საქმეებიც გადაინაწილეს. -მოკლედ მე სამსახურში უნდა გავიტანო საბუთები და სახლშიც გავალ და ნოუთბუქს გამოვიტან,მანამდე ფულს დაგიტოვებთ და თქვენ რაღაცეები იყიდეთ რა...კაი?-სანდრო. -აჰამ...-ეკო.
სანდრო პირველი გავიდა სახლიდან შემდეგ კი ეკო და დათოც გავიდნენ...
გრძნობდა,ნამდვილად გრძნობდა ნიჭის დაჟინებულ მზერას...აქამდე ასეთი რამ მხოლოდ წიგნებში თუ აქვს წაკითხული...იმ
წიგნებში მამას რომ მიჰქონდა...არც ბიბლიუსში რომ იყვნენ ნაყიდნი და არც სხვა წიგნის მაღაზიებში... არა... იმ წიგნებში ზურა რომ პოულობდა გადაყრილებს...რამდენჯერ უტირია ეკოს დაფლეთილი წიგნების ნახვისას...სულ თვითონ კინძავდა ახლიდან და შემდეგ სულ დიდი მოწიწებით ეპყრობოდა მათ...რამდენჯერ დაკარგულ ფურცელების ადგილას თავისი წარმოსახვა ჩაუქსოვია...ღამით სანთლის შუქზე რომ იჯდა და დიდი ინტერესით რომ კითხულობდა.როგირ ენატრება ის დრო... ისე რომ ციოდა სახლში როგორც გარეთ...უშუქობა,სიღარიბე... მხოლოდ იმიტომ რომ იქ მამა ყავდა...მაგრამ არც ახლანდელი ეთმობა.ახლა,აქ ხომ სანდრო და დათო ყავს...
-ეკო მივედით-ფიქრებიდან დათოს ხმამ გამიყვანა.
ისიც ღიმილით შებრუნდა მისკენ და მანქანიდან გადმოვიდა. მარკეტისაკენ მიდიოდნენ,როდესაც იგრძნო როგორ ჩაებღაუჭა მის ხელს დათო.გაკვიებებისაგან შედგა. დათო მისკენ მიიწია თავზე აკოცა და უფრო მაგრად ჩასჭიდა ხელი...
მთელი მაღაზია მოიარეს...დათო რასაც კი დაინახავდა ყველაფერს კალათში ყრიდა.
-დათო ამდენი რამ რათ გინდა?-ეკო.
-კაი რა ხო იცი სანდრო რა ტიპია მარტო ეგ შეჭამს ამას.თუ რა და შეინახავ რა...თან ხომ ხედავ სანდროს ბარათი გვაქვს-ეშმაკურად გაიცინა.
-სანდროს ბარათი რომ გაქვს ზუსტად მაგიტო უნდა იყიდო ცოტა-დაუნღვირა ეკომ.
რა ქნას.ის ასეთია...ისედაც სანდრო რომ წამიოყვანს ხოლმე პროდუქტების საყიდვლად სულ ეწოწიალება რომ ცოტა რამ იყიდოს.
დათოც მიხვდა მის საქციელს...ცუდი პიროვნება კი არაა...უბრალოდ ძმებს ძაან სხვანაირი ურთიერთობა აქვთ...იცით რა საყვარელია დათო...
უკან ორი დიდი პარკით გამობიდნენ...
სახლისაკენ მიმავალთ ისევ დათომ დაარღვია სიჩუმე.
-ეკო არ გინდა მე და შენ სხვა სკოლაში გდავიდეთ?-დათო.
-რატომ?-გაკვირვებულმა კითხა ეკომ.
-უბრალოდ გუშინ რაც მოხდა...არ მინდა ცუდად იგრძნო თავი...-დათო"
-არა დათო...მე არ მინდა სუსტი გამოვჩნდე...მთელი ცხოვეება ასეთ დამცირებებს ვუძებ.ახალც როგორმე გავიძლებ-მტკიცედ თქვა ეკომ და საქარე მინისაკენ მიაბრუნა თავი.
დათომ მისი ხელი აიღო თბილად აკოცა და შემდეგ ლოყაზე მიიდო-შენ თავს გეფიცები აღარავის მივცემ შენი დამცირების უფლებას...-დათო.
ეკოს არაფერი უთქვამს უბრალოდ ჩუმად მოიწმინდა ცრემლები.
უყვარს და თანაც როგორ?! ყველაფერზე მეტად უყვარს...უბრალოდ არ იცის რა იქნება შემდეგ...უპასუხებს თუ არა იგივე გრძნობით დათო,მაგრამ იმით ამაყობს რომ დათო შეუყვარდა...
სახლში მისულებს სანდრო უკვე ადგილზე დახვდათ...
-იპოვე რამე ფილმი?-დათო.
-ნწ-ეშმაკურად გაიღიმა სანდრომ-ეკუნ მოდი ჩემთანნნ-მხრებზე მოხვია გოგონას ხელი და მაგიდასთან მიიყვანა,სადაც საშუალო ზომის ბრონზისფერი ნოუთბუქი იდო.-მიდი ეხლა და თავად მოძებნე ფილმი....-სანდრო.
-არ ვიცი სანდრო მე გამოყენება და შენ მიძებნე რა...-უხერხულად შეიშმუშნა ეკო.
-ვიცი რო არ იცი და ამიტომ მინდა ისწავლო-ხმაურით აკოცა ლოყაზე სანდრომ.
-მოდი მე გასწავლი-გვერდით მიუჯდა დათო და კომპიუტერი ჩართო.ეკოს საჩვენებელ თითს სასაცილოდ ჩაებღაუჭა და სწავლება დაიწყო...
სანდრო უყურებდა მათ და თან გულიანად იცინოდა, ცალი ხელი სიცილისაგან ატკიებულ მუცელზე ედო ცალით კი ტელეფონი ეჭირა და ამ ყველაფერს იღებდა...
ისეთი ააყვარლები იყვნენ ეკო დათო...ეკუნას სახე უნდა გენახათ როგორ ჭმუხნიდა თუ რამეა არასწორად გააკეთრბდა,ხოლო თუ სწორად გააკეთებდა კოცნასაც ღებულობდა ჯილდოთ.
ბოლოს ყველა სასუსნავი მოიმარაგეს,საწოლზე გემრიელად მოკალათდნენ ეკო შუაში მოიქციეს და დაიწყეს ფილმის ყურება...ამდენი ცხოვრებაში არ უცინია ეკოს...იცით როგორი ბედნიერი იყო?! ძალიან...მეც კი გამაბედნიერა მისმა სიხარულისაგან მოელვარე თვალებმა.
-ეკო...-შუა ფილმის ყურებისას დაუძახა სანდრომ.
-ჰო-ფილმისთვის თვალი არ მოუშორებია ეკოს ისე დაუბრუნა ძმას პასუხი.
-მოკლედ ეს ნიუთბუქი მე და დათომ გიყიდეთ და იტოკში შენია რა...-სანდრო.
ეკო გაშეშდა.როგორ ასეთი ძვირფასი საჩუქრი მისთვის?!
ამას ხომ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა... გაახსენდა როგორ ოცნებობდა რომ კომპიუტერი ქონოდა,მაგრამ მხოლოდ ოცნებობდა.
-არ შეიძება ბიჭებო ასე... ეს ძალიან ძვირია-ეკო.
-ეხლა უკვე მაბრაზებ... ხომ გითხარი ჩემი დაიკო ხარ თქო... ხოდა ახლა მე ჩემ დას მინდა ეს ვაჩუქო და მეტი არაფერი გავიგო ახლა-წარბი ზევით აზიდა სანდრომ. ეკოც მიხვდა სანდროს რომ აწყენინა თავისი სიტყვებით...
-სანდრო ნუ ბრაზობ რა...უბრალოდ ხო იცი რომ ასეთი რამ ჩემთვის არავის უჩუქებია...-ჩაიჩურჩულა ეკომ და სანდროს მიეხუტა.ის კი ჯიუტად არ იღებდა ხმას.
-სანდრო.... ამხელა ბიჭი ხარ და რეებზე იბუტები?( არა მე.... მე რომ დავწერ ამას ხომ წარმოგიდგენიათ-დავირუსებული ავტორი)
-უთხარი ქალბატონო რომ საცუქარი მიიღე და მოკეთდება უცებ-ჩაერთო დათოც.
-კარგი რა დათო... ხო გითხარით ვერ ავიღებ-ეკო. მის სიტყვებზე დათოს სახის ცვლილება რომ დაინახა....-კაი დათო ახლა შენც არ გაიბუტო...-უთხრა მაგრამ დათომმგვერდი იცვალა... დარჩა ასე ეკო... აქეთ-იქეთ გაბუტული ყიფიანებით... სასაცილპოდ გამოწია ეკომ ქვედა ტუჩი... არც თავად აპირებდა დათმობას,მაგრამ ნახევაი საათი რომ გავიდა და ბიჭებმა ხმა არც კი გასცეს,იგრძნო როგორ დააკლდა მათი ხმაც კი... ერთი ამოიხნეშა...
-ძალიან დიდი მადლობა ბიჭებო ასეთი საჩუქრისთვის...-მორცხვად ჩაილაპარაკა.
ეკოს წინადადების დასრულება და ორივე მხრიდან ლოყაზე კოცნები ერთი იყო...
რა არის არა სიცოცხლე?! ერთ წამს ყველაზე უბედური ხარ,მმეორე წამს კი,ყველაზე ბედნიერი. სწორედ ასე იყო ეკოც...
მეორე დღეს სკოლაში დათომ წაიყვანა... ხელ გადახვეული შევიდნენ სკოლაში და მაინც გრძნობდა ეკო ყველას მზერას,მაგრამ უკვე აღარ აინტერესებდა...მთელი სკოლა ყიფიანზე და ეკოზე საუბრობდა... დათო?! მთელი დღე,ყოველ დასვენებაზე ეკოს კლასთან იყო და გვერდიდან არ შორდებოდა. ეკოც უსაზღვროდ ბედნიერი იყო,მაგრამ მაინც ტკენდა გულს ხალხის დაჟინებული მზერა და ჩურჩული... სიცილი...
ძალიან კარგად გრძნობდა თავს ბიჭებთან, დღითი დღე უყვარდებოდა ეკოს დათო...
ერთი თვე უყურეს ყიფიანებმა ეკოს ტანჯვას... ხან რას გამოუგონებდნენ კალსელები და ხან რას... ყიფიანი კი გაგლიჯავდა მათ,მაგრამ ეკომ თავისი სიცოცხლე რომ დააფიცა აი იქ გაყვავდა ყიფიანი. ეკოს ვერ გადააბიჯებდა. მის ფიცს ვერ დაარღვევდა. მოულოდნენლად რომ დაადგნენ ძმები ეკოს სახლში და მისი ნამტირალები თვალები რომ ნახეს იქ გადაეკეტათ ორივეს...
-3 დღეში მე და შენ გერმანიაში მივდივართ-მკაცრად ჩაილაპარაკა სანდრომ.
-რა გერმანია სანდრო რეებს ამბობ?-გაკვირვებული იყო ეკო.
-რაც გითხარი... მეურვეობის საკითხი უკვე მოგვარებულია. გერმანიიდან შემოთავაზება მაქვს, არ ვაპირებდი დათანზმებას,მაგრამ ასეთ სვეღარ გიყურებ გაიგე?! არ შემიძლია ასეთს გიყურო ჩემო ეკუნა... მე და შენ გერმანიაში გადავდივართ და იქ ვიცხოვრებთ გარკვეული დრო...-სანდრო.
გაკვირვებული იყო ეკო. არ იცოდა რა ეთქვა.
-შენ?-მიუბრუნდა დათოს.
-მე... მე ვრჩები.-დათო.
ეტკინა...იცით როგორ ეტკინა?! როგორმე გაძლებდა აქაურობის გარეშე. როგორმე კი არა ბიჭებთან ერ’თად გაუძლებდა ყველაფერს,მაგრამ დათო?! მის გარეშე თუ გაძლებს ეგ არ იცის...
თვალები აემღვრა ეკოს...-სანდრო არ წავიდეთ რა... შენ თავს გეფიცები აღარ ვიტირებ...-მიუბრუნდა სანდროს...
-არა ეკო... უნდა წავიდეთ-მკაცრი იყო სანდრო.
იმ საღამოს სულ ტირილში დაიძინა...არ უნდოდა დათოს გარეშე...
მეორე დღეს სანდროს თხოვნნით ბარგი ჩაალაგა... ყველაფერი წაიღო რაც მისთვის ძვირფასსი იყო...
ბოლო საღამოა მის სახში... რა იცის კიდევ როდის მოვა აქ... საწოლზე მოკუნტული იწვა... სანდრო სულ სამქეებზე დარბის. დათო კი მთელი დღეა არ გამოჩენილა...
ტირილში ისე იყო გაბრუებული რომ ვერც კი გაიგო კარის ხმა...თავზე ვიღაცამ ხელი რომ გადაუსვა მაშინ მოეგო გონს. დამფრთხალი გადმობრუნდა დათო რომ დაინახა ერთდროულად გაეხარდა და ეტკინა.
ბიჭი გვერდით მიუწვა ეკოს და მ,აგრად შემოხვია ხელები. მაშინვე ეცა ეკოს სასმლის სუნი...
-დათ მთვრალი ხარ?-უთხრა სრუტუნით.
-ხო...-სულ სხვანაირი ჩახლეჩილი ხმა ქონდა ბიჭს...
-არ მინდა წასვლა.-ისევ ამოიტირა გოგონამ.
-ჩუ ჩემო პატარავ...-თავზე აკოცა დათომ.
-უთხარი სანდროს... არ წავალ რა... არ მინდა...-ტიროდა ეკო.
-უნდა წახვიდე ჩემო პატარავ... ჩემო ანგელოზო...შენ ხომ არ იცი მე როგორ მიყვახარ...ჩემი გული ხარ შენ...ჩემი სულელი გოგო...ეს შენთვისაა საჭირო გესმის?!-შეატყო ეკომაც როგორ უკანკალებდა დათოს ხმა.
-მე შენც რო მჭირდები?!-ცრემლიანი თვალებით ახედა დათოს.
ხმა შეეყინა დათოს... იგძნო როგორ აეწვა თვალები.
-იცი... მე შენ არასდროს მეზიზღებოდი. უბრალოდ რო გიყურებდი, შენ ისეთი სუფთა იყავი. ისეთი სპეტაქკი,სადა... წყნარი.... შენ ყველაფერი ის იყავი და ხარ რასაც კარგი ქვია...უბრალოდ მე შენი მშურდა... მინდოდა მეც შემძლებოდა ასეთი მშვიდი ვყოფილიყავი...ისეთი ვყოფილიყავი ,ისეთი სუფთა როგორიც შენ ხარ... სწორედ ამიტომ გექცეოდი ასე საზიზღრად, მინდოდა შენც, ასეთ ღვთიურს რამე გტკენოდა... გვიან მოვეგე გონს ჩემო პატარავ და ვიცი ბევრჯელ გატკინე,მაგრამ შენ მაპატიე და ამით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი შენ სისპეტაკეში...შენნაირი არავინ არ შემხვედრია...შენ იმაზე მეტი ხარ ჩემთვის ვიდრე წარმოგიდგენია... უბრალოდ იცოდე რომ ძალიან მაგრად მიყვარხარ და ვერასდროს,ვერავინ ვერ დაიკავებს შენ ადგილს...-უფრო მაგრად მიიკრა ეკო გულზე და მისი ცრემლი ეკოს თმებში ჩამალა...
გულამოსკვნილი ტიროდა ეკო... მთელი ძალით ხვევდა დათოს ხელებს და შეიგრძნობდა მის სითბოს, იცოდა რომ იქ სულ გაეყინებოდა მთელი სხეული და სული, იმიტომ რომ ვერ იგრძნობდა დაათოს სითბოს....
თქვენ რა ფიქრობთ რომ დათოს არ უნდოდა წასვლა?! როგორ ასე ფიქრობთ?! არა! არა ჩემო ძვირგასებო... დათოს ახლა ისე ძლიერ უნდოდა ეკოსთან და სანდროსთან ერთად წასვლა,რომ მზად იყო სარფის საბაჟოზე დაჭერილი გოგონასათვის ბიებაძა ( ავტორი:-ავადმყოფობას რა ვუთხარი,ტელევიზორის ყურება დამაწყებინა)...მაგრამ არა.... არა კი არა ვერა. 12 კლასშია და ახლა ვერ წავიდოდა , თან დედას და მამას ასე ვერ მიანებებდნენ თავს... ხოდა დათოს დარჩენა უწევს... იცის რომ ძალიან გაუჭირდება,მაგრამ სხვა გზა არ აქვს...
მეორე დილით დათოზე ჩახუტებულს გამოეღვიძა...ჩუმად უყურებდა მძინარე დათოს და თან ტიროდა... დღს წავიდოდა და ვინ იცის რამდენ ხანს ვეღარ ნახავდა... კი უტოვებს გულსა და სულს,მაგრამ... ხომ ხვდებით არა?!
მალევე გამოეღვიძა დათოს, მომტირალ ეკოს რომ შეხედა გული მოუკვდა. კიდევ უფრო მიიკრა გულზე და მაგრად აკოცა.
-ჩემ თავს გაფიცებ არ იტირო თორე მოვკვდები-უჩურჩულა ეკოს.
-ეგრე ნუ ამბობ,ხო იცი რო ვერ შევიკავებ თავს.-ამოისრუტუნა ეკომ.
2 საათში თბილისის აეროპორტში იდგნენ სამივე... ჩასხდომა გამოაცხადეს და კიდევ უფრო აუფანცქალდა ეკოს გული.... მაგრად ძალიან მაგრად მოეხვია დათოს და ბევრიც იტირა მის მხარზე... მ,ერე დათოც მოეხვია და ესკალატორისაკენ გაემართნენ... ის-ის იყო ფეხი უნდა აედგა ესკალატორზე რომ უკან მიიხედა ეკომ და დათოს ცრემლიანი თვალები შენიშნა რომელიც უამრავ ხალხში გაუნძრევლად იდგა და თვალმოუშორებლად უყურებდა მათ...უცებ გაიქცა და ძალაინ მაგრად ჩაეხუტა დათოს... მეც კი ამეტირა მათ შემხედვარეს... ღმეღტო მათ ხომ ჯერ კიდევ არ იციან თუ რა ოდენ დიდი სიყვარულის პატრონები არიან...
-ეკუნ წადი...-უჩურჩულა დათომ.
-დათო მიყვარხარ ძალიან-ტირილით უთხრა ეკომ.
-დაგელოდები-დათო.
მაგრად აკოცა შუბლზე,მისი სურნერლი შეისუნთქა და მერე გაუშვა-უკან არ მოიხედო...-დაუძახა რამოდენიმე ნაბიჯ გადადგმულს... ეკო ახლა სანდროსაკენ გაიქცა ტირილით და ხელი მაგრად ჩასჭიდა.
გამოეთხოვა ეკო იმ მიწას სადაც უამრავი დამცირება აიტანა...სადაც უამრავჯელ ატკინეს და სადაც მხოლოდ მამის საფლავი და საყვარელი ბიჭი დატოვა... ჯერ სულ რამოდენიმმე წუთია და უკვე საშველო მონატრებს გრძნობს... შეუჩერებლად სდის ეკოს თვალებს მდუღარე ცრემლი...
მის გვერდით მჯდომ სანდროს სულ გული ეწვებოდა ასეთ მდგომარეობაში მყოფს რომ უყურებდა,მაგრამ იცოდა რომეს ეკოსთვის უკეთესი იყო...
მაგრად მოხვია ხელი... ეკომ მხარზე ჩამოადო ძმას თავი და კვლავ განაგრძო ტირილი.
-სანდრომ თავზე აკოცა ეკო მერე ყურთან მიუტანან ტუჩები და ძალიან ჩუმად ჩასჩურჩულა.
-ის შენ დაგელოდება...-ეკოს გულმა რამოდენიმე დარტყმა გამოტოვა....
როგორც კი უცხო ჰაერი შეისუნთქა ეკოს ფილტვებმა მაშინვე უგრნო უჰაერობა...
უცნაურია არა?! უბრალოდ საქმე იმაში რომ ეკოს მხოლოდ ის ჰაერი სჭირდებოა რომლითაც სუნთქვას დათო...
იმ ღამეს ახალ სახლში სანდროზე ჩახუტებულს ტირილში ჩაეძინა...
ხვალიდან იწყება ეკოს ახალი ცხოვრება!....
ისევ ადრიანად გამოეღვიძა ეკოს.მძინარე სანდროს დახედა და ფრთხილად წამოდგა საწოლიდან.ოთახს დიდი ფანჯარა ქონდა საიდანაც მზის სხივები უხვად შემოიჭრებოდნენ საძინებელში. მზე მზისკენ გაემართა და ასე ფანჯრდან უყურებდა სრულიად უცხო გარემოს.როგორ ნატრობს ახლა მის ფანჯარასთან იდგას და ბებერ მუხის ხეს უყურებდეს,მრავალის წლის რომაა და მაინც წარმოუდგენლად ლამაზი რომაა... როგორ მოენატრა მისი სახლის სურნელიც კი.შიშს გრძნობს,ეშინია რომ ვერ შეეგუება აქაურობას, ეშინია რომ აქაც დაამცირებენ და ეს განშორებისაგან მიყენებული ტკივილი ფუჭი აღმოჩნდება.რას არ გაიღებდა ახლა თავის სახლში რომ იყოს,წუთი წუთზე დათოს მოსვლას რომ ელოდებოდეს, მერე ისევ ღამით სამივეს ერთად ერთმანეთზე ჩახუტებულებს დაეძინათ... უსაშველო ტივილს და უძირო სიცარიელეს გრძნობს ეკოს პატარა გული.
-შეეჩვევი ეკო... დამიჯერე შენთვის მინდა ეს ყველაფერი-იგრძნო როგრ შემოხვია სანდრომ თბილი ხელები და ეკოც გაყუჩდა.
-მენატრებ უკვე ყველაფერი-ამოიკრუსუნა ეკო/
სანდრომ ეკო მისკენ შეაბრუნა და მხრებზე დაადო ხელები. სულ შეეკუმშა გული ეკოს ცრემლჩამდგარი თვალები რომ დაინახა...სულ გააჯრიალა უფროს ყიფიანს.
-შენ უნდა გაძლიერდე ჩემო გოგო გესმის?! შენ ვაფშე ყველაზე ძლიერი უნდა გახდე. ის დამცირება ყველას უნდა აანაზღაურებინო. თავი ზემოთ უნდა აღმართო და ყველას აჩვენო თუ ვინაა ეკატერინე მჭედლური გესმის?! შენ!... შენ ყველაზე მაგარი გოგო უნდა გახდე.
უყურებდა ეკო მოსაუბრე სანდროს თვალებში და კიდევ უფრო ევსებოდა გული და სული მადლიერებით, მადლიერებით უფლისადმი რომ ეს არაჩვეულებრივი პიროვნება მოუვლინა.
-შენ სიცოცხლეს გეფიცები ყველაფერს გავუძლებ სანდრო და ისეთი გავხდები როგორიც შენ გინდა...თავს არავის დავაჩაგვრინებ.აღარასოდეს ვიტირებ სხვის ნათქვამზე და არასდროსარავის მივცემ უფლებას მატკინოს-ისე ჩაილაპარაკა სანდროსთვის თვალი არ მოუშორებია.წარმოთქვა თუ არა ბოლო ბგერა მისი მწვანე თვალიდან ცრემლი გადმოგორდა.
მაშინვე ძლიერად მიიკრა სანდრომ გოგონა,ისე თითქო შეისისხლ-ხორცა...
საღამოს ვახშმის შემდეგ ეკო თავის საძინებელში შევიდა და მისი ნივთების ამოლაგება დაიწყო. ახადა თუ არა ჩემოდანს თავი დათო სნაჩუქარი დათუნია დახვდა. საშინელი წვა იგრძნო მარცხენა მხარეს და მერე ისევ გადმოვარდა ჯერ ერთი,შემდეგ მეორე და ასე უამრავი ცრემლი. მაგრად მოუძირა დათუნიას ხელები და გულში ისე ჩაიკრა თითქოს თვითონ დათოს ეხვეოდა. საწოლზე იჯდა,დატუნიას ეხვეოდა და ტიროდა... როგორ ენატრება ღმერთო შენ ხომ მაინც იცი...
ეკოს მოსაკითხად შესულ სანდროს ეს სანახაობა რომ დახვდა.გული შეეკუმშა. გგონიათ არ იცოდა?! არა... სანდრომ მანამ იცოდა რა დიდი გრძნობა იყო ეკოსა და დათოს შორის სანამ ისინი გაიგებდნენ...სწორედ მაშინ მიხვდა პირველად რომ შეესწრო დათოს უმსგავსო საქციელს.მაშინ დატოს თვალებში დაინახა ის მიზეზი რის გამოც იყო ასე შეცვლილი და იცით რა დაინახა სანდრომ დათოს თვალებში?! ძირს მჯდარი მომტირალი გოგონა.მაშინ დათოს იმ თვალებში სიყვარულის გარდა არაფერი იყო...ეკოსთან რომ ჩაიმუხლა მაშინ, იმ წამს ეკო რომ ცრემლიანი თვალებით უყურებდა ფეხზე მდგომ დათოს... ეკოს თვალებში არც ზიზღი იყო,არც ბოღმა,არც სიძულვილი,არც სიუხეშე,არც ტკივილი,იქ სანდრომ დათო დაინახა,დათო რომელსაც არცერთი ნიღაბი არ ეკეთა. ეკოს თვალები დათოს სულის სარკე იყო...და დათოს სულს სანდროზე კარგად არავინ იცნობდა.
ყველაზე ტკივნეული პირვველი საუბარი იყო საკიპის საშუალებით...ეგნათ ორივეს რომერთმანეთის ნახვა უფრო გაახარებდათ,მაგრამ არა... იმ წამს ორივემ სიხარულის მაგიერ უფრო დიდი ტკივილი იგრძნეს... იმ ღამით არცერთს თვალი არ მოუხუჭავს...
დღეები გადიოდა...დრო?! დრო ხომ არავის ელოდება... მიქრის და ჩვენც მის მარწუხებში მოქცეულთ დაუნდობლად მიგვაქროლებს. ჩვენ მხოლოდ უნდა ავყვეთ დროს...
ეკოს დასანდროს ცხოვრება გერმანიაში წესრიგში ჩაგდა... ეკო სკოლაში მივიდა.ის შიშიც არ გამართლდა.ბავშვებს ასე თუ ისე კარგად შეეწყო.გამორჩეულად ფაბიანსა და ვანესას. ისინის ეკოსთვის ის მეგობრები იყვნენ,რომლებიც საქართველოში არასდროს ყოლია. სანდროსთანაც ძალიან კარგად მიდიოდა საქმეები. მისი კარიერული წინსვლები საკმაოდ დიდი იყო და სულ ამბობდა რომ ეს ყოველივე სწორედ ეკოს დამსახურებაა...დათო... დათოსღანაც თითქოს ყველაფერი კარგადაა...ნელ-ნელა მიყვებინა სამივე ცხვორების დინებას... ხშირად იღიმიან,იცინია, ბედნიერები არიან მაგრამ არ არსებობს წამი რომ ერთმანეთზე არ იფიქრონ,რომ ერთანეთის მონატრება ყელში არ მოაწრვეთ და უბრალოდ გულზე კიდევ უფრო დიდი ტკივილი არ იგრძნონ...
ძალიან შეეჩვია ეკო გერმანიას, მაგრამ ხშირად გაახსენდებოდა ხოლმე თბილისის ქუჩები...ხშირად სახლის აივნის მსგავსებაც კი თბილისს ახსენებდა...
სულ ეძებდა...თვლაბით სულ ეძებდა დათოს. განა არ იცოდა რომ ვერ იპოვიდა,მაგრამ...გული თავისას არ იშლიდა.
დღითი-დღე სულ უფრო და უფრო ძლიერი ხდებოდა, დღიტი-დღე უფრო და უფრო იხვეწებოდა ეკოს თითოეული ნაკვთი,ისე მშვენდებოდა უკვე მზეს შურდა ეკოს რვთაებრივი სილამაზის და გერმანიის ცაზე არც თუ ისე ხშირად ჩნდებოდა.
უამარავი დაემონა ეკოს სილამაზეს,მაგრამ ეკოს არც კი გაუღია მათთვის ერთი ზედმეტი ღიმილი, მისი გული სამუდამოდ ერთს ეტროდა და ეს სულ ასე რომ იქნებოდა უფალიც კი დაემოწმებოდა.
2 წლის მანძილზე ყოველ ღამით დათოს ძილინებისა და გულში ჩაკრული დათუნია იყო ეკოს გვერდით... ყოველთვის საუბრობდნენ ტელეფონით,საკაიპით... არ არსებობდა მათ ცხოვრებაში არცერთი წვრილმანი რაც ერთმანეთისთვის არ ქონდათ ნათქვამი. ამ დროის განმავლობაში არცერთს არ უთქვამს სიტყვა მიყვარხარ...
სანდროს და ეკოს გერმანიაში ცხოვრების 2 წლის თავზე,როდესაც ეკომ სწავლა დაასრულა სანდრო მიხვდა რომ ეკო მზად იყო და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.
რადგანაც უკვე სწავლაც დასრულებული იყო ეკო დროის გასაყვანად და მარტოობის თავიდან ასაცილებლად ხშირად დადოიდა ვანესასა და ფაბიანთან ერთად... ერთ საღამოსაც,როდესაც სახლსი დაბრუნდა სანდრო უკვეშინ დახვდა. მაშინვე გაექანა ეკო და მაგრად მოხვია ძმას ხელები.
-ჩემი სიხარული როგორ არისო?-სასაცილოდ ჩაილაპარაკა ეკომ და ძმას ხმაურით აკოცა ლოყაზე.
-ამის შემდეგ კარგად,მაგრამ მაინც მშიერია-საწყალი სახე მიიღო სანდრომ და მაგრად აკოცა ეკოს.
-მოდი ერთი რაიმე გემრიელი მოვამზადოთ უცებ,...-სამზარეულოსაკენ გაიქცა ეკო და საჩქაროდ დაიწყო ვახშმის მზადება.
-აბა რა ხდებოდა ეკო,დღე როგორ გაატარე?-იქვე ჩამოჯდა სანდრო და მოსიყვარულე თვალებით დაუწყო გოგონას ყურება.უყურებდა თუ ამ 2 წლის მანზილზე როგორ გაიზარდა და დაიხვეწა...მაგრამ მამინც გულით ისევ ისეთი უბრალოა,იმის მიუხედავად რომ სანდორ ნამდვილად არაფერს აკლებს...ეკო ისევ ისეთი კეთილი და სათნოა,მაგრამ აღარაა ისეთი გულშვილი და მეამიტი...ახლა ის ძალიან გაწონასწორებული და ჩამოყალიბებული ქალია. ნუ თავად მიხვდებით რომ ესსანდროსთან და მეგობრებთან არ ვრცელდება ....
-რავი სან კინოში ვიყვაით, მერე წიგნის მაღაზიაში გავიარეთ, კაფეშიც ვიყავით...ნუ კარგი იყო რა...-ჩაიცინა ეკომ.-შენ რას შვრები აბა ბატონო დირექტორო,აშინებ თანამშრომლებს?-წარბი აათამაშა ეკომ.
-გეკადრებათ ქალბატონო?-სანდრო.
ეკომ უცებ გაშალა სუფრა და სანდროსთან ერთად გემრიელად ივახშმა.
-ეკუნ...-სანდრო.
-ჰოუ...-ეკო.
-რას ფიქრობ დაბრუნებაზე?-სანდრო.
ეკომ ის ლამაზი თვალები იმხელაზე დააჭყიტაა...-სად დაბრუნებაზე?-
-საქართველოში-გაფაციცებით ადევნებდა ეკოს სახის ცვლილებას.
-რა... რას უნდა ვფიქრობდე, ხომიცი რომ ყველაზე მაგრად ეგ მინდა...ისე მომენატრა ჩემი სახლი... იქაური ჰაერი და დათო...-სევდიანად ჩაილაპარაკა ეკომ.
-ხო და დავბრუნდეთ-სანდრო.
-რა? მართლა სანდრო?-სიხარული ვერ დამალა ეკომ.
-ხო მართლა ჩემო სიხარულო. ვფირქობ რომ უკვე დროა,თანაც ერთ კვირაში შენი კლასის ბანკეტია და აი იქ მინდა რომ გამოჩნდეს ეკატერინე მჭედლური.ოღონდ სულ სხვა ეკატერინე....-სიამაყით ჩაიალპარაკა სანდრომ.
ეკო უცებ წამოდგა და მთელი ძალით ჩაეხუტა სანდროს.
-ვაიმე სანდრო როგორ მიყვარხარ... ვაიმე როგორ გამახარე.... ვაიმე სან...დათოს ვნახავთ...- სიხარულისაგან აღარ იცოდა რას ამბობდა ეკო... თელი ძალიტ ეხვეოდა სანდორს და კოცნიდა, მერ ეკი უცებ მოშორდა და გაცისკროვნებული თვალებით შეხედა სანდროს-სანდრო როდის მივდივართ?
-ზეგ-ცამდე ბედნიერი იყო სანდრო ეკოს ასე გახარებულს როომ ხედავდა. ახლა მაინც სულ სხვანაირად უბრწყინავდა ის ლამაზი თვლაები...
-ვაიმე რა მაგარიაა...-სასაცილოდ მოიქცია კბილებს შორის ქვედა ტუჩი და მზერა ერთ^ წერტილს შეაყინა...
-წამოდი ეხლა დატოს დავურეკოთ და გავახაროთ-ფიქრებიდან სანდროს ხმამ გამოირვანა,რომელმაც უცებ მოიკუჩა ეკო ზურგზე და მისაღებისაკენ სულ სიცილ-კისკისით წაიყვანა.
აი უკვე მონიტორზე გამოჩნდა დათოც.
=დათ როგორ ხარ?-ეკო.
-რავი კარგად ეკო,თქვენ როგორ ხართ?-დათო.
-ძაალიან კარგად...-ყურებამდე გაიკრიჭნენ სანდრო და ეკო.
-რას მიმალავთ?-კარგად გამკოჩნდა დათოს მაღლა აზიდული წარბი.
-ო... მე ვეღარ მოვითმენ დათ... ზეგ მოვდივართ გესმის?! მე და სანდრო მოვდივართ-უცებ წამოიყვირა ეკომ.
იმ წამსვე გაითიშა სკაიპი. 2 წუთი თვალმოუსორებლად უყურებდა ეკო მონიტორს რომელზეც დატოს გამოსაცულება გამქრალიყო. მასშინვე დაიწყო ეკომ ტირლი...ტირილი კი არა ისტერიკა დაემართა...სანდრომ მაგრად მოხვია ხელები.
-ეკო გაითიშა უბრალოდ რა გატირებს გოგო-თავზე კოცნიდა სანდორ და გულსი ეკოს ამ საქციელზე ეცინებოდა... როგორ უყვარს მისი ძმა რომ ასე ამ ერთ კავშირის გაწყვეტაზე ასე დაიწყო ტირილი.
-არა.,... არ გაუხარდა რო ჩავდივართ და იმიტო გათიშა... არ ვუყვარვარ მე მ,აგას-ტიროდა ეკო და უსველებდა სანდროს მხარს.
-ეკოდაწყნარდი სიხარულო ხო იცი რო დათოს ძაან უყვარხარ და ძალიან გაუხარდა ჩვენი ჩასვლის ამბავიც-თვალებშიი ჩააჩერდა სანდრო.
-არაფერიც...აარც ვუყვარვარ და არც გაუხარდა-ბავშურად სლუკუნებდა ეკო.
-ეკო ნუ ბავშობ... ნახე ეხლა მალე დაგვირეკავს-გაურიმა სანდრომ.
-არ დამირეკოს არ ველაპრაკებბი და და აღარც მოვდივარ მე-წარბები შეკრა ეკო,მაგრამ მისი ტელეფონის განათებულ ეკრანზე დათოს ფოტო რომ დაინახა და წარწერა " ჩემი დათო" გული შეეკუმშა და საწყალი თვალებით დახედა ტელეფონს.
სანდრომ ერთი გადაიხარხარა და ეკლოს ანიშნა აიღეო,ეკომ თავი გაქნია არაო...
-ეკო უპასუხე თორე სუ გადაირევა ხო იცი და რამეს მიქარავს-სანდრო.
ეკოს რომ გაახსენდა დათოს ფეთქებადი ხასიათი და ის თუ რა მოყვება მის გაბრაზერბას სწრფად დასტაცა ხელი ტელეფონს და უპასუხა.
-ალო-ისევ სლუკუნებდა ეკო.
-მართა მოდიხართ?-ტელეფონში დათოს რაღაც შეცვლილი ხმა მოესმა გოგონას.
-ხო...-ტირილით უთხრა ეკომ.
მერე ისევ გაჩუმდა დათო.ერთხანს უსმინა დატოს სუნთქვას,მაგრამ მერე ისევ მოუარეს ეკოს-არ გიხარია ხო? არ წამოვალ მე და ნახე მერე შენ... ეგ ხო გაგიხარდება. აი არ მოვდივარ მე და ვანესასთან ვრჩები.-მტკიცედ ჩაილაპარაკა ეკომ და მისი სიტყვის სიმართლეში უფრო გასაღრმავებლად თავიც ომახიანად დაიქნია.
-ეხლა არ გადამრიო გოგო რას არ მოდიხარ? გინდა სულ ფეხით ჩამოვიდე მანდ?ეგ მეორედ არ თქვა. რას ქვია არ მიხარია...-გაბრაზება დაეტყო დათოს.
-აბა რო გათიშე?-ტირილით უთხრა ეკომ.
-ლამის გავგიჯდი და მაგიტო. მეთქი მეღადავებოდით...-დათო.
-ბატი...-ჩაიჩურჩულა თავისთვის,მაგრამ რა გამოაპარებს ყიფიანს.
-ჩამოხვლა აქ და განახებ მერე ბატს მე-სიცილით უთხრა ბიჭმა.-
დათოს სიცილის გაგონებაზე სულ... სულ ყველაფერიო გადაავიწყდა და თვითონაც გაეღიმა.
-როდის მოდიხართ?-დატო.
-ზეგ...-უკვე ეკომაც სიცილით გასცა პასუხი.
-აჰამ... ძალიან კარგი... ეხლა რა ვქნა ვიყვიტო პატარა ქალბატონო რო დაგარწმუნო რო ძლაიან გამიხარდ აშენი ნათქვამი?-სიცილით უთხრა დათომ.
-რატომაც არა=ეკო.
-აი აქ რომ ჩამოხვალ რო ჩაგეხუტები მაგით დაგიმტკიცებ როგორ გამიხარდა.-დათო.
ორივეს გააჟრიალა დათოს ნათქვამის წარმოდგენაზე...
-მიდი ეხლა დაიძინე ჩემო პრინცესავ და ზეგ ჩემთან ხარ-დათო.
-ზეგ შენთან ვარ-ეკო.
დივანზე იჯდა სანდრო და უყურებდა ეკოს... უსაზღვორდ ბედნიერი იყო იმ მომენტში... მეორე დღეს მთელი დღე ბარგი ალაგეს... უამრავი საჩუქარი უყიდა ეკომ დათოს... მართალია ერთი სული ქონდა ჩასულიყო საქართველოში,მაგრამ აქ შეძენილი ნადვილი მეგობრების ფაბიანისა და ვანესას დატოვებაზ ძალიან უმძიმდა.
ღამით სანდრო კარზე კაკუნმა გამოაღვიძა.
-სან...გღვიძავს?-ჩუმად დაიჩურჩულა ეკომ.
სანდროს გაეღიმა და მაშინვე ჩურჩულიტ დაუბრუნა პასუხი-კი...
-სან შენთან დავიძინებ რა...-ეკო.
-მოდი მალე...-საბანი აწია სანდრომ და ეკოც მაშინვე თავი დატუნიასთან ერთად საწოლისაკენ გაიქცა. შიგნიტ შეხტა და მთელი ძალით ჩაეხუტა სანდროს.
სანდრომ სახეზე აფარებული ეკოს დათუნია ქვემოთ ჩაწია და სიცილით დახედა ეკოს-ეღტი ეს გამაგებინა რატო არ იშორებ ამ დათუნიას რა...-სიცილით უთხრა სანდრომ.
-იმიტო რო დატოს ნაჩუქარია...-გაპარული ხმით უთხრა ეკომ.
სანდროს გაეღიმა და მაგრად აკოცა თავზე ეკოს.
-რა გაყინული ფეხები გაქვს გაწიე იქეთ-სიცილით უთხრა სანდრომ.
სანდროს ნათქვამზე ორივემ გულიანად იცინეს მერე კი დადუმდნენ.
-სან წარმოგიდგენია ხვალ ამ დროს ჩვენ სახლში ვიქნებით დათოს თან ერთად-ზემოთ ახედა სანდროს.
-ეხლა დაიძინე თორე ხვალ ვერ გავიღვიძებთ დაგვაგვიანდება და მერე წარმოვიდგენ როგორ გვეძინება ისევ აი აქ,ზუსტად ამ დროს-ვიტომ სერიოზულად უთხრა სანდრომ.
-რას ამბობ ბიჭო..,-ეკო.
-მართა გეუბნები 8ზეა ფრენა ახლა კი 3 საათია-სანდრო.
-დავიძინოთ დავიძინოთ-უცებ მიახალა შეშინებულმა ეკომ და უფრო მაგრად აეკრა სანდრო სდა ცხვირი მის კისერში ჩარგო.
"ღმერთო გეხვეწები ეხლა მალე ჩამეძინოს და ხვალ ადრე გამეღვიძოს რო არ დავაგვიანოთ..."-მაგრად მოხუჭა თვალები და უფალმაც ნატვრა მაშინვე აუსრულა.
მზის სხივებს მოასწორ ეკომ. მაშინვე ეცა სანდროს და ლოყაზე ჩქმეტა დაუწყო-სანნნ გაიღვიძე მალე არ უნა დავაგვიანთ-ეკო
სანდრომ მაშინვე მოქაჩა ეკოს თავისკენ და მანამ არ გაუშვა სანამ გემრიელად არ ჩაკოცნა...
ერთ საათსი გერმანიის აეროპორტში იდგა ეკო და თვალცრემლიანი ემშვიდობებოდა მეგობრებს... როგორ არ უნდოდოა მათი აქ დარჩენა.მაგრამ მაინც მოახერხა და დაითანხმა ორივე რომ ზაფხულში აუცილებლად ჩავიდოდნენ მასთან საქართველოში... ესკალატორზე მდგომმა კიდევ ერთხელ გამოხედა მეგობრებს და მერე თალს მიეფარა. მოუსვენრად იიჯდა თვითმფრინავში და თითებს იწვალებდა... გაახსენდა 2 წლის წინ როგორ გამალებით ტიროდა და ეკვროდა სანდროს, ახლა კი ყველაფერი პირიქითაა ახლა ისეთი ბედნიერია...
თვითმფირინავის ფანჯრიდან თბილისი რომ დაინახა გააჟრიალა. ერთდროულად იგრძნო ტკივილი...ტკივილი მისი განვლილი წლებისა. გაახსენდა რომ სწორედ ამ ქალაქში განიცადა ყველა ის ტკივილი, დამცირება... სწორედ ამ მიწამ რო წააართვა მამა...სწორედ რომ ესაა ის ქალაქი სადაც დღეს ადამიანს იშვიათად თუ შეხვდებით. ქალაქი სადაც არავის არავინ ებრალება... მაგრამ ეკომ ბედნიერებაც იგრძნო. ყველაფრის მიუხედავად ეს ხომ ის ქალაქია სადაც მამას უკანასკნელი სამკვიდროა,ქალაქი რომელმაც სანდრო და დათო აპოვნინა...
უმარვა ხალხში,რომლებიც ბუზებივით ირეოდნენ ერთმანეთსი მაინც გამოარჩია ის ლამაზი მწვანე თვალები. უცებ ირგვლივ ყველა და ყველაფერი გაქრა... ეკომაც კი შეწყვიტა სუნთქვა. უბრალოდ წინ მიდიოდა და თანდათან უახლოვდებოდა იმ მწვანე თვალებს.მისკენ მიდიოდა,მაგრამ მაინც მის ჩახუტებაზე ოცნებობდა....უყურებდა და მაინც მისი ნახვა ენატრებოდა... წინ ედგა და...წინ ედგა და უყურებდა იმ მწვანე თვალებს. ეკოს ის ოცნება აუსრულდა.ამ მწვანე თვალებში სიყვარულის გარდ აარაფრერი იყო.ისე გაუხარდა ეკოს დათოს მწვანე თვალებში მის ანარეკლი რომ დაინახა... მაშინვე იგრძნო თვალების წვა.. დათო ეკოს ეცნნება იყო და ახლა ეს ოცნება წინ ედგა. კანაკლით წაიღო ხელი მისკენ დაძალიან ფრთხილად შეეხო მარჯვენა ღაწვს. გააჟრჟოლა დათანაც როგორ...იმ წამსვე წამოუვიდა ეკოს ცრემლები....ახლა მეორე ხელი შეახო, წინ ედგა და ვერ იჯერებდა. უყურებდა როგორ დაკაცებულიყო ამ ორ წელში... როგორ შეცვლილა მისი სახე...მაგრამ თვალები. თვალები არ შეცვლილა...ეს ის თვალები იყო ეკოს გულს ფეთქვას რომ აწყვეტინებდა,სისხლს მიმოქცევას,ფილტვებს კი ჰაერის მიღებას... ეს ის თვალებია ეკოს საკუთარ თავზე მეტად რომ უყვარს და ეკოს სიკვდილის წინ მათი ნახვა რომ აქვს ნატვრად...

უყურებდა დატო და ვერ იჯერებდა რომ ის პატარა გოგო ასეთ ლამაზ ქალად იქცა...როგორ დახვეწია თითოეული ნაკვთი... უყურებდა დატო თვით საოვრებას...
მასზე ლამაზი დაიფიცებდა არავინ და არაფერი ენახათ მის თვალებს. როგორ უყვარს. როგორ უყვარს დათოს მის წინ მდგომი ქალი..
ეკოს ნატიფი თითების შეხება რომ იგრძნო იქ მოკვდა... გულმა ფეთქვა შეწყვიტა. ამდენი ხნის ნანატრ თვალებს რომ უყურებდა სიკვილისაც კი აღარ ეშინოდა, მზად იყო ახლა ამ წამსვე მომკვდარიყო. უყრებდა იმთვალებს როგორიც სხვას არავის არ აქვს.... მათგან გადმოვარდნილი ცრემლი რომ დაინახა უნდოდა დაეჭირა...მისთვის ის ცრემლიც კი უძვირფასესია...

უცებ რომ მოხვია კისერში ხელები... იმ დროს.... იმ წამს ხელახლა დაიბადა უმალ შემოხვია წელზე ხელები და. და მაინც გადმოვარდა იმ მწვანე თვალიდან ცრემლი.
ეხვეოდნენ ერთმანეთს და მაინც არ ყოფნიდათ ერთანეთი. გრძნობდნენე რთმანეთს და მაინც ენატრებოდათ ერთანეთი...
უყურებდა ყველა და უბრალოდ მთელი ხმით ისმოდა არ ნათქვამი მიყვარხარ.
ჩუმად მოიწმინდა სანდრომ თვალზე ცრემლი და კამერა ჯიბეში ჩაიდო. მისთვის უძვირფასესი ადამიანებისაკენ წავიდა და ორივეს ძლიერად მოხვია ხელები.
ერთ წამს სინანულიც კი იგრძნო სანდრომ და საკუთარი თავის ზიზღი რომ ასე დატანჯა ეს ორი ადამაინი და მათი სიყვარული,მაგრამ ეს ხომ მან მათთვის გააკეთა.
იმ ღამეს ეკოს სახლში ერთ მხარეს დატო ეწვა ეკო ,მეირე მხარს სანდრო. ორივეს მაგრად ქონდა ეკოსთვის ხელი ჩაჭიდული და ორი წლის მანძილზე ყველაზე ტბლიდა და მშვიდად ეძინათ...
დილით რაღაც უცნაურმა შეგრძნებამ გამოაღვიძა ეკო.ფრთხილად დააშორა ქუთუთოები ერთმანეთს და მის ლამაზ თვალებს მზის სხივებით გაცისკროვნების საშუალება მისცა. მაშინვე წააწყდა ლამაზ,თითქოსდა ამოუცნობ,მაგრამ ბედნიერებისაგან მოკაშკაშე მწვანე თვალებს...ჩაიკარგა.მაშინვე ჩაიკარგა იმ სილამაზეში.
ეკოსაგან განსხვავებით დილაადრიან გაახილა თვალები ყიფიანმა. მძინარე ღვთაებას რომ შეხედა კიდევ ერთხელ გააჟრჟოლა. კიდევ ვერ იჯერებდა რომ ეს საოცრება 2 წლის შემდეგ ისევ მის გვერდით მშვიდად მძინერე წევს...აკვირდებოდა გოგონას თითოეულ ნაკვთს. იხსენებდა 2 წლის წინანდელ მის ნაკვთებს და ხვდება როგორ დაიხვეწა გოგონა.უფრო რომ გალამაზებულა... დაყურებდა ეკოს ლამაზ კურნოსა ცხვირს... გაახსენდა ერთხელ როგორ უკბინა ამ ლამაზ ცხვირზე და ამის გამო ეკო მთელი დღე გაბუტული რომ იყო მასზე,მთელი დღე საცოდავად რომ ისვამდა ხელს და სასაცილოდ რომ ქონდა გამობურცული ტუჩები...ამის გახსენებაზე ეკოს ვარდისფერ ტუჩებს დახედა,რომლებიც ძილისაგან უფრო დაბერილან...რამდენჯერ უოცნები ამ ბაგეებს დაწაფებოდა,ისე როგორც უდაბნოში მწყურვალი კაცი... მაგრამ ეს სურვილი ყოველთვის სურვილად რჩებოდა, თავს ვერ მისცემდა გოგონასათვის ასე ლაჩრულად მოეპარა პირველი ამბორი... რამდენჯერ...ამ 2 წლის მანძილზე რამდენჯერ უნატია გოგონას სასთუმალთანთუნდაც 1 წუთით გაჩენა. რამდენჯერ შეკვრია სუნთქვა მის გახსენაბზე და რამდენჯერ გაუსწორებია დღე და ღამე უძილობაში.დაყურებდა გოგონას ჟღალ თმას,რომლის ცეცხლოვანი სიკაშკაშეც ყმაწვილს თვალს სჭრიდა.ფრთხილად აიღო გოგონას თმის ბოლო ხელში და დიდი მოწიწებით აგემა ფილთვაბს ეკოს თმის სურნელი... ვერ გრძნობდა ვერც წუთებს,ვერც საათებს უბრალოდ ედო ბალიშზე თავი და უყურებდა მძინარე გოგონას თეთრ ფუმფულა ბალიშზე ლამაზად რომ მიმოეფინა დალალები,ცალი ხელი ბალიშის ქვეშ რომ ამოედო. თხელი თეთრი ფერის საბანი მხარზე რომ გადაწევია და ლამაზად მოუჩანდა წვრილი მხრები...მხრებიდან მზერა ლავიწებზე გადმოიტანა ბიჭმა,რომლებიც საკმაოდ კარგად ეტყობოდა გოგონას. არცერთი წამით არ მოუცავს ბიჭის გონება ბილწ ფიქრებს,არცერთი წამით არ გაქცევია თვალი გოგონას მკერდისაკენ. წმინდა იყო ეს გრძნობა... დათოს სიყვარული ისეთი წმინდა და სათნო იყო... კანკალით წაიღო ხელი გოგონას შიშველი მხრისაკენ და საჩვენებელი თითის ბალიში ძალიან ფრთხილად შეახო ეკოს ნაზ კანს... ისევ გააჟრჟოლა. ამხელა ბიჭია და სიცივეზეც კი არ კანკალებს და ამ ერთი გოგოს, ამ მზის,სითბოსა და სიყვარულის მფრქვეველის სულ ოდნავ შეხებაზეც კი რაღაც გიჯური ჟრუანტელი უვლის მთელ სხეულში. სულ აკანკალებს ძვლიან,კუნთიან,კაპილარებ,ვენიან,ფილტვიან,სულიანად... ისე მრცხვენია ახლა მე ამ ყველაფრის დაწერა. მრცხვენია და იცით რატომ?! მე!... მე არ შემწევს ძალა გადმოვცე ის გრძნობა რომელიც ეკოს შეხებაზე ეუფლება დათოს. მე იმის ნახევარსაც ვერ ვამბობ რისი თქმაც მინდა... ეს უბრალოდ უნდა იგრძნო... მე არ შმწევს ძალა,მაგრამ გულშიც ვერ გავაჩერებ გესმით ამას... ვერ დაიტევს ჩემი გული და აქ იმის ნახევარი მაინც უნდა გადმოვანთხიო რაც ჩემს გულშია...
გახსნა მზემ დარაბები და... და გადაეშვა ორივე უსასრულობის მორევში...სიჩუმეს მხოლოდ მონაცვლეობით მფეთქავი გულების ხმა არღვევდა და ეს ორი გული ერთ მთლიანაობას ქმნიდა. ფრთხილად სეახო ეკომ ხელი დათოს ღაწვს და ნაზად დაქუსვა ხელი... თვით მზეც კი კანკალებდა ბიჭის შეხებაზე. გაგიგიათ მზის კანაკალი?! აი ახლა ეკო რომ დაგანახათ მთელი სხეულით კანკალებს.
არაფერი უთქვათ ერთმანეთისათვის იმიტომ რომ ყველაფერი ნათქვამი იყო. ყველაფერი მათმა თვალებმა და გულმა დიდი ხანია უკვე თქვეს.
დღეს... 21-ე საუკუნეში დაიკარგა სიტყვა "მიყვარხარ"-ს ფასი...წაიბილწა ეს სიტყვა... ადრე თუ ამას ადამინი იშვიათად ამბობდა და თუ ამბობდა ისიც მთელი გულითა და სულით ახლა... ახლა 1 წუთის გაცნობილსაც კი ამას ეუბნებიან. მათ ვინც ეზიზღებათ მიდიან და ეუბნებიან მიყვარხარო... ბილწი ფიქრებისა და სურვილების ასასრულებლად ამბობენ მიყვარხარო და... სიყვარული ღვთაებრივი რამა... სიყვარული აუხსნელია. ვერ იტყვი რა არის სიყვარული ისევე როგორც ღმერთი. ის ყველაშია. არ არსებობს ადამიანი სიყვარულის გარეშე...ღვთაებრივი იყო მისი ბგერითი აღნიშვნაც,მაგრამ დღეს...დღეს ეს სიტყვა მიწასთან გაასწორეს. დღეს აღარავის სჯერა ამ სიტყვის. არც მე. მე მჯერა სიყვარულის,მაგრამ არა ნათქვამი "მიყვარხარ"-ის... მე ნაგრზნობი სიყვარულის მჯერა.ყველაზე წმინდა და სუფთა გრძნობის მჯერა. ამ სამ ადამიანსაც ასეთი სიყვარულის სჯერათ და მე მათ ჩემ სიყვარულს ვაგრძნობინებ და არ ვეუბნები დღეს უკვე მრავალჯერ გაყალბებულ,გაცვეთილ და დამცირებულ სიტყვა "მიყვარხარ"ს.
არ უნდა ენდო სტყვებს...მხოლოდ გული ამბობს სიმართეს და დათოს და ეკოს გულებს უკვე დიდი ხანია ნათქვამი აქვთ სიმართე. სიმართლე რომელიც ყველაზე წმინდაა და ძვირფასი მათთვის.
მაგრად მიიკრა დათომ ეკო გულზე და შეწყდა ოთახში სუნთქვა...მთელი ძალით ეხვეოდნენ ერთმანეთს და შეიგრძნობდნენ მათ არა მარტო სხეულებს,არამედ სულების ერთობას.
სასიამოვნო ამბორი და უტოვა მფეთქავ არტერიასთან და იმ წამსვე შეწყვიტა იმ არ ტერიამ ფეთქვაც...
-ვერ ვიჯერებ რომ შენთან ვარ-წართმეული ხმით ჩაილაპარაკა ეკომ.
-აქ ხარ,ჩემთან ხარ და აღარსად აღარ გაგიშვებ-უფრო მაგრად მოხვია ხელები.
-არსად ვაპირებ წასვლას...-ეკო,
ისე იყვნენ ერთმანეთში ჩაკარგულები არც კი გახსნებიათ სანდროს არ ყოფნა...
სანდრომ დილით რომ გაიღვიძა აი,მაშინვე გული სითბოტი და სიყვარულით აევსო... როდის იყო არა მისი გული რომელიმეს მოკლებული,მაგრამ მძინარე დატო და ეკო რომ დაინახა მაგრად,რომ ქონდათ თითები ერთანეთსი გადაჭდობილი და ორივეს ერთანეთის სუნთქვა რომ ეფრქვეოდათ სახეზე სულ სხვა გრძნობა დაეუფლა სანდროს.
როგორ არ უნდადა ახლა წასვლა,როგორი დიდი სიამოვნებით თუნდაც ფეხზე მდგომი თვალმოუშორებლად უყურებდა ამ სილამაზეს.მაგრამ რა უყოს ამ სამსახურის საქმეებს და ისევ წავიდა. წავიდა მაგრამ გული და სული იქ დატოვა. ისეთი გარუნდული მიდიოდა რომ ქუჩაში ვერც კი შეამჩნია როგორ შეეჯახა რაღაც ძალიან სუსტ არსებას,რომელიც რომ სანდროს ძლიერი მკლავები მაშინვე ძირს აღმოჩნდებოდა, პირდაპირ ერთმანეტის თვალებს წააწყდნენ... დაყურებდა მის მკლავებში მოქცეულ დამფრთხალ გოგონას და თვლას ვერ წყვეტდა მის კუპრივით შავ თვალებს... ნაზად გადაუწია ლამაზი კულული სახიდან და უკეთ დაიანხა გოგონას ლამაზი სისხლივით წითელი ბაგეები... ლამაზი კურნოსა ცხვირი,რომელიც უფრო გამალებით აფრქვევდა თბილ ჰაერს.დამფრთხალი სწრაფ-სწრაფად რომ ახამხამებდა იმ გრძელ შავ წარბწებს... არაფერი ენახა ყიფინს ამაზე ამოუცნობი და უძირო ვიდრე გოგონას თვალები.დაკარგა დროის შეგრძნება.
-მაგვიანდება-გაისმა გოგონას მოკანკალე ხმა.
მაშინვე გამოერკვა ფიქრებიდან ყიფიანი. მის გულ-მკერდზე მიკრულ გოგონას ოდნავ შეუშვა ხელები,საფეთქელთან მხურვალე კოცნა დაუტოვა და საბოლოოდ გაანთავისუფლა თავისი მარწუხებიდან.
მაშინვე იგრძნო სიცივე... გოგონას სხეულის სიმხურვალე მაშინვე შემოაკლდა არანაკლებად მხურვალე სხეულს,მაგრამ მაინც სიცივისაგან აკანკალებდა. უკან მიაბრუნა კიდერი და დიანახა როგორ დაბნეულად მიაბიჯებდა გოგონა. ჩამოსხმული ტანისა იყო... წვრილი ფეხები დაბნეულად მიუყვებოდნენ გზას... შავი შავრალი ეცვა,რომელიც მოხდენილად ადგა ტანზე, თეთრი ბრეტელებიანი უბრალო მაისური და ზურგზე დაყრილი საოცრად ხვეული თმა. თვალს ვერ წყვიტავდა ყიფიანი... დაამონეს! იმ ლამაზმა შავმა თვალებმა დაამონეს. საოცრად ეცნობოდნენ,მაგრამ ვერ ხვდებოდა საიდან... ხელმეორედ გააჟრიალა უკან შემობრუნებულმა გოგონამ თვალი თვალში რომ გაუსწორა და სირცხვილიტ უმალ რომ დახარა თავი. ღიმილმა გაუპო სახე ყიფიანს... ახლა ამხელა 23 წლის ბიჭს ისე უნდოდა გაქცეულიყო გოგოსკენ და მაგრად მოეხვია ხელები როგორც არაფერი....
მთელი დღე არ ამოსვლია გონებიდან მისი შავი თვალები და ამხელა ბიჭი სულელივით იღიმოდა.
საღამოსაც გარინდული მივიდა სახლში...კარზე დაუკაკუნებლად შევიდა და დივანზე მჯდომ ეკოს რომ მოკრა თვალი რომლის კალთაშიც დათოს ედო თავი და მშვიდა ეძინა გოგონა კი რიმილიტ უსვამდა თავზე ხელებს უფრო გაეღიმა.
-გამარჯობა-ფიქრებიდან სანდროს ხმამ გამოიყვანა და დამფრთხალმა შეხედა მას.
-გამარჯობა-ღიმილით უთხრა ეკომ და მისკენ გადმოწეულ სანდროს ლოყა მიუშვირა და როდესაც დაჯილდოვდა გემრიელი კოცნიტ ახლა თვითონ ჩაავლო სწრაფად ხელები მის სახე და მაგრად აკოცა ლოყაზე.
-შენ მაიმუნო შენ-ცხვრიზე ჩამოკრა ხელი კმაყოფილ ეკოს და გაუცინა.
-ჩუ ბიჭო არ გააღვიძო -დატუქსა ძმა და კვლავ მძინარე დათოს დახედა სიყვარულთ.
-ეკო....-ჩურჩულით დაუძახა და იქვე მის წინ სკამზე ჩამოჯდა.
ეკომ მაშინვე ახედა ძას და კითხვისნიშნის თვალებით დაუწყო ყურება.,
-რაღაცას გეტყვი,მაგრამ იცოდე მაგას არ უთხრა-თავით მძინარე დატოზე ანიშნა.
-მოდი ჯერ მე გეტყვი რაღაცას კარგი?-უთხრა მის თვალებზე მიშტერების შემდეგ ეკომ.
-გისმენ.-სანდრო,
-შენი თვალები...ისინი სულ სხვანაირად ანათებენ. იცოდე რომ ეგ მიზეზი ისეთი რომ სამუდამო მიზეზი გახდება მაგ თვალების სიკაშკაშის. ისინი ისე ანათებენ როგორც არასდროს... რამდენჯერ მიყურებია მაგ თვალებისთვის,მაგრამ.,..ახლა სულ ხვა რამ ხდება-ეკო.
გაეღიმა სანდროს, იცით რაზე?! კიდევ ერთხელ დარწმუნდა იმაში რომ ეკო მისი სულის ნაწილია... რომ ეკო უკვე სანდორს სულ ცნობს.
-დღეს... დღეს ისეთი თვალებს წავაწყდი მთელი დღეა გონებიდან არ ამომდის.-გარინდულმა ჩაილაპარაკა სანდრომ.
-ვერც ამოვლენ ჩემო სიხარულო...-გაეღიმა ეკოს.
-ეკო როგორ მივხვდე ადამიანი რომ გიყვარს?-პატარა ბავშვივით ტლიკინებდა სანდორო.
-როგორ? ჩემი აზრით... მის ყოველ დანახვაზე გული გამალებით უნდა ფეთქავდეს... მისი თვალები გონებიდან კი არა, სულიდან ვერ უნდა ამოდიოდნენ, რომ უყურებ მის თვლაბეს შიგ უნდა იკარგებოდე.მის შეხებაზე სულ უნდა გაკანკალებდეს და სუნთქვა გეკვროდეს... რომ შეგეხება ან სეეხები ერთდროულად უნდაგციოდეს და გცხელოდეს...არ ვიცი სან... უბრალოდ საოცრებები უნდა გემართებოდეს-გარინდულმა ჩაილაპარაკა ეკომ.
გარინდულნი უსმენდნენ ყიფიანები და ორივეს გული გამალებით ფეთქვადა იმის გამო რომ ორივეს ზუსტად ეს გრზნობა ქონდათ განცდილი,ისევე როგორც ეკოს.
გონს მოსულმა ეკომ იგრძნო სირცხვლისაგნ როგორ წამოწითლდა მთელ სახეზე...
-შენც მასე მოგდის ხოლმე?-სულეურად და გამომცდელად კითხა სანდრომ.
ეკომ მაშინვე თავისი კალთისკენ დაიხედა,რომელზეც უკვე კარგა ხნის გამოღვიძებულ დათოს ედო თავი და ინტერესის თვალებით შეყურებდა მას.
-მე... მე...-ენა დაება გოგონას...-დიახ!... თქვენ რო მეფერებით და მკოცნით სულ ჟრუანტელი მივლის ხოლმე...-უთხრა ეკომ და გაიღიმა.
არც მოუტყუებია.... მარტაც ჟრუანტელი უვლის ხოლმე,მაგრამ სანდროს შეხებაზე სხვანაირი და დატოს შხებაზე სხვანაირი.
-ადექი ვაჯბატონო ახლა გაჭამოტ თორე დაგხოცეთ მშივრები-გაიცინა ეკო.
დათოც პასუხით მთლად არა კმაყოფილი წამოდგა დივნიდან და ახლა მის საზურგეს მიეყუდა.მაშინვე წააწყდა ძმის თვალებს-
-მასე ხარ ხოლმე?-ეშმაკურად კითხა სანდრომ.
-შემეშვი რა-ბალიში ესროლა სანდროს.
-უყურე ერტ ამას რა... არაფერი შეგეშალოს ბიჭო-სანდრო და ახლა მა გამოუქანა ბალიში.
ერთი კვირა ისე სწრაფად გავიდა ვერც გაიაზრეს... ახლა უკვე სამი სიყვარულს დამონებული იყო ამ სახლში... ისეთი საყვარლები იყვნენ...
სანდრო ყოველ დღე დადიოდა იმ გზაზე იმ იმედით,რომ კიდევ შეხვდებოდა მის გულში ჩავარდნილს... მაგრამ არსად ჩანდა და სანდროც ახლა უფრო ხვდებოდა რას განიცდიდნენ ეკო და დათო მათი განშორებისას.
დილა ადრიან ფუსფუსია ეკოს სახლში...დღეს ხომ 2 წლის შემდეგ ის სახალხოდ გამოჩნდება "ხალხში".მაგრამ ეს ახალი ეკატერინე იქნება,რომელსაც ვერავინ დაამცირებს!...
გადაწყვეტილების თანახმად ეკო პირდაპირ რესტორანში მივიდოდა... მისი კავალერი ამ საღამოს დათო იქნება და მე ხომ ვიცი რომ არა მარტო ამ საღამოს.
უკვე წუთები აკლდა 6-ის შესრულებს და იდგა მის ოთახში სარკის წინ.იყურებოდა შიგ. მის წინ მაღალი ელეგანტური ქალი იდგა. ამაყად თავაწეული და უდრეკი...თითქოს და ცივი,მაგრამ არა... უბრალოდ ის ისეტი ძიერი იყო მის უდიდეს სითბოს მალავდა... უყურებდა პირდაპირ თვალებში და ხედავდა იმთვალებში როგორ კაშკაშებდა სიძლიერე....უცებ მზერა სარკის კუთხისაკენ გაექცა და დაინახა პატარა ჟღალთმიანი გოგონა,მისი თვალები ისეთი ტკივილიანი იყო... სულ ცრემლში დაუთამაშებდა მწვანე და ლურჯი ბურთულები...თეთრი კაბა ეცვა ვარდისფერი პატარა ყვავილებით...მრავალჯერ რომ იყო შეკეთებული...ფეხშიშველი ეყრდნობოდა ეკოს უკან კედელს... და ნაღვლიანი თვალებით შესცქეროდა... ეკომ ახლა უკვე უკან მიაბრუნა თავი და იქ არავინ რომ არ დახვდა გული დაეწვა...
კარზე კაკუნი რომ შემოესმა ფიქრებიდან მაშინ გამოერკვა და კარისაკენ გაიხედა მალე ოთახში სანდრო შემოვიდა,რომელმაც დაინახა თუ არა ეკო ადგილს მიეყინა...
ოთახის შუაგულში იდგა ალვის ხესავით ლამაზი ტანის გოგო, შავი კაბა ეცვა. ყელთან ლამაზი ოთხკუთხედი გულით, მკლავები იდაყვამდე ქონდა...ზურგი დახურული...წელში ლამაზად გამოყვანილი და ტანზე მომდგარი. ნელ-ნელა რომ იშებოდა და უკან დიდი შლეიფით... სადა იყო მისი სამოსი,მაგრამ ამავდროულა დეს სამოსი უძვირფასესი იყო ვინაოდან იგი ღვთაბეის სხეულზე იმყოფებოდა... ლამაზად ქონდა ზემოთ აწეული ჟღალი თმა... ეს შავი კაბა ისე უხდებოდა ეკოს როგორც არაფერი... ზუსტად მისთვის იყო დიახ! მისთვის... ისეთი ლამაზი იყო თვალს ვერ მოწყვეტდი, ისე უხდებოდა ეს შავი კაბა ეკოს თმის ფერს...
მძლივს გონს მოსული სანდრო გოგონაკენ ნელა წავიდა... ახლა ახლოდან დააკვირდა გოგონას პირსახეს და მისი თვალებში ის თავდაჯერებულობა და სიძლიერე ამოიკითხა რომელიც უნდოდა... მოწიწებით გადახსნა ხელში მომარჯვებბული ყუთი და იქედან ეკოსათვის განკუთვნილი საჩუქარი ამოიღო.
ზურგიდან მოუარა გოგონას და ყელსაბამი ფრთხილად შეახო მის გულმკერდს... სათუთად შეუკრა საკრავი და ახლა ისევ გოგონას წინ დადგა. ისე მოუხდა ეკოს ლამაზ ყელს წითელი ლალის თვლებით გაწყობილი მასსავით მედიდური ყელსაბამი...
-მადლობა...-ამოიჩურჩულა ეკომ.
-საოცრება ხარ ჩემო ეკუნა-ეკოს ხელები თავი ხელებშ მოიქცია და ნაზად დაუკოცნა.-მაგრამ ეს ჩემგან და დათოსაგანაა..
სულ გააჟრია ეკოს...
-ახლა კი ჩემო ძვირფასო გელოდებიან...-ხელკავი გამოსდო მანდილოსან და ოთახიდან გავიდნენ...
მისაღებში ნერვიულად მდგომ დათოს სუნთქვა შეეკრა გ=ეკოს დანახვაზე... იმ წამს მზად იყო სამუდამო სიბრმავისათვის... მისმა თვალბმა ისეთი საოცრება იხილეს რცხვენოდა რომ ამ თვალებით სხვა რაიმე დაენახა...
ისეთი სიმპატიური იყო დათო ამ სმოკინგში.... ეკოსაც შეეკრა შუნთქვა,,, ახლა ორივეს ისე ძლიერ უნდოდა ერთმანეთს მოხვეოდნენ...
ეკო ბიჭს წინ გაჩერდა და თვლაბეში ჩააჩერდა... სანდრო კვლავ განზე გადგა და რამოდენიმე კადრი ჩუმად შესძინა მის კოლექციას...
დათომ გოგონას ხელი თავის ხელში მოიქცია და ნელა შეახო მისი ბაგე მთრთოლვარე კანს...
ეს კადრიც დააფიქსირა სადნრომ...ინატრა ახლა ეკოსავით სიყვარულით აღსავსე თვალებით უმზერდეს მისი ხუჭუჭა და წამიერად გულში ტკივილმა გაკრა.
-მაპატიეთ ამ შესანიშნავ წუთებ რომ გირღევთ,მაგრამ გაგვიანდებათ-სადნრო,
ორივე გონს მოეგო და სახლიდან გავიდნენ....
მანქანასთან მისულები სანდრომ გააჩერა და მისკენ მიაბრუნა.
-ჩემო ეკუნა... ახლა დროა, იცოდე თავი მაღლა აღართე და დაანახე მათ ვინაა ეკატერინე ყიფიანი!... იცოდე მე შენთან ვარ მთელი გულით და გახსოვდეს რომ ზურაც შენთანაა... გააკეთე ეს ჩვენი გულისთვის. იყავი ცივი და არ დაუშვა შენ თალებშ სულ მცირე ცრემლმა მაინც რომ დაისადგუროს-ნაზად შეახო ეკოს შუბლზე ტუჩები,
-გეფიცები სან,შენ სუნთვქას და მამას სულს გეფიცები...-ეკო,
მანქანაში ჩასხდნენ და იმ ადგილისაკენ გაემართნენ სადაც დაიბადება ახლა ეკატერინე...
რესტორნის კართან იდგნენ... გამალებით უცემდა ეკოს გული...დათოს ხელი იგრძნო წელზე,რომელმაც სხეულზე აიკრა მთრთოლვარე გოგონა.
-დაწყნარდი ჩემო პრინცესავ...-ეკოს ყურთან დაიჩურჩულა დათომ.
-ვერ ვწყნარდები...-საკუთარი თავით იმედგაცრუებულმა ამოიჩურჩულა ეკომ.
დათომ მარკვენა ხელით სახე ზემოთ ააწევინა...პირდაპირ თვალებში უყურებდა და...ძალიან ნაზად მიუახლოვდა გოგონას ბაგეებს... დიდი მოწიწებით შეეხო მათ და იგრძნო ის რაც არასდროს არვის არ უგრძვნია.
ისევე ფრთხილად მოწყდა გოგონას ბაგეებს და კვლავ თვალებში ჩახედა...
სულ სხვა რამ დაინახეს ერთანეთის თვალებში... ეს რა იყო მეც არ ვიცი,მაგრამ ეს იყო ძალიან დიდი და ღვითიური რამ.
-წავიდეთ...-ამოიჩურჩულა დათომ და გოგონას ხელი ჩასჭიდა.
ისეთი მტკიცე ნაბიჯი გადადგა ეკომ როგორიც არასდროს. ისე თამამად და უშისღად მიაბიჯებდა როგორც არასდროს და გულში ისეთი ბედნეირება ქონდა როგორც არავის არასდროს!...
ფართოდ გაიღო დარბაზის კარი და ჩამოწვა სიჩუმე...
კარში საოცრება იდგა...ისეთი მედიდური,ისეტი დახვეწილი,ელეგანტური... ისეთი სილამაზე იყო... ყველა გაჩუმდა და თვალმოუშორებლად უყურებდნენ კარში მდგომთ...
დამეფიცება ამ წამებში...ყველა იქ მყოფის გული გაჩერდა...
ყველას თვალწინ დაუდგა ყველა ის ბილწი საქციელი,ყველა ის დამცირება,ტკივილი რომელიც წლების წინ ერთ პატარ უმწიკლო გოგონას მიაყენეს...
მაგრამ აკი ვთქვი სინანული გვიანია თქო...
იმ წამს ყველა იმ დამცირებაზე მეტად ვიდრე წელბის მანძილზე ამცირებდნენ ეკოს თითოეული დარბაზში მყოფი და ამ უდიდეს დანაშაულში მონაწილე ასმაგად დამცირებული იყო...
განა რემ თქვა ეკომ? განა სიტყვით ან სამით დასცინა მათ? განა მათსავით მდაბიოდ მოიქცა? არა!...
ამაყად განაგრძო ეკომ გზა... მაგრად უჭერდა საყვარელ მამაკაცს ხელს და ისე მიაბიჯებდა დარბაზის სიღრმეში რომ არცერთი იქ მყოფთათვის არ შეუხედავს... მედიდურად დაიკავა მისთვის განკუთვნილი ადგილი და მამაკაცს ამაყად შეხედა თვალებში...
კვლავ სიჩუმე... ყველა თავჩახრილი იჯდა საკუტარ ადგილას და ვერავინ ბედავდა ხმის ამოღებას...
თვალი მოავლო დარბაზს ეკომ და გული ეტკინა იცით რატომ?! აქ ერთი ადამიანიც კი რომ არ იყო...
-რას გაჩუმებულხართ?! დღეს ხომ გამოსაშვები საღამო გაქვთ...ეს დღე არ განმეორედება-დარბაზის სიჩუმე გააპარტახა ქალის საოცრად დამჯდარმა,მიმზიდველმა,ცივმა და გაწონასწორებულმა ხმამ... მაგრამ ძვრა არავის ქონია...დარბაქზში სასიამოვნო სიმღერა გაისმა.კიდევ ერთხელ მოავლო თვალი იქ მყოფთ დათოს ხელი ჩასჭიდა.დარბაზის შუა გულში ცეკვავდა მზე...ღვთაება და ისე როგორ მზეს შესცქერის ყველა და ყველაფერი შესცქეროდნენ იქ მყოფები მოცეკვავე ეკოს...
არ იყო იქ ადამიანი რომლის გულშიც სინანული არ იყო. სისნანული და თანაც როგორი?! მაგრამ არავის სჭირდება მათი სინანული...
ცეკვა დაასრულეს...ისევ სიჩუმე და შემდეგ წყვილი გასასვლელისაკენ გაემართა. გასვლამდე ერთხელ კიდევ მიიხედა უკან და წააწყდა უამრავ სინანულით აღსავსე თვალს. ერთი გაიღიმა ეკომ და დარბაზი დატოვა...
მდუმარედ ჩასხდნენ მაქნქანაში და მაშინვე წამოსცვივდა ეკოს თვალიდან ცრემლები...
განა არ იყო ძლიერი,მაგრამ ის არ იყო ისეთი ცივი და უგრძნობი როგორადაც ახლა მოაჩვენა ყველას თაავი...
ტრილად მინდორზე გააჩერა ყიფიანმა ავტომობილი და გადავიდა, გოგონას კარი გამოუღო და ისიც გადაიყვანა...
ტრიალ მინდორზე იდგნენ ყიფიანი და მჭედლური... წელზე ძლიერად ქონდა ხელები შემოცვეული ყიფიანს, ეკოს კი კისერზე მოეხვია ხელები...
-შესანიშნავი იყავი;....-გაისმა ბიჭის ხმა...
-ეს მე არ ვიყავი...-ეკო.
-საჭირო იყო ეს გაგეკეთებინა... -დათო.
-მე იქ ისეთი ვიცი და უგულო ვიყავი...-ცრემლები წამოსცვივდა ეკოს.
დოთომ ოდნავ შეუშვა გოგონას ხლეები. აცრემლიანებულ თვალებში ჩახედა-
-შენ ყველაზე თბილი ხარ გესმის?! ყველაზე სანუკვარი და ჩემი ღვთაება.-ჩაიჩურჩულა ბიჭმა დამზერა გოგონას ბაგეებზე გადაიტანა...
შუბლი მიადო ეკოს შუბლს, მისი ცხვირი ეკოს ცვირს გაუხახუნა... უკვე ორივეს ერთანეთის სუნთქვა ეფრქევეოდათ სახეზე...ფრთხილად შეეხო ეკოს ტუჩებს და უკვე მეორედ მოპარა ამბორი...
ტრიალ მინდორზე უკუნიტ სიბნელეში იდგა მზე... საოცრად გაბრწყინებული და სინათლესა და სითბოს აფრქვევდა ირგვლივ...
ფთხილად დააშორეს ბაგეები... ახლა შუბლზე აკოცა დათომ... ეკომ ნაზად შეახო ხელი სახეზე და კიდევ გადმოვარდა თვალიდან ცრემლი,მაგრამ ახლა ეს უსაზღვრო ბედნიერების ცრემლი იყო... ახლა, ამ წამს , იმაზე ბედნიერი იყო ეკო ვიდრე ოდესმე ვინემ ყოფილა...
სუსტი სიო უბერავდა და ეკოს კაბას ლამაზად აფრიალება...
ტრიალ მინდორში იდგა ეკატერინე საყვარელი მამაკაცის მკერდს აკრული...
არ დანებდე... ერთ დროს შენი ბედნიერბის დროც მოვა...
დრო?! მიქრის!... სულ არაფერი აინტერესებს და უბრალოდ მიქრის...
ბედნიერები იყვნენ ეკო და დათო.სიცოცხლე უხაროდათ და თანაც როგორ?! უბრალოდ მეც კი მინდა ასეთი გძნობა...ერთმანეთი კი არ უყვართ ერთანეთი სჭირთ ამათ...ისე დაავადდნენ ერთმანეთით რომ მეცნიერება ახლა კი არა ვერც ვერასდროს იპოვის მათი განკურნების მეთოდებს...სულ...ყოველ შეხედვაზე იკარგებიან,ოღონდ იმ განსხვავებით რომ ეკო და დათო ერთმანეთის უდიდესი ბედნიერებით აღასვსე თვალებში იკარგებიან... არცერთი წამით აღარ აღბეჭდილა მათ სახეზე ტკივილი... მათ გულებში სევდა და მარტოობა. უბრალოდ ისინი ერთი მთლიანობა არიან.მატ მხოლოდ მიზიდვა ახასიეთებთ და არა განზიდვა...სულ დამუხტულები არიან და სულ მაგრად. სულ თბილები...
18ისაა და მაინც ისეთივე ბავშვია ეკო...სწორედ ეს ბავშურობა უყვარს დათოს მასში.ის ანცი და მოკაშკაშე თვალები...ის სტუჩები უყვარს გაბუტვისას საყვარლად რომ ბრიცავს და ეკოს სული უყვარს სულ წმინდა რომაა და სუფთა... ეკოს ჩახუტება უყვარს სულ რომ აკანკელებს მთელ სხეულსა და სულში. ყოველ ჩახუტებაზე ისეთი გრძნობით რომ ეხუტება თითქოს უკანასკნელიაო,მაგრამ არა!...მათთან ვერ იარსებეს სიტყვა უკანასკნელი. ისინი სულ იქნებიან... და მათი გრძნოობა ერთანეთის მიმართ უბრალოდ დარჩება ისეთად როგორიც არის და კიდევ უფრო გაძლიერებული...კუპიდონო... ალაბათ მათზე გაისროლე ყველა შენი ისარი... უბრალოდ სხვა გვარად არ შეიძლება...ეს... სიტყვიტ ვერ ითქმება. დათოს?! დათოს ეკოს ყველა უჯრედი უყვარს... ეკო მისია და მორჩა აქ თემა.
ეკოს?! ეკკოს სულ უყვარს დათო... ისევე როგორც დათოს,მაგრამ დათოს მოკაშკაშე თვალები უყვარს განსაკუთრებით. კიდევ იცით რა უყვარს?! ოდნავ მოზრდილი წვერი,როდესაც აქვს დათოს ეკოს რომ ეფერება და რომ უღუტუნებენ ეკოს მისი წვერები...ბავშვივით კისკისებს ხოლმე ეკო და ეს სისიცილიც ჭკუას აკარგვინებს დათოს...ეკოს უჭმელობაზე რომ ბრაზდება ხოლმე და საყვარლად რომ გადაიჭდბს ხოლმე ვითომ გაბრაზებული დათო ხელებს ეგეც ძალიან უყვარს ეკოს... და საერთოდ რას ვაკეთებ ახლა მე? როგორ შეიძება ჩამოვთვალო რა უყვარს ამ ორს ერთმანეთში...არა ელე არ შეიძლება... იმიტომ რომ ვერ გადმოვცემ,ბევრს დავაკლებ და ამიტომ უბრალოდ გეტყვით -ყველაფერი!...
ისევ კაკუნი დილით და ბარბაცით წასული ეკო კარის გასაღებად...ისევ ღიმილიანი ბიჭი ხელში ერთი ცალი ტიტათი... ისევ ეკოს აკიაფებული პირ-სახე...მერე ჩახუტება და უთბილესი ამბორი გოგონას ბაგეებზე...
-როგორ ხარ?-დათო.
-კარგად... შენ?-ეკო-დათ ხო ისაუზმებ?
-აჰამ...-ეკოს მაგრად მოხვია ხელები და როგორც უყვარს ძაიან მაგრად და გემრიელად აკოცა ყელში...ეკოსაც ისევ მოეღუტუნა და აკისკისდა.
-სანდრო სადაა?-ეკო.
-სამსახურში დაიბარეს დილაადრიან.-დივანზე მოკალათდა დათო და აი იმ უდიდესი გრძნობით დაუწყო მოფუსფუსე ეკოს ყურება...
საღამო ხანი იყო სამსახურიდან ქანც გაწყვეტილი რომ გამოვიდა სანდრო და ახლა მხოლოდ ეკოს რაიმე გმრიელობა და ფუმფულა საწოლი უნდოდა... თვალებ მილულულმა რომ წარმოიდგინა მისი სურვილი მაშინვე ტელეფონს დაუწყო ჯიბეში ძებნა რათა ეკოსთვის დაერეკა...
-ისევ მეჯახები...-ის ხმა მოესმა სანდროს უკვე 2 თვე რომაა სულ ყურებში ჩაესმის და რომ სულ ნატრობს მის ნახვას... თავი ნელა აწია ზემოთ და თეთრ ლამაზ,მუხლამდე რაფანში გამოწყობილი "მისი ხუჭუჭა"რომ დაინახა გული ნიორივთ გაეპარა... სულ გააჟრიალა აი ისე ეკომ რომ უთხრა ამასწინათ... უყურებდა გოგონას მოცინარ სახეს და იმ წამს ვაფშე ყველაზე ბედნიერი იყო.
-გამარჯობა-თავის იღბლიანობაზე გაეცინა სანდროს.
-გამარჯობა-ისევ გაიღიმა ხუჭუჭა და სანდრომ უკვე ზუსტად იცოდა რომ ამ ღიმილზე ეკეტებოდა.
-ვითომ თბილისის სიპატარავის ბრალია?-სანდრო.
-არ ვიცი,ალბათ...-მხრები აიჩეჩა ხუჭუჭამ ეკოსავით და მაშინვე გაიფიქრა სანდრომ რომ ესეც ეკოსავით ანგელოზი იქნებოდა...
-ვფიქრობ ბედის ამბავია...-უდარდელად ჩაილაპარაკა სანდრომ.
-შეიძლება-ხუჭუჭა.
-სანდრო ყიფიანი...-ხელი გაუწოდა ხუჭუჭას და მოემზადა მომავაი დენის დარტყმისათვის...
-თინანო ონიანი-ძალიან ნაზად შეახო ხელი ბიჭს და მაშინვე ორივეს დაუარა ჟრუანტელმა... ისეთი ნაზი იყო მისი ხელი... სანდროს მონატრებული ფუმფულა ბალიში გაახსენდა, ღმერთო ამხელა ბიჭი ზოგჯერ როგორ სულელობს.
-თინანო.. კარგი სახელია...-სანდრო.
-მადლობა...-თინანო.
-აბა თინანო რახან ბედის ამბავია მე და შენ აუცილებლად უნდა დავლიოტ ყავა და მივირთვათ გემრიელი ნამცხვარი ერთად...-სანდრო
-რომ მეჩქარება?-თინანო...ოხ თინანო ახლა შენ მოატყებ სანდროს?! ეს სიმორცხვე და მორიდებულაბა... ბოლოს და ბოლოს ეკო სულ სანდროს ხელში არ გაიზარდა...
და ამ დროს გაისმა სანდროს ტელეფონის ხმა... აი თურმე შარვლის ჯიბეში დებია ის კი ვერ პოულობდა. ეკრანზე ეკოს ფოტო რომ დაინახა მაშინვე კიდდევ ერთხელ იწამა იმის რომ ეკო ანგელოზია!...
-ხო ეკუნა-თინანომაც კი შეამჩნია ბიჭის ხმაში უდიდესი სიყვარული...-იცი მე თინანოსთან ერთად ვარ...კი სწორად მიხვდი, ეკუნა მოიცა აბა ერთი ვკითხო...-სანდრომ ტელეფონი ყურიდან ჩამოწია და თინანოს მიუბრუნდა.
-ეკუნამ რომ შენი საყვარელი ტორტი გამოგიცხეოა,ამის ნახელავი კი სასწაულია თინანო... მიმიქარავს კაფე... ასე რომ ორივეს გვეპატიჯება და ასე მითხრა უარი არ მიიღებაო...-ვითომ სერიოზულად დაასრულა გამოსვალ სანდრომ.
-მე... მე არ შემიძლია სანდრო-თინანო.
სანდროს სახე მოეღუშა,მაგრამ როგორ ასე იოლად გაუშვებს მას,,ვისაც 2 თვე ძებდა?! ნწ....
-ეკუნა... უარზეა...აჰამ-ერთი ჩაიცინა სანდრომ და ყურმილი თინანოს გადააწოდა.
-თინანო გამარჯობა...-ტელეფონში საოცრად ტკბილი ხმა გაისმა და თინანოსაც სასიამოვნო გრძნობა დაეუფლა.
-გამარჯობა-თინანო.
-თინანო მე მაგ გადარეულის და ვარ...ძალიან გამიხარდება თუ ჩემთან წამოყვები და შევძლებ შენ პირადად გაცნობას... წამოდი რა ძალიან გთხოვ...-რა იცოდა თინანომ ამ წამს ეკოს რომ მაგრად ქონდა ყელზე ორი თითი მოჭერილი,დათოს კალთაში რომ იჯდა,რომელსაც ცალი ყური ტლეეფონზე ქონდა მოდებული და თან შიგა და შიგ გოგონას მხარზე უტოვებდა კოცნას...
-კარგი...-აი იცის რა ძალამ ათქმევინა ეს 5 ბგერა,მაგრამ არც კი უნანია...
-გელოდებით...-ერთი ჩასძახა ეკომ და მერე დათოს გადაეხვიაა...
სანდრო ისეთი გახარებული იყო მზად იყო გოგონა სულ ხელში აყვანილი მიეყვანა ეკოს სახლის კარამდე.
გზაში უამრავ რამეზე ისაუბრეს და ... უბრალოდ სანდროს გულმა თქვა ეგაააო!...
კარზე ზარის ხმა რომ გაისმა კისრისტეხვით გავარდნენ დათო და ეკო და კარში მდგარი ულამაზესი შავტუხა რომ დაინახეს...ორივეს გულს ბაგა-ბუგი გაუორმაგდა... ისეთი ლამაზი იყო თინანო... ძლიერად შემოხვია კარში მდგომ,დამორცხვილ გოგონას ხელები და გულში ჩაიკრა ეკომ...
ყიფიანები ბედნეირი სახეებით იდგნენ და უყურებდნენ თავიანთი ცხოვრების აზრების თბილ ჩახუტებას... ორივეს გააკანკალა...
მერე... მერე იყო სასიამოვნო საღამო და წარმოუდგენლად მცირე დროში ერთმანეთის შეყვარება... ვფიქრობ ეკომ ამ ცხოვრებაში დაც იპოვა... და ეს და ძალიან კარგი გოგონა...
1თვე მიილია ისევ ისე რომ ოჯახს ახალი წევრი შეემატა... ეკოსთვის თინანო უკვე სარძლოც იყო... დაც,დაქალიც და საერთოდ ის უკვე ეკოს მთელი ცხოვრების მეგზური იყო...
საოცრად კარგად შეეწყვნენ ერთმანეთს...უკვე იყო ყოველდღიურობა სადაც უკვე თინანოც იყო... ახლა უკვე სანდროც უდიდესი გრძნობით,აი ჩვენ რომ ვიცი თ და თქმა არ შეგვიძლია,მაგ გრძნობით სავსე თვალებით მიაშტერდებოდა ხოლმე თინანოს...
ღმერთო რა ბენდნიერები არიან...
1 წელი გავიდა რაც ეკო თბილიში დაბრუნდა და... და იცით ახლქა რა ხდება?! არავის ახსოვს ის პატარა დაუცველი გოგო სულ რომ ამცირებდნენ... ამ სამმა წელმა თითქოს ყველას ყველაფერი დაავიწყა,მგრამ არა! ეკოს თითოეული სიტყვა ახსოვს...დღეს მის კართან ყოველ საღამოს ტოვოებენ საჩუქრებს და ამ იდუმალი თაყვანისმცემლების უმეტესობა ეკოს უნიკალური კლასელები არიან... რამდენჯერ სცადეს მისმა კლასელებმა ეკოსთან დამეგობრება,მაგრამ ეკოს აღარავინ სჭირდება. მას ყავს ძმა,და და ბიჭი,რომელიც სიცოცხლეზე მეტად უყვარს. ამ სამყაროში ეკოს ბევრი ტკივილის გამოვლა მოუწია,მაგრამ უხარია. იცით მართა უხარი, ახარებს ის ფაქტი რომ სწორედ ამ ტკივილების გამოცდამ განაპირობა ყველაფერი... როომ არა ის დამცირება შეიძლება ასე არ ყოფილიყო არაფერი... რომ უყურებს დათოს და სანდროს... ის ტკივილი ბედნიერებით ეცვლება. თინანო... ის ეკოსთვის ერთადერთი ქართველი გოგონააა რომელსაც არ უტკენინებია ეკოსთვის და რომელსაც მართლა უყვარს.... სად აღარ შეხვდებით ეკოს ფოტოებს... ინტერნეტ სივრცე გადავსებულია ეკოს ფოტოებითა და თაყვანისმცემლებით,მაგრამ ვერ შეიგნო ამ ხალხმა რომ ეკოს უკვე ყავს თავისი გულის სწორი...
დღეს ეკო ახალგაზრდა უფლება დამცველია... ყველაზე ლამაზი და კეთილი უფლება დამცველი... ვფიქრობ მან პროფესია საკმაოდ კარგად შეარჩია... და დიდი წარმატებებიც ნახა უკვე...
13 მაისი... თინანოს ზარი ტელეფონზე და თხოვნა რომ საჩქაროდ შეხვდეს ერთ-ერთ კაფეში... მაშინვე მისდის ეკოც... ისევ ულამაზესია და საჯდომს კარგად ჩამოცილებულიც თმაც ლამაზად დაჰფენოდა მხრებზე... არანაირი მაკიაჟი... ღმერთო მაგიჟებს ეს გოგო... მაკიაჟი მხოლოდ ბანკეტზე ქონდა და მეტი აღარ,მაგრამ ერთი რომელიმე მაკიაჟიანი გოგო შეედაროს...საოცრემაა ჩემი ეკო...
მაშნვე სასიამოვნოდ გაეღიმა ეკოს მასსავით ჟღალთმიანი გოგონა რომ შენიშნა,მერე კიდევ ერთი ბიჭი, მერე გოგო,მერე რამოდენიმე ბიჭი და ბოლოს უკვე რომ მიმოიხედა გარშემორტყმულიიყო მასსავიტ ვაფშე ყველაზე გამროჩეული "მზის ხალხით"... სიხარულისა და გაოცებისაგან უბრწყინავდა თვალები...
ამდენი წითური ერთად არასდროს უნახავს... აქეთ-იქეთ აცეცებდა თვალებს კაბაზე რომ ვიღაცამ მოქაჩა... ეკომ მაშინვე ძირს დაიხედა და გაოცებისაგან თვალები გაუფართოვდა...მის ფეხებთან პატარა,პუტკუნა ბავშვი იდგა... წითელი დალალები ზურგზე ეყარა... დიდიი ლამაზი მწვანე თვალებით...ლამააზად რომ ეყარა პაწაწუნა ჭორფლები... ლამაზი კურნოსა ცხვირით...დიდი ვარდისფერი ტუჩებით და ლამაზი წითელი წარბ-წამწამით... საყვარლად რომ გადმოყროდა დიდი ვარდისფერი ლოყები... ლამაზი მწვანე,ჭაობისფერი კაბა ეცვა,რომლის მეშვეობითაც კარგად შეამჩნევდით გოგონას ხელზე სიმსუქნისგან ნაკეცებს... ყელზეც ისეთი საყვარელი ნაკეცები ქონდა დიდი სიამოვნებით ჩაკოცნიდით...ეკო მაშინვე ჩაიჩუცქა პატარასთან... და ხელები დაუკოცნა..
-რაო პატარა გოგოცუნა?-გულზე მიიიკრა ეკომ ბავშვი...-რა გქვიაოო?-
-ტაცო...-ენის ჩლიფინით ამოთქვა პატარამ.
-იცი რა ლამაზი ხარ ტასო?-ვერ წყვეტდა ტასუნას კოცნას ეკო.
ტასუნამ ხელი ჩაავლო ეკოს და წინ გაექაჩა... ეკოც სიცილით დაყვა ბუშტის ნებას და სულ სიცილ-კისკისით გაყვა.... ტასუნამ ეკო წითურების დიდი წრეში შეიყვანა და... ეკომ დაინახა როგორ იდგა თავჩახრილი დათო...
მაშინვე გულმა ბაგა-ბუგი გააასმაგა... ფილტვებს უკვე აღარ ყოფნიდათ ჰაერი... პატარა ტასუნას ხელზე მოქაჩვამ მოიყვანა ისევ გონს... ეკოც მისკენ დაიხარა,ტასუნამ ხმაურიანად აკოცა ლოყაზე და წითურების წრეში გაქრა...
იგრძნო როგორ მოაწვა ცრემლები... დათმ ნელა აწია თავი და ეკოს რაღაც ჯერ არ შეხედილი მზერით შეხედა...
თითებს იწვალებს.... ესე იგი რაღაცაზე ნერვიულობს...(ეკო)
-ეკატერინე...-დაიწყო დათომ და მის ნათქვამ ეკატერინეზე გული შეეკუმშა ეკოს...
ეკომ მხოლოდ ცრემლიანი თვალები მიანიათა...
-ხომ იცი რომ ჩემი ქალღემრთ ხარ... ჩემი პრინცესა...ჩემი თითოეული გულის ფეთქვა და ამოსუნთქვა... შენ ხარ გოგო რომლის ერთ შეხებაზეც კი სულ მაჟრიალებს... შენ უკვე ხარ ჩემი!...სულ სამუდამოდ... შენ და მე... ჩვენ!... არ გეტყვი მიყვარხარს... არც ახლა და არც არასდროს...უბრალოდ ორივემ ვიცით რომ ეს სიყვარულზე ბევრად მეტია... ისიც იცი რომ სიცოცხლე მხოლოდ შენთვის მინდა და რომ... სულ ყოველთვის ვიქნებით ერთად...ახლა მინდა გთხოვო რომ ატარო ბეჭედი ჩენი დიდი გრძნობის უმცირეს ნიშნად... მინდა უფლის წინაშე გულში მრავალჯერ ნათქვამი თანხმობა ახლა ბგერით წარმოთქვა და რომ...რომ სულ მალე გახდე ჩემი შვლების დედა და...უბრალოდ ვერ გეტყვი სხვას ვერაფერს,იმიტომ რომ ამას სიტყვებ ვერ ვუპოვნი. იმიტომ რომ ეს სიტყვებით არ ითქმის... იმიტომ რომ შენ ჩემთვის ღვთაება ხარ და სიტყვებს ვერ შეგბედავ...აი აქ-მარცხნივ მიიდო ხელი დათომ-აქაა ყველაფერი ჩემო პატარავ... ჩემო პაჟარავ და იცოდე შენ ხარ ეს...-დათომ ჯიბიდან პატარა ყუთი ამოიღო და ეკოს მიუახლოვდა...გოგონას მთრთოლვარე ხელი მის ხელში მოიქცია და ფრთხილად გაუკეთა ბეჭედი...
ეკომ ცრემლები ვეღარ შეიკავა და იმ ოქროს თვალებიდან ოქროს ცრემლი გადმოვარდა... და მაგრად მოხვია კისერზე ხელები... მთელი ძალით ეხვეოდნენ ერთანეთს და ათბობდნენ ერთურთს....
მერე იყო ხალხის თბილი შეძახილები და ბედნიერი სურვილები...
იქ იმ წითურებში მოკრავდით თვალს პარიზელ "წითელ თმიანსაც..."
ტიროდა ეკო და ხარობდა მისი გული... სულ კოცნით შეუმშრალა დათომ ის ლამაზი თვალები...
ამხელა ბედნიერება?! ხედავთ.... ხომ გითხარით მოვა თქვენი დროც |თქო...
-ეკო......-ყვირილით წამოვიდნენ მისკენ ხელჩაკიდებული სანდრო და თინანო...
იგრძნო როგორ აიტაცა სანდორმ ხელში...
-სულ ვიცოდი რომ ასე იქნებოდა-უჩურჩულა სანდრომ და მაგრად აკოცა...
-ჩემი ანგელოზი ხარ-უჩურჩულა ეკომ.
ახლა თინანოს ხელები იგრძნო და ეკომაც უფრო ძლიერად მოხვია ხელები...
მთელი დღე სიცილ-კისკისში გაატარეს...
მეორე დღეს...ეკო მარტო აუყვა გზას,რომელსაც უკვე ერთი წელია ყოველ კვირა მიუყვება... ისევ დახვდა მამიკო...
ჩაიმუხლა მამის საფლავთან და თბილად მიეალერსა...
-გამარჯობა მამიკო... ვიცი რომ კარგად იქნები იმიტომ რომ მეც კარგად ვარ მა.... იცი როგორ ბედნიერი ვარ...-იგრძნო როგორ აუწყლიანდა თვალები და როგორ დაებინდა მხედველობა-ერთ თვეში ვთხოვდები მა... როგორ მინდოდა რომ ჩემთან ყოფილიყავი ჩემო მამიკო. გახოსოვს ძილის წინ რომ ვლაპარაკობდით ხოლმე და მაშინ რომ ვგეგმავდით როგორ მიმიყვანდი საკურთხეველთან თეთრ კაბაში გამოწყობილს? ხომ მპირდებოდი რომ ჩემთან იქნებოდი... როგორ მინდა, როგორ მინდა რომ ჩემთან იყო... რომ სწორედ შენ მიგყავდე საკურთხეველთან ჩემო მამიკო.. როგორ გინდოდა თეთრ კაბაში გენახე... მჭირდები ჩემო მამიკოო...ვიცი რომ ზემოდან მიყურებ,რომ სულ ჩემ გვერდით ხარ,მაგრამ მე მინდა გგრძნობდე მა...შენი სითბო მინდა ვიგრძნო...მენატრები მა...-ტიროდა ეკო და ეხუტებოდა მამის საფლავის ქვას...
უკვე ბინდდებოდა სახლის გზას რომ დაუყვა... მიდიოდა და გზაში თანდათან ფანტავდა დარდს...
1 თვე აქეთ იქეთ სირბილი... უამრავი საქმე... უკანასკნელი ღამე დათოს გარეშე...
-აუ ხვალ აი ძალიან მაგრად იქნება ყველაფერიი-სიხარულისაგან უბრწყინავს თვალები ეკოს პირისპირ მწოლ თინანოს...
-ერთი სული მაქვს როდის გათენდება...-თუჩი მოიკვნიტა ეკომ.
-ყველაზე ლამაზი იქნები ჩემო დაიკო-ხელი ჩასჭიდა თინანომ...
-ჩემი გოგო...-თინანოს ხელი სახესთან მიიტანა და ნაზად აკოცა...
-დავიძინოთ ეკო ხვალ ადრე უნდა ავდგეთ...-თინანო.
-კარგი...-გაეღიმა ეკოსაც და თვალები დახუჭეს...
უცებ ახმაურდა ორივვეს ტელეფონი და ერთმანეთს სიცილით შეხედეს...
ორივემ ხმამაღალე ჩართო ტელეფონები შუაში ჩაიწყეს და გისმენთო ერთად გასცეს პასუხი...
-არ გძინავთ?-გასიმა სანდროს ხმა.
-შენც აქ ხარ ბიჭო?-გაისმა დათოს ხმა.
-შენ არ გძინავ? უყურე ერთი ამას-სადნრო,
ეკო დათინანო კვდებოდნენ უკვე სიცილით>...
-ეკო...-გასიმა დათოს ხმა...ეკომ ტელეფონს ხელი დაავლო და ყურთან მიიდო.
-ხვალიდან სულ ჩემი ხარ ჩემო პატარავ... ეს ერთი ღამეც და მერე გვერდიდან აღარ მოგიცილებ...დაიძინე ეხლა ჩემო პრინცესავ და ხვალ გნახავ... ჩემი ხარ..-დათო...
-ხვალიდან...-ეკო.
-ხვალიდან...-დათო.
სასიამოვნოდ გააჟრიალათ ორივეს.თინანოსაკჯენ გადატრიალდა ეკო და სწორედ მაშნ გადმოტრიალდა თინანოც, ისევ გაეცინათ და მერე დაიძნეს....
დილიდან ფუსფუსია ეკოს სახლში... ვერ გაიგებ ვინ გადის და ვინ შემოდის...
სარკის წინ იდგა ეკო...დიდი თეთრი კაბით.... ლამაზი გულისპირით... ზურგი ამოღებული... ზემოთა ნაწილი სულ ნაქარგებით იყო... დაბლა ძალიან დიდი და ლამაზი... გაშლილი... ისეთი კაბა იყო როგორზეც სულ ოცნებობდა... მართლაც თვალწარმტაცი იყო ეკო... ჟღალი თმა ლამაზეად ქონდა ზემოთ აწეული.. არ შმეიძია მისი პირ-სახის აღწერა ისეთი ლამაზი იყო... მე არ მინახავს ასეთი ლამაზი პატარძალი... წელში ლამაზად გამაღტული იდგა სარკის წინდა შეყურებდა სარკიდან მომზირალ ბედნეირ გოგოს... ვერ ხვდება ასე უცებ როდის გაიზარდა... როდის შეუყვარდა ასე ძალიან.,. უბედნიერესია,ახლა ხომ საყვარელი მამაკაცის ცოლი გახდება,მაგრამ მიანც ტკივა უმამობა...გულის სიღმეში გრძნობს ზურას გვერდით ყოფნას ,მაგრამ მას უნდა რომ შეიგღზნოს მამის სითბო...
ოთახში შესული წითელ ძალიან ლამაზ კაბაში გამოწყობილი ძალიან ლამაზი ტინანო გაოცებისაგან მუნჯდება...
-შენ საოცრება ხარ-აღმოხდა მის ბაგეს და თვალნი დაატკბო ამ მშვენიერების მზერით...
თქვენ დათო უნდა გენახათ... ისეთი სიმპატიური იყო... სანდროც ასევე რაღათქმა უნდა...
ეკოს და დათოს შეხვედრის სცენა იყო რაღაც სასწაული... ეს ორი...ღმერთო ისეთი ლამაზები იყვნენ არ ვიცი როგორ აგიღწეროთ... უბრალოდ გეტყვით რომ ისინი ისეთები იყვნენ ჯერ რომ არავინ ყოფილა და რომ ვერც ვერავინ იქნება...
ისე უხდებიან ერთმანეთს... ორივეს უკაშკაშებს ბედნიერებისაგან თვალები...
კუთხეში მდგარი თინანო და სანდრო ისევ ჩუმად აფიქსირებენ ამ წამებს და ერთმანეთს ეხვევიან...
ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერეს... ულამაზესი იყო ეკო... თავზე თეთრი ლამაზი ფატა ეკეთა... ხელში დიდი სანთელი ეკავა რომელიც საოცრად ლამაზად უნათებდა სახე... ისეთი ლამაზი სანახავი იყო... მე უბრალოდ შემიძლია ვიჯდე და ვუყურო მათ... ჯვრისწერის შემდეგ ხელი მოაწერეს... კვლავ აფიქსირებს სანდრო... უკვე ხელში უკავით ქორწინების მოწმობა და ამ დღეს პირველი ამბორიც მოპარა გოგონას...
რესტორნისაკენ წასულები უკვე ცოლ-ქმარი იყვნენ და შესციცინებდნენ ერთმანეთს თვალებში...
სამარისებული სიცუმე ჩამოვარდა დარბაზში როდესაც წყვილი შევიდა... ისეთები იყვნენ ვინ რას უტყოდა... დააადუმა. ეკლოს სილამაზემ დაადუმა ყველა და ყველაფერი...
მართალია ტრუმრებში მხოლოდ დათოს ნათესავები იყვნენ,მაგრამ მაინც ყველა ეკოს ახლობელი იყო... არცერთი წამით არ უგრძვნია გულისტკივილი რომ არ ყავდა ახლობლები....
შესანიშნავად მიდიოდა საღამო... ქორწილი 200 კაცზედ იყო... დამავიწყდა თქვენთვის გამენდო ეკოს მეჯვარის ვინაობა ეს ვანესა იყო... აქვე იყო ფაბიანიც... ერთი სიტყვით ყველა ის ადამინი ვისაც მაღტლა უყვარდატ ეკო და დათო...
ქორწილი გამოვიდა სასწაული... თბილისი 1 კვირა კი არა 1 წელი რომ ილაპარაკებდა,მაგრამ ჩემზე კარგად იცით რომ არც ეკოს და არც დათოს ეს არ აინტერესებდათ...
თაიგულის სროლის დრო დადგა და ეკოც მოემზადა... მის უკან 20მდე ახალგაზრდა გოგო ემზადებოდა...
-თინანო მიდი ახლა დადექიიი-ხელს კრავდა სანდრო თინანოს.
-არ მინდა სანდრო...-თინანო...
-რა არ გინდა გოგო არ გადამრიო მიდი დადექი...-ჯუჯღუნებდა სანდრო.
-არ მინდა...-კიუტობდა თინანო.
არაო?! სანდრომ უცებ დაავლო ხელი და ხელში აყვანილი დააყენა სულ წინ...
-ახლა აქ იქნები და თაიგულს თუ არ დაიჭერ აღარ დაგელაპარაკები-თითი დაუქნია სანდრომ და იქეურობას გაეცალა.
-არ მინდაო ე... აბა მე მკითხოს... ახლა რომ დავალებ ხელს და დავიწერ ჯვარს ნახოს მერე-სანდრო.
ეკომ ერთი გამოხედა ყიფიანებს და ისროლა თაიგული...
ბედი არაა?! დიახ ბედია თაიგული მოკალათდა თინანოს ხელებში...
გაკვირვებული იყურება თინანო აქეთ-იქეთ... ეკო კი მისკენ გარბის და მაგრად ეხვევა-აბა შენ იცი სარძლო არ დააგვიანო-მაგრად აკოცა გოგონას და ყიფიანისკენ წავიდა.
-ჩემი მაგარი გოგო...-ხელები მოხვია სადნრომ და ყელშ აკოცა...
-ესე იგი შემდეგ მე ვარ?-თინანო.
-დიახ...-კიდევ ერთხელ აკოცა გოგონას...-მგონი დროა-ჩაილაპარაკა სანდრომ და იქეთ ბიჭებს რაღაც ანიშნა.
უცებ ჩაბნელდა დარბაზი და კედელზე დიდად აინთო პროჟექტორი...
დარბაზში ეკოს საყვარელი სიმღერის- slow down-ის ჰანგები გაისმა და ეკო მაშინვე მიხვდა ვინ იმალებოდა ამის უკან....
მერე დაიწყო სლაიდ შოუ...აქ ფოტოები იყო რომელთა არსებობის შესახებაც არც დათომ და არც ეკომ არაფერი იცოდნენ... მატი გაცნობის დღიდან მოყოლებული ფოტოები იყო... როგორ საუბრობდნენ ან როგორ ჩხუბობდნენ... მერე იყო ფოტოები აეროპრტში... ჯერ წასვლის დროს გადაღებული და სმდეგ ჩამოსვლის დროს,ბანკეტზე წასვლის დროს გადაღებული ფოტოები... მერე ხელისთხოვნის...ეკოს და დათოს საწორწინო მზადების ფოტოები... და ბოლოს დღეს დამატებული ფოტოები... დღეს პირველად შეხვედრის,ჯვრისწერისა და ხელისმოწერი ფოტო და უცებ ეკრანზე გამოჩნდა ბოლო წამს გადაღებული ფოტო სადაც დათო ეკოს ზურგსაა აკრული... და ბედნიერი სახით უყურებს ეკრანს, ეკო კი ქმირს ხელებს ეფერება და თვალცრემლიანი უყრებს მინიტორს... პროჟექტორი ჩაქვრა... სიმღერა დასრულდა და აინთო სინათლე...
ეკო მთელი ძალით გაიქცა სანდროსკენ და მაგრად მოხვია კისერზე ხელები...
-არაამქვეყნიურად ხომ იცი... ჩემი ყველაფერი ხარ... შენ ჩემი ანგელოზი ხარ-ჩურჩულებდა ეკო და უფრო და უფრო ხვევდა სანდროსხლეებს...

გამთენიისას დაიშალნენ... ეკო და დათო მათ ახალ სახლში წავიდნენ... ყველაფერი ერთად მოაწყეს... ეღთად შეღებეს კედლები... ეღთად დაკიდეს ფარდები....ერთად შეარჩიეს ავეჯი და საერთოდ ნათურებიც კი ერთად დააყენეს...
ამ რამით თბილისმა საბოლოოდ დაკარგა ყველაზე მშვენიერი საპაარძლო...
იმ ღამით... ეკო მთელი არსებით გახდა დათოსი და იმ ღამით სამუდამო ერთად ყოფნა შეფიცეს ერთანეთს...
რა უცნაურია არა ცხოვრება?! ყველაზე უბედური გოგონა ყველაზე ბედნიერად გადააქცია...
ულამაზესი იყო ერთად ცხოვრების ყოველი წამი... ყოველი მომენტი... ის დიადი გრძნობა სულ უფრო და უფრო იზრდებოდა... ისეთ ბედნიერბას ასხივებდნენ... მეც კი მათბობენ...
თინანო და სანდროც ძალიან კარგად არიან და უახლოს მომავალში ფიქრობენ მიბაძონ ეკოს და დათოს...
ახალი წლის ღამეს ისევ ერთად იყვნენ ეს ოთხნი... ეღტად აღნიშავდნენ...
-მე რომ საცუქარი მაქვს თქვენთვის იცით?!-ეკო.
-მეც მაქვს საცუქარი ნაძვისხეთან ნახე...-შუბლზე აკოცა დათომ.
-ო.... დათო...-დაიბუზღუნა ეკომ.
-რა??-დათო.
-მე მაქვს ერთი და ძაან მაგარი... მაგრამ ყველას ცალ-ცალკე უნდ აგანახოთ...
-კარგი...-დათო.
-თინანო... შენ სამზარეულოში გელოდება... დათ შენ ჩვენ საძინებელში,სანდრო შენ კი აივანზე -ხითხითებდა ეკუნა...
მაშინვე გაემართნენ დანიშნულების ადგილისაკენ. ეკო კომფორტულად მოკალათდა დივნის სახელურზე და ზუსტად ორ წუთში სამივე მის წინ იდგნენ თეთრი კონვერტებით ხელში... უყურებნენ თვალ ცრფემლიანები დავერაფერს ამბობდნენ...
-მე დეიდა-ჩაილაპარაკა თინანომ.
-ბიძა ტო...-სანდრო,
-მამა...-დათო...
სამივემ ერთად შეხედეს ეკოს რომელიც ფრთხილად ისვამდა ხელებს მუცელზე და გაბრწყინებული თვალებით უყურებდა მათ...
ხან ერთა ყიფინამა ააფრიალა ხელში ეკო,ხან მეორემ... ხამ თინანო ეხვეოდა ხან ყიფიანები... და ეს იყო უბედნიერესი წუთები...
სულ მალე მათ პატარა ანგელოზი ეყოლებათ... ეს ხომ უდიდესი ბედნიერებაა...
ჩაბნელებული საძინებელი და სამარისებული სიჩუმე...
წევს ეკო საწოლში... მუცელზე საღამური აწეული აქვს და ზედ დათოს უდევსთავი და თან ფრთხილად ეფრება მუცელზე...
-ჩემი პატარა ანგელოზი...-ჩურჩულებს დათო,,,-მა... მალე გაჩნდო ხო... გოგო ხარ თუ ბიჭი მაინც მამიკოს ანგელოზი და მამიკოს სასწაული ხარ მა...-ნელა უსვამს მუცელზე ხელებს... დათოს სიტყვებით უბედნიერესი ეკო თავზედ ნელა ეფერება ქმარს და სასიამოვნოდ ეღიმება...
-ეკო...-ამოხედა დათომ ეკოს.
-ჰო...-დაიჩურჩულა ეკომ.
-მადლობა რომ არსებობს...რომ სულ მალე პატარა ანგელოზს მაჩუქებ...-დათო...
-მადლობა რომ რომ ჩემი ხარ-ეკო.
ფრთხილად შეახო დათომ ეკოს მუცელს ტუჩები-ტკბილი ძილი მა...
შემდეგ ეკოს ტუჩებს დაეწაფადა და ცოლი გულზე მიიკრო...
მშვიდად გადაეშვნენ ძილის სამყაროში ახლა უკვე სამნი....
ყველაზე სანუკვარი გრძნობაა,როდესაც შენში სხვა არსება ცხოვრობს...როდესაც ხვდებო რომ შენში პატარა არსება ცოცხლობს...რომ ის შენი ნაწილია...შენი სხეულის და სულის ნაწილი... დღითი დღე რომ იზრდება შენში...გებერება მუცელი და შენში იზრდება შენი ნაწილი...რომ ემზადები დედობისათვის...
უბედნიერესია ქალი რომელსაც უფალმა დედობის ბედნიერება არგუნა...რომ შენში პატარა ანგელოზი დაბადა...
უხაროდა ეკოსაც... ყოველ დილით ესალმებოდა მის პატარას...მოეფერებოდა ნაზად და შემდეგ საღამურებში გამოწყობილი სარკის წინ რომ დადგებოდა და აკვირდებოდა მის მუცელს... მილიმეტრებშიც კი უხაროდა მისი გაზრდა... ყოველ ღამით ძილის წინ ესაუბრებოდა თავი ანგელოზს და მერე ტკბილად იძინებდა საყვარელ მამაკაცზე აკრული.
უბედნიერესი იყო დათოც... ყოველ დილით ეფერებოდა საყვარელ ქალს და მის პატარა ანგელოზს... ყოველ დილით განრგის უდგენდა საყვარელ ქალს რომ კარგად ეჭამა მის შვილსა და მეუღლეს.უყურებდა მეუღლის მზარდ მუცელს და უბედნიერესი იყო... ერთი სული აქვს როდის გაჩნდება მისი პატარა რომ გულში მაგრად ჩაიკრას და ბევრი ეფეროს და აკოცოს...ერთი სული აქვს გულზე როდის დაიწვენს მის შვილს... როგორ აჟრიალებს სიტყვებზე "ჩემი შვილი"... ყოველ ღამით ეფერება მუცელს და ფრთხილად კოცნის,შემდეგ კი ეკოს გულზე იკრავს და მის სურნელში ეძინება.
სულაც არაა ჭირვეული ფეხმძიმე...უბრალოდ ბევრ ტკბილეულს ჭამს... აქამდე თუ სანდროს და თინანოს მხოლოდ ცოტაოდენი ტკბილეული მოქონდათ ახლა ორი დიდი პარკით ხელდამშვენებულნი მოდიან... უამრავი ტკბილეულობითა და ხილით სავსენი.
გაგიჟებულია სანდრო...სულ იმას გაიძახის საუჯეთესო ბიძა უნდა ვიყო და მაგრად უნდა გავანებივრო ჩემი ძმიშვილიო,რაზეც ეკო სულ თვალებს უბრიალებს,მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ძალიან ახარებს სანდროს ასეთი სიხარული...
თინანო ეკოს ყველაფერში ეხმარება... ძალიან კარგი სარძლოა მეტი რომ არაფერი ვთქვა.სახლის საქმეებშიც ეხმარება და თანაც ნელ-ნელ პატარას ფაჩუჩებს უქსოვს...ეკო სულ გადარია თინანომ,ის ისეთი კარგია...
მაისის მზის სხივები მოეალერსა ეკოს სახეზე...სიხაულით გაახილა
თვალები და მაშინვე დათოს მზერას წააწყდა რომელიც მარჯვენა ხელს დაყრდნობოდა და მძინარე ცოლ-შვილს ღიმილით დასცქერის...
-დილამშვიდობისა ჩემო ლამაზებო-ჯერ ეკოს შემდეგ კი მის პატარას აკოცა დათომ.თითქოს იგრძნო პატარამაც მამის ამბორი და მაშინვე მოარტყა მუცელზე რომელიღაცა კიდური... გადაირია დათო.
-ეკო... ეკო მომარტყა... იგრძნო მამიკომ რო აკოცა...-თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა დათო-მამა გენაცვალოს შნ ჩემო ანგელოზო...-მეუღლეს მუცელზე მოეფრეა დათო.
ეკოს ბედნიერების ცრემლები მოადგა თვალებზე... ერთი ხელი მუცელზე დაიდო,მეორე კი დათოს დაადო თავზე და ფერება დაუწყო მის ორ უზვირფასეს ადამიანს...
-ეკო... აუ ეკო წავიეთ რა და გავიგოთ სქესი... გული აღარ მითმენს...-საწყალი თვალებიტ შეხედა დათომ...
-დათო უკვე მეშვიდე თვეში ვარ სულ ორი თვე დარჩა და გავიგებთ გოგოა თუ ბიჭი-სიცილით უთხრა ეკომ.
-ეკო რო ვერ ვითმენ?-დათო.
-მაშინ წავიდეთ და გავიგოთ-ეკო.
-მართლა? ვაიმე მართლა ჩემო ლამაზო?-დათო.
-აჰამ...-ეკო.
-კარგი მოდი მოგეხმარო წამოდგომაში ჩაიცვი მეც უცებ ჩავიცვამ და წავიდეთ...-საწოლიდან გადახტა დათო მეორე მხირდან მოუარა და ეკოს მოხვია წელზე ხელი და წამოაყენა... უკვე ისეთი დიდი ღუპუცა აქვს რომ სიარულშიც ასე თუ ისე უშლის ხელს... ეკოს ეცინებოდა დათო სასეთ ბავურობაზე და უკვე საგონებელში იყო როგორ უნდა მოეარა ორი ბავშვისთვის... თუმცა რა ორი... ოთხი...
ელასტიკი და ზემოდან თინანოს ნაცუქარი საყვარელი ზედა ჩაიცვა და სარკეში მისი დიდი ღიპუცა რომ დაიინახა ორვე ხელი ნაზად მოხვია მუხელს და გაეღიმა...
ამ სანახაობას შემსწრე დათო ცოლისაკენ წავიდა და ზურგიდან მოხვია ხელები...ღიპუცაზე ჩამოადო ხელები და ეკოს ყელში აკოცა.
-ყველაზე ლამაზი ცოლი მე მყავს და ყველაზე მაგარი შვილი ხო მა...-თითები გაამოძრავა დათომ და აი ისევ მოარტყა პატარამ ეკოს მუცელზე-შენ გენაცვალოს მამიკო...ხედავ ეკო რა შვილი გვყავს? უკვე ცნობს მამას და ყველაფერზე ეთანხმება...მა...მამას სიხარულო... ოღონდ მანდედანაც მალე გამოძვერი და მეტი არაფერი მინდა მამას ანგელოზო...-მის ხელებში მონავარდე ანგელოზი რომ წარმოიდგინა თვალები დახუჟა და მაგრად გააჟრიალა.
-დათო წავიდეთ-ოდნავ წევრიან ლოყაზე აკოცა ეკომ და მაშინვე სახე მოჭმუხნა-მამიკო წვერი გაიპარსე თორემ მე და დედიკოს გვჩხვლეტს-ენის ჩლიფინი
თ უთხრა ეკომ და თან გაიცინა...
-თქვენ სულ გადამრევთ-ახლა დატომ აკოცა ცოლს, ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და სამახსოვრო ფოტოც გადაიღო... მერე ცოლს მოშორდა და ახლა ცალკე მას გადაუღო-ამ თვეში არ გადაგვიღია-დათო.
-ნეტავ გამაგებინა ამდენი ფეხმზიმობის ფოტო რათ გინდა?-ეკო.
-რატ მინდა და მერე ჩვენი ანგელოზის საძინებელში უნდა გავაკეთო მთელ კედლებზე თვეების თანამიმდევრობით...აი ოატარა რომ გაჩნდება მასაც ყოველ თვე და ყოველ წელს გადავუღებ და სულ კედლებზე უნდა გავუკრა მამას სიხარულს-თავისი იდეით კმაყოფილმა თავი დააქნია და ოცნებებში წავიდა.
-ყველაზე მაგარი მამიკო ხარ-კისერზე ჩამოადო ეკომ ხელები და საკოცნელად სცადა მიწევა,მაგრამ მეუღლის ბაგეებს ვერ მიწვდა...იმხლეა ღიპუცა ქონდა რომ ვერ მიწვდა. ამაზე ორივეს გაეცინათ...
-წავიდეთ უნდა გავიგო ერთი მანდ მამს კაცუნა ზის თუ მამას პრინცესა...-წარბები აათამაშა დათომ.
ეკომ სიცილით ჩასჭიდა დათოს ხელი და სახლიდან გავიდნენ... სასაცილოდ გადააკრა დამცავი ღვედი ეკოს გაბერლ მუცელს და ერთი გემრიელადაც აკკოცა...
ყოველ შუქნიშანზე გაჩერებისას ეფერებოდა მუცელზე და ტკბილ სიტყვას ეუბნებოდა მის ოჯახს...
სულ ფეხის კანკალით სეიყვანა საავადმყოფოში და ნაცნობი გინეკოლოგის დანახვისას სახეზე ღიმილი მოეფინათ ორივეს...
-დათო,ეკო... ხომ მშვიდობაა-გაკვირვება ვერ დამალა ქალბატონმა ქეთიმ.
-დიახ... უბრალოდ გადავწყვიტეთ ბავშვის სქესი გავიგოთ-დათო.
-აჰამ... ვეღარ მოგითმინათ ხო გულმა?-გაექცინა ქალბატონ ქეთის.
-მამიკოს ვეღარ მოუთმინა გულმა-გაეცინა ეკოს და ლოყაზე აკოცა მასზე აკრულ მეუღლეს.
-კარგი წამოდით აბა ვნახოთ ერთი გოგოა თუ ბიჭი-ოთახში შეუძღვა წყვილს ქალბატონი ქეთი.
გულის ფანცქალით ელოდებოდნენ ორივე გინეკოლოგის სიტყვებს...მაგრად უჭერდა დათო ეკოს ხელს და თან თვალს არ აშორებდა ქალბატონ ქეთის.
-დედიკო და მამამიკო პატარა კაცუნა ყოფილა...-სიცილით უთხრა ქალბატონმა ქეთიმ.
ორივეს სუნთქვა შეეკრათ... მართალია მათთვის მნიშვნელობა არ ქონდა გოგო იქნებოდა თუ ბიჭი,მაგრამ მაინც სულ სხვა გრძნობაა რომ იცი რომელი გეყოლება.
-მამას კაცუნა ყოფილა...-ცრემლით აევსო თვალები დათოს...-ეკო პატარა კაცუნა გვეყოლება-ხელზე აკოცა ცოლს და თვალებში შესციცინა.
-ჰო დათ... პატარა ბიჭი გვეყოლება...-ტუჩზე ოდნავ იკბინა თვალცრემლიანმა ეკომ.
მანქანაში კი არ ჩასვაა დააფრინა ეკო. ისევ სათუთად გადაუჭირა ღვედი და ისევ ეამბორა მის ვაჯკაცს...
სულ ფრენა ფრენიტ მიიყვანა ცოლ-შვილი სახლში და მაშინვე ტელეფონს ეცა.
-ალო სანდრო... ბიჭო პატარა კაცი მეყოლება... -თავზე ხელი გადაისვა დათომ..
-რა? ვახ ჩემი ბიძას კაცუნაა ეგ... მაგას ენაცვალოს ბიძა...-გაყვიროოდა სანდრო.
მეორე ოთახში ეკო იგდა სარკის წინ ტელეფონით ხელში და მუცელს ფრთხილად ეფერებოდა
-თინანო... თინანო პატარა ბიჭი მეყოლება... დედას პატარა ბიჭუნა მეყოლებაა-ცრემლი ვეღარ შეიკავა ეკუნამ...
-რა? ვაიმე ბიჭია? ვაიმე რა მაგარია ეკუნა...-ყვიროდა თინანო...
-ჩვენთან მოდით...-ორივემ ერთდროულად უთხრა წყვილს და ერთმანეთისაკენ გაემართნენ....
15 წუთსი კარზე ზარია და თვალებ გაბრწყინებული წყვილი შემოდის...
მაშინვე ორივემ ეკოს მუცლეს დაუწყოო ფერება...
სანდრო უკან გაბრუნდა და დიდი ჩასაჯდომი მანქანა შემოაგორა სახლში...
ეკოს და დათოს კისკისი აუტყდათ.
-რა გაცინებთ? ბიძას კაცს ყველაფერი უნდა ქონდეს...-სანდრო.
-მე რეები მოვუტანე წამოდი განახო...-თინანომ ჩაკიდა ხელი ეკოს და დივნისაკენ წაიყავანა...
დათო ძმას მიუბრუნდა და მაგრად მოხვია ხელები...
-პატარა კაცი მეყოლება სანდრო...-უდიდესი ბედნიერება იგრძნობოდა დათოს ხმაში.
-პატარა ვაჯკაცი ძმაო...-სანდრო.
ეკოს უფრო მოადგა ცრემლები თინანოს საჩუქრები რომ ნახა... უამრავი და ულამაზესი ფაჩუჩები... ზუდები... ზედები,პაწაწუნა შარვლები... ბოდეები.... საწოვარა...თინანოს ყველაფერი ის უყიდია რაც აუცილებელია პატარასათვის თანაც ყველაფერი ვაჟკაცურ ფერებში.
ეკომ გულში ჩაიკრა პატარს ერთიანი სამოსი და ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი. სულ გააჟრილა იმის წარმოდგენაზე რომ სულ რაღაც ორ თვეშ ამ ტანსაცმელში მისი ბიჭუნა იქნებოდა გამოწყობილი.
ისევ ღამე და ისევ გულაღმა(ვერ ვიტან ამ სიტყვას,მაგრამ აუცილებლად უნდა გამოვიყენო) მწოლიარე ეკო... მის ღიპუცაზე დათოს და ეკოს ხელები...
-მამი... მალე გაჩნდი ხო?... იცი როგორ გელოდებით მეც,დედიკო,სანდრო მიძიაც და თინანო დეიდაც? არ აწვალო ხო დედიკო... ჩემი კაცუნა ხარ მა... ძალიან მიყვარხარ. ახლა კი დაიძინე... ტკბილი ძილი მა... -ნელა შეეხო ტუჩებიტ ეკოს მუცელს და ზემოთ აიჩოჩა... მარჯვენა ხელი ეკოს თავქვეშ ამოუდო,მარცხენა კი ეკოს მუცელზე შემოხვია...
-დავიძინოთ ჩემო პრინცესავ-თავზე აკოცა ცოლს და თვალები დახუჭა...
დილით ისევ ქმრის ამბორმა გამოაღვიძა... საუზმე გაუმზადა და შემდეგ სამსახურში გაისტუმრა... ცოტა იფუსფუსა შემდეგ კი ტუჩების ცმუცნა საიწყო,
-მოგშივდა დედიკოს ღორმუცელა ბიჭუნა?-მოეფერა მუცელს...სამზარეულოში გავიდა და მაცივრში შეიჭყიტა... სავსე იყო იქაურობა,მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი ტუჩთან მიიტანა და მუცელს დაუგდო ყური თუ მის პატარას რა უნდოდა...
-მარწყვი დედიკო? ძალიან კარგი არჩევანია, მაგრამ ვფიქრობ ამას შოკოლადის კარაქიც ძალიან მოუხდება...-ნერწყვი გადაყლაპა და მაცივრიდან მარწყვით სავსე თასი გამოიღო... ხელს შოკოლადის კარაქიც გამოაყოლა და მისაღებში დივანზე მოკალათდა... ტელევიზორი ჩართო და გერმრიელად დაიწყო ჭამა... გემრიელად ავლებდა უზარმაზარ მარწყვებს შოკოლადში და გემრიელად შეექცეოდა.
თასიგან ბოლო მარწყვიც შესანსლა და უკვე სოკოლადის კარაქზე გადავიდა.კოვზი არ წამოუღია და ამიტომ გულმა რო ვეღარ მოუთმინა ნატიფი თითი ამოუსვა ქილას და უცებ გაიქანა პირისაკენ. უცებ კარზე ზარის ხმა გაისმა. გაუკვირდა... იცოდა რომ ამ დროს სანდროც და დათოც სამსახურში არიან, თინანო კი სასწავლებელში... გაჭირვებით წამოდგა დივნიდან და ჩუსტების ფლატუნით წავიდა კარისაკენ... ფრთხილად გაარო და მაშინვე გააცია. კარსი იდგა შუახნის ქალი. საოცრად სევდიანი თვალებით... ნატანჯი სახით...თითქოს სადღაც ენახოს ეკოს ეს ქალი... მისი თმა... უწინ ეს თმა ეკოს თმასავით ცეცხლისფერი უნდა ყოფილიყო... ახლა კი. ახლა ჭაღარა შერეოდა... მაგრამ ქალის თვალის ფერი... ქალის ცისფერი თვალები... ზუსთად ეკოს ცალი თვალისფერის ფერი იყო... გულში რაღაც სხვანაირი გრძნობა დაეუფლა ეკოს...ცრემლები მოაწვა...
-გამარჯობა ეკატერინე-გაისმა ქალის მთრთოლვარე ხმა.
-გამარჯობა...-ეკო.
-მე... მე ნინო ვარ...მე შენი....-სიტყვებს მძლივს ამოთქვამდა ქალი და იგრძნოო როგორ გადმოუგორდა მომჭკნარ სახეზე ცრემლი,რომელიც უწინ უმშვენიერესი უნდა ყოფილიყო.აღარ დააცადა ეკომ სიტყვის თქმა.
-თქვენ უცხო ადამიანი ხართ ჩემთვის-გაუჭირდა ეკოს ამ სიტყვები ამოთქმა,მაგრამ მაინც თქვა. განა ვერ ხვდება ქალის ვინაობას... მაშინვე... ქალის დანახვისთანავე გაახსენდა მამის მონაყოლი... მამის თითოეული სიტყვა გაახსენდა.
-მე უბრალოდ პატიების თხოვნა მინდა...-
-გვიანია... ძალიან გვიანია...-ისეთი გაჭირვებით წარმოთქვამდა თითოეულ სიტყვას.
-შვილო...-ცრემლები წასკდა ქალს. რაღაცის თქმას აპირებდა,მაგრამ ეკომ არ დააცალა.
-მე ობოლი ვარ... ობოლი ვარ ჩვილობიდან დედით და ობოლი ვარ 15 წლიდან მამით.-მტკიცედ ჩაილაპარაკა ეკომ და ღმერთს სთხოვდა რომ ცრემლები არ წამოსვლოდა.
-მე ხომ დედაშენი ვარ...-ტიროდა კარში მდგარი ქალი.
-მე დედის საფლავიც კი არ მაქვს...-ეკო.-კარგად.
უკანასკნელად შეხედა ქალის ტკვილიან თვალებს და კარი მიხურა. მიხურა და მაშინვე იხეთქეს მისი თვალებიდან ცრემლებმა. მუცელს ხელები შემოაჭდო და უხმოდ აქვითინდა... ტკიოდა... გული და სული ტკიოდა,მაგრამ არ შეეძლო. არ შეეძლო პატიება... უყვარს,ენატრება,მაგრამ არ შეუძლია.
უამრავი ტკბილეულობით ხელდამშვენებულმა დათომ ღიმილით შეაღო სახლის კარი და მაშინვე სამზარეულოსაკენ გაემართა... გაუკვირდა სამზარეულოს მისი ღვთაება რომ არ ამშვენებდა.მისაღებისაკენ უკვე მონატრებისაგან შეშლილმა გასწია და იქვე მიეყინა ადგილს,როდესაც დაინახა როგორ იჯდა დივანზე ეკო.ფრთხილად წავიდა მისკენ და მის წინ ჩაიმუხლა.გაბერილ მუცელზე ხელები მაგრად შემოეხვია...მისი თვალის უპეები ჩაწითლებული იყო ისე,როგორც მისი ცეცხლისფერი თმა...მისი თვალები ცრემლებისაგან სულ სხვანაირად ბრჭყვინავდნენ.მისილამაზი ცხვირი აწითლებულიყო და ლამაზად ჩამოკიდებოდა ზედ ანცი ცრემლები... მისი ტუჩები უფრო დასიებულიყვნენ და საოცრად თრთოდნენ...მზერა საყვარელ მამაკაცს შეაყინა.სუნთქვა შეეკრა დათოს ასეთი ეკოს დანახვისას...ხელის კანკალით გადაუწია ჟღალი თმა ყურზე შემდეგ კი სახეზე ჩამოუსვა ნაზად ხელი.ისევ ორივეს გააჟრჟოლა.ეკომ მაგრად დახურა დარაბები და ბოლო ცრემლიც გადმოაბრძანა მის სახეზე.შემდეგ ღრმად ამოისუნთქა და თვალები გაახილა.დათო მიხვდა,რომ ის მზად იყო.გვერდით მიუჯდა ღვთაებას და მაგრად მოხვია ხელები და თავზე აკოცა.
-მისი სახე ისეთი შეცვლილია...მის თმას ჭაღარა შეპარვოდა,მაგრამ მაინც ეტყოვბოდა წლების წინ ცეცხლისფრად რომ ელვარებდა.უამრავი ნაოჭი გასჩენია სახეზე...თვალები ჩაცვენოდა...მისი თვალები...ისეთი ლამაზი ცისფერია...სწორედ ის თვალებია ყოველ ღამით სიზმარში რომ ვხედავდი...ახლა იმ თვალებში იმხელა ტკივილი და სევდა დავინახე...მისი ხმა,მისი ხმა,როდესაც გავიგე სული გამეყინა...მინდოდა,მართლა მინდოდა ის წყეული კარის ზღურბლი გადამეკვეთა და მაგრად მომეხვია ხელები,მთელი ძალით ჩამეკრა გულში...მისი სურნელი მეგრძნო,მეგრძნო რომ ამდენი წლის შემდეგ ჩემთან იყო,მაგრამ...-ცრემლი მოიწმინდა ეკომ-მაგრამ,როდესაც ფეხი ნაბიჯის გადასადგმელას სულ რაღაც მილიმეტრებში ავწიე ვიგრძენი როგორ მომარტყა ჩემმა ბიჭუნამ ფეხი და...მე უბრალოდ ვერ შვძელი. ჩემი პატარა რომელიც ახლა მუცელში მიზისსწორედ ისაა ამის მიზეზი.არ მაქვს ამის უფლება.სულ 2 თვეში მეც დედა ვიქნები...მაგრამ მე მისგან განსხვავებით ვერასოდეს მივატოვებ ჩემ პატარას,ისე როგორც მან მე...ჩემი ბიჭუნა არ მომცემდა ამის საშუალებას. მენატრება,მტკივა,ყველაფრის მიუხედავად მიყვარს,მაგრამ არა!...ვერა გესმის...ვოცნებობდი რომ მე მისთვის დედა დამეძახა,მაგრამ მე 19 წლის ისე გავხდი არ დამიძახია არასდროს არავისთვის დედა და ვიცი რომ არც დავუძახებ,ვერ დავუძახებ... ამდენი წელი მტკიოდა უმისოვბა. ამდენი წელი მამასთან ერთად ასე სიმწარეში ვცხოვრობდი.მაშინ არ გავახსენდეი გესმის?! და ახლა!...ახლა როდესაც მეც ყველაზე ბედნიერი ვარ,როდესაც მყავს საყვარელი ოჯახი და,როდესაც სულ მალე დედა გავხდები ახლა გავახსენდი?! სწორედ ახლა ვერ ვაპატიებ,იმიტომ რომ გავიგე რა გრძნობაა,როდესაც შენში სხვა ცოცხლობს...მისი არსებობის შესახებ გაგების წამიდან სიცოცხლეზე მეტად მიყვარს... მისი თითოეული შეხებისას სულ უფრო და უფრო ბედნიერი ვხდები...ჩემ გაბერილ მუცელს რომ ვეხები სულ მბურძგლავს... უფალს მადლობას ვუხდი რომ ეს პატარა სასწაული გაიმეტა ჩემთვის. ველი იმ წამს,როდესაც მის პირველ ამოტირებას გავიგონებ,როდესაც გულზე პირველად დამაწვენენ,როდესაც პირველად ვაჭმევ ძუძუს...იმაზეც კი ვოცნებობ მის გამო უამრავი ღამის გათენება რომ მომიწევს და ეს ფაქტიც კი მაბედნიერებს და ახლა... ახლა როდესაც მე ეს ყველაფერი შევიგრძენი და უფრო მიჭირს მისი გაგება რომ მე სულ პატარა მკერდიდან მომიწყვიტა და მიმატოვა...არ მესმის როგორაა დღემდე ცოცხალი.მე ვიცი რომ ჩემი ბიჭუნას გარეშე ერთ წამსაც ვერ გავძლებ,მან კი მთელი ცხოვრება გაძლო.მე არ მაქვს უფლება მას ვაპატიო...მიყვარს ყველაფრის მიუხედავად,მაგრამ არა...-მის ხმაში იმხელა ტკივილი იგრძნობოდა...
-დაწყნარდი ჩემო პატარავ... მე მესმის შენი.ვიცი როგორ გიჭირს და რას გრძნობ.იცოდე რომ რაც არ უნდა გადაწყვიტო მე შენს გვერდით ვარ.იცოდე რომ შენ ხარ ჩემი ცხოვრების აზრი,ნათელი წერტილი,ჩემი ანგელოზი ხარ გესმის?!-ხელებში მოიქცია ეკოს სახე და თვალებშ ჩააჩერდა-იცოდე რომ მე შნთან ვარ,მე და ჩვენი პატარა სულ შენთან ვიქნებით-მხურვალედ აკოცა შუბლზე და გულზე მიიკრა მეუღლე.
-მტკივა დათო... მაინც ძალიან მტკივა გული რომ ასე მოვექეცი...-ეკო.
-შენ ანგელოზი ხარ გესმის?! შენ... შენ ისეთი უმანკო გული გაქვს ეკო... ამდენი ტკვილი გამოიარე,უდედოდ გაიზარდე და ახლა ამდენი წლის შემდეგ ისევ გული შეგტკივა მასზე...შენ სიკეთე ხარ გესმის?! შენ ანგელოზი ხარ რომელიც ციდან ჩამოვარდა და ჩემ მკლავებში ჩავარდა... შენ ქალი ხარ რომელიც მალე კიდევ ერთ ანგელოზზს მაჩუქებს და მე... მე ყველაზე ბედნიერი მამაკაცი ვარ რომ მყავხართ თქვენ-ჯერ ერთ ცრემლიან თვალზე აკოცა დათომ ეკო,შემდეგ მეორეზე ბოლოს კი მის ბაგეებს დიდი სიფრთხილით შეეხო...
მეორე დღეს თინანოს და სანდროსაც უამბეს მომხდარის შესახებ... საძინებელში შესულ ეკოს უკან შეყვა სანდროც...
-რა ხდება სან?-ეკო.
-მოდი რა წამოვწვეთ...-საწოლზე წამოწვა სადნრო.ეკოსაც გაეცინა და გაჭირებით წამოწვა საწოლზე...მაშინვე მიიხუტა საყვარელი დაიკო გულზე და ღრმად შეიგრძნო მისი სურნელი.სასიამოვნოდ გააჟრჟოლა სანდროს.
-როგორ მომენატრა შენთან ერთდ ძილი...-სანდრო
-მეც მომენატრა,მაგრამ ხომ ხედავ ძმაო ახლა ორნი ვართ და უფრო მეტი ფართი გვჭირდება...-გაეცინა ეკოს.
-ჩემი ყველაზე ძვირფასები ხართ თქვენ და კიდე ის ბუჩქი-სანდრო,გულში სითბო ჩაეღვარათ ორივეს კი არა და სამივეს.
-ეკო...-სანდრო.
-ხოო-ახედა ეკომ.
-ვიცი ეხლა როგორც ხარ... მისმინე ვიცი გიჭირს,მაგრამ შენ ხომ ანგელოზი ხარ ... ვერ შეძლებ რომ ის ასე უარყო. შენ ისეთი კეთილი ხარ ვერ გაძებ გესმის?! ახლა ბრაზობ მაგრამ...მაგრამ მერე უბრალოდ ვეღარ შეძლებ ასე ყოფნას.-სანდრო
-მაგრამ სან...ის ხომ ასე მომექცა? განა ის იმ ბავშვებზე უფრო ცუდად არ მომექცა ვინც ყოველ დღე მამცირებდა?-ეკო.
-მისმინე ჩემო პატარავ... საკუთარ თავზე კარგად გიცნობ მართლა... ეკო ამდენი ხანი არ გყოლია დედა,ვიცი მტკივნეულია,მაგრამ შენ გაქვს შანსი რომ ამის მერე გყავდეს დედა და ნუ გაუშვებ ამ შანსს ხელიდან...უბრალოდ იფიქრე ამაზე კარგი?-სანდრო.
-კარგი...-ეკო.
იმ ღამეს მართაც ბევრი იფიქრი სანდროს ნათქვამზე,მაგრამ მაინც ვერ პატიობდა...
მერე განვლო ბევრმა დღემ... უფრო გაიბერა ანგელოზი...უფრო დამშვენდა და გაბედნიერდა... სანდრო,დათო,თინანო სულ თავს დასტრიალებენ... არაფერს აკლებენ.ეკოს სულ უბრწყინავს თვალები,ახარებს ის ფაქტი რომ სულ ცოტა და მისი პატარა უკვე ხელში ეკავება. ხშირად ფიქრობს "იმ ქალზეც" იმ დღის შემდეგ აღარ გამოჩენილა... თითქოს უნდა კიდეც რომ გამოჩნდეს,მაგრამ თითქოს არც უნდა...მაგრამ ფაქტია ყოველ რმე ძილის წინ ლოცვისას უფალს ახლა უკვე თინანოს,დათოს და სანდროს კარგად ყოფნასთან ერთად იმ ქალის კარგად ყოფნასაც შესთხოვს...
უკვე ივლისია...ყველაფერი მწვანე...ყველაფერი ლამაზი...უამრავი ფერია ყველგან... მზის სხივები დათარეშობენ ირგვლივ და ეკოსაც ლამაზად დასთამაშებს სახეზე... თეთრი ლამაზი სარაფანი აცვია პატარა წითელი ყვავილებით გაწყობილი...უკვე ძაალიან დიდი მუცელი აქვს...არცაა გასაკვირი ახლა ხომ უკვე მე-9 თვეშია... და დღე-დღეზე ელოდება მის ბიჭუნას... პატარას საძინებეიც დაასრულეს...ფოტოებიც გააკეთა ისე როგორც უნდოდა მამიკოს...ახლა ეს ციცქნაღა აკლია იქაურობას.მუცელზე ლამაზად შემოეწყო ეკოს ხელები და ქუჩაში მოსიარულე ხალხს აკვირდებოდა... თინანოს ელოდება პატარასათვის კიდევ უნდა ტანსაცმელის ყიდვა...
უეცრად საშინელი ხმა მოესმა,მერე წივილი... გონს რომ მოეგო მის წინ დიანახა როგორ ეგდო ქალი,რომელის გარშემოც თანდათან იზრდებოდა წითელი გუბე. მის ფეხებთან კი პატარა ბავშვი იყო ჩამუხლული და მწარედ დასტიროდა დედას... იგრძნო როგორ წამმოუვიდა ცრემლები ... როგორ შეეკრა სუნთქვა და მერე სიბნელე ახსოვს...
უკვე ხედავს შორიდან თინანო ეკოს...ის-ისაა მაშინა უნდა მივიდეს რომ დაინახა გზაზე მომხდარი და გული შეუწუხდა.. მაშინვე სირბილით გაიქცა ეკოსკენ რომელიც სწორედ იმ მხარეს თვალმოშრებლად იყურებოდა და მერე... მერე უცებ დაინახა თინანომ როგორ ჩაესვენა ანგელოზი...
-ეკო... ეკო თვალი გაახილე-მივარდ ატირილით თინანო და ანგელოზის თავი მუხლებზე დაიდო...მაშინვე ამოაძვრინა ტელეფონი და ბიჭებს დაურეკა... ვერ გეტყვით რა რეაქცია ქონდათ მათ...
20 წუთში უკვე საავადმყოფოს მიმღებშ იყვნენ... ეკო მომხდარზე ძალიან განერვიულდა და ამან გამოიწვია რომ მას მშობიარობა დაეწყო და თანაც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია თავად....
მიმღებში ნევრიულად დააბიჯებს დათო...იქვე კედელს ზურგითაა მიყრდნობილი სანდრო და სკამზე ჩამომჯდარ მოქვითნე გოგონას ცალი ხელით მთამზე ეფრება დასამშვიდებლად...
მთელი სხეულის ტკივილს გრძნობს...საავადმყოფოს სუნიც უკვე შეიგრძნო...ზოგი იტყვის სუნი რომელიც ეზიზზღება ესაა,მაგრამ არა... ეკოს ეს სუნი უყვარს,იმიტომ რომ სწორედ ამ ადგილას უნდა შეეძინოს ანგელოზი...ხელზეც იგრძნო სიმძიმე...სიმძიმე კი არა საყვარელი მამაკაცის სურნელი იგრძნო...
-დათ...-ჩახლეჩილი ხმა ამოუშვა ყელიდან.
-ეკუნა გაიღვიძე...-სახეზე იგრძნო მამაკაცის ხელები და შემდეგ მისი კოცნა.
-დათ რა ხდება?-თვალების ტკივილს გრძნობდა და ვერც კი ახელდა ისე ქონდა წამწამები ერთმანეთზე მიწებებული.
-პატარავ შენ მშობიარობა დაგეწყო...-დათო.
მაშინვე გაეყინა სხეული მუცელზე რომ მოისვა ხელი და ის დიდი ბურთი რომ სადღაც გამქრალიყო.წამს გაახსენდა ბოლო ფრაგმენტები და ცრემლები წამოუვიდა.
-დათ სადააა ჩემი პატარა...-მძლივს ამოიჩურჩულა ეკომ.
-კარგადაა დაწყნარდი...შესანიშნავი ბიჭია-უდიდესი ბედნიერება იგრძნობოდა დათოს ხმაში.
-მადლობა ღემერთს...-ეკო.როგორც იქნა დააშორა ლამაზი წამწამები ერთანეთ და მზს სხივებმაც გაუნათეს ლამაზი თვალბი რომლებიც ერთ ადგილას უაზროდ მიეშტრებინა.-დათ ღამეა?სინათლეე ააანთე-დაეცინა ეკოს დატო კი დადუმდა.-დათ ვერ გხედავ აანთე სიათლე და თან ექთანს დაუძახე ჩემი პატარა შემოიყვანოს რა...-დათო ისევ არ იღბდა ხმას...ეკოც გაშრა...
იგრძნო როგორ გაეყინა სხეული... როგორ წაერთვა ხმა...როგორ წასკდა ცრემლები ცივ სხეულზე და უბრალოდ ხედავდა სიბნელეს აშინ როცა მზე აკაშკაშებდა მის ლამაზ თვალებს...
მუხლები მოეკვეთა დათოს და იქვე მის საწოლთან ჩაიკეცა...თავი ხელებში ჩარგო და უბრალოდ ვეღარ შუნთქვადა... ვრ იჯერებდა რომ... რომ ის ლამაზი თვალები ... ღმერთო ის ლამაზი თვალები... როგორ უღალატეს მათ ეკოს?!
ვერ იჯერებდა რომ მის პატარას ვერ ნახავდა... რომ ვერ დაიანხავადა მის სახეს... ვერ იჯერებდა რომ მთელი ცხოვრება მას ვერ დიანახავდა. ვერ ნახავდა როგორ ამოუვიდოდა პირველი კბილი,როგორ გადადგავდა პირველ ნაბიჯს,როგორ მივიდოდა ბაღში,შემდეგ სკოლაში... რომ ვერ შეძლებდა ყოველ წამს მის ყურებას...
არ უნდოდა ასე სიცოცხლე...ვერ იჯერებდა რომ ვეღარც სანდროს,ვეღარც დათოს და ვეღარც თინანოს ვეღარ ნახავდა...ტიროდა მთელი ხმით და ძალით...მთელი შიგნეულობა ეწვოდა და ტკიოდა... სიკვდილი უნდოდა იმ წამს...
მთელი ძალით ხვევდა დათო ხელებს და მის დამშვიდებას ცდილობდა... პირდებოდა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და მრავლად ღვრიდა ცრემლს ეკოს სახეზე...
-გთხოვ პატარავ დაწყნარდი გთხოვ...-ტიროდა დათო და გოგონას უფრო ძიერად იკრავდდა გულში...
-ბრმა ვარ დათო ბრმა...ვერ ვხედავ გესმის?! ვერაფერს ვხედავვ-ტიროდა ეკო.
გული მკივდებოდა მათ ასე შემყურეს უბრალოდ.... მეც მეშინი მომავლის...ხომ ნახეთ ამდენი გადაიტანა მძლივს გახდა ბედნიერი და სოწრედ ბედნიერების პიკზე ყოფნისას დაანარცხა ბედისწერამ მიწაზე ისე რომ სამუდამოდ გაიმეტა დაცემულად ყოფნისათვის...
ყიფიანები გაგიღებას იყვნენ... საავადმყოფოს ძრავდნენ...ექიმები კი მიზეზად დიდ შოკს ასახელებდნენ...
ყველაზე მეტად მაშინ ეტკინა ყველას გული,როდესაც პალატაში პატარა გაბრიელი შიყვანეს...გაბრიელი დაარქვა დათომ ისე როგორც ეკოს უნდოდა,თავიდან დათომ შესთავაზა ჯერ კიდევ არ გაბერილ ეკოს,რომ ზურა დაერქმიათ როგორც ეკოს მამას ერქვა,მაგრამ ეკომ უთხრა რომ ყოველ მის სასხელის დაძახებაზე მამა გაახსნედებოდა,გამა მამის დავიწყებას აპირებდა,მაგრამ არა.. ეკოს არ უნდოდა რომ მის პატარას დედ ოდესმე თვალცრემლიანი ენახა ამიტომ გადაწყვიტეს რომ გაბრიელი დაერქმიათ...
თინანომ პატარა ხელებში რომ ჩაუწვინა... რომ იგრძნო პატარა არსება.. მისი ფეხების გამალებით ქნევა... აი მაშინ შეიგრძნო ყველაზე მაგარი რამ...მაშინვე წამოუვიდა ცრემლები...ვერ იჯერებდა რომ ახლა უკვე მის ხელში იყო ის მოუსვენარი არსება... ცალი ხელი ძალიან ფრთხილად შეახო პატარას სახეზე და მისი პაწაწინა ნახვთები საგულდაგულოდ შეისწავლა ხელით...როგორ უნდოდა სუ ერთი წამით მაინც შეძლებოდ მისი დანახვა.
მის შემყურე სამეულს გული კიდევ უფრო ეტკინა.. დათო კაცს აღარ გავდა...გაგიჟებას იყო.. მე... მე არც კი შემიძლია გადმოვცე ეს...
-დედას კაცუნა...დედას ლამაზო...ჩემთნა ხარ დეე....გაბო ჩემთან ხარ-შუბლზე ფრთხილად აკოცა ეკომ პატარას...-დათ...-უმისამართოთ მიმოატარა თვალები-დათ ლამაზია?როგორია დათო?-ეკო
დათომ პირი გააღო რაღაცის სათქმელად,მაგრამ ვერ შეძლოფრთხილად მიუახლოვდა ცოლ-შვილს და ორივეს შეეხო...
-ის... ის ძალიან საყვარელია...დიდი ლოყები აქვს და პუტკუნაა... შავი თა და მწვანე ალები აქვს...მაგრამ გუშინ რო ვნახეთ თითქოს ლურჯიც იყო...ლამაზი ტუჩები აქვს შენნაირი ზუსტად... ცხვირითაც შენ გგავს...ძალიან ლამაზია საყვარელო-მაგრად დახუჭა დათომ თვლაები და ტუჩები კბილებ შუა მოიქცია...ვინ ციის ახლა რამხელა ტკვილს გრძნობდა და რად უღირდა ეს თითოეული ბგერა.
-ახლა რას აკეთებს?-ტირილით კითხა ეკომ.
-ახლა საყვარლად აქვს პირი ღია და შენ გიყურებსს....-დათო.
-ის მიყურებს მე კი... მე კი ვერა.-ეკო.
-შენც დაინახავ გპირდები-თავზე აკოცა დათომ და ცრემლები მოიწმინდა...
იმ ღამით დათოს მკერდზე ედო ეკოს თავი და მწარედ ტიროდა...დასტიროდა მის უბდობას...ვერ ხვდებოდა რატომ? რისთვის?რისთვის ისჯება ასე?
იცის რომ მოკვდება ასე...მისთვის სიკვდილის ტოლფასია საყვარელი ადამიანებსი განსაკუთრებით კკი შვილის ვერ ნახვა...
ეშინია.ძალიან ეშინია რომ სამუდამოდ ასე იქნება...
ტკივა...სული და გული ტკივა...ღამე იყო...იყო ეკო და დათო....ორი ნატანჯი სული და... და უამრავი ცრემლი..სუჩუმე და უდიდესი ტკივილი...შიში... და იმედი.იმედი იმისა რომ ნახავს შვილს!...
იჯდა ყიფიანი და ხელებში მისი პატარა ეკავა. ისე ებღაუჭებოდა თითქოს ეშინოდა,რომ არავის წაერთმია,მაგრამ ამავდროულად ისე სათუთად და ისეთი დიდი სიფრთხილით ეპყრობოდა... უყურებდა მის პატარას და... და აი იგრძნო როგორ გაკვეთა ცხელმა სითხემ თვალი უპეები,როგორ ჩაუყვა ცხვირს და როგორ დაეწვეთა პატარას იმ პატარა,პუტკუნა თითებზე.ფრთხილად შეეხო დათო მის ხელს... მთრთოლვარე ტუჩები ფრთხილად შეახომის ხელს და ამბორიტ აუმშრალა მისი ცრემლი.გაბრიელის მწვანე თვალები რომ დაიანხა სულ გააკანკალა... ეს 2 დღის ციცქნა დიდი კაცივით რომ შეცქეროდა მამას...
-გამარჯობა მამას კაცუნავ...-წართმეული ხმით ჩაიალპარაკა დათომ და კიდევ ერთხელ ეამბორა პატარას ბუთქუნა ხელებს...როგორ უჭირს ახლა თუნდაც ერთი ბგერის წარმოთქმა,მაგრამ ასე უარესადა... უკვე ვეღარ სუნთქავს...ერთიი ღრმად ამოისუნთქა და პატარას დიდ მწვანე თვალებში ჩაიკარგა.
-ეს ცხვირი...-ხელის კანკალით ჩამოაყოლა პატარას ცხვირს საჩვენებელი თითი-დედიკოსია...-დაიხარა და ფრთხილად აკოცა.
-ეს თითები...-პაწუკა ხელი თავის ხელზე მოათავსა-დედიკოსია-ნაზად აკოცა ბუთქუნა ხელს.
-ეს ტუჩები...-ფრთხილად გადაუსვა გაბოს წითელ, შველ და მოელვარე ტუჩებს ხელი-დედიკოსია-დაიკარა და ნაზად აკოცა პატარს ტუჩებს...
-ეს სურნელი...-გაბო უფრო ახლოს მიყვანა და ღრმად შეისუნთქა ანგელოზის სურნელი...მთელ სხეულში გააკანკალა-დედიკოსია მა...
-შენ სუნთქვას გეფიცები დედიკო მალე კარგად იქნება მამი...
საავადმყოფოს ფოიეში ისხდნენ დათო,სანდრო და თინანო... ეკოს ჯერ კიდევ ეძინა და არ უნდოდათ მისი გაღვიძება.ისეთი ტკივილიანი სახეები ჰქონდათ... ჯერ კიდევ ვერ იჯერებდნენ რომ ასეთი დიდი ბედნიერების დროს ასე უცებ განიცადეს ის უდიდესი ბედნიერება რომელსაც 9 თვე ელოდნენ და...და ეს უდიდესი ტკივილი.ვერ გადმოვცემ ვერცერთის ტკივილს.ეს უბრალოდ შეუძლებელია...საკმარისია მათი თვალები დაინახოთ რომ წამშ მიხვდებით თუ რამხელა ტკივილია მათში... აუტანელი სიჩუმე!...ტკივილი!...და იმედი! იმედი იმასა რომ მზე კვლავ ჩახედავს მატ თვალებში!...
ისევ საავადმყოფოს სურნელი იგრძნო...მუცელზე დაწყობილი ხელები ოდნავ შეარხი და მისი სიბრტყელის გამო მკვირცხ დააშორა ქუთუთოები,მაგრამ... ეგონა,წამდა და სჯეროდა რომ ახლა გაახელდა თვალებს და დაიანახავდა მზის სხივებით განათებულ ოთახს...რომ მის წინ ისხდებოდნენ მისთვის უძვირფასესი ადამიანები და ახლა უკვე მათი ახალი წევრი გაბრიელი.რომ ახლა აიყვანდა ხელში მის ანგელოზს და დაუკოცნიდა თითოეულ ნაკვთს...რომ დაინახავდა მის დიდ მწავნა თვალებს და აი ასე უბრალოდ წამდა,-მაგრამ კვლავ სიბნელე.საზიზღარი უკუნიტი სიბნელე...
ეტკინა სული... ჩაუქვრა ის დიდი ნაპერწკალი იმ ლამაზ თვალებში. მტელი სხეული აუცახცახდა და უბრალოდ იხეთქეს მისი თვალებიდან მდუღარე ლავამ...მისიოდა და ყველაფერ ანადგურებდა რაც კი შეხვდებოდა და უბრალოდ ვეღარ გაუძლო ამ ანგელოზმა და მთელი ხმით ამოუშვა იმ ტკივილის მემილიონედი რასაც გრძნობდა ახალბედა დედა,რომელიც ბედისწერამ შვილის ვერ ნახვისთვის გაიმეტა.
მერე?! მერე იყო პალატაში შევარდნილი ექიმები... უამარავი დამამშივდევბელი...კართან ჩაკეცილი დათო,მომტირალი თინანო რომელიც მთელი ძალით ეკვროდა თვალებშ ცრემლჩამდგარ სანდროს და... და საწოლში მწოლიარა პატარა გაბო,რომელიც გრძნობდა დედის გულის ტკივლის და გამეტებით ტიროდა.
-გმარჯობა მამას გოგონავ...-ჩაესმის ეკოს ხმა...შემდეგ თვალს ახელს და ხედავს იმ მონატრებულ მწვანე თვალებს...სული გაეყინა.ღმერთო როგორ მონატრებია ას თვალები ეს სახე...იცოდა,იცოდა რომ ეს მხოლოდ ზმანება იყო,მაგრამ უხაროდ ის რომ მამა ისევ ნახა.
-მჭირდები მა...-ამოიჩურჩულა ეკომ და მამას მუცელზე შემოხვია ხელები. დავინახე როგორ მწარედ ამოიგმინა ზურამ და როგორ ჩამოუგორდა სახეზე ცრემლი.
-მაპატიე მა...მაპატიე რომ დაგტოვე-ფრთხილად გადაუსვა შვილს თავზე ხელი და ეკოს გააჟრჟოლა.გაახსენდა ის წლების წინ ყოველდღიური მოფერება...ეს... ეს ხომ ადრე ყოველ საღამოს ხდებოდა. ყოველ საღამოს ეალერსებოდა მამა ახლა კი...ახლა ერთი მოფერება ენატრება.
-მა...მიჭირს...მა გაბრიელი მყავს გესმის?! გაბრიელი გაჩნდა უკვე მაგრამ მე... მე ვერ ვხედავ მა, ჩემი შვილი ვერ ვნახე გესმის?! იცი როგორ მტკივა მა?! სიკვდილი მინდა... არ მინდა ასე სიცოცხლე თუ ჩემ შვილს ვერ ვუყურებ... თუ ვერ ვნახავ მის სახეს, ვერ ვნახავ როგორ იცინის... როგორ ტირის,როგორ ამოუვა პირველი კბილი მა... როგორ გადადგჰავს პირველ ნაბიჯს... მე მთელი სიცოცხლე მინდა მას ვუყურო მა... დათო? დათო როგორ გავიმეტო ამ ტკივილისთვის? ვიცი რომ ზუსტად ისევე ტკივა მასაც როგორც მე...მაგრამ არ შემიძია მა... მართა არ შემიძლია.
-არა ჩემო პატარავ...ასე ნუ ამბობ გესმის?! ყველაფერი კარგად იქნება მამას სიცოცხლევ... სიკვდილზე აღარც კი იფიქრო... შენ... შენ დაიჯერებ რომ გაგიმართლა კიდეც?! ხო ჩემო პატარავ გაგიმართლა. მე!...4 წელია სულ შენთან ვარ. გიყურებ,მაგრამ მე არ შემიძლია შეგეხო,მოგეხვიო,გაკოცო,არ შემიძია ძილის წინ უწინდებულად შენ თმას მოვეალერსო და შენი სურნელი შევიგრძნო შენ კი... შენ ეს შეგიძლია ჩემო პატარავ... შენ ყოველ წუთას შეძებ შვილს მოეფრეო და მოეალერსო. შენ ამ ხელებით-ზურამ ხელებში მოიქცია ეკოს ხელები-ამ ნატიფი თითებით შეგიძლია გაბრიელის თითოეული ნაკვთი შეისწავლო...არასდროს იფიქრო მა სიკვდილზე...არ ფიქრობ დათოზე? მას რა ეშველება უშენოდ? ხომმ იცი რომ მას სიცოცხლეზე მეტად უყვარხარ?! სანდრო?-შენ ხომ მისი ერთადერთი და ხარ... მისი სულის და გულის ნაწილი. თინანო?-ნახე რა შესანიშნავი გოგოა...შენ მისთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი ხარ.გაბრიელი?-ის ... ის ხომ სულ ციცქნაა მა... მან ხომ ჯერ არაფერი იცის... გინდა დააობლო? გინდა იმ ტკივილისთვის გაიმეტო რაც შენ გამოიარე? არა მა...ამაზე არც კი იფიქრო... შენ მათთვის უნდა იცოცხლო.-შუმლზე აკოცა ქალიშვილს ზურამ.
-შენ რომ დამტოვე? შენ რომ წახვედი და დამტოვე მე არ ვიყავი ცოდო?-ტიროდა ეკო.
ამის ეშინოდა ზურას... ამ სიტყვების ეშინოდა,მაგრამ იცოდა რომ ამასაც მოისმენდა ოდესმე.
-მე შევცდი მა...-ზურა.
-მენატრები მა...-მაგრად ჩაეხუტა ეკო ზურას და ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი.-მა იცი ის ჩემთან მოვიდა...-ხმის კანკალით ამოიჩურჩულა ეკომ
-ვიცი...იცი მა... შენ კეთილი ხარ,ძალიან კეთილი. მან იცის რომ ძალიან დააშავა და ამისთის საკადრისიც მიეზღო...-თმაზე ეფერებოდა ზურა.
-როგორ მოვიქცე მა?-ეკო.
-ისე მოიქეცი როგორც გული გიკარნახებს... და გახსოვდეს რომ ახლა შენი მომავალი შენ ხელთაა სადაც თუ შენ მოინდომებ გეყოლება დედა ან არ გეყოლება. ამაზე იფიქრე ჩემო პატარავ...-ზურა.
-თუ ისევ მოვა მივიღებ მა... შენ ხომ მაინც იცი რომ მას ყოველ დღეს მის გარეშე იმ ყოველი დღის დასასრულს ძილად მისვლამდე ვპატიობდი...-ეკო.
-ვიცი ჩემო ეკატრინე ვიცი...უნდა წავიდე მა...-ზურა.
-ცოტა ხანს იყავი რა კიდევ მა-შეეხვეწა ეკო.
-თვალი გაახილე ეკო გელოდებიან და იცოდე ყველაფერი გამოსწორდება...-ზურა.
-მიყვარხარ და მენატრები=ამოიჩურჩულა ეკომ და უცებ თვალი გაახილა.
ისევ სიბნელე იყო,მაგრამ იგრძნო როგორ ეჭირა მისი ხელი მის საყვარელ მამაკაცს.
-დათ...-დაიჩურჩულა ეკომ დათომაც თავი აწია და ეკოს ღია,მაგრამ უმისამართოთ მოძრავ თვალებს წააწყდა.
-აქ ვარ ეკო=ხელზე აკოცა დათომ.
-მაპატიე რომ შეგაშინე...-ეკო.
-არაფერია ჩემო საყვარელო... დაიძინე გვიანია...-მაგრად დაახუჭა თვალები და ცრემლებბიც გადმოსცვივდა დათოს.
-გაბრიელი როგორაა?-ეკო.
-კარგადაა ჩემო პრინცესავ სძინავს.-დათო.
გრძნობდა ეკო რამხელა ტკივილი იყო დათოს ხმაში და უბრალოდ არ შეეძლო ასე დაეტანჯა საყვარელი მამაკაცი.
-დათ... ხელზე ხელი მოუჭირა ეკომ-შენ სიცოცხლეს და გაბოს სიცოცხლეს გეფიცები კარგად ვიქნები...-ეკო.
დათოს სუნთქვა შეეკრა...სულ სათითაოდ დაუკოცნა ის თითოეული ცრემლიანი ნაკვთი... ის ლამაზი თვალები.-ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ-ამოიჩურჩულა დათომ და გულზე მიიკრა ეკო.
მერე?!მერე რამოდენიმე დღეში ეკო და გაბრიელი საავადმყოფოდან გამოწერეს...ეკო ყველანაირად ცდილობს რომ ტკივილი დამალოს და უბრალოდ ბედნიერი იყოს... მანქანიდან გადმოვიდნენ. ყველა ერთად იყო... ეკოს გაბრიელი ეკავა ხელში და დათოს მის წელზე ქონდა ხელები შემოხვეული. სადარბაზოსკენ მიდიოდნენ. უყურებდა დათოროგორ უძრდა ეკოს სიარული და ერთ წამს შეცერდა ეკოს ხელი დაავლო და ხელშ აიტაცა...
-დათო რას აკეთებ დამსვი გაბრიელი არ გამივარდეს ხელიდან-ეკო.
-არ ჩაგივარდება ხო მა?-სასაცილოდ დახედა შვილს და მანაც თითქოს თანხმობის ნიშნად დაიჯუჯღუნა-ხედავ დედიკო? მარტო მუცელში ყოფნისას კი არ უჯერებდა მამას...-თავზე აკოცა ეკოს
ეკომაც მაგრად შემოხვია შვილს ხელები და დათოს მკლავებში გაიტრუნა...სულ ხელში აყვანილი აიყვანა სახლში ცოლ-შვილი დათომ.
ერთად შეიყვანეს გაბრიელი თავის საძინებელში და ერთად აღნიშნეს პატარას დაბადება...
არაფერს იმცნევდა ეკო...მაგრამ მე და თქვენ,ეკომ და ღმერთა ხომ იცის როგორ უჭირდა?! დათომაც იცის,სანდრომაც და თინანომაც,მაგრამ არ ღირს! იცის ეკომ რომ სწორად იქცევა და ასეც მოიქცევა სულ...
მერე თითქოს ყველაფერი მწყობრში ჩადგა... ეკო ვერ ხედავდა მაგრამ გრძნობდა და ესმოდა.სახლში სიარულსაც მიეცვია. კედლების საშუალებიტ ადვილად გადაადგილდება. სახლის საქმეებს ჩვეულად უმკლავდება...ისევ ურცევს საყვარელ მამაკაცს სამსახურში წასვლისას სამოს და ისევ ეხმარება ჰალსუხის შეკვრაში.., მიეჩვია სიბრმავეს...
გაბრიელის თითოეული ნაკვთიც იცის... პატარს სახეზე ეფრება ხელებით და გონებაში სულ წარმოიდგენს ხოლმე მის სახეს. თინანოც ყველაფერში ეხმარება...დღითი დღე რწმუნდება ეკო რომ მართლა ძალიან გაუმართლა ასეთი ადამიანები რომ ყავს გვერდით...
დადის ექმითანაც და მკურნალობის კურსებდაც გადის...არ დანებდება არასდროს!... იცის რომ ახლა ეს მხოლოდ მას არ ჭირდება!...
ყოველ დღე ელოდება რომ 'ის ქალი" კვლავ მოვა და რომახლა ნამდვილად მიიიღებს ეკო მას,მაგრამ ის აღარ ჩანს...
გაბრიელი ცოტა ხნის წინ დააძინა. უკვე სამი თვისაა პატარა ბუშტი.ეკო სამზარელოსი ფუსფუსებს უკვე მალე მოვა დათო,თან სანდროს და თინანოსაც დაურეკა რომ მოსულიყვნენ და ცდილობს მისი გემრიელობები გააკეთოს...,ართალია სახლიდან არც ისე ხშიირად გადის როგორც უწინ,მაგრამ ყოველთვის ცდილობს სახლისთვის პროდუქტი თავადაც შეიძნოს...იცის რომდათოს გასატვირთული გრაფიკი აქვს და...
ტელელფონზე ზარის ხმამ გამოიყვანა ფიქრებიდან ეკო... ისევ გაშალა ხელი და კედელს გაუყვა მისაღებნისაკენ. ხლეების ცეცებით მიაგნო ტელეფონოს და უპასუხა.
-გისმენთ-ეკო.
-გამარჯობა ეკატერინე გიორგი ვარ შენი ექიმი.-ბოხი ბარიტონი გაისმა.
-აჰ...გამარჯობა გიორგი... რაიმე ხდება? გუშინ არ ვიყავიი კონსულტაციაზე?-გაკვირვება დაეტყო ეკოს.
-კი კი... საქმე იმაშია რომ... დონორი გამონდა და შეძლებთ ოპერაციის გაკეთებას-გიორგი /
ხმა წაერთვა ეკოს... არა და ეს შეუძლებელი იყო...
-ეკატერინე აქ ხარ?-ფიქრებიდან გიორგის ხმამ გამოიყვანა.
-კი კი აქ ვარ... მაგრამ გიორგი ეს როგორ?-ეკო.
-გაგიმართლა ეკატერინე... ახლა ყველაფერი შენზეა დამოკიდებული...-გიორგი.
-თანახმა ვარ...ხომ იცი რომ არც კი მჭირდება ამაზე ფიქრი...-ეკო.
-ძალიან კარგი,მაშინ ხვალ მოდით შენ და დათო კარგი და ოპერაციის დღე დავნიშნოთ.-გიორგი.
-კარგი, მადლობა გიორგი.=ეკო
-კარგად ეკატერინე-გიორგი.
ყურმილი დაკიდა და იქვე ჩამოჯდა გარინდული. ვერ იჯერებდა რომ ასე გაუმართლა რომ ახლა ოპერაციას გაიკეთებს და ისევ შეძლებს დაინახოს სინათე,რომ თავს დააღწევს ამ ჯოჯოხეთურ სიბნელეს...რომ დაინახავს გაბრიელს.
ეულად ჩამოგორებული ცრემლი მაშინვე შეიმშრალა და მკვირცხლად გაიქცა სამზარეულოში. სულ ღიღინით დაასრულა საქმე და ახლა მისთვის უძვირფასეს ხალხს დაუწყო მოუთმენლად ლოდინი.
მათაც არ დააყოვნეს და ერთად შემოაღეს სახლის კარ.
-სადააა ჩემო ლამაზმანი და ბიძიას კაცი?-იღრიალა სანდრომ და მას აყვა გაბრილიც.
-ეკოს გაეცინა და ფეხზე წამოდგა - უკვე მღვიძარი საძინებელში გახლავთ ბატონო სანდრო.-სიცილით უთხრა ეკომ.
-უფს...-მხრები აჩეჩა სანდრომ.
-ოხ სანდრო რა ველური ხარ რა...-მხარზე უპწკინა თინანომ.
-აუჩ...მეტკინა გოგო-სასაცილოდ მოჭმუხნა სანდრომ სახე.
ეკომ ნაბიჯების ხმა გაიგო. მერე შეიგრძნო წელზე თბილი ხლეები და თუჩებზე ტკბილი ამბორი..
-საღამო მშვიდობისა ჩემო "კრასავიცა"-ახლა ყელში იგემა ცხელი ტუჩები და ეკომსაც როგორც ყოველთვის მოეღიტინა და საყვარლად მოიკუნტა...
სსანდრომ დრო იხელთა და ვაჯკაცი გამოიყვანა საძინებლიდან.
-ა... ნახეთ ბიძიას კაცი...-ხმაურით აკოცა ყელში პატარას სადნრომ და გულზე დიდი სიყვარულით მიიიხუტა.
დათო მათკენ წავიდა და პატარას სახე დაუკოცნა... კი უნდოდა ძმისთვის მისი გამორთმევა მაგრა გაწვდილი ხლეების დანახვაზე სანდრო რომ გვერდით გატრიალდა და მკვლელი თვალებით შეხედა ფეხები დააბაკუნა და ხლეები გადააჯცვარედინა..
-მისმინე სანდრო...-შეხედა ძმას-ნახე რა მშვენიერი გოგო გყავს-ანიშNა თინანოზე-ადექი და მოიყვანე ცოლად და გეყოლება ბავშვები.მე მინდოდა ცოლი და შვილი ამიტომ ჩემი პრინცესა მოვიყვანე ცოლად და მყავს პატარაც ასე რომ ეგ ბავშვი მე ჩემთვის მინდა და თუ შენც გინდა შენი იყოლიე... აღარ შემიძლია კაცო შვილს წესიერად მართო მძინარეს ვეფერები ღამით!...-დათო...
-ჭკვიანო უთხარი მერე იმ მშვენიერ გოგოს გამომყვეს ცოლად მე რომ მეჯუჯღუნები...-წარბები შეკრა სანდრომ-კი მოვიყავნ ცოლად თინანოს როცა იქნება ,მაგრამ ხომ არ გავიწყდება მერე 9თვე მაინც ჩემი გაზლება რომ მოგიწევს?-წარბები აათამაშა სანდრომ.
დატომ ერთი ხელი შემოირტყა შუბლზე...როგორც ყოველთვის მსუბუქად უნდოდა,მაგრამ კვლავ მწარედ მოუვიდა და სახე დამანჭა (მეეეე )
ეკო ამის ხმაზე მიხვდა მომხდარს და გადაიკისკისა...
გოგოებმა სუფრა გაააწყვეს და ვახშმობა დაიწყეს...
-რაღაც უნდა გითხრათ...-ეკო.
-გისმენით ეკო...-ხელზე დათოს ხელი იგრძნო.
-იცით დღეს გიორგიმ დამირეკა და...-ღრმად ამოისუნთა ეკომ და განაგრძო-დონორი გამოჩნდა და ოპერაციის გაკეთებაა შესაძლებელი დ ამერე... მერე მე ისევ დავინახავ...-ცრემლები წამოუვიდა ეკოს...
ეკოს? მარტო ეკოს? ნწ... ყველას... გაბოც აჯუჯღუნდა,
მერე ერთმანეთ ეხვეოდნენ და უხაროდათ რომ ის იმედის ნაპერწკალი გაიზარდა გაიზარდა და... და ახლა უკვე რეალობად იქცა....
ისევ ღამე და ისევ დათოს მკერდზე აკრული ეკო...
ისევ სიჩუმე და მაინც უამრავი სიტყვა...ისევ ჩუმი ცრემლები,მაგრამ ახლა უკვე ბედნიერების და... და სიჩუმეშიი გაბრიელის ტირილის ხმა..
-მე გავალ...-ეკოს შუბლზე აკოცა დათმ და გაბრიელი ოთახისაკენ წავიდა...
ცოტა ხანში კი ერთად შემოცუნცულდნენ ეკოს ბიჭები.
-დედა მინდაო -დათო და პატარა ეკოს მიუწვინა...
-გშია დე??-გულზე მიიხუტა პატარა და შუბლზე აკოცა.შემდეგ კი დაეძგერა პატარა დედის მკერდს...
უყურებდა დათო ამ შესანიშნავ სანახაობას და იცოდა რომ არ ასრებობდა მამაკაცი,რომელიც მასზე ბედნიერი იყო...
კვლავინდებურად დაასწრო მზის სხივებს ეკომ ამოსვლა ,მაგრამ იმ განსხვავებით რომ ახლა ვერ ხედავდა თუნდაც ამოსულ მზის სხივებს...საყვარელი მამაკაცის მკერდიდან თავი ფრთხილად აწია და ცხვირით დათოს ლოყას გაეხახუნა.
-ჩემ პრინცესას გაუღვიძიაო?- სახე დაუკოცნა დათომ და კვლავ გულზე მიიხუტა ეკო.
-დათ...ნუ ზარმაცობ ადექი გაბრიელი თინაოს უნდა გავუყვანოთ და გიორგისთან წავიდეთ...-მოუტმენლად ჩაილაპარაკა ეკომ და ქვედა ტუჩი კბილებ შუა მოიქცია ემოციების დასამალად.
მის შემყურე დათოს სიცოცხლე უხაროდა. მთელისახე დაუკოცნა გოგონას და წამოდგომაში დაეხმარა.
-დათ გაბრიელი შეგიზლია გამოიყვანო?-ეკო.
-ახლავე საყვარელო...-კვლავ კოცნა დაუტოვა ეკოს ყელში და გაბრიელი ოთახისაკენ სიხარულიტ გაემრთა. ცოტა ხანში კი მამა-შვილი ერთად დაბრუნდნენ... პატარას საყვარლად გაებუსხა სახე... როგორც ჩანს დიდი ხნის გაღვიძებული იყო და დედაზე და მამაზე ნაწყენიც კი ჩანდა.
-დედიკო მოვედით-თავზე აკოცა დათომ გაბრის...
-აბა სადაა დედას სიხარულო?-ხელები წინ გაიწვდინა ეკომ და შვილის ძებნა დაიწყო. როგორც კი ხელი სასურველ პუტკუნა ფეხებს შეახო ჟრუანტელმა დაუარა,ხელები ზემოთ ააცოცა და პატარა გამოართვა დათოს.გულზე დიდი სიყვარულით მიიხუტა და მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა.გაბრიელი უკვე სამი თვის იყო შესაბამისად უკვე ცნობდა დედიკოს... იქვე იდგა დათო და ტკბებოდა ამ სანახაობით. ულამაზესი იყო ეკო... მისი თითოეული ნაკვთი რაღაც გასაოცარი იყო... მერე საერთოდ ეხმძიმე იყო ქალღმერთი... ამბებენ ქალი ორსულობის პერიოდში ყველაზე ლამაზიაო. მეც ვეთანხმები და ვამატებ რომ ფეხმძიმობის პერიოდში ქალი ყველაზე ლამაზი და ბედნიერია...რა არის იმ შეგრძნებაზე უფრო მაგარი როცა იცი რომ შენში სხვა ცოცხლობს... რომ ის შენში იზრდება... ეს ღვთიური საჩუქარია და არც კი ვიცი რა ვთქვა... დედობა ღვთისაგან ნაბოძები უდიდესი პატივია. არ მინახავს ეკოსნაირი ლამაზი ფეხმძიმე ქალი...ის ერთ დროულად ბავშვცაა, გოგონაცაა... ქალიცაა,დედაცაა, ეკო?! ეკო თვით საოცრებაა...ახლლა კი ისე ლამაზია მის ანგელოზთან ერთად... ისეთი საყვარლები არიან. ბრმაა,მაგრამ მაინც ისეთი დიდი სიხარული უნათებს თვალები,თითქოს მთელ მზის სხივების კონას მის თვალებში მოეყარათ თავი.გაბო... ჩვენი ღიპუცა... ის კიდევ უფრო საოცრებაა... მაში ერთადაა თავმოყრილი დათოს და ეკოს სიმშვენიერე და ეს ყველაფერი უიშვიათეს შედეგს იძლევა... გაბრიელი საოცრებაა... ისეთი ლამაზია ბიჭის ტანსაცმელი რომ არ ეცვას გოგო გეგონება... დედასავით გრძელი შავი წამწამები,რომლებიც საოცარ იერს მატებენ მუქ მწვანე,საუცხოო ფერის მამის თვალებს... დიდი ლამაზი წითელი ტუჩები-დედისაგან და ასევე ლამაზი... უნიკალური მოყვანილობის კურნოსა ცხვირილი. დედიკოს ნატიფი ხელები... მამის საოცარი გამოხედვა... დათოს ბავშობის ფოტოები რომ დაათვალიერეს კოპიო მამაა,მაგრამ სანდრო ძალაზე დგას მე ვარ,მე მგავს ბიძიას ვაჟკაციო. მართლაც გავს ბიძასაც გაბრიელი.
სიცილ-კისკისით ჩააცვეს გაბრიელს... შემდეგ დათოს დახმარებით ეკომაც ჩაიცვა. ისეთი საყვარელი სანახავები იყვნენ როგორ აყოფინებდა ჯერ ერთ შემდეგ კი მეორე ხელს მაისურის სამკლაურში... როგორ ამოაცვა ფეხებზე შარვალი,როგორ შეუკრა ქამარი... როგორ დავარხნა თმა და შემდეგ როგორ ჩაუწნა... გაბრიელიც მშობლების საწოლზე გატრუნული იწვა და უყურებდა მათ. გეუბნებიტ ეს ბავშვი საოცრებაა თქო. გაბრიელი გამოკვებეს თავადაც ყავა დალიეს და შემდეგ სახლიდან გავიდნენ.შემდეგი გაქჩერება თინაოს და სანდროს სახლი იყო... ღიმილიტ სეეგება თინანო მატ და პატარა მასინვე ხელი დან გამოსტაცა დათოს.
-თინ მიხედე კაი? ჩანთაშია ყველაფერი... ერთი ხელი ტანსაცმელიც ჩავუწყე ყოველი შემთხვევისათვის, თუ ტირილი დაიწყო საწოვარა მიეცი... არ იჯუჯღუნებს კია ვაჭამე წამოსვლამდე... აუ თუ რამეა დამირეკე და წამში აქ ვართ კაი?-პირველად ტოვებდა ეკო გაბრიელს დაცოტა ნერვიულობდა თორე თინანოს საკუთარ ნთავზე მეტად ენდობა.
-კაი ეკო რა ნუ ნერვიულობ მასე...-ხელი ჩაჭიდა ეკოს.
-ხო იცი რა როგორი ვარ, კარგი აბა წავათ თორემ დავაგვიანებთ...-ის-ის იყო უნდა დამშვიდობებოდა თინანოს და გაბრიელს რომ უკნიდან სანდროს ხმა მოესმა.
-ვინ ყოფილან ჩემთანო...-ტაში შემოკრა სანდრომ.
ეკომ ლოყაზე ცხელი ტუჩები და მხრებზე ძლიერი მკლავები იგრძნო-სან სამსახურში არ უნდა იყო შენ?-კითხა ეკომ.
-ჰმ... თავად მოგიყვანიათ ბიძიას კაცი,თქვები ნებით და ახლა მე სამსახურში გამაჩერებდნენ?-აკისკისდა სანდრო.
ახლა იგრძნო როგორ მიიკრა მკერდზე სანდრომ და როგორ აკოცა თავზე.
-ჩემო ლამაზო,ნუ ნერვიულობ და თითების წვალებას შეეშვი,ყველაფერი მაგრად იქნება...ხომ გჯერა ჩემი-სანდრო.
-მჯერა სან...-ახლა ეკომ მოუსვა სახეზე ხელები შემდეგ კი გემრიელად აკოცა და ხელების ცეცებით წავიდა დათოსაკენ. მალე მოვალთო დაუბარა ეკომ და დათოსთან ერთად კარს მიღმა გაუჩინარდა.
მანქანაში ისხდნენ და საავადმყოფოსაკენ მიდიოდნენ... დათომ ეკოს გადახედა,რომელსაც მთელი სხეული უცახცახებდა.
-ჩემო პატარავ გთხოვ ასე ნუ ნერვიულობ რა...-ეკოს მარცხენა ხელი თავსი ხელში მოიქცია და ნახად ეამბორა.
-მეშინია...-ჩაიჩურჩულა ეკომ.
-მე შენთან ვარ გესმის?! ხო იცი რო შენ გამო შეუძლებელს შევძლებ. კარგად იქნება ყველაფერი გაბოს სუნთქვას გეფიცები-კვლავ აკოცა დათომ.
საავადმყოფოდან კარგი ამბებით წამოვიდნენ... 2 დღეში ოპერაცია დაინაიშნა,საშიში ოპერაცია არ იყო როგორც გიორგიმ თქვა,მაგრამ მთავარი პრობლემა ისაა,რომ შეიძლება ოპერაციამ არ გაამართლოს,სწორედ ამის ეშინია ეკოს,მას იმედგაცრუების ეშინია... ის ორი დღე ცდილობდა რომ დაესვენა და არაფერზე ენრევიულა... აი ახლაც ღამეა... მარჯვენა მხარესაა გადაბრუნებული და პირდაპირ თვალებში უყურებს მის პირისპირ მწოლ ეკოს...შუაში უშფოთველად სძინავს გაბერილ გაბრიელს... ანგელოზი უწევთ შუაში... გაბოს მაგრად ჩაუჭიდავ ორივე მშობლისათვის საჩვენებელ თითებზე ხელები... არავითარი სიტყვები.სიჩუმე,შიში და იმედი...უყურებს დათო და ფიქრობს ეკო. ახლა ამოვა მზე... სინათლე მოეფინება ქვეყნიერებას და... და დადგება ის გადამწყვეტი დღეც!...
დილიდან ფუსფუსია ეკოს და დათოს სახლში. თინანო გაბრიელის ნივთებს ალაგებს, დათო ეკოსებს... სანდროს გაბრიელი უკავია ხელში... ეკო ლოცულობს.„
ფეხების კანკალით გაიარა დათოს თქმით თეთრი კოლიდორი რომელსაც ბოლო არა და არ უჩანდა... მერე იყო მზადების პროცესი... ოპერაციის დაწყებამდე ნახევარი საათი იყო დარჩენილი ეკომ რომ განაცხადა დონორის ნახვა მინდაო... ნახვა?! მასთან საუბარი.მისი მოთხოვნის შემდეგ 5 წუთში მედდამ განახცადა რომ დონორი მხოლოდ ეკოს შეხვდებოდა სხვა ვერავის,ეკომაც მაშინვე თანხმობა განაცხადა და მალე ეკო სხვა პალატისაკენ წაიყვანა იმავე მედდამ. გაიგო კარი შეღების ხმა შემდეგ სკამზე ჩამოსვეს და ისევ კარის ხმა. სიჩუმემ დაისადგურა. მთელი არსებით გრძნოდა,რომ წინ ვიღაც ეჯდა.ერთი ღრმად ჩაისუნთქა
-გამარჯობა-დაიჩურჩულა ეკომ.
-გამარჯობა-გაისმა ქალის ჩახლეჩილი ხმა.
მერე ისევ სიჩუმე...
ეკომ ვეღარ გაუძლო და ისევ მან დაარღვია ეს სიჩუმე.
-ამას რატომ აკეთებთ? ხომ იცით რომ თქვენ ამ ოპერაციის შემდეგ მხედველობას დაკარგავთ? -გაჩუმდა ეკო პასუხის მოლოდინში ,მაგრამ ისევ სიჩუმე...-იცით...როდესაც გავიგე ,რომ დონორი ოპერაციის შემდეგ ბრმავდება გადავწყვიტე,რომ რომც გამოჩენილიყო დონორი არ დავთანხმებოდი ოპერაციას,მაგრამ...-ცრემლი მოიწმინდა ეკომ-მაგრამ მე როდესაც დავბრმავდი,სწორედ იმ დროს შემეძინა შვილი. ჩემი გაბრიელი,მე მას ისე ძალიან ველოდებოდი. ისე მკლავდა მისი ნახვის სურვილი,მაგრამ ვერ ვნახე... 3 თვისაა უკვე ჩემი ბიჭი. ის მცნობს,მაგრამ მე მხოლოდ შეხების შემდეგ შემიძლია ვიცნო ის... ჩემი ქმარი... როცა ვუსმენ მას ვხვდები,მესმის მის წარმოთქმულ თითოეულ ბგერაში ტკვილი. არ უნდა რომ მაგრძნობინოს,მაგრამ მე ვგრძნობ. არ მინდა რომ ჩემი ოჯახი დავტანჯო,მე მინდა რომ ჩემ შვილს ვუყურო სულ...სულ... იცით როდის გადავწყვიტე ოპერაციაზე დავთანხმებბოდი?! ერთხელ სახლში ისე მოხდა რომ მე და გაბრიელი დავღჩით მხოლოდ...როცა თინანო წავიდა გაბრიელს ეძინა და ამიტომ არ ვნერვიულობდი,მაგრამ მოულოდნენლად მან ტირილი დაიწყო... გაბრიელი მის საძინებელში იწვა მე კი მისაღებში ვიყავი... ის ტიროდა მე კი არ შემეძლო მასთან მისვლა... დაახლოებით ნახევარი საათი მე იქ ვტიროდი გაუჩერებლდა გაბრიელი კი თავის საძინებელში,აი მაშინ ჩემ თავს გამოვუცხადე,რომ თუ მე შანსი მომეცემოდა აუცილებლად გავიკეთებდი ოპერაციას და აი ახლა აქ ვარ...ძალიან მინდა რომ მხედველობა დამიბრუნდეს,მაგრამ თქვენც ქალი ხართ... ალაბთ გყავთ შვილები,მე კი ისევე როგორც ჩემი შვილი მენანება ბრმა დედის საყოლებლად,ისევე თქვენნი შვილები მენანება ასე,რომ სანამ დროა შეგიძლიათ წახვიდეთ...-ჩაილაპარაკა ეკომ და ცრემლები მოიწმინდა. უცებ ხელზე შეხება იგრძნო და მთელი სხეული გაუთბა.
-მე შვილი მყავდა... მაგრამ მე ის ვერ შევინარჩუნე... ასე რომ ახლა არავინ მყავს შენ კი სიცოცხლით სავსე ჩანხარ და მინდა რომ ჩემი მხედველობა შენ დაგითმო რომ ჩემსავით არ განიცადო შვილის ვერ ნახვის ტკივილი. ასე რომ შენ არ ინაღვლო არაფერზე. მე ეს მინდა და გავაკეთებ კიდეც,იცოდე რომ მე ის გამახარებს,რომ შე ბედნიერად გააგრძელებ ცხოვრებას და ღრმა სიბერეში სიკვდილამდე თვალმოუშორებლად უყურებ შენ გაბრიელს,მეუღლეს და ოჯახის წევრებს...-ბოლოჯერ გადაუსვა ქალმა მისი გაუხეშებული თითები ეკოს სპეტაკ კანს და შემდეგ სულ შეუშვა ხელი.
-მადლობა...-დაიჩურჩულა ეკომ.
ბოლოს დათოს ცხელი ტუჩები ახსოვს შუბლზე და შემდეგ არაფერი...
ფოიეში ნერვიულად ბორგავდნენ ძმები ყიფიანები... ყოველ წამს რეკავდა თინანო... დრო ისე ისეწლებოდა დათო აღარ იცოდა რა ექნა... როგორც იქნა გავიდა 2 საათი და ექიმიც გამოვიდა. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ყიფიანებმა შვებით ამოისუნთქეს,მაგრამ როდესაც დაინახეს როგორ გამოიყვანეს საოპერაციოდან ეკო და მისი დონორი,რომელთაც თვალებზე სახვევები ქონდათ იქ გაშეშდნენ როვე, შეეკრათ სუნთქვა და საერთოდ გადაეკეტათ ფილტვები... იდგნენ ყიფინაები ორ საწოლს შორის და ვერაფერს ამბობდნენ. ერთ საწოლზე იწვა ეკო... ლამაზი წითელი დალალები წინ გადმოეყარათ მისთვის... ტუჩები ლამაზად დაბერვოდა... მისი ნატიფი თითები თეთრ ზეწარზე გაუნძრევლად ეწყო...მშვიდად შუნთქქავდა ეკო.მეორე საწოლზე კი ხანში შესული ქალი იწვა... ერთ დროს ისეთივე ჟღალი თმის პატრონი... დაბაერებული ხელებით... მომჭკნარი ტუჩებითა და... და უბრალოდ ყიფიანებმა იხილეს ორი ეკო... ერთი დღევანდელი და ერთიც სიბერეში მყოფი.
მერე?! მერე ერთ პალატაში განათავსეს ორივე საწოლი... დონორი?! ხო ზუსტად ისაა ვინც თქვენ გაიფიქრეთ... ყიფიანები ისევ დუმდნენ. იდგა დათო ეკოს თავთან და ნაზად ეფერებოდა თმაზე დათან უსველებდა მას ცრემლით. იცის როგორ ეტკინება ეკოს,როდესაც მომხდარის შესახებ გაიგებს.
2 საათში გამოვიდა ნარკოზიდან ეკოც და მისი დონორიც...
-დათ...ჩახლეჩილ ხმით ამოილაპარაკა ეკომ. როგორ მონატრებია ეს ხმა დათოს,როგორ გააკანკალა მის გაგონებაზე ისევ.
-ხო პატარა,აქ ვარ-თავზე აკოცა ეკოს.
-დათ... კარგადაა ყველაფერი?-ეკო.
-კი ჩემო პატარა კარგადაა ყველაფერი,შენი დონორიც შენ გვერდით წევს-ჩაილაპარაკა დათომ და გვერდთ საწოლზე მწოლიარეს გახედა.
-ქალბატონო როგორ ხართ?-მზრუნველი ხმით კითხა ეკომ "დონორს"
-მადლობა ეკო კარგად ვარ შენ როგორ ხარ?-გაისმა ქალის წართმეული ხმა.
-კარგად...-ჩაილაპარაკა ეკომ.ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდამაგრამ კვლავ ეკომ დაარღვია-მე თქვენი სახელიც კი არ ვიცი.
-ლია...-გაპარული ხმით თქვა ქალმა.
იგრძნო დათომ როგორ აკანკალდა მის ხელებში მოქცეული ეკოს ხელი.დაიხარა და ნაზად ეამბორა ცოლს.
გადაღლილ ეკოს მალევე ჩაეძინა.ყიფიანებმმაც დრო იხელთეს და ქალბატონ ლიას გაესაუბრნენ.
-ქალბატონო ლია,მე დათო ვარ ეკოს ქამრი... აქ კიდევ არის ჩემი ძმა სანდრო.-დათო.
-შასიამოვნო თქვენი გაცნობა. ვიცი რომ უკვე მიხვდით სიმართლეს და ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან,გთხოვთ სახვევების მოხსნამდე არაფერი უთხრათ ჩემ შესახებ, მთელი გულით გთხოვთ ამას,ხომ იცით რომ მისთვის ოდნავი განერვიულებაც საშიშია.-დიდი მზრუნველობა იგრძნობოდა ქალის ხმაში.
-გასაგებია...ასეც მოვიქცევი.ეკოს კარგად ყოფნა ჩემთვის უმთავრესია.-დათო,
-მხოლოდ ის მყავს შვილო. მხოლოდ მისი იმედი მაქვს. იმედი მაქვს რომ ოდესმე შეძლებს და მაპატიებს დკარგულ წლებს-ხმა აუკანკალდა ქალს.
-ის გელოდებოდათ. -დათო.
-მე მეშინოდა-ლია.
-ახლა აქ ხართ-სანდრო-აქ ხართ და მისთვის უძვირფასესი ერამ გაიმეტეთ,ის ამას არასოდეს დაივიწყებს.
-ვიცი...-ჩაილაპარაკა ქალმა.
უკვე 2 კკვირა გავიდა ოპერაციიდან. ეკო და ლია კვლავ ერთ პალატაში არიან.
ვერ ხვდება ეკო რატომ,მაგრამ ამ ქალთან თავს ძალიან კარგად გრძნობს. მთელი მისი ცხოვრების შესახებ უამბო ლიას... გააცნო თინანოც და გაბრიელიც... ლია 2 კვირის მანძილზე მისი ყოველდღიურობა გახდა. ისე კარგად გაუგეს ერთმანეთს რომ ეკო ამას ვრც კი წარმოიდგენდა. გადაწყვიტა,რომ როდესაც ყველაფერი ჩამთავრდებოდა ლია ყოფიო გაბრიელის ერთ-ერთი ნათლია,ეს ლიასაც უთხრა,მაგგრამ მისგან პასუხად მხოლოდ ის მიიღო რომ ყველაფერი მოვლენების განვითარებაზე იყო დამოკიდებული.
გაბრიელი? მართალია დედას ყოველ დღე სტუმრობს,მაგრამ მაინც ენატრება დედა. ის ლამაზი თვალები ენატრება პატარას რომლითაც დედას ცნობდა.
ყველა ნერვიულობს რა იქნება ხვალ...ხვალ ხომ სახვევების მოხსნის დღეა.
მძლივს დაითანხმა დათო რომ სახლში წასულიყო,მანაც ბოლოს ტკბილი კოცნა დაუტოვა ცოლს და ბუზღუნით წავიდა სახლში.
მთელი ღამე ვერ ისვენებდა საწოლში. ბოლოს ამოიხნეშა და ჩუმი ხმით დაიჩურჩულა.
-ლია გღვიძავს?-ეკო.
-კი ძვირფასო მღვიძავს-გაისმა ქალის მოსიყვარულე ხმა.
-იცით ვერ ვიძინებ ვერაფრთი ხვალინდელ დღეზე ფიქრში.-ეკო.
-ნუ ღელავ ყველაფერი კარგად იქნება.-დააიმედა ქალმ არა და მის ხმაშიც იყო შიში.
-ძალიან მეშინია რომ სახვევებს მომხსნიან და ისევ ვერაფერს დავინახავ... რომ იმედები გამიცრუვდება,რომ თქვენც ტყულად დაგაკარგვინოთ მხედველობა.-სრუტუნებდა ეკო.
-ჩუ... ამაზე ფიქრიც კი არ გაბედო,ყველაფერი კარგად იქნება,მოისვენე ახლა,ხვალ შენ გაბრიელს ნახავ...-ლია.
ისევ სიჩუმე....
-ეკო შვილო რაღაც უნდა გთხოვო-წართმული ხმით საუბრობდა ლია.
-რაც გინდათ... თქვენთან სიკვდილამდე ვალში ვარ-ეკო.
-გთხოვ ხვალ როდესაც გაიგებ რაღაცას...-ღრმად ამოისუნთქა ლიამ-გთხოვ რომ ხელი არ მკრა და ეს ურთიერთობა არ გააფუო კარგი? მპირდები?-ლია.
-რა თქმა უნდა... მე მთელი ცხოვრება თქენს გვერდით ვიქნები... რაც არ უნდა მოხდეს არ მიგატვოებთ-ხელი გადაყო ეკომ საწოლიდან და მალე შეახო ლიას ხელს...ორივეს გააჟრიალა... ორვიე დადუმდა და...გადაეშვნენ ძილის სამყაროში ასე ხელი-ხელ ჩაკიდებულნი.
ისევ ამოვიდა მზე... ელოდება მზის აღზევებას... ხო ნამდვილი მზის,ქალღმერთის...
პალატაში სიჩუმეა... შიში და იმედი... აქვეა სანდროზე აკრული მონერვიულე თინანო... ეკოს საწოლის ბოლოზე დათო დგას და ხელში გაბრიელი უკავია სახით დედისაკენრომელიც საოცრად გასუსული შესცქეის მოფუსფუსე ექიმს...
ლიას საწოლთანაც ექიმი დგას და აი სამ თვლაზე დაიწყეს სახვევის მოხსნა. უკვე უკანასკნელი ნახვევი დარჩა... აი ახლა აქეთ წამოიღებს ხელში დაგროვილ ბინტის კონას ორივე ექიმი,ეს ბოლო ფენაც მოეცლება და... უფრო მაგრად ჩაჭიდა ლის ხელი ეკომ და სუნთქვა შეწყვიტა.

სიჩუმე...იმედი... სიყვარული... შიში და მოლოდინი!...
პატიების იმედი...
შვილს ნახვის დაუცხრობელი სურვილი და... და ბოლოს სახვევის ფენა...
დიდი წითელი წამწამები ლამაზად ახლართულან ერთმანეთში.აუთამაშდა ეკოს ქუთუთოები. სუნთქვა შეეკრა ყველას...
-კარგი ეკო ახლა ძალიან ფრთხილად გაახილე თვალები-გიორგი.
მთელ ტანში გააჟრიალა ეკოს,ღრმად ჩაისუნთქა და ძალიან ნელა დაიწყო თვალების გახელა.ეშინოდა,ძალიან ეშინოდა.
რაღაც საოცარი სანახავი იყო თუ როგორ შორდებოდნენ დიდი,გრძელი და ხშირი წითელი წამწამები,რომლებიც მზის სხივებს მოგაგონებდათ. ძალიან ნელ-ნელა შორდებოდნენ ისინი ერთმანეთს და...და ელოდნენ მზის გამოჩენას. რამოდენიმე წამიც და აი გამოჩნდა ორი ულამაზესი მზის რგოლი, ისეთი ლამაზი იყო მისი ცისფერი და მწვანე თვალები წითელ მზის სხივებში...
რამოდენიმეჯერ ააფახუნა ეკომ წამწამები და გაიტრუნა.
როგორც კი გაახილა თვალები მაშინვე დაინახა მის წინ არსებული სილუეტი. კარგად ვერ ხედავდა,მაგრამ მაინც ხომ ხედავდა ამ სილუეტს? მაშინვე მიხვდა მის ვინაობას.
მაშინვე ჩამოუგორდა სახეზე ცრემლი,როგორც კი დაინახა მის წინ მდგომი დათო და პატარა გაბრიელი. საყვარელ მამაკაცს მაშინვე თვალებში ჩახედა და... და ორივეს გულმა გამოტოვა რამოდენიმე დარტყმა.
მაშინვე წავიდა ეკოსაკენ დათო და ცრმელიანი თვალებით შეხედა მას. გაბრიელი გაუწოდა და გვერდით მიუჯდა.
ხელის კანკალით გამოართვა პატარა და გულზე მიიკრა. იგრძნო როგორ გააკანკალა მთელ ტანში, როგორ დაუარა ერთდროულად სიცივემა და სიცხემ.
სახე მისკენ დაწია და ღრმად შეისუნთქა შვილის სანატრელი სურნელი. მაშინვე სულ სხვა გვარად მოელამუნა გაბოს სურნელი მის ფილტვებს.
-გაბრიელ,ჩემო ბიჭო, გხედავ დე...-დაიჩურჩულა ეკომ და პატარა გაბრიელს ლოყაზე დედის ცრემლი დაეწვეთა, საყვარლად მოჭმუხნა სახე და ხელები ერთურთს შემოჰკრა.
ეკოს ნათქვამი სიტყვები და ფუნქციონირება აღდგენილი ფილტვები და გულები... სანდროს მთლად დაცვარული მხარი თინანოს მიერ და საყვარელ ცოლ-შვილს შემყურე დათო. ჩუმად მტირალი ლია და უბედნიერესი გულები
დაყურებდა თავის პატარას ეკო და გრძნობდა უდიდეს ბედნიერებას. ამაყი იყო იმით რომ ეს ანგელოზი სწორედ მან მოავლინა ქვეყნიერებას, რომ სწორედ მას ეწოდება გაბრიელი დედა. უბედნიერესია იმით რომ ახლა მთელი სიცოცხლე
შეძლებს მის პატარას უყუროს. გაბრიელის პაწუკა ხელი თავის ნატიფ თითებზე ჩამოდოდო და სახისაკენ მიიზიდა. ფრთხილად შეახო ათრთოლებული ტუჩები და მთელ სხეულში გააკანკალა.სასიამოვნო შეგრძნებისაგან თვალები მიელულა და იგრძნო რომ კვლავ გაცოცხლდა.
-დათ...დათ ნახე რა ლამაზია...-ამოიჩურჩულა აღტაცებით ეკომ და ცრემლით სავსე თვალები მიანათა მათ შემყურე დათოს.
-ხო ჩემო პრინცესა, დედას გავს-ეკოსკენ მიიწია დათო და შუბლზე ეამბორა.
-ჩემო ეკუნა...-მისკენ წავიდნენ სანდრო და თინანო და სახე დაუკოცნეს- ჩემო ეკო ნეტავ იცოდე რა ბედნიერი ვარ რომ,რომ შენ ისევ ხედავ ჩემო ლამაზო-ხელზე აკოცა სანდრომ.
-ჩემო სანდრო, ჩემო იმედო...-თავისი ნატიფი თითები გადაუსვა სანდროს ხელს.
-ჩემო ხუჭუჭა...-მოეფერა თინანოს შავ ხუჭუჭებზე.
უცებ გაახსენდა ეკოს ლია და დაფეთებულმა დაიწყო თავის აქეთ-იქეთ ტრიალი.
-ლია სადაა?-იკითხა ეკომ და ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. იქ მყოფებმა ერთმანეთს გადახედეს.
-ეკო მოდი თინანო გაბრიელს გაასეირნებს კარგი?-სანდრო.
ცოტა დაიბნა ეკო,მაგრამ გაბრიელი თინანოს გაუწოდა და შეშინებულმა გააყოლა მათ თვალი.
ბიჭები საწოლზე ჩამოსხდნენ და ეკოს ხელები საკუთარ ხელებში მოიქციეს.
-სან, დათ... რა ხდება?-ნერვიულობა დაეტყო ხმაში ეკოს.
-ჩემო პატარა მისმინე,რასაც ახლა ნახავ და გაიგებ ვიცი შენთვის რთული გადასატანი იქნება,მაგრამ შენ პატივი უნდა სცე მის გადაწყვეტილებას-ხელზე აკოცა სანდრომ.
-ჩვენც ყველაფერი ოპერაციის შემდეგ გავიგეთ თორემ ხომ იცი ამის საშუალებას არ მივცემდით,მაგრამ ახლა უკვე აღარაფერი ეშელება, მან ასე გადაწყვიტა-შუბლზე ეამბორა დათო მეუღლეს.
-ნუ მაშინებთ რა...-საწყალი თვალებით შეხედა ძმებს -ხომ კარგადაა ლია?-შესტირა ეკომ.
სანდრო საწოლიდან წამოდგა და საწოლებს შორის ჩამოფარებული ფარდა ფრთხილად გადაწია.
ეკოს მზერა შეეყინა ნაცნობი სახე, ნაცნობი თმა და სხეული რომ დაინახა. ქალის ცრემლიან თვალებს რომ წააწყდა გული ამოვარდნას ქონდა. ის ლამაზი ცისფერი თვალები ახლა ერთ ადგილას შეყინვოდნენ და უმისამართოთ იყურებოდნენ. როგორ ნატრულობდა რომ ლია კვლავ მისულიყო მასთან,რომ ეკოს ეთქვა გაპატიეო,რომ ახალ შანსს აძლევდა ახლა კი, ახლა ეკოს გვერდითა საწოლზე წევს და ამ წამიდან იწყებს ახალ სიცოცხლეს სინათლის გაარეშე. გული ეკუმშებოდა ეკოს.მისი სახე მთლიანად ცრემლმა მოიცვა, გაქვავდა, სული გაეყინა.ხელის კანკალით გადაიძრო ზეწარი და ფეხები ქვემოთ გადმოდგა.
ცივ იატაკზე ფეხის შეხებამ საბოლოოდ დაარწმუნა რომ ეს სიმწარე რეალობა იყო. ფეხზე მყარად წამოდგა წელში გაიმართა და ქუთუთოები მაგრად დააჭირა ერთმანეთს.ისევ ჩამოეკიდნენ იმ წითელ წამწამებს ეკოს ცრემლები. ერთი ნაბიჯი გადადგა და უკვე ლიას საწოლთან იდგა. ნაპირზე ჩამოჯდა და კიდევ ერთხელ შეხედა მომტირალ ლიას.
უყურებდა დათო როგორ ტკიოდა მის საყვარელ ქალს და მასაც ასმაგად ტკიოდა,მხარზე ხელის შეხებამ გამოაფხიზლა და არა უკეთეს მდგომარეობაში მყოფ ძმის ცრემლიან თვალებს გადააწყდა,რომელმაც თავით ანიშნა რომ უნდა გასულიყვნენ. დათომ ერთი გახედა ეკოს და მერე სანდროს გაყვა.
პალატაში ორი მზექალი დარჩა,ორი მოტირალი მზე და ორი გამალებით მფეთქავი გული და... და გაუსაძლისი სიჩუმე!...
-როცა მამას ვეკითხებოდი თუ სად იყო დედა,ის ყოველთის მპასუხობდა,რომ დედა ავად იყო და წავიდა რათა გამოჯანმრთელებულიყო, მაშინ როდესაც ვხდავდი როგორ ეხვეოდნენ სხვა ბავშვებს დედები მე ყოველთვის მამას ვეხვეოდი და ის ყურში მეჩურჩულებოდა-დედიკო მალე მოვა და სულ შენთან იქნებაო.მამა ყოველთვის იყო ერთი, ყოველ მშობელთა კრებაზედ მხოლოდ ჩემთან იყო მამა, ყოველ ზეიმზე მამა მედგა გვერდით და სანამ სხვა დედები თავიანთ შვილებს პრანჭავდნენ მე მამა თმას მვარცხნიდა და ლამაზად მიწნავდა, ყოველ ზეიმზე საგულდაგულოდ გადანახულ წითელ კაბას მაცმევდა... მეც ყოველთვის იმედით დავცქეროდი მას,რომ მომავალ ზეიმზე დედა ჩემთან იქნებოდა და ლამაზ კაბასაც მომიტანდა,მაგრამ მერე... მერე მივხვდი რომ დედა ძალიან იგვიანებდა. მაშინ ვთქვი რომ დედას ალბათ იმიტომ არ მოდიოდა რომ არ ქონდა კაბის საყიდვლად ფული,მახსოვს იმ ღამით დაწოლისას ღმერთს ვუთხარი რომ არ მინდოდა ახალი კაბა დედიკო მინდოდა რომ მოსულიყო და მერე ველოდებოდი უბრალოდ დედას,მაგრამ... ყოველ საღამოს პურს სამ ადამიანზე ვიზოგავდი, მჯეროდა რომ მოვიდოდა და მე მინდოდა რომ მისთვის დამეხვედრებინა ჩვენი ერთადერთი საკვები.იქამდე მჯეროდა რომ დაბრუნდებოდა სანამ სკოლაში არ დამიწყეს დაცინვა,რომ მე დედამ მიმატოვა. მაშინ არ მესმოდა ეს რას ნიშნავდა,მაგრამ დრო რომ გადიოდა და დედა არსად ჩანდა მაშინ მივხვდი მიტოვების მნიშვნელობას.მერე აღარ ველოდი. აღარც პურს ვუზოგავდი და აღარც ვცდილობდი ღამ-ღამობით მამასთან ვიწროდ დავწოლილიყავი,რათა დედა თუ მოვიდოდა ღამით ისიც კარგად დატეულიყო. მერე მე მყავდა მხოლოდ მამა. მამა რომელიც არასდროს მაკლებდა სიყვარულსა და სითბოს. გვიჭირდა, უკიდურესად და უკიდეგანოდ. ისევე როგორც ყოველთვის. მე დედას აღარც კი ველოდებოდი, მაგრამ მე მას ყოველ ღამით ვპატიობდი ყოველ დღეს,რომელსაც ჩემთან არ დაბრუნებულა. მერე? მერე მამამ დამტოვა. არა... არ დამტოვა , ის აქაა სულ ჩემთან, მე უბრალოდ ვერ ვხედავ მას,მაგრამ მე ვგრძნობ. იმ ყველაზე დიდი ტკივილების მერე ვიგემე რა არის ძმა, რა არის თბილი სახლი, სიყვარული,სითბო, ვიპოვე ჩემი სული... ვიპოვე და... და მე ვიყავი ძალიან ბედნიერი... მერე გავიგე რომ სულ რამოდენიმე თვეში მე გავხდებოდი დედა. ჩამდე წვდებოდა ჩემი სიხარული და იდევ ცის იქეთამდე. ყოველ ღამით ვეფერებოდი ჩემ მზარდ მუცელს და უკვე სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა ჩემში მცხოვრები არდება, მაშინ უფრო გამიჭირდა დედაჩემი გაგება, მისი გამართლება... მაგრამ მაინც რ ვტყდებოდი, ვფიქრობდი რომ მაინც ქონდა რაღაც მიზეზი,მაგრამ როცა ჩემმა პატარამ პირველად მომარტყა კიდური მაშინ საბოლოოდ გავამტყუვნე დედაჩემი და მივხვდი რომ მის საქციელს გამართება არ ქონდა მაგრამ მერე როდესაც ის ვნახე ჩემი კარის ზღურბლზე... მაშინ გავქვავდი. არ ვაპატიე და უარი ვუთხარი,მაგრამ როგორც კი წავიდა ვიგრძენი უდიდესი ტკივილი,მაგრამ მაინც არ შემეძლო რომ მიმეღო ის. დრო გადიოდა და ჩემებთან საუბრის, მამას დარიგების შემდეგ გადავწყვიტე რომ როგორც კი კვალვ გამოჩნდებოდა მაშინვე ჩამეკრა გულში ძლიერად. ველოდე ,მაგრამ აღარ გამოჩნდა,მეტკინა ძალიან მეტკინა. მერე მოხდა ეს ყველაფერი. უდიდესი ბედნიერების ჟამს მე უდიდესი ტკივილიც განვიცადე.ჩემი პატარა დაიბადა,მაგრამ მე ის ვერ ვიხილე. მიჭირდა ძალიან მიჭირდა,მაგრამ მაშინ იმ დღეებში მივხვდი რომ დედაჩემიც როგორი ცუდიც არ უნდა ყოფილიყო, რატომაც არ უნდა მივეტოვებინე,მაინც ექნებოდა ეს საშინელი ტკივილი,შვილის ვერ ნახვა რასაც ქვია. შვილის ყოველი ნაკვთი შესწავლილი მქონდა ხელებით,მაგრამ მე მისი ხილვა მინდოდა, მინდოდა მეყურებინა მისი პირველი ნაბიჯებისათვის,როგორ დაჭმუხნიდა სახეს ,როდესაც მას პირველად გავასინჯებდით ლიმონს, როგორ წავიდოდა სკოლაში, მერე როგორ დავაჟკაცდებოდა და მე უბრალოდ მინდოდა მეყურებინა მისთვის სანამ ცოცხლაი ვიქნებოდი და მერე იქიდან,ზემოდანაც სულ სულ მეყურებინა,მაგრამ ბოლოს თითქოს დავმორჩილდი ბედს და როდესაც ამას მივხვდი მაშინ გამოჩნდა ღვთისნიერი ადამიანი,რომელმაც გადაწყვიტა რომ მისი მხედველობა ჩემთის დაეთომ.როდესაც მას პირველად გავესაუბრე მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა, როდესაც მითხრა რომ ის შვილს ცუდად მოექცა და შვილი არ პატიობდა ჩემი თავი წარმომიდგა მის ადგილას და ვინატრე რომ დედაჩემი ყოფილიყო რათა წამოვმხტარიყავი სკამიდან და მაგრად მომეხვია მისთვის ხელები. ოპერაციის შემდეგ ისე ვსაუბრობდი მასთან რომ გული სულ მეუბნებოდა რომ სულ ვეძებდი მას და მიხაროდა რომ ვიპოვე. მეშინოდა ამ დღის რადგან არ მინდოდა მისი მსხვერპლი ფუჭი აღმომჩდარიყო. მე ისე დავუახლოვდი მას, მისგან ვიგრძენი დედობრივი სითბო,რომელიც არასდროს განმეცადა და მივხვდი რომ ეს ადამიანი არასდროს არ უნდა დამეკარგა რომ ის ჩემთვის ძალიან ძვრიფასი იყო და აი დღე მე გავახლე თვალი და დავინახე ჩემთვის მონატრებული სილუეტი როგორ იწვა ჩემ გვერდით, ის ცისფერი თვალები სულ სიზმრად რომ მიდგას თვალწინ ერთ ადგილს ჩემ გამო როგორ შეყინვიან და უბრალოდ...უბრალოდ მინდა გითხრა რომ შენ საპატიებელი არაფერი გაქვს, მე შენ გელოდი და აი მოხვედი, შენ მაინც მოხვედი და მეტიც. შენ ის გააკეთე რაც ამდენი წლის უშენობის საზღაურზე უამრავჯელ მეტია, შენ მზე დაიბნელე ჩემთის, შენ მე ის შანსი მომეცი რაც შენც არ გქონდა. ახლა შენ წინ ვზივარ და მინდა გითხრა რომ სულ ჩემთან მინდა მყავდე ეს რომ არ გაგეკეთებინა გაბრიელის თავ გეფიცები მაინც გიპოვიდი და სამუდამოდ ჩემთან დაგიგულებდი. არ აქვს მნიშვნელობა სად იყავი ამდენი წელი,მთავარი ისაა რომ ახალ სულ ჩემთან იყო. მე მეჭირება ის სანთელი რომელიც შენ ჩემ გამო დაბნელებულ სამუდამო გზას გაგინათებს. დე...-მთელ ტანში გააჟრჟოლა პირველად წარმოთქმულმა "დე"-მ - დე სულ ჩემთან იყავი... აღარ დამტოვო-დაიჩურჩულა ეკომ და ქალს მაგრად მოხვია ხელები.
ტიროდნენ ორივე ,მაგრამ ახლა სიხარულით,
ბევრი ვერ აპატიებდა,მაგრამ ეკო ხომ ანგელოზია?! ანგელოზები კი... ანგელოზები ყველაზე კეთილები არიან ანგელოზები უფლის მსახურები არიან და ეკო ანგელოზია.
მერე გადიოდა დრო...ცხოვრება გრძელდებოდა ორი ახალი წევრით გაბრიელითა და ეკოს დედითურთ. უბრალო ერთად უმკლავდებოდნენ ყველაფერს და ახლა ყოველ საღამოს ლიას საწოლთან მიდის ეკო, საბანს აფარებს,შუბლზე ჭაღარა შრეულ ჟღალ თმას გადაუწევს და ფრთხილად ახებს სათუთ ბაგეებს. ჩუმად უჩურჩულებს მადლობას და ოთახიდან გადის.
ზაფხულში სანდრო და თინანომაც იქორწინეს,მაგრამ მათ გადაწყვიტეს რომ პატარა და სადა ქორწილი გადაეხადათ, პატარა ტაძარში ჯვარი დაიწერეს და საყვარელ ადამიანებთან ერთად აღნიშნეს ეს ყველაფერი.არც კი იყო მეტი საჭირო მე თუ მკითხავთ. მერე? მერე იყო გაბერილი და ჭირვეული თინანო... აქეთ-იქეთ მორბენალი სანდრო.
ეკომ ნახა როგორ ამოუვიდა გაბრიელს პირველი კბილი,როგორ თქვა პირველად "სადო". ო... ამაზე სანდრო გაგიჟდა კი არა გადაგიჟდა. ბავშვმა არამც თუ დედა ან მამა არამედ "სადო" თქვა პირველად. უნდა გენახათ ბიძა რა "გასწორებულში" იყო.
რაც უფრო იზრდებოდა გაბრიელი მით უფრო საოცრება ხდებოდა. რა თვალი,რა წარბი,ცხვირი,თითი,ფრჩხილი. ეკო და დათო ხო იყვნენ საოცრებებიმაგრამ ეს... ეს ბავშვი რა იყო არ ვიცი.
მერე გაჩნდა პატარა იოანეც...სანდრო დაფრინავდა კი არ დადიოდა.ორი ვაჯკაცი მყავსო გაიძახოდა. დათო ჯუჯღუნებდა ამას უყურე შვილის სქესშიც კი მე მომბაძაო,მაგრამ ეს ხუმრობბით რა თქმა უნდა.
ლია? ლია ბედნიერი იყო, არა უბედნიერესი!... სულაც არ აწუხებდა რომ უსნიათლო იყო. მას მართლა არ ერქვა უსინათლო მისი სინათლე ეკო და პატარა გაბრიელი იყო. "ბებო" რომ დაუძახა ქალი მთელი 3 დღე გადაბმულად ტიროდა.
იოანეს არ იკითხავთ? შავგვრემანი იყო დედასავით "ბუჩქი",მაგრამ მამის ცისფერი თვალები ქონდა. ისეთი წყნარი იყო... გაბრიელი "იოს"ეძახდა და მერე ასე ყველა.
გაბოს და იოს ყავდათ ორი დედა და ორი მამა. ეს სულ ასე იქნებოდა.
კიდევ როდის მოხდა დიდი საოცრება? ეკომ და თინანომ ერთად რომ განაცხადეს ფეხმძიმედ ვართო, მაშინ გაბო 2 წლის,ხოლო ისო წლინახევრის იყო. ამჯერად ერთად გაიბერნენ ანგელოზები ერთად დარბოდნენ სანდრო და დათო და ერთ დილას ატკივდათ ეკოს და თინანოს მუცელი. ერთასა და იმავე დროს ისხდნენ მიმღებში ძები, ერთსა და იმავე დროს გამოვიდნენ ექიმები და ერთად შეძახეს გოგოაო.ერთად დაიბადნენ მარიტა და ნინია.ისევ მზექალა მარიტა და ქერა-მამის კვალზე წასული ნინია.
მერე? მერე იყო 4 და-ძმა. ერთად რომ იზრდებოდნენ. ისინი ბიძაშვილები კი არა დაძმები იყვნენ. რომ გეკითხათ ვინ არის დედათქვენიო გეტყოდნენ ეკო და თინანოვო, მამებზე -სადნრო და დათოვო.
იზრდებოდა ოთხეული და რა ოთხეული. ღმერთო ეს ხომ საოცრებაა ყიფიანების ოჯახში ანგელოზთა ცვენაა...
ვიცი... ვიცი რომ მათ ოჯახშიც იქნება პატარა ტკივილები,მაგრამ აქ იმხელა სიყვარულია რომ ის მცირე ტკივილი მათ არაფერს დააკლებს.ცუდის გარეშე არაფერია. ყველაფერი კარგად ვერ იქნება სულ,მაგრამ იმ ცუდის მერე ყოველთვის მოვა კარგი. ყოველთვის გამოიდარებს.
--------------------
ისევ ისე მიკანკალებს ფეხები და საერთოდ მთელი სხეული. დაწყნარდი გთხოვ რა... დამშვიდდი. ხელი გულზე დავიდე :-გულოოო დაწყნარდი თორემ ჩემი ხელით ამოგიგლეჯ და გადაგაგდებ. კარგი ახლა მე მივლ და დავრეკავ ზარს... : :მიდი სულელო დარეკე ზარი! არა რა მარტო მაინც არ უნდა წამოვსულიყავი. ნეტავ როგორ მიმიღებენ?! მე ხომ მთელი მათი ცხოვრება გადავქექე...შევისწავლე და გავითავისე. მე ხომ ისინი ისე მიყვარან როგორ ჩემი ოჯახის წევრები. რომ მისაყვედურონ? რომ მითხრან რა შენი საქმეაო? მაგრამ ამას გავაკეთებ!... მე ამას ვცდი. მე არ მინდა მოვკვდე ის რომ ვთქვა მე შანსი მქონდა და არ გამოვიყენეო.
ღრმად ჩავისუნთქე და კარზე ზარი დავრეკე. სულ რამოდენიმე წუთში კარი იღება და ჩემ წინ ულამაზესი წითური გოგონაა ასვეტილი ასე 15-16 წლის. ეს ტანი, ეს თვალები, ეს თმა.ცხვირი. ღმერთო როგორ გავს მართლაც დედას.
-გამარჯობა...-გაისმა გოგონას ხავერდოვანი ხმა და სულ გამაჟრიალა ტანში.
-გამარჯობა. იცით მე... მე.-ო ღმერთო , რატომ ვარ ასე ზედმეტად ემოციური.-მე ეკატერინესთან მინდა საუბარი. თუ შეიძლება რა თქმა უნდა-დავიმორცხვე მე.
-რასაკვირველია, -გამიღიმა გოგონამ,რომელიც უთუოდ მარიტა უნდა ყოფილიყო.
სახლში შემიძღვა და მისაღებში დავიანზე მოვკალათდი მის ნებართვით.
ხელები მუხლებზე დავიკრიფე. გული ამოვარდნას მქონდა. აქეთ-იქეთ ვაცეცებდი თვალებს.
-გამარჯობა-უკნიდან მომესმა ბიჭის დამჯდარი ხმა . თავი მივაბრუნე და იმ მწვანე თვალებს წავაწყდი,სულ რომ ვნატრულობდი მათ ნახვას.ღმრეთო რა გასაოცარია!...
-გამარჯობა-მე. ეს ხომ გაბრიელია. ნუთუ მე მართლა აქ ვარ ღმერთო ჩემო...
-გაბო ამ გოგოს დედასთან უნდა საუბარი-უთხრა მარიტამ.
-აჰამ გასაგებია დაუძახე მერე მარიტა დედას-გაბრიელი და ჩემს გვერდით მოკალათდა.
მე ისევ ღრმად ვსუნთქავ, მარიტა გადაიკარგა. შემოსასვლელიდან ხმაური მესმის და ახლა მისაღებში კვლავ ნაცნობი სილუეტები ჩნდებიან- ეს სანდროა, ეს... ეს კი თინანო... იოანე და ნინია. რა ლამაზები არიან...
-გამარჯობა- მომესალმნდნენ ერთად და მეც ასევე მივესალმე.
-მოკლაათდით. ეს გოგონა დედათანაა მასთან საუბარი სურს.-გაბრიელი.
მე ისევ ვნერვიულო. ადვილი სათქმელია საუბარი სურს. ოჰ ძალიან მაინტერესებს ერთი რა უნდა ვესაუბრო.
-ახლავე მოვა-ოთახში სიცილით შემოდის მმარიტა და ისიც გვერდით მისკუპტდება.
ჯოხის კაკუნით მისაღებში მოხუცი ქალი შემოდის... ეს ლიაა... ღმერთო ჩემო ის მართაა ლიაა. გაბრიელი ეხმარება ბებიას ჩამოჯდომაში და ხმაურით კოცნის ლოყაზე.
-ბე სტუმარი გვყავს.-ლოყაზე კოცნის ნინია
-ვინაა?-გაიჟღერა ქალის სასიამოვნო ხმამ.
-მას დედასთან სურს საუბარი.-გაბრიელი.
ღმერთო ისე მექცევიან თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვიყოთ.
მე სუნთქვა მეკვრება. ფილტვები მეკეტება და თვალები მიშეშდება,როდესაც კარში მდგომ ქალსა და მამაკაცს ვხედავ.რომელთაც სახეზე უდიდესი ბედნიერება აქვთ გამოსახული. ორივეს თვალები უაშკაშებთ. დათოს ცოლისთვის წელზე აქვს ხელი შემოხვეული და ისე შემოაბიჯეს მისაღებში.
შემრცხვა რომ მეც გოგო ვიყავი, ეკატერინე ისეთი მალამაზი იყო... ვერ ვიტყვი. მართა ვერაფერს ვიტყვი. გული გამიჩერდა მართლა გეუბნებით ესენი... აგელოზები არიან და მე მათში მოვხვდი სრულიად შემთხევით მე ანგელოზების ოჯახში მოვხვდი.
-გამარჯობა საყვარელო-გავიგონე ის ხმა,რომლის გაგონის ოცნებეში ღამეები არ მეძინა-ეკატერინე ჩემკენ წამოვიდა და გულში ძლიერად ჩამიკრა. მე? მე გეუბენით ახლიდან დავიბადე.
-გამარჯობა-დაბნეულდ ჩავილაპარაკე.
-ვფიქრობ სათქმელი ბევრი გაქვს ამიტომ გისმენ ჩემო ძვირფასო-ლოყაზე მაკოცა ეკომ.
მეც ოთახ თვალი მოვავლე და ღრმად ჩავისუნთქე:
-მე... მე ელენე ბიჭიაშვილი ვარ........................................-და მე მოვუყევი მათ ყველაფეერი რაც ჩემ გულში იყო.
მე? მე ვარ გოგონა რომელიც შეესწრო ანგელოზების ოჯახს და მეტიც. იმ დღის შემდეგ მე კკიდევ ერთი ოჯახი შევიძინე. ისინი ისეთი სუფთები და თბილები არიან. მე... მე ბედნეირი ვარ მართლა!... და ვიცი რომ გამიმართლა!... მე ვცხოვრობ ანგელოზების ოჯახთან ერთად და ვიცი, ჩემი ანგელოზი ეკოა!....
და არის თუ არა ეს ისტორიის დასასრული?! არა!.... ნურას უკაცრავად!... ეს ისტორია არ დასრულებულად და არც არასდროს დასრულდება. მე რომ აღარ ვიქნები ამ ისტორიას მაინც მოვაყოლებ ჩემ შვილებსა და შილიშვილებს. შეიძლება იფიქროთ ეს ვერაა თვითონ გამოიგონა პერსონაჟები და ახლა ჯერა რაღაცეებისო,მაგრამ არა! მე მჯერა, მწამს,იმედი მაქვს რომ მართლა არსებობენ ასეთი ხალხი. ვცდები-ასეთი ანგელოზთა ოჯახები. ვიცი არსებობენ ,მაგრამ ცოტა და მე მინდა რომ ისინი არასდროს გაქრნენ. ჩემთის არსებობენ ეკოც,დათოც,სანდროს,თინანოც.ლიაც.,გაბოც,იოც,ნინიაც და მარიტაც. არსებობენ და ისინი ყველა იმ ადამიანი სახეები არიან ვინც უამრავი ტკივილი გამოიარა, ვინც წმინდაა და ვინც მაინც უბედნიერესია რომ მათ ისინი იპოვეს ვინც უნდა ეპოვნათ. და გახსოვდეთ რომ რაც არ უნდა მოხდეს ბედნიერება მაინც მოვა. მოვა განა იმ გაგებით რომ გულზე ხელები უნდა დავიკრიბოთ და ვთქვათ: იცი ბედნეირება ყველასთან მივა, დღეს თუ არა ჩემტანაც უეჭველი მოვა და აი ასე მეც ველოდები..." არა! ჩენ უნდა ვიბრძოლოთ ბედნიერებისათვის.
მე ვიბრძვი ბედნიერებისათვის!>.... იბრძოლოთ თქვენც და გახსოვდეთ ამ ომს ჩვენ მოვიგებთ!...



№1  offline წევრი nukiiiiii

ჩემი ელიი♥ და ჩემი საყვარელი ისტორიააა♥ ვგიჟდები ელუ იმ ყველაფერზე რასაც შენ ქმნი... ეს საიტი შენი დახმარებით შევისისხლხორცე და ბედნიერი ვარ.... ვნახე რომ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა წერს ასდ კარგად და შენ ერთერთი ღირსეული მაგალითი ხად მართლა ბედნიერი ვარ რომ გაგიცანი და ამდენი ემოცია მივიღე შენი დამსახურებით...შენ ყოველთვის გექნება საიტის ყველაზე ემოციური მწერლის ტიტული:*:)♥ მიყვარხარრ ელუსიიაააა ♥♥♥

 


№2  offline მოდერი ელი

nukiiiiii
ჩემი ელიი♥ და ჩემი საყვარელი ისტორიააა♥ ვგიჟდები ელუ იმ ყველაფერზე რასაც შენ ქმნი... ეს საიტი შენი დახმარებით შევისისხლხორცე და ბედნიერი ვარ.... ვნახე რომ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა წერს ასდ კარგად და შენ ერთერთი ღირსეული მაგალითი ხად მართლა ბედნიერი ვარ რომ გაგიცანი და ამდენი ემოცია მივიღე შენი დამსახურებით...შენ ყოველთვის გექნება საიტის ყველაზე ემოციური მწერლის ტიტული:*:)♥ მიყვარხარრ ელუსიიაააა ♥♥♥



ჩემი გოგო...ჩემი ტკბილი და თბილი გოგო. ძალიან დიდი მადლობა ამ სიტყვებისათვის. ძალიან მიყვარხარ <3

 


№3  offline წევრი giji gogo

ღმერთო,საოცრება ხარ.... არვიცი ჩემი ემოცია როგორ გამოვხატო.. ცრემლი და ბედნიერება ისადგურებს ჩემში.. ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი ამ ისტორიაში და გეტყვი რომ უბრალოდ გენია ხარ:-* :-* ყოველი ტკივილის შემდეგ მოვა ბედნიერება, ყოველი ღამის შემდეგ თენდება დილა.. მთავარია გვწამდეს.. შემიყვარდა ეს ისტორია.. უბრალოდ იმდენად ჩაწვდა სულს რომ მეტი შეუძლებელია :-* :-* საოცრებაა

 


№4  offline მოდერი ელი

giji gogo
ღმერთო,საოცრება ხარ.... არვიცი ჩემი ემოცია როგორ გამოვხატო.. ცრემლი და ბედნიერება ისადგურებს ჩემში.. ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი ამ ისტორიაში და გეტყვი რომ უბრალოდ გენია ხარ:-* :-* ყოველი ტკივილის შემდეგ მოვა ბედნიერება, ყოველი ღამის შემდეგ თენდება დილა.. მთავარია გვწამდეს.. შემიყვარდა ეს ისტორია.. უბრალოდ იმდენად ჩაწვდა სულს რომ მეტი შეუძლებელია :-* :-* საოცრებაა

ძალიან დიდი მადლობა <3

 


№5  offline წევრი nine

ადრეც გედო ხომ? მახოვს ბევრი მაქვს ნატირი ამ გოგოზე... request
--------------------
მე ვბერავ ლამაზ ბუშტებს, ოცნების ლამაზ ბუშტებს, ისინი ფრენენ მაღლა,წვდებიან მაღალ ღრუბლებს, ჩემი ოცნებაც ცაში მიყვება ლამაზ ბუშტებს, მიწაზე არ აქვს სახლი ჩემს ოცნებებს და ბუშტებს

 


№6  offline მოდერი ელი

nine
ადრეც გედო ხომ? მახოვს ბევრი მაქვს ნატირი ამ გოგოზე... request

კი, ადრე თავებად მედო.

 


№7  offline წევრი Likako

Sitkvebi ar mkofnis am istoriis cakitxvit madlobas gixdit aseti sikvarulit rom gadmoecit es kvelaferi,carmatebebs gisurvevt eli

 


№8 სტუმარი Mari

Vaimeee uamgresiiiaa sityvebi zedmetiaaa ❤kochag Shen magari xar ❤))

 


№9 სტუმარი Iaiako

Saswauli siamovneba mivige da madloba shen amisatvis

 


№10  offline წევრი Elenikoo

მართლა ბევრი ისტორია წამიკითხავს ამ საიტზე,ბევრი მომწონებია მაგრამ ეს რა იყო?!გადამრია,ამატირა,აღმაფრთოვანა,უდიდესი სითბო და სიყვარული შევიგრძენი.შეიძლება მართლა არ არსებობენ ეს ადამიანები,მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს.მადლობა შენ ესეთი კარგი ისტორიისთვის.

 


№11  offline მოდერი ელი

Elenikoo
მართლა ბევრი ისტორია წამიკითხავს ამ საიტზე,ბევრი მომწონებია მაგრამ ეს რა იყო?!გადამრია,ამატირა,აღმაფრთოვანა,უდიდესი სითბო და სიყვარული შევიგრძენი.შეიძლება მართლა არ არსებობენ ეს ადამიანები,მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს.მადლობა შენ ესეთი კარგი ისტორიისთვის.



რომ იცოდეთ თქვენი სიტყვები რამდენს ნიშნავს ჩემთვის... <3 დიდი მადლობა

 


№12 სტუმარი Tiano

ubralod arvici raunda vtqva.. mteli dghea vkitxulob da dasruleba armindoa saocreba iyo

 


№13  offline წევრი შამხათი

უბრალოდ დავმუნჯდი....ძალიან მაგარი იყო...

 


№14 სტუმარი krinkrin

ზედმეტად ბევრი ეპითეტი იყო, იმდენად ბევრი, რომ აგრესია გამიჩნდა პერსონაჟების მიმართ. ცოტათი გვაცალეთ ჩვენი წარმოსახვაც ავამუშავოთ

 


№15 სტუმარი nino

უძალიან მაგრესიი იყოო სიტყვები არ მყოფნისსს

 


№16  offline წევრი Medelain

ეს უბრალოდ საოცრება იყო <3

 


№17  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ბრავო სიტყვები არ მყოფნის იმდენად მაგარია love love

 


№18 სტუმარი Amanda

Ubralod sityvebi zedmetia.

Ubralod sutyvebi zedmetia. Bravo!!

 


№19  offline წევრი bastia

ის გოგონა ვინ იყო ბოლოს რომ გამოცჰნდა ვერ გავიგე

 


№20  offline მოდერი ელი

bastia
ის გოგონა ვინ იყო ბოლოს რომ გამოცჰნდა ვერ გავიგე

მე smile smile

 


№21 სტუმარი ქეთევან მიხელიძე

ძალიან მომეწონა,ემოციური იყო მაგრად,სიტყვებით ვერ გადმოვცემ
❤❤❤❤❤❤❤❤❤

 


№22  offline წევრი მალუ

რამდენი ვიტირე ....
მაგარი გოგო ხარ შენ ძალლიან ????

 


№23  offline წევრი Crazy dreamer

ისეთი კარგი ისტორიაა არ ვიცი რა ვთქვა. შემთხვევით აღმოვაჩინე ისტორია და მართლა ძალიან ბედნიერი ვარ არ ვიცი როგორ ავღწერო ის რაც მე კითხვის დროს განვიცადე, მაგრამ ნამდვილად საოცრება იყო. ძალიან ბედნიერი ვარ ასეთი ისტორია და ასეთი ავტორი, რომ აღმოვაჩინე...
არაჩვეულებრივად დაგვანახე ის გაჭირვება და ტკივილი რასაც ობოლი ბავშვები (დედით/მამით) განიცდიან. 15 წლის ვარ და თითქოს ეკაკოსთან რაღაც საერთო ვიპოვე თავადაც ვერ ვხსნი ამას უბრალოდ ძალიან მომეწონა ისტორია heart_eyes

 


№24  offline წევრი sofia000

მოვალეობის მოხდის მიზნით დაწერილს გავს! არა და თავიდან დავინტერესდი(((

 


№25  offline წევრი Lu Miki

ჩემი პატარას გადამკიდე ორი ღამეა ვკითხულობ. და ცრემლებს ვერ ვიკავებდი. მამასთან დიალოგებმა გული ამომგლიჯეს და დამიფლითეს რასაც ქვია. მეც გარდაცვლილი მყავს მამა და ვოცნებობ რომ სიზმარში მაინც ვნახო სულ ცოტა ხნით. ამ ისტორიამ კი სული ამომგლიჯა. საოცარი მამა იყო ზურა. ანგელოზი იყო და ანგელოზად გარდაიქმნა. მეც ჯიუტად მჯერა რომ ეკოს დათოს სანდროს თინანოს ზურას და ლიასავით ანგელოზი და კეთილი ხალხი მართლა არსებობს.

ისტორიაში დამაკლდა ცოტა სანდროს და დათოს დედის და მამის სცენები.
ლიას წასვლის მიზეზი. ხო კიდევ ცოტა პატარა შეცდომები იყო ეკოსთან პირველ შეხვედრის დროს ლია ნინოთი მოიხსენიე და შემდეგ ლიაო. ნუ როცა ამხელა ისტორიას წერ მესმია რომ შეცდომები შეიძლება მოგივიდეს. კიდევ სანდროს პირველ აღწერაში წერია რომ შავი კუპრივით თვალები აქვს და მერე გეწერა მწვანე თვალები. :დ ცუდი ჩვევა მაქ რაღაცის კითხვის დროს ვერ ვუვლი მსგავს რაღაცეებს გვერდს მთელი ისტორია თავდაყირა მიდგება ხოლმე მაპატიე. შემდეგ ანუ ეკოს ხო ერთი თვალი ცისფერი აქვს მეორე კი მწვანე ეკოს მამას მწვანე აქვს დედას ცისფერი. ხოდა ანუ ოპერაციის შემდეგ წესით ორივე თვალი ცისფერი უნდა იყოს. რა საშინელი ჩვევააა მაპატიე ხო კიდევ რადიოლოგი იღებს ექოსკოპიას. < კარგი გოგო ხარ რომ ამხელა სიყვარული ბედნიერება და ტკივილი მოიტანე ჩვენამდე წარმატებები <3
--------------------
θεόνα

 


№26 სტუმარი სტუმარი ნინა

გადაჭარბებული და დაუხვეწავი ისტორიაა, მაპატიე თუ სხვებივით ვერ აღვფრთოვანდი, ჯერ საერთოდ უბადრუკად დაახასიათე ეკოს სახლი, მერე უცებ დივანი აბაზანა და აივანი გააჩინე, ბოლომდე არ ჩავსულვარ რადგან იმდენად ბევრი იყო გაუმართაობა ნებისყოფა არ მეყო, მაგრამ ნახევარზე მეტი წავიკითხე, აი დედის პატიებაზე რომ მიდგა საქმე ვეღარ გავაგრძელე ეს მარაზმი, მე არ მესმის იმ დედების გაზრდილ შვილებს რომ გაიხსენებენ ხოლმე და მერე მოუნდებათ დედობა, რომ მომკვდარიყო ეკო შიმშილით ან თავი მოეკლა სასოწარკვეთისგან რა უნდა ექნა? მე წავიკითხე თქვენი ბოლო ისტორია და იმდენად კარგია რომ ამ ისტორიაზე არ შეიძლება შედარება, ამიტომ მიხარია რომ უკეთესადაც შეგძლებიათ, მრჩება შთაბეჭდილება რომ ბავშობის ასაკის შედევრია, არ გამინაწყენდეთ მაქებარი ისედაც არ გაკლიათ აქ, ვამბობ რასაც ვფიქრობ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent