შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა ავირჩიო სიყვარული თუ შურისძიება?(2)


7-11-2015, 22:27
ავტორი ♡EPICLOVE♡
ნანახია 3 234

******
ძალიან კი ეზარებოდა ლილეს ახლა საჭმლის კეთება,მაგრამ რა ექნა ძმას ხათრს ვერ გაუტეხავდა ალბათ იფიქრებთ საიდან იცის ლილემ საჭმლის კეთება,როცა სახლში ათასი მზარეული ყავსო,მაგრამ ლილე სხვანაირი იყო უყვარდა ოჯახის საქმეები საჭმლის კეთებაც უნდოდა ესწავლა და ისწავლა კიდეც,ზოგი მოსამსახურეებმა ასწავლეს,ზოგი დედამ და ზოგიც ინტერნეტიდან ისწავლა.
ლილემ ელენეს დაურეკა და დახმარება თხოვა,ბევრი წუწუნის შემდეგ ძლივს დაითანხმა და უთხრა ნახევარ საათში ჩემთან იყავიო თვითონ კი საჭმლის კეთებას შეუდგა მალევე გაისმა ზარი და ოთახში ელენე შემოვიდა და პირდაპირ სამზარეულოსაკენ გაემართა.
საჭმლის კეთებაში ისე მოსაღამოვდა ვერც კი გაიგეს,მხოლოდ ზარის ხმამ გამოაფხიზლა ისინი ლილემ წინსაფარი მოიხსნა და კარი გააღო კარში კი გიგა,ლუკა და ალექსანდრე იდგნენ ცოტნესთან ერთად
-ვაა ლილე როგორ ხარ გოგო?-დაიწყო ლუკამ მხიარულად ის ყოვთვის გამოირჩეოდა ცანცარით და იუმორის გრძნობით დანარჩენები კი უფრო სერიოზულები იყვნენ მაგრამ განსხვავებული ხასიათის მიუხედავად,ერთმანეთი მაინც ძალიან უყვარდათ.
-ვაა ბიჭებოო რამდენი ხანია არ მინახიხართ,მომენატრეთ თქვე დამპლებო-უთხრა და მაგრად მოეხვია ყველას-კაით ეხლა მეცსაჭმლის კეღება უნდა დავამთავრო თორემ ელე გადაბუგავს ყველაფერს-გაიცინა და ისევ სამზარეულოსაკენ გავიდა მალევე გაისმა ზარი
-აუ ცოტნე,გააღე რა კარი მე საჭმელს ვაკეთებ-უთხრა და განაგრძო თავისი საქმე. თხუთმეტ წუთში ყველაფერი მზად ქონდათ.
-აუ ლილე მიდი თეფშები გაიტანე რა მე კიდე ყველს და რაღაცეებს დავჭრი-უთხრა ელემ ლილეს ლილეც დაემორჩილა და თეფშებით ხელში გავიდა ბიჭებთან.როგორც კი კარი შეაღო მაშინვე ყველამ მას გამოხედა ლილემ კი ვითომც არაფერიო ისე მივიდა და დაალაგა თეფშები შემდეგ ერეკლესთან მივიდა, გადაკოცნა და ისევ შიგნით შევიდა.
რამოუვიდა ერეკლეს?გაშეშდა არ ელოდა მის აქ ნახვას რა უნდოდა ლილეს აქ?ან ის რატომ ემსახურებოდა მათ?ამას ვერ ხვდებოდა წამით ისიც კი იფიქრა მოსამსახურე ხომ არ არისო მაგრამ გაახსენდა მამამისი შესახებ და შეუძლებელი იყო ის მოსამსახურე ყოფილიყო ამიტომ აქედან ერთერთის ან და უნდა ყოფილიყო ან შეყვარებული იმის გაფიქრებამ რომ ლილე მისი ძმაკაცებიდან ერთ-ერთის შეყვარებული იყო ძალიან შეაწუხა.
-აუ დაიკოო მალე იქნება საჭმელი?-გასძახა ცოტნემ ლილეს და ამან საერთოდ გააგიჟა ეკე მას ხომ შურისძიება ძმაკაცის დაზე ქონდა გადწყვეტილი თან იმასაც ვერ იფიქრებდა რომ ცოტნე და ლილე და-ძმა იყვნენ რათქმაუნდა გარეგნულად ძალიან გავდნენ ერთმანეთს მაგრამ ცოტნე მისი ძმაკაცი იყო ხოლო ლილე მისი მამისმკვლელის შვილი.
-მომაქვს ცოტნიკოო-დაიძახა სიცილით ლილემ და კარი შემოაღო საჭმლით დატვირთულმა
-გოგო რამდენჯერ გითხარი რო ცოტნიკოს ნუ მეძახითქო რა გინდა სუ ჩემ ნერვების მოშლაზე ხარ?-უთხრა გაბუტულმა ცოტნემ ლილემ საჭმელი მაგიდაზე დაალაგა და ცოტნეს მაგრად აკოცა ლოყაზე
-კაი ეხლა ცოტნიკო ხო იცი რო მიყვარხარ მაგიტო გეძახი ეგრე-უთხრა და ახლა ძმამ შემოხვია ხელები
-კაი მაშინ ლილიკო დაუძახე ელენისკოსაც და მოდით დაჯექით-უთხრა სიცილით და ხელები უშვა და ძმაკაცებს მიუბრუნდა ლილე კი გავიდა და ელენესაც დაუძახა.
მალევე მოუსხდნენ სუფრას და წავიდა ჭამა-სმა ყველა კარგად ერთობოდა მხოლოდ ერეკლე იყო დაძაბული და ძალიან გაკვირვებული იმით რომ ლილე ცოტნეს და იყო,ეს კი უფრო ართულებდა ყველაფერს.
ერეკლე მალევე ადგა მაგიდიდან და დაიწყო
-დიდი მადლობა მაგრამ უნდა წავიდე უკვე,ძალიან კარგად გავერთე-თქვა და გადახედა იქვე მჯდომებს
-აუ კაი რა ძმა იყავი ცოტახანს კიდე ჯერ თორმეტი არაა-უთხრა ცოტნემ ეკეს კი მისი ნათქვამი "ძმა"-ს გაგონებაზე უფრო მოაწვა სევდა ვერ იტანდა იმას რომ ასეთ რაღაცას უკეთებდა თავის ძმაკაცს და ახლა უფრო მოუნდა წასვლა
-არა ძმა დავიღალე ძაან და ვერ დავრჩები თან ახალი ჩამოსული ვარ და მიჭირს მიჩვევა კიდე აი გამოვიძინებ კარგად დავისვენებ. და მერე თუ გინდა მთელი ღამე გავათენოთ-ცოტნე მიხვდა რომ ეკე მართალი იყო და გასაცილებლად წამოდგა
-იჯექი ცოტნიკო გავაცილებ მე-უთხრა ლილემ და წამოდგა ცოტნეც დაემორჩილა ძმაკაცს გადაეხვია და ადგილს დაუბრუნდა ლილემ კი კარებამდე მიაცილა
-რატომ არ ვიცოდი ცოტნეს და თუ იყავი?ცოტნეს ადრეული ასაკიდან ვიცნობ და შენ არ მახსოვხარ-უყხრა მოულოდნწლად ეკემ
-მე არ მიყვარდა გარეთ ყოფნა და ესეთი გართობები ამიტომაც ძალიან ცოტა მიცნობს ალბათ შენც მაგიტო არ გახსოვარ-უთხრა ღიმილით ლილემ
-ხო,ალბათ-თქვა და სახლიდან გავიდა ლილე კი თავის ადგილს დაუბრუნდა.
ეკე როგორც კი სახლიდან გავიდა მაშინვე ტელეფონი ამოიღო და ლაზარეს და გიორგის დაურეკა და შეხვედრა სთხოვა თავისთან ისეთი ხმა ქონდა,რომ მივიდა ბიჭები უკვე სადარბაზოსთან დახვდნენ ეხმოდ გაწია ეკემ ლიფტისაკენ და ბიჭებიც უკან გაყვნენ.
ოთახში როგორც კი შევიდნენ ლაზარემ დაიწყო
-თქვი ეხლა რა ხდება რომ გამოგვაქცუნე ესე-ეკემ უბრალოდ ამოიხვნეშა და ძმაკაცებს გადახედა
-რა იყო შ.ჩ... მოკვდა ვინმე თუ რა სახე გაქვს?-კითხა ეგრევე გიორგიმ
-აბა თუ მიხვდებით ვისი და არის ლილე?-თქვა და თავი აწია.ბიჭებს არასდროს სიამოვნებდათ ამ თემაზე საუბარი ბევრჯერ უჩხუბიათ კიდეც რა გინდა გაანებე თავიო მაგრამ ვერაფერს ხდებოდნენ.
-ახლა კიდევ იმ საცოდავ გოგოზე უნდა ილაპარაკო?-კითხა დანანებით ლაზარემ
-ეგ საცოდავი გოგო ცოტნეს და ყოფილა-თქვა და ისევ ჩაწია თავი და ბიჭების სახეებს თვალი აარიდა-არ ვიცოდი ლილეს ძმაც თუ ყავდა თან ტყუპები არიან მგონი და როგორ ვერ გავარკვიე არ მესმის ახლა კიდევ რა გამოდის ძმაკაცის დაზე ვაპირებ შურისძიებას?-თქვა დანანებით და გაცეცხლებულ ბიჭებს ახედა
-რა შურისძიებას ბიჭო შენ შ... გაქ ცოტნეს და ყოფილა და რა შურისძიებაზე მელაპარაკები სუ გააფრინე ხო-გაცეცხლებულმა თქვა გიგამ
-ხო მაგრამ არ შემიძლია შური უნდა ვიძიო ისე ვერ მოვისვენებ ცოტნე კიდევ ჩემი ძმაკაცია და ვერაფერს ვუზამ-უთხრა ეკემ სრულიად სისულელე.ხვდებოდა განა თვითონ ვერ ხვდებოდა რომ სისულელეს ჩადიოდა უბრალოდ ისე ქონდა გამჯდარი რომ ლილეზე შური უნდა ეძია ვერაფერს ფიქრობდა წესიერად
-მეეე ბიჭო ლილე შენი ძმაკაცის და არაა?შენ გგონია ეგრე ცოტნეს არ ავნებ?იმაზე მეტად ცოტნეს ეტკინება დის გაუბედურება და ძმაკაცის დაკარგვა კარგად დაფიქრდი რას აკეთებ ლილე რა შუაშია მამამოსის ცოდვების გამო უნდა აზღვევინო?მე ეგეთს არ გიცნობდი ჩემი ძმაკაცი სულ სხვვანაირი იყო განა ეს არის ძმაკაცობა?ეს არის ძმაკაცობა რასაც ახლა შენ აკეთებ?იცოდე თუ ამას გააკეთებ მე სამუდამოდ დამკარგავ,იმიტომ რომ მე არ მინდა ისეთი ძმაკაცი ვინც ჩემს ახლობლებს ავნებს-თქვა და გაცეცხლებული გავრდა ბინიდან მას კი არანაკლებ გაბრაზებული გიორგი მიყვა.

ვიცი რომ დავაგვიანე მაგრამ დაწერისათვის დრო არ მქონდა ძალიან ვეცადე და დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ
პ.ს.შევეცადე შეცდომები გამეთვალისწინებინა



№1  offline წევრი Crystal

კარგია ძალიან ^^ მაგრამ ცოტა თავები გაზარდერა :დდ <3

 


№2  offline წევრი ♡EPICLOVE♡

Crystal
კარგია ძალიან ^^ მაგრამ ცოტა თავები გაზარდერა :დდ <3

მადლობა შევეცდები♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№3  offline წევრი zak

მომწონს ეს ისტორია.აუცილებლად გააგრძელე,აღარც სასვენ ნიშნებთან დაკავშირებით მაქვს რაიმე შენიშვნა.თან საინტერესოდ და საკმაოდ გამართულად წერ.მოუთმენლად დაველოდები მომდევნო თავს love love

 


№4  offline წევრი ♡EPICLOVE♡

zak
მომწონს ეს ისტორია.აუცილებლად გააგრძელე,აღარც სასვენ ნიშნებთან დაკავშირებით მაქვს რაიმე შენიშვნა.თან საინტერესოდ და საკმაოდ გამართულად წერ.მოუთმენლად დაველოდები მომდევნო თავს love love

მადლობა დიდი ამ ბოლო დროს ვეღარ მოვიცალე და ძაან დამაგვიანდა შევეცდები დღეს დავწერო და დავდო♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№5  offline წევრი Diosa Dela Tristeza

Auuuuuuu rogor ar momewonaa me axla ereklee sashinelii bichiii chems mzes ar sheexos tore davaxrchob magra cuds bazrobs too :-D rasnishnavs dzmakacs ar sheexeba da dzmakacis das saertodac shuriadzieba yvelaze sashineli ramaa vfikrob erekles grdznobebi gaugvivda liles mimart da amas ver patiobs tavs is xom mamamisis mkvlelis shviliaa magram vfikrob sanam sisuleles chaidens unda awon dawonos da yvelaferi civi gonebit sheafasos lazare ki dzalian momewona sayvareliii ♥

 


№6  offline წევრი ♡EPICLOVE♡

gvanciko_gvancunia
Auuuuuuu rogor ar momewonaa me axla ereklee sashinelii bichiii chems mzes ar sheexos tore davaxrchob magra cuds bazrobs too :-D rasnishnavs dzmakacs ar sheexeba da dzmakacis das saertodac shuriadzieba yvelaze sashineli ramaa vfikrob erekles grdznobebi gaugvivda liles mimart da amas ver patiobs tavs is xom mamamisis mkvlelis shviliaa magram vfikrob sanam sisuleles chaidens unda awon dawonos da yvelaferi civi gonebit sheafasos lazare ki dzalian momewona sayvareliii ♥

madloba didi vnaxavt rogor ganvitardeba movlenebii imedia mogewonebaa lazare mec dzaan momwoons♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent