შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი პრინცესა დაგარქვი (თავი 1)


7-11-2015, 22:50
ავტორი ROLIKA
ნანახია 4 444

* * *

-შეხედე, ნი დროზე ნახე-მკლავზე ექაჩებოდა მარიამი დაქალს
-ჰო, დავინახე-სიცილით უპასუხა ნინიმ
-ნახე, აქეთ მოდის, ჩქარა დავიმალოთ-დაავლო დაქალს ხელი და კედელს ამოეფარა
-როდემდე აპირებ ასე?
-ასე როგორ?-გაიკვირვა მარიამმა
-რამდენი ხანია უკვე გიყვარს?
-5 წელი
-მერე?
-რა მერე? ის ჩემნაირ გოგოს არ შემოხედავს, მხოლოდ მამიკოს განებივრებული გოგოები უნდა, ჩემნაირს მხოლოდ გამოიყენებს, დარწმუნებული ვარ არც იცის ჩემი არსებობა
-კარგი რა მარიამ ასე პესიმისტურად ნუ მსჯელობ, წამოდი!-ჩაავლო ხელი და კაფისკენ წაიყვანა
-აუ, ნინ..-მობეზრებულად გაჰყვა უკან-აქ არ მინდა დაჯდომა
-რატომ?
-ხედავ რა სახით მიყურებს?
-ვინ?
-შენი აზრით?
-აუ ეგ თუ არ დაწყნარდება დავაცლი ღერა-ღერა თმებს, პროსტა ჰო ჩვენი კლასელია ნინაკა, მაგრამ თუ ამშალა ნერვებზე ვაიჰ..-მარიამს ყურადღება არ მიუქცევია ნინის მუქარებისთვის, ქუდი თავზე ჩამოიფხატა, რვეულები აიფარა სახეზე და ცარიელი მაგიდისკენ დაიძრა..უეცრად ძლიერი შეჯახება იგრძნო, მთელი ზურგი აეწვა, იატაკზე საყვარლად გაწოლილიყო, მთელს ტანზე კი წვენის ყვითელი ლაქები აჩნდა, არ შეუხედავს ვის დაეტაკა, სწრაფად წამოდგა და სირბილით დატოვა კაფე..
-მარიამ, მოიცადე!-ნინი უკან მისდევდა, სწრაფად შევარდა საპირფარეშოში და კარები გადაკეტა
-გააღე მარიამ-გოგონა ხმას არ სცემდა-მარიამ! უბრალოდ კარები გააღე მხოლოდ მე ვარ აქ-მშვიდად მიუგო დაქალმა..კარები ფრთხილად გაიღო, ნინი შევიდა, დაინახა აცრემლებული გოგონა და მაგრად ჩაეხუტა
-იცი ვის დაეტაკე? ლუკას
-რა? იცი ეს რას ნიშნავს?-მარიამი სწრაფად მოშორდა დაქალს-სკოლის გვერდზე უკვე ყველაფერი გამოქვეყნებული იქნება..დავიღუპე-ცრემლები სდიოდა თვალებზე
-შეწყვიტე ნუ ტირი, გთხოვ
-ნინი რა მეშველება? ლუკა წელს აბარებს გამოცდებს, მე კი მას ვეღარ ვნახავ, მე მე-10 კლასსში ვარ და კიდევ 2 წელი..ისედაც შანსი არ მქონდა, მანამდე ვხედავდი მაინც, აწი ვეღარც ვნახავ
-ნუ ტირი ჩემო ტკბილო, მოდი აქ-მაგრად ჩაეხუტა ნინი მარიამს
-შენ ჰო ცნობილი ხარ? ყველა გიცნობს სკოლაში, ჩემთან რატო მეგობრობ?
-ახლა ჩუმად თორე გაგლახავ! იმიტომ, რომ მიყვარხარ და ჩემი ბავშვობის მეგობარი ხარ ჩურჩუტო-გაუღიმა და გოგონას ცრემლები მოსწმინდა..

* * *

-დედა გთხოვ არ მინდა-წუწუნებდა მარიამ
-პირველი შთაბეჭდილება აუცილებელია-გაუღიმა დედამ და კაბის ელვა შეუკრა
-მამა, რომ არ წამოვიდე?-გახედა საწყლად ნიკას
-ოჯახით ვართ ვახშამზე დაპატიჟებული ჩემო პრინცესა
-მამა რატო ხარ ადვოკატი-ამოიფრუტუნა და ბალეტკები მოირგო


-გაიცანი ბატონო ვახტანგ ჩემი მეუღლე-ლიკა, ეს კი ჩემი ქალიშვილია მარიამი
-სასიამოვნოა-ხელი ჩამოგვართვა ყველას მამაკაცმა-ეს ჩემი ცოლი ეკატერინე, 2 ბიჭი მყავს, მაგრამ ერთი ძმაკაცებთან ერთადაა და მოგვიანებით შემოგვიერთდება, ეს -საბა და ჩემი ქალიშვილი-ლილე
-ერთმანეთს გავუღიმეთ..საბა 20 წლის აღმოჩნდა, ლილე კი ჩემი ტოლი, ძალიან გამიხარდა, თურმე ჩემს სკოლაში აპირებდა გადმოსვლას, რადგან მისი ძმა ჩვენთან სწავლობდა, ლილეს კარგად გავუგე, ძალიან კარგი გოგო არის, ერთად ვიჯექით, მერე თავის ოთახში ამიყვანა და ყველაფერი მაჩვენა
-ეს დიპლომი მათემატიკის ოლიმპიადაზე ავიღე, ეს სიმღერისაა, ეს მედალი კი ცეკვის
-შენი მეორე ძმა რატომ არ არის აქ?
-ის სულ მის ძმაკაცებთან ერთადაა, სახლში როდის მოდის და მიდის არ ვიცი, მეც ვერ ვნახულობ წესიერად, სასაცილოა არა?-გააქნია სიცილით თავი
-კი, ნამდვილად-გავუღიმე

იქედან გვიან წამოვედით, მე და ლილე დავახლოვდით, როგორც გავიგე 1 კვირაში უკვე ჩმეს სკოლაში იქნებოდა, ვახტანგი მოსამართლე არის და ბევრს იცნობს, ამიტომ ლილეს არ გაუჭირდება ჩემს კლასში მოხვედრა, აუცილებლად გავაცნობ ნინის..

* * *
-სწრაფად აბრძანდი ფეხზე დედოფალო-მიუკაკუნა კარებზე ლიკამ შვილს
-ჰო-გაგუდული ხმით უპასუხა მარიამმა და თავი ბალიშში უფრო ჩარგო
-მე ისევ აქ ვარ!-დატუქსა შვილი ლიკამ
-ოჰ, კარგი ვდგები-სწრაფად წამოდგა და აბაზანაში შევარდა..15 წუთში უკვე მზად იყო, ყავა სწრაფად დალია და ნინის სახლისკენ აიღო გეზი


-მადლობა ღმერთს რომ მალე ჩამოდი ნინი-უპასუხა 20 წუთი გარეთ მდგარმა მარიამმა
-რა ვქნა ვერ ავარჩიე რა ჩამეცვა და ბოლოს კაბა ჩავიცვი
-შენ დამღუპავ მე-ხელები აღაპყრო ჰაერში და ავტობუსის გაჩერებას მიაშურა


-ისევ დაიგვიანეთ!!-დაუყვირა გოგონებს დამრიგებელმა
-ბოდიშით მას-ამოიკრუსუნა მარიამმა
-არანაირი ბოდიში, ახლავე დაწერთ ახსნა-განმარტებას და წახვალთ დირექტორთან
-რა საჭიროა?-ხელები გადააჯვარედინა ნინიმ
-იმიტომ, ამოვიდა ყელში თქვენი ზედიზედ დაგვიანებები
-კაი არ გადაირიო-გაიცინა ნინიმ
-რანაირად მელაპარაკები გოგო!-დაუყვირა დამრიგებელმა ნინის
-ნინი გაჩუმდი-ხელი ჰკრა მარიამმა
-ახლავე დირექტორთან ორივე!

-კაი რა-გახედა ნინიმ მარიამს
-გაჩუმდი, შენ მომკალი რა-ამოიბუზღუნა მარიამმა
-ვსო! აწი გპირდები არ დავაგვიანებ
-რაღას დააგვიანებ დირექტორის კაბინეტთან ვიცდით
-ნინი, შემობრძანდი!-მიუგო ნინის ბუღალტერმა და დირექტორის ოთახის კარები ფართოდ გააღო

-მიბრძანდი დროზე!-ოთახში ,,შემოათრიეს" ლუკა
-აუ კაით რა-ამრეზით მიუგო სასწავლო ნაწილს ბიჭმა
-მერამდენედ უკვე?
-აბა გამიშვით მაშინ გარეთ და აღარ გავიპარები
-სკოლაში რისთვის დადიხარ?
-რავი შენ?-გაეკრიჭა ლუკა სასწავლო ნაწილს, ქალმა ყურადღება არ მიაქცია ლუკას უზრდელობას და დირექტორთან შევიდა

მარიამი სახეზე წამოწითლდა, პირველად იყო ასე ახლოს ლუკასთან, თვალები ძირს ჰქონდა დახრილი და ხელებს ნერვიულად ათამაშებდა, ლუკა გაკვირვებული აკვირდებოდა გოგონას ქცევებს და ბოლოს უთხრა
-გამარჯობა-მარიამს არ გაუგონია
-ჰეი!-ისევ გაუმეორა, სწრაფად მოვიდა გონს
-დიახ-ახედა გოგონამ
-ჩვენი სკოლელი ხარ? არასდროს დამინახიხარ. რატო ხარ აქ?
-კი, ამ სკოლაში ვსწავლობ, დავაგვიანე
-რა სისულელეა, მეთქი რამე ჩაიდინათქო
-მე ლუკა მქვია-გამომიწოდა ხელი, ჩემი უნდა ჩამომერთვა სასწავლო ნაწილი რომ გამოვიდა და ლუკა შეიყვანა დირექტორთან, ნინი გამოვიდა და საბოლოოდ გვაპატიეს, ნინიმ აუხსნა სიტუაცია და მე აღარ შევუყვანივარ შიგნით ბუღალტერს

-წამო წავიდეთ სკოლიდან
-გადაირიე? ახლა წამოვალ შენი აზრით? კინაღამ ოქმები დაგვიწერეს, ვაბშე იცი რა მოხდა? ლუკას ველაპარაკე, მაგრამ ჩემი სახელი არ მითქვამს, ახლა საერთოდ უნდა დავემალო, არ ვაპირებ კიდევ დაველაპარაკო, კინაღამ ცუდად გავხდი
-დაიკო! ახლა მისმინე-გაეკრიჭა ნინი-პირიქით ახლა უნდა დაენახო, ახლავე წავალთ საშოპინგოდ, ახალი სტილი გესაჭიროება, უნდა დაგხვეწო, ახლა შენი სახელის გარკვევას დაიწყებს, შენით დაინტერესდება, უბრალოდ უნდა მოხიბლო, სკოლის დედაც წამოდი ახლავე-ჩაავლო ნინიმ ხელი გოგონას და მიარბენიებდა
-გადაირიე? არაფერსაც არ ვაპირებ! მას თუ დავაინტერესებ ისედაც გაიგებს ჩემს სახელს, იმიჯის შეცვლას არ ვაპირებ რომ მოვეწონო ამის გამო, თუ დავაინტერესე ასეთიც მოვეწონები, მაგრამ ის გათამამებულია და სხვანაირი გოგოები მოსწონს, არ ვაპირებ ლუკას გამო რამე შევიცვალო-მკაცრად თქვა და კლასისკენ დაიძრა..

1 კვირის შემდეგ

-მარიამ!-მოესმა ლილეს ხმა, კლასის კარებისკენ გაიხედა და როცა გოგონა დაინახა გიჟივით გაექანა და მაგრად მოეხვია
-ლილე-ჩაიკრა გულში-გაიცანი ეს ნინია, ნინი-ლილე-წარუდგინა გოგოები ერთმანეთს
-სასიამოვნოა-გაუცინა ლილემ ნინის და ხელი ჩამოართვა
გოგოებმა ერთმანეთს კარგად გაუგეს
-დღეს ჩემთან წამოდით-შესთავაზა ანამ ახლადშეძენილ დაქალებს
-რას იზავ ნინ?-გახედა მარიამმა გოგოს
-წავიდეთ
-ძალიან კარგი-ტაში შემოჰკრა ანამ და მაგიდას მიუჯდა

* * *
-ოჰ, ეს რა გოგო გვსტუმრებია-გაუცინა საბამ მარიამს
-საბა როგორ ხარ?-გადაეხვია მარიამი ბიჭს
-მაგრად შენ?
-მეც მაგრად, გაიცანი ნინი
-სასიამოვნოა-ერთად თქვეს ორივემ
-საბუ სადაა ლუკა?
-სად იქნება ახლა
-ბექასთან?
-როგორც ყოველთვის
-ჰო კაიც, წამოდით წავიდეთ ჩემს ოთახში.

გოგოებმა იმეცადინეს, ბევრი იჭორავეს, თუმცა მარიამს ლილესთვის არ უთქვამს მისი სიყვარულის შესახებ, არც გახსენებია ეთქვა, იმდენ რამეზე საუბრობდნენ გადაავიწყდა..
ყოველდღე დადიოდნენ გოგოები ერთმანეთთან, ლილე ისე აღფრთოვანებული იყო ახალი მეგობრებით, რომ სულ მათზე საუბრობდა. გოგოები ნინისთან იყვნენ ლილეს საბამ რომ დაურეკა და სახლში წამოსვლა ,,უბრძანა!" გადაირია ჩემს გოგოებს მაშორებო, დაავლო დაქალებს ხელი და მის სახლში ამოაყოფია თავი, ნინის დაურეკეს წამოდი სტუმრები გვყავსო, მარიამიც აპირებდა წასვლას, მაგრამ ვინ გაუშვა?

-კარგი რა წავსულიყავი ახლა მეც
-კარგი რა, ჩემთან ხარ სხვასთან ჰო არა-კისკისებდა ლილე, წამო სამზარეულოში ფორთოხლის წვენი დავლიოთ.

კარებზე ზარის ხმა გაისმა, სწრაფად წამოხტა ლილე ფეხზე და კარებში მდგომს მაგრად ჩაეხუტა, ლუკაა ალბათ-გავიფიქრე, ძლივს გავიცნობთქო, როგორც კი მოშორდა და ჩემი თავი წარუდგინა ადგილს მივეყინე! ბედი მეთამაშება! ვინ იფიქრებდა ეს ლუკა ის ლუკა თუ იქნებოდა! აი, ის ,,ჩემი" ლუკა, გამხარებოდა თუ მწყენოდა აღარ ვიცოდი
-ლუკა, ეს მარიამია
-ესეიგი შენხარ ის მარიამი ჩემი დაიკო გაუთავებლად რომ აქებს...

გაამაარჯოობააათ როგორ მომენაატრეეთ ყველა ესეეცც ჩემი ახალი ისტორია❤❤ აბა რასს ფიქრობთ როგორია? მოგეწონათ? რავი ყველანაირად ვეცადე კარგი ყოფილიყო :* დიდი მადლობა რომ ცოტა დრო დამითმეთ



№1 სტუმარი qetusa-qetii

Au magaria dzaan,ufro didi tavebi da mal male dade ar gvalodino raa :)) super gogo dabrundaa :***

 


№2 სტუმარი An

Saoocrebaaa <3 gaagrdzele :*

 


№3 სტუმარი maria

vuaa :D dzaan magaria

 


№4  offline წევრი vighaca

Ahahahakaiiyomomewonalaviukuss<3

 


№5  offline წევრი ROLIKA

Vaaimee ess raa saocarii mkitxvelebii myoliaa da ar mcoodniaaa <3 <3 <3 ohh rrogor miiyvaarxartt cheemoo tkbileboo <3 <3 dzaaliaann gamaxarett yvelaaam <3 vecdebi didi tavebii davdooo <3 <3 aucileblad gavagrdzeleb da malmale davdeb <3 meecc miyvarxartt yvelaa <3

 


კაიდასაწყისია მომწონს ლუკა ლუკა L3 მარა მარიამი რაღაც ძააან მორცხვიააა ნწნწ მთლიანობაში მომწონს :3

 


№7  offline წევრი ROLIKA

მარტოსული კატა^^
კაიდასაწყისია მომწონს ლუკა ლუკა L3 მარა მარიამი რაღაც ძააან მორცხვიააა ნწნწ მთლიანობაში მომწონს :3


მადლობა გენაცვალე❤ ჰო გამოვასწორებ და ცოტა გავათამამებ :D ძაან მორცხვიც არ გვინდა, მაგრამ რა ქნას დიდი ხანია უკვე რომ უყვარს?? <3

 


ROLIKA
მარტოსული კატა^^
კაიდასაწყისია მომწონს ლუკა ლუკა L3 მარა მარიამი რაღაც ძააან მორცხვიააა ნწნწ მთლიანობაში მომწონს :3


მადლობა გენაცვალე❤ ჰო გამოვასწორებ და ცოტა გავათამამებ :D ძაან მორცხვიც არ გვინდა, მაგრამ რა ქნას დიდი ხანია უკვე რომ უყვარს?? <3


ხოდა მაგსიყვარულს უნდა ბრძოლა

 


№9  offline წევრი ROLIKA

მარტოსული კატა^^
ROLIKA
მარტოსული კატა^^
კაიდასაწყისია მომწონს ლუკა ლუკა L3 მარა მარიამი რაღაც ძააან მორცხვიააა ნწნწ მთლიანობაში მომწონს :3


მადლობა გენაცვალე❤ ჰო გამოვასწორებ და ცოტა გავათამამებ :D ძაან მორცხვიც არ გვინდა, მაგრამ რა ქნას დიდი ხანია უკვე რომ უყვარს?? <3


ხოდა მაგსიყვარულს უნდა ბრძოლა


raatqmaundaa <3 <3 <3

 


№10  offline წევრი LoNdA DM

მე მორცხვი მარიამი მომწონს. ძაან საყვარელია,ლუკა კარგი ტიპია, ველოდები შემდეგ თავს

 


№11  offline წევრი ROLIKA

LoNdA DM
მე მორცხვი მარიამი მომწონს. ძაან საყვარელია,ლუკა კარგი ტიპია, ველოდები შემდეგ თავს


Genacvaale <3

 


№12 სტუმარი Lana

ძალიან ძალიან მომეწონა ეს ისტორია ^_^ იმედია ახალ თავს მალე ატვირთავ <3 სულმოუთმენლად ველოდები ^^

 


№13  offline წევრი ROLIKA

Lana
ძალიან ძალიან მომეწონა ეს ისტორია ^_^ იმედია ახალ თავს მალე ატვირთავ <3 სულმოუთმენლად ველოდები ^^


Vaaimew madlobaa chemoo sayvareloo <3 <3 <3 aucileblaadd vecdebii davdo <3 <3

 


№14 სტუმარი kusa

შემდეგს როდის დადებ ? :/

 


№15  offline წევრი ROLIKA

kusa
შემდეგს როდის დადებ ? :/


დავდე უკვეე <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent