შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომავალი წარსულიდან (2)


8-11-2015, 10:03
ავტორი kettaketta))
ნანახია 2 073

-შენ წარმოიდგინე, დაგაგვიანდა ანკა!! - დამტუქსა თათამ.
-ვიცი,ვიცი! რაც შემეძლო სწრაფად ვიარე - თავი ვიმართელე და დაქალი გადავკოცნე.
-ვიცი გაიღვიძებდი და ისევ ჩაიძირებოდი წარსულზე ფიქრების მორევში. ხომ მართალი ვარ?
მე გავჩუმდი. არ ვიცოდი რა მეთქვა. საკუთარ თავთანაც არ მინდოდა იმის აღიარება რომ გოგაზე ვფიქრობდი და დაქალებთან ხომ მითუმეტეს, თანაც მე ხომ უკვე ვთქვი რომ სამუდამოდ გავატანე წარსულს და ამოვშალე გონებიდან. მაგრამ ახლა, როცა ისევ ახსენეს, მივხვდი, რომ ის არ გამქრალა ჩემი ცხოვრებიდან ჩემი დიდი მცდელობის მიუხედავად და ცრემლები წამომივიდა.
თათა მიხვდა რომ ჩემს მტკივნეულ წერტილს შეეხო(აბა რატომაა ჩემი დაქალი)
-მაპატიე კარგი? არ მეგონა თუ ისევ ისე გიყვარდა. ბოლო პერიოდი მართლა აღარც კი ახსენებდი და მეგონა შენგან უარყოფით პასუხს მივიღებდი. არ მინდოდა შენთვის წარსული გამეხსენებინა.
-არ ვიცი რა მჭირს... შენ კი არა უკვე მეც მეგონა რომ აღარაფერს ვგრძნობდი, მაგრამ მისი ხსენება და გულის აჩქარება ერთია. მენატრება თათა! მენაატრება მისი თუნდაც ნახვა, ჩახუტებაც მენატრება, ის ჩახუტება მენატრება ცივ ზამთარს რომ ორივეს გვითბობდა. მაგრამ ყველაზე მთავარი რაცაა, ის თბილი გოგა მენატრება, ჩემზე რომ ზრუნავდა, მაგრამ აღარ აქვს აზრი, აღარაფერს აქვს აზრი... ის ხომ ასე წავიდა ჩემგან.. უსიტყვოდ, უმიზეზოდ.
თათა ჩამეხუტა. მის ჩახუტებაში თანაგრძნობაც იგრზნობოდა და ტკივილიც, ჩემი სევდით გამოწვეული. თათას და ნიას ხომ ყველაზე კარგად ესმით ჩემი და მე მათი. მათი თითოეული ქმედებიდან ჩანს რომ ვუყვარვარ და ჩემზე ღელავენ. თათა? ყოველთვის ყველაზე მშვიდია ჩვენ სამიდან. გიჟდება სწავლაზე, ისევე როგორც მე და ნია. სილამაზით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ მაინც თავისებულრი ეშხი აქვს. და გამოირჩევა საოცარი რჩევებით.
-ანკა ჩემო საყვარელო, ხომ იცი? ყველაზე მეტად მიყვარხარ და მესმის შენი, მაგრამ გოგას საქციელს გამართლება არ აქვს. მართალია შენ ძალიან გიყვარს, მაგრამ დავინახეთ, რომ მას მაგრად კიდიხარ. არ აინტერესებს, შენი ბედი და განცდები. მაგრამ შენ ყოველთვის ცდილობ გაამართლო, დაიცვა, მიუხედავად იმისა რომ ბევრი ეცადე, მაინც ვერ გადაიყვარე, ვერ შეიზიზღე. ეს შენს უდიდეს სიყვარულზე მეტყველებს, მაგრამ ის... ხომ გესმის არაა ამ სიყვარულის ღირსი. მან გაგადო თავისი ცხოვრებიდან და შენც უნდა დატოვო ის, არა მარტო ფიზიკურად, სულიერადაც...
-მართალი ხარ თათა, უბრალოდ დღემდე დაბნეული ვარ. არ მესმის როგორ შეეძლო მას ამის გაკეთება. ჩემი მიტოვება, თანაც ისე რომ არაფერი ეთქვა. მაგრამ არაუშავს ყველაფერი გაივლის.
-მართალი ხარ. დრო ყველაფრის მკურნალია!!!
-არა თათა დრო არ კურნავს!!! ის გვაიძულებს შევეგუოთ!
-მაგრამ დაიმახსოვრე! ცხოვრებაში არაფერი არ ხდება ტყუილად, ეს ან გამოცდა, ან სასჯელი, ან ბედის საჩუქარია.
-აააახ !!! გოგოებიდა რა გოგოები!
შემოგვიერთდა ნიაც-ჩემი ყველაზე, ყველაზე საყვარელი და მხიარული გოგო და შემოიტანა თავისებური მხიარულება. ნიაც როგორც უკვე აღვნიშნე, ჩემი კლასელი და დაქალია, რომელიც გიჟდება რაფაელოზე(ეს პირველი უნდა მეთქვა) და ჩვენზე დაქალებზე. ასევე საოცრად უყვარს ზურა(თავისი შეყვარებული) და ჩვენი საძმაკაცო-რომელშიც არიან ნიკა-მაკოს(ჩვენი მესამე დაქალის შეყვარებული) და ვაკო(კიდევ ერთი ძმაკაცი ზურასი და ნიკასი). ნია ძალიან გიჯი გადარეული და მხიარულია, ამაში ერთმანეთს ვგავართ.
-მოიცა გამოვიცნობ!! ანკას სახიდან და მისი დასიებული თვალებიდან გამომდინარე ისევ გოგაზე ლაპარაკობთ ხომ?
- ჩემი მიხვედრილი გოგო- ვუთხარი და ნაზად გადავკოცნე.
-მაგრამ ახლა აღარ გავაგრძელებთ მასზე საუბარს-ამით მივახვედრე რომ ამაზე საუბარი აღარ მინდოდა. მართლაც, ისედაც მყოფნიდა მასზე ფიქრები ღამით, ახლაც რომ არ გაეფუჭებინა განწყობა.
-კარგი შევიდეთ კლასში, თორემ უკვე ძალიან დავაგვიანეთ!! - ნიამ ესღა მითხრა და კლასის კარი შეაღო.
*****
გაკვეთილებმა ჩვეულად დამღლელად და უაზროდ ჩაიარა.
გამოვედით სკოლიდან და ახლა ქუჩაში გავაგრძელეთ საუბარი.
-მოკლედ, ზურამ მითხრა რომ საღამოს ყველას ვნახავთ ჩვენს პარკში-ნიკასაც მაკოსაც და ვაკოსაც. - ყურებამდე გაკრეჭილმა მითხრა ნიამ.
-აჰჰაჰა!! ესეიგი ვაკოც იქნებაოო?? _თქვა თათამ და წარბაწეულმა, ეშმაკური ღიმილით გამომხედა.
-იქნებ მორჩეთ? რამდენჯერ ვთქვა, რომ არ მომწონს არც ვაკო და არც სხვა ნებისმიერი.
-აააჰ! კარგი ჩუმად ვარ!! მაგრამ ზედვე გეტყობა რომ მოგწონს და თანაც როგორ? რა შენ არ ხარ დღე და ღამ მას რომ წერ?
-კი მაგრამ ისე როგორც ძმაკაცს. გარდა ამისა, მგონი ორივემ კარგად იცით მიზეზი იმისა რატომაც არ მომწონს!
-გ ო გ ა !!!- ორივემ ერთდროულად დაიყვირა.
-დიახ!! ის გოგა რომელსაც ფეხებზე კიდიხარ!! _გაბრაზდა ნია.
- დიახ!! მან მიმატოვა, უსიტყვოდ დამტოვა და თავის შეყვარებულს ჩაეხუტა, რომელიც ჩემს პარალელურად ყავდა თურმე, ეს მართალია, მან მომატყუა, და თანაც როგორ!! მაგრამ მე არ ვარ მისნაირი, მე არ ვუღალატებ ჩვენს სიყვარულს, მე არ მომიტყუებია ის !!!
-კი ზედ გადაყევი!!-ჩაერთო თათა.
-მერამდენედ უნდა მელაპარაკოთ ამაზე? მე ვერ ვუბრძანებ გულს დაივიწყე გოგა და სხვა შეიყვარე თქო. ასჯერ ვცადე დამევიწყებინა და ასჯერვე სრული კრახით დამთავდა ჩემი ცდა. მე გოგას შევეშვი მაგრამ სხვის შეყვარებას და იმას რომ სხვას ვენდო? არა აღარ ვაპირებ!! საკმარისი გამოცდილება მივიღე.
-როგორ შეგცვალა გოგამ? წავიდა და შენი ნახევარიც თან წაიღო! მაგრამ იმედია მალე დაგვიბრუნდება, ის გულუბრყვილო, მხიარული და მოსიყვარულე ანკა ახვლედიანი, რომელიც გულჩათხრობილმა და მოწყენილმა ანკამ შეცვალა.
-მეც მაგის იმედი მაქვს! მაგრამ მე ვერავის ვენდობი ისე მარტივად!! ეს ვთქვი და სახლისკენ გავწიე. მაგრამ მალევე მოვტრილდე უკან(გოგას გამო ლამის ჩვენი ტრადიცია დამავიწყდა)
-დროებით გოგოებო <3 საღამოს ექვსზე ამ მარკეტთან. ვუთხარი და ორივეს ჩავეხუტე ერთდოულად.
-მადლობა რომ ჩემს გამო ასე ღელავთ, ძალიან მიყვარხართ!
__________________________________
ესეც მეორე თავი. ძალიან, ძალიან გთხოვთ თქვენი აზრი კომენტარებში დამანახეთ. ველი კრიტიკასა და რჩევებსაც, რომელიც დახვეწავს ისტორიას. მიყვარხართ ყველა <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent