შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მელანქოლიკი 5


8-11-2015, 17:20
ავტორი sopiko
ნანახია 2 220

თორნიკე
ვატოს როგორც ყოველთვის კარი ღია დაეტოვა. შემართული შევდივარ ბინაში და წინ იმ იდიოტი ნიკოლოზის სახე მიდგას. მენაბდე კომპიუტერს მისჯდომია და ინტერნეტში თავით არის შემძვრალი. გაშლილ ხელს მაგიდაზე რამდენჯერმე ვარტყამ, ცოტა რომ გამოფხიზლდეს და დივანზე ვჯდები.
-მშვიდად, თორნიკე! მშვიდად!-ირიონიით გაჟღენთილი ხმით მეუბნება და ბრაუზერს თიშავს.
-ნიკოლოზ ბარამიძეს არ უნდა რომ ყველაფერს მტკიცებულებები დავურთოთ.-პირში ვახლი და სიგარეტის კოლოფს ჯიბიდან ვიღებ.
-მატყუებ!-ვითომ და სიმშვიდე შეინარჩუნა, მე კი ვატყობ რომ მომლოდინე მზერა აქვს.
-წადი და გადაამოწმე! ასე მითხრა, გადეცი შენ ვალერს, რომ შეთანხმება არ მოხდებაო...-მართალია ვაბუქებ, მაგრამ ვატოს მოთმინებიდან გამოყვანა მხოლოდ ასეა შესაძლებელი.
-როგორ თუ არ შედგებაო?-ბოლთის ცემას იწყებს და თან ცხრასართულიან გინებას უგზავნის დირექტორს. რამდენიმე სიტყვა მეც შევაშველე და გამოსავლის ძებნა მხოლოდ მაშინ დავიწყე.
-რა ვქნათ ახლა? ასე უნდა შერჩეს ჩვენი გასულელება? უზარმაზარი თანხა გადავგზავნეთ თურქეთში, მან კი სიტყვა გატეხა.-თავს ვეღარ ვთოკავ და მინერალური წყლის ბოთლს ისე ვუჭერ თითებს, თითქოს ბარამიძეს ყელი იყოს.
-როგორც ის მოგვექცა, ისე მიოვექცევით ჩვენც! კომპანიაში საიმედო თანამშრომელი გვჭირდება!
ეს მართლაც მშვენიერი აზრია, მაგრამ ვინ შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს თავისი თანამდებობა, გვენდოს ჩვენ, საზღვარგარეთიდან ჩამოსულ უცხო მამაკაცებს და უღალატოს თავის დამსაქმებელს? ასეთი არავინ მეგულება! მალე ვხვდები რომ თავს ტყუილად ვიმტვრევ და წყალს ერთი მოყუდებით ვცლი.
-შეუძლებელია! ნაცნობი არ მყავს...
-არც მე!-გულღრძოდ წამოიძახა ვატომ და პიჯაკი საკიდიდან ჩამოხსნა.
-სად მიდიხარ?-მეც ფეხზე ვდგები და კარისკენ მივდივარ.
-პატივცემულ ნიკოლოზთან!-სარკასტულად მიღიმის და ახველებს, მგონი უნდა რომ ბოღმა ამოანთხიოს.
-ახლა შენ დაწყნარდი! რა უნდა უთხრა მერე მაგ პატივცემულს?
პირს რაღაცის სათქმელად აღებს, მაგრამ ჭოჭმანის შემდეგ სადარბაზოში გადის და გასაღებს მე მიწვდის.
-წავედი! კარი შენ დაკეტე! სათადარიგო გასაღები მაქვს.
საკეტში გასაღებს ორჯერ ვატრიალებ და შორიახლოს მდგარ ტაქსს ვხედავ. ჩემ მანქანასთნ მისვლაზე დროის დაკარგვა არ ღირს. ფულს ხელში ვაჩეჩებ და ვატოს ავტომობილზე ვუთითებ.
-მიყევი!
მძღოლი ხარბად დაჰყურებს ასლარიანს და საჭესთან ჯდება. მის ნელ მოძრაობებზე წყობიდან გამოვდივარ და თვალებს ვუბრიალებ.
-რა კუს ნაბიჯებით მიიწევ წინ! სწრაფად!
სიჩქარეს ზრდის და დამფრთხალი მიყურებს. უსიტყვოდ ვახვედრებ რომ ყველაფერი რიგზეა და ვერცხლისფერ მერსედესზე მიმაქვს იერიში.

ჯულია
სამსახურიდან ადრე გამოვდივარ. თიკო არეული მეჩვენება, მაგრამ იმით გახარებულს, რომ მამასთან მისვლას მივასწრებ, აღარაფერს ვეკითხები. გზაზე გადასვლისას წინ ტოიოტამ გადამიქროლა. შეშინებული უკან ვიხევ და კინაღამ სხვა მანქანის მსხვერპლი ვხდები. ორივეს ქოქოლას ვაყრი გულში და ჯერ არგაჩერებულ ავტობუსში ავდივარ. მაშინვე საფულეს ვიძიებ ჩანთაში და უკანასკნელ ორმოცდაათთეთრიანს აპარატში ვაგდებ. ბილეთს ხელში ვჭმუჭნი და მხოლოდ ახლა ვამჩნევ მოხუც ქალს, რომელიც ლარიანს თვალცრემლიანი ატრიალებს და კონტროლიორს ეხვეწება ჯარიმა არ გამომიწეროო. ის კი უგულოდ იღებს ჯიბიდან ფურცელს და მონაცემებს და თარიღს იწერს.
-ეს რას ნიშნავს? სინდის-ნამუსი საერთოდ არ გაგაჩნიათ?-კამათში მეც ვერთვები და ჩემ ბილეთს მოხუცს ვუწოდებ.
-ამას რატომ აკეთებთ? მაშინ თქვენ უნდა გამოგიწეროთ ჯარიმა.-წიკვინებს კონტროლიორი და იმ ფურცელს ნაკუწებად აქცევს.
-როგორ არ გრცხვენია?-ერთმა ახალგაზრდა ბიჭმა მკლავში ჩაავლო ხელი მას.-აჰა, ფული, ვერ გამიგია რას გავს ეს ყველაფერი.
ქალი მაინც უკმაყოფილოა. მოხუცი კი მე და იმ ბიჭს გვემადლიერება.
-როგორ გადამავიწყდა... ვაიმე, ეს როგორ მომივიდა...-ბუტბუტებს ის, მე და ახალგაზრდა კი ერთმანეთს გამამხნევებლად ვუღიმით. ნაცნობ კორპუსს ვხედავ, ვტობუსიდან ჩავდივარ და პირველ სართულზე ასული, ზარის ღილაკს ხელს ვაჭერ. სათვალთვალოს გადაწევის ხმა მესმის და სუნთქვა მეხუთება. არ ვიცი მამა რას მეტყვის... რა რეაქცია ექნება ჩემ დანახვაზე... ამასობაში კი ის კარს აღებს და მტრული მზერით მგმირავს.
-აქ რა გინდა? ვერ ისვენებ არა?-კბილებში ცრის ის და მე რამდენიმე ნაბიჯით უკან ვიხევ.
-მე... მინდოდა მენახა როგორ იყავი...-ვლუღლუღებ და სახლში შესვლასაც ვერ ვბედავ.
-ცოცხალი ვარ! ახლა კი წადი!-მიღრიალა მან და შებრუნება დააპირა.
-არა, მამა! ნუთუ გამაგდებ? შემომიშვი... ხომ უნდა ვილაპარაკოთ..-ცრემლები სითამამეს მმატებს და მშობლისკენ ვიწევ.
-ძვლივს წახვედი! მეგონა ყველაფერი დამთავრდა... შენ კი ისევ აქ ხარ! მკვლელო! ნუ გავიწყდება, ის რაც გააკეთე!
თავბრუსხვევას ვგრძნობ. სასიამოვნო, ნაცნობი სურნელი ცხვირზე მელამუნება. გამაბრუა... ამ ქვეყანაზე დამაბრუნა... რისი სუნი ჰქონდა? ჩემი მარტოობის და ტკივილის, თან თანაგრძნობა და ერთგულებაშერეული, ამას დავუმატოთ ის განსაკუთრებული, მწარე ღიმილი და ეს ყველაფერი ისე არომატულად იყო შერწყმული, რომ ხელებს ვხვევ, გულში ვეკვრი და გულამოსკვნილი ვქვითინებ. კარის მოხურვის ხმაც მესმის და მეც საბოლოოდ ვემშვიდობები მამას. რატომ? რატომ? მხოლოდ ეს კითხვა მიტრიალებს თავში. ლაზარეს კიბეებისკენ მივყავარ, თუმცა ნაბიჯის გადადგმასაც ვერ ვახერხებ. კისერზე ჩემდაუნებურად ვეკიდები და მისი დახმარებით ავტომობილში ვჯდები.
-ის მამაშენია!-მახსენებს და თმებს მისწორებს.
-მას ვძულვარ!-ტირილს ვაგრძელებ და დედაზე ვფიქრობ. ის რომ ცოცხალი იყოს... ის რომ ცოცხალი იყოს, ჩვენ ბედნიერი ოჯახი გვექნებოდა. მამასაც ვეყვარებოდი, დედა კი დილით შუბლზე მაკოცებდა და მეტყოდა, შენი გაღვიძების დროაო. ბედნიერების უფლება ჩამორთმეული მქონდა... ეს იმიტომ, რომ მე დედას სიცოცხლე წავართვი, მამას კი პირველი და უკანასკნელი სიყვარული...

.........................................................
უდიდესი ბოდიში ჩემო ტკბილებო!
...თუმცა ეს უპასუხისმგებლობა ჩემი ბრალი არაა. მოულოდნელად ქალაგგარეთ მომიწია წასვლა და ეს იყო მიზეზი დაგვიანებისა. რაც შეეხება ამ თავს, შეგპირდით რომ მოვლენები უფრო მეტად განვითარდებოდა და მგონი პირობა შევასრულე კიდეც. აი, ამის შემდეგი კი უფრო თბილი და სასიამოვნო საკითხავი იქნება. ველოდები თქვენს შეფასებებს და იმედებს გამიმართლებთ, ვიცი! ^^
სიყვარულით სოფიკო <3



№1  offline წევრი Firefly

ცოტა დაბნეული ვარ...
მიხარია რომ დაბრუნდი და იმედია ხვალაც დადებ შემდეგ თავს
--------------------
M.T

 


№2  offline წევრი teddy))

Imis miuxedavad, rom unda gamelandzge, raxan aseti kargi tavi damaxvedre agar gibrazdebi! :D

 


№3  offline მოდერი sopiko

♥მარიამი♥
ცოტა დაბნეული ვარ...
მიხარია რომ დაბრუნდი და იმედია ხვალაც დადებ შემდეგ თავს

მეც მიხარია საყვარელო ისევ ჩემთან რომ ხარ ♥
teddy))
Imis miuxedavad, rom unda gamelandzge, raxan aseti kargi tavi damaxvedre agar gibrazdebi! :D

გადავრჩი?! მადლობელი ვარ ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent