შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მექალთანე თავი 1


8-11-2015, 23:22
ავტორი MLM
ნანახია 7 192

მეტროში ჩავდიოდი, ექსკალატორზე ვიღაც ბიჭი დამეჯახა და ჩანთა ხელიდან გამაგდებინა, უბრალოდ შემომხედა და გზა გააგრძელა:
- თავხედო, ბოდიში მაინც მოგეხადა.
უკან გამოიხედა და კოცნა გამომიგზავნა,
- ფუ შენც უნდა თქვა, კაცი ვარო რაა.
ჩემთვის ჩავილაპარაკე. როგორც კი ჩავედი, მერტოც მოვიდა, ძლივს შევედი, ხალხით იყო დაგაჭედილი მეტრო, დილაა და სამსახურებში მიდიან ალბათ... მეც სამსახურში მივდივარ, მაგრამ მანქანით დღეს მამა სარგებლობდა, ამიტომ ფეხით მომიწია წამოსვლა, ბანკში ვმუშაობ, კონსულტანტი ვარ, საკმაოდ ჩემებური ადამიანი ვარ, ცუდი არა, უბრალოდ განსხვავებული ვარ, ამას თქვენც მიხვდებით. მოკლედ როგორც იქნა მეტროში მეც შევეტენე და კარი დაიხურა. მე კარისკენ ვიყურებოდი და ანარეკლში დავინახე, ის თავხედი ჩემს თავთან იდგა და ზემოდან დამყურებდა, მერე მანაც გამოხედა ჩემს ანარეკლს და გამიღიმა, მე კი სახეზე ზიზღი დავიწერე, თვალი ავარიდე და ვცადე ადგილი შემეცვალა, მაგრამ არ გამომივიდა, ის უფრო ამეკრო უკნიდან და საზიზღარი ღიმილით მიყურებდა. გავმწარდი, მინდოდა შევბრუნებულიყავი და გამერტყა, მაგრამ ეგეც ვერ მოვახერხე, ამიტომ როგორც კი გაჩერდა მეტრო, იდეა მომივიდა, უნდა დაკეტილიყო კარები, უკვე როცა გავედი და შემოვბრუნდი, დავდექი და მის გაშტერებულ სახეს მივაშტერდი, ირონიულად გავუღიმე, ცალი წარბი ზევით ავწიე და ნიშნის მოგებით, თავი ოდნავ გვერდზე გადავწიე, მატარებელი წავიდა და მე სხვას დაველოდე. იმდენად საშინლად იმოქმედა ჩემზე ასეთმა დილამ რომ, საზიზღარ ხასიათზე დავდექი. ჩემი სამსახური, ნაძალადევზეა, საქართველოს ბანკში ვმუშაობ. სამსახურში მევედი და როგორც კი ნინიმ დამინახა, მაშინვე ჩემთან გაჩნდა.
- რა სახე გაქ ხო მშვიდობაა?
- ფეხით მოვედი და მეტროში ცოტა მეკლდა ერთი იდიოტი რომ არ ვცემე
- რატო? რა მოხდა?
- რავი გოგო, ჯერ რამის ექსკალატორზე დამაგორა, არც ბოდიში მომიხადა ისე გავარდა, მივაძახე ბოდიში მაინც მოგეხადათქო და კოცნა გამომიგზავნა
- მაგიტო უნდა გეცემა? (მკითხა გაოვებულმა)
- არა, მეტროში ზუსტად ჩემს უკან აღმოჩნდა, ისე მეკრობოდა ზედ, რამის გული ამერია
- ოოო, მაშინ საცემი კი არა მოსაკლავი ყოფილა
- მერე ვაგონიდან გამოვედი და ვუყურებდი მის გაოცებულ სახეს, არ ელოდა ბიჭი,
- აუ რა ტიპი ხარ თათა რაა (გაიცინა და თან ნარინჯისფერი შარფი მომაწოდა გაიკეთეო.)
- შენ მაინც ხომ იცი, რომ მართლაა გადარჩენილი ის უბედური
- აშკარად იოლად დაგიძვრა, შენ რომ ვინმეს წარბს აუწევ და ერთი შეხვედვით გააქვავებ ხოლმე ვინმეს, მაგაზე ვღადაობ რაა
- კაი მოვრჩეთ, წამო თორე გახდა 9.
ორივე კონსულნტატები ვართ, 1 წელიც არაა რაც ერთად ვმუშაობთ, ძალიან შეგვიყვარდა ერთმანეთი, მასთან სახლშიც ვარ რამოდენიმეჯელ ნამყოფი, დედამისს ვიცნობ მარტო, რადგან მხოლოდ დედა გვხვდებოდა სახლში. მახსოვს ახალი გაცნობილი მყავდა, პირველად რომ გადამიშალა გული, მას მერე ვართ მეგობრები. სამსახურში გამწარებული მოვიდა სულ ცოფებს ყრიდა, შესვენებაზე ერთი ვკითხე შემიძლია დაგეხმაროთქო? და მანაც საჭიროდ ჩათვალა მოეყოლა რაც აწუხებდა.
- ჩემ ძმას ცოლი მოყავს
- ვაა მაგარია მერე, მარა მასე რატო ხარ?
- იცი რა ნაგავი გოგოა? ამ ჩემმა იდიოტმა ძმამ კიდე ჭკუა ვერ ისწავლა, ყველა გოგოსთან გულაობს, რამდენჯელ ვეჩხუბე ვინმე ქუჩის ქალი შემოგეტენებათქო, მაგრამ არ მიჯერებდა, ვგულაობო და აგე შემოეტენა, ფულებს დახარბებული ქუჩის გოგო
- მოიცა სულ ნუ დამაბნიე, რამხელაა შენი ძმა?
- 27 და მარტო გულაობაზე ფიქრობს, ვიღაც დაორსულებულა და ეხლა ცოლად მოყავს
- ანუ არ უყვარს?
- რა უყვარს გოგო, მაგის გამოსწორება არ იქნება, მართლა მაგარი ძმა მყავს, ყველას თვალები რჩება ზედ, იმდენად სიმპატიურია, ჭკუაც აქვს და ფულიც, ხასიათით კიდე თავქარიანია, სულ ვეუბნეოდი, ერთხელაც შეგხვდება გოგო, რომელიც მოგარჯულებსთქო მარა არ დასცალდა
- და ის გოგო თანახმაა მასეთ ოჯახზე?
- იმას რა ენაღვლება? ცალკე იცხოვრებენ, ფუფუნებაში. მარა ზუსტად ვიცი ჩემი ძმა ბოლომდე მაგასთან არ გაჩერდება
- რას არ გაიგებ ადამიანი რააა.
- რაღაცას გეტყვი კაი? და ცუდად არ გამიგო
- მითხარი
- რო გაგიცანი იმდენად მომეწონე, სულ ვფიქრობდი როგორ გამეცნო ჩემი ძმა შენთვის, შენნაირი გოგო თუ მოარჯულებდა მაგას, არადა იცი რა გულის ადამიანია? პარიოსანი, სუფთა, მარა გულაობს სულ, ქალს სერიოზულად არ აღიქვამს, ისევ მათი დამსახურებაა ეგეც და ამიტომ ვერ ვბედავდი, რომ გამეცნო შენთვის, ზუსტად ვიცი მოეწონებოდი, უბრალოდ შენ ვერ გაგიმეტე მაგის გამოსწორებისთვის.
- მადლობა მასე რომ ფიქრობ ჩემზე...
ეს იყო ჩვენი პირველი გულახდილი ლაპარაკი, მას მერე კი ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვართ. რამდენადაც ვიცი სულ ჩხუბი აქვს თავის ძმას სახლში, ღამით არც კი მიდის სახლში, ბავშვზე არ ვეკითხები ხოლმე, უბრალოდ მე მეცოდება ის ბავშვი ასეთი ოჯახისთვის. მთელი სამუშაო დღე ასე მშვიდად გავიარეთ, 5 საათზე სამსახურიდან გამოვედით და ჩვენ ჩვენი გზით წავედით, მე გლდანში ვცხოვრობ, ამიტომ ისევ მეტროსკენ წავედი, მარშუტკით სიარული დამეზარა.
_____________________________
რომ გავიღვიძე თავი მისკდებოდა, წინა საღამო გამახსენდა, ბარში დავთვერი და ვიღაც გოგოსთან წავედი სახლში, საწოლიდან თავი ავწიე, დავიჯღანე როცა ის გოგო დავინახე და ისევ დავდე თავი. ამასთან დავრჩენილვარ... გამახსენდა რომ მანქანით არ ვიყავი, საათს გადავხედე და 8 ხდებოდა,
- ჯანდაბა.
ვთქვი და წამოვხტი, სამსახურში მაგვიანდებოდა, რითი წავსულიყავი გლდანიდან ვარკეთილში ვფიქრობდი, დღეს მორიგეობაზე ვარ თან. ხო მართლა მე პატრულის თანამშრომელი ვარ, ამიტომ უნდა გავიდე სამინისტროში იარაღი ავიღო, ფორმა ჩავიცვა და შევუდგე მუშაობას, თავი ისე მტკიოდა ტაქსით სიარული დამეზარა, თან საცობი რომ ყოფილიყო? მეტროთი გადავწყვიტე წასვა, სახლიდან ისე გავედი არც კი მიფიქრია გოგოსთვის რამე მეთქვა, ერთი ღამის იყო რაა... ექსკალატორზე ვიღაც გოგოს შევეჯახე, რომ შევხედე, ისეთი მაგარი თვალები ქონდა ჩავიძირე, რა გოგო იყოო? რა ეშხიანიი? გამხრარი, გრძელი თმა, ყველა ფიგურა საკმაოდ ეტყობოდა, მზერა ავარიდე, მისთვის ახლა არ მეცალა, თორე ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებდი, მერე გავიგე რაც მომაძახა და კოცნა გავუგზავნე, გამეღიმა ჩემს წინ რომ დავინახე, სასიამოვნო სუნამოს სუნი ასდიოდა, ზედ მივეწებე, რაც აშკარად არ მოეწონა, მაგრამ ეგ ხო ჩემთვის სულერთია? მთავარია მე მომეწონა, მერე უცბად გავიდა ვაგონიდან კარი დაიკეტა და შემოტრიალდა, აშკარად გამექცა, ისე შემომხედა მინდოდა კარი გამეღო და გამეცნო მაგრამ უკვე გვიანი იყო, მატარებელი წავიდა, აუ რა თვალები ქონდა? რაღაც ძაან მკაცრი, თან თბილი, ეგეთი თვალები არასოდეს მინახია, აუ რატო არ გავიცანი რაა, რა მაგარი გოგო იყოო... მთელი გზა მასზე და მის საქციელზე ვფიქრობდი, მახსენდებოდა მისი ზიზღით სავსე მზერა, ასე ჯერ არავის შემოუხედია ჩემთვის, გულმა მოსვენება დაკარგა, რა მექნა რომ ისევ მენახა არ ვიცოდი. არადა გაცნობა მომინდა, რა დროს გავატარებდი მაგ გოგოსთან? შეილება მერე დამერეკა კიდეც... სამსახურში გამოვცხადდი და გავნაწილდით, ჩემი მეწყვილე დავსვი საჭესთან, უძილო ვიყავი და თავი მისკდებოდა, მთელი დღე მოვიარეთ ქალაქი, დღეს ნაძალადევის რაიონში ვიყავით განაწილებულები. საღამოს მეტროს ტერიტორიაზე ვმოძრაობდით როცა ისევ ის გოგო დავინახე.
- ისაა
- რაა?
- გააჩერე.
მანქანიდან გადავედი და მისკენ წავედი, მხრებში გავიმართე და ისე მივუახლოვდი, ქუდი გავისწორე და მივმართე.
- მოქალაქე
- დიახ?
- თქვენ აქ მუშაობთ სადმე? (ვაა რეაქვია არ აქ ჩემ დანახვაზე? ვერ მიცნოო?)
- დიახ ხდება რამე?
- თქვენი სახელი?
- თათა, თათია
- და გვარი?
- რაშია საქმე?
- რა გვარის ხართ თათია?
- მჭედლიძე, არ მეტყვით რა ხდება?
- უბრალოდ ნაცნობს მიგამსგავსეთ, კარგით კარგად ბრძანდებოდეთ
- კაგრად.
თათია მჭედლიძე... ვიმეორებდი და მანქანაში ჩავჯექი, მეწყვილეს ყველაფერი მოვუყევი და კომპიუტერში მონაცემთა ბაზა ამოვქექე, თან ხმამაღლა ვკითხულობდი
- თათია მჭედლიძე, გვაქვს 1 ჯარიმა 100 ლარიანი, ღერძულა ხაზის გადაკვეთა, უყურე შენ მანქანაც ყოლია,
- შეეშვი ძმურად რაა, რა უნახე მაგ გოგოს ისეთი რო შენ გამოგადგეს?
- ხოდა რო არ ვნახე, მაგიტო უნდა მოვძებნო და აღმოვაჩინო... არადა მეგონა მიცნობდა,
- იმიტო ვერ გიცნო ალბათ რომ, დილით ვიღაც თავხედი ეგონე და ეხლა ვერც კი წარმოიდგენდა რომ პატრულის თანამშრომელი ხარ
- აუ შენ ჩემსკენ ხარ თუ იმისკენ?
- ხო იცი რო შენი ცხოვრების სტილი არ მომწონს? მაგარი კაცი ხარ მარა კაი რაა, რითი არ მოგბეზრდა? ან ჭკუა მაინც ვერ ისწავლე?
- ხო იცი რო ეგ სულერთია? ჭკუას მე ვერასოდეს ვისწავლი, ეხლა კიდე თათიას დავადგი თვალი და მალე მოგვარდება რაა.
- აუ ნეტა რიგითი არ აღმოჩნდეს და თავი მაინც შეგაყვაროს რო ცოტა გამოგაფხიზლოს.
- ჰაჰ, გამაცინე, ხო იცი რო ეგეთი არავინ არაა, ვინც მე თავს დამაკარგინებს? ჯერ უნდა გიყვარდეს საკუთარი თავი და მერე მხოლოდ სისხლით ნათესავები...
- ურწმუნო თომა ხარ... რა მანქანა ყავს?
- March... სერიით AB-222-BA, სადაც გავჩითავ უნდა გავაჩერო, ნეტა მეკითხა სად მუშაობს, მარა ძაან ჩაციება გამოვიდოდა.
- ეჰ საბა საბაა? ამხელა კაცი ხარ უკვე და ჭკუას ვერ სწავლობ...
_______________________________
სამსახურიდან რომ გამოვედი, ნინი თავისი გზით წავიდა, ტელეფონში ვიქექებოდი, უცბად წინ საკმაოდ კარგი შესახედაობის, პატრულის თამანშრომელი დამიდგა, სახელი და გვარი კითხა და წავიდა, რა უცნაურია ეს ხალხი რაა, სახლში მალე მივიდე თორე დღეს რაღაც ჭირს ამ ხალხს...
საღამომ მშვიდად ჩაიარა, სახლში ვიყავი დედასთან ერთად და ველოდებოდი როდის მოვიდოდა მამა, რომ მანქანით გავსულიყავი ჩემ მეგობრებთან. მამა გვიან მოვიდა ამიტომ დაძინება გადავწყვიტე. დილით როგორც ყოველთვის, კარგ ხასიათზე გავიღვიძე, გავემზადე სამსახურში წასასვლელად და სახლიდან ჩუმად გავედი, რომ დედა არ გამეღვიძებინა. უკვე თითქმის სამსახურთან ვიყავი მისული, პატრულმა რომ გამაჩერა, ვერ მივხვდი რატომ, მე ხომ არაფერი დამირღვევია? დაველოდე როდის მომიახოვდებოდა და ისევ ის ბიჭი ჩემრჩა ხელში.
- გამარჯობათ, საბუთები წარადგინეთ
- ეხლავე, (თან საბუთებს ვიღებდი და ისე გავაგრძელე ლაპარაკი) მგონი გუშინ თქვენ გამაჩერეთ არაა?
- მეე? რაღაც არ მახსოვხართ?
- კარგით და ეხლა რა ხდება? დავარღვიე რამე? (ვიფიქრე შემეშალა და აღარ გავუგრძელე ლაპარაკი)
- არაფერი დაგირღვევიათ, უბრალოდ ინფორმაციას ვამოწმებ, გადმობრძანდით მანქანიდან
- კი მაგრამ რა ხდება ვერ მეტყვით? გუშინ თქვენმა თანამშრომელმა გამაჩერა და მკითხა სახელი და გვარი, დღეს თქვენ მაჩერებთ და რაშია საქმე?
- უბრალოდ დამემორჩილეთ და გადმობრძანდით. (მანქანის კარი გავაღე და გადავედი, ისე ამათვალიერა, წამებში ამომიტივტივდა იგივე მზერა, გავმწარდი და მივახალე)
- მოიცა, შენ ის არ ხარ? მეტროში რო გამიტანე რამის?
- ოჰჰ, გამიხსენე როგორც იქნა?
- რა ჯანდაბა გინდა?
- ცოტა ფრთხილად ლამაზო, თორე შემიძლია განყოფილებაში გადაგიყვანო შეურაწყოფისთვის (ეს მითხრა და მომიახლოვდა)
- ეტყობა შენ არ მიცნობ კარგად არაა? მე კიარა თუ შენ არ იქნები ცოტა ფრთხილად, სამსახურს დაგაკარგინებ, სამსახურეობრივი უფლებების გადაჭარბებისთვის (ეს ვთქვი და მანქანის კარი გამოვაღე, უნდა დავმჯდარიყავი)
- მე არ მომიცია წასვლის უფლება. ჯარიმა გაქვს გადასახდელი
- თავხედებისგან ნებართვას არასოდეს ველოდები, ჯარიმაზე კიდე ჯერ მაქვს დრო და ეგ თქვენი საქმე არ არის როდის გადავიხდი.
- შენი ნომერი მინდა. (იმდენად სერიოზული და მკაცრი ტონით მითხრა, გავოცდი)
- თავი ვინ გგონია? რადგან ფორმა გაცვია გგონია ყველაფრის უფლება გაქვს?
- მე იმის უფლება მაქვს რაც მინდა, ასე რომ თავის დაფასებას შეეშვი და ნომერი მომეცი, არ ინანებ.
შინაგანად ავფეთქდი მისი მოსმენისას და გააზრებისას რაც მითხრა, მანქანაში ჩავჯექი, მხოლოდ იმას ვფიქრობდი რომ თუ ზედმეტი მომივიდოდა მართლა შეეძლო ჩემი განყოფილებაში გადაყვანა,
- წადი შე ატეხილო, სხვაგან თუ არა, ბორდელში მაინც მიდი, ვინმე დაგაკმაყოფილებს და დამშეული აღარ ივლი. (ამის თქმა იყო და ადგილიდან მოვწყდი, გულის რევის შეგრძნება დამებადა იმ ბიჭზე, სამსახურში ისე მივედი რომ დამაგვიანდა, მაგიდან მივუჯექი და იმდენი ხალხი იყო რიგში ნინისთან ლაპარაკისთვის ვეღარ მოვიცალე)

********************************************
დილით მორიგეობას ვამთავრებდი, ნაცნობ სერიას რომ მოვკარი თვალი, გამეღიმა და მანქანა გავაჩერებინე, გიორგიმ უკმაყოფილოდ გადმომხედა, მიხვდა რაშიც იყო საქმე, მაგრამ არც შევიმჩნიე და გადავედი, თავიდან მეგონა ვერ მიცნობდა, გადმოსვლა ვთხოვე, ამ გოგოს თითოეული მიხრა მიწვევდა და ვნებებს მიღვიძებდა, მადიანად ავათვალიერე რაც აშკარად არ გამოპარვია, როგორც ჩანს თავი შეურაცყოფილად იგრძნო, ისეთი რამე მომაძახა, იტყვი ქალი მიჭირდა, მერე ადგილს მოწყდა და ასე დამტოვა გაქვავებული, გამეღიმა, მანქანაში ჩავჯექი და გიორგის დაცინვის მოსმენა მომიწია.
- ჰა არ გაამართლა შენმა ფლირტმა?
- შანსი არ აქვს არ შევეშვები, პირადი ნომრით გავიგებ მაგაზე ყველაფერს
- უბერავ რა ძმურად, რომელი ქალი გაკლია, დაიკიდე რა და სხვა ნახე, არ მომწონს ეს ამბავი
- მე ეს მინდა და მორჩა. ისეთი ველური ჩანს, ამაზე უარს არ ვიტყვი.
მერე სამინისტროსკენ წავედით, გზაში ჩუმად ვიჯექი და მარტო მის საქციელზე ვფიქრობდი, ასე გოგო ჯერ არ მომქცევია, უთქვიათ ჩემთვის უარი, თუმცა მალე შემიბია, მაგრამ თათამ იმდენად მიმიზიდა თავისი საქციელით რომ, თავს ვერ ვაკონტროლებდი, მარტო მისი დიდი ტუჩები და მიმზიდველი ტანი მედგა თვალწინ, წარმოდგენაში რა აღარ წარმოვიდგინე და ერთი სული მქონდა ეგ გოგო ლოგინში შემეთრია. როგორც ეტყობოდა, ცოტა დიდი ხნის პროექტი იყო, ცოტას მოვალბობდი და ეგაა რაა. ამ ფიქრებში ვიყავი და მივედით კიდეც, ფორმითვე წავედი ცნობარში და ამოვქექე ყველაფერი რაც მას უკავშირდებოდა. გლდანში ცხოვრობს თურმე, ბინა მასზეა გაფორმებული, მასზე აღებული რამოდენიმე ნომერი ამოვიწერე, მართვის მოწმობა 3 წლის აღებული აქვს და მხოლოდ ეს ჯარიმა აქვს, ეტყობა არ უყვარს წესების დარღვევა. ან მეორე ვარიანტია, ისეთი თვალები აქვს ბიჭები ჯარიმებს არ უწერენ, უფრო დამაინტერესა ამ გოგომ, როცა კაცს ვინმეს მიმართ ასეთი ვნება აქვს ის მის ხელში ჩასაგდებად ყველაფერს იზავს. სწორეს ამას ვაკეთებდი მეც. ტელეფონმა დარეკა და უკმაყოფილო სახე მივიღე
- რა გინდა მეგი?
- დღეს მაინც მოხვალ?
- ვნახოთ
- კარგი.
გავთიშე და რომ გავიაზრე სახლში 2 ღამის არ ყოფნა და ახლა მისვლა ნერვები მომეშალა წინასწარ თავის მართლებაზე, მარა ისე მეძინებოდა ჩხუბის თავი ახლა არ მქონდა. მერე გამოვიცვალე და სახლისკენ წავედი. გზაში ნომრებს ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომელი იქნებოდა ახლა მოქმედი, სახლში შევედი თუ არა, ყურადღება არ მიმიქცევია მეგისთვის და ეგრევე აბაზანაში შევვარდი, დუშს ვიღებდი და თათაზე ვფიქრობდი, რა მაგარი გოგო იყო, იმდენად დახვეწილი ტანი ქონდა გონებას მაკარგვინებდა, მინდოდა ტანსაცმლის გარეშე წარმომედგინა მაგრამ კარზე ბრახუნი ატეხა მეგიმ
- ეს უკვე მეტისმეტია საბა
- შენი ნერვები ეხლა არ მაქ და ნუ წიკვინებ
- მალე გამოეთრიე, აღარ ვაპირებ შენს ატანას
- მერე ვინ გაიძულებს რამის ატანას? გაა... სახლიდან ბოლო ბოლო რა ტვინი .... (დავუღრიალე ბოლო ხმაზე,)
ხმა აღარ გამიგია, აბაზანიდან გამოვედი და ეგრევე ლოგინზე მივწექი, უზომოდ მეძინებოდა, აზრიც არ გამჩენია მეგის ადგილსამყოფელი მეკითხა. გადავბრუნდი და 2 ღამის უძილარმა ძილი გადავწყვიტე.

*********************************************
შესვენებაზე ნინიმ წამო კაფეში ვჭამოთო და წავედით, ყველაფერი მოვუყევი, ის კი უბრალოდ მისმენდა. ბოლოს გადაწყვიტა ხმის ამოღება
- კაი ჩემო ლამაზო, დამშვიდდი, ვინც არუნდა ყოფილიყო კარგად მოიქეცი
- თავხედი, კიდევ რომ შემხვდეს სადმე მართლა შემომაკვდება, თავი ვინ გონია?
- ყველა პატრულის თანამშრომელი ეგეთი მექალთანეა...
- ეს ნამეტანი იყო ნინ, თვალებით ადგილზე გამაშიშვლა რამის
- მესმის შენი თათ, არ ვიცი რა გითხრა. უი მართლა, გინდა ჩემ ძმას ვეტყვი რო გაწუხებს? ისიც თანამშრომელია და უეჭველი ეცოდინება, დაელაპარაკება რომ მისი და ხარ და ვსო
- არა არ მინდა ჯერ არავის ჩარევა, მე ვეყოფი მაგას...
- კაი როგორც გინდა, მარა იცოდე მუდამ შეგიძლია ჩემი ძმის იმედი გქონდეს.
- მადლობა ნინ.
ცოტა დავმშვიდდი და ისევ სამუშაოს მივუბრუნდით, დამღლელი დღე იყო, სახლში წამოვედი. გადავწყვიტე ჩემ დაქალთან ავსულიყავი და ნათლული მომენახულებინა, ტკბილეული ვიყიდე და ანისკენ წავედი, მივედი და იკაც სახლში დამხვდა.
- ვაა ვინ მოსულააა, შემო გოგო შემო, რახან შენ გხედავ რაღა მომკლავს?
- რავახართ იკა? ანი და ტასუნა სად არიან?
- კარგ დროს მოხვედი, ეტყობა დედამთილს ეყვარები, (მითხრა და ოთახისკენ მიბიძგა სადაც სუფრა იყო გაშლილი და მაგიდასთან 2 უცხო ბიჭი იჯდა, ტასუნამ როგორც კი დამინახა სიხარულით ჩამეხუტა)
- თათი მოდი სიხარულო, როგორ გამახარეე (ჩამეხუტა ანი და იკამ ჩემი თავი წარუდგინა უცხო სტუმრებს)
- ბიჭები ეს გოგო ჩემი დაიკოა, ანის მეჯვარე და ტასუნას ნათლია, თათი ესენი კიდე ჩემი ძველი ძმაკაცები არიან, პარიზში აქვთ ბიზნესი და იქ ცხოვრობენ
- სასიამოვნოა (ვთქვი და გამოწვდილ ხელებს ჩემი ხელი შევაგებე)
- შმაგი (ჯერ ერთს მივესალმე, მერე მეორეს)
- ილია.
- სასიამოვნოა, მე როგორც გაიგეთ თათია ვარ.
- მოდი დაჯე რას დამდგარხარ? (მითხრა იკამ და სუფრისკენ მიბიძგა, 2 წლის ტასუნა ჩემზე იყო შემოხვეული და არავისთან არ მიდიოდა, მერე ტკბილეული მივეცი, კალთაში ჩამიჯდა და ჭამა დაიწყო, მე და ანი ცალკე ვლაპარაკობდით, ბიჭები კი ცალკე)
- მოდი ამ გოგოს გაცნობის სადღეგრძელოს შემოგთავაზებთ (წამოდგა შმაგი და ჭიქა აწია, რაზეც ილია და იკაც მიყვნენ)
- არაა საჭირო, ხო იცი იკა არ ვსვავ მე
- მერე რაა? სამადლობელს იტყვი და ვსო (ილიამ მითხრა, მეც ხმა ვეღარ ამოვიღე და მოსმენა დავიწყე ჯერ იკამ თქვა:)
- ეს გოგო რა დღესაც გავიცანი, მას მერე ვაფასებ, უზომოდ ნიჭიერი, წესიერი და მაგარი ადამიანია, ისე მიყვარს როგორც საკუთარი და შენ გაგიმარჯოს თათი, და მუდამ ბედნიერი მენახე, ერთი ქორწილი ვერ გვაღირსე რო ჩვენც ისე დავიმხოთ დარბაზი თავზე, როგორც ეს შენ გააკეთე და ეგაა ცუდი, თორე დალშე უნაკლო ხარ
- კაი ეხლა, ხოიცი ეგ თემა ჩემგან შორსაა (ვუპასუხე ღიმილით, რაზეც ილიამ თქვა)
- შორს რატო? ძაან მაგარი გოგო ჩანხარ და ვერ დამაჯერებ რო არავინ არაა შენს ცხოვრებაში,
- იკაც მაგას ამბობს რაა, ამის მოსაწონი არავინ არ დაიარება (ანიმ დამასწრო სიცილით, რაზეც ილიამ ისევ გააგრძელა)
- ეტყობა ღირსეული არ შეგხვედრია ჯერ და იმიტო, შენ გაგიმარჯოს (თქვა მოკლედ და შმაგიმ გააგრძელა)
- ეგ ღირსეულიც მალე გამოჩნდება მე ვატყობ, ამიტომ მოემზადე, ეხლა კიდე გაგიმარჯოს (ცოტა დავიბენი, ვერ მივხვდი რომელი მეპრანჭებოდა, არადა აშკარად იგრძნობოდა მათ საუბარში და ქცევებში ჩემს მიმართ ინტერესი, მერე ყავას გავაკეთებთქო ვთქვი და ანი გამომყვა)
- გოგო რა დამართე ამათ? ორივე გადარიე? (სიცილით მიჩურჩულა ანიმ)
- ყველა იდიოტს მე რატო ვიკრავ არ ვიცი, იმედია სიმთვრალის გამო არიან მაგ დღეში თორე ცუდად დამთავრდება, იკამ მილიონჯერ გაუმეორა ჩემი დააო
- ხოო ეგეც მართალია, იკა იკრიფავს მაგაზე, მარა იქნებ რომელიმე აგერჩია ჰაა? (ისევ სიცილით გააგრძელა, ტასუნა შემოვიდა და ჩამეხუტა, ავიყვანე და ყავა შევაჩეჩე ანის მე გამოვედი, ამასობაში 10 გამხდარა, ჩემი წასვლის დრო იყო )
- კარგია აქ ყოფნა მაგრამ ჩემი წასვლის დროა
- დაიცა რა რა გეჩქარება? ან ვაფშე აქ დარჩი (იკა)
- ვერა იკა ხვალ ვმუშაობ ხოიცი? მოსამზადებელი ვარ
- გაგაცილებ (წამოხტა ილია)
- არა მე გავაცილებ შენ იყავი ძმა (ახლა შმაგიმ უთხრა, იკამ აშკარად დაიჭირა მათი ეს გამოხტომა და ორივეს შეხედა ეჭვის თვალით)
- არაა საჭირო, გაცილება რომ მჭირდებოდეს მარტო არც ვივლიდი, კარგად იყავით (ასე მოვაკეტინე ორივეს, ტასუნას ვაკოცე და წამოვედი)
ნერვები დაწყვეტას მქონდა, გამომწვევად არასოდეს არც ჩამიცვამს და არც მოვქცეულვარ, რა ეტაკათ ამ ბიჭებს ვერ ვიგებდი, სახლში მივედი, ცოტა დედასთან და მამასთან ვილაპარაკე, მერე მოვწესრიგდი და მესიჯი მომივიდა:
,, თათია, სალაპარაკო მაქვს შენთან და უეჭველი უნდა გნახო ხვალ“ ნომერი არ მეცნო, უცხო იყო, გამიკვირდა ვინ იყო და პასუხი მივწერე,
,,რომელი ხარ?“ ზუსტად 1 წუთში პასუხი მომივიდა,
,,რო გითხრა საბა ვართქო, მაინც ვერ მიცნობ, ამიტომ ხვალ შემხვდი და ვილაპარაკოთ“ სულ დავიბენი, საბა ვინღაა?
,,ვინ საბა ხარ? თუ არ გიცნობ, ან რა გვაქვს სალაპარაკო, ან რატო უნდა გნახო?“,
,,რო მნახავ მიხვდები... რომელზე გეცლება?“ უცბად თავში დამარტყა რომ ეს ის პატრულის თანამშრომელი იყო, სხვა ჩემს ნომერს ვინ გაიგებდა?,
,,პატრულის თანამშრომელი ხარ?“,
,,ყოჩაღ, ჭკვიანი გოგო ჩანხარ, მოკლედ ხვალ გნახავ და ვილაპარაკოთ, ტყუილა ამხელა კაცი დევნას არ დაგიწყებდი“ რა საქმე უნდა ქონოდა? ისე ჯობდა მენახა და პირში მიმეხალა ყველაფერი ამიტომ დავთანხმდი,
,,6ის ნახევარზე შეგხვდები რომელიმე პარკში“,
,,კაი ჩამოყალიბდი და ხვალ გამაგებინე“,
აღარაფერი მივწერე, დაძინება გადავწყვიტე, მაგრამ ვფიქრობდი საერთოდ ვინ იყო ეს ბიჭი ან რა უნდოდა. უნდა ვაღიარო რომ საკმაოდ სიმპათიური იყო, მაგრამ რათ გინდა? თავხედი და მექალთანე ჩანს... დილით ისევ სამსახურისთვის გავემზადე და წავედი, მთელი დღე მშვიდად მიდიოდა, ნინის ველაპარაკე იმ ბიჭზე რომ ნომერი გაიგო და მომწერა, შეხვედრაზე დავთანხმდი და ბოლო ბოლო გავარკვევდი რა უნდოდა, 5 საათზე ბანკიდან გამოვედით, ამ ნომრიდან მესიჯი ისევ მომივიდა
,, უფრო ადრე ვერ შემხვდები?“
,,მცალია უკვე, 10 წუთში გნახავ“ მისამართი მივწერე და წავედი, მანქანა გავაჩერე და ფეხით შევედი პარკში, დავინახე რომ ჩემსკენ მოდიოდა ჩვეულებრივ ფორმაში გამოწყობილი ,,საბა“ მომიახლოვდა და გადამკოცნა, მე კიდევ უბრალოდ ვიდექი და ვკითხე
- რა ხდება? ვინ ხარ ბოლობოლო?
- მოდი ჯერ კარგად გაგეცნობი კაი? მე სა..
- ეგ არ მაინტერესებს, მე ის მაინტერესებს ჩემგან რა გინდა?
- ყოველთვის ასეთი პირდაპირი ხარ?
- კი ყოველთვის და შენგაანაც იგივეს ვითხოვ, რა გინდა?
- მერე არ მითხრა ზედმეტი მოგივიდაო (ამის თქმა იყო და თავი დამიჭირა, უცბად დამაცხრა ტუჩებზე და როგორც კი გავიაზრე რა გააკეთა, ხელი უნდა გამერტყა, მაგრამ ორივე ხელი დამიჭირა)
- შენ არ მითხარი პირდაპირ მითხარიო? (ხელებს ისე მიჭერდა რამის ძვლები დამილეწა, გავმწარდი და შევაფურთხე სახეში, უცბად გამიშვა ხელი სახე რომ მოეწმინდა, მე კი ისეთი სილა გავაწანი რამის ხელი ზედ შევატოვე)
- გულის ამრევი ადამიანი ხარ, აღარასოდეს გაბედო მოახლოვება, თორემ მოგკლავ.
უკან მოუხედავად წამოვედი, უფრო სწორად გამოვიქეცი თან ვიფურთხებოდი და ტუჩებს ვიწმენდი, გონებაში თავს ვლანძღავდი ყველა სიტყვას რატო არ დავუკვირდითქო და მანქანა ისე მოვწყვიტე ადგილიდან რამის ვიღაცას დავეჯახე. ცოტა რომ დავწყნარდი ტუჩებზე მოვისვი თითები და გამეღიმა, უნდა ვაღიარი სასიამოვნო გრძნობა იყო...
___________________________________
დაგიბრუნდით ახალი ისტორიით, წინასწარ უნდა გითხრათ რომ შეიძლება ამ ისტორიის დადება ცოტა დამიგვიანდეს ხოლმე. მაგრამ ვეცდები ყოველ დღე რაღაც მაინც დავდო, და კიდევ ერთი, ისეთ დიდ თავებს რამდენად დავდებ აღარ ვიცი, მიყვარხართ ყველა



№1  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

მომწონს კარგია,მაგრამ ეს შეფურთხება რა არის, ნუ უცებ კოცნაც არაა ნორმალური,მაგრამ...

 


№2  offline წევრი ♡EPICLOVE♡

აუ ძაან მაგარი იყო ყოჩააღ: D
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№3 სტუმარი მკითხველი

რა მაგარი გოგო ხარ ასე მალე რომ დაგვიბრუნდიიი. :* ძალიან მომეწონა დასაწყიდი. შენ უკვე დაამტკიცე რომ მაგარ ისტორიებს ქმნი, ასე რომ თამამად დაველოდები შემდეგ თავებს. ხო მართლა, ღირსი იყო ეგ ხეპრე რაც თათამ გაუკეთა. მომეწონააა :*

 


№4  offline წევრი Man Iron

რაღაც საინტერესო იყო , მაგარი კაცია საბა აშკარაშ

მომეწონაა, რატოა ხეპრე , ეგრეც უნდა ექნა ვენაცვალე საბას

 


№5  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Ra sainteresoaa

 


№6  offline წევრი იასამანი

Saxalisoa da saintereso

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent