თვალები (13 თავი)
მეცამეტე თავი - უთავმოყვარეო ხარ! - მსაყვედურობდა დედა - ამდენი წლებია კაცმა მიგატოვა, შენ კი... ერთი თითი დაგიქნია და თავქუდმოგლეჯილი მირბიხარ მაშინვე. მხოლოდ ფულის მოცემაა კაცის მოვალეობა? - შფოთავდა ის, მაგრამ მე მაინც იმდენად კმაყოფილი ვიყავი, რომ მისი სიტყვები იავნანად მესმოდა. მეორე დღეს სამსახურში ცოტა გვიან მივედი. უნდა ვაღიარო, რომ ლევანის უფროსად მოსვლის შემდეგ დილაობით ვაგვიანებდი. თითქოს ვცდილობდი გამომეწვია, თუმცა ის ხმას არ იღებდა. ისე დადიოდა თითქოს ვერაფერს ამჩნევდა. მეც რა მენაღვლებოდა?! დღესაც სწორედ ასე მოვიქეცი. ჰოლში შესვლისას სამდივნოში იაკო დავინახე. - ბატონი ლევანი არ გახლავთ ქალბატონო! - მოთმინებით, მაგრამ ცოტა არ იყოს გაღიზიანებული ტონით ეუბნება მდივანი. - როდის მოვა? - ბრაზდება ქალი. - არ ვიცით, ქალბატონო, ბატონი ლევანი არ გვიბარებს ხოლმე. გაბრაზებული იაკო შემობრუნდა და ლიფტთან მდგომი დამინახა. - თამარ?! -აშკარად არ ელოდა ჩემს დანახვას, გაოცება უცებ ზიზღმა შეცვალა- აქ რას აკეთებ? - თითქმის კანკალებდა ის. - მე?! აქ ვმუშაობ, არ იცოდი? - გამიკვირდა მე. - მე სულელს კი მიკვირდა რატომ დაიკარგა ლევანი! - ირონიულად მეუბნებოდა ის. მისი უაზრო, ეჭვიანი სცენების თავი არ მქონდა. - რაღაც გეშლება! - მკაცრი ხმით ვეუბნები მას. - რა თქმა უნდა! იმ დაწყევლილი ქორწილის შემდეგ ტვინი ისე აურიე, მე ზედაც აღარ მიყურებს. - თვითონ მაინც გჯერა შენი სიტყვების? - გამიკვირდა მე. ვხედავდი უკვე სხვა თანამშრომლების ყურადღებასაც ვიპყრობდით და საკმაოდ უხერხულად ვიგრძენი თავი. - გინდა თქვა, რომ მეჩვენება?! - გაკაპასდა ის - ლევანს თავი დაანებე, გესმის? შე გათახსირებულო ქალო! - ეს ისეთი ტონით მითხრა, რომ სიცილი ვეღარ შევიკავე. თვალებზე ცრემლებიც კი მომადგა. სწორედ ამ დროს შემოვიდა ლევანიც. - ნუ ნერვიულობ! აი მოვიდა შენი პრინციც და იმედია დაგამშვიდებს! - სიცილით ვუთხარი და ლიფტში შევედი. გიორგისთან წინა დღის საუბრის შემდეგ ისეთ კარგ განწყობაზე ვიყავი, რომ იაკოს არასერიოზული გამოხტომების გამო ნერვებს ვერ მოვიშლიდი. კაბინეტში შევედი და ჩემთვის ყავის მზადება დავიწყე. თან მაგიდაზე დაწყობილ კორესპონდენციას ვათვალიერებდი. - დილა მშვიდობის! - მალევე გამოჩნდა ლევანიც. ისეთი სახე ქონდა თითქოს წინა დღეს ჩვენ არც კი გვეკამათა. - გაგიმარჯოს. ასე უცებ გაისტუმრე სტუმარი? - ცინიკურად ვეკითხები მას. - ეჭვიანობ? - ფარული კმაყოფილებით კითხულობს ის. მხირულად გამეცინა. - არდე გითხარი რომ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გაქვს?! ის გოგო მეცოდება. ეტყობა მართლა ძვირფასი იყავი მისთვის. - მე ყველასთვის ძვირფასი ვარ, შენთვისაც. უბრალოდ ამის აღიარება არ გსურს. - „თვითდაჯერებული იდიოტი“- ვფიქრობ მე- რა თქმა უნდა, თუ დააკვირდები, მიხვდები, რომ შენ სამყაროს ცენტრი ხარ და მსოფლიო შენს გარშემო ბრუნავს... - ვიცინავ მე- არ გეწყინოს, მაგრამ შენს ადგილზე იაკოს მოვუფრთხილდებოდი. ტყუილად გულს არ ვატკენდი. - ცოლად უნდა მოვიყვანო! - გამომწვევად მეუბნება ის. - მშვენიერია, ბედნიერებას გისურვებთ! - ჩემი კმაყოფილი ტონით გაღიზიანდა. - არ მოგწყინდა მაიმუნობა? როდემდე აპირებ სიჯიუტეს? - მეკითხება ის. -შენ რეალობის დაჯერება არ გინდა და რა ვქნა? რადგან აქ ხარ, წინასწარ გაცნობებ, დეკემბრის შუა რიცხვებიდან შვებულებაში მინდა გასვლა. - რომ არ დაგეთანხმო? - ირონიულად მეკითხება ის. - თანხმობა არც მითხოვია! უნდა გავიდე! - ჯიუტად ვეუბნები მას. - მოვიფიქრებ! - მკვახედ მეუბნება - სადმე მიდიხარ? - არა, დღეების დაკარგვა არ მინდა! - მივხვდი, რომ გიორგისთან წავლას თუ ვახსენებდი ეცდებოდა ჩემთვის პრობლემები შეექმნა. იმდენად ბოღმა ადამიანი იყო. მასთან არც ჩხუბის სირვილი მქონდა და არც კამათის. - რაღაც ზედმეტად კარგ განწყობაზე ხარ, მოხდა რამე? - ინტერესდება ის. - არა. არაფერი. რა უნდა მომხდარიყო... - სახე გიბრწყინავს, თითქოს დაფრინავ... - ინტერესით მაკვირდება ის. - მერე ეგ ცუდია?! დღეს ზედმეტ პრობლემებზე ფიქრი არ მინდა. რა ვქნა? ცოტა „ავარა“ განწყობა მაქვს. - სულელურად მეღიმება. - არა, პირიქით. ასეთი ბედნიერი არასოდეს მინახიხარ. თურმე ღიმილიც შეგძლებია. - მივხვდი, რომ ჩემდა სამწუხაროდ სიმართლეს მეუბნებოდა. თურმე როგორი მცირედი მჭირდებოდა, რომ თავი ცოცხალ ადამიანად მეგრძნო. ჩემს ბედნიერებას მხოლოდ ერთი სახელი, გიორგი ერქვა. ეგ იყო და ეგ. ვუმზერდი ლევანს და მისი ცინიზმიც კი აღარ მიშლიდა ნერვებს. ამის გააზრებაზე გამეღიმა: - იმედი მაქვს, უფრო ბედნიერადაც ვიგრძნობ თავს. - არ მიმხელ, მაგრამ ვგრძნობ, რომ რაღაც მოხდა... - ჩემთვის ძალიან კარგი და სასიხარულო, ოღონდ ბოდიში, შენ არ ხარ ის ადამიანი, ვისთვისაც ამ სიხარულის გაზიარება მინდა.. - მივაშხამე მე. - სამწუხაროა! - კბილებში გამოცრა და ოთახიდან გავიდა. ვიჯექი და ვფიქრობდი, რატომ ვიყავი ასე აჟიტირებული და გახარებული? გიორგი ხომ არ მოდიოდა, მე მივდიოდი მასთან სულ რაღაც 14 დღით. გრძელი ათი წლის შემდეგ... ან რა გარანტია მქონდა, რომ შერიგებას შემომთავაზებდა? რა ვიცოდი მის შესახებ? საკუთარ გამოსახულებას შევხედე. ამ ათი წლის განმავლობაში მეც ხომ შევიცვალე? რომ არ მოვეწონო? ცუდი ფიქრები სწრაფადვე მოვიშორე, ჩემთვის ხომ ეს ორი კვირაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შობამდე უკვე დღეებს ვითვლიდი, ერთი სული მქონდა როდის გავიდოდა. გიორგის სახელით იურისტი დამიკავშირდა. პასპორტის ასლი და ფოტოები მომთხოვეს ვიზის მოსამზადებლად. ყველაფერს ისინი აგვარებდნენ. ცოტა არ იყოს მეხამუშა, როგორც წესი ჩემს დოკუმენტებს მე ვაწესრიგებდი. მიჩვეული არ ვიყავი ჩემი პრობლემების სხვისგან მოგვარებას. თუმცა უნდა ვაღიარო, სასიამოვნო ყოფილა, როცა ყველაფერს სხვა გიგვარებს. ვიზა, პასპორტი და ბილეთები ორივე მიმართულებით დაზღვეული ფოსტით მივიღე. ლუფთჰანზას ბილეთები რეისით: თბილისი-რომი-თბილისი. ესეც ასე, მე მხოლოდ ის მჭირდებოდა, რომ აეროპორტში დროულად მივსულიყავი. - აეროპორტში დამხვდები? - ვეკითხები გიორგის. - დაგხვდებიან, ნუ ნერვიულობ! - ეცინება მას. - შენ არა? - ცოტა არ იყოს მეწყინა. - მოვლენებს წინ ნუ უსწრებ! - თვალს მიკრავს ის. მე კი მოვლენების გასწრება კი არა, უკვე მის მკლავებში ყოფნა მსურს. იურისტები, მძღოლი, ბილეთები ბიზნეს კლასში. საინტერესოა კიდევ რა მელოდა?! კარგა ხანია ვამჩნევდი გიორგის ცვლილებებს. შეიცვალა მოქმედება, საუბარი, ტანსაცმლის ხარისხი, ჩაცმის სტილი. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ბოლო პერიოდში მხოლოდ ბრენდებს იცვამდა. ძვირფასი საათები. ტელეფონები. თვითონ არაფერს ამბობდა და მეც ზედმეტი კითხვებით არ ვაწუხებდი. თუმცა როცა ჩემთან მიმართებაში ასე მოქმედებდა, მეხამუშებოდა. საიდან ქონდა ამხელა სახსრები? თუ ცდილობდა ჩემთვის ესიამოვნებინა და მისი წვალებით ნაშოვნ თანხას არ ზოგავდა?! გული მეტკინა იმის გაფიქრებაზეც კი, რომ ცდილობდა ჩემთვის ზღაპრული სამყარო შეექმნა. რას არ ვფიქრობდი, თუმცა სიმართლესთან თურმე საოცრად შორს ვიყავი. ეს კიდევ ერთი შოკის მომგვრელი სიახლე იყო. აეროპორტში, როგორც გამაფრთხილა დამხვდნენ, მძღოლი და სასიამოვნო, ასე ოცდახუთ წლამდე ასაკის თარჯიმანი. ისე მიმიღეს როგორც განსაკუთრებულ, ყველაზე ძვირფას სტუმარს ხვდებიან ხოლმე. ქალაქში პატარა კრუიზის შემდეგ სასტუმროშიც მივედით. ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროში მომსახურებაც სათანადო აღმოჩნდა. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა, როცა თანმხლებმა გოგონამ ვიპ. კლიენეტებისთვის განკუთვნილ აპარტამენტებში მიმაცილა. - ქალბატონო თამარ თქვენ მოისვენეთ, თუ რამე დაგჭირდეთ ეს ჩემი ნომერია, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დამიკავშირდეთ. მძღოლიც თქვენს განკარგულებაშია, ბატონი გიორგიც მოგვიანებით გესტუმრებათ. - დიდი მადლობა ყურადღებისთვის! - ვემშვიდობები მას - აქ საყურყუტოტ ჩამომიყვანა? თვითონ დახვედრაც კი არ იკადრა! - მეწყინა მე. ჰოლში შავი ვარდების ულამაზესი თაიგული იდგა, წარწერით: - მგზავრობით დაღლილი იქნები, მოისვენე. ერთი სული მაქვს, როდის გნახავ! გიორგი! ბარათი იქვე დავდევი და აპარტამენტების თვალიერება დავიწყე. ოთხ ოთახიანი ლუქსი იყო. სრული კომფორტით მოწყობილი, ძირითადად თეთრ და ღია ნაცრისფერ ტონებში. გიორგის რჩევას მივყევი, ცხელი აბაზანის შემდეგ, მოვწესრიგდი და მხოლოდ შემდეგღა გამახსენდა, რომ მშიოდა. - ეთქვა მაინც მოსვლის დრო! - თარჯიმანთან დავრეკე. - გისმენთ ქალბატონო თამარ! - ბოდიშს ვიხდი, რომ გაწუხებთ! ცოტა არ იყოს მომშივდა, როგორც ვხვდები ბატონი გიორგი არ ჩქარობს მოსვლას, თუ არ შეგაწუხებთ იქნებ სადმე გაგვევლო?! - როგორ გეკადრებათ, დიდი სიამოვნებით! სასტუმროში არაჩვეულებრივი რესტორანია. ნახევარ საათში ჰოლში დაგელოდებით, თუ რა თქმა უნდა, თქვენ ქალაქში სეირნობა არ გსურთ?! - არა, სადილობა აქვე მირჩევნია! - ვაღიარე მე - ცოტა არ იყოს დაღლილი ვარ, ექსკურსია შემდეგისთვის დავგეგმოთ! - კარგით ქალბატონო თამარ! - ხალისიანად მეთანხმება თარჯიმანი. შავი შანელის მუხლამდე კაბაში გამოწყობილ ჰოლში თარჯიმანს შევხვდი. ცნობისმოყვარე მზერით ვხვდებოდი, რომ ცუდად არ გამოვიყურებოდი. როგორც წესი არ მიყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, თუმცა ამ შემთხვევაში უნდა ვაღიარო, რომ მსიამოვნებდა. გიორგის დაგვიანების გამო ცოტა ნაწყენი ვიყავი. ეხლა მარტო, რომ ვყოფილიყავი ალბათ გულიანად ვიტირებდი. ეს უცნობი გოგონა კი მშვენივრად მატანინებდა ყურადღებას. სახელად სოფი ერქვა. ასაკში არ შევმცდარვარ ოცდაოთხი წლის გამოდგა. - ბატონი გიორგი რომ არ შემხვედროდა არ ვიცი რა მეშველებოდა. აქ ქართველები საუკეთესო შემთხვევაში ძიძებად ან მომვლელებად მუშაობენ. - ცუდ ვარიანტში? - ვინტერესდები მე. - ცუდ ვარიანტში პანელზე ხვდებიან, შემდეგ ან ციხეში ან დეპორტაცია. ბატონმა გიორგიმ თავისთან ამიყვანა. საბუთების მოწერიგებაშიც დამეხმარა. იგი საუკეთესო უფროსია. - თქვენს გარდა კიდევ მუშაობენ ქართველები?! - დავინტერესდი მე. - ჩვენი ამბავი ხომ იცით, ამხელა კომპანიაში ყველა ეროვნების ხალხს ნახავთ. თუმცა თუ ბატონი გიორგი იგებს, რომ რომელიმე ქართველს მასთან მუშაობა სურს, უპირატესობას მათ ანიჭებს. - გოგონა ისეთი აღტაცებით საუბრობდა გიორგიზე, რომ მესიამოვნა. - თუმცა უნდა გაგიმხილოთ, როცა ქართველები ღალატობენ ამას ორმაგად მტკივნეულად განიცდის! - ნაღვლიანად მეუბნება ის. - ღალატში რას გულისხმობ? - ჩვენი ხალხის ამბავი ხომ იცით, თუ ადამიანს ოდნავ საშუალება აქვს ავალდებულებენ დაეხმაროს. ბატონი გიორგი ყოველთვის კარგ ხელფასს უნიშნავს, მნიშვნელობა არ აქვს უბრალო მუშაა თუ გენერალური დირექტორი. ამას კი ისე თვლიან თითქოს ასეც უნდა ხდებოდეს. ავიწყდებათ ვინ იყვნენ და რად იქცნენ! - მუშები, დირექტორები? - გამიკვირდა მე - რას საქმიანობთ, რა სახის ბიზნესი გაქვთ?! - რა ვიცი! - დაბნეული სოფი იცინის - ეგ თქვენ უფრო გეცოდინებათ! მისი ზუსტი საქმიანობის სფეროს თქმა ძალიან რთულია! თუმცა უცნაურია, რომელ საქმესაც კი მოკიდა ხელი ყველგან დიდი წარმატება ხვდა წილად. - „ასე კარგად საიდან იცნობდა? მისი განცდების შესახებ რიგით თანამშრომელს უყვებოდა?!„ - თითქოს მიხვდა რასაც ვფიქრობდი, ისე მითხრა: - მამა არ მყავს, არასოდეს მინახავს, ერთი წლის ვიყავი როცა დედაჩემი მიატოვა. ბატონმა გიორგიმ მისი ადგილი დაიკავა. შემრცხვა ჩემი აზრების: - „წლებია გიორგი არ მინახავს. შეიძლება ითქვას ჩემთვის უცნობ ადამიანს ვნახულობ! - ჩემს ხმაში ტკივილი იგრძნობოდა. გული დამწყდა, ეს უცნობი გოგონა ჩემზე უკეთესად იცნობდა. მისი ცხოვრების წვრილმანებიც კი იცოდა, მე?! ვინ ვიყავი მე? რა ვიცოდი? არაფერი! წარმოდგენაც კი არ მქონდა მის წარმატებებზე, რატომ არაფერს მეუბნებოდა?! ეგონა მეწყინებოდა, არ გამიხარდებოდა? ესე იგი არც თუ ისე ძვირფასად მთვლიდა, რომ მისი მიღწევები და სიხარული გაეზიარებინა. პრინციპში არც მე ვეკითხებოდი დიდად, ეხლა ღა გავიაზრე, რომ მასთან საუბრისას ძირითადად ჩემს პრობლემებზე ვსაუბრობდით ხოლმე. მის ცხოვრებაზე საუბარს თავს არიდებდა“. - რა არის აქ საინტერესო? ხომ იცი როგორც ვცხოვრობ, როგორც ყველა ქართველი. - მოკლედ მიჭრიდა ის, თუმცა სულელი უნდა ვყოფილიყავი, რომ ვერ მივმხვდარიყავი მისი საქმე უფროდაუფრო კარგად რომ მიდიოდა. ადრეც ავღნიშნე, რომ ჩაცმიდან დაწყებული, ბინის ინტერიერით დასრულებული ყველაფერი ძვირფასი ქონდა. მაგრამ თვითონ მაინც დუმდა. ამის გააზრებაზე ცრემლები მომადგა. ეს გოგონა აშკარად აფანატებდა უფროსზე. ალბათ, მიხვდა ჩემი განწყობის ცვლილებას და გაჩუმდა. - დაგღალეთ? - ღიმილით მკითხა მან. - არა, თქვენი მოსმენა მსიამოვნებს, უბრალოდ ცოტა გული ამიჩუყდა. მიხარია გიორგი ასე რომ გიყვართ! - ბატონ გიორგის აქ მისტერ ჯორჯო აბანდონატოს სახელით იცნობენ. ბედნიერი ქალი ბრძანდებით, დარწმუნებული ვარ თქვენი ბევრს შურს!- ისე გულწრფელად მითხრა, რომ ღიმილი ვერ შევიკავე. - ბედნიერი? თქვენ ხომ ჩვენს შესახებ არაფერი იცით! - არც არის საჭირო! მისი მზერაც კი საკმარისია, ამას რომ მიხვდე. მის გვერდით ბევრი ქალი მდგარა, მაგრამ არ მინახავს ვინმესთვის ასე თბილად და ასე გრძნობით ემზიროს! - სოფიმ ღიმილით შემოსასვლელისკენ გაიხედა, მეც მივბრუნდი, გიორგი იდგა. ხაკისფერ ვილვეტის პიჯაკში და ჯინსებში გამოწყობილი, უკან გადავარცხნილი თმით. მისი ლურჯი ზღვისფერი თვალებით ჩვენ გვიმზერდა. უფრო სწორედ მე, მის დანახვაზე კინაღამ გული გამიჩერდა. ვერ აღვწერ ემოციას მე რომ მქონდა. ამდენ ხანს შეკავებული ცრემლები თავისით მოდიოდნენ. ვეღარ ვჩერდებოდი, ღმერთს მადლობა შევწირე რომ ვიჯექი. ის ნელ-ნელა მოგვიახლოვდა. ოდნავ გვერდულად იღიმებოდა. - დაგტოვებთ! - ღიმილით თავი დაუკრა სოფიმ. გიორგიმაც ოდნავ დაუქნია თავი თანხმობის ნიშნად. სოფი ჩუმად თავის დაკვრით დამემშვიდობა და წავიდა. გიორგი წინ მეჯდა, ხმას ვერ ვიღებდი. ცრემლები ისევ ასე უაზროდ მოდიოდა. არა და რას არ ვფიქრობდი. ათასჯერ მაინც მქონდა წარმოდგენილი ჩვენი შეხვედრა. ხან ვნებიანად ვკოცნიდით ერთმანეთს, ხან ვეხუტებოდი. ეხლა კი ასე დამუნჯებული ვუმზერდი და ხმას ვერ ვიღებდი. - მაპატიე, რომ დავიგვიანე! - მეუბნებოდა მისი ოდნავ ხინწიანი ხმით. ჩემი ხელები ხელებში ქონდა მოქცეული - მინდოდა ყველაფერი დამესრულებინა, რომ ეს დღეები მხოლოდ შენ დაგითმო! - პერანგის მანჟეტებიდან ძველი მოშუშებული ჭრილობები დავინახე ვენებზე. წარსულის გახსენებაზე გამაჟრჟოლა. - რომ იცოდე როგორ მომენატრე! - სახეზე მეფერებოდა ის. ტუჩებით ხელისგულებს ვუკოცნიდი. ოდნავ, მორიდებით. ისე რომ გარშემომყოფებს არ შეემჩნიათ. ვინანე: - „რა მინდოდა ამ ოხერ რესტორანში? დავლოდებოდი ნომერში“. - იმდენი რამ მაქვს შენთვის მოსაყოლი, სათქმელი. არ მინდოდა ამის სკაიპში ან ტელეფონში თქმა. აქ ჩემთან უნდა ყოფილიყავი, ჩემს გვერდით. თვალებში რომ ჩამეხედა, ჩემს თაფლისფერ თვალებში. - გულში ჩამიკრა მან, სუნთქვა შემეკრა. მისი არომატი ღრმად შევისუნთქე. თურმე რა მაკლდა ეს წლები, ძლივს როგორც იქნა ვიგრძენი, რომ ცოცხალი ვარ. მის თბილ მკერდს ვეკვროდი და აღარ მახსოვდა აღარავინ და არაფერი. ალბათ ამ გრძნობას ეძახიან აფექტს. ყოველ შემთხვევაში ჩემზე ნორმალური არ ითქმოდა. ყველაფერი ერთად მჭირდა: ისტერიკა, სიხარული. გიორგი ღიმილით მაკვირდებოდა. ვგრძნობდი. არც ის იყო ნაკლებ დღეში. უცებ გავიაზრე, რომ თმა აჩეჩილი მქონდა. ალბათ ტირილისგან თვალებიც დამიწითლდა. ის კი ისეთი აღტაცებით მიმზერდა, რომ თავი უხერხულადაც კი გირძენი და გავწითლდი. მიმზერდა, ისე როგორც ფრესკას შესცქერიან, თითქოს ქალი კი არა ღვთაება, არაბუნებრივი არსება ვიყავი. ეს არ იყო ვნებიანი შემოხედვა, ეს იყო სიყვარული, თაყვანცემა. ეხლა მივხვდი რა მაკლდა ეს წლები. მინდოდა მხოლოდ ასეთი სიყვარული. მისთვის მე ყველაფერი ვიყავი. ამას არ ჭირდებოდა სიტყვები, მისი ერთი შემოხედვაც საკმარისი იყო და შემრცხვა, რატომ არ ვიყავი ისეთი იდეალური გიორგი რომ მხედავდა?! ღმერთს მადლობას ვწირავდი, რომ ვუყვარდი. მას არ აღელვებდა რამდენი წელი გავიდა, შევიცვალე თუ არა! ისეთივე აღტაცებით მომჩერებოდა როგორც მაშინ პირველად, თხუთმეტი წლის გოგონა როცა გამიცნო. - მეშინოდა, გაგეცინება რომ გითხრა რის! - ეღიმება თვითონ. - გეშინოდა?! - გამიკვირდა მე. - სულ მეშინოდა, რომ წლების განმავლობაში ვინმე შეგიყვარდებოდა და ... - და, რა? - ასე გრძნობით აღარ შემომხედავდი, შენი თაფლისფერი თვალებით მე აღარ შემომხედავდი! - ტკივილით მეუბნებოდა ის - ეხლა კი ბედნიერი ვარ, უბედნიერესიც. - შენ არ მეჩიჩინებოდი, რომ ჩემს ცხოვრებაში უნდა ყოფილიყო ვინმე?! - კი გეუბნებოდი! - მეთანხმება ის - ოღონდ გონებით. ეგ რომ მომხდარიყო, ალბათ იმ დღეს მართლაც მოვკვდებოდი!! - მოწყენილი მიღიმის ის. - ეგოისტო! - ვეუბნები, თუმცა მისი ნათქვამი არ მწყინს, პირიქით მიხარია - ის ქალები შენს ცხოვრებაში რომ იყვნენ? - ეჭვიანი ხმით ვეუბნები მე. - რა ვქნა? ალბათ დამნაშავე ვარ ... - ეშმაკურად ეცინება მას. - ალბათ? - ღიმილით წარბი ავწიე მეც. - ალბათ! - იცინის ის - წამოდი ვიცეკვოთ. - მეპატიჟება და მეც სიხარულით ვეთანხმები. გულში მიკრავს და მელოდიას ნელი რხევით ვყვებით. ძლიერად ვეხუტები, მისი სითბო მსიამოვნებს. მისი ძლიერი მკლავები მეხვევა. თმებს მიჩეჩავს, სახეზე მეფერება. - რომ გთხოვო, დამიბრუნდები? მაპატიებ? - ჩუმად მიჩურჩულა მან. გამეღიმა. ის დღე გამახსენდა, ვერის პარკში რომ ვეხვეწებოდი არ წასულიყო. ვუმზერდი მას, მის სახეზე იმ ტკივილის კვალს ვეღარ ვხედავდი, მაგრამ მისი ჭაღარა განვლილ ტკივილს მახსენებდა. - რატომ არაფერს მეუბნები?! ძალიან დავიგვიანე? - ეჭვი გაკრთა ხმაში. - არა! - გამეცინა მე, მის გარდა ჩემს ცხოვრებაში ხომ ისედაც ვერავინ იქნებოდა? მიყვარდა და ეხლა ვხვდებოდი, რომ ამდენი ტკივილის შედეგად სიყვარული უფრო გაზრდილიყო - მე ხომ უკვე დავბრუნდი? სადღა მთხოვ დაბრუნებას? - ვეკითხები მას. თვითონაც ეცინება: - ეგეც მართალია, ისედაც ჩემთან ხარ! - ძლიერად მიკრავს - უკვე ჩემთან ხარ! სულ მინდოდა მეთხოვა, ჩამოსვლა და მეშინოდა, მეშინოდა, რომ უარს მეტყოდი, არ მაპატიებდი.... - ჩვენ ხომ ყოველთვის ვსაუბრობდით! - გამიკვირდა მე. - კი, ვსაუბრობდით, მაგრამ... ყოველ დარეკვაზე გისმენდი და ველოდი, რომ მეტყოდი: - აბა შენ იცი, გიორგი, სულ კარგად იყავიო! - გამაჯავრა მან ხმაში - მეშინოდა... რომ მითხარი ვიღაცას მოვწონვარო, ეჭვისგან კინაღამ გავგიჟდი, როგორც იქნა გავბედე თქმა. - რას წარმოვიდგენდი, ლევანის გამოჩენა თუ მიშველიდა. ადრე მაინც მომეფიქრებინა ასეთი რამ! - მეცინება მე. - სულელო! - ღიმილით, სიყვარულით, ვნებით მეუბნება ის და ჩემს ტუჩებს ეძებს საკოცნელად. ვგრძნობდი, რომ თავს ვკარგავდი. იმის გააზრებაც კი არ მინდოდა, რომ ეს მხოლოდ რამდენიმე დღით გაგრძელდებოდა. ან იქნებ ჩვენს გრძნობებს კიდევ უფრო ამძაფრებდა მოსალოდნელი განშორება, კიდევ უფრო გვიზიდავდა ერთმანეთისკენ. ეს იყო გრძნობებისა და ვნებების ჭიდილი, რესტორნიდან ჩემს ნომერში დასრულებული ერთი დიდი გრძელი ღამე. ემოციებით, გრძნობებით, ერთმანეთის სიყვარულით მთვრალები ვიყავით. ვინმეს სასმელი რომ შემოეთავაზებინა ვერც დავლევდი. ისედაც არაფხიზელ მხდომარეობაში გახლდით. გიორგის მშვიდად ეძინა. მე მის დაჩეხილ მაჯებს ვაკვირდებოდი და ნაზად ვეფერებოდი. მკლავზე პეტრე-პავლობას მიყენებული იარა ისევ ემჩნეოდა, რამდენი ტკივილი გვაკავშირებდა ერთმანეთთან. ამდენი წლების შემდეგ კი ისევ ერთად ვართ. სასტუმროში, ძვირფას ნომერში. ნეტა ოდესმე თუ ვიფიქრებდით ამას?! ყოველ შემთხვევაში მაშინ, თხუთმეტი წლის ასაკში ამას ვერც კი წარმოვიდგენდი. ცრემლები მომადგა. - ტირიხარ? - მესმის გიორგის შეშფოთებული ხმა. - რაღაც სისულელეზე ვფიქრობდი და თავი ვეღარ შევიკავე. - ეხლა ფიქრობდი?! - გაუკვირდა მას - ამ ღამით? ეგ უკვე შეურაწყოფაა. -იცინის ის ეშმაკურად. - არა, ჩვენზე ვფიქრობდი, წარსულზე. - მეღიმება მე. - მოდი ჩემთან! - გულში მიკრავს ის - ნუ ფიქრობ. დატოვე წარსული წარსულში, ჩვენ მომავალი გველოდება, ულამაზესი, უმაგრესი.. - მკოცნის ის- აი, ნახავ თუ არა! გჯერა? მითხარი რომ გჯერა! - კი, მჯერა! - სიცილით ვეთანხმები და ძლიერად ვეხუტები - მიყვარხარ! - ჩუმად, ნახევრად ძილში ვდუდუნებ. - სულელი გოგო! - შორიდან მესმის კმაყოფილი სიცილი - სუ... ლე...ლი... დილით გაღვიძებულს ბავშვების მესიჯები მხვდება: - „დე, გავიღვიძეთ, სკოლაში წავედით, გაკოცეთ!“ ამას მეორე მესიჯიც მოყვა: - „დედა დაგავიწყდა? რადგან არ რეკავ, ესე იგი კარგად ხარ! როცა გეცლება შემომეხმიანე, უკვე მომენატრე! „ - რაო, დილიდანვე გიტევენ? - საკოცნელად კისერში მიძვრება გიორგი. - დილის ანგარიში ჩავიბარე! ხომ უნდა ვიცოდე რა ხდება ოჯახში? - და რა ხდება?! - ეშმაკურად იცინის ის. - ბავშვები სკოლაში, დედა კი... - ვნებიანად ვეხუტები მას. ჩემს მესიჯებზე ხალისობდა, თუმცა თავისი ტელეფონი ჩართო თუ არა მესიჯების კორიანტელიც წამოვიდა. სანამ თავს ვიწესრიგებდი ის საჭირო ზარებს ახორციელებდა სხვადასხვა ქვეყვებში: იტალია, გერმანია, საფრანგეთი. - დაგიპყრია მთელი ევროპა! - მეღიმება მე. - არა მარტო! ჩვენ ბევრი გვაქვს სასაუბრო. ოღონდ მომშივდა, ხომ არ ვისაუზმოთ? ჩავიდეთ რესტორანში? - იქნებ ნომერში ჯობდა? ხელს არავინ შევგიშლის. - კარგი იყოს შენებურად. ოღონდ უნდა დავრეკო. სოფი, როგორ ხარ? დილიდან მშვიდობაა?... თუ დაგჭირდი მხოლოდ იმ შემთხვევაში დამირეკეთ! შენს იმედზე ვარ, თარიღი? კი, გუშინ მომწერა მეილზე. არ დაგავიწყდეს მოსაწვევების გაგზავნა. ყველა კომპანიის დირექტორები და საბჭოს წევრები... წესით ხუთი დღე საკმარისია. ადგილი?! აქვე, რომში... - როგორც ვხედავ დიდ ამბებში ხარ. არაფრის მოყოლა არ აგსურს? - ვეკითხები მე. - მაინც რა გაინტერესებს? მკითხე და ..... - მე ყველაფერი მაინტერესებს. - არ მინდოდა ტელეფონში ან სკაიპში მოყოლა. თავიდან ყველაფერი სწრაფი კვების წერტილით დავიწყე, ხინკალს ვამზადებდი, უცნაურია ხომ? დიდი მოწონება დაიმსახურა. აქაური საკვებიც მივამატე, პიცა და სხვა... იმხელა გამოხმაურება მოყვა, რომ რამდენიმე წერტილიც დავამატე. ამ საქმიანობით ნელ-ნელა მეგობრები შევიძინე. მენდობოდნენ. თავის ქებაში ნუ ჩამომართმევ, მაგრამ საქმეში ცუდი პარტნიორი ნამდვილად არ ვარ! მეგობრობისა და ერთგულების ფასიც ვიცი. რადგან საკვებმა ამხელა წარმატება მოიტანა გადავწყვიტე ბედი სასმელშიც მეცადა. წამოვიწყე როგორც გაზიანი, ასევე ალკოჰოლური სასმელის როგორც ექსპორტი, ისე იმპორტიც. აქედან გამიჩნდა აზრი, რომ საქართველოში ღვინის წარმოებაც დამეწყო და შეიქმნა კახეთში ღვინის ქარხანა. გაოცებისგან დავმუნჯდი. - საქართველოში? საქართველოშიც გაქვს ბიზნესი? - ეს საქმე ასე ორი წლის წინ წამოვიწყე. საქმის დაწყება, წარმატება - წარუმატებლობის გათვლა ყველგან იოლია. ბიზნესი იმაზე მატრივად აეწყო მე რომ მეგონა, მაგრამ... - რა მაგრამ? - ვინტერესდები მეც. - თურმე სადაც დიდი ფული ტრიალებს, ღალატი და ორპირობაც მეტია. ბიზნესის აწყობაში ბევრი ისეთი ადამიანი დამეხმარა, ვისი იმედიც არ მქონდა. თუმცა სწორედ ისინი მღალატობდნენ, მე რომ ყველაზე მეტად ვენდობოდი. მინდოდა შენთვის მეთქვა საქართველოში ჩემს წამოწყებაზე. მაგრამ გადავიფიქრე. ვიცოდი, რომ ამით ნაწილობრივ იმედი გაგიჩნდებოდა, იქნებ დაბრუნდესო. არ მინდოდა იმედი გამეცრუებინა. არავინ იცოდა ქართველი რომ ვიყავი. აქ ჯორჯო აბანდონატოს სახელითა და გვარით მიცნობენ. ეს გვარი ფიქტიური ქორწინებისას, მეუღლისგან მივიღე. მოქალაქეობის მისაღებად. რა აუცილებელი იყო ქარხანაში ცოდნოდათ ვინ ვიყავი? კვებას და სასმელს დასვენებაც უხდება. იდეაში სასტუმროების ქსელის შექმნაც მომინდა. მხარში ებრაელი ბიზნესმენები ამომიდგნენ. ცუდი ქსელი არ შევქმენით. შეგიძლია ჩათვალო, რომ ეხლა საკუთარ სახლში იმყოფები. სასტუმროების ქსელი მოიცავდა მთლიან გასართობ კომპლექტსებს, კაზინოებსა და რესტორნებს. – „ყურებს არ ვუჯერებდი, როგორ შეეძლო ასეთი ინფორმაციის დამალვა, ან როგორ მოითმინა“?- მთავარი არ მითქვამს, ორიოდე თვის წინ საქართველოში ბანკი შევიძინე. - ბანკი? ბანკი რად გინდოდა? - რა ვიცი, რატომაც არა? შენგან ვიცოდი, რომ საქმე კარგად მიდიოდა. თანამშრომლები კმაყოფილები იყვნენ, მეც მომინდა სულ პატარა საჩუქარი გამეკეთებინა! - შეუძლებელია! - უცებ გავიაზრე რისი თქმა სურდა - ის ახალი მეპატრონე, ყველასთვის უცნობი, ოფშერებში რეგისტრირებული? - კი, ის უცნობი დამფუძნებელი! - ღიმილით მეთანხმება ის. უცებ გავბრაზდი: - ის დეგენერატი ლევანი როგორღა იპოვე? - დეგენერატი?! ეგ ადამიანი წლობით მართავდა ჩემს ბიზნესს. ვიფიქრე უკვე გამოცდილი კადრი იყო და ბანკში გამოდგებოდა... - ეტყობა ჩემი გაბრაზებული რეაქცია, რომ დაინახა მაშინღა დაფიქრდა - ლევანი? ის ლევანია? - კითხვით შემომხედა მან. - უკეთესი კადრი ვერ შეარჩიე? - მაშინვე ლევანის ნათქვამი გამახსენდა, სხვისი ფულის ხარჯვა იოლიაო რომ მიმტკიცებდა. - ცინიკოსი და საოცრად ხარბი ადამიანია... - ტყიულად ბრაზობ. ერთად-ერთი წარუმატებელი საქმე სწორედ ბანკი გამოდგა, გადავწყვიტე ბანკი მოვიშორო. - რატომ? ეგ ვინ გითხრა? - გაოცება ვერ დავმალე მე. - ლევანის ბოლო ანგარიშით ასე ჩანს. თურმე ზარალზე ვართ გასული. ირონიულად გამეცინა: - ეგ დასკვნა მისი ანგარიშით გააკეთე? გადამოწმება სცადე? - მას ვენდობი. ამდენი წლებია ერთგულად შრომობს. - ალბათ! - ირონიას არ ვმალავ მე - სხვა საქმეში ალბათ დიდი უნარებიც გააჩნია, ტურიზმი, გართობა, მშვენიერია, მაგრამ საბანკო ურთიერთობებში? ჩემთვის ძალიან უცნაური და გაუგებარია შენი გადაწყვეტილება, სიმართლე გითხრა ცოტა გულდასაწყვეტიც. - გულდასაწყვეტი? რატომ? სანამ არ დავრწმუნდებოდი, რომ ეს საქმე გამოვიდოდა არც არაფერი გითხარი, თუმცა ეხლა ვაღიარებ რომ ჩემი სფერო არ არის. მით უმეტეს ზარალს არ ვიღებ, რა ფასშიც შევიძინე იმ ფასშივე ვყიდი. - მყიდველი ვინ არის? - არ ვიცი, ჯერ ეგ ინფორმაცია არ მიმიღია. ლევანმა მოიძია დაინტერესებული მხარე. შენთვის არ მითქვამს. 5 დღეში დიდ შეხვედრას ვგეგმავ ჩემი ჯგუფის წარმომადგენლებთან. ისიც უნდა ჩამოვიდეს. შეხვედრა აქ იგეგმება. იმედია შენც დამაფასებ! - საკოცნელად იხრება ის - ლევანმა იცის რომ სრული ინფორმაცია უნდა მომაწოდოს. - არ ვიცი, რატომ მიიღე გაყიდვის გადაწყვეტილება, მაგრამ მინდა გითხრა, რომ შეცდომაში შეგიყვანეს. ბანკი წამგებიანი ნამდვილად არ არის. პირიქით ჩვენ კარგი რეპუტაციით ვსარგებლობთ, მოგებაც შარშანდელთან შედარებით ორჯერ დიდი გვქონდა. - შენგან კარგი სარეკლამო აგენტი დადგებოდა! - - ღიმილით მეუბნება ის, თუმცა ვხვდები, რომ ჩემი ნათქვამის არ სჯერა. - სიტყვებს ჰაერში არ ვისვრი! - გავღიზიანდი მე - ჩემი ნათქვამის დამტკიცება შემიძლია და ნებისმიერ დროს მოვახერხებ. ოდესმე დაინტერესებულხარ მე რა მოვალეობები მაკისრია მაგ ბანკში? კარგი იქნებოდა გეკითხა, მაშინ ასეთი ეჭვით აღარ შემომხედავდი. - სისულელეა. შენი როლის შესახებ ყველაფერი ვიცი. ეგ ჯერ კიდევ ძველი დირექტორთა საბჭოს წევრებისგან ვიცოდი. შენი საქმე კარგად გამოგდის. ვიცი რომ ძლიერი სპეციალისტი ხარ! ამიტომაც მინდოდა პარტნიორად შემოსვლა. შენთვის სიურპრიზს ვამზადებდი, მაგრამ... - ვაღიარებ, სიურპრიზი მართლად გამოგივიდა, მშვენიერი დაბანდება გაქვს. მაგრამ ნუ გაყიდი, ლევანი ჩამოაშორე საქმეს. ისეთი პიროვნება აარჩიე ვინც ფინანსებში ძლიერია და მას ენდე. არ ვამბობ, რომ ლევანმა საქმე არ იცის, მაგარამ ეგ ადამიანი საკუთარ ეგოს იქით არ იყურება, იყოს ღვინის ბიზნესში, სასტუმროებშიც, ოღონდ ბანკში არა... - ასე ვერ იტან? - ვიცოდი, რომ ყველაფერს პირადულში გადაიტანდი. - მეწყინა მე - საქმე საქმეა და პირადი ცხოვრება პირადი. მე გრძნობები და საქმე ერთმანეთში არ მერევა. მოითხოვე ჩემი ყოველ წლიური ფინანსური ანგარიში და ჩემს სიმართლეში იოლად დარწმუნდები. - გადაწყვეტილება სწორედ მაგ ანგარიშის ნახვის შემდეგ მივიღე. - გიორგი იქვე მდგომ მაგიდასთან მივიდა და დიდი შავი საქაღალდე ამოიღო. ზამბარით აკინძული ანგარიში მომაწოდა. გაოცება ვერ დავმალე, როცა ჩემს ანგარიშში სხვა ციფრები ამოვიკითხე. ყურადღებით ვათვალიერებდი მოცემულ თანხებს. - მშვენივრად უთამაშიათ! ... -ანუ?! - კომპიუტერი მჭირდება! - ჩანთიდან პატარა ნეთბუკი ამოვიღე, სამგზავროდ ყველაზე კომფორტული ეს ბუქი იყო. საბედნიეროდ ანგარიშის ელექტრონული ვერსია ჩიპზე მქონდა ჩაწერილი და გავხსენი: - ეს არის ჩემი წლის შემაჯამებელი ანგარიში. რომელ ექსპერტსაც გინდა გადაუგზავნე, თუ გინდა აუდიტი ჩაატარე. ჩემს მითითებულ ნებისმიერ ციფრზე პასუხს ვაგებ, ხოლო ეს შეკვრა შეგიძლია ნაგვის ურნაში მოისროლო, ეს ჩემი ანგარიში არ არის! - ზიზღით მოვისროლე აკინძული საქაღალდე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.