მომავალი წარსულიდან (3)
-როგორც ჩანს, დღეს არ იყავით ლაპარაკის ხასიათზე ხომ? -სიცილით მითხრა მარიმ. -არაა !! მოვასწარით მაინც რაღაც-რაღაცეებზე საუბარი.-ვუპასუხე და ჩანთა დივანზე დავდე და იმის ნიშნად რომ საოცრად მშიოდა, მუცელზე მოვისვი ხელი და ჩემს დას საცოდავი თვალებით შევხედე. მარიმ გაიცინა და მითხრა: -აირჩიე პიცა თუ ......... -პიცა პიცა პიცა !!! - მაშინ გაიქეცი ჰიპერმარკეტში და მოიტანე !!! მეზარება დღეს რამის გაკეთება. -მეც !!! კაი წავედი ფული? -ჩემს ოთახში მაგიდაზეა. ათ წუთში უკვე სახლში ვიყავი და სპორტულებში გამოწყობილი გემრიელად შევექცეოდი ჩემს საყვარელ ლორის პიცას !!! -უუუი მართლა მაარ!! დღეს ექვსზე ფიტნესი მაქვს! უკვე ოთხია და მგონი დროა ავდგე და ჩემს ოთახში ავიდე რომ ინტერნეტსაც დავუთმო დრო!! ვუთხარი და ენა გამოვუყავი იმის ნიშნად რომ დღეს სწავლას არ ვაპირებდი. -დღეს პარასკევია !! გეპატიება !! წადი. მე გავუღიმე, კარადიდან სნიკერსიგამოვიღე და მეორე სართულის კიბეებზე ასვლა დავიწყე. ოთახში რომ შევედი, არც დავფიქრბულვარ, მაშინვე საწოლზე გავწექი და ლეპტოპი ჩავრთე. რა თქმა უნდა facebook-ზე ვაკოც იყო შემოსული, ნიაც, თათაც, ნიკაც, მაკოც და ზურაც!!! და ჩვენი ჩათი აქტიური იყო. მე-როგორ ხართ? ნიკუშა, ზურა, ვაკო, მაკო-კარგად! შენ? მე-მაგრად! ვაკო-დღეს შენც გნახავთ ხომ? მე-რა თქმა უნდა !! მაგრამ ექვსზე ფიტნესი მაქვს და თათა და ნია მოვლენ ჯერ მერე მეც შემოგიერთდებით. უუი მართლა დამავიწყდა ნია და თათა დღეს ექვსზე ვეღარ შევხვდებით მარკეტთან! ნია-არაუშავს!! მალე მოდი პარკში! ნიკა-მაგრამ ექვსზეუკვე ღამეა და მარტო ხომ არ ივლი? ვინმე უნდა გამოგყვეს! თათა-მართალია! ვინმე უნდა გაყვეს! მე და ნიას არ გვცალია! მაკო-არც მე და ნიკას! ზურა-არც მე !! მე-ვიცი რასაც აპირებთ!! არავის გამოყოლა არ მინდა !! ვაკო-გინდა!! ჩვენი და ხარ და მარტო არ გაგიშვებთ. მე-ჯანდაბას თქვენი თავი, ვაკო ექვსის ნახევარზე ფილარმონიასთან! ვაკო-კარგი. მე-კარგი გავედი უნდა გავემზადო! აბაზანაში შევედი, წყალი გადავივლე და როცა გამოვედი უკვე ხუთი იყო. სასწრაფოდ გავიშრე თმა, და ვერც გავიშრე, მაღლა ავიწიე და ტოპი და ლასინი ჩავიცვი და რადგან უკვე ციოდა, ნოემბერია ბოლო ბოლო სპორტული ზედაც შემოვიცვი. ავიღე ჩანთა და სირბილით დავეშვი დაბლა, თან ყურსასმენებიც არ დამვიწყებია. -უკვე წახვედი? -მკითხა მარიმ. -კიი !! უკვე ექვსის ოცი წუთია!! შეგიძლია ტაქსი გამომიძახო სანამ ბოტასებს ჩავიცვამ? -რა თქმა უნდა! ორ წუთსი ტაქსი უკვე ჩვენს სახლთან იყო. -გამარჯობა! ფილარმონიასთან! ექვსს აკლდა იცდახუთი, როცა ვაკოს მივესალმე! -დააგვიანე, როგორც ყოველთვის! ღიმილით მითხრა. -არაუშავს მოვასწრებთ! დროც დაგვრჩება, და ბოდიში. -რას ამბობ, რაბოდიში! რა ხდება აბა შენსკენ? -რავიცი, არაფერი, ყველაფერი ძველებურად. ისევ სკოლა, ფიტნესი, მეგობრები. -ჰოომ! მეგუშინ შენ გნახე! -ვაა მართლა? სად? -პარკში სკამზე იჯექი მარტო. მაგრამ ტაქსში ვიყავი და ვეღარ მოვედი ძალიან მაგვიანდებოდა ვარჯიშზე. -აა ხოომ! კი მევიყავი! საღამოობით ხშირად ვზივარ ხოლმე მაგ სკამზე ოღონდ მარტო ამჯერად. -ამჯერად? -კი , მანამდე მე და ...... -გოგა ხომ? -კი მე და გოგა. -არ გინდა რომ მომიყვე შენზე და გოგაზე? ჩვენი სასტავიდან მხოლოდ მე არ ვიცი არაფერი მასზე. -სიმართლე გითხრა არ მინდა ამ ყველაფრის გახსნება (ისე ვუთხარი, თითქოს ყოველ ღამე ამაზე არ ვფიქრობდი) -გთხოვ!!! -სექტემბრის ბოლოს მე და ნია ვიყავით პარში სასეირნოდ, უეცრად ვიღაც ორი ბიჭი მოვიდა და საათი გვკითხა. ჩვენც ვუთხარით. დიდი ყურადღება არ მიგვიქცევია, მაგრამ შევამჩნიე, რომ ერთ-ერთს ხშირდ ვხედავდით ხოლმე ამ პარკში. ჩვენ პარკის უკანა მხარეს, სკამზე დავსხედით, როცა ერთ-ერთი ბიჭი მოვიდა და გაგვეცნო გვითხრა მე გიორგი მქვია, ეს კი გოგააო.მე არ მიმიქცევია გოგასთვის ყურადღება, მივხვდი რომ გიორგი ნიას გაცნობას ცდილობდა და ამაზე მქონდა მთელი ყურადღება გადატანილი. შემდეგ გიორგიმ ნიას სთხოვა Facebook-ზე დაემატებინა. მაგრამ პირველივე დღეს, გაცნობისას შევამჩიეთ რომ მათი სასტავის გოგოებს საერთოდ არ მოსწონდათ მათი ეს საქციელი, და მითუმეტეს არც ჩვენ. მეორე დღეს, როგორც ყოველთვის მე და ნია ისევ ამ პარკში ვიყავით. და ამ გოგოებმაც ‘’რაზბორკობა’’ დაგვიწყეს, რომ შევშვებოდითმათ ბიჭებს, რომლებიც სინამდვილეში სულაც არ არიან მათი ბიჭები. უცებ, გამოჩნდნენ გიო და გოგა და ჩვენდა გასაკვირად დაგვიცვეს , ის გოგოებიც კუდამოძუებულები წავიდნენ. დავრჩით მხოლოდ მე, გოგა, გიორგი და ნია. არ ვიცი, რატომ მაგრამ გოგა იმ დღეს ძალიან გაბრაზებული იყო რაღაცაზე ან ვიღაცაზე, მაგრამ მისი გამხიარულება მე შევძელი, მხიარული სულ სხვანაირი დავინახე, საოცრად თბილი, სასიამოვნო, ისეთი ვინც იცის გოგოების პატიივისცემა და რაც მთავარია ზრდილობიანია, მის გარეგნობაზე ხომ საუბარიც არ მინდა-საოცარდ სიმპატიური. მასაც გაუჩნდა ჩემს მიმართ სიმპატიები, ვისაუბრეთ, მაგრამ წასვლის დროც მოვიდა, არ ვიცი რატომ ან როგორ მაგრამ შეიძლება ითქვას რომ პირველივე დღეს შემიყვარდა. მეორე შეხვედრისას, ისევ ამ პარკში, ოღონდ უკვე რამდენიმე დღის შემდეგ, უფრო მეტად დავუახლოვდით ერთმანეთს, ისევე როგორც გიო და ნია. გოგა გვერდიდან არ მშორდებოდა და კომლიმენტებს მეუბნებოდა, სულ თვალებში მიყურებდა და მიღიმოდა, არ ვიცი, მის ღიმილზე გული მიჩქარდებოდა ცუდად ვხდებოდი. იმ დღეს ვარდიც მაჩუქა. და გაგვაცილა მე და ნია სახლში, რა თქმა უნდა გიომაც. მესამედაც რომ შევხვდი მაშინ მარტოებს მოგვიწია ყოფნა, რადგან ნია და გიო რაღაცაზე სასაუბროდ იყვნენ გასულები. მარტოები ერთმანეთთან უფრო გულწრფელები ვიყავით, ერთმანეთს ვუყვებოდით ჩვენს თავზე, ვლაპარაკობდით და ვხვდებოდი რომ ძალიან, ძალიან მიყვარდა, მიყვარდა მხოლოდ სამი შეხვედრით და შეიძლება უფრო ადრე, ეს აქამდე არასოდეს არ მომხდარა, მე მართლა დავიჯერე ერთი ნახვით შეყვარების. მაგრამ უეცრად მოხდა უცნაური რამ, მაშინ როცა მეგგონა რომ ყველაფერი კარგად იყო გავიგე რომ გოგას ყავდა შეყვარებული. რომელმაც მომწერა სოციალურ ქსელში გოგასგან და ამის გამო მერე გოგას ვთხოვე რომ ყველანაირი ურთიერთობა გაგვეწყვიტა და ერთმნეთს აღრ გავკარებოდით. მაგრამ ნეტავ იცოდე, მაშინ ყველაზე ცუდად ვიყავი, ყველაზე საშინლად. ვიცოდი ორი დღის შემდეგ კონცერტი იყო და მაშინ მომიწევდა მისი ნახვა და ის ფაქტი რომ მას ვეღარ დაველაპარაკებოდი, მაგიჟებდა. კონცერტის დღე. დილითვე ცუდ ხასიათზე გამეღვიძა, მაგრამ მაინც წავედი კონცერტზე, თათამ როგორც ყოველთვის ვერ მოახერხა წამოსვლა. ნიკაც და ზურაც ამ დღეს გავიცანი. ჩემი ვარაუდი გამართლდა. გოგა მართლაც ვნახე. მე ჩემი სიტყვების შესრულება დავიწყე და ზედ არ შევხედე. ის კი როგორც ნიამ მითხრა წამოვიდოდა და ისევ უკან მიდიოდა, ვერ ბედავდა მოსვლას, მაგრამ მერე მაინც მოვიდა და გადამკოცნა. მეაქცია არ მქონდა ვითომ, მაგრამ შინაგანად ვხურდი, მიხაროდა ალბათ. ამ დროს ნია და გიო აღარ იყვნენ ერთად რაღაც მიზეზების გამო, უბრალოდ აღარ წერდა გიორგი, საერთოდ მიატოვა. კონცერტზე მე და ნია ვცეკვავდით, გოგაც მოვიდა რათა ჩემთან ეცეკვა მაგრამ მე არ ვეცეკვე... როცა კონცერტი დამთავრდა მან დამიძახა და მითხრა რომ უნდა დამლაპარაკებოდა.... აიი მოვედით ახლა უნდა შევიდე, შენ შეგიძლია ამოთახში დამელოდო. -კარგი როცა გამოხვალ გააგრძელე მოყოლა კარგი? - კარგი. ვუთხარი და გავუღიმე. ______________________________________________________ ნელ-ნელა გადავდივარ მთავარ თემაზე. შეიძლება მოყოლის პროცესი ცოტა მოსაბეზრებელია, მაგრამ იმედია დაგაინტერესებთ მალე. მითხარით თქვენი აზრი ძალიან გთხოვთ. ყოველი თავის დაწერისას ველი, რომ მომცემთ რჩევებს.. შეგიძლიათ დაწეროთ რას ელით ამ ისტორიიდან, როგორ გინდათ განვითარდეს ის ან თუ გაინტერესებთ რაიმე რომელიმე პერსონაჯთან დაკავშირებით. კრიტიკასაც ნუ მოერიდებით <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.