შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი ღამე (თავი 8)


9-11-2015, 15:03
ავტორი Dikunadiko
ნანახია 4 803

*
დაინახა როგორ გაიქცა სესილი საპირფარეშოში, თვითონ კი იქვე სავარძელზე დაეშვა და ახლადგაპარსულ წვერზე ხელი დაისვა "-ბარი- ბარში ვართ" გაახსენდა სესილის სიტყვები და ანერვიულებულმა დაჰკრა მუშტი მაგიდას საიდანაც თანამშრომლების მთელი კოლექტივი იმზირებოდა.
-სესილი სად არის ? ვერ ვუკავშირები. მისკენ სალომე და ლევანი მოემართებოდნენ.
-მგონი საპირფარეშოში გავიდა. რაც შეეძლო მშვიდად უპასუხა და კოლიდორისკენ გაიხედა , თვალებით ისევ სესილის სილუეტს ეძებდა, თუმცა რომ ვერ წააწყდა ღრმად ამოიხვნეშა და ისევ მოსიყვარულე წყვილს გახედა
-აუ აქ ხომ არ დავტოვებთ, ვიფიქრე სახლში წავიყვანდით და მერე ჩვენ წავიოდით, უხერხული გამოვა. წარბებშეჭმუხნულმა თქვა და ლევანის გახედა
-დემეტრე წაიყვანს სახლში, ჩვენ წავიდეთ. ბოლოს როგორც იქნა დაითანხმეს სალომე და ლევანიმაც სწრაფად გაიყვანა შენობიდან აზრი რომ არ შეეცვალა.
2 წუთში მობილურზე მოუვიდა ესემესი ლევანისგან "ამაღამ არ მოხვიდე სახლში ძმურად." ოდნავ შესამჩნევად ჩაეღიმა და მობილური ჯიბეში დააბრუნა.
ედმონდი ისევ ცეკვავდა და ერთობოდა, "ეტყობა მოეწონა ჩვენს პარტნიორს საქართველო" . აქეთ -იქით ნახევრად შიშველი მოცეკვავეები შემოხვეოდნენ და ინტიმური მოძრაობებით ედმონდს გულს უკლავდნენ, ბოლოს ამ წარმოდგენიდან ისღა დაინახა თუ როგორ მიიძურწებოდა მამაკაცი 4 ქალთან ერთად , თან ცდილობდა არავის შეემჩნია. დემეტრეს ისევ გაახსენდა თავისი თავი, რამოდენიმე შიშველი ქალი, ალკოჰოლისგან აყროლებული გარემო, მოსაწევისგან დაბურული შუშები. და მაინც ამდენი ქალის გემო გაიგო, ვერადავერ ხვდებოდა რატომ დაამახსოვრდა ასე მძაფრად სესილი. მერე ქვეცნობიერად მარის შეადარა ტვინში, არ უნდოდა, პირიქით აღიზიანებდა ყოველი ის წუთი როდესაც იმ საძაგელ ქალს იხსენებდა, თუმცა ქვეცნობიერად მაინც ასე გამოუვიდა და კიდევ ერთხელ შეიძულა ტყუილის მთქმელი ქალები, რომლებიც ასე მრავლად დასტრიალებდნენ თავს, და კიდევ ერთხელ დარწმუნდა რომ ყველაფერი მის გარშემო ფარსი იყო, და მაინც რატომ? რატომ სესილი, და არა სხვა ვინმე, ბევრი ყოფილა ვისაც მოუტყუებია, თუმცა სესილისთან იმდენად მძაფრი და სიამოვნებით აღსავსე წუთები განიცადა, ფიქრობდა ვერასდროს დაივიწყებდა და მათ გახსენებაზე წამიერად ყველა გრძნობა და ემოცია ქრებოდა."იქნებ ცუდათაა?" გაიფიქრა და საპირფარეშოსკენ აიღო გეზი.

*
სიმართლე გითხრათ დიდად არც გაკვირვებია, იცოდა რომ ერთ დღეს გამოჩნდებოდა, და იცოდა რომ ეს დღე გარდაუვალი იყო, იმასაც ხვდებოდა რომ მოულოდნელობით მოხდებოდა მისი ეს გამოჩენა, მაშინ როდესაც არ ელოდა, ზუსტად მაშინ გამოჩნდა
-სესილი.. როგორ ხარ? ღრმად ამოიხვნეშა მის წინ მდგარმა მამაკაცმა და წელზე მოთარეშე ხელები სწრაფად შეუშვა გაკვირვებულ ქალს.
თითქმის ისეთივე იყო როგორც მაშინ, 6 წლის წინათ. თუმცა ახლა უფრო გაწონასწორებული, ინტელექტუალური და ჭკვიანი მამაკაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა.ღია მწვანე თვალებს სესილის თვალებში ანათებდა და კინო-კადრებივით ყოველ წუთს ხედავდა, კიდევ ერთხელ ინანა ოთომ გავლილი 6 წელი.
-კარგად, შენ? სახეზე მორიგი ღიმილის ნიღაბი აიკრო და რაც შეეძლო მტკიცედ უპასუხა
-მეც. გუშინ ჩამოვედი. ძლივს მოუყარა სიტყვებს თავი და წინადადება ბოლომდე მაინც ვერ დაასრულა
-კარგია დაბრუნება რომ გადაწყვიტე. უკვე ჩქარობდა სესილი არდაწყებული საუბრის დასრულებას, თუმცა ოთოს როგორც შეეძლო უფრო წელავდა დროს.
-ხო.. ბავშვი.. როგორაა? რაც შეეძლო გაწეილით თქვა სიტყვები და მომღიმარ გოგონას თვალებში ჩააკვირდა სადაც 6 წლისწინანდელი ტკივილი ისევ კიაფობდა.
-კარგად, გაიზარდა.. ბაღში დადის უკვე. მალე სკოლაშიც წავა..ყოველთვის ჰქონდა სესილის გაბრაზების მომენტები, არასდროს უნდოდა რომ მამასა და შვილს შორის ჩამდგარიყო და მშობლების განშორებას მათ ურთიერთობაზე ემოქმედა, ყოველთვის უნდოდა რომ მის გოგონას გვერდით ჰყოლოდა მამა, არასდროს ეგრძნო არასრულფასოვნება ოჯახში, მართალია მიააღწია ამ სრულფასოვნებას მაგრა უმამოდ. მერე განშორებიდან 1 კვირის მერე ოთოც საზღვარგარეთ წავიდა, ყოველთვის ჰქონდა ის შთაბეჭდილება რომ თვითონ უშლიდა მამაკცს ცხოვრებაში ხელს , ამიტომაც წამოვიდა და წამითაც არ უნანია ეს გადაწყვეტილება.
-ფეისბუკზე ხშირად ვნახულობდი სურათებს.
-ძალიან გგავს.(ოთო)
-ძალიან გგავს.(სესილი) ორივემ ერთად წამოიძახეს და ამ ქმედებაზე ორივეს გაეღიმა.
მოსაუბრე სილუეტებში სესილი და სხვა მამაკაცი რომ გაარჩია სიბრაზისგან ძარღვები დაეჭიმა, მისაკუთრების ინსტიქტმა ქვეცნობიერად ისევ იმუშავა, მაგრამ კიდევ კარგი გონს მალევე მოეგო და მომღიმარე წყვილისკენ გაემართა
-ვიფიქრე ცუდათ ხო არაა თქო. მრავლისმთქმელად უთხრა და მის წინ მდგარი მამაკაცი თავიდან ფეხებამდე აათვალიერა
-კარგად ვარ. ასჯილი ბავშვის რეფლექსმა ისევ იმუშავა, ვერც მიხვდა რისი შერცხვა, რამ აუწითლა ლოყები, ნერვიულობამმ თუ დემეტრეს გამოჩენამ, ან რამ დაახრევინა ეს სიამაყით აწეული თავი, შუქებისგან ოდნავ განათებულ იატაკს დააჩერდა და მამაკცების მორიგ სიტყვას დაელოდა.
-არ გაგვაცნობ? ომახიანად წამოიძახა ოთომ. ინიციატივა წამოჭრა თუმცა დემეტრეს სულაც არ ეხალისებოდა მისი გაცნობა, თავდახრილ ქალს მისჩერებოდა და კითხვებზე პასუხს ეძებდა.
-ეს ოთოა, ჩემი .. წინადადების დასრულება ისევ ოთომ იკისრა და ამჯერად უფრო ომახიანად წამოიძახა, ომახიანად და ამაყად.
-მისი ყოფილი ქმარი. ხელი გაუწოდა წარბებშეჭმუხნულ დემეტრეს , რომელიც წამიერად გაქვავებულივით იდგა და ირგვლივ ვერაფერს, ვერაფერს ხედავდა გარდა სესილის აფორიაქებული თვალებისა და დროდადრო წაკბენილი ტუჩისა.
-მე დემეტრე,სესილის.. არ იცოდა რა ეთქვა, ან რა უნდა სცოდნოდა, მათი ურთიერთობა ხომ მხოლოდ ორი ღამით შემოიფარგლა, ვინ იყო ის სესილისთვის, რას წარმოადგენდა.
-ჩემი მეგობარია. სწრაფად განმუხტა სიტუაცია სესილიმ და ამჯერად ნერვიულობის ფაზიდან გამოსულმა ფართედ გაიღიმა.
-კარგი წავალ ეხლა, ხელს არ შეგიშლით, წარბები მაღლა აზიდა ოთომ. -და წინააღმდეგი ხომ არ იქნები ,ამდღეებში რომ გესტუმროთ შენ და ბავშვს?
-არაა. მისამართი ჩააწერინა სესილიმ და ოთოც სწრაფად მოსცილდა იქაურობას, დარჩნენ ისევ ორნი, დემეტრეს ათასი კითხვა უტტრიალებდა თავში, თუმცა არ ჩქარობდა ამ კითხევბის დასმას.
-შვილი გყავს? ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა სესილის.
-კი, რომელიც ახლა უკვე მელოდება ალბათ და სალომეს ვნახავ და წავალთ. სწრაფად ჩამოსცილდა მამაკაცს და წასვლა დააპირა მაგრამ მისმა წამოძახილმა ისევ შეაჩერა
-სალომე ლევანის გაჰყვა, და ამაღამ არ მოვა.
-კარგი მაშინ ტაქსს გამოვიძახებ, უდარდელად აიცეჩა მხრები სესილიმ
-მე წაგიყვან. სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა გოგონას რომელიც უკვე გასვლას აპირებდა კლუბიდან. იქ მყოფებს გამოემშვიდობა და გაზაფხულის მშვიდი ჰაერი შეისრუტა
-არ მინდა მეთვითონ წავალ. გარეთ გაოსულმა უპასუხა მამაკაცს და გაჩერებისკენ წავიდა, ტაქსი რომ გაეჩერებინა
-სალომემ მთხოვა წაიყვანეო, ცუდად გამოვა ეხლა თუ ტაქსით გაგიშვებ. ჩაჯექი მანქანაში.
იცოდა სხვანაირად ვერ დაითანხმებდა გოგონას ამიტომ ისევ ნაცნობ ხერხს მიმართა "მეგობარი" ჩარია და სესილიმაც უხმოდ დაიკავა, მძღოლის გვერდითა სავარძელი.
მთელი გზა არც ერთს შეუწუხებია თავი ლაპარაკით, სესილი მინის იქით ჩამორჩენილ სახლებს და შენობებეს უყურებდა, დემეტრე ყველაფერს გარდა სესილისა. ყველანაირად ცდილობდა თავიდან აერიდებინა ფიქრები მასზე მაგრამ ახლაც მის გვერძე მჯდარი ისევ მასზე ფიქრობდა და გაგიკვირდებათ და ენატრებოდა..

სესილის იმდენი საფიქრალი დაგროვებოდა აღარ იცოდა რისთვის მიექცია ყურადღება, დაავადებული დედისთვის, უსაყვარლესი შვილისთვის, "ორი ღამის" პარტნიორისთვის , მამაკაცისთვის რომლისგანაც ყავდა შვიილი, და სამუშაოსთვის რომელსაც ჯერ-ჯერობით ვერ პოულობდა.
ყველას აქვს საფიქრაი, ყველა რაღაცას დარდობს, ან რაღაცა უხარია, მაგრამ სესილი განსხვავებულად ფიქრობდა და უდგებოდა ყველაფერს, მაგრამ ორმა ღამემ მთლიანად გაანადგურა მისი ყვეალ პრინციპი, ახლა ორჯერ მეტად დარდობდა , და უფრო მეტად განიცდიდა ყველაფერს მაგრამ თავს ყოველთვს ისევ ისე, ძველებურად, აჩვენებდა რომ ყველაფერი კარგად იყო, რომ ყველაფერი დროებითი და მოგვარებადი იყო, შეიძლება გულის სიღრმეში მასაც სჯეროდა ამის, მაგრამ ალბათ ძალიან სიღრმეში.

წამით ისიც იფიქრა დემეტრემ იქნებ მამაკაცური ჟინია ისევ ამ სხეულის დაპატრონებაო, სულ მასზე ფიქრიო, "უბრალოდ ქალმა კარგი ღამ გამატარებინა, ეს იყო და ეს" მაგრამ მეორე წუთს თავის ქნევით განდევნა ყველა ეს უაზრო ფიქრი და ისევ შეხედა სესილის პრიალა ფეხებს, ერთმანეთზე გადაედო, ჯდომისგან კაბა ოდნავ ასწეოდა და დემეტრეს გადმოსახედიდან ულამაზეს "ხედს" ქმნიდა. რა სჭირდა სესილის დანახვაზე? რატომ უნდებოდა იმ წუთასვე გაეჩერებინა მანქანა , დასწაფებოდა მის აწითლებულ ტუჩებს, ხელებით მოფერებოდა მის სიამოვნებსიგან აცახცახებულ სხეულს...
ყოფილმა ქმარმა არანაირი შთაბეჭდილება არ დატოვა მასზე, ანდა უფრო სწორად არ შეუცვლია წარმოდგენა სესილიზე, არც ბავშვს, პირიქით, ახლა უფროო რწმუნდებოდა ვარაუდში "შვიილს მარტო ზრდის, ალბათ ამიტომ დასჭირდა ფული, არაუშავს, ამასაც ამაღამ გავარკვევ"
მანქანა სალომეს მითითებით, ერთ-ერთ დასახლებულ კორპუსთან გააჩერა და სწრაფად გადმოსულ გოგონას გადმოჰყვა.
-მადლობა რომ მომიყვანე. მაგრამ გთხოვ, ის ორი ღამე შემთხვევითობას მიაწერე და ნუ მიყურებ ეგრე დაჟინებული მზერით სულ. უბრალოდ ჩათვალე რომ არაფერი არ ყოფილა, და არც ერთმანეთს ვიცნობთ. მემგონი ამაზე ჩვეი უღთიერთობა საბოლოოდ უნდა დამთავრდეს. მადლობა კიდევ ერთხელ მოყვანისთვის. სწრაფად ჩაარაკრაკა და ისე გაემართა სადარბაზოსკენ მამაკცის პასუხის არ გაუგია. გახევებული და პირდაღებული იდგა დემეტრე , ოდნავ იღიმოდა, ბოლოს ხმადაბლა ჩაიცინა და მანქანაში დაბრუნდა. ორიოდე წწამში მანქანა ადგილს მოსწყდა.

*
ყველაფერი ისე მოხდა როგორც სალომე ელოდა, რომანტიულ და მყუდრო გარემოში, ერთმანეთზე გადაკრულებს ეძინათ მთელი ღამე, ეძინათ მშვიდად, ისე როგორც არასდროს, სალომე თავს დაცულად და საყვარლად გრძნობდა, ლევანი მშვიდად და თავდაჯერებულად.
დილით მზის სხივება იჭყიტეს თუ არა სალომეს გამოეღვიძა, თავი ოდნავ ასწია და ლევანის მძინარე სახეს რომ გადააწყდა სიამოვნებისგან ჩაეღიმა, კიდევ ერთხელ გაიხსენა წუხანდელი ღამე და ფრთხილად წამოდგა ლოგინიდან მამაკაცი რომ არ გაეღვიძებინა. წყალი გადაივლო, პირველი ხელში მომხვდარი, ლევანის პერანგი გადაიცვა და სამზარეულოსკენ გაფრატუნდა.
"დილას ერთად საუზმით დავიწყებთ" სიამოვნებისგან კიდევ ერთხელ გააჟრჟოლა და კარადების ქექვა დაიწყო საჭირო ინგრედინეტების და ხელსაწყოების საძებნელად. ბოლოს როდესაც ყველაფერი დახლზე დაალაგა შეუდგა საყვარელი საუზმის "ოიაკოდონი "-ს გაკეთებას. მთელი სიყვარულით გააკეთა და ბოლოს სახლში ისეთი სუნი დატრიალდა, კარგა ხანი რომ არ ახსოვდათ ამ კედლებს.

რომ გაიღვიძა და სალომე გვერდით ვერ ნახა აღელდა, თვითონაც ვერ მიხვდა რატომ. სწრაფად ამოიცვა შარვალი და მისაღებისკენ მიაშურა, ჰოლშივე დასწვა სასიამოვნო სურნელმა ცხვირის ნესტოები და როდესაც სალომე სამზარეულოში მოფუსფუსე დაიგულა, ტუჩის კუთხე საყვარლად ჩატეხა და როგორც შეეძლო ფრთხილად მიეპარა უკნიდან. ასეთ ფორმაში დანახვაზე უფრო აილეწა, თვალები გაუფართოვდა და ჟინმა ისევ დაპატრონებოდა ამ გოგოს ისევ ყველაფერს აჯობა.
შეუმჩნევლად მიეპარა უკან და მუცელზე შეუცურა ხელი, სალომე შიშისგან შეკრთა მაგრამ როდესაც საყვარელი მამაკცის ხელები იგრძნოო სხეულზე სიამოვნებისგან ლამის ჩაადნა ხებეში, ფრთხილად შემობრუნდა მისკენ და ხელები კისერზე შემოაჭდო
-რას მიმზადებს ჩემი გოგო?
-მმ, წადი ჩაიცვი მოიდ და გაიგებ.. ბევრისმთქმელად დააბრიალა თვალები სალომემ და მამაკცის ქვედა ტუჩს ნაზად შეეხო მერე სწრაფად ჩამოსცილდა რომ გაეგრძელებინა მზადება თუმცა ვინ აცალა
-ეს არ მეყო. ტუჩზე მიუთითა ლევანიმ და კბილით ტუჩის მარჯვენა მხარე წაიკვნიტა.ერთი ხელის მოსმით აიტაცა გოგონას სიფრიფანა სხეული და დახლზე შემოსვა. ორივე ხელით ისე აიკრო ტანზე რომ სალომემ ფეხები წელზე შემოაჭედა და კოცნაში აჰყვა..
-კარგი ახლა, სამსახურშიი ვართ წასასვლელები. ძლივს ჩამოიცილა ლევანის ვნებისგან გაშმაგებული ტუჩები და მისი მეშვეობით ჩამოხტა დახლიდან, მამაკაცი საძინებელში "გააგდო" და მაგიდის გაწყობას შეუდგა.
მაგიდაც ისეთივე ხალისით გააწყო როგორ საუზმე მოამზადა, იაპონური ომლეტი მაგიდის შუაგულში დადო და ჰოლში მომავალ ლევანის შეხედა, ჰალსტუხი შეუსწორა და ლოყაზე კოცნით მაგიდისკენ უბიძგა.
-უგემრიელესია სიხარულო, დიდი მადლობა. სალომეს თითები თავისაში მოიქცია და ტუჩებთან მიტანილმა დაუკოცნა.
-არაფრის, ამ..საყვარელო სამსახურამდე ჩემთან შევიაროთ, გამოვიცვლი ხო? და იქიდან პირდაპირ წავიდეთ..
-ხო არაა პრობლემა.
-მმ... კი მეუხერხულება მაგრა, რაღაც უნდა გთხოვო.. ტუჩები ამობურცა და მუდარის თვალებით სეხედა.
-რა გეუხერხულება სულელო, მითხარი. თავზე წაადგა მამაკცი , წამოაყენა და ხელები წელზე შემოაჭდო
-აი მართლა,არაფერს გეტყოდი ჩემი უახლოესი დაქალი რომ არ ყოფილიყო, უბრალოდ ისეთ გაწამაწიაშია რო ძალიან მეცოდება და გული მიკვდება..
-თქვი სალომე.
-თუ რაიმე ვაკანსია იქნება კომპანიაში სესილი ავიყვანოთ კარგი? სესილის ბიზნეს ეკონომიკაზე ჩააბარა და ბევრი ეხერხება,ჩემსავით მასაც არ დაუმთავრებია უნი, ბოლო 1 წელი არ უვლია. მაგრამ კარგად ერკვევა ყველაფერში, ძალიან გამოგვადგება.
კატის თვალებით შეხედა ლევანის , მამაკცს სალომეს სახეზე კარგად გაეცინა, მერე ცხვირზე თითი დაჰკრა და ყურთან ახლოს უჩურჩულა
-იცი რომ მაგიჟებ? ტანში სასიამოვნოდ გასცრა ნუცუბიძის ასულს, ხელები უფრომაგრად მოხვია და ტუჩებთან ახლოს დაიჩურჩულა
-ძალიან მიყვარხარ.
სალომემ სწრფადა მოძებნა გუშინდელი კაბა და ფეხსაცმელები, ჩაიცვა და ლევანისთან ერთად მის ბინას მიშურეს. მამაკაცი მისაღებში უცდიდა , სალომემაც არ დააყოვნა, მუხლამდე ტანზე მომდგარი ბორდოსფერი ქვედაბოლო და თეთრი მაისური ჩაიცვა, ფეხზე კრემისფერი მაღალქუსლიანები მოირგო და სულ ცოტახანში, ოფისში, ჰოლში თავისი კაბინეტისკენ მიაბიჯებდა.
-დღეს გასაუბრებაზე მოიწვიე შენი დაქალი, გავაცნოთ აქაურობა და ხვალიდან სამუშაოს შეუდგეს. კარგი? ლოყაზე მხურვალე კოცნა დაუტოვა და თავის კაბინეტს მიაშურა ლევანიმ.
მამაკაცის ნათქვამი წამშივე აასრულა, მობილური ხელში აათამაშა და სესილის ნომერი აკრიფა
-სეს, ესემესით კომპანიის მისამართს გამოგიგზავნი და 2 საათისთვის მოდი კარგი აუცილებლად?
-კარგი მაგრამ რახდება , ცუდად ხო არ ხარ? .მეგობრობის ინსტიქტმა უცებ იმუშავა მაგრამ მეგობრის მომდევნო სიტყვებმა დააწყნარა ანერვიულებული სესილი
-არაა საყვარელო, უბრალოდ რაღაცაზე მინდა გელაპარაკო და აუცილებლად მოდი.
-კარგი, გკოცნი. დროებით

*
სახლში მივიდა თუ არა ფეხსაცმელები ჰოლში დაყარა და ბავშვის ოთახს მიაშურა, ბებიას და შვილიშვილს მშვიდად ეძინათ, როგორც ყოველთვის ბავშვს ფეხები საბანზე გადმოეყარა, გადააფარა გადასაფარებელი, ფრთხილად აკოცა თითებზე და ისევე უჩუმრად გამოიხურა კარი როგორც შევიდა.
მაცივარში, უკვე მონატრებული "რედ ბულის" ბოლო ქილა გამონახა და აივანს მიაშურა.
მიუხედავად იმისა რომ იცოდა ერთ დღეს ეს შეხვედრა აუცილებლად მოხდებოდა, არ უფიქრია მას შემდეგ რა იქნებოდა, ან უბრალოდ თავს არიდებდა ამაზე ფიქრს..
მამა მამაა! და ვერაფრის დიდებით ვერ დააშორებდა შვილს, არასდროს უთქვამს ბავშვისთვის მამაზე რაიმე ცუდი, ლიზიც ხშირად არ ეკითხებოდა, რადგან ერთმა კითხვამ და პასუხმა გასკავირად მთლიანად შეავსო მისი ინტერესი მამაზე, არავინ ეუბნბოდა ბაღში მამა რატომ არ გაკითხავსო, რადგან ეს უკვე ჩვეულებრივი ფენომენი იყო დედების მისვლა. არასდროს ლაპარაკო მამაზე, რადგან იცოდა რომ მამა საზღვარგარეთ იყო, და როდესაც შეეძლობოდა აუცილებლად ჩამოვიდოდა სანახავად
-დედა იცი, მე მამიკო არ მიყვარს.
-ეგეთი რამე აღარ თქვა დეე. მამიკო უნდა გიყვარდეს, იმასაც უყვარხარ.
-არ ვუყვარვარ, რომ ვყვარებოდი ჩემთან და შენთან იქნებოდა.
-მომისმინე ლიზი, შენ ჯერ პატარა ხარ იმის გაგებისთვის თუ რატომ არაა მამიკო შენთან..მაგრამ ერთი იცოდე, მამიკოს ძალიანნ უყვარხარ და ასი პროცენტით დარწმუნბეული ვარ ძალიან ენატრები. როცა შეძლებს აუცილებლად ჩამოვა შენს სანახვად..
აიმედებდა ბავშვს მაგრამ გულის სიღრმეში ეჭვიც ღრღნიდა რომ , ვაითუ არც ჩამოვიდეს, და ჩემი მიცემული დაპირებები, ტყუილი აღმოჩნდესო..
იჯდა აივანზე და იხსენებდა მისი და ოთოს გავლილ დღეებს, ტავში მათი ბოლო ჩხუბი და წამოსვლა ამოტივტივდა
-გასაგებია, ვხვდები რომ ახალგაზრდა ხარ და თავისუფლება გინდა. არ გიჭერ ოთო. მე უბრალოდ.. რატომ მომიყვანე ცოლად? ცრმელებს ვერ იკავებდა, ორსულობაში ძალიან მგრძნობიარე იყო, ყოველ დღეს ტირილში ლევდა..
-დავიბენი სესილი, გთხოვ დრო მომეცი. სკამზე ჩამომჯდარ გოგონასთან მუხლებზე იდგა და თავი მის კალთაში ედო
-3 თვე. მთელი 3 თვე მოგეცი დრო რომ კალაპოტში ჩამდგარიყავი, რომ ოდნავ ყურადრება შენი ორსული ცოლისთვისაც მიგექცია..მაგრამ შენთვის სხვა ქალებთან გართობა უფრო სასიამოვნო იყო ვიდრე შენც გაბერილ ცოლთან ყოფნა.მე .. აღარ ვიცი რავქნა ოთო.. აღარ მაქვს ძალა შეგეწინააღმდეგო,ერთი ვიცი დაზუსტებით, არ მინდა რომ ცემი დეპრესიით, და ყოველდღე გაბრაზებით ჩემი შვილის ჯანმრთელობას საფრთხე შვუქმნა, მე თუ ახლა არ წავედი, ალბათ ვერასდროს ვაპატიებ თავს. ფრთხილად ადგა სესილი და ჰოლში დადებული ჩანთისკენ წაიღო ხელი.
ისე ჩავიდა ტაქსამდე ჩანთა ძლივს ჩაათრია. ბოლოჯერ, უკანასკნელად ახედა მეორე სართულზე , თეთრ ფანჯრებს საიდანაც შუქი გამოდიოდა, ცრემლი ჩამოიშორა და მანქანაში ჩაჯდა

ამის მერე აღარაფერი იყო, ან იყო მაგრამ უმნიშვნელო, ერთი ორი შეხვედრა, პატიების თხოვნა მაგრამ არა გულწრფელი. მერე კი სამუდამოდ დაშორება.
ბოლო ყლუპი შესვა და ობლად გადმოგორებული ცრემლი თიტებით შეიწმინდა.
3 საათზე დაეძინა.
დილით საყვარელი შვილის კოცნამ გააღვიძა, ცოტახანში კი სალომემაც დარეკა.
-რათქვა დედიკო სალომე დეიდამ. ინტერესიანი თვალები დედას მიჩერა ბავშვმა
-სალომე დეიდამ ,რომ მოვიდე ლიზიკოს შევჭამო. ბოლო სიტყვები ბოხი ხმით უთხრა და გოგონა ორ ხელს შუა მოიქცია, ისე რომ თითებით უღიტინებდა ამობურცული ტუცებით კი მის ნაზ სახეს უკოცნიდა და ამაზე მეტი ბედნიერება იყო განა რამე? კისკისს მთელი სახლი გაჰქონდა...

ბავშვი ბაღში დატოვა და თვითონ კლინიკისკენ გაემართა სადაც 2 თვის ინგას კურანვდნენ.ცოტახანში მთავარი ექიმის კაბინეტში იჯდა და მის შემოსვლას უცდიდა
-ოჰ, ვინ გვესტუმრა, როგორ ხარ შვილო, დედა როგორაა? თეთრ ულავშიანი ხანშიშესული მამაკცი ხელებგაშლილი შეეგება სტუმარს
-კარგად ბატონო გურამი, დედაც კარგადაა გმადლობთ, თქვენ როგორ ბრძანდებით.
-უჰ ,რამიჭირს მე, ჯანზე ვარ აგერ. ომახიანი ხმით უთხრა და სკამისკენ უბიძგა
-აბა, საბოლოოდ რა გადაწყვიტე შვილო, გზავნი დედას თუ არა?
-რათქმაუნდა ბატონო გურამი. თანხაც საკმარისად შევაგროვე , ამისთვის მოვედი
-მაშინ თანხა გადავგზავნოთ და იქით ორშაბათს დედა უკვე იტალიაში იქნება.
ცოტახნით კიდევ ილაპარაკეს, სესილიმ დედის წამოვლით ტკივილებზე უთხრა რომელბსაც ინგა შვილტან არ აჩვენებდა მაგრამ რამოდენიმეჯერ შემთხვევით მოჰკრა თვალი ტკივილისგან მოკუნტულ ქალს და ყოველ ამ რამოდენიმეჯერზე გული მასაც გაუჩერდა.
საავადმყოფოში ყველაფერ დროულად მოაგვარ და ზუსტად 2 საათზე ოფისთან სალომეს უცდიდა.
სალომე გაბრწყინებული სახით გამოქანდა დაქალისკენ და თიტქოს 1 თვეა არ ენახოს ისე ჩაიკრა გულში
-უკვე გითხარი რომ ბედნიერი ვარ? გადაიკისკა _ იმდენად რომ მინდა ყოველწამს, ყოველთვის და ყველას ვუთხრა რომ ძალია, ძალიან ბედნიერი ვარ. ისე უჩურჩულა ყურთან ხელები არ შეუშვია დაქალისთვის.
-მთავარი მოუფრთხილდე ბედნიერებას საყვარელო. თითის ქნევით გააფრთხილა და აჟიტირებულ დაქალს თავისი კაბინეტისკენ გაჰყვა
-ოჰოო... სიტყვები არ მყოფნის სალ, ძალიან მაგარია. ტუცები ამობურცა და ლოყაზე ხმაურით აკოცა სალომეს
-მართლა, მოგწონს?
-კი, გოგო რას მეკითხები,აუ რამაგარია წარმომიდგენია, აჰაჰ, სავარძელში რომ ზიხარ და საბუთებს ხელს აწერ. ხმამაღლა გადაიკისკისა და როდესაც მიხვდა რომ გარშემო შუშის კედლები იყო ჩუმად დაეშვა სავარძელში
-ხოდა მალე შენც ასეთ კაბინეტში იჯდები.
-კაი რა, რა მიჭირს მასე რომ იყო, ნუ მეღადავები ცუდო.
-არ ვხუმრობ სეს, დღეს ლევანის ველაპარაკე, ვაკანსია ზუსტად შენს პროფესიაზე გვაქვს, ამიტომ ხვალიდან შენც აქ იმუშავებ. ცოტახანს გაოგნებული და პირღია შესცქეროდა დაქალს სესილი, მერე რამოდენიმეჯერ ღრმად ჩაისუნთქა და ამოისუნთქა. მერე ხელებზეც იჩქმიტა
-კარგი გეყოს კანს დაიძრობ.
-ვრწმუნდები რომ რეალობაა და სიზმარი არა. სალომე, უღრმესი მადლობა, ხომ იცი როგორ მიყვარხარ. უკვე ცრემლებად იღვრებოდა სესილი და სალომეს თეთრ მაისურს უნამავდა
-დაქალი იმისთვისაა, პირველრიგში გასაჭირში რომ გედგეს გვერდით, ჩვენ დები ვართ, მე ასე აღვიქვავ ჩვენს ურთიერთობას. და ძალიან მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის სეს. ამიტომ თუ შენ ხარ მოწყენილი, მეც მოწყენილი ვიქნები, ხოლო თუ შენ გაიღიმებ მეც გავიღიმებ, მეც ისევე მიყვარს ლიზი და ინგა როგორც შენ, მეც ისევე ვტირი ხოლმე როცა შენ გეტირება და შენც ასე იქცევი, მიუხედავად იმისა რომ ერთი სისხლი არ ჩქეფს ჩვენს ვენებში, ხედავ? მთავარი სისხლით ნათესაობა არ ყოფილა. მე ძალიან მიყვარხარ და ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები, ქვეყანაც რომ დაიქცეს, ხელს ჩაგკიდებ და მაშინაც შენთან ერთად ვიქნები, იმიტომ რომ შენ ჩემი საუკეთესო, ისეთი როგორიც არავინ, საუკეთესო დაქალი ხარ!
ორივემ მისცა ცრემლებს გასაქანი, რათქმაუნდა ჟალუზების ჩამოფარების შემდეგ. გადაწყვეტილი იყო, სესიილი ახალაია ხვალ ამ კომპანიში დაიწყებდა მუშაობას!

*
წასასვლელი ბევრგან ჰქონდა მაგრამ არსად მიუწევდა გული, ბოლოს იფიქრა კომპანიაში წავალ და ბეშქენას გამოგზავნილ ინფორმაციას გადავხედავ სესილიზე " ამას ხომ ამდენხანს ველოდი" თავი გაააქნია და კომანიისკენ დაძრა მანქანა, გზაში გული უჩვეულოდ უფართხალებდა, ალბათ იმირომ რომ სესილიზე ფიქრები ისევ შემოეპარა...

მაპატიეთ რა დაგვიანებისთვის, :( მიზეზბი ნამდვილად მქონდა :9 ძალიან მიყვარხართ და ველი შეფასებებს <3



№1  offline წევრი nestanuka13

მომწონს კარგი და სერიოზული ისტორიაა იმედია არ დააგვიანებ ხოლმე

 


№2  offline აქტიური მკითხველი uchveulo

kargia male dade raaa

 


№3  offline წევრი NataShka()()()

კარგია მაგრამმ ვერ ვითმენ მალე დადე გუშინ რომ არ დადე ვალი გაქვს :D <3 <3 შესანიშნავია :*
--------------------
ნ.ორბელაძე

 


№4  offline წევრი mako-makuna23

უჰუუ მაალეე დაა მალეე დადეე თორე შემიწრაავ ვაატყოობ :D :*

 


№5  offline წევრი Dikunadiko

ბავშვებო რაკარგებიხართ და რამხელა სტიმულს მაძლევთ ხო არ იცით <3 ხვალ ავტვირთავს, არ მაქვს დაწერილი თორემ დღესვე დავდებდი <3

 


№6  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან საინკტერესოა მომწონს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent