შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი პრინცესა დაგარქვი (თავი 2)


9-11-2015, 15:27
ავტორი ROLIKA
ნანახია 4 004

არ მეგონა გული თუ არ გამისკდებოდა, ეს რა იყო? ღმერთო!! სახეზე წამოვწითლდი და თავი დავხარე
-კარგი ლუკა ნუ გამიწითლე ბავშვი, წამო ავიდეთ ოთახში მარუს-გაეკრიჭა ლილე დაქალს
-არა მე აჯობებს წავიდე უკვე გვიანაა-საათს გახედა და როცა შეხედა ღამის 9 საათი იყო გადაირია
-დარჩი დღეს ჩემთან?-გაუცინა ლილემ მარიამს
-არა!-წამოიყვირა უცებ-მირჩევნია წავიდე ტაქსს გამოვიძახებ და წავალ
-მე გაგიყვან-ტუჩის კუთხე ჩატეხა ლუკამ
-ჰო, მიდი ლუკ წაიყვანე ჩემი დაქალუშკა და სახლში მშვიდობით მიიყვანე, არ იმაიმუნოთ-მიაძახა კიბეებზე მყოფმა ლილემ ძმას და დაქალს
-კარგი წამოდი-კარები ფართოდ გააღო ლუკამ და გოგონა კარებში გაატარა..იქვე იდგა bmw კაბრიოლეტი შავი..ოჰ როგორ გიჟდებოდა ამ მანქანაზე, როგორ უნდოდა ასეთი ჰყოლოდა, მაგრამ მამამ ჯერ პატარა ხარო და დადის ავტობუსით
-რას ელოდები?-ჰკითხა მანქანასთან მყოფმა ბიჭმა მარიამს
-ჰო-სწრაფად მოსწყდა ადგილს და მანქანაში მოთავსდა
-შენზე ბევრი მსმენია, მაგრამ არ მოველოდი თუ მარიამი ის გოგო იქნებოდა-გაეღიმა ლუკას..მარიამს არაფერი უთქვამს, სახლამდე ხმა არ ამოუღიათ, როცა მიიყვანა სახლამდე მადლობა გადაუხადა და სწრაფად გადავიდა მანქანიდან

* * *
ლუკას თვალით:

ვინ თქვა ანგელოზები არ არსებობენო? ასე ერთი ნახვით თუ ვინმე დაიპყრობდა ჩემს გულს არ მეგონა, პატარა ციცქნა გოგონა, რომელიც იჯდა ანერვიულებული დირექტორის კაბინეტთან, მაშინვე მომეწონა, არასდროს დამინახავს და გამაგიჟა..თითქო რაღაც სხვა ვიგრძენი მისი დანახვისას, არ გამჩენია ის ზიზღი სკოლაში მოსიარულე ,,ზომბების" მიმართ რომ მიჩნდება, ყველაფერს რომ აკეთებენ ოღონდ შენი გოგო ერთქვათ..ოჰ როგორ მომაბეზრეს ასეთებმა თავი, ეს პატარა არსება კი სულ სხვანაირი იყო..წმინდა, სუფთა და უმწიკვლო..ჩემი და მუდამ ახსენებდა ვიღაც მარიამს, სულ მიკვირდა ვინაა ასეთი-მეთქი და ,,ჩემი პრინცესა" რომ დავინახე აი აქ უბედნიერესი გავხდი..ჩემი ვუწოდე? უკვე დავიჩემე..რა ვქნა ასეთი ვარ, თუ ვინმეს ჩემი ვუწოდე არ გავუშვებ, მითუმეტეს ჩემი პრინცესა..

* * *
-ვახ, ესეიგი შენი ლუკაჩო აღმოჩნდა?-კისკისებდა ნინი
-ჰო, გთხოვ ლილესთან რამე არ წამოგცდეს, დაქალს დავკარგავ-მოიღუშა მარიამი
-ნუ ბოდიალობ, არავისაც არ დაკარგავ, მაგრამ არ ვეტყვი
-მიყვარხარ-აკოცა და ჩაეხუტა მაგრად მარიამი
-ნახე ლილე მოდის და უკან ლუკა მოჰყვება
-რა? არ არსებობს
-კი, გაიხედე-თავი მივაბრუნე და როცა ლილეს უკან ლუკა დავინახე სუნთქვა შემეკვრა
-აუ ლუკა რა გინდა?-მიბრუნდა უკან
-მოგაცილე
-როდის მერე დაგყავარ და მაცილებ კლასამდე ძმობას გაფიცებ-გაეცინა ლილეს და გოგოებს ჩაეხუტა
-ჩემი გოგოები-დაუკოცნა ლოყევი ორივე დაქალს
-გამარჯობა მარიამ და ნინი-მიესალმა ლუკა გოგოებს
-პრივეტ-გაუღიმა ნინიმ
-როგორ ხარ მარიამ?-მიუბრუნდა ლუკა გოგოს
-იმაზე უკეთ ვიდრე გგონია-თვალი ჩაუკრა და კლასში შევიდა
-ოჰ შენ გიჩვენებ სეირს-გულში გაიფიქრა ლუკამ და თავისი ძმაკაცებისკენ დაიძრა

* * *
-რატო ენაგლე?-უჩმიტა ხელზე ნინიმ
-იმიტომ
-კაი რა
-აბა რა ვქნა დავანახო რომ მიყვარს?-თვალები დაუბრიალა მარიამმა და ტელეფონს დააჩერდა რომელზეც სმს ყოფილიყო მოსული
გახსნა და თვალები შუბლზე აუვიდა როცა სმს წაიკითხა:
,,ჩემი პრინცესა დაგარქვი და მუდამ ჩემი იქნები"
ნომერი დაფარული იყო, გოგოები გაკვირვებული უყურებდნენ სმს-ს და არ იცოდნენ რა ეფიქრათ..


* * *
ღამის 11 საათი იქნებოდა ქართულიდან რომ წამოვიდა, ახლა სახლში მისვლას სეირნობა ერჩივნა, ნელა დაუყვა საბურთალოს ქუჩას, მერე გაახსენდა,რომ ლილეს სახლი მასწავლებლის მეზობლად იყო, რომელსაც გვერდი სულ ახლახანს გაუარა. ნაუშნიკები მოირგო და გადაეშვა მის სამყაროში, თავის გალაქტიკაში იმყოფებოდა, სამყაროს სწყდებოდა და სადღაც უსასრულობაში იმყოფებოდა..უეცრად შეხება იგრძნო, შეეშინდა, მაგრამ როცა მამაკაცში ლუკა ამოიცნო გაეღიმა და მიესალმა
-ასე გვიან აქ რას აკეთებ?-გაუკვირდა ლუკას
-მასწავლებელთან ვიყავი და გასეირნება გადავსყვიტე
-შენს სახლამდე შორია
-ვიცი
-მიგაცილებ, თუ წინააღმდეგი არ ხარ
-არა რათქმაუნდა-გაეღიმა და ნელა აუყვნენ ქუჩას..ათას სისულელეზე ისაუბრეს, ბევრი იცინეს, ლუკა მარიამის გაღიმებულ სახეს უყურებდა და ბედნიერებით ივსებოდა..იქვე შენიშნეს ბამბის ნაყინი, მარიამს გაეღიმა, გაახსენდა დემეტრესთან(ბიძაშვილი) ერთად როგორ ყიდულობდა ნაყინებს და მერე როგორ წაართმევდა ბიჭს მისას და სირბილით გაუყვებოდნენ ქუჩას. ლუკამ შენიშნა მარიამის მზერა
-გინდა?
-რა?-გაიკვირვა გოგონამ
-ნაყინი
-ძველი მოგონება გამახსენდა, მე და დემეტრე სულ ვყიდულობდით, ახლა წასულია ლონდონში სწავლობს, მომავალი რეჟისორი უნდა გახდეს ჩემი ბიჭი, სიგიჟემდე მენატრება-ამის გაგონებისას ლუკას სახე მოექუფრა, წარბები შეკრა, არ უნდოდა წარმოედგინა, რომ მის პრინცესას ვინმე სხვა გვერდს დაუმშვენებდა და სხივის გოგო ერქმეოდა, ვერ აიტანდა ამას! გაბრაზდა, მაგრამ არ შეიმჩნია, გაუღიმა და უთხრა
-წამოდი ვჭამოთ-მივიდა და 2 ცალი იყიდა, მიუახლოვდნენ მარიამის სახლს, გოგონამ მადლობა გადაუხადა, გაბრუნდა, მაგრამ ხმა შემოესმა
-მარიამ!
-ჰო-გაიხედა ლუკასკენ
-კარგად
-ნახვამდის-დაუქნია ხელი
-ხვალ გამოგივლით მე და ლილე
-გელოდებით-გულწრფელად გაუღიმა და სახლში შევიდა..
დარეტიანებული მიუყვებოდა ტროტუარს ლუკა, ბექას დაურეკა
-სად ხარ შე*ემა?
-ირაკლისთან ვართ მე და სანდრო
-მოვდივარ არ გაუბეროთ უჩემოდ
-გელი გელი, მოგელი-წაუმღერა ძმაკაცმა და ტელეფონი გაუთიშა

* * *
გაღიმებულმა შეაბიჯა სახლის კარები, ოთახისკენ აიღო გეზი, საწოლზე გადაწვა და ფიქრობდა დღევანდელ ამბავზე, კარებზე კაკუნის ხმა გაისმა
-შეიძლება?-კარები შეაღო ლიკამ
-კი დედა
-მარიამ, მე და მამაშენი 1 კვირით ვაპირებთ წყნეთში წასვლას, მისი თანამშრომლები იკრიბებიან ცოლებით და იქ გვიწევს წასვლა
-მე არ წამოვალ!-ჩაიდუდღუნა მარიამმა
-ვიცი, რომ არ წამოხვალ, ლილეს მშობლებიც იქ იქნებიან, ამიტომ მათ შემოგვთავაზეს, რომ შენ და ლილე საბასთან და ლუკასთან დარჩეთ ეს 1 კვირა.
-რა? არ არსებობს!-ახლა რა ექნა? ლუკასთან? მთელი ერთი კვირა? ეს ხომ შეუძლებელია? ვერ გადაიტანს!
-რატომ?
-მე ლილესთან კი, მაგრამ ბიჭები რა საჭიროა?
-მაშინ შენც მოგიწევს ჩვენთან ერთად წამოსვლა-ხელები გადააჯვარედინა
-ოღონდ მანდ არა! კარგი ჰო..-დანანებით ჩაილაპარაკა და ჩანთა გადმოიღო ტანსაცმელების ჩასალაგებლად
-ხვალ დილით მოგაკითხავს ლუკა და წაგიყვანს
-კარგი ჰო-გაუღიმა დედას და ლოყაზე ხმაურიანად აკოცა

ტელეფონი მოიმარჯვა და ლილეს მიწერა:
,,xval shentan movdivar"
,,ar arsebooobs martla? ^_^"
,,hoo 1 kvira vrchebii"
,,auu ramagaria..dobas gapiceb axlave wamo"
,,ara gogo gadairie? An likas ra unda vutxra"
,,magas me movagvareb..daica"
,,ras apireb? :\\"
პასუხი აღარ მოუწერია, ზუსტად 5 წუთში ტელეფონზე ზარი გაისმა
-ჰო გოგო
-მარიამ ეკატერინე ვარ, როგორ ხარ?
-კარგად თქვენ როგორ ხართ?
-არამიშავს, დედა დამალაპარაკე
-ახლავე-გავიდა და ტელეფონი ლიკას მიაწოდა..
-...
-ახლა?-გაიკვირვა ლიკამ
-...
-ჰო მაგრამ ვინ წაიყვანს?
-...
-აჰა, კარგი-გახედა მარიამს და თვალით ანიშნა ზემოთ ადიო, მარიამი მიხვდა რაშიც იყო საქმე, სწრაფად გაიქცა ოთახში და ზურგჩანთაში ტანსაცმელები ჩაყარა..
-ჰმმ, შენ დაარეკინე?-გაუცინა ლიკამ შვილს
-არა, მე ლილეს ვწერდი და მან აიჩემა
-ჰო კარგი, ჭკვიანად მოიქეცი იცოდე, ჩვენ პირდაპირ წავალთ, ახლა საბა გამოგივლის და ის წაგიყვანს
-კარგი-გაეკრიჭა დედას და ლოყაზე ხმაურიანად აკოცა..

-მარიამ ჩამოდი მოგაკითხეს-დაუძახა ნიკამ შვილს
-ჰო მამა ახლავე-მოიკიდა ზურგზე ჩანთა და კიბეებზე დაეშვა, თვალი კარებთან მდგარ ლუკაზე შეაჩერა, ოო როგორ გაოცდა და როგორ არ უნდოდა ახლა ეს, მაგრამ რას იზავდა
-აბა საბაო?
-საბას საქმე გამოუჩნდა და მე მთხოვა
-ჰო კარგი, წავიდეთ-მშობლებს ჩაეხუტა და მშვიდობიანი მგზავრობა უსურვა..სწრაფად გაიქცა და წინა სავარძელი დაიკავა
-უჰ რა გაიხარდება ახლა ლილეს
-ჰო-გახედა ღიმილით ბიჭს
-გიხდება
-რა?-გაიკვირვა მარიამმა
-smile))
-მადლობა-თავი მორცხვად დახარა, აშკარად წამოწითლდა, გაიგონა ბიჭის ჩაფხუკუნება, საკუთარ თავზე მოეშალა ნერვები და მკაცრი იერი მიიღო.

* * *
-ჩემი გოგო მოვიდა-კარებში მდგარს მთელი ძალით ჩაეხუტა ლილე
-ჰო გოგო თუ არ გამჭ***ტ კაის იზავ-გაუცინა და თვითონაც მოხვია ხელები
-ოჰ, მობრძანდა სტუმარი-გაიცინა საბამ
-ანა საქმე ქონდაო?-მოჩვენებით გაუბრაზდა მარიამი ბიჭს
-შემეხარა-გაეკრიჭა საბა
-ვსო, ხოდა ხმას არ გცემ-ტუჩები გამოწია საყვარლად და ხელები გადააჯვარედინა
-აუ შემირიგდი რა-თვალები ააფახულა საბამ
-არა!
-აუ, შოკოლადებს მოგიტან-იპოვა მისი ჭკუით გამოსავალი
-მე ჯერ ერთი m&m-სი მიყვარს და ჟელიბონები
-მაგათ მოგიტან
-არ მინდა
-შენ რანაირი გოგო ხარ ტო-გაეცინა ლუკას
-აღარც შენ გცემ ხმას
-აუუ, ჩემი გოგო გააბრაზეს, ვსო მეც გაგებუტეთ-ლილემაც გაიმეორა მარიამის ქმედება
-პირი შეკარით თუ რა პონტია?-გადაირია საბა
-საბა, მგონი ჩვენს მეთოდს უნდა მივმართოთ-წარბები აათამაშა საბამ
-არ არსებობს!-წამოიყვირა ლილემ-მარიამ ჩქარა გაიქეციი-დაიყვირა და ადგილს მოსწყდა, ლილეს საბა გაეკიდა, მარიამი ვერ მიხვდა რა ხდებოდა, როცა გააცნობიერა სიტუაცია ადგილს მოსწყდა, ცდილობდა დასხლტომოდა ლუკას, კისკისებდნენ და მაგიდებს შორის დარბოდნენ
-მიშველეეთ-ყვიროდა ლილე ზედა სართულიდან
-ისე ყვირიხარ ვითომ მე არ ვიყო გასაჭირში-სიცილით პასუხობს მარიამი
-ახლავე დაგიჭერ-თქვა ლუკამ, ნახტომი გააკეთა და მარიამს თავზე დაახტა, ორივე იატაკზე იწვა, ლუკა მარიამს უყურებდა, გოგონა ხმას ვერ იღებდა, ისე ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, ცოტაც და მათი ტუჩები შეეხებოდა ერთმანეთს, მაგრამ ლუკა სწრაფად გამოერკვა სიტუაციაში და გოგონას ღუტუნი დაუწყო
-ვაიმე-კისკისებდა მარიამი-მიშველეეთ, ლუკაა გაჩერდი-სიცილისგან გაწითლდა გოგო, უეცრად ხელო ჰკრა ბიჭს და თავი გაინთავისუფლა.
-ახლა ნახავ შენს სეირს-თვალები მოჭუტა ლუკამ და მარიამს დაედევნა, მეორე სართულზე ერთ-ერთი ოთახიდან ისმოდა ლილეს კისკისის ხმა, მარიამი შიგნით შევიდა, დაინახა როგორ ითხოვდა ლილე დახმარებას, სწრაფად წვდა საბას მხრებზე, თუმცა სწორედ ამ დროს ფრონტზე გამოჩნდა ლუკა, მარიამს ხელო სტაცა და ისიც ლილეს მიუწვინა გვერდით, გოგონები იცინოდნენ და დახმარებას ითხოვდნენ
-აქ რა ამბავია?-გაისმა მკაცრი ხმა, ყველა გაჩერდა, კარებისკენ გაიხედეს და ბიჭებმა მხოლოდ ერთი სიტყვა წარმოთქვეს
-დავიღუპეთ

დადაააამმ <3 ესეეცც მომდევნო თავი <3 ჩემო ტკბილეებოო <3 აბა როგორია? მოგეწონათ ?? ^__^ დიდი მადლობა წინა კომენტარის ავტორებს <3 ყველა მიყვარხართ..დიდი მადლობა რომ კითხულობთ <33



№1 სტუმარი კუს

<3 ძაან მაგარია შემდეგი როდისიქნება ?

 


№2  offline წევრი მაშო

ვაიმეე ძალიანმაგარიაა ^_^ <3 თავები გაზარდეე <3

 


№3 სტუმარი რიტა

კარგია მალე დადე და დიდი თავები.

 


№4  offline წევრი Eka Eka

აუ მაგრად გავერტემაგარია მალე დადე ხოლმე რა

 


№5  offline წევრი LoNdA DM

ooh netav vin aris. velodebi shemdeg tavs

 


№6  offline წევრი ROLIKA

Didi madloba chemo sayvarlebo komentarebistvis da aqtiurobistvis <3 samwuxarod dro ar maqvs rom didi ttavebo vwero magram aucileblad vecdebi gavzardo <3 xval shuadges aucileblad daideba <3 dzaalian didi madloba aqtiurobistvis yvelas <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent