მელანქოლიკი 6
თორნიკე ვატო ოფისში შედის და შესასვლელთან მდგარ გოგონას უახლოვდება. მე მალულად ვადევნებ თვალს მის მოქმედებებს და თან მეცინება. არ ვიცი რა მიზანი აქვს და ინტერესი მკლავს, თუმცა შესაძლებელია გავიგო, რის გაკეთებას აპირებს. -ქალიშვილო, იქნებ ჩემთან ერთად ივახშმო?-სულელივით იღრიჭება და გოგოს გაოგნებულ სახის დანახვაზე, მეც კარგ განწყობაზე ვდგები. -თავი ვინ გგონიათ? მე...-შეუწმყოფილი დგება ის, მაგრამ ვატო უცებ აწყვეტინებს. -ცუდი არაფერი იფიქროთ... საქმიანი შეხვედრაა.-იღიმის შთამეჭდავად და ''პარტნიორის'' დათანხმებასაც ახერხებს. გონს მაშინ მოვდივარ, გასასვლელისკენ წამოსულ წყვილს რომ ვხედავ. უკან ვიხევ და ხეს ვეფარები. საბედნიეროდ ვერ მამჩნევენ. იქვე, ახლოს კაფე იყო. მეც უკან მივყევი მათ და მაგიდაზე დადებული მენიუ ავიფარე სახეზე. ისე ხმამაღლა საუბრობდნენ, მეც მშვენივრად მესმოდა. -ქალბატონო... -თიკო.-ჭოჭმანის გარეშე უმხელს სახელს გოგო. -ჩემი ნათესავი ამ კომპანიაში მუშაობს. მომვლელი თუ დამლაგებელია... იცით, ზუსტად არ მახსოვს...-არტისტულად ცრუობს მენაბდე და მხოლოდ ახლა ვხვდები, რა გეგმაც აქვს. ვერც ერთს რომ ვერ გაარტყას, ნამდვილად ვერ დავმალავ, რომ აქ ვარ და გადავიხარხარებ. -ააა, ჯულიაზე მეუბნებით? დამლაგებელია.-გულღიად ალაპარაკდა თიკო. რაღაცამ გამკრა გულში. თითქოს ყველაფერს მივხვდი და თან ისევ გაურკვევლობაში ვიყავი. -დიახ, დიახ! ახალ ბინაში გადასულა და... იქნებ მისამართი მითხრათ?-''წუხს'' ვატო და თიკოც გახარებული შლის ხელებს, ალბათ რაღაც იდეა აქვს. -კომპანიაში დავბრუნდეთ. მე მისი ზედმხედველი ვარ და მისამართიც მიწერია და ტელეფონის ნომერიც. არ ვიცი რატომ, მაგრამ დაბალ ხმაზე ლაპარაკს იწყებენ. ცოტა ხანში გარეთ გადიან და მეც კარგი აგენტივით ვუთვალთვალებ დაბურული მინიდან. მერე ქუჩაში გავდივარ და ისევ კომპანიაში შევდივარ. -აი, ვიპოვე! ჯულია ჯავახიძე... გოგონას ამ სიტყვებზე გაითიშა ჩემი გონება. ჯულია ჯავახიძე... რა ვიცოდი რომ სახლში ასეთი განძი მყავდა. მე კი მეგონა უბრალო დამლაგებელი იყო. ტაქსი ისევ მელოდებოდა. მანქანაში ვჯდები და სახლის მისამართს ვეუბნები. ერთი სული მაქვს როდის ავუხსნი ვითარებას დაახლოებით და მის პასუხს მოვისმენ. ავტომობილიდან გადმოვდივარ და კიბების საფეხურებს ვახტები. ბინა ცარიელია... არავინ დამხვდა! არადა წესით უკვე შინ უნდა იყოს. მამამისი! ალბათ ვერ მოითმინა და მის მოსანახულებლად წავიდა. საფეთქლებს ვიზილავ და შორეულ წერტილს ვუმზერ. ის რამდენიმე წუთიც კი, რომელიც კახასთან მისასვლელად დამჭირდა, საუკუმედ მომეჩვენა. განა იმიტომ რომ ჩემი საქმე მანაღვლებდა... არა! მამამისი გაანადგურებდა ჯულიას. როგორ უნდოდა შვილის თავიდან მოშორება და ახლა თავიდან შეახსენებდა თავის სადარდებელს. ისევ მას გადააბრალებდა უბედურ შემთხვევას და ცოცხლად დაასამარებდა. ჩემი წინათგრძნობა გამართლდა. არაფერი არ მითქვამს იმ არაკაცისთვის. მტკიოდა... ჯულიას ტკივილი მტკიოდა. მთელი ძალით ჩამეხუტა და ცრემლებად დაიღვარა. ''ნუთუ ყველა მამა მამაა?''-გავიფიქრე და სულ სხვა რამ ვთქვი. -ის მამაშენია... შესაბრალისი თვალებით ამომხედა და მივხვდი, რომ სრულიად შორს ვიყავი მისგან... ამ უმწეო არსების გრძნობები მე არასდროს განმიცდია... ჯულია ლაზარემ თავის საძინებელში შემიყვანა. საწოლში ჩამაწვინა და საბანი გადამაფარა, მერე კი მარტო დამტოვა საკუთარ თავთან. ''ძლიერი უნდა იყო''-მომესმა ვიღაცის ხმა. წამოვიწიე და ირგვლივ მიმოვიხედე, მაგრამ არავინ ჩანდა. -მე ძალიან სუსტი ვარ...-ამოვიკვნესე და ხელებს დავხედე.-მე არ მინდოდა... არ მინდოდა მომეკლა... გაუაზრებლად ვჩურჩულებდი და დედის წარმოდგენას ვცდილობდი. როგორც მეუბნებოდნენ მისი ასლი ვიყავი, მამამ კი ყველა ფოტოსურათი გაანადგურა. სადაც მოხვდებოდა, დედას სურათს ეძებდა, თუნდაც სხვა რამეს... ისეთს, რაც ცოლს გაახსენებდა. -დედა!-ვიკივლე და ყურებზე ხელი ავიფარე.-არა! დედა! ჩემ ყვირილზე ოთახში ლაზარე შემოვარდა. გვერდით მომიჯდა და მიმიხუტა. -ნუ გეშინია! მე აქ ვარ...-ცდილობდა ჩემი გაყინული სხეული გაეთბო, მე კი ვკანკალებდი, განძრევაც არ შემეძლო. ის აქ იყო... ჩემთან... მაგრამ რომ მივეტოვებინე? -ხომ არ წახვალ? გთხოვ, აქ დარჩი!-ვსლუკუნებ და საკინძეს არასდიდებით არ ვუშვებ ხელს. -არასდროს! არასდროს არ წავალ! თვალებს ვხუჭავ და ჩემდაგასაკვირად რაღაც მელოდია ჩამესმის. იავნანას მიაგავს, თუმცა მთლად არა... საოცრება იყო! დედის საჩუქარი! ჩემით ვერ გავიხსენებდი დედის იავნანას, რომელსაც ერთი თვისას მიმღეროდა. თითოეულ სიტყვას, ნოტს ვიმახსოვრებ და ვრწმუნდები, რომ მე მკვლელი არ ვარ! ეს ღმერთმა შთამაგონა... ამით მიმანიშნა, რომ დედა ზემოდან დამყურებს და ჩემზე ღელავს. არ უნდა ვიტირო! უნდა გავიღიმო, რომ ის გავახარო... ვიღიმი... ბედნიერი ვიღიმი და წრიულად ვატრიალებ ლაზარეს გულზე თითს. -შეგიძლია იავნანა მიმღერო?-ვეკითხები და თითქოს ჰაერიც მაძვირდება. -რომელი მომღერალი მე მნახე?-ეცინება გულიანად და პასუხს თავს არიდებს. -მიმღერე რა... ეს ძილისპირული მართლა ბევრს ნიშნავს ჩემთვის...-ჩემ თვალებში გაჩენილ იმედის სხივებს ისიც ამჩნევს და საცოდავად იწყებს სიმღერას. მოულოდნელად წყვეტს და თავს მაწევინებს. -ტკბილი ძილი, ჯულია! -გმადლობ, ლაზარე! კომფორტულად ვთავსდები მის მხარზე და მშვიდ ფშვინვას ვუშვებ. თავს დაცულად და ხელშეუხებლად ვგრძნობდი. ჩემ ძილს თვით ლაზარე უდარაჯებდა. ......................................................... ვეცადე ჩემი და ჯულიას გრძნობები ნათლად გადმომეცა და იმედი მაქვს თქვენამდე მოვა ეს განცდები. არავის არ გისურვებთ ამხელა ტკივილის გადატანას, როცა გგონია რომ დედის მკვლელი ხარ, მამას ბედნიერება მოუკალი და ა.შ და ა.შ. როგორც იქნა ჯულია დარწმუნდა, რომ მისი ბრალი არაფერი არ არის და შეუძლია გაიღიმოს. ველოდები თქვენ შეფასებებს, როგორც ყოველთვის. ...და კიდევ, მაინტერესებს რამდენი წლის გგონივართ ჩემი მოთხრობებიდან გამომდინარე, ვინც იცით პასუხისგან თავი შეიკავეთ! სიყვარულით სოფიკო <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.