ცხოვრება : {1 იდეალი} {თავი 3}
უეცრად ვიგრძენი რომ ვიღაც დაჟინებით შემომცქეროდა. საერთოდ მახვილი მგრძნობელობა მაქვს. არ მივაქციე ამას ყურადღებოდა მაგრამ როდემდე გავირთობდი თავს სხვა რამეებზე ფიქრით?! ველს მოვავლე თვალი, მართლაც ულამაზესი იყო აქაურობა. თვალს ვერ მოწყვეტდი. მართალია უკვე დიდი ხანია აქ დავდივარ მაგრამ \თვალი ჯერაც ვერ მიეჩვია ამ თვალწარმტაც ადგილებს. მრგვალ ველს ხან აქედან გავაყოლებდი თვალს, ხან იქიდან გამოვაყოლებდი და ვტბებოდი ამ სილამაზით. უეცრად ჩემს მოპირდაპირე მხარეს ბუჩქის რხევა შევამჩნიე. ჯერ ყურადღება არ მივაწციე, მერე მის გაყოლებაზე იყო ბუჩქის რხევა. არც ამას მივაქციე ყურადღება, თავს ვიმშვიდებდი არაფერია, რისი გეშინია მეთქი. მაგრამ კიდე რომ შევამჩნიე უკვე დავეჭვდი და შიშიც შემეპარა. მთლიანად იქითკენ გადავიტანე ყურადღება და დაჟინებით დავაცქერდი ბუჩქებს, მაგრამ მაგრამ ისინი აღარ შერხეულან. მაინც მეშინოდა მაგრამ ცოტათი დავმშვიდდი და აქეთ მოხედებაც გავბედე. უეცრად ვიგრძენი რომ ვიღაც მეჯდა გვერდზე და რომ მივიხედე უნებურად წამოვხტი და ვიკივლე. -მაპატიე, შეგაშინე!-თავი ჩაღუნა და ჩაიდუდღუნა დიმიტრიმ მაგრამ ეტყობოდა რომ სულაც არ ნანობდა თავის საქციელს. -არ იცი ხალხს უკნიდან ჩუმად რომ არ უნდა მიეპარო და გული რომ არ უნდა უხეთქო?-გაბრაზებული ტონით ვუთხარი და ძლიერად ჩავემხე გვირილებში. რამდენიმე გვირილა მოვწყვიტე და გვირგვინის შეკვრა დავიწყე. -მაპატიე ამის მერე ვისწავლი!-დამპირდა და დაჟინებით დამაცქერდა. თავი ვერ შევიკავე და შვხედე ტუჩეზე ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა. ამ დროს განსაკუთრებით სიმპათიური იყო. ამ სილამაზით მოხიბლულს ყველანაირმა რაზმა გადამიარა და სახეზე თბილი ღიმილი გადამეფინა.-იციი? მე უკვე გაგიკეთე გვირგვინი... და თუ გინდა... თუ შენი გაკეთებული გირჩევნია?-ძალიან თბილი და თავაზიანი იყო... დავიბენი და დებილურად გავიცინე. მერე გვირილები დავყარე და ვუთხარი : -მართლა? და რა იცოდი სად ვიყავი ან გვირილების გვირგვინი რომ მიყვარს?-მინდოდა მკაცრად გამომსვლოდა მაგრამ მგონი პირიქით გამომივიდა. ისეთი სახე ჰქონდა თითქოს სიცილს ძლივს იკავებსო. -იციი... გამაფრთხილეს რომ არაფერი არ უნდა მეთქვა-ბოლოს გამიღიმა და ქვემოდან დაცხვენით შემომხედა. მივხვდი ვისი ხელიც ერია ამ საქმეში. ჩემი გულუბრყვილო და მოუთმენელი ბებოსი. -ოხ ბებო-მაინც გაბრაზებით ჩავილაპარაკე დიმიტრის დასანახად თორე ბებოზე არ ვბრაზობდი. -გთხოვ მას არაფერი უთხრა. ჩემი ბრალია მე გამოვტეხე-ბაგეებზე ფრთხილი ღიმილი ისევ დასთამაშებდა და მომნუსხველად მიმზერდა. -არა არ ვეტყვი.-დავიბენი მაგრამ არ მინდოდა დიმიტრის შეემჩნია და თავი ჩავხარე. -ნებას დამრთავ?-ეშმაკურად გამიღიმა და გვირგვინი ამოიღო მაღალი ბალახებიდან. მე თავი დავხარე და ნება მივეცი რომ გვირგვინი დაედგა ჩემთვის. ისე ლამაზად იყო დაწნული თავზე დასადგმელადაც კი მენანებოდა. მე ალბათ ასეთ გვირგვინს ვერასდროს დავწნიდი. -მადლობ-გავუღიმე და წამოდგომა დავაპირე. -სად მიდიხარ?-მისმა ხელმა გამაჩერა. -სახლში მინდა წასვლა-მკვახედ ვუპასუხე და ისევ მოვინდომე ადგომა. -კაი წავიდეთ-თვითონაც ადგა და იმ ადგილს გავეცალეთ. მანქანამდე ისე მივედით არცერთს ხმა არ ამოგვიღია. -აქ რატომ წამოხვედი?-თითქოს სხვათაშორის მკითხა მაგრამ მივხვდი, რომ ძალიან აინტერესებდა. -ეს ადგილი მამშვიდებს და... -ასეთი რა ნახე იმ სიზმარში?-ამ კითხვაზე ძალიან შემრცხვა. -ისეთი არაფერი... ნაცნობი დამესიზმრა... -ვინ ნაცნობი?-ჩამაცივდა. -რა შენი სამქეა?-უხეშად მივახალე, ამაზე ლაპარაკი არ მსურდა. -კაი, ბოდიში-მომიბოდიშა განაწყენებულმა და წინ დაიწყო ყურება. უაზროდ დავაშტერი ხებს რომლებსაც უკან ვტოვებდით. მალე სახლშიც მივედით. მე მაშინვე გადავხტი მანქანიდან და ჩემს ოთახში ავირბინე. ნელ-ნელა ბაცნობიერებდი როგორ მომწონდა დიმიტრი და როგორ მიზიდავდა მისი სილამაზე. მაგრამ რაში მჭირდებოდა ეს... „სიყვარულზე“ ადრე ვიცინოდი და დავცინოდი ხალხს რომელიც ამბობდა „თავდავიწყებით მიყვარს“ „სიცოცხლეს მირჩევნია“ და ა. შ. და ახლა რამომდისმე? მოწონება? არა ეს თავიდან უნდა ამოვიგდო... ვიფიქრე მოდი უდარდელად მოვიქცევი და ვეცდები უბრალოდ ყურადღება არმივაქციო მეთქი. სახლში მალე მივედით. მე მაშინვე ჩემს ოთახში ავირვბინე და ტანსაცმლის გამოცვლას შებუდექი. ჩემი საყვარელი შავ-თეთრი ზეა და ჯინსი ცავიცვი. ბავშვებთან უნდა გავსულიყავი გარეთ. აქ ბევრი მეგობარი მყავდა. დარწმუნებული ვარ ბავშვებიც გამომყვებოდნენ და კარგად გავერთობოდი. ჟაკეტი წელზე შემოვიხვიე და დაბლა ხტუნვა ხტუნვით ჩავირბინე. -ბავშვებოოო-შევძახე გახარებულმა. ყველამ გაკვირვებულმა შემომხედა-არ გინდათ დაბლა ჩავიდეთ? -სად დაბლა?-ლუკას აზრი მოეწონა. -ბავშვებთან, აქ ბევრი მეგობარი მყავს, კარგად გავერთობით -მშვენიერიაა!! აქამდე სად იყავი?-საოცრად აღტაცებული იყო ლუკა. -მაშინ ჩაიცვით და წავიდეთ. ყველა წამოიშალა. მათ შორის დიმიტრიც. მაგრამ ის ოთახში არ ასულა. ჩემთან მოვიდა და მკითხა. -შეიძლება მეც წამოვიდე? თუ ისევ გაბრაზებული ხარ?-მკითხა და საწყალი თვალები შემომანათა. ვეცადე უბრალოდ მეპასუხა, მაგრამ ჩემი ხმა ზედმეტად თბილი მეჩვენა. -რათქმნა უნდა!-დიმიტრიმ ჩაიფხუკუნა და კარში გავიდა.საშინლად გავცობდი. (მართალი რომ გითხრათ არც კი ვიცი რაზე) როგორც იქნა ბავშვები ჩამოვიდნენ. და წასასვლელად მოვემზადეთ. საღამოს ხუთი საათი იყო. ............................................ ბოდიშით ამდენი ხნით დაგვიანებისთვის გთხოვთ კომენტარს ნუ დაიშურებთ... მაინტერესებს მკითხველს მოსწონს თუ არა... მიყვარხართ ყველა სიყვარულით ბუზღუ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.