არაკაცებო, გეძლევათ შანსი.. (2)
თავი 2 ყველაზე რთული დაძინება მაშინაა, როცა იცი რომ ბედნიერი ხარ და თან სულ მცირედით. შოკოლადები ისე მეგემრიელა სიტყვებით ვერ ავღწერ, ამიტომ გადავწყვიტე როგორმე მადლობა გადამეხადა თაფლისფერთვალება მეზობლისთვის. რას ვაპირებდი, თვითონაც არ ვიცოდი , მაგრამ გვიან ღამით დაწოლისას ეს გადაწყვეტილება მივიღე. დილით გაღვიძებულმა, სრულიად მოულოდნელად გადავიფიქრე, უბრალოდ ყურადღება გამოიჩინა და არ იყო საჭირო მსგავსი საქციელის გამოჩენა.. სწორედ ამ ფიქრების შემდეგ დავრწმუნდი გამონათქვამში, გვიან ღამით მიღებული გადაწყვეტილებები გამთენიისას კარგავენ ძალასო. ჰოდა სრულიად ძალა დაკარგულმა , მარტივად მოვიშორე ფიქრები და სამზარეულოსკენ ავიღე გეზი. მპ3-ში Devendra Banhart - Cristobal-ი ჩავრთე, მინდა გითხრათ , რომ საერთოდაც არ მომწონს ხმაურიანი სიმღერები , ამიტომ სულაც არ იყო გასაკვირი ეს ყველაფერი.. თან მელოდიურ რიტმს, როგორც ჩანს ზედმეტად ხმამაღლა "ვღიღინებდი" , მხოლოდ ბრახუნი გავიგონე კარზე და მაშინვე კარის გასაღებად გავიქეცი. ნაცნობი თვალები, მწველი მზერა და მომღიმარი "ის" დავინახე ზღურბლთან. -გუშინ დამავიწყდა გამეცანი, მე ერეკლე ვარ. -სასიამოვნოა, ტატიანა. -ძალიან ლამაზი სახელი გაქვს. -დიდი მადლობა. -თუ არ შეწუხდები გასაღებს დაგიტოვებ. ანდა იყოს ბოდიში შეწუხებისთვის.. - ხელით აბურდული თმა გამისწორა და გამიღიმა, ისე რომ არც კი დამმშვიდობებია კიბეებს ჩაუყვა და წავიდა, მე კი ასე გაღიმებული დამტოვა სადარბაზოში. "მგონი ეს ხალხი აფრენს" გავიფიქრე და კარი გავიხურე. *** ერეკლე როდესაც ადამიანებმა შენი მეორე საქმის შესახებ არაფერი იციან , მარტივია ყველაფერი ჩუმად და წყნარად გააკეთო. წლებია ჰობი მაქვს, ვპოულობ გოგონას(ებს), ვაყვარებ თავს, შემდეგ კი ვიყენებ. ჰო, ტიპიური არაკაცი ვარ, როგორც ჩემმა ერთმა ნაცნობმა მიწოდა. იმდენად მარტივია ასეთი გოგონებისთვის თავის შეყვარება, ისინი ხომ ჯერ კიდევ ვარდისფერი სათვალეებით ხედავენ ყველაფერს, შემდეგ აიყვან ბინაში და მორჩა, მეორე დღეს "კარგად იყავი" ეტყვი და მორჩა. სულ ფეხებზე შეგიძლია დაიკიდო ის გოგოც და ასეთი უამრავიც... ჰო, მე ნაგავი ვარ.. ტიპიური ნაგავი. იმდენად ნაგავი, რომ სულ ფეხებზე რას გრძნობენ შემდგომი ისინი ჩემს მიმართ. *** ტატიანა რაც ჩამოვედი (ისე ვამბობ, თითქოს კარგა ხანია აქ ვიყო), სოციალურ ქსელში არ შევსულვარ, ამიტომ ცოტა ხნით თვალის გაპარება გადავწყვიტე მისკენ, ჰოდა 1 მეგობრობის მოთხოვნა, (მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ შემთხვევაში მოთხოვნა უფრო იყო ვიდრე თხოვნა), გამეხარდა, ჰოდა ერეკლე საღინაძე დავინახე თუ არა მაშინვე დავამატე. -გელოდებოდი როდის შემოხვიდოდი. -მაშინვე გაჩნდა შეტყობინება.. .... პ.ს და და დააამ... სიტუაცია ჯერ კიდევ წინააა :)) თუ ჭკვიანად იქნებით მოდმევნოზე ჩვენს პერსონაჟს ერეკლესაც სიამოვნებით გაჩვენებთ.. დღეს იმდენი მქონდა ანატომიაში სასწავლი მეტის დაწერა ვერ მოვახერხე, იმედია მაპატიებთ <3 პატივისცემით "პოეტის ცოლი" ავტ: ანა ბლიაძე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.