შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზუსტი მეცნიერება [ნაწილი 1] (საბა და ლიზი)


10-11-2015, 00:33
ავტორი Nude
ნანახია 3 840

საბა და ლიზი.
უკვე თვითმფრინავში იჯდა და ვერ იჯერებდა რომ ისევ წასვლა უწევდა. ჭირივით ეზიზღებოდა საბასგან შორს ყოფნა. ყველაფერი ეზიზღებოდა, რაც აიძულებდა რომ მამაკაცისგან შორს ყოფილიყო, მაგრამ ამავდროულად ვერანაირად ვერ გაჩერდებოდა იქ, სადაც საბა იყო, იმ მიწაზე ვერ გაივლიდა სადაც საბა დააბიჯებდა. სული ეხუთებოდა და წონასწორობას აკარგვინებდა. იმ ფაქტის დაჯერება, რომ კაცი მისგან ასე ახლოს იყო და ავადროულად ასე შორს, უჭირდა. ალბათ, ამას ერჩივდა შორსაც ყოფილიყო მისგან, თუმცა... ალბათ.
სესილის მოესიყვარულო, ცოტა წაიჭორავა თათასთან, ცოტაც ლაზარესთან და საბას უნახავად წამოვიდა ისევ შვეიცაიაში. არ შეეძლო დამშვიდობება და რა ექნა. მაგას ერჩივნა საერთოდ არ ენახა, თუმცა ჰმ! როგორ არ ნახა. სესილი რომ ნახა ისიც იქ იყო, მაგრამ მხოლოდ ერთხელ შეხედა ლიზიმ და მის თვალებში იმხელა სევდა დაინახა, გადაწყვიტა რომ მეტჯერ ვეღარ გაუძლებდა იმ თვალების ხილვას.
მეორე დღესვე გაფრინდა.
მერე დაიწყო ისევ ეს ერთფეროვნება.
ისევ გაუსაძლისი რუტინა.
ხანდახან ისე შემოუტევდა მონატრება, ეგონა ყელში ვიღაც უჭერდა ხელებს და ახრჩობდა. მართლაც გაუსაძლისი გახდა ყოველი წამი, წუთი, საათი, დღე... უჭირდა ამ ყველაფერთან მარტო გამკლავება, მაგრამ რაღაც მხრივ სტიმული იყო ეს. ფიზიკურად მარტო იყო, მაგრამ თათას სულ გოგონას გვერდით დაეკავა ადგილი და სკაიპის მეშვეობით ბევრ რამეს აკეთებდნენ ერთობლივი ძალებით. პირველ რიგში, ასწავლიდა თათა, როგორ გაეძლო ამისთვის, რადგან მასაც უგრძვნია ყველა ის გრძნობა, რასაც ახლა განიცდის ლიზი.
– როგორ ხართ? – გაუღიმა ეკრანს ლიზიმ და სესილის ბუთქუნა ლოყებს სიმწრით გახედა. – მანდ რომ ვიყო, შევჭამდი!
– ჩამოდი და შეჭამე. – სიცილით ჩაუკრა თვალი თათამ და შვილი თავის ლოგინში ჩააწვინა.
– ოჰ... ასეთი მარტივი რომ იყოს, ახლა აქ არ ვიქნებოდი, მაგრამ... – ამოიოხრა ტკივილიანი ხმით, მაგრამ საკუთარ თავს არ მისცა იმის უფლება რომ მისი პრობლემებით უარესად დაეძაბა თათა, რადგან იცოდა რომ არანაკლებ ნერვიულობდა და განიცდიდა ისიც ლიზის ამბავს. – შენ და ლაზარე, როგორ ხართ? მეორე ბავშვზე არ ჩამოვარდა სიტყვა? – ეშმაკურად აამოძრავა წარბები და სიცილით შეხედა აჭარხლებულ თათას, რომელიც ეკრას იქითაც კი ვერ მალავდა ამას.
– რეალურად, სიტყვაც ჩამოვარდა უკვე და საქმეც დაწყებულია, – კისკისში აჰყვა ლიზის და პირზე ხელი აიფარა, – ჩშშ! სესის გავაღვიზებთ, პრინციპში, შენ რა გენაღვლება, მე უნდა ვიწვალო მის დაძინებაზე. – წარბები შეკრა, როცა წარმოიდგინა, თუ რამდენი ხანი უწევდა ბავშვის დაძინება.
– მამიდას გავს, რა ქნას. – სიცილით აიჩეჩა მხრები.
– აბა, აბა. ვაიმე, რა უნდა მეთქვა! რატომ ვარ ასეთი სულელი, ეგ რამ დამავიწყა. – შუბლზე ხელი იტკიცა თათამ და ბედნიერმა ახარა ახალი ამბავი. – ჩვენ ვიცით რომ აქ ჩამომსვლელი არ ხარ, არც ახალ წელს და არც შობას, ასე რომ გადავწყვიტეთ ჩვენ ჩამოვიდეთ მანდ ახალი წლისთვის და ყველანი ერთად შევხვდეთ!
– არა?! – იმხელა ხმაზე იკივლა, სესილიმ მაშინვე მორთო ტირილი და მსუქანი ხელ–ფეხი ჰაერში აათამაშა.
– ოოო, რა ველური ხარ! – ამოიფრუტუნა და ბავშვთან მიიჭრა. – რა ვქნა ახლა მე? ლაზარეს მკლავებში იმ წამსვე იძინებს, მამასთან უნდა სულ, მე არ ვაინტერესებ ბავშვს, – სიცილით აკოცა თვალებზე თათამ და ცრემლები თავისი ბაგეებით ამოუშრო.
– მამაა მაინც რა! მეც ვგიჟდები მამაჩემზე. არა, დედაც ძალიან მიყვარს, რა თქმა უნდა, მაგრამ გოგოსთვის მამა მაინც სულ სხვაა.
– ჰო, მეც ასე ვარ და იმიტომ ვგრძნობ თავს მშვიდად, ნაწილობრივ მაინც.
– თათააა! – დაუძახა სახლში ახლა ხანს შემოსულმა ლაზარემ.
– აქ ვარ, ლაზო! – გასძახა ოთახიდან ქმარს.
– ვავა, ეს რა ხალხი შეკრებილან. რატომ ტირის მამას გოგო? – სიცილით დახედა ბავშვს, ცოლს ტუჩებზე ნაზად აკოცა და თქვა: – წავალ, ხელებს დავიბან და მოვალ.
– არ მომიკითხო, შე ნაგავო, არაა! – დაუყვირა სიცილით ლიზიმ და ტუჩები სასაცილოდ გამობუშტა.
– შენ აი, ეს მოგიკითხავს, – სიცილით გაიშვირა თითი მისაღებ ოთახში შემოსულ საბაზე.
სუნთქვა იმ დონეზე შეეკრა, თვალები მომენტალურად ჩაუწითლა. ისე არ უნდოდა ეტირა, მაგრამ ცრემლები თავისით მოედინებოდნენ.
– მე... ისა... – უნდა წავიდე. – აკრუსუებულმა წამოიძახა, ბოლოჯერ შეავლო თვალი საბას და მონიტორიდან გაუჩინარდა.
– არა, ამას ვეღარ გავუძლებ. რა გავაკეთო, ღმერთო, რა ვქნა? – სასოწარკვეთილმა ამოიბლუყუნა და ცრემლებს გასაქანი მისცა.
კრუსუნით გადაწვა ლოგინზე, ლოყებ ქვეშ ამოიდო გადაჯვარედინებული ხელის მტევნები და ფანჯარაში გაიხედა. არ უნდა ასე რომ განიცდიდეს, არ უნდა ასე რომ იტანჯებოდეს, არ უნდა, მაგრამ სხვა გვარად არ შეუძლია. უჭირს მისგან ასე შორს ყოფნა.
საბაც იტანჯება.
ლიზიც იტანჯება.
მაგრამ, არც ერთი არ აკეთებს არაფერს.
– ესე იგი, არ ვაინტერესებ, რადგან ამდენი ხნის განმავლობაში ერთხელ მაინც არ მომწერა, ჩამოსვლაზე ხომ საუბარი ზედმეტია. არ ვაინტერესებ, მორჩა და გათავდა. ძალით ვერავის ვერავინ ვერ შეაყვარებს თავს, ჰოდა მეც დავიღალე. ახლა უკვე ვიქნები ის გოგო, რომელსაც თინეიჯერობა არ ჰქონია. ახლა ავინაზღაურებ ყველაფერს ერთად, რაც იმ 10 წლის განმავლობაში დავკარგე. ჩემ გრძნობებს კი, ნელ–ნელა გავატან ქარს! – მწარედ გაიღიმა და თვალები მოხუჭა.

°11°
ისევ ის დამქანცველი დღეები მიიწურებოდა ნელ–ნელა, თუმცა ახლა ლიზი უფრო დიდი შემართებით იღვიძებდა და იძინებდა, ვიდრე ოდესმე. კურსელებთან ერთადაც ხშირად იყო, მათთან ერთად სხვადასხვა ადგილებში დადიოდა და მაქსიმალურად, როგორც შეეძლო ისე ერთობოდა. ისევ ის ცანცარა, სულ მოკისკისე და ლაღი გოგონა გახდა, როგორიც ადრე იყო.
ცდილობდა უფრო ხშირად ეცინა, ემხიარულა, რაღაცაზე გადაეტანა ყურადღება. რა თქმა უნდა, თათა ატყობდა ამ უკეთესობისაკენ ცვლილებას და ხშირად აღნიშნავდა ამ ფაქტს.

°11°
– როდის გამოფრინდებით მაქედან? – ჰკითხა ღიმილით თათას და წყლის ჭიქა სულ მოუთქმელად ჩაცალა.
– ხვალ! ერთი სული მაქვს, შენ თავს ვფიცავარ. მაგრად მენატრები და გვენატრები.
– მეც ძალიან მენატრებით. ვინები ჩამოდიხართ? – ჰკითხა ფრთხილად.
მთელი გულით უნდოდა, ჩამომსვლელთა სიაში საბას ხილვა, მაგრამ იმედები მწარედ გაუცრუვდა.
– მე, სესილი და ლაზარე. – ჩვეულებრივად უპასუხა, – რა ხდება მაქეთ? როგორ არის მეთიუ?
მეთიუ, მისი საუკეთესო მეგობარია, რომელიც ძმასავით ჰყავს. სულ ერთად არიან, სულ. თანაც ძალიან გვანან ერთურთს, შეიძლება ითქვას რომ ყველაფრით.
– კარგად, რა უჭირს. სძინავს ახლა ჩემს ლოგინზე გადათხლაშულს. – სიცილით გაიხედა იქით, საითაც მამაკაცს მშვიდად ეძინა.
– ვირია სუფრთა რა! – სიცილით გალანძღა მეთიუ და ბარგის ჩალაგებას შეუდგა.
– ბევრი რამ მოგაქვს?
– არც ისე, მაგრამ სესის იმდენი ტანსაცმელი სჭირდება... დღეში, დაახლოებით სამჯერ–ოთხჯერ ვუცვლი.
– აი, ყოჩააღ! შენი ლამაზი კაბა რომ გაქვს, მწვანე, ის წამომიღე რა. აქ ვერ ვიპოვნე ეგეთი – სასაცილოდ გაეკრიჭა და თვალები საყვარლად აუფახუნა.

°11°
საშინლად არ უყვარს გაცილებები, დახვედრები და მსგავსი რამეები, ამიტომ თვითონ მივიდნენ მიცემულ მისამართზე ლაზარე და სხვები.
– არა?! არ მჯერა! – დაიყვირა ლიზიმ და კარებში შემოსვლაც კი არ დააცადა თათას, ისე შეახტა ზედ. – ჩემო სიცოცხლევ! – ლოყები გემრიელად დაუკოცნა და მისი სხეულიდან ჩამოხტა.
უეცრად დაინახა კარებში გაჩხერილი ლაზარე და საბა.
– მეორე ძმაკაცი ვერ წამოვიდა, აპატიე, – ღიმილით უთხრა ლაზარემ და ძალიან ძლიერად შემოხვია მკლავები გამხდარ სხეულზე.
– გამარჯობა. – უბრალოდ უთხრა საბას.
ისეთი სახით შეხედა, თითქოს არ აინტერესებდა მისი იქ ყოფნა, მაგრამ შიგნიდან... ლამის იყო გული წასვლოდა საბას სიახლოვის გამო, თუმცა ყველანაირად ცდილობდა არ დატყობოდა ქმედებებზე და ხმაზე.

°11°
ღამე, როცა თათა და ლაზარე დააბინავა, ასევე საბაც, სესილი თავის ლოგინში დააწვინა, აქეთ–იქიდან ბალიშები დაუწყო და დამშვიდებული გავიდა მისაღებ ოთახში, სადაც ბუხარი აენთო და სასიამოვნოდ გიზგიზებდა, თან ცეცხლის ენებს ლამაზად ყრიდა ყველგან.
– ლამაზია არა? – ჰკითხა უეცრად გამოჩენილმა საბამ გოგონას და გვერდით მიუჯდა.
იმდენად დააბნია მისმა სიახლოვემ, ვერც კი გაიაზრა, ისე მიჩოჩდა საპირისპირო მხარეს.
– კი, ძალიან. – წართმეული ხმით უპასუხა, კიდევ ერთხელ შეავლო თვალი მოცეკვავე ცეცხლის ენებს და ნერვიულად გადაიტარა ლამაზი თითები გრძელ თმაზე.
– არ წახვიდე. – სთხოვა საბამ გოგონას, როცა ლიზი ფეხზე წამოდგა.
– არ შემიძლია.
– შეგიძლია. დარჩი და ვილაპარაკოთ.
ხელის მტევანზე მოკიდა ხელი და მისკენ დაქაჩა. იმდენად მოულოდნელი იყო მისი ეს ქმედება, რომ წონასწორობა ვერ დაიცვა და პირდაპირ მამაკაცს დაეცა ზემოდან. ხელის გულები მკერდზე დაადო და სცადა ამდგარიყო, თუმცა მამაკაცის ტორები, მარწუხებივით ჰქონდა შემოხვეული ხელზე და გასაქანს არ აძლევდა.
– ძალითა ჩემითა! – თვალი ჩაუკრა და შუბლზე აკოცა. – გადაგორდი ახლა.
თავის ადგილს დაუბრუნდა ისევ ლიზი, მაგრამ იმდენად ასიამოვნა საბასთან ასეთი სიახლოვის დაჭერამ რომ თვალები მიბლიტა, თანაც ეს კოცნა...
– გაქვს ახლა შენ ლაპარაკის თავი? – ცინილურად გაუცინა საბამ, მასზე მიიკრა გოგონა, პლედი მოაფარა მხრებზე და თმებზე თითები რამდენჯერმე ჩამოუსვა, თითქოს უვარცხნიდა.
– მეძინება – ამოიკრუტუნა სიამოვნების ზენიტში ასულმა ლიზიმ და საბას მკერდს ოდნავ შეახო გავარვარებული ტუჩები, მერე კი, კარგად მოაკალათა თავი მის მხარზე და
კაკ–კუკ!
ბედნიერებამაც შემოაღო კარი.

^^^
ასე, ასე... ლიზის და საბას ისტორია გინდოდათ, ჰოდა, ახლა დავწერე, რადგან არ მინდოდა თქვენში უკმაყოფილების გრძნობა გამომეღვიძებინა.
ალბათ, სულ ორი-სამი თავი იქნება მათთვის მიძღვნილი.
მომენატრეთ, მიყვარხარ და თქვენს აზრს ველოდები სულმოუთქმელად, როგორც ყოველთვის :3 ♥



№1  offline წევრი milangirl

ძალიან გამიხარდა რომ დავინახე ისტორია. მაინტირესებდა როგორ განვითარდებოდა მათი ურთიერთობა და ახლა დიდი სიამუვნებით წავიკითხავ. შენ რაც შეგეხება ძალიან მაგარი ხარ. სულ უნდა წერო და წერო

 


№2  offline წევრი dadeshqeliani

კაი კაი კაია აი ძაან მომწონს ეს ისტორია <3 მალ-მალე დადე რაააა love

 


№3 სტუმარი ლალო

კარგია მაგრამ უფრო კარგი იქნება თუ ლსზოსა და თათასაც ჩართავ ხოლმე. ველოდები მომდევნოს

 


№4  offline წევრი -tiko))

Rogor gamixardaaaa... ai ... udzalianmagresiaaaa.... veli shemdeg taaavvss
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№5  offline მოდერი Nude

ძალიან დიდი მადლობა ყველას ♥
--------------------
bailey

 


№6  offline ახალბედა მწერალი ერკე

ესე იგი მოგვატყუე, მთლად დასასრულიც არ იყო ის :დდ <3
ძალიან ძალიან კარგი ხარ შენ თავს ვფიცავარ.
რა გითხრა, ძალიან მაგრად გამოგდის ამ გრძნობების აღწერა, რასაც მე მიჩვეული არ ვარ.
მე ვერ აღვწერ ისე კარგად, როგორც შენ <3
ხოდა ნიჭი შიგნიდან მოდის <3333
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№7  offline მოდერი Nude

ErckeMydass25
ესე იგი მოგვატყუე, მთლად დასასრულიც არ იყო ის :დდ <3
ძალიან ძალიან კარგი ხარ შენ თავს ვფიცავარ.
რა გითხრა, ძალიან მაგრად გამოგდის ამ გრძნობების აღწერა, რასაც მე მიჩვეული არ ვარ.
მე ვერ აღვწერ ისე კარგად, როგორც შენ <3
ხოდა ნიჭი შიგნიდან მოდის <3333

გიუშ, აზვიადებ :დ ვცდილობ... request
--------------------
bailey

 


№8 სტუმარი black

Chemi gamuraa<3<3rogor momenatreee:D<3ra kai iyoo..da ra kai xarrr:*;*

 


№9  offline მოდერი Nude

black
Chemi gamuraa<3<3rogor momenatreee:D<3ra kai iyoo..da ra kai xarrr:*;*

ჩემი ბლექი ^___^
--------------------
bailey

 


№10  offline წევრი სალი-სალი

ყველაზე მაგარი ხარ <3 ერთი სული მაქვს როდის გააგრძელებ

 


№11  offline მოდერი Nude

სალი-სალი
ყველაზე მაგარი ხარ <3 ერთი სული მაქვს როდის გააგრძელებ

ვაიმე, საალი ♥ უღრმესი მადლობა
--------------------
bailey

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent