ზუსტი მეცნიერება [ნაწილი 7]
ზუსტი მეცნიერება. ნაწილი 7. – ახლა სად ხარ? – სევდიანი ძმით დაეკითხა თათას, ლიზი. – სახლში ლიზი, რა მოხდა? ხომ კარგად ხარ? გუშინდელი გაახსენდა თათას და განერვიულებულმა აღარ იცოდა რა ეთქვა გოგონასთვის, როგორ ენუგეშებინა. განა ადვილია ასეთი ცხოვრება? არამც და არამც. ზოგადად, ცხოვრებაა რთული. – ვუძლებ. – მოკლედ მოუჭრა გოგობამ და აფართხალებულ გულზე ხელი ძლიერად მიიჭირა, თითქოს ასე შეძლებდა ტკივილის ჩახშობას. – მითხარი სად ხარ და ახლავე მოვალ, – ნერვიულობისგან ხმა აუკანკალდა გოგონას. – აეროპორტში. – მანდ რა გინდა? – დაიყვირა ბოლო ხმაზე და გვარიანადაც შეაშინა გვერდით მჯდომი ქმარი. – შვეიცარიაში მივდივარ. საერთოდ არ უნდა ჩამოვსულიყავი იქიდან. წავალ და სწავლას განვაგრძობ, ვიმუშავებ, მოკლედ, იქ უფრო არ გამიჭირდება. – ახლავე წამოვალ, გთხოვ, დამელოდე ლიზი – ნერვიულობისგან კანკალმა აიტანა გოგონა. გაოგნებული უყურებდა შეშინებულ, აკანკალებულ ცოლს ლაზარე, რომელიც თვალს ვერ გააყოლებდით, ისე სწრაფად იცვამდა გარეთ გასასვლელ ტამისამოსს. – რა ხდება? – ჰკითხა მაშინ, როცა ტელეფონზე საუბარს მორჩა. – ლიზი, ლიზი შვეიცარიაში ბრუნდება. – სად არის ახლა? – აუღელვებლად ჰკითხა ისე, თითქოს არ აღელვებდა, მაგრამ სინამდვილედი შიგნიდან იწვოდა. – აეროპორტში. – საბა, – დაურეკა ძმაკაცს, როცა ის და მისი ცოლი ავტომობილში ჩასხდნენ. – დროზე აეროპორტში გაჩნდი! – რა მოხდა ტო? – ხმაში გაკვირვება დაეტყო მამაკაცს. – ლიზა მიდის. შვეიცარიაში. – სინქრონში ამოიოხრეს ორივემ. – ლიზი. – მთელი ძალით ჩაეხუტა გოგონას თათა. მანაც ბედნიერმა მოხვია ხელი. თითქოს ხომ არაფერია ის დრო დასამეგობრებლად იმის შემდეგ, რაც მათ ერთმანეთი გაიცნეს, მაგრამ რეალურად, ეს მხოლოდ ციფრებია. ყოველივე ეს, დამოკიდებულია ადამინზე, მის პიროვნებაზე და ბუნებაზე. შეიძლება იცნობდე წლები, მაგრამ მასზე უფრო გეძვირფასებოდას ის ადამიანი, რომელსაც მხოლოდ დღეებია, რაც იცნობ. ზუსტად ასეთ მდგომარეობაში არიან ლიზი და თათა. – დარჩი რა, გთხოვ... – მთელი გულით სხოვა გოგონამ და ცრემლით დანამულ ლოყებზე აკოცა. ორივე ტიროდნენ. გულამოსკვნით. თათას უკან შეამჩნია ლიზიმ საბა და ლაზარე, როგორი ტკივილით უყურებდნენ. – დროა უკვე. უნდა წავიდე. მიყვარხარ, იცოდე! – თბილად ჩასჩურცულა თათას ყურში და შუბლზე აკოცა. – გაუძელი. ყველაზე ძლიერი უნდა იყო. – შეაგულიანა გოგონამ და მოშორდა. ლაზარეს ამოუდგა გვერდით, თავი მკერდზე მიადო და ქვევიდად ამოხედა ლიზის. თვალებით კიდევ ერთხელ სთხოვა დარჩება, მაგრამ უარყოფითი პასუხის შემდეგ, თვალებიდან გადმოსცვივდა ცრემლები. უხმოდ ატირდა. – როდის ჩამოხვალ? – უღონოდ დაუსვა ბოლო შეკითხვა თათამ და თვალები სიმწრით დააჭირა ერთმანეთს. – ერთხელ ჩამოვალ მხოლოდ. ჩემი ძმის შვილი რომ დაიბადება მაშინ. – სასაცილოდ ჩაუკრა თვალი და ღიმილმა დაგაურბინა სახეზე. – კარგად, – მხოლოდ თათას დაემშვიდობა და ისე შეტრიალდა, მამაკაცებისთვის არ შეუხედავს. დიდი ხანი არ უორჭოფია საბას, ისე გადაწყვიტა ლიზის გადარწმუნება. – ლიზუ, – ისე დაუძახა, როგორც მხოლოდ ის წარმოთქვამდა მის სახელს. უხმოდ გაიკრიფნენ ლაზარე და თათა, მარტო დატოვეს წყვილი. გაუბედავი ნაბიჯებით მივიდა გოგონასთან და მასთან ძალიან ახლოს დადგა. – დარჩი... – საოცრად დიდ ტკვილის გამოსძახოდა მისი ხმა. სული შეუძრა ლიზის, მამაკაცის ტკივილით სავსე თვალებმა და ხმამ. არ შეეძლო საყვარელი ადამიანის ასეთ მდგომარეობაში ხილვა. ასჯერ უფრო მეტად სტკიოდა საბას ტკვილი. – უნდა წავიდე. აღარ შემიძლია – კვნესა ამოაყოლა სიტყვებს და ობოლი ცრემლი ჩამოუგორდა გახურებულ, აღაჟღაჟებულ ლოყაზე. – არ გიმსახურებ, პატარავ. – მისი თხელი თითები, თავის ტორებს შორის მოიქცია და ნაზად შეახო ბაგეები. – დარჩი. – აქამდე სად იყავი, საბა? როგორ დავიჯერო რომ აქამდე ვერ მამჩნევდი, ეგ ხომ აფსურდია. დარწმუნებული ვარ ამჩნევდი, როგორ ვიტანჯებოდი მთელი ამ წლების განმავლობაში. ვიცი, რომ არ გიყვარვარ, ნუ ღელავ, შეგუებული ვარ უკვე ამ მდგომარეობას, მაგრამ მაშ, რატომ იყავი ჩემთან განსხვავებული? მეც თუ შენი და ვიყავი, შენს ბიოლოგიურ დას, როგორც ექცეოდი, რატომ არ მეპყრობოდი მეც ისე? მერჩივდა, მოსულიყავი და გეთქვა, რომ უბრალოდ ჩვენ შორის არაფერი იქნებოდა, მათ შორის არც ის გრძნობა, რომელიც მე სიცოცხლის ხალისს დამიბრუნებდა. შენი უთქმელობა ვერ ავიტანე და იმოტომაც წავალ. თავი ჩემს ადგილას, სულ რაღაც წამებით მაინც თუ წარმოიდგინე? იცი, როგორ ვიტანჯებოდი? მძულს ეს სიყვარული. მინდა შენც შეგიძულო, მაგრამ რა ვქნა რომ გული მთელი არსებით მეწინააღმდეგება. არეული ვარ. ავირიე, ჰო. ვნანობ, რომ მიყვარდი და ახლაც მიყვარხარ. ამის მოსმენა გინდოდა? არ უნდა მოსულიყავი აქ საერთოდ, უარესი ჩაიდინე, ვიდრე შენ გინდოდა. ვნანობ, რომ ამდენი წელი ტირილით ვაღამებდი და ვათენებდი. მძულს ჩემი სიმხდალე. მე, არ მქონდა იმის ძალა, როცა საბოლოოდ დავრწმუნდი, იმაში რომ შენ სხვა თვალით არასდროს შემომხედავდი, გადამეყვარებინე. შენთვის ყოველთვის ის პატარა ანცი ბავშვი ვიყავი, სულ რომ კისერზე გეჯდა, სულ შენთან რომ უნდოდა, სულ რომ გკოცნიდა, გეფერებოდა, გეხუტებოდა... – შენ ისევ ის პატარა ანცი ბავშვი ხარ, მაშინ რომ სულ ჩემთან უნდოდა, სულ რომ ჩემთან იყო და სულ რომ ჩემში იყო. – ღიმილით შეაწყვეტინა საბამ მონოლოგი და თვალებში დიდი სითბო ჩაუდგა. – აი, სწორედ ამას ვამბობ. შენ იმასაც კი ვერ ამჩნევ რომ შევიცვალე, გავიზარდე. ჩემში ქალს ვერასდროს დაინახავ, რადგან შენ არ გინდა ამის დანახვა. გირჩევნია სიმართლეს თვალებში არ ჩახედო. გირჩევნია ისევ იმ პატარა ბავშვად მომნათლო. აღარ ვარ ის გულუბრყვილო ბავშვი, კანფეტებით, შოკოლადებით და კოცნით ირიგებდი. შეიგნე ეს. რატომ არ გინდა რომ დაიჯერო და დაინახო? ვერ შემომირიგებ ისევ ისე, როგორც ბავშვობაში. – დარწმუნებული ხარ? – სრულიად. ეჭვი არ შეგეპარ... საბამ, არ დაამთავრებინა წინადადება, ისე ეძგერა ტუჩებზე. უღონოდ ჩამოუშვა ხელები ლიზიმ. ისევ ცრემლები. ისევ ძალიან დიდი ტკივილი. ისევ იმედგაცრუება. ისევ საბა. რა იგრძნო ლიზიმ?! არაფერი, საერთოდ არაფერი სიამოვნების მაგვარი რამ. ამ კოცნამ პეპლები ვერ გაუჩინა მუცელში, ვერც სიამოვნების მორევში ჩაეშვა. ვერ შეიგრძნო საბას კოცნა, რადგან მთელი მისი არსება იმედგაცრუებას და ტკივილს ჰქონდა მოცული. მთელი გრძნობით უკოცნიდა მამაკაცი ტუჩებს და იმის მაგივრად რომ გაეშვა, პირიქით, მთელი სხეულით იკრავდა თავის სხეულზე. თითქოს მასში შესვლა უნდოდა და იქ თავის დამკვიდრება. წამით ორივეს დაავიწყდა, თუ სად იყვნენ და რას აკეთებდნენ. როგორც იქნა მოწყდნენ ერთმანეთის ტუჩებს, მაგრამ მაინც არ შეუშვა საბამ ხელი. წელზე მოკიდებული ერთი ხელით, მისკენ ყავდა მთელი ძალით მიზიდული და განძრევის საშუალებას არ აძლევდა. ერთი ხელი წელზე შემოაჭდო, მეორე ხელით კი თავი მკერდზე მიადებინა. შუბლზე ტუჩები მიაკრო და რამდენიმე წამი ასე იდგნენ. სივრცეში იყურებოდა საბა და ნელ–ნელა ააანალიზებდა რომ ამ პატარა ლიფსიტას გარეშე ცხოვრება არც შეეძლო, არც უნდოდა და ამას არც დაუშვებდა. ახლა უნდა წასულიყო ლიზი, ეს აუცილებელიც კი იყო, რადგან მას უნდა ეფიქრა მარტოს, სრულიად მარტოს, ყოველგვარი გარეშე პირის პარტნიორობის გარეშე. – კარგად. – ცივად შეუშვა ხელი ლიზიმ და უკან გადადგა რამდენიმე ნაბიჯი. – ესე იგი, მაინც წახვალ? – ბოლო შანს საწყლად ეპოტინებოდა საბა. თქვენ გგონიათ არ იცოდა საბამ რომ არანაირი აზრი არ ჰქონდა საუბარს, თუნდაც თხოვნას. სულ მუხლის ჩოქებზე დამდგარი რომ მისულიყო გოგონასთან, მაინც ისევე წავიდოდა იმ გასასვლელისკენ, საითაც ახლა მიდის. – მაინც მიდიხარ? – თავს გაუფრთხილდი. უკვე საგრძნობლად შემცირდა მანძილი მათ შორის. – თუ მუჰამედი არ მიდის მთასთან, მაშინ მთა მიდის მუჰამედთან. დაიმახსოვრე ეს! – მკაცრად გაიჟღერა მისმა სიტყვებმა. უყურა მანამ, სანამ ლიზის ლამაზი სხეული თვალს არ მიეფარა. საშინლად დამძიმებული გამოვიდა იქიდან. – საბა, წამოდი ჩვენთან, – უთხრა თხოვნით აღსავსე ხმით თათამ და ლაზარეს ხელი გაუშვა. – ახლა არა რძალო, – თბილად გაუღიმა მამაკაცმა, – ახლა არა და მერე, ვერ მომიშორებთ იცოდეთ თავიდან. – საჩვენებელი თითი დაუქნია, თათას ლოყაზე აკოცა და ტერიტორია სწრაფად დატოვა. •11• დღეები გადიოდა, არა, უფრო სწორად, გარბოდნენ. ყველა თავის წილს განიცდიდა და ყველა თავისას იზღვევდა. საბა სულ აღარ ნახულობდა მათ, ან თუ ნახულობდა 15-20 წუთი, ეს მაქსიმუმ. უჭირდათ, ორივეს... საბა და ლიზი ერთმანეთის გარეშე არავის არასდროს არ ენახა. ეს რაღაც სასწაული იყო. საბა რესტორანში მიდიოდა, ლიზა მას აუცილებად გვერდს უმშვენებდა. ლიზი კაფეში წავიდოდა, საბა მას აუცილებლად ახლოს ჰყავდა. ლიზის ტანსაცმლის, ან რაიმე ნივთის ყიდვა მოუნდებოდა, საბა იქ იყო აუცილებლად. ლექციებიდან ოდნავ მაინც თუ შებინდების დროს მოუწევდა წამოსვლა, საბა მისი პირადი მცველი იყო. •11• მომდევნო ერთი თვე, სრულიად არეული იყო. მომავალი ქორწილისთვის ემზადებოდა ყველა და ვერავის ვერ გაეგო, როგორ უნდა მოესწროთ ყველაფერი ასეთ პატარა დროში. რეალურად, რომ ყოფილიყო სტანდარტული ქორწილი, ეს ყოველივე ძალიან მარტივად და ამასთანავე ნაკლებ დროშიც მოგვარდებოდა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ისიც რომ ლაზარეს და თათას ქორწილი, უბრალოებას ძალიან აცდენილი იყო. ყველას ძალიან სწყდებოდა გული, რადგან ლიზი მათ გვერდით არ იქნებიდა ერთი შეხევდით ლაზარესთვის და თათასთვის უმნიშვნელო დღეს, თუმცა ორივემ მშვენივრად იცოდა და აცნობიერებდნენ რომ ეს არ იყო უბრალო დღე და ეს დღე ბევრ რამეს შეცვლიდა. პირველ რიგში ბავშვს იშვილევდნენ. მათი საკუთარი შვილი ეყოლებოდათ. ეს კი სრულ გადატრიალებას მოახდენდა მათში. •11• დიდი მადლობა... იმედია ისიამოვნებთ ♥ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.