შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომავალი წარსულიდან (4)


10-11-2015, 11:56
ავტორი kettaketta))
ნანახია 1 565

ვარჯიშიდან გამოსვლის შემდეგ ვაკო ვერსად ვნახე, თითქოს მიწამ ჩაყლაპა. ტელეფონი ამოვიღე ჯიბიდან, მაგრამ გამახსენდა რომ მისი ნომერიარ მეწერა. რა გაეწყობოდა, გადავწყვიტე მარტო წავსულიყავი. გარეთ გავედი და დავინახე ვაკოც- ყურებამდე გაღიმებული.
-შეგეშინდა?? მკითხა და გაიცინა.
მეც გამეღიმა და ვუთხარი
-არა, სულაც არა !! უბრალოდ გამიკვირდა სად დაიკაარგა მეთქი.
-კარგი წავედით, სიმართლე გითხრა, სანამ ვარჯიშობდი, შენს მონაყოლზე ვფიქრობდი, შესაძლებელია თუ არა მართლა ასე შეგიყვარდეს ადამიანი, ერთი ნახვით გაგიჩნდეს მის მიმართ გრძნობები? მისი დამოკიდებულება. ძალიან მაინტერესებს რა მოხდა კონცერტის დღის ბოლოს. შერიგდით თუ არა , რა გითხრა, რითი იმართლა თავი ან შენ რა დამოკიდებულება გქონდა.
-ძალიან ცნობისმოყვარე ყოფილხარ! კი შევრიგდით! ნეტავ არ შევრიგებოდი! როცა დამიძახა და მითხრა რომ ჩემთან ლაპარაკი სურდა გული ამიჩქარდა, ფეხები მეკვეთებოდა მისი ხმის გაგონებისას, მივხდი, რომ ყველაფერი არ დასრულებულა და სიხარულისგან ვხტოდი, გიორგიმაც მითხრა რომ ნიასთვის დამეძახებინა და მეც თითქმის სირბილით წავედი იმ ადგილისკენ სადაც ნიკა მაკო ზურა და ნია ისხდნენ, ხო მართლა მაშინ ზურა და ნია არ იყვნენ შეყვარებულები, რა თქმა უნდა , რადგან ნია ყურებმადე იყო შეყვარებული გიოზე.
-და რა გითხრა გოგამ? როგორ შერიგდით?
-მკითხა მეწყინა თუ არა მისგან რამე? მეც რომ არაფერი შემემჩნია ვუთხარი რომ არა. მან მითხრა რომ ის გოგო გიჟია და ყურადღება არ მივაქციო და მითხრა რომ მაფრთხილებდა მისი facebook-ის შესახებ, რომ მისი პაროლი ბევრმა არანორმალურმა იცოდა.
მე შევურიგდი, გიო და ნიაც შერიგდნენ და შემდეგ სადღაც წავედით, ციოდა და გოგა მეუბნებოდა რომ თავის ზედას მათხოვებდა მაგრამ მე უარი ვუთხარი. მერე უცებ ჩამეხუტა და მხარზე თავი დამადო და მითხრა რომ არ გამეღვიძებინა თუ ჩაეძინებოდა, შემდეგ წასვლის დრო მოვიდა და გაგვაცილეს, გოგა ხელგადახვეული მაცილებდა, ამ დროს ყველაზე ბედნიერი ვიყვავი, თან წვიმდა, თან იმ ადამიანების გვერდით ვიყავი, რომლებიც ყველაზე მეტად მიყვარდა. მართლა მიყვარდა. დამშვიდობებისას ჩამეხუტა, გული გამიჩერდა თითქოს!! ღმერთო!!! მაშინ რა ბედნიერი ვიყავი.
მეგონა მეორე დღესაც ვნახავდი, მაგრამ არ ჩანდა, არც შემდეგ დღეებში, შემდეგ უცებ რაღაც დამჭირდა და მივწერე... მან კი მთხოვა, რომ მენახა, მაგრამ იმის გამო რომ უკვე გვიან იყო და თან ნიასაც და თათასაც არ ეცაალათ, ვერ ვნახე და დავპირდი რომ მეორე დღეს ვნახავდი. იმ ღამეს სულ ერთმანეთს ვწერდით. მითხრა რომ ისიც სულ იმ დღეზე ფიქრობდა როცა წვიმდა და ჩამეხუტა, და რომ მასაც არაფერი უნდოდა ახლა ჩემთან ჩახუტების გარდა.
-თქვენ ერთმანეთი მართლა გიყვარდათ! ძალიან გიყვარდათ ანკა!
-მიყვარდა! მართალიხარ! მეც მეგონა რომ მასაც ვუყვარდი!
-გეგონა?
-გავაგრძელო მოყოლა?
-რა თქმა უნდა!
-მეორე დღეს მართლაც უნდა მენახა, მაგრამ სხვა საქმეები გამოუჩნდა და დალოდება მომიწია, ნიაც ჩემთან ერთად იყო. გოგა მეუბნებოდა რომ მართალია ციოდა მაგრამ როცა მოვიდოდა აღარ შემცივდებოდა. მაგრამ მერე ნია უნდა წასულიყო აუცილებლად და მეც წასვლა მომიწია, ვუთხარი, რომ მივდიოდი, მას კი საშინელი რეაქცია ჰქონდა, მთხოვა დავლოდებოდი, სულ ცოტა ხანიც. შემდეგ მითხრა რომ ექვსი თვე ვეღარ მნახავდა, მაშინ მე სახლიდან გავბრუნდი რათა მენახა, მაგიჟებდა ის ფატი, რომ მას ვეღარ ვნახვდი, თუნდაც ერთი დღე და 6 თვეზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი ... არ ვიცოდი იმღამით მართლა მოდიოდა თუ მატყუებდა, იქნებ საერთოდ არ აპირებდა ჩემს ნახვას მაგრამ მე ვენდოდი გოგას, ვენოდობოდი ყველაზე მეტად და მივდიოდი, ნეტავ იცოდე რა დამემართა როცა დავინახე ჩემი ყველაზე სიმპატიური ბიჭი, გული ამიჩქარდა ხელები ამიკანკალდა, თავის ძმაკაცთან ერთად იყო. ის ჩამეხუტა, და თითქოს დრო გაჩერდა. სახლამდე ამაცილა და შემდეგ ვისხედით და ვლაპარაკობდით ჩვენზე, მასზე, ჩვენს მიზნებსა და მისწრაფებებზე, ის არაფერს მიმალავდა და ჩემთან ყველაზე გულწრფელი იყო. თან მეხუტებოდა და ხელებს მითბობდა.
-ხომ გითხარი ერთმანეთი გიყვარდათ მეთქი!
-მეც ასე მეგონა ვაკო! მეგონა მასაც ისე ვუყვარდი როგორც მე!
-ანუ მოვლენებს ძალაიან ვასწრებ არა?
-შემდეგ დღეებშიც მნახულობდა, ის უკვე მუშაობდა, სხვადასხვა ქალაქებში უწევდა სიარული, მთელი დღის მანძილზე მშიერი და დაღლილი, საღამოს ფეხით სიცივეში ძალიან დიდ გზას გამოდიოდა რომ ვენახე და ჩამხუტებოდა და მიუხედავად იმისა რომ სციოდა რაც ეცვა იმასაც მე მაცმევდა. ის ქალაქის თავში ცხოვრობს, მე ბოლოში მაგრამ მაინც ჩემს გამო ფეხით გადიოდა თავისი სახლისკენ მიმავალ გზას მარტო.
-და ამის შემდეგ შენ ამბობ რომ არ უყვარდი? არავინ გააკეთებს მაგ ყველაფერს იმისთვის ვინც არ უყვარს!!!
-.... ბოლოს რომ ვნახე დამშვიდობებისას მეხუტებოდა და არ მიშვებდა... მეუბნებოდა ვიაიმე!!! ვეღარ მივდივარ შენგან ისე მინდა სულ გეხუტებოდეო, მაგრამ შემდეგ დღეებში უეცრად შეიცვალა ჩემს მიმართ ისე თბილად აღარ მწერდა, მე ამას ვხვდებოდი, ნია კი ამართლებდა , აზვიადებო.
სამი დღის მერე ვნახე, შემთხვევით ფილარმონიაში კონცერტი იყო. რომ დამინახა დაიბნა და დიდხანს მიყურა, მეც თვალი თვალშიგავუყარე მაგრამ არც ერთი არ მივედით ერთმანეთთან! როცა შიგნით შევედით ის ჩემგან ათი რიგით დაბლა დაჯდა, ვიღაც გოგოს გვერდით და ხელი გადახვია, ისევე მოექცა მას, როგორც მე მექცეოდა, როცა ხელს ხვევდა მე მიყურებდა. ცუდად გავხდი, თვალები ცრემლებით ამევსო, ყელში რაღაც გამეჩირა, მეგონა ყველაფერი სიზმარი იყო, მეგონა ახლა გამეღვიძებოდა მის მხარზე დაძინებულს და დამამშვიდებდა. არ მჯეროდა, რადგან მე ასეთ გოგას არ ვიცნობდი, მე თბილ, მოსიყვარულე და გულწრფელ გოგას ვიცნობდი, რომელიც არასოდეს მომატყუებდა და ითვალთმაქცებდა, მაგრამ ყველფერი სიმართლე იყო, მწარე სიმართლე.. ის ჩემგან წავიდა უმიზეზოდ, უსიტყვოდ, მაგრამ ალბათ მისი მიზეზი უმიზეზობა იყო. იცი? მე მაინც ვამართლებდი მას და მჯეროდა მისი, მაგრამ მაინც დრომ დამანახა, რომ ყველაფერს უნდა შევგულებოდი, ვეცადე, მართლა ვეცადე დამევიწყებინა, მაგრმ ვერ შევძელი.. ახლაც მიყვარს, ახლაც ჩემთანაა არა ფიზიკურად , მაგრამ მაინც, ახლაც ყოველ ღამიით ვნახულობ სიზმარში, ოღონდ ისევ იმ თბილ და მოსიყვარულე გოგას, რომელსაც მე ვიცნობდი... ის მუდამ ჩემთან დარჩება- ჩემს გულში.
-სულელი ყოფილა!!! შენნაირი გოგო რომ მიატოვა, და აასე მოექცა, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ რაღაც მოხდა, მიისი საქციელებით თუ ვიმსჯელებთ უნდა ყვარებოდი, იქნებ გეცადა და გაგერკვია თვითონ მასთან...
-არა!!! საინტერესო ისაა, რომ გიორგიმაც ასე უეცრად გაწყვიტა ნიასთან ურთიერთობა, უბრალოდ ალბათ გოგას უფრო დიდხანს უნდოდა ჩემთან თამაში!!! მან თავისას მიაღწია და წავიდა ! მე კი მწარე გამოცდილება მივიღე- აღარავის უნდა ვენდო, აღარავის საკუთარი თავის გარდა...
-მოხვედიიით?? ძლივს!!!-შემოგვეგება თათა.
-როგორ ხართ ბავშვებო? - ვიკითხე და ნიკა მაკო და ზურა გადავკოცნე.
-შესანიშნავად!!! გაგიტკბათ არა ერთმანეთთან საუბარი?-ეშმაკურად იკითხა ნიკამ.
-არა!! უბრალოდ რაღაცას ვუყვებოდი!-წარბაწეულმა ვუპასუხე..
-კარგით! ვიინაა მომხრე რომ დავლიოთ?-წინადადება შემოგვთავაზა ზურამ.
-მოდი აქვე რომ ბარია იქ შევიდეთ!!!- ვთქვი მე.
-კარგი აზრია!-დამეთანხმა ნია .
ყველა ‘’გრილ ბარისკენ’’ წავდით...
პირველი მე შევედი, რათა გამერკვია ადგილები თუ იყო და ღმერთო ჩემო!!!!!! უკან აკანკალებული გამოვედი... ნია თათა და მაკო შეშინებულები მომვარდნენ.
-რამოხდა? რამოხდა ანკა?-მეკითხებოდა თათა.
-გოგა... ამის თქმა მოვასწარი და როგორც მითხრეს, გული წამივიდა...
-------------------------------------------
ესეც მეოთხე თავი, იმედია მოგეწონათ!! მითხარით თქვენიი აზრიც <3 აიი ძალიან, ძალიან გთხოვთ, ვინც წაიკითხავთ, ყველამ თითო კომენტარე დაწერეთ ან სმაილი, რომ მივხვდე ტყუილად არ ვწერ და ვიღაც მაინც კითხულობს ამ ისტორიას <3 წინასწარ დიდი მადლობა<3



№1  offline წევრი zak

ვაიმეე დავიძაბეე...ახლა გოგას თუ დააბრუნებ ეს ისტორია ნარკოტიკივით გახდება ჩემთვის,რა გაძლებს მანამ სანამ მომდევნო თავს დადებ?!სწრაფად დადე კარგი? love love love

 


№2  offline წევრი kettaketta))

zak
ვაიმეე დავიძაბეე...ახლა გოგას თუ დააბრუნებ ეს ისტორია ნარკოტიკივით გახდება ჩემთვის,რა გაძლებს მანამ სანამ მომდევნო თავს დადებ?!სწრაფად დადე კარგი? love love love

ბოდიში ასე გვიან რომ ვპასუხობ შენს კომენტარს! დაბრუნდა და თან როგორ! შევეცდები რაც შეიძლება დიდი თავები დავდო და მალ-მალე love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent