ჩემი არ გეშინოდეს!
-დედა, სამსახურში მაგვიანდება!-ფეხზე მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ვიცმევ და თან დედას ვუხმობ. -კარგი, ნენე! ჭკვიანად!-ხათუნა ჭურჭლის რეცხვას თავს ანებებს და ჩემკენ მოემართება. კიდევ ერთხელ ვათვალიერებ ჩემ ორეულს სარკეში და სადარბაზოში გავდივარ. იმის მიუხედავად, რომ მეათე სართულზე ვცხოვრობ, ჩასვლისას არასდროს ვსარგებლობ ლიფტით. აი, ამოსვლაზე კი რა მოგახსენოთ. მეშვიდე სართულზე ჩავედი თუ არა, მობილური აწკრიალდა. მე ჩანთაში მისი მოძებნა დავიწყე, როდესაც თავზე შეხება ვიგრძენი. უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა, როცა მძიმე საგანში პისტოლეტი ამოვიცანი. ჩემი გამბედაობის წყალობით, საპირისპირო მხარეს შევტრიალდი და დავინახე მაღალი, მხარბეჭიანი, შავგვრემანი მამაკაცი. ახლა ბებიაჩემი აქ რომ ყოფილიყო იტყოდა, ვაი, ასეთი ახალგაზრდა ბიჭი ხარ და თავს რატომ იღუპავო. მაინც როგორ არის ადამიანის გონება მოწყობილი, რთულ სიტუაციებში მსგავს სისულელეებზე რომ ვფიქრობთ, ნუ მთლად სისულელესაც ვერ ვუწოდებთ. ფიქრებში წასულს მკაცრი ბარიტონის ხმამ გამომაფხიზლა. -ტელეფონი ჩანთაში დააბრუნე, შეწინაამღდეგება არც კი გაბედო! მე პირი დავაღე საკივლელად, თუმცა უცნობმა დამასწრო და ხელის აფარებით გამაჩუმა. ხომ გაგიგონიათ, ცდა ბედის მონახევრეაო და მეც მაინც წავიზმუილე. შიშმა ადგილზე გამაშეშა, თითქოს ცამ ჩემთან ერთად დაიწყო გოდება, სხეული კი პროტესტის ნიშნად აკანკალდა. კიბეზე ჩავდიოდი, უფრო სწორად ფეხები წინ მიდიოდა, ტანი კი ძალაუნებურად მიყვებოდა. ძვლივს პირველი სართული გამოჩნდა. ვიფიქრე, დამადგა საშველი და გადავრჩი-მეთქი, მან კი მოულოდნელად მაჯაზე ხელი მტაცა და კუთხეში მიმიმწყვდია. -იცოდე ამ ამბავზე ერთი სიტყვა რომ წამოგცეს, მოგკლავ! არცერთი სიტყვა დაქალთან, ძმაკაცთან, ახლობელთან, გასაგებია?! მე თავი დავუქნიე, რადგან სხვა გზა არ მქონდა. -გაგება არ გამიჭირდება, შენი ახალი მეზობელი ვარ. იცი, ახალ გადმოსულებს ულოცავენ და ნამცხვრით ხელში ეწვევიან ხოლმე. ცნობისთვის, შოკოლადის კეკსი მიყვარს.-ხელი გამიშვა, მეც შვებისგან ამოვისუნთქე. გარეთ დავაპირე გამოსვლა, როდესაც მკლავზე ჩამებღაუჭა და თავისკენ შემომაბრუნა. თვალებში ჩამხედა და მითხრა: -ნაცრისფერი თვალები გქონია, ლამაზო! უკან აფორიაქებულმა დავიხიე და უმალ სახეზე მომელამუნა თბილი სიო. დედამიწას ჩემთან ერთად ეხვეოდა თავბრუ, ღრუბლები ტიროდნენ, ისე თითქოს კეთილი მბრძანებელი დაეკარგათ და ბოროტი მმართველი დაბატონებოდა მათ სამეფოს. ლოყები მლაშე სითხესთან ერთად, წვიმის წვეთებმა დამისველა. --------------------------------------------------------- ესეც ჩემი პირველი რომანი! დააფიქსირეთ თქვენი აზრი, ძალაინ ქთხოვთ! თუ მოგწონთ, ღირს თუ არა გაგრძელება... თითოეულის კომენტარი ჩემთვის მნიშვნელოვანია! <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.