დაუნდობელი (10)
დილა ისე კარგად დაიწყო მონატრებულ დედასთან ერთად,რომ გადაწყვიტა არც დღეს წასულიყო სამსახურში,ნატალიასთან მაინც არ დაუზუსტებია,კონკრეტულად როდის მივიდოდა.გაბრიელსაც ურეკავდა მაგრამ ვერანაირად დაუკავშირდა.იფიქრა საქმეები ექნებაო და მასთან რეკვას შეეშვა.ერთად ისაუზმეს დედა შვილმა და ფილმის ყურებას აპირებდნენ როცა კესოს მობილურზე ზარი გაისმა. -გისმენთ ქალბატონო ნატალია...ანერვიულებულმა გასცა პასუხი ქალს და მის პასუხს დაელოდა. -შვილო,კესო,იქნებ დღეს მაინც მოხვიდე? ძალიან ცუდად ვარ და ჩემი შვილიც მარტო ვერ გაუმკლავდება ამას...ქალმა ცოტა აღელვებულმა მიუგო გოგოს.მის ტონში მართლაც იგრძნობოდა რაღაც უცნაური ტონი. -დიახ ქალბატონი ნატალია,ახლავე მოვალ,ათ წუთში თქვენთან გავჩნდები...აღელვებულმა უპასუხა.დედას ბოდიში მოუხადა,იმისათვის რომ სახლში მარტო უნდა დაეტოვებინა,თავად კი სწრაფად გაემართა ნატალიას სახლისაკენ.ძლიერად შეაღო კარი და მეორე სართულისაკენ მიმავალი კიბეები აირბინა.ნატალიას ოთახის კარი შეაღო და გაოცებულმა დააღო პირი.ოთახის შუაგულში,სკამზე ნატალია იჭდა და თოკებით იყო მასზე დაბმული.პირი წეპოვანი ლენტით აეკრათ საწყალი ქალისათვის და სახეც აშკარად დასიებული ჰქონდა.გოგონას დანახვისას თავი რამოდენიმეჯერ გადააქნია და კიდევ უფრო უმატა ტირილს.ჯერ გაოგნებული უყურებდა სანახაობას შემდეგ კი სწრაფად მივარდა ქალს და პირი გაუხსნა. -არ უნდა მოსულიყავი,შვილო.რამეს დაგიშავებს ის მხეცი...წარმოსთქვა ქალმა მას შემდეგ,რაც პირი გაუნთავისუფლეს.ნატალიამ დაამთავრა თუ არა სიტყვები,კესოს უკან კარის მიხურვის ხმა გაისმა. -აჰა,სექსუალური მოახლეც მოსულა?!...ირონიულად გაიჟღერა მამაკაცის სიტყვებმა.როგორც კი კესომ ეს ხმა გაიგონა,მაშინვე გასცარა ტანში.ნელა შებრუნდა უკან და მის წინ მდგარ,ამაზრზენად მომღიმარ ირაკლის შეხედა. -როგორ შეგიძლიათ ასე მოექცეთ,საკუთარ დედას?,მას ხომ წნევა აწუხებს,ხელში რომ ჩაგაკვდეთ?...გამწარებულმა მიუგო კაცს.ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობდა რომ მისთვის საყვარელ ადამიანს საფრთხე ემუქრებოდა.ნატალია უკვე ბებიად მიაჩნდა.ამიტომ მისი ასეთ მდგომარეობაში ხილვა კესოს ღელვას იწვევდა. -ის დედაჩემი არ არის.ისიც ისევეა დამნაშავე შენს აქ ყოფნაში,როგორც მე...მიუგო კაცმა აუღელვებლად და ზიზღით გადახედა ქალს. -მაპატიე,შვილო,მაიძულა.მოკვლით დამემუქრა...წამოიყვირა ნატალიამ და ხმამაღლა წამოიტირა. -ნუ ზლუქუნებ,ჯერ მის მოკვლას არ ვაპირებ,ბევრ რამეში შევძლებ მის გამოყენებას.ნახე რა ფორმები აქვს...ირაკლიმ გოგონას სხეულს ჯერ ააყოლა შემდეგ კი ჩამოაყოლა მზერა და ნასიამოვნებმა ჩაიღიმა.ძლიერად მოჰკიდა ხელი გოგოს და სახლიდან გაათრია.როგორც კი სახლის ზღურბლს გადააბიჯეს იარაღის ხმა გაისმა,რასაც კესოს მსუბუქი წამოკივლება დაერთო თან.ირაკლიმ სახლთან ახლოს გაჩერებულ ავტომობილში ძლიერად შეაგდო გოგო და თავადაც მის გვერდით დაიკავა ადგილი.წინ მჯდარ მამაკაცს ნიშანი მისცა და მანქანაც მალე მოსწყდა ადგილს. ამ დროს გაბრიელი მანქანით მიდიოდა დანიშნულების ადგილას,როდესაც მობილურზე ბექამ დაურეკა. ხო ბექა,ყველაფერი რიგზეა?...იკითხა გაბრიელმა და მეგობრის პასუხს დაელოდა. -უკან დაბრუნდი ახლავე,მათ უბრალოდ შენი გატყუება უნდოდათ,კესოც მათ ჰყავთ.ვეცადე მაგრამ ვერ შევაჩერე ახლა უკან მივყვები.როგორც კი გაჩერდებიან მისამართს მოგწერ.მაგრამ მანამდე თავადაც დაურეკე და გაარკვიე რატომ მოიქცა ასე!...მხოლოდ ეს უთხრა და გაუთიშა.მაინც საფრთხე შეუქმნა.ყველანაირად ეცადა მაგრამ ვერ მოახერხა მისი დაცვა.დარწმუნებული კესოს რომ რამე დუშავონ,თვალსაც არ დაახამხამებს,ისე გამოსჭრის კისერს ყველა.სწრაფად აკრიფა ირაკლის ნომერი და პასუხს დაელოდა. -როგორც ჩანს ყველაფერი მოგახსენეს?!...მობილურში კაცის ირონიული ხმა გაისმა. -მას რომ რამე დაუშავო,ყველაფერს ვფიცავარ,ჩემი ხელით მოგკლავ...გამოსცრა კბილებს შორის გაბრიელმა...სად ხართ მითხარი,ახლავე უნდა შეგხვდე. -მანამ სანამ ჩვენთან მოხვალ,შენი კომპანიის აქციები წამოიღე.თუ იჩქარებ შეიძლება მოასწრო და სამივე ერთად კარგად გავერთობით.ისე მინდა გითხრა რომ მაგარი ფეხები აქვს...დააყოლა ბოლოს გესლიანად. -ხელი არ ახლო,გაიგე?!.ხელი არ ახლო,თორემ სიცოცხლეს გამოგასალმებ თან ისე რომ ცოდვების მონანიებასაც კი არ გაცლი...სიტყვები დაამთავრა და აღმოაჩინა რომ ირაკლიმ მობილური გაუთიშა.ძლიერად დასცხო მუშტები ავტომობილის საჭეს და ამოიოხრა.ზუსტად იცის რომ მისთვის კესოზე ძვიფასი არავინ და არაფერი არაა.მანქანა სახლტან გააჩერა და კაბინეტში შევიდა.მაგიდის უჭრაში ჩამონტაჟებული სეიფის პაროლი შეყვანა და სასურველ საბუთებს ხელით დასწვდა.შემდეგ მობილური მოიმარჯვა და ირაკლისთან გადარეკა. -საბუთები მე მაქვს,მითხარი სად უნდა მოვიდე. -როგორი სწრაფი ყოფილხარ,გაბრიელ,ჩემთან მოდი,დარწმუნებული ვარ მისამართი იცი.კესოსთან საუბარი ხომ არ გინდა?,ნამდვილი ველურია,აღმაგზნებს... -დამალაპარაკე...მხოლოდ ერთი სიტყვა უთხრა და გაისუსა.ესმოდა რომ კაცი სადღაც მიდიოდა.მალე მობილურში მისთვის საურველი ხმა მოიმა. -გაბრიელ...გაბრიელ აქ ხარ?...გოგონას ტირილისაგან დაბოხებული ხმა რომ გაიგონა,მოუნდა თავი მოეკლა,ვერ ეგუება იმ აზრს რომ კესო ასეთ მდგომარეობაში მის გამო ჩავარდა. -აქ ვარ კესო.შენ,შენ ხომ კარგად ხარ,ხომ არაფერი დაგიშავეს?...შეეკითხა ხმაწართმეული და გული ორმაგად აუჩქარდა პასუხის მოლოდინში. -მე კარგად ვარ ჩემზე ნუ იღელვებ.მთავარია შენ ხარ კარგად.ხელსაც ვერ მახლებენ,წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი საქმრო ყველას თავ-ყბას გაუერთიანებს...ღიმილით წარმოსთქვა ბოლო სიტყვები გოგონამ რათა გაბრიელი დაემშვიდებინა. -ჩემი ლამაზი.მალე მოვალ,არ იღელვო...იგრძნო რომ გოგონას ჩაეღიმა,თვითონაც გაებადრა სახე იმის წარმოდგენაზე რომ მალე გოგონას ნახავდა.მერე რა რომ ყველაფერს კარგავს.ისევე დაიწყებს ცხოვრებას თავიდან როგორც ადრე,მაგრამ ახლა მის გვრედით კესო იდგება და დარწმუნებულია ორმაგად უფრო კარგად წაუვა საქმეები. -კარგი,გკოცნი...ჩაილაპარაკა გოგონამ. -რა ამაღელვებელია...ჩაილაპარაკა ირაკლიმ მოილურში და გაბრიელს მიმართა...თუ გინდა შენს ლამაზს ხელი არ ვახლოთ მალე მოდი და საბუთები მოიტანე...ისევ ირაკლიმ გაღიშა მობილური და გაცხოველებულ გაბრიელს პასუხის გაცემის საშვალებაც არ მისცა.სწრაფად დაქოქა ავტომობილი და ირაკლის სახლისაკენ სწრაფად წაიყვანა მანქანა.გზაში ბექას დაურეკა. -ბექა,ირაკლი მის სახლში ახლა მეც იქ მივდივარ,იქ შემხვდი კარგი? -კარგი,ხუთ წუთში იქ ვარ.იარაღი წამოგიღო?...ჰკითხა ცოტა ხნის შემდეგ. -კი,წამოიღე ნამდვილად დამჭირდება...მალე ირაკლის სახლის წინ იდგნენ და ერთმანეთს ესუბრებოდნენ.კარებს მიუახლოვდნენ და ზარი დარეკეს.შავებში ჩაცმულმა მამაკაცმა ჯერ კარები გაუღო შემდეგ კი სახლში შეუძღვა მათ. -გაბრიელ,ბექა,როგორ გამახარეთ თქვენი სტუმრობით...ირონიით გააჟღერა მამაკაცმა სიტყვები. -სად არის კესანე...ყოველგვარი შესავლის გარეშე მიახალა კაცს გაბრიელმა და მისკენ წაიწია,მაგრამ ბექამ ძლიერად მოკიდა ხელი და ანიშნა რომ შეჩერებულიყო. -კესო?,ალბათ ჩემი რომელიმე ხელქვეითი ერთობა მისით...ისევ ირონიამ გაიჟღერა კაცის სიტყვებში.ახლა მართლა აიჭრა გაბრიელი.ბექას ხელი გამოგლიჯა და ირაკლის სახეში უტავაზა მუშტი,ძირს დაგდებულ მამაკაცს ზემოდან ოექცა და კიდევ ერთხელ მოსდო ყბასი. -სად არის კესანე,ამის დედას შე**ცი...დაიღრილა მოთმინება დაკარგულმა და ირგვლივ მიმოიხედა,რამოდენიმე სეიარაღებულ მამაკაცს გაბრიელი მიზანში ჰყავდა ამოღებული და ცივი მზერით იყურებოდნენ.ფრთხილად შეუშვა ხელი ირაკლის პერანგის საყელოს და ფეხზე წამოიმართა. -ფერი ფერსა,მადლი ღმერთასო რაა,თქვენზეა ნათქვამი,ასეთი ველურები და მხეცები მე არ მინახავს...წარმოსთქვა გაბრაზებული ტონით ირაკლიმ,თან ხელსახოცით ცხვირიდან წამოსული სისხლის მოწმენდა დაიწყო...შემოიყვანეთ გოგონა...გასცა ბრძანება და მალე კესოც გამოჩნდა,აქეთ-იქით ორი ზორბა მამაკაცი ამოსდგომოდა.ისევ ეს ბანალურობა.ისევ გადააწყდნენ ერთმანეთის მზერას და ისევ გადაიკარგა კესო მამაკაცის უძირო თვალებში.როგორც კი გაბრიელს მოჰკრა თვალი,მაშინვე ღიმილმა გაუპო ბაგე და შეეცადა მამაკაცებისაგან თავი დაეხსნა.მაგრამ ვერაფერს გახდა და შორიდან,მზერით დაუწყო ალერსი ტრფობის ობიექტს. -აჰა შენი ველური,ჯანმრთელი და საღსალამათი,საბუთები სად არის? -აქ,მაგრამ ჯერ კესო გამოუშვით...მტკიცედ თქვა გაბრიელმა და ბექას საქაღალდე გამოართვა. -ხელიდან-ხელში...ასევე მტკიცედ უპასუხა ირაკლიმაც და გოგონას ახლა თავად მოჰკიდა ხელი.აშკარად ძლიერად მოუვიდა,რადგან კესოს სახე ოდნავ შეეჭმუხნა. -კარგი,აიღე...გაუწოდა საქაღალდე ირაკლის.კაცმა გოგონას ხელი სეუშვა და კესოც ძლიერად შემოეხვია გაბრიელს და მამაკაცს კისერში მონატრებულმა აკოცა.გაბრიელმა სწრაფად მოძებნა გოგონას ბაგეები და მათი დაგემოვნება დაიეყო. -მემგონი აქ სამაგისოდ შესაფერისი ადგილი არ არის...ჩუმად გადაუჩურჩულა ბექამ წყვილს და ოდნავ შესამჩნევად ჩაიცინა გოგონას აწითლებულ ლოყებს რომ ჰკიდა თვალი.სახლიდან გავიდნენ თუ არა კესო მაშინვე მიუბრუნდა გაბრიელს. -გაბრიელ ჩემს გამო ამხელა მსხვერპლზე არ უნდა წასულიყავი.შენი ბიზნესი გაბო,მას ხომ მთელი შენი ცხოვრებაა რაც ხელმძღვანელობ. -ნუ სულელობ კესო.პირველი ეს ბიზნესი მართლა ჩემს სახელზე რომ ყოფილიყო გაფორმებული შენს სიცოცხლეზე ძვირფასი არც იქნებოდა.და მეორე-მიუხედავად იმისა რომ ბიზნეს მე ვუდგავარ სათავეში,კომპანიის აქციების სრულ პაკეტს მამაჩემი ფლობს.ასე რომ მე არ მაქვს უფლება მისი ხელმოწერის გარესე მის კუთვნილ აქციებს სევეხო.მე მინდობილობა მაქვს მხოლოდ კომპანიაზე მაგრამ არა მის აქციებზე....გაოგნებული უსმენდა კესო გაბრიელის სიტყვებს და უხაროდა რომ მის გამო კაცი ასეთ მსხვერპლზე არ წავიდა.სემდეგ ძლიერად შემოხვია ხელები გაბრიელს და ავტომობილისკენ გაემართნენ,როცა უეცრად ძლიერი ტკივილი იგრძნო ზურგში.მერე მხოლოდ გაბრიელის და ბექას სეშინებული და გაცოფებული მზერები ახსოვს.ბოლოს ირაკლის სიტყვები მისწვდა მის ყურთასმენას „გეგონა შეგარჩენდი ჩემს მოტყუებას?!“... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.