გრძნობებზე მოთამაშე(დასასრული)
„ავთანდილი“-გავიმეორე გულში და მთელი სხეულით ავტორტმანდი,გულში რაღაც მიდუღვა.ვგრძნობდი,რომ ვიღაც გაუნელებელ სითხეს მასხამდა.შიშსა და იმედგაცრუებას მოვეცვდი.არ ვიცოდი რა გამეკეთებინა.ბოლოს ხმა ამოვიღე: -გაეთრიე. -ბრძანებებს შენ არ გასცემ ლამაზო.მოდი აქ-ბოლო სიტყვებზე თავბრუ დამეხვა. -ასე არ შეიძლება-ხმაში თხოვნის კილო აღმენიშნა. -ისე შეიძლებოდა?-უცნობის კითხვაზე თავი გვერდზე გავწიე. -შენ არ იცი რა მოხდა. -მშვენივრადა ვიცი,ძუკნა იყავი და ახლაც ძუკნა ხარ. -ნორმალურად მელაპარაკე-გაცოფებულმა წარმოვთქვი და კარები გავაღე-გახვალ,თუ ვინმეს დავუძახო? -არა,გოგონი. -გოგონი კი არა,გაეთრიე ჩემი სახლიდან. -მოვალ,იცოდე-მისი სიტყვები გულშ ხინჯივით დამემჩნა. *** -ნანკა,უნდა ვილაპარაკოთ-სახლში მივადექი ჩემ დაქალს,რომელსაც ცოტა ხნის წინ ვაწყენინე და,მგონი,გაბუტულიც კი იყო ჩემზე. -რაზე? -იმაზე არა,რაზეც შენ ფიქრობ. -ახლა არ მცალია,ჩემი მაქსი უნდა მოვიდეს და გავისეირნოთ.უკვე მოიფიქრე? -არა. -ხოდა,სანამ არ მოიფიქრებ,გაქრი-თვალი ჩამიკრა და ამით კიდევ უფრო გამაღიზიანა. -უნდა ვისაუბროთ.ეს მნიშვნელოვანია-დავსძინე და წინ წავიწიე. -ჩემს ქორწილზე მნიშნელოვანი,ქეთ?-ირონიულად მკითხა. -აუ,არ გინდა რა. -რა არ მინდა? ნუთუ არ შეგიძლია ჩემთვის რამე გააკეთო? ამ დროს მაქსიმეც მოვიდა,ზრდილობიანად გამიღია და საცოლეს გადახედა. -ულამაზესი ხარ,ნან.. *** მეორე დღეს სულ აღარ მინდოდა ნანკას ნახვა,ჩემში ერთდროულად მოეყარა თავი მძაფრ და თან საშინლად დამთრგუნველ ემოციებს.არც ნანკას დანახვა მინდოდა და არც არავისი.ვგრძნობდი,რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ფარსი იყო.ისევ მომინდა სამუდამოდ დამეხუჭა თვალი.ეს ბავშვი მფიტავდა და ძალ-ღონეს მაცლიდა,ლამის იყო ფსიქოლოგიურად დავცემოდი. „ეს გრძნობებზე თამაშის ბრალია..“-მესმოდა უჩვეულო ხმა და საწოლიდან არ ვდებოდი.გადავწყვიტე,სამსახურში არ წავსულიყავი და თავი ოდნავ მომეთოკა. *** მთელი დღე ფიქრში გავატარე.ვიხსენებდი იმ დღეს,ვიხსენებდი ავთანდილს და ყველაფერს საკუთარ თავს ვაბრალებდი.ის რომ არაა...ამდენი ხნის მანძილზე არ მივსულიყავი მამაჩემთან და გადავწყვიტე მენახა,თუმცა,რადგან გვიანი იყო ეს საქმე მომდევნო დღისთვის გადავდე და რაღაც საშინელება ჩავრთე.დიდ ეკრანზე მოსიარულე შემზარავი არსებები კიდევ უფრო მაშინებდნენ,ამიტომ მალევე გამოვრთე და პულტი მოვისროლე. რვა საათი იქნებოდა,როცა კარზე ზარი მომესმა,არ გავხედილვარ,ისე გავაღე და გაღიმებული სახით დავხვდი მოსულს.ალბათ,ნანკა მეგონა. -ქეთ...-ჩემ წინ ის უცნობი იდგა,ანდრო იდგა.ისე შემეშინდა ვერც აღვწერ,სახეზე ხელები ავიფარე,რომ არ დამეყვირა და ორი ნაბიჯით უკან დავიწიე. -მე რა გითხარი?-გავიმკაცრე ხმა და შევეცადე კარი მიმეხურა,როცა უცნობი ფეხებში მწვდა და ჰაერში ამიტაცა. -რას აკეთებ? ჩამომსვი?-ხელებს მთელი ძალით ვურტყამდი ზურგზე,მაგრამ ის არ ჩერდებოდა. „გრძნობებზე თამაშობდი? ბედნიერებას ჩირქს სცემდი?“-ჩამესმოდა ისევ ხმები და გონს ვკარგავდი. *** გონს რომ მოვედი და ყველაფერი აღვიდგინე,ძირს ვეგდე,ტანსაცმელი არ მეცვა და სისხლსი ვცურავდი.მაშინვე მივხვდი,რაც მოხდა.ამაში საკუთარ თავს ვადანაშაულებდი და დაკარგულს ბავშვს დავსტიროდი. „ის მე არ მინდოდა,არ მინდოდა...ნიკას მეგობარმა იძალადა ჩემზე..მამაჩემი ციხესი გავუშვი..“-ბოლო ხმაზე ვბღაოდი და გრძელ ფრჩხილებს სახეზე ვისვამდი. -შენი დედაც,ანდრო..არა,შენი დედაც,ქეთი,შენი ბრალია ეს ყველაფერი..ნაგავი ხარ,გრძნობებზე მოთამაშე ძუკნა..სწორად თქმა მან-აღარავის მერიდებოდა,გაღიზიანებული ტკივილსაც ვერ ვგრძნობდი. „რითვის მოვედი ან რისთვის მივდივარ? საერთოდ რისთვისაა ეს ყველაფერი? აგერ ნანკამაც ზურგი მაქცია..“-ამოვიოხრე და ფეხზე წამოვდექი,თუმცა ტკივილი ვიგრძენი და მაშინვე ადგილზევე დავეშვი,არ ვაპირებდი ექიმთან წასვლას,არაფერი მინდოდა,მხოლოდ ვიცოდი ერთი რამ და ეს იყო სიტყვა-არაფერი,გრძნობა-არაფერი და ცხოვრება,რომელსაც მხოლოდ დაქსაქსულობა და სიცივე ერქვა.იმ წამს მივხვდი,რომ ჩემი ამქვეყნად მოვლინება ყველაზე დიდი სიცრუე იყო. უკანასკნელი ძალები მოვიკრიბე და გრძნობებისა და ფაქტების ლეპტოპში აკრეფა დავიწყე,არ ვიცოდი რატომ ვაკეთებდი ამას,მაგრამ მაინც ვაკეთებდი.მხოლოდ მაშინ ავდექი,როცა ლეპტოპზე სისხლი შევნიშნე. „ექიმთან უნდა წავიდე..არა,არ ვარ ამის ღირსი..“-აქ ვასრულებ წერას. *** (ნანკა) რამდენიმე დღე არ გამოჩენილა ქეთი,თავიდან ამისთვის არ მიმიქცევია ყურადღება,მაგრამ შემდეგ ძალიან ავნერვიულდი და მის ბინაში წავედი,მანქანა დავაყენე მის სადარბაზოსთან ახლოს და ლიფტი გამოვიძახე.რატომღაც საშინლად ვღელავდი,მეშინოდა და კიდევ ათასი აზრი დარბოდა ჩემ გარშემო. -ქეთ-კარებს არავინ აღებდა.ვიფიქრე,სახლში არ არის მეთქი,მაგრამ,როცა ღია კარები შევნიშნე,შევედი სახლში და მთელი სხეულით ავკანკალდი. -ქეთი,სად ხარ?-ხმამაღლა დავიძახე და როცა ჩემი ნათქვამი უკანვე მომივიდა,შევშინდი.ოთახების დათვალიერება დავიწყე,იქნებ ძინევას-მეთქი,რაც ნაკლებად მეგონა.ღია კარებზე ფიქრით შეშინებული დავქროდი ოთახიდან ოთახში,მაგრამ ის არსად იყო.ტელეფონზე დავურეკე,მაგრამ არ მპასუხობდა,შევშინდი და გადვაწყვიტე მის სამსახურში წავსულიყავი,მაგრამ იმ დროს მაქსიმემ დამირეკა. -როგორ ხარ? -უნდა დამეხმარო? -მთხოვე,რაც გინდა. -ნანკას სამსახურში წადი და ნახე იქ თუა,მისამართს მოგწერ. სამი საათი ველოდი მაქსიმესგან პასუხის,თავი ფილმის პერსონაჟი მეგონა.ვერ ვხვდებოდი რატომ,მაგრამ მეგონა. ათასი რამ გავიფიქრე და როგორც იქნა მაქსიმეს სახელი აციმციმდა ტელეფონზე. -მაქს,ნახე. -არ ყოფილა დღეებიო. -რა? -მასზე არაფერი იციან? -არა.სად ხარ? -ვნერვიულობ-აკანკალებული ხელები ერთმანეთს მოვუჭირე. -მოვალ.სად ხარ? -მის სახლში. *** მაქსიმემ მითხრა,დავზვეროთ სახლიო. -შენ ხომ დეტექტივების მოყვარული ხარ-ვცადე ხასიათზე მოვსულიყავი,მაგრამ მალევე მივხვდი,რომ უადგილო იყო. -სააბაზანოში შევალ,შენ საწოლის ქვეშ შეიხედე. -ვერ ხარ. ათი წუთი დავდიოდი აქეთ-იქით და სახე ჩამომტიროდა.ვიხსენებდი ქეთის და არ ვიცოდი სად შეიძლება ყოფილიყო. „მე მას ხომ ვიცნობდი..სად წავიდოდა?“-ვძაბავდი გონებას და ყველა შესაძლო შემთხვევის განხილვას ვცდილობდი,მაგრამ უეცრად მაქსიმეს ბღავილი მომესმა.დიახ,ბღავილი. -არაააააააააა-სახეზე ხელები აეფარებინა და შემზარავ ხმებს გამოსცემდა. -რა მოხდა?-გაკვირვებულმა ვკითხე,მაგრამ პასუხი არ დასჭირდა.მეც დავინახე დიდ „ვანაში“ მოტივტივე სხეული.წყალშ სისხლი შევნიშნე და სახეზე ხელები ავიფარე.ვბღაოდი და მთელი ძალით ვკიოდი. ეს ქეთი იყო.მას თავი წყალში ჩაეხრჩო. -რატომ? რატომ?-შიშველი სხეული ამოვიყვანე და გულში ვიკრავდი-რა ლამაზი იყავი,რა კარგი იყავი..-ვმოთქვამდი და გული მეწვოდა.მასქიმეს ვერ მამშიდებდა,ისიც ჩემს მდგომარეობაში იყო. ასეთ შოკს პირველად ვგრძნობდი.არ ვიცოდი როგორ გადავიტანდი.ქეთი ოთახში გამოვიყვანეთ და ზეწარი დავაფარეთ.ორივენი ვისხედით დივანზე და ერთმანეთს ველოდით,ხმას არ ვიღებდით. -დედამისს დავურეკოთ-განადგურებული სახით შემომხედა მაქსიმემ. *** დედამისი ტიროდა და მეც ვტიროდი.გადადგურებული ვიჯექი მის წინ და ვუსმენდი როგორ საუბრობდა. -ავთანდილს უნდა გავაგებინოთ-შემომხედა და უფრო მწარედ აქვითინდა. *** ერთი კვირა გავიდა,რაც ქეთი აღარ არის,ის გუშინ დაკრძალეს..მისი სახით დავკარგე ნათელი,ნათელი,რომლის გარეშეც ძალიან მიჭირს. მის ბინაში დავდივარ და ვუყურებ მის ნივთებს.ყველაფერი მას მახსენებს.რამდენიმე საათის წინ მისი ჩანაწერები ვნახე.მისი ლეპტოპის პაროლი ვიცოდი და თვალიერებისას თვალში მომხვდა. თავიდან არ მინდოდა წამეკითხა,მაგრამ მაინც წავიკითხე,მონატრებამ მძლია.წავიკითხე თუ არა,ჩემში მოკვდა რაღაც ნაწილი. რამდენიმე საათი შეუჩერებლივ ვტიროდი. *** გადავწყვიტე ციხეში მივსულიყავი და ავთანდილი მენახამინდოდა მისთვის გადამეცა ეს ჩანაწერები. -გამარჯობა,ნანკა-გადადგურებული სახე ჰქონდა,წვერი არ გაეპარსა და თვალები ამღვრეოდა. -რაღაც უნდა გადმოგცეთ-მივაწოდე ქეთის ლეპტოპი. -ეს რა არის? -თქვენი შვილის იყო და აქ..-ხმა ამიკანკალდა-აქ ჩანაწერებია,რომელის სიკვდილის დღეს..-ვეღარ დავასრულე,მაგრამ არც იყო საჭირო,ავთანდილი მიხვდა და გაჩუმდა. ორივენი ვდუმდით,შემდეგ ავდექი და წამოვედი,თავი დავუქნიე და წამოვედი.კარებთან მაქსიმე დამხვდა. -გრძნობებზე მოთამაშე არ იყო ის..არ იყო-ვიმეორებდი გზაში ისე,თითქოს პასუხს ველოდი. *** ორი დღის წინ ავთანდილი მკვდარი იპოვეს. „თავი ჩამოიხრჩო პატიმარმა“-ინტერნეტი გადაჭედილი იყო მსგავსი სათაურის სტატიებით. არ შემიძლია ავხსნა იმ დღეს რა დამემართა „ჩემი ბრალია“-მხოლოდ ეს აზრი მიქროდა თავში. -ჩვენება უნდა მივცე-გავანდე მაქსიმეს გადაწყვეტილება. -არ გინდა. -არა,მინდა. -კარგი,გამოგყვები-მიხვდა,რომ ვერ გადამაფიქრებინებდა. -მარტო წავალ-გადაჭრით ვუთხარი და კარი გავაღე. „ის არ იყო გრძნობებზე მოთამაშე..“-ისევ მესმოდა აკვიატებული ფრაზა,მთელი გული მიხურდა და მთელი სხეულით ვთრთოდი..ვგრძნობდი,რომ რაღაც მღრღნიდა.. დასასრული. ____ ისევ მოულოდნელად დამესრულა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.