შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ შემიძლია,ვერ გელევი ( 2 )

10-11-2015, 18:04
ავტორი ლილიანა
ნანახია 4 186

თითქოს არც არაფერი,რატომ უნდა მოჰყოლოდა იმ გოგონას წამოსროლილ სიტყვას მასში ასეთი მკვეთრი ხასიათის და გუნების ცვლილება,თუმცა მაინც ასე მოხდა.მისმა რეაქციამ თავადვე დაასევდიანა.ალბათ იმიტომ,რომ რაღაც ერთი შეხედვით მოინუსხა ამ ქალით.ქალი -ეს პირობითათ,თორემ სავარაუდოდ 25-27 წლისა იქნებოდა.ბუნებით თავისუფალს და თამამს ყოველთვის მისგან რადიკალურად განსხვავებული გოგონები მოსწონდა და ბონუსად ჭკვიანებიც.ალბათ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი მისი გულისწყვეტისა,თათია,ლამაზიც იყო,მოკრძალებულიც,წყნარიც და რაც მთავარია ჭკვიანიც.ხასიათი წაუხდა,უინტერესოდ მიუბრუნდა იქვე მიგდებულ შტატივს და უხეშად წაავლო ხელი,პლათფორმაზე ხმაურით შემოდგა და მოწყვეტით ჩაესვენა სავარძელში.
თათიაც მალე შემობრუნდა დარბაზში,ჩვეული სილაღით და ნარნარით დაუარა უკვე გამოპრანჭულ მოსწავლეებს.მის ყოველ მოძრაობას ინტერესით აყოლებდა თვალს თემო და გონებაში კვლავ და კვლავ ერთი ფრაზა უტრიალებდა-"ბედნიერია ის კაცი ვისაც ეკუთვნი"
ჩაჯდა თუ არა მანქანაში ჯიბიდან მობილური ამოაძვრინა და ნომრების სიას ჩამოყვა.ღვედი გადაიჭირა და ნელი სვლით იწყო მოძრაობა.
-გოჩა სად ხარ?
-სად ვიქნები?სამსახურში.
-ძალიანაც კარგი,მოვდივარ-კმაყოფლიმა ჩასძახა და ტელეფონი გვერდითა სავარძელზე მოისროლა.
დაახლოებით 20 წუთში მანქანა სასტუმრო ჰილტონის წინ სადგომზე დააყენა,ქარის გადამკიდე სწრაფი ნაბიჯებით შევიდა ფოიეში და გეზი ლიფტისაკენ აიღო,თითი მეოცე ნომერ ღილაკს დააჭირა და მზადყოფნის ნიშნად ხელები ერთმანეთზე გადააჭდო.კარიც გაიღო და თავი ბარ ნეფელე სკაიში ამოჰყო.შორიდანვე შეამჩნია დახლთან შეიკით ხელში მისი ბავშვობის მეგობარი და მისკენ გაემართა,ხელის აწევით მიესალმა,შემაღლებულ სკამზე წამოსკუპტდა და იდაყვებით ბარს ჩამოეყრდნო.
-დალევ?
-ასე მეტყობა?-წარბსქვემოდან ამოხედა და ეშმაკურად ჩაეღიმა.
-რა მოხდა?-მასაც გაეღიმა და დახლის ქვემოდან ხინული და ჭიქები გამოაძვრინა,ერთი მისთვის ჩამოასხა ერთიც კი თემოსთვის და ბარზე ხმაურით შემოდგა.
-არაფერი-უდარდელად აიქნია ხელი და მის კუთვნილ ჭიქას დაწვდა,ერთ ჯერზე ჩაცალა.
-მაბოლებ?ამოღერღე რა მოხდა?-გოჩა მას,რომ იტყვიან მოხარშულს ცნობდა-კიდევ დავასხა?
-მიდი-ჭიქა გაუწოდა.
-ანუ?-არ ეშვებოდა.
-ხომ იცი არა რა უიღბლო ვარ-საკუთარ თავს დასცინა.
-ეგ ძველია,ახალი მითხარი.
-არაფერი,ერთი გოგო გავიცანი დღეს,აი ისეთი .......როგორ ვთქვა ან ავღწერო..... დანახვისთანავე ,რომ გრძნობ ის არის შენი სულის ნახევარი-ღრმად ჩაისნთქა და მეორე ჭიქაც ჩაცალა.
-და?
-დამასწრეს-დანანებით გააქნია თავი.
-ვერაფერი გავიგე,ადამიანურად მითხარი.
-ოოოო რა უხაბრო ხარ ბიჭო-ძლიერად დაჰკრა მხარზე ხელი-საქმრო ჰყოლია.
-მერე რა?საქმროა ქმარი ხო არა?თუ მოგეწონა დაეჩალიჩე-მისივე "სიბრძნეზე" თავადვე გაეღიმა.
-არა-მტკიცედ გააქნია თავი.
-ქათამი ხარ.
-რა შუაშია ეგ,ქალს საქმრო ჰყავს დანიშნული ყოფილა და რას ნიშნავს დავეჩალიჩო?ჩემს საცოლეზე ასე,რომ ილაპარაკოს ვინმემ ხომ გადავუხსენი სახე?
-აბა მე რას მატირებ თუ ასეა?
-შენ ხომ კაცი ვერ დაგელაპარაკება სერიოზულად...კარგი დაივიწყე,ფოტოგრაფობასთავს ვანებებ-თქვა და მიწისთხილიანი ჯამი მისკენ მოაჩოჩა.
-რატომ?-შეიკი დახლზე დადო და მეგობარს ინტერესით შემოხედა.
-გიორგის გამო,ასაკშია უკვე,დაიღალა,დახმარება სჭირდება კომპანიაში,ეს უბრალოდ სამოყვარულოდ დამრჩება,საქმეში კი მამაჩემთან ჩავდგები.
-კარგი აზრია-მოუწონა გადაწყვეტილება-ხო მართლა სულ მავიწყდებოდა მეთქვა,ხვალ ჩემთან გელოდებით.
-რა ხდება?
-ნინიმ მაგისტრატურა დაამთავრა და აღნიშნავს მეგობრებთან ერთნად,მთხოვა შენც დამეპარტიჟებინე და დამაბარა,ფოტოაპარატი არ დაავიწყდესო.
-ვააა,კარგია,აუცილებლად მოვალ.
.............................
თათია ისეთი დაღლილი იყო,რომ სამარშუტო ტაქსში ლამის ჩამოეძინა.გაჩერებიდან სახლამდე სულ ლასლასით მივიდა,გასაღები ჭრილში შეაცურა,გადაატრიალა და კარი გააღო.ფეხსაცმელები უხეიროდ იქვე გარდირობთან მიყავრა და ფეხშიშველი გაუყვა გზას საძინებლისაკენ.
-მოხვედი დე?-სამზარეულოდან თავი გამოყო ლიამ.
-დე სახლში ხარ?-თვალებმილულულმა ამოსძახა და ოთახში შევიდა,დედამისიც უკან მიჰყვა.
თათიამ კოსტუმი გაიხადა,იქვე მდგარ სკამზე მიაფინა ჩანტასტან ერთად და საწოლზე გაიშოტა.
-ძალიან დავიღალე დე-მძიმედ ამოიხვნეშა.
-ჩემი გოგო-სიყვარულით გადაუსვა თავზე ხელი-დე საჭმელი არ გინდა?
-ცოტა ხანი დავისვენებ და მერე დე-სახე დაჭმუხნა და იქვე მიფენლი ადიელა გადაიფარა.
-შვილო მობილური სად გქონდა დღეს?
-რა არის რო?-გაკვირვებულმა თვალები ჭყიტა და საწოლს იდაყვებით დაეყრდნო.
-გიგიმ მგონი ხუთჯერ დამირეკა,ვერ დაგიკავშირდა.
-ააა,ჰო-უცებ გაახსენდა- სკოლის ფოიეში დამივარდა,მერე კი ვიპოვე,ნესის მობილურზეც დარეკა.
-არ გეწყინოს შვილო მაგრამ ცოტა გადაჭარბებულად ეჭვიანია ეს ბიჭი-შეპარვით თქვა.
-კარგი დე ნუ დაიწყებ-ისევ საწოლზე მიწვა და ადიელა სახეზეც გადაიფარა.
-რას ნუ დავიწყებ შვილო,რა პარანოიაა ასეთი ამბის ატეხვა თუ შემთვხევით ზარს ვერ უპასუხე,იქნებ საქმეზე ხარ,არ ა იჭერს?შეიძლება ასე ქვეყანა შეაწრალოს?და საერთოდ თუ სურდა,რომ ცოდნოდა სად იყავი და რას აკეთებდი ავღანეთსი კი არ გავიქცეოდი აქ დავეტეოდი-არ ცხრებოდა ლიას სიბრაზე.
-დედა-დამარცვლით წარმოთქვა.
-რა დედა,?ეგოისტია ეგ შენი გიგი,დაგნიშნა,დაჰკრა ფეხი და ავღანეთში წავიდა 6 თვით,ეგოისტობაა აბა რა არის ეს?იქნებ რა დაემართოს?ასე გაუთხოვარს გაქვრივებს უკვე,რა აკლდა,სახლი არა აქვს თუ კარი?
-დედა კარგი რა,ცალკე უნდა რომ ვიცხოვროთ-მშვიდად ცდილობდა აეხსნა დედისთვის გიგის წასვლის მიზეზი.
-ახლა ამართლებ,მე ვიყავი სულ,რომ ტიროდი?
-ახლა აღარ ვტირი.
-იმიტომ,რომ დაიღალე,მოგბეზრდა,ჯიუტია,მაინც ისე გააკეთა,როგორც თავად სურდა...კარგი კარგი წავედი მომეშალა უკვე ნერვები-ჯუჯღუნით გაიხურა კარი.
დედა მართალი იყო,მაგრამ შეყვარებულ თათიას უჭირდა ამ სიმართლის გათავისება.მაგრამ ახლა ისეთი დაღლილი იყო,ამაზე ფიქრის თავიც კი არ ჰქონდა,ისევ თავზე წაიფარა ადიელა და ემბრიონივით მოიკუნტა.
...............
დიასამიძეების ოჯახში დიდი ფაციფუცი იყო.ხუმრობა საქმე ხომ არაა ქალიშვილმა სამედიცინოს მაგისტრატურა დაამთავრა წარმატებით და სახლში აწ უკვე დიპლომიანი პედიატრი ჰყავდათ.სტუმრების ულევი ნაკადი მოდიოდა და მოდიოდა,კიდევ კარგი,რომ სახლი დიდი იყო.
-რა არის დაიკო მარტო შენი კურსელები და დაქალები დაპატიჟე?რა ამბავია?-ვითომ უსაყვედურა გოჩამ მაგრამ ამავდროულად კმაყოფლმა მოავლო თვალი ოთახს ,სადაც ერთმანეთზე უკეთეს ქალბატონებს მოეყარათ თავვი.
-რატომ მსაყვედურობ ,შენი მეგობარიც ხომ დავპატიჟე-შეახსენა.
-გიცნობ მე შენ,რომ არა მისი პროფესიონალიზმი და ფოტოაპარატი მაგასაც დამიტოვებდი კარს მიღმა-თვალები დააწვრილა და თითი მუქარით დაუქნია.მისი რეპლიკა უკომენტაროდ დატოვა და სიცილით გაემართა მისი მეგობრებისაკენ.
გოჩამ საათს დახედა,თემო იგვიანებდა,მობილური ამოაცურა ჯიბიდან და მისი ნომერი აკრიბა.
-სად ხარ ძმა?
-აი, თითქმის მოვედი შენს კორპუსთან ,5 წუთში მანდ ვარ-უპასუხა და ტაქსის მძღოლს სადარბაზო ანისნა ,სადაც უნდა გაეჩერებინა.ფული გადაუხადა,საჩუქარს ხელი დაავლო და მანქანიდან გადავიდა.ლიფტი მუშაობდა.ტითი ააყოლა ღილაკებს და მეცრე ნომერს მიაჭირა თითი,კარი ლამის ხურებოდა,რომ ქალის ხმა შემოესმა:
-დამელოდეთ თუ შეიძლება.
უცებ გაყო ვიწრო ჭრილში ხელი და ლიფტის კარი შეაკავა,ძლიერად მიაწვა და კარი ბოლოსკენ გადაიტანა,რომ კიბეზე სირბილით მომავალი გოგონასათვის ადგილი დაეთმო.ქალი მკვირცხლად შეხტა ლიფტში და კარიც დაიხურა.უცებ იცნო თემომ,ან როგორ დაავიწყდებოდა,კმაყოფილმა ჩაიღიმა და კაბის წორებით გართულ ქალს მიუბრუნდა.
-საღამო მშვიდობის მატა ჰარი.
თათიას მის ხმაზე და სიტყვებზე სწრაფი რეაქცია ჰქონდა,გაოცებული სახით ამოხედა,მაგრამ მანაც მაშინვე იცნო.
-ოოო ჯეიმს ბონდს ვახლავარ.
-მიგულეთ თქვენს სამსახურში-მსახიობური თავაზიანობით დაუქნია თავი,თან ეღიმებოდა ამ დიალოგზე-რომელ სართულზე მიბრძანდებით?
-მეცხრე-თათიაცას ეღიმებოდა ამ ყველაფერზე.
-ანუ ერთი გზა გვქონია-რიხიანად თქვა და მეცრე ნომერ ღილაკს კვლავ მიაჭირა თითი.
.................................
p.s.
ესეც მეორე თავი.ისევ ველი თქვენს კომენტარებს,შეფასებას,შთაბეჭდილებას,კარგსაც და ცუდსაც,მე ორივეს მივიღებ,მოვისმენ და გაითვალისწინებ
გისმენთ ჩემო ტკბილებო

№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ჯეიმს ბონდი და მატა ჰარი ხო? ნუ ეხლა კარგი რომ არის და მომწონს ამას ბევრი "ტლიკინი" არ უნდა ახლა... რატომღაც მგონია აქ რაღაც-რაღაცეები შეიცვლება... ისე ძალიან მაინტერესებს ეს გიგი როგორი ადამიანია... თემო ძალიან მომეწონა არაკაცივით არ იქცევა და ეტყობა თავქარიანი რომ არ არის გამიხარდა პატივს რომ ცემს იმ ფაქტს თათიას საქმრო რომ ყავს და მასთან "ჩალიჩზე" უარი თქვა როგორც ნამდვილ კაცს შეეფერება ისე მოიქცა... მე უკვე ვატყობ როგორც იცი ხოლმე ისეთი ტკბილი სიტუაციები იწყება და მომეწონააა... მალე დადე რა ახალი თავი ძალიან მაინტერესებს რა მოხდება

№2  offline მოდერი sopiko

ხომ იცი რაც არ მომწონს და ამ ისტორიის ერთადერთ ნაკლად რისი დასახელებაც შემიძლია... ნუ ეს ჩემი აზრით ისე ძალიან მაგარია :-D ორიგინალური და ჩამთრევი. ველოდები შემდეგს ♥

№3 სტუმარი Marusia_maro

Rogor momwons ukve es wyvili :* rogor mainteresebs ra moxdeba :( unda gaaqtiurdes temo chems gogos ar schitdeba echviani bichi :d tan motumetes sayvareli adamianis axrs tu ar oitvaliswinebs :\ <3 win sainterrso tavebi gvelis rogorc chans.dzaloan patara tavi iyo ar meyo :( <-3

№4  offline მოდერი ლილიანა

უცნობი ქ
ჯეიმს ბონდი და მატა ჰარი ხო? ნუ ეხლა კარგი რომ არის და მომწონს ამას ბევრი "ტლიკინი" არ უნდა ახლა... რატომღაც მგონია აქ რაღაც-რაღაცეები შეიცვლება... ისე ძალიან მაინტერესებს ეს გიგი როგორი ადამიანია... თემო ძალიან მომეწონა არაკაცივით არ იქცევა და ეტყობა თავქარიანი რომ არ არის გამიხარდა პატივს რომ ცემს იმ ფაქტს თათიას საქმრო რომ ყავს და მასთან "ჩალიჩზე" უარი თქვა როგორც ნამდვილ კაცს შეეფერება ისე მოიქცა... მე უკვე ვატყობ როგორც იცი ხოლმე ისეთი ტკბილი სიტუაციები იწყება და მომეწონააა... მალე დადე რა ახალი თავი ძალიან მაინტერესებს რა მოხდება

ახალი საირთიერთობო სიტყვები მოვუძებნე :):):):) აბა შენ არ მომაწოდე იდეა და :):):):)
❤❤❤❤❤
sopiko
ხომ იცი რაც არ მომწონს და ამ ისტორიის ერთადერთ ნაკლად რისი დასახელებაც შემიძლია... ნუ ეს ჩემი აზრით ისე ძალიან მაგარია :-D ორიგინალური და ჩამთრევი. ველოდები შემდეგს ♥

სოფ ის რასაც შენ თვლი ნაკლად ,მეც ვთვლი ❤ მოდი დაელოდე მოვლენების განვითარებას ❤❤❤❤

Marusia_maro
Rogor momwons ukve es wyvili :* rogor mainteresebs ra moxdeba :( unda gaaqtiurdes temo chems gogos ar schitdeba echviani bichi :d tan motumetes sayvareli adamianis axrs tu ar oitvaliswinebs :\ <3 win sainterrso tavebi gvelis rogorc chans.dzaloan patara tavi iyo ar meyo :( <-3

ვიცი ,რომ პატარაა მარუ,უბრალოდ ეს ის ზომაა რასაც ჩემი შვილის შუადღის ძილში ვასწრებ :):):):):) მადლობა ❤❤❤❤ ეჭვიანობა ავადმყოფობაა
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№5  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

შენ უფრო კარგად გამოგდის სახელების შერჩევა თან ჯერ პერსონაჟებს კარგად არ ვიცნობ და არ ვიცი მათი ხასიათი და სახელები როგორ დავარქვა ამას ავტორზე უკეთესად ვერავინ შეძლებს... თან მომწონს ეს სახელები

№6  offline მოდერი ლილიანა

უცნობი ქ
შენ უფრო კარგად გამოგდის სახელების შერჩევა თან ჯერ პერსონაჟებს კარგად არ ვიცნობ და არ ვიცი მათი ხასიათი და სახელები როგორ დავარქვა ამას ავტორზე უკეთესად ვერავინ შეძლებს... თან მომწონს ეს სახელები

❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№7 სტუმარი Marusia_maro

Xo avadmyofobaa :( dashinelebaa magmairi adamianis gverdt cxovreba. Ici ra aris sachinelea zogs moswons magnair adamiantan yofna magnairi adamianebisan momismenia, rom zedmeti siyvarulisan mosdit amit amartleben am zedmet echianobis svenebs imas ki ver xvdebian rom. Es didi siyvarulis ki ara didi undoblobis bralia :( mesmis sheni mecmashin vcdilob movaswro yvelaferi roca. Bavshvs sdzinavs :***

№8  offline წევრი kora

ჯერ არ ვიცნობ გიგის პერსონაჟს, მაგრამ უკვე ნეგატიურად განვეწყვე მისდამი... მართალს ეუბნება თათიას დედა, კაცს რომელსაც აქვს ასეა თუ ისე ყველაფერი, ვერ ვხვდები რატომ სჭირდებოდა წასვლა. მითუმეტეს საყვარელი ადამიანის აზრს თურმე არ სცემს პატივს! საკმაოზე მეტადაც ეჭვიანობს... მოკლედ, უკვე ბევრი უარყოფითი დავიჭირე ამ გიგიში და არ მემეტება ისეთი საოცარი გოგო, როგორიც თათიაა იმ ბიჭისთვის.
ჯეიმს ბონდი და მატა ჰარი ♥
პ.ს. იმედი მაქვს ეს ისტორიაც ისეთ ძლიერ ემოციებს დატოვებს ჩემში, როგორც წინამ... თუმცა ჯეიმს ბონდი და მატა ჰარის წყვილი თუ არ შედგა ძალიან მეწყინება...
პ.ს.ს. ეგ უბრალოდ ჩემი სურვილი გამოვთქვი, და ნუ მიწყენ საყვარელო ♥ ♥ ♥
--------------------
kira.G

№9  offline მოდერი ლილიანა

kora

ნუ ცდილობ გამაყიდინო თავი :):):):):):)
მე სიყვარულის მომხრე ვარ კი იცი,ასე.რომ დამელოდე ❤❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№10  offline ახალბედა მწერალი ერკე

აი, ბიჭის გრძნობებსაც რა კარგად აღწერ, და როგორც მივხვდი გოგო უნდა იყო :დ love wassat ძალიან მომეწონა... მათი მეორე შეხვედრაც გადასარევად მოხდა... საოცარი იყო საერთო ჯამში. ვერც კი ვიწინასწარმეტყველებდი ასე, რომ განვითარდებოდა მოვლენები, ასე რომ არ გგადავუსწრებ მათ, არც ავტორის უფლებამოსილებაში შევიჭრები ცუდად და მხოლოდ დაგელოდებიიი...
აი, თურმე რა ყოფილა საქმროსთან :P
თითქმის გავიცანი ეგ ცუღლუტი :დ
ძალიან კარგია <3 მიმაჯაჭვა უკვე...
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№11  offline მოდერი ლილიანა

ErckeMydass25
აი, ბიჭის გრძნობებსაც რა კარგად აღწერ, და როგორც მივხვდი გოგო უნდა იყო :დ love wassat ძალიან მომეწონა... მათი მეორე შეხვედრაც გადასარევად მოხდა... საოცარი იყო საერთო ჯამში. ვერც კი ვიწინასწარმეტყველებდი ასე, რომ განვითარდებოდა მოვლენები, ასე რომ არ გგადავუსწრებ მათ, არც ავტორის უფლებამოსილებაში შევიჭრები ცუდად და მხოლოდ დაგელოდებიიი...
აი, თურმე რა ყოფილა საქმროსთან :P
თითქმის გავიცანი ეგ ცუღლუტი :დ
ძალიან კარგია <3 მიმაჯაჭვა უკვე...

რა კაი ტიპი ხარ lol ლილიანას ხომ არ დავირქმევდი ბიჭი რომ ვიყო lol lol
მადლობა ჩემო კარგო ,ვეცდები ეს შენი მიჯაჭვულობა ამ ისტორიაზე დასასრულამდე მივიტანო love
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№12 სტუმარი nino k.b.

იმედია გიგის მოაშორებ რააა მე თემო მომწონს.

№13  offline მოდერი ლილიანა

nino k.b.
იმედია გიგის მოაშორებ რააა მე თემო მომწონს.

love fellow
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№14  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

კმაყოფილი ვარ დღევანდელი თავით. <3 მაგრამ პაწწაწუნა კრიტიკა მაქვს,ღილაკებან დაკავშირებით,არ გინდა ასე დაწვრილმანება. გააგრძელე და წარმატებები. love
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

№15  offline მოდერი ლილიანა

teofine15
კმაყოფილი ვარ დღევანდელი თავით. <3 მაგრამ პაწწაწუნა კრიტიკა მაქვს,ღილაკებან დაკავშირებით,არ გინდა ასე დაწვრილმანება. გააგრძელე და წარმატებები. love

მადლობა❤შენიშვნა მიღებულია ❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№16  offline წევრი guranda:)

შენს ისტორიას პირველად ვკითხულობ.ძალიან საინტერესოა...მე არ ვიცი რას ერჩიან გიგის ისიც ხო ცოდვა არაა? :D

№17  offline წევრი teddy))

Dzalian kargia, yochag! Venacvale dedamiss ar gvinda chven eg saqmro :D chveni fotografi gvirchevnia! :D dzalian momewona, dzalian! <3

№18  offline მოდერი ლილიანა

guranda:)
შენს ისტორიას პირველად ვკითხულობ.ძალიან საინტერესოა...მე არ ვიცი რას ერჩიან გიგის ისიც ხო ცოდვა არაა? :D

გეთანხმები ისიც ცოდვაა,მადლობა,რპმ შემოიჭყიტე და დაინტერესდი ❤

teddy))
Dzalian kargia, yochag! Venacvale dedamiss ar gvinda chven eg saqmro :D chveni fotografi gvirchevnia! :D dzalian momewona, dzalian! <3

გაიხარე ჩემო დათუნია ტედო ❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№19  offline წევრი guranda:)

[quote=ლილიანა][quote=guranda:)]შენს ისტორიას პირველად ვკითხულობ.ძალიან საინტერესოა...მე არ ვიცი რას ერჩიან გიგის ისიც ხო ცოდვა არაა? :D[/quote]
გეთანხმები ისიც ცოდვაა,მადლობა,რპმ შემოიჭყიტე და დაინტერესდი ❤

არაფრის ძვირფასო

№20  offline წევრი მეამეა

მომწონს, მომწონს, მოომწოონს <3 ჯეიმს ბონდი და მატა ჰარი ერთად უნდა იყვნენ, არ ვიცი მე გიგი და... გიგი არ მომეწონა ლია დეიდას დახასიათებით :)) ზედმეტი ყურადღება, ეჭვიანობა და ასე უპასუხო ზარისთვის აწრიალება, ცოტა არ იყოს მომაბეზრებელია ქალისთვის :)) ხოდა ველოდები გაგრძელებას :* კარგი ხარ იინ :*

№21  offline მოდერი ლილიანა

მეამეა
მომწონს, მომწონს, მოომწოონს <3 ჯეიმს ბონდი და მატა ჰარი ერთად უნდა იყვნენ, არ ვიცი მე გიგი და... გიგი არ მომეწონა ლია დეიდას დახასიათებით :)) ზედმეტი ყურადღება, ეჭვიანობა და ასე უპასუხო ზარისთვის აწრიალება, ცოტა არ იყოს მომაბეზრებელია ქალისთვის :)) ხოდა ველოდები გაგრძელებას :* კარგი ხარ იინ :*

ჩემი გოგო ❤❤❤❤❤ შენ სიტყვასხომ იცი ჩემთვის რაამხელა ფასი აქვს ❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№22  offline წევრი Diosa Dela Tristeza

Ratomgac ar momewona gigi ara echviani unda iyos kaci zogs uxdeba kidec magram zedmetic ar unda mouvides sadac ndoba ikargeba ik siyvarulic kreba temo ki namdvili sapativcemulo mamakacia ici kalis fasi da ara marto kalis dasafasebelia namdvilad tatia ki patara lamazi pepelaa dafarfatebs dafarfatebs da sitbos asxivebs dzalian sayvarlebi arian temo da tatia ♥♥♥

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent