შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ შემიძლია,ვერ გელევი ( 1 )

9-11-2015, 18:20
ავტორი ლილიანა
ნანახია 5 362

მას შემდეგ ,რაც მამაკაცები მარტო დარჩნენ ბერიძეების ოჯახში, დილის ერთმა რუტინულმა ტრადიციამ დაიმკვიდრა თავი- მამა-შვილს ერთად უნდა დაელიათ ყავა,სანამ თავიანთ სამუშაოზე განაწილდებოდნენ და ეს მხოლოდ ყავის სმა არ იყო.განიხილავდნენ აწმყოს,იხსენებდნენ წარსულს და გეგმავდნენ მომავალს.აგერ უკვე 5 წელია,რაც გიორგის მხოლოდ თემო ჰყავს ,თემოს კი გიორგი,ერთმანეთის ცხოვრებით ცხოვრობდნენ,სუთქვავდნენ და არსებობდნენ.ორივე დივანზე მოკალათებული გაფაციცებით ადევნებდნენ თვალს 9 საათიან საინფორმაციოს,თან ცხელ ყავას ნეტარი სახლით წრუპავდნენ.
-ხომ ხედავ არა შვილო,როგორ უკან და უკან მიდის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა?-კომენტარი გაუკეთა იმ წუთას გამოცხადებულ სიახლეს გიორგიმ და გვერდით მჯდომისკენ მთელი სხეულით შებრუნდა-მე აღარ მაქვს არც ის შემართება და არც ის ხალისი,დროა უკვე შეეშვა ამ ფოტოგრაფობას,შენც კი ამჩნევ,რომ ეგ საქმე არაა შემოსავლიანი,მე კი მარტო ვეღარ ვართმევ თავს ამ პლანტაციებს-ამოიოხრა და ჭიქა იქვე პატარა მაგიდაზე შემოდგა.
-და რა გავაკეთო მამაჩემო პლანტაციებში ამ ჩემი ფოტოაპარატით?მანდარინებს გადავუღო ფოტოები?-ისე ახარხარდა,რომ ცხელი ყავა ლამის კალთაზე გადაიღვარა.
-იცინე,იცინე-დანანებით,მაგრამ შეპარული ღიმილით გააქნია თავი-კაცი მალე 32 წლის ხდები და ვერა და ვერ დასერიუზულდი,ნეტა დედაშენი იყოს ცოცხალი,მასე არ გაჭიკჭიკებდა.
-ეჰ ნეტამც იყოს და სულ ზღვაში მოვისროდი ამ აპარატს-სევდიანი თაფლისფერი თვალები მიანათა კედელზე დაკიდებულ დედის ფოტოს,რომელსაც ძალიან ჰგავდა და გაუღიმა-ხუმრობა იქეთ და მართლა,ეს ბოლოა,მეტ შეკვეთას აღარ ავიღებ,დღეს და მორჩა.
-რა შეკვეთაა ასეთი?
-სკოლისთვისაა,დაწყებით კლასს დამამთავრებელი წლის ფოტო უნდა გადავუღო,მეგობარმა მთხოვა,ეს იყოს და იმ კვირიდან შენს გვერდით ვარ,უფრო სწორად შენს და ძვირფას მანდარინების გვერდით-ისევ აუცახცახდა მხრები სიცილისაგან.
-შენ იკრიჭები და ეგ მანდარინებია,რომ გვაჭმევს და გვაცხოვრებს-იწყინა გიორგიმ,ჭიქა ხმაურით დადგა მაგიდაზე,დიპლომატს ხელი დაავლო და ოთახი ცერემონიალურად დატოვა.
მამამისს ხუთი თითივით იცნობდა,ამიტომ არც გამოკიდებია,იცოდა ეს გაბრაზება საღამომდე გადაუვლიდა,ან რა აზრი ჰქონდა მათ გაბუტვას?სახლში მას მერე ,რაც დედა დაეღუპა მხოლოდ ის და მამა ცხოვრობდნენ.რამდენჯერ უსაყვედურია მშობლებისათვის,ერთი და ან ძმა კიდევ გაგეჩინათ ჩემთვისო ,მაგრამ წარსული ვის მოუბრუნებია?ამიტომ მათი გაბუტვა დიდი-დიდი 2 საათს გასტანოს.ფშტვენა-ფშტვენით წამოხტა დივნიდა და სირბილით აუყვა კიიბეებს მისი საძინებლისაკენ.რეკორდულ დროში გამოეწყო,მისი საყვარელი ფოტოაპარატი გვერდულად გადაიკიდა მის განიერ მხარბეჭზე და ისევ სირბილით დაუყვა კიბეებს.
მანქანაში მოკალათდა,ჯიბიდან ფურცელი ამოიღო ,სადაც იმ სკოლის მისამართი ეწერა,სადაც უნდა მისულიყო-ბათუმი,პუშკინის 63, # 4 საშუალო სკოლა-ღვედი შეიკრა და გასაღები გადაატრიალა.
...................
-სად არის თათია ის ფოტოგრაფი აქამდე?უკვე 10 საათი ხდება,პირველი გაკვეთილიც გაცდა უკვე-დირექტორის ხმას სიბრაზე დაეტყო და დაძაბულობისაგან აბუზულ სიფრიფანა ქალს თავზე წამოსდგომოდა,მამლაყინწასავით ეფოფრებოდა.
-არ ვიცი ქალბატონო მანანა,დილითაც დავურეკე და გავაფრთილე 9 საათძე მოსულიყო,მაგრამ ჯერ კიდევ არ ჩანს-დამნაშავის ხმით ამოილუღლუღა.
-ეს შენი პირველი სადამრიგებლოა და ასეთ საქმეებს ცოტა სერიოზულად უნდა მოეკიდო თათია-მიხვდა,რომ მისმა ხმის ტონმა ქალი დააფრთო და ცოტა შეარბილა.
-აწი გავითვალისწინებ ქალბატონო მანანა-მოკრძალებით გაუღიმა.
-ბავშვები,სად არიან?
-სპორტდარბაზში იცდიან მშობლებთან ერთად,ეზოში გვსურდა ,მაგრამ ამინდმა ჩაგვიშალა-დანანებით მიატრიალა თავი ფანჯრისაკენ,ქალი ანგრევდა არემარეს.
-არაუშავს, ერთი ფოტოც სკოლის ფოიეშიც გადააღებინე,ერთიც საკლასო ოთახში-მითითებებს ჩვეული სიმკაცრით იძლეოდა.
-დიახ ქალბატონო....საუბარი ტელეფონის ზარმა გააწყვეტინა-უკაცრავად-მოიბოდიშა და ჩანთში ხელი ჩაყო,ნომერს დახედა-აი ფოტოგრაფი რეკავს ქალბატონო მანანა......გისმენთ.
-მოვედი ქალბატონო და სკოლის კართან ვდგავარ,რომელ სართულზე ამოვიდე?
-დიახ,დიახ, ახლავე ჩამოვალ-შვებით ამოისუნთქა და დირექტორს დაემშვიდობა და პირველი სართულისაკენ აიღო გეზი.ფოიეში არავინ დახვდა,ეზოში გავიდა მის მოსაძებნად.კიბის ბოლოში შემაღლებულ ადგილზე ჩამომჯდარი მამაკაცი დაინახა,დაასკვნა,რომ ის იქნებოდა,კოსტუმი ხელებით მჭიდროდ შემოიხვია სხეულზე ქარის გამო და სირბილით ჩაუყვა საფეხურებს.თემომ მაშინვე შეამჩნია მისკენ მომავალი ქალი,ფეხზე წამოდგა და მიკენ შებრუნდა.საშინელი ქარი იყო,საიდანღაც მისნის მსხვრევის ხმა შემოესმა,ფოტოაპარატი მჭიდრობ მობღუჟა ხელში და ქალისკენ წავიდა.კიდევ ერთი ფანჯარა ჩაამსხვია ქარმა,წამიერად მოკრა თვალი თუ როგორ დაეშვა მეორე სართულიდან ყვავილის ქოთანი,მკვირცხლად გადააფრინდა სამ საფეხურს,ქალს ხელი უბიძგა და გვერდზე გააგდო,რომ არა მისი სწრაფი რეაგირება ქოთანი თათიას დაეცემოდა თავზე,ახლა კი მათ შორის დაიფშვნა .შეშინებულმა და დაბნეულმა შეჰკივლა,პირზე ხელი აიფარა და დაბნეული თვალებით ვაჟს ახედა.
-მაპატიეთ-ხელები უმისამართოდ აიქნია,რომ ასე აეხსნა მისი საქციელი.
-არა,რას ამბობთ,თქვენ მე გადამარჩინეთ-უხერხულად შეიმშმუშნა და კიდევ ერთხელ შეავლო თვალი ძირს მიმოფანტულ თიხის ნამსხვერევს და მიწას.
-თუ ასეა გაგეცნობით,ბონდი,ჯეიმს ბონდი-ტუჩის კუთხე ეშმაკურად ჩაუტყდა.წამით შეყოვნდა ქალი,წარბები მაღლად აზიდა,მაგრამ არ დაიბნა.
-სასიამოვნოა,მატა ჰარი.
-მაშაყირებთ?
-მოგბაძეთ-სიცილი ვეღარ შეიკავა.
-ეს უბრალოდ ისე.....რომ თქვით გადამარჩინეთო.....კარგი მე თემო ბერიძე-კვლავ გაუწოდა ხელი და ქალის შემოგეგებული ნაზი და თხელი ხელის მტევანი მის ძლიერ მუჭში მოიქცია.
-თათია ხალვაში-ქალმაც გაუღიმა და ნათლად გამოჩნდა მისი ჩაწიკწიკებული თეთრი კბილები ვარდისფერ ბაგეზე.
-სასიამოვნოა თათია,აქ დაბარებული ვარ,მეოთხე კლასს ფოტო უნდა გადავუღო.
-მე დაგირეკეთ.
-ჰოო?-ესიამოვნა ეს ამბავი.
-წამობრძანდით სპორტდარბაზში გველოდებიან-თქვა და სხეულის ჰაეროვანი ნარნარით წინ გაუძღვა.რაღაც წამით ადგილიდან არ დაძრულა,თვალი ხარბად გააყოლა მის ჰაეროვნებას და სინაზეს,თავი ოდნავ შეარხია,ჩაეღიმა და უკან აედევნა.
ჯგუფში 23 ბავშვი იყო,მშობლებთან ერთად თათიაც მონდომებით დასტრიალებდა თავს სუყველას,ზოგს თმას უსწორებდა ,ზოგს კაბას და ა.შ.ბავშვებს შორის ფერიასავით დაფარფატებდა,მუდამ მომღიმარი და ხალისიანი.ხან ერთ ბავშვს მოეფერებოდა,მეორეს აკოცებდა,მესამეს გულში ჩაიკრავდა.ამ ყველაფერს თემო მონუსხული ადევნებდა თვალს.
-როგორ გაუმართლად ამ პატარებს-დანანებიტ გადაულაპარაკა თათიას.
-რატომ?-გაკვირვებული შემოუბრუნდა.
-თქვენ ,რომ ჰყავხართ,მე რომ ამათი ხნის ვიყავი ჩემი დამრიგებელი 65 წლის ჯმუხი და კაპასი შინაბერა იყო,რომლისგან მოფერება კი არა ღიმილიც კი არ მახსოვს,გიყურებთ და საშინლად მომინდა მეც თქვენს სადამრიგებლოში ვიყო-ვერ გაარჩევდით მისი ხმის ტონით,ეს ირონია,იყო,ფლირტი თუ უბრალოდ გულწრფელობა.
-ალბათ ამის დამახურებაა,რომ ასეთი ხართ-სერიოზული სახით შემოუბრუნდა.
-რას ნიშნავს ასეთი ?-ვერ მიუხვდა რეპლიკას.
-თათია ,სად გაქვს მობილური?-სიტყვის თქმა არ დაცალდა,დარბაზში თავი მისმა კოლეგამ, დაახლოებით მისი ხნის გოგომ შემოყო.
-რა ხდება ნეს?
-მოძებნე მობილური,ვერ გიპოვა შენმა საქმრომ და მე დამირეკა-სიცილით მობილური ჰაერში შეათამაშა-ხაზზეა მოდი.
თათია გადაბრული სახით ნესისკენ გაემარტა და არც კი მიუქცევია ყურადრება მოსმენილით გაოცებული თემოსათვის.

p.s.
ესეც ახალი ისტორია.ამ ისტორიას რადიკალურად განსხვავებული შინაარსი აქვს ვიდრე წინას,მოვლენებიც აბსოლუტურად სხვანაირად განვითარდება, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.იმედია დაგაინტერესებთ <3

№1  offline წევრი kora

ოჰოო, კარგი ჩანს. ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ თემო და თათიაც წინა პერსონაჟების მსგავსად შემაყვარებენ თავს.
უკვე მომწონს. რაღაცნაირია, განსხვავებული და საინტერესოა.
ველოდები მოვლენების განვითარებას love
--------------------
kira.G

№2  offline მოდერი sopiko

ამას რას ვხედავ ლილია! იმედია არ გეწყინება ასე თუ მოგმართავ რადგან ჩემი ახალი ისტორიის მთავარ გმირს ლილია ჰქვია და მოხიბლული ვარ :-D ისტორიაა! ძალიან მომეწონა. მართლაც რომ განსხვავებულია. ხო, ყურში ცუდად მომხვდა "საქმრო" რადგან ვიცი გარკვეული მიზეზების გამო იმას მიატოვებს და თემოსთან დარჩება, ეს კი ჩემთვის მიუღებელია. გამართული ნაწერი გაქვს, მიუხედავად პუნქტუაციური შეცდომებისა და რომ ვაკვირდები ეს უმრავლესობის სუსტი წერტილია. ისეთი თბილი გარემოა ბერიძეების სახლში რომ მეც ჩავღუნღულდი. მოკლედ cool! ♥

№3  offline მოდერი ლილიანა

kora
ოჰოო, კარგი ჩანს. ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ თემო და თათიაც წინა პერსონაჟების მსგავსად შემაყვარებენ თავს.
უკვე მომწონს. რაღაცნაირია, განსხვავებული და საინტერესოა.
ველოდები მოვლენების განვითარებას love

დარწმუნებულინიყავი არანაკლებ შეგაყვარებს თავს ❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№4  offline წევრი teddy))

Dzalian momewona! Gansakutebit jeims bondad rom gaecno da arc gogona chamorcha :* warmatebebi!

№5  offline მოდერი ლილიანა

sopiko
ამას რას ვხედავ ლილია! იმედია არ გეწყინება ასე თუ მოგმართავ რადგან ჩემი ახალი ისტორიის მთავარ გმირს ლილია ჰქვია და მოხიბლული ვარ :-D ისტორიაა! ძალიან მომეწონა. მართლაც რომ განსხვავებულია. ხო, ყურში ცუდად მომხვდა "საქმრო" რადგან ვიცი გარკვეული მიზეზების გამო იმას მიატოვებს და თემოსთან დარჩება, ეს კი ჩემთვის მიუღებელია. გამართული ნაწერი გაქვს, მიუხედავად პუნქტუაციური შეცდომებისა და რომ ვაკვირდები ეს უმრავლესობის სუსტი წერტილია. ისეთი თბილი გარემოა ბერიძეების სახლში რომ მეც ჩავღუნღულდი. მოკლედ cool! ♥

ხელის სისწრაფია ბრალია :(
რა იცი,რომ მიატოვებს? იქნებ არაა
ავღნიშნე კიდეც ეს ისტორია განსხვავებული იქნება ;)
მომმართე მეც მიყვარს ჩენი ნიკი
❤❤

teddy))
Dzalian momewona! Gansakutebit jeims bondad rom gaecno da arc gogona chamorcha :* warmatebebi!

ჰოოოო :):):):)❤❤❤ მადლობა
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№6  offline წევრი kora

ლილიანა

ეგოისტურად კი გამომივა და ბევრი ჩამქოლავს კიდეც ამის თქმის გამო, მაგრამ რომ არ ვთქვა არ შემიძლია... მე უკვე ისე ძალიან მომწონს ეგ ბიჭი და გოგოც, რომ აი ასე ეგოისტურად მინდა რომ აღარ იყოს ის საქმრო! პირველი რამაც მომაწონა ეს ბიჭი მამასთან დამოკიდებულებაა, მეორე დედაზე მისი ფიქრები, მესამე ქალთან მოქცევისას ვერ დავინახე მისგან რაიმე ზედმეტი(ნუ ჯერჯერობით...), ახლა რაც შეეხება თათიას, პირველადი შთაბეჭდილებიდანვე ჩანს რომ მორიდებული, მოკრძალებული გოგოა, დირექტორთან მისი საუბრის მანერა, ბავშვებთან ურთიერთობა... ნუ მოკლედ, მე უკვე მინდა ესენი ერთად. თუმცა ცხადია ავტორის უფლებებში არ ვერევი ❤ შენ ჩემზე ბევრად უკეთ იცი რა და როგორ უნდა მოხდეს ❤❤❤
--------------------
kira.G

№7  offline მოდერი ლილიანა

ჩემი გოგო ❤❤❤ როგორ გაინტერესებს მათი მომავალი არა? სწორად შეაფასე ჩემი პერსონაჟები ❤ მინდა ამანაც ისე დაიპყროს შენი გული როგორც წინამ,მე ვეცდები მაქსიმალურად,რომ უველა ჩემი მკითხველის გულამდე მივიტანო
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№8 სტუმარი Marusia_maro

Chemi gogo dabrunda :** vici esec magari iqneba rogorc wina istoria :<3 moutmenlad veli shemdeg tavebs <3 mixaria rom dagvibrundi :*

№9  offline მოდერი ლილიანა

Marusia_maro
Chemi gogo dabrunda :** vici esec magari iqneba rogorc wina istoria :<3 moutmenlad veli shemdeg tavebs <3 mixaria rom dagvibrundi :*

მადლობა საყვარელო
მარუ ❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№10  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

შენ ვერ წარმოიდგენ როგორ გამიხარდა ახალი ისტორიის დადება რომ დაიწყე... მოკლედ როგორც ყოველთვის ველოდები რაღაც განსხვავებულს... თემო მომწონს ძალიან ჯერ-ჯერობით არ არის გატუტუცებული საკუთარ თავში და შესაძლებლობებში დარწმუნებული "იდიოტი" ნუ მოკლედ მაგარი ხარ და ეს პერსონაჟებიც განსხვავებულია... იმედია წყვილი თუ არა კარგი მეგობრები მაინც იქნებიან თემო და თათა... მოკლედ მე რამდენიც არ უნდა "ვილაყბო" ყველაფერი ისე დაწერე როგორც ჩაფიქრებული გქონდა ვიცი განსხვავებული და საოცარი ისტორია გამოვა "ტკბილო"... რამდენიმე თავს რომ დადებ მერე ვეცდები ახალი სახელი შეგირჩიო... :დ

№11  offline მოდერი ლილიანა

უცნობი ქ

❤❤❤მომაწოდე იდეა თუ გინდა რა იყოს ამათი საფირმო სიტყვა❤❤❤
გამახარე შენი კომენტარით
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№12  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

სასიამოვნო წასაკითხი იყო ნამდვილად.წარმატებები და მალე დადე მეორე თავი.საინტერესო ჩანს. <3 <3
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

№13  offline მოდერი ლილიანა

teofine15
სასიამოვნო წასაკითხი იყო ნამდვილად.წარმატებები და მალე დადე მეორე თავი.საინტერესო ჩანს. <3 <3

მადლობა ჩემო კარგო ❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№14  offline ახალბედა მწერალი ერკე

ვაღიარებ, სულ მინდოდა შენი ისტორიის წაკითხვა, მაგრამ წინა ისტორიას რომ დებდი და შეგამჩნიე უკვე საკმაოდ ბევრი გქონდა დადებული და კითხვა ვერ დავიწყე, (პარალელურად სხვა ისტორიებსაც ვკითხულობდი), მაგრამ ახლა დავინახე თუ არა პირველი თავი მაშინვე ვეცი და ბრდღვნად არ მეყო მოკლედ ^_^
განსხვავებული ჯერ კიდევ იმით არის, რომ რაც წამიკითხავს აქ ისტორიები, ყველა თუ არა, უმეტესობა მაინც ბავშვებზე იყო, ასე 20-22 წლის ბიჭი-გოგოს ისტორიები, რომლებიც იმპულსურები და თან მაინც საყვარლები იყვნენ, მათ თვისებებს კიდევ რა ჩამომათვლევინებს მოკლედ :დ
ხოდა, ეს იმითაც არის განსხვავებული, რომ აქ კარგად ჩამოყალიბებული მამაკაცია უკვე ეს თემო, ზუსტად იცის რა უნდა ცხოვრებაში და მამამისთან დამოკიდებულებაც შესანიშნავი აქვს. ერთი სიტყვით ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ოჯახია, მაგრამ ქალი აკლიათ ოჯახში, დედაც უნდა ჰყოლოდა :( თუმცა ყოველთვის ისე როდი ხდება, როგორც გვინდა ხოლმე. ამ ისტორიაში კი სწორედ ცხოვრებისეული სიმწარეც დავინახე და რეალობა რაც მთავარია. ეს იყო საოცარი ჩემთვის, რომ რეალობასთან ახლო იყო მაინც ეს ისტორია და ამიტომაც ველი გაგრძელებაას.
თუ განსხვავებულია, მაშინ შეიძლება არც იყვნენ თათია და თემო ერთად.
ჯერ საქმრო გაგვაცანო love გელოდებიიი უკვე მე... :*
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№15  offline მოდერი ლილიანა

ErckeMydass25

ვაიიი
როგორ გამიხარდა შენი გამოჩენა ჩემს ისტორიაზე❤❤❤❤
მადლობა ამხელა შეფასებისათვის
წინაზე სული და გული ჩავდე,ვეცდები ამასაც არ დავაკლო მცდელობა ❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№16  offline მოდერი მარრიამი

მოკლედ რაა ვეღარ ვაღირსე შენს ისტორიას კომენტარი, არადა თავი არ გამომიტოვია.. წინა ხომ ტკბილი და კარგი იყო.. მაგრამ მგონია რომ ეს უკეთესი იქნება.. რა ვქნა ასე მგონია.. პერსონაჟებიც მომეწონა, პერსონაჟების პროტოტიპებიც ^_^ აბა წარმატებები და ველი შემდეგ თავს ^_^ შენ ხაარ ძალიან ძალიან მაგარი გოგო, იდეეების გენერატორი!! დამიჯერეთ, საკუთარი გამოცდილებიღან ვამბობ :D <3

№17  offline მოდერი ლილიანა

მარრიამი

ჩემი მაროოო,❤❤❤ მადლობა საყვარელო ასეთი შეფასებისათვის.გენერატორი :):):):):)
ხომ იცი მე შენი ორი ისტორია მიყვარს განდაკუთრებით
1 ქალაქელი მასწავლებელი
2 .ძვირფასი განძი
ამ მეორეზე სუბიექტური ვარ ჩემი გენერატორობის ბრალია :):):):):):)
❤❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№18  offline ახალბედა მწერალი ერკე

ლილიანა
ErckeMydass25
ვაღიარებ, სულ მინდოდა შენი ისტორიის წაკითხვა, მაგრამ წინა ისტორიას რომ დებდი და შეგამჩნიე უკვე საკმაოდ ბევრი გქონდა დადებული და კითხვა ვერ დავიწყე, (პარალელურად სხვა ისტორიებსაც ვკითხულობდი), მაგრამ ახლა დავინახე თუ არა პირველი თავი მაშინვე ვეცი და ბრდღვნად არ მეყო მოკლედ ^_^
განსხვავებული ჯერ კიდევ იმით არის, რომ რაც წამიკითხავს აქ ისტორიები, ყველა თუ არა, უმეტესობა მაინც ბავშვებზე იყო, ასე 20-22 წლის ბიჭი-გოგოს ისტორიები, რომლებიც იმპულსურები და თან მაინც საყვარლები იყვნენ, მათ თვისებებს კიდევ რა ჩამომათვლევინებს მოკლედ :დ
ხოდა, ეს იმითაც არის განსხვავებული, რომ აქ კარგად ჩამოყალიბებული მამაკაცია უკვე ეს თემო, ზუსტად იცის რა უნდა ცხოვრებაში და მამამისთან დამოკიდებულებაც შესანიშნავი აქვს. ერთი სიტყვით ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ოჯახია, მაგრამ ქალი აკლიათ ოჯახში, დედაც უნდა ჰყოლოდა :( თუმცა ყოველთვის ისე როდი ხდება, როგორც გვინდა ხოლმე. ამ ისტორიაში კი სწორედ ცხოვრებისეული სიმწარეც დავინახე და რეალობა რაც მთავარია. ეს იყო საოცარი ჩემთვის, რომ რეალობასთან ახლო იყო მაინც ეს ისტორია და ამიტომაც ველი გაგრძელებაას.
თუ განსხვავებულია, მაშინ შეიძლება არც იყვნენ თათია და თემო ერთად.
ჯერ საქმრო გაგვაცანო love გელოდებიიი უკვე მე... :*

ვაიიი
როგორ გამიხარდა შენი გამოჩენა ჩემს ისტორიაზე❤❤❤❤
მადლობა ამხელა შეფასებისათვის
წინაზე სული და გული ჩავდე,ვეცდები ამასაც არ დავაკლო მცდელობა ❤❤❤

ნო ფრობლემ... აემ ჰიარ <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№19  offline წევრი მეამეა

რა კარგი დასაწყისი აქვს იინ, მართლაც განსხვავებული და თან ინტრიგები გველოდება წინ როგორ ჩანს.

№20  offline წევრი Diosa Dela Tristeza

Axla vnaxee samwuxarod damagvianda. ukve vxvdebii rom esec didi da tbili emociebit shemamkobs me dzalian momwons temo da tatiac nazi yvailiaa auu sakmroo cudiaa :-D magram vnaxot ra moxdebaa me yvelanair dasasruls mivigeb ♥♥

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent