შოკოლადისფერი “ნაწილი მეორე“ თავი 8
* * * ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოვიღე და ერთი ღერი ამოვაძვრინე,ასანთისთვის უნდა გამეკრა,როდესაც ჩემს წინ ვიღაც დადგა,ყურადღება რა თქმა უნდა არ მიმიქცევია,სიგარეტზე მოკიდება მინდოდა,მაგრამ რამდენი გავკარი ქარმა ჩამიქრო,გაბრაზებულმა მოვიქნიე ასანთიც და სიგარეტის კოლოფი,ის ერთი ღერიც,რომელიც პირში მქონდა და შემოვბრუნდი,რომ სვლა გამეგრძელებინა,მაგრამ ვიღაცამ ხელი მომკიდა მკლავში და გამაჩერა. -ერთი წუთით,-შევტრიალდი მისკენ და სრული უემოციობით და სიმშვიდით შევხედე გაბრიელს,რომელიც მოკუმული ტუჩებით და ფერმკრთალი სახით მიყურებდა,აშკარა იყო რაღაც ისეთის თქმა უნდოდა,მე რომ მესიამვნებოდა,მაგრამ მას შინაგანად შეჭამდა. -რა გინდა?-მკაცრი ხმით ვკითხე და ხელი გავაშვებინე,რომელიც ჯერ კიდევ მჭიდროდ ჰქონდა შემოხვეული ჩემს მკლავზე. -აქ ვილაპარაკოთ?-ვერ წარმოიდგენთ როგორ მიკვირდა მისი ასეთი ტონი -რაზე უნდა ვილაპარაკოთ,-ცინიკურად ჩამეღიმა-რამე გვაქ სალაპარაკო?-დაეჭვებით ვეკითხები და უკან ვიხევ,მასთან სიახლოვე ძველებურად მაფრთხობს. -რაც მაშინ მოხდა,-მოუსვენრობა შეეტყო,აფორიაქდა და ოფლმა დაასხა-მე ასე არ უნდა მოგქცეოდი,-იმდენად დიდი იყო მისი ნათქვამის ემოცია,რომ წამიერად ამემღვრა თვალები და ძველებურმა ტკივილმა შემაწუხა,რომელიც თითქმის აღარც მახსოვდა. -თუ შეიძლება გაჩუმდი,-მოვთხოვე -სრულებით არ მაინტერესებს -დავიჯერო ჩემი ბოდიში არაფერს შეცვლის? -ბოდიში რომ რამეს ცვლიდეს აქამდე ყველას ნაშველი გვექნებოდა-შევეცადე მშვიდად მეთქვა,მაგრამ მივხვდი მისმა ნათქვამმა ჩემს ხმაში ღელვის კვალი დააჩნია. -მე რატომ მგონია რომ ცვლის,-ეშმაკურად ჩაეღიმა და უტიფრად დამიწყო თვალიერება.ის არასოდეს შეიცვლება და არც იმ ჩვევას დათმობს,ყოველ ნახვაზე ფეხის თითებიდან თმის ღერამდე ამათვალიეროს,მერე კმაყოფილს ჩაეცინოს და ქვედა ტუჩზე იკბინოს. -ახლა რატომ გაგახსენდა?-გაოცებული ვკითხულობ-აქამდე არ შეგეძლო მოსვლა? თუ ესეც შენი ხრიკის ნაწილია,როგორ მომიშხამო ცხოვრება და მომაძულო კაცთა მოდგმა. -ყველა კაცი უნდა მოიძულო ჩემს გარდა,-მისმა ნათქვამმა სიმწრის ღიმილი მომგვარა. -რამხელ ამბიცია გქონია,გინდა თქვა რომ -მინდა ვთქვა რომ შენთვის ერთადერთი მამაკაცი მე უნდა ვიყო -ასე პირდაპირ? -ასე პირადპირ -შენისთანა რომ ერთადერთი არ იქნება ჩემთვის ეგ არ იცი? -ჩემს ჩადენილს ვნანობ და დანარჩენი შენი გადასაწყვეტია,ცოლიან კაცს დაელოდები თუ კაცს რომელსაც შესაძლოა უყვარდე. -შესაძლოა? -ვგონებ შესაძლოა,-იღიმის და მიახლოვდება მე კი უკან ვიხევ,რომ ძალიან ახლოს არ მოვიდეს,მაგრამ წელზე მხვევს ხელს და მე უკვე მის სხეულზე ვარ მიკრული და მკვეთრად ვგრზნობ დახუთულობას და ნესტოებზე მისი სუნამოს მზაფრ სუნს. -ჩემთვის არაფერს წარმოადგენ არც ისაა მნიშვნელოვანი ახლა,რომ ჩამიხუტე სახლში რომ წავალ დამავიწყდება.-დავიმსვიდე თავი,მაგრამ შიგნიდან რაღაც საშინლად მღრნიდა. -მორჩი სისულელეებს,იმ ღამის მერე ვიცი გულგრილი არც შენ ხარ,-მისმა ნათქვამმა გამამაწარა,როგორ უნდა ვიყო ბედნიერი,როდესაც ძალა გამოიყენა ჩემთან რომ ყოფილიყო. -გაგიჟებულხარ მასე რომ ფიქრობ -ხო გავგიჟებულვარ,ახლაც გავგიჟებულვარ,ვიღაცის ხელებს რომ ვგრძნობ ჩემს წელზე,-შევკრთი და მართლაც შემოხვეული ხელები დაბლა დავუშვი,რატომ მოვიქეცი ასე,რამ გამთიშა,გავუბრაზდი საკუთარ თავს და გაბრიელს ჩამოვციდლი. -რა სისულელეა -რა არის სისულელე?-გაიკვირვა მან-ის რომ დემეტრე კიარა გაბრიელი გიყვარს? -არცერთი არ მიყვარს,-ვთქვი მკაფიოდ და გაბრიელს თვალი მოვარიდე.ჩემს ხმაში უკვე იგრძნობოდა მეტი თავდაჯერება და მას ეჭვი აღარ შეპარვია ჩემს ნათქვამში,დიდხანს ვგრძნობდი მის მზერას ჩემს სახეზე,უხმოდ იდგა და მიყურებდა.გონებაში ვალაგებდი სათქმელს სანამ ის რაიმის თქმას გადაწყვეტდა,წამოსვლაც დავაპირე,მაგრამ რაღაცამ შემაჩერა,საკუთარმა თავმა მაიძულა ყველაფერი გამერკვია,ახლა სწორედ ის დროა გავიგო,დემეტრე იყო კაბინეტში მაშინ,როდესაც მაკოცა თუ გაბრიელი.ამის ეჭვი ანეტასაც გაუჩნდა,როდესაც გაიგო რომ დემეტრეს ცოლი უყვარს,თანაც ძალიან და ჩემთან ურთიერთობას არ წამოიწყებდა,ცოლზე შეყვარებული მამაკაცები მას უზომო პატივს სცემენ და ასეთ რამეს გულში არასდეს ივლებენ.თავადვე მივდივარ იმ პასუხამდე რისი კითხვაც მოსვენებას არ მაძლევს რამდენი ხანია,მითუმეტეს პასუხი გვერდით მიდგას და თვალს არ მაცილებს.ოხ როგორ მეშლება ამ ადამიანზე ნერვები,თითქოს ჩემი ცხოვრება დაანაწევრა ახლა კი მისი შეერთება უნდა. -აქ ხარ?-თითებს მიტკაცუნებს სახესთან,-შენს ფიქრებში წახვედი?-იცინის. -აბა სხვისაში რა მინდა,ისე ერთის ფიქრებში შეძვრომაზე უარს არ ვიტყოდი -შემთხვევით ეგ ვიღაც მე ხომ არ ვარ? -გამორიცხული არაფერია,-გამეღიმა,-ძალიანაც ნუ დაიმედდები. -მარიამ!-დასერიოზულდა-მინდა ნამდვილად-ხმაში ოდნავი თანაგრძობა შეეპარა-მართლა მინდა,რომ წარსული დაგავიწყო,ჩემი დაშვებული შეცდომები გამოვასწორო,ვიცი ცუდად მოგექეცი იმ ღამით,მაგრამ სისუსტე ყველა ადამიანს აქვს და და მე ჩემს სისუსტეს ვერ მოვერიე. -და შენი სისუსტე რა არის? -ის რომ მიყვარხარ,-გაღიმებას ცდილობს,მაგრამ არ გამოზდის,-მაპატიე,-ხელებს იკიდებც ყურებზე დასჯილი ბავშვივით,მის საქციელზე მეცინება,მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ რაც დამიშავა დამავიწყდა და ასე მარტივად ვაპატიებ. -ბევრი ხომ არ მოინდომე?-გავღიზიანდი-მადლობა მითხარი აქ რომ ვარ და შენ სისულელეებს ვუსმენ. -არავინ გაკავებს,-მომიგო მან და ხელები ჩამოუშვა,-თავად მოინდომე ჩემი მოსმენა და მე ნუ მაბრალებ,-ისევ ვიგრძენი მისი ძველებური სიუხეშე,-ეს გინდოდა?-მკითხა,-ძველი გაბრიელი რომელსაც იმიტომ შეზძულდი რომ მის ძმას დაადგი თვალი,დემერეს წასვლის შემდეგ იმედი გამიჩნდა რომ შენთან ყოფნას შევძლებდი,მასაც არ ვეუბნებოდი რომ მომწონდი პირიქით,ორივეს გეგონათ რომ მძულდი და შენი დანახვა არ მინდოდა,არადა ყველაფერი პირიქით იყო,-სახტად დავრჩი,მისი ყოველი სიტყვა ჩემში უჩვეულო შეგრძნებებს იწვევდა,სიმხურვალე ფეხებიდან წამოვიდა და მთელ სხეულს მოედო,სახე მეწვოდა საშინლად და ხმას ვერ ვიღებდი,რადგან მისმა სიტყვებმა დამადუმა.-ვიცი რომ საშინლად მოვიქეცი და ძალიან ვნანობ,ყოველ ღამე ვფიქრობდი რა გზით შეიძლებოდა ამის გამოსწორება,მაგრამ რა აზრი აქვს თუ კი თქვენი უდიდებულესობა არ მიიღებს ჩემს მცირედ ძღვენს- “მაპატიე“. -გაბრიელ!-მისი გაჩუმება მინდოდა,-შენი სიტყვებით გულს მაინც ვერ მომილბობ,-ღრმად ვსუნთქავდი,-არ არსებობს ადამიანი ასე უცებ შეიცვალოს,მაგის უკან რაღაც განზრახვა იმალება. -ხო მარიამ მართალი ხარ,ამის უკან მართლაც იმალება განზრახვა,-ცინიკურად შემომხედა,-შენი ცოლად მოყვანა,სწორედ ესაა ჩემი განზრახვა,ცოლად უნდა მოგიყვანო,თუნდაც უსიყვარულოდ.-სახტად დავრჩი,გაფართოებული თვალებით შევხედე მას.მერე მივხვდი რომ ეს ყველაერი აფსურდული იყო და გამეცინა. -რანაირად უნდა მომიყვანო,მე თანახმა არ ვარ. -და მერე ვინ გითხრა რომ შენი თანხმობაა საჭირო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.