ფერადი დღიურები (I თავი)
იცით?! ვუკვირდები ჩემს დღევანდელ ცხოვრებას და ვხვდები, უდიდესი შეცდომა დავუშვი ყველაზე დიდ და უპატიებელ შეცდომებს შორის! დიახ შეიძლება გაგიკვირდეთ მაგრამ 70 წლის წინ ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იარსებებდა. შეიძლება ეს არც ისე რომანტიული ისტორიაა, თუმცა დარწმუნებული იყავით ასეთი „მოსაწყენი“ თავგადასავალი თქვენც გეწვევათ, იმედია კარგი დასასრულით! ყველაფერი დაიწყო სახურავით, დიახ არ მოგესმათ, სახურავით. ეს ადგილი ჩემი ერთადერთი თავშესაფარი იყო ჩემი ხანმოკლე 17 წლიანი ცხოვრების. 17 წელი თითქოს როგორი ხანმოკლე დროა, თუმცა ზედმეტად დიდი ტკივილით სავსე, დიახ ჩემი ცხოვრება არასდროს იყო ფულით, სიმდიდრით, ტკბილი დღეებით სავსე. ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ცუდი მესმოდა თუ ვგრძნობდი მას, თუმცა არასდროს ჩამიქნევია ხელი, ყველაზე ცუდ მომენტებშიც კი. ამისთვის ზედმეტად ამაყი ვიყავი, ეგოისტიც და დაუნდობელი იმ ადამიანებისადმი ვინც არ დამინდო მე. ისევ ისეთი ჩვეულებრივი, მოსაწყენი და ტკივილით სავსე დღე იყო, ჩემთვის ჩემს ფიქრებში გართული ვიჯექი „ჩემს“ ადგილას, სახურავზე და ცხოვრების დაუნდობელ კანონებზე ვფიქრობდი, ცხოვრებას ხომ არ დავუნდივარ მე, მან ხომ მარტოსული გამაჩნა, ალბათ მარტოსულიც მოვკვდები... და უცებ თავში ძლიერი ტკივილი ვიგრძენი, რაღაც მაგარი მომარტყეს, გავიხედე და ჩემს წინ ულამაზესი არსება დავინახე, რომელიც ნებისმიერს მოხიბლავდა, თუმცა ჩემში მხოლოდ ზიზღი გამოიწვია მისი საქციელის გამო და ამ წამს მზად ვიყავი ყველაზე საშინელი განაჩენი გამომეტანა ამ ადამიანისთვის, თუმცა „რაღაცამ“ არ მომცა ამის უფლება, რომ ეს საყვარელი არსება მეწყენინებინა. გამიკვირდა, მე ხომ არავინ დამინდო, რატომ უნდა შემებრალებინა ვინმე?! ჩემი ფიქრებიდან ნაზმა ხმამ გამომიყვანა: -ბოდიში ძალით არ მინდოდა, არ მეგონა აქ ვინმე თუ იქნებოდა -როგორც ხედავ არის ამიტომ შეგიძლია მარტო დამტოვო და სხვაგან წახვიდე -მე ბოდიში მოგიხადეთ, ჩემი საქციელის გამო მაგრამ როგორც ვხედავ სულ ტყუილად, შენნაირებისთვის ბოდიშის მოხდა არც ღირს! -დაასრულე?! -გაუთლელი ხეპრე და უზრდელი ადამიანი ხართ! -ხოდა თუ ვარ არ არის საჭირო აქ ყოფნა და ჩემი ყურება -მართალია არ მინდა ასეთი ცინიკოსი ადამიანის ყურება და მოსმენა წავედი მე -ნახვამდის-ჩაილაპარაკა ბიჭმა -კარგად-მყარად წარმოთქვა გოგონამ- ბიჭს ისევ ირონიულმა ღიმილმა დაჰკრა და ისევ მარტო დავრჩი, მარტო ჩემს ფიქრებთან, თუმცა მე ხომ ყოველთვის ასეთი ვიყავი , მაგრამ ახლა თითქოს წამიერად ამ შევიცვალე, რა სისულელეა გავიფიქრე და მივხვდი ახლა ყველაზე ნაკლებად მინდოდა მარტო ყოფნა. ჩავირბინე რამოდენიმე სართული და გავუყევი ბნელ და წვიმიან გზას... ერთ-ერთ კლუბში შევედი, შესვლისთანავე ვიგრძენი ალკოჰოლისა და სიგარეტის სუნი რომელმაც, ცხვირი ამიწვა, რამდენიხანია ასეთ ადგილას აღარ ვყოფილვარ, მომნატრებია ეს ყველაფერი... ბართან მივიდა და ერთი ჭიქა ჯეკ დანიელსი შეუკვეთა და მოათვალიერა გარემო, დიჯეი მუსიკას უკრავდა, ხალხი კი ტანს აყოლებდა, აიღო სასმელი მოსვა და კიდევ ერთი შეუკვეთა სასმელმა დაუწვა შიგნეულობა, ბოლოს სისხლში გადავიდა, რამაც ბიჭს მოზღვავებული ენერგია აგრძნობინა, იგი ამას მიჩვეული იყო, თუმცა ახლა თითქოს იჯდა და პირველად შეექცეოდა სასმელს, გასაკვირია არა?! ფული გადაიხადა და ისევ ბნელ და წვიმიან ქუჩებს დაუყვა, მისეირნობდა და ცხოვრებაში პირველად თავისთვის ჩუმად ღიღინებდა, გაახსენდა ეს ის სიმღერა არის რომელსაც დედა ძილის წინ უმღეროდა და უცებ გულში თითქოს რაღაცამ გაჰკრა, გზას გადაუხვია და ამაღლებულ ადგილას ავიდა, ეს ის ადგილია სადაც 1 წელია ფეხი არ დაუდგამს! რატომ? არ იცის, უბრალოდ ეჯავრება ეს ცივი, მიყრუებული ადგილი, სადაც მისი მშობლები განისვენებენ! დიახ არ მოგესმათ, მისი მშობლები! ისევ მათი მომღიმარი, ბედნიერი და თითქოს მაინც ნაღვლიანი სახეები, ეს სახეები იყო ბიჭისთვის ყველაფერი კარგიც და ცუდიც, ოჯახი! ეს იყო მისი ნათელი წერტილი, ერთდროს ის არ იყო ისეთი როგორიც ახლა არის, არ იყო „შავი“, „ბნელი“, თითქოს დაუნდობელი, მისი ნაკვთები და მზერა არ ყოფილა ყოველთვის ასეთი ცივი, ერთ დროს იგი სიცოცხლით სავსე, ბედნიერი პატარა ბიჭი იყო, რომელსაც მშობლები მოუკლეს, დიახ მოუკლეს! მაგრამ ვინ? არ იცის! ჯერ არ იცის, თუმცა გაიგებს! დიახ ეს არის მისი ერთადერთი მიზეზი ცხოვრებაში, მშობლებისთვის და მისი ცხოვრების გამწარებისთვის, პატარა ბიჭის დაობლებისთვისშურის ძიება და ის ამ დანაპირებს მშობლებთან აუცილებლად შეასრულებს! თქვენ არც კი იცით როგორ სტკივა ახლა, მის გრძნობებს ვერც გაიგებს სანამ თვითონ არ გამოცდით! ახლა ის ყველაზე საშიშ ადამიანად არის წოდებული, დედამიწას სძულს ის, და მასაც სძულს დედამიწა და არც მისცემს გახარების უფლებას! ნუთუ ღირდა მის გასამწარებლად ამის გაკეთება, ამბობენ ღმერთი მოწყალეაო, მაგრამ რატომ არ შეიწყალა 9 წლის პატარა ბიჭი, რომელსაც არაფერი გააჩნდა მშობლების გარდა, მისი ბედნიერება უბედურებად გადაიქცა და მერე იტყვით ღმერთი მოწყალეაო, მაგრამ მაინც სჯერა ღმერთის ის მაინც უყვარს, დიახ უყვარს, თუმცა ეს დედამისის წვლილის გამოა, მან ასწავლა, რომ რაც არ უნდა დიდი უბედურება გადაეტანა, ღმერთის რწმენისთვის უარი არასდროს ეთქვა, მან შეასრულა ეს დანაპირები, დიახ მას კიდევ უყვარს ღმერთი, რადგან მას არასდროს დაავიწყდება დედა, ის ხომ სადღაც იქ არის ღმერთთან, იქნებ ღმერთის სიყვარულით დედას შეუნარჩუნოს ადგილი სამოთხეში?! დიახ ცხოვრება დაუნდობელია, თუმცა ბიჭის ცხოვრებაში აუცილებლად მოხდება, გარდატეხა, და მან ეს იცის და თითქოს გრძნობს, იგი ახლოს არის ძალიან ახლოს... უცებ მის გონებაში რამოდენიმე საათის წინ მომხდარი სიუჟეტი გაცოცხლდა, გოგონა, ლამაზი, უმშვენიერესი, ნაზი, შემდეგ გაბრაზებული და გულნატკენი... დიახ მან გოგონას გული ატკინა, თითქოს თვითონაც ეტკინა, ცუდად მოიქცა, და უნდა რომ აპატიოს, თუმცა მან ხომ არ იცის თუ რას უმზადებს ბედისწერა, ხო მისი აზრით კი ბედისწერა არ არსებობს, ადამიანები ბედისწერას იმიტომ ბრალებენ ყველაფერ ცუდს, რომ არ იციან თავიანთი სულიერი მდგომარეობა, შეიძლება ასეც არის, დაზუსტებით მხოლოდ მათემატიკის ამოხსნა არის შესაძლებელი, მათემატიკა ხომ ზუსტი მეცნიერებაა... ესეც ჩემი ახალი ისტორია, იმედია მოგეწონათ, დიდი ხანია არ დამიწერია არაფერი , ხოდა გადავწყვიტე დამეწერა, გთხოვ შემიფასოთ ისტორია, წინასწარ მადლობა ყველას, ძალიან ძალიან მიყვარხართ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.