შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მექალთანე თავი 3


10-11-2015, 21:52
ავტორი MLM
ნანახია 5 766

თვალებში მიყურებდა რაზეც, თავი ვეღარ შევიკავე და მისი ტუჩებისკენ დავიხარე, ისიც ამყვა კოცნაში, ამან გამათამამა და მის ზემოდან მოვექეცი, არ ვიცი რა დამემართა, ყველა ქალის მიმართ ისეთი უხეში ვიყავი, მაგრამ მასთან ვაწონასწორებდი, საკმაოდ ნასვამი ვიყავი და მიუხედავდად იმისა რომ უზომოდ მინდოდა მასთან ყოფნა, მაინც ფრთხილად ვკოცნიდი, საერთოდ არ შემწინააღმდეგებია, გულში რაღაც ჩამწყდა, მინდოდა უარი ეთქვა, როგორ ვიფიქრე რომ ის მაინც განსხვავდებოდა სხვებისგან? მაგრამ კოცნას ვაგრძელებდი, ისიც ამყვა ამ ყოველივეში და ისეთ ვნებას მივეცი, წამით არ მიფიქრია არაფერზე, სასმელმა და სიამოვნებამ გამთიშა, რაც მთავარია არ მეწინააღმდეგებოდა, პირიქით მეკვროდა და მკოცნიდა, სასიამოვნო ხმებს გამოსცემდა, არ იყო სხვა ქალებივით აქტიური მაგრამ, თავდავიწყებას მივეცი, მის მკლავებში, რამდენი ხანი ვნატრულობდი ამ წუთებს და როგორც იქნა მივიღე კიდეც. სიამოვნების მორევში ვიყავი გადაშვებული და ვერ ამოვდიოდი, მერე მის ფეხებში ავხლართე ჩემი ფეხები და ასე ჩახუტებულებმა დავიძინეთ. იმდენად სასიამოვნო იყო ეს წამები მინდოდა კიდევ განმეორებულიყო. დილით რომ გავიღვიძე, მას ეძინა, ყველა გრძნობა თავის ადგილზე ჩაჯდა, მივხვდი რომ ეს მხოლოდ ჟინის მოკვლა არ იყო, ეს რაღაც სხვა იყო. კმაყოფილმა დავხედე და წამოვდექი, უნდა ჩამეცვა რომ სადილი ამომეტანა, მაგრამ თითქოც ცხელი წყალი გადამავლეს, თათრეულზე წითელი ლაქა რომ დავინახე. შინაგანი ხმა გაყვიროდა: ,,ეს რა ქენი? ქალიშვილი იყოო? აი რატო არ იყო აქტიური. კი მაგრამ ეს რატომ გააკეთა? რატო ვერ მივხვდი? მაგრამ რას მივხვდებოდი ისე ვიყავი გათიშული. ახლა რა ვქნა? რა გავაკეთო? გოგო გავაუბედურე, პირველი შემთხვევა იყო პატიოსან გოგოსთან ყოფნის და ამან საშინელ დღეში ჩამაგდო, თავი შემზიზღდა, არ ვიცოდი რა უნდა მექნა, იმას ყოველთვის ვამბობდი რომ შარისგან თავი შორს მეჭირა და პირველი არასოდეს არ ვყოფილვარ არავისთვის. ჩავიცვი და ყველაზე დიდი სისულელე გავაკეთე, წავედი. წავედი მაგრამ ვფიქრობდი, ჩემს არაკაცურ საქციელზე, ის თურმე მართლა განსხვავდებოდა ყველასგან, მენდო და მე კიდე გავაუბედურე. სიგარეტს ღერი ღერზე ვეწეოდი და თავს ვლანძღავდი. მაგრამ უკვე გვიანი იყო, ვიფიქრე დავბრუნდებითქო, მაგრამ კაცობა არ მეყო.

************************************
არ ვიცი რატო მივენდე საბას, მასში იყო მართლა დიდი ტკივილი, არ ვიცი რა დამემართა, მაგრამ გრძნობებს ავყევი და 25 წლის ასაკში პირველად გადავდგი ნაბიჯი, შინაგან სიმშვიდეს ვგრძნობდი, ბედნიერი ვიყავი, ტკბილად მეძინა, მაგრამ რომ გამეღვიძა და მივხვდი მარტო ვიყავი, საშინლას შემზიზღდა თავი, რომ დავრწმუნდი რომ არ დაბრუნდებოდა ტირილი დავიწყე. მინდოდა დამერეკა, მაგრამ არ დავურეკე. თავი ხელში ავიყვანე და წამოვედი, ამას ვერავის მოვუყვებოდი, გულში უნდა მეტრიალებინა ის რომ ცხოვრება გავიუბედურე. პირველად შევიყვარე ადამიანი და რა მივიღე? ყველაზე სულელური გრძნობა სიყვარული ყოფილა. ამას ვფიქრობდი და თან ვტიროდი. ნინიმ დამირეკა და მთხოვა 1 კვირაში ჩემ დაბადების დღეზე თუ არც წელს მოხვალ უზომოდ მეწყინებაო, დავთანხმდი ბევრი ფიქრის მერე, გულს გადავაყოლებდი. 1 კვირამ საშინლად გაიარა, ყველას ვეჩხუბებოდი, უმიზეზოდ ვტიროდი, ნინი გადამეკიდა თავისი დაბადების დღის წინა დღეს მომიყევი რა გჭირსო, ჯერ ვიტირე და მერე მოვუყევი ზოგადად.
- ძალიან მრცხვენია ჩემი საქციელის, ცხოვრებაში პირველად მივენდე ადამიანს რომელიც მართლა მომწონდა. უფრო მეტიც, შემიყვარდა და მან მიმატოვა
- რას გულისხმობ?
მერე მოვუყევი რაც მოხდა და ისიც ჩემთან ერთად ტიროდა, დამამშვიდა და კაცები ერთად გავლანძღეთ, ცოტა გულზე მომეშვა ვიღაცას რომ ველაპარაკე და ასე დამიდგა გვერდში. მერე დავემშვიდობე და საჩუქარზე წავედი.
გათენდა ნინის დაბადების დღეც, რესტორანში იხდიდა, ამიტომ გადავწყვიტე კაბით წასვლა, გრძელი წითელი კაბა ჩავიცვი, კაბა ჩახსნილი იყო, მარჯვენა ფეხთან მუხლს საკმაოდ აცილებული, ტანში გამოყვანილი, რუსალკას ტიპის კაბას ზურგი ამოღებული ჰქონდა, შავი მაღლები, შავი სამკაულები და შავი კლაჩი, თმა სალონში გავიკეთე, კისერზე დადებული თავისუფალი კოსა გავიკეთე, მაჯვენა მხარეს თხელი თმის ფენა ჩამოვაგდე, თვალებზე შავი ჩრდილები წავისვი, მოწითალო პომადა და მზად ვიყავი

***************************************************
მინდოდა დამერეკა, მაგრამ ვერ ვბედავდი, მას ვერაფერს შევთავაზებდი, არ მინდოდა უარესად ეგრძნო თავი, წამი არ იყო მასზე რომ არ მეფიქრა. მას მერე ვეღარავის გავეკარე, არადა ვცადე, მინდოდა დამევიწყებინა თათა, ტვინში მყარად ჩაჯდა და არ ამოდიოდა, თამამად შემეძლო მეთქვა, გულშიც ჩაჯდათქო, მაგრამ ამას ვერ ვაღიარებდი, მის სახლთან დაველოდე 2 დღის მერე, მინდოდა შორიდან მომეკრა თვალი, დავინახე კიდეც, ისეთი გაუბედურებული სახე ჰქონდა, აღარ ვიცოდი რა მეღონა, ასე ვაგრძელებდი ყოველ საღამო თუ არ ვმუშაობდი, დღეს მეგისთან ერთად, მივდიოდი რესტორანში, ჩემი დის დაბადების დღე იყო, უკვე ყველა რესტორანში ვიყავით, მაგრამ სუფრასთან ნინი არ გვსვავდა, სანამ ჩემი გოგო არ მოვა, იქამდე არ დავიწყებთო, ეკლებზე ვიყავი, მინდოდა თათას სახლთან ვყოფილიყავი ისევ და მისი სახისთვის, წამით მაინც მომეკრა თვალი. უცბად ნინიმ ემოციები ვერ დამალა და ჩემს უკან მდგომ ადამიანს სახე გაბრწყინებულმა უთხრა ულამაზესი გოგო მყავხარო, უნდა მივბრუნებულიყავი, მინდოდა გამეგო ვინ იყო ის გოგო ვიზეც ნინი ამდენს ლაპარაკობდა, მაგრამ ხმა მომესმა და ადგილზე მივიყინე.
- გილოცავ ჩემო საყვარელო დაბადების დღეს, ულევ სიხარულს გისურვებ
- მადლობა ჩემო ლამაზო, მოდი ჩემებს გაგაცნობ
- ჯერ ეს გამომართვი, ძალიან ლამაზი ხარ ნინ
- მადლობა ჩემო გოგო, დედას უკვე იცნობ, ეს კი ჩემი მამიკოა, გაიცანი მა აი ესაა ჩემი სამაგალითო და უსაყვარლესი გოგო თათა.
ამ სახელის გაგონებისას დავრწმუნდი, რომ მართლა თათა იყო, მინდოდა წამოვსულიყავი რომ არ დავენახე, საშინელი გრძნობა მქონდა, ჩემი დის დაქალი გავაუბედურე, მხოლოდ იმიტომ რომ ჩემ თავს საზღვარი არ დავუდე.
- ეს ბედოვლათი კიდე ჩემი ძმაა საბა, ეს კი მისი ცოლია მეგი.
ნინიმ ხელი მომკიდა და შემატრიალა, იმდენად თვალის მომჭრელი იყო თათა ყბა ჩამომივარდა, მეგი ხელზე ჩამომეკონწიალა და მე მისმა მზერამ და ჩახველებამ მომიყვანა გონს, ცრემლები მოადგა და ისე ახველებდა, უკაცრავადო და გავიდა, ნინიც გაყვა. მინდოდა გავკიდებოდი და გულში ჩამეხუტებინა, მაგრამ ამის ნაცვლად, ადგილზე მიყინული ტუჩენს ვიკვნეტდი. მეგი მოვიცილე და გარეთ გამოვედი, თვალებიდან არ გადამდიოდა იმდენად ლამაზი იყო, რაღაც აუხსნელი მჭამდა შიგნიდან, არ ვიცოდი ეს რა იყო, მაგრამ ის ვიცოდი რომ ეს ყოველივე თათას უკავშირდებოდა, აღარ მინდოდა შესვლა, უნდა ვაღიარო, მრცხვენოდა მისთვის მზერის გასწორების.

**************************************************
ნინის მშობლებს მივესალმე, მერე თავისი ძმა შემოატრიალა და წარმიდგინა, ვერ ავღწერ რა დამემართა, საშინლად ვიგრძენი თავი, მაგრამ როცა მის გვერდით მდგონი გოგო მის ცოლად გამაცნო ნინიმ, ხველა ამიტყდა სიმწრისგან, ნერწყვი გადამცდათქო ასე ვიმართლე თავი, მინდოდა ცრემლები შემეკავებინდა ამიტომ გავვარდი, ნინი უკან გამომყვა, მაგრამ ვერაფერს ვეტყოდი, არ მქონდა უფლება მისი დღე ჩამეშხამებინა, მოვუბოდიშე და თავი ხელში ავიყვანე, მერე დარბაზში დავბრუნდით და ნინიმ თავის გვერდით დამსვა, მაგიდა რომ შეივსო მაინცდამაინც ჩემს წინ აღმოჩნდა საბა თავის ცოლთან ერთად, თავს ავუკრძალე მასზე ფიქრი, არ მქონდა უფლება რამე გამეფუჭებინა, ბევრს იცინოდნენ მერე დალიეს, მხოლოდ იმას ვხედავდი რომ სადღეგრძელოს არც კი ელოდებოდა საბა ისე სვავდა, მისი ცოლი კი ხან სელფს იღებდა ხან ეხვეოდა, ვხედავდი მის უკმაყოფილო სახეს როგორ გადახედავდა ხოლმე მეგის და ხელს აშვებინებდა, ჩემსკენ არცერთხელ გამოუხედავს, მე არ ვსვავდი, ნინი გადამეკიდა მე მაინც მადღეგრძელეო და ერთი ჭიქა დამისხეს.
- ნინ შენ იცი ჩემთვის რამდენად ძვირფასი ხარ, შენ ჩემთვის ერთადერთი მესაიდუმლე ხარ, რომელსაც არასოდეს არაფერს ვუმალავ, მაგრამ მუდამ გვერდში მიდგახარ, იცოდე რომ რაც არ უნდა მოხდეს მომავალში, საკუთარი დასავით მიყვარხარ, სიტყვები ზედმეტია იმის აღსაწერად როგორ მიყვარხარ. გილოცავ დღევანდელ დღეს ჩემო გოგო, და გისურვებ ისეთი მამაკაცი გყოლოდეს გვერდით, რომელიც, მუდამ დაგაფასებს და ეყვარები, არასოდეს გატკენს გულს და მუდამ შენს გვერდით იქნება, კიდევ ერთხელ გილოცავ.
დავლიე და ამ დროს დავინახე როგორ მიყურებდა საბა, ამ ხნის მანძილზე პირველად შემომხედა, მერე ადგა და გავიდა გარეთ, მე კი ღრმად ამოვისუნთქე ცოტა ხნით მაინც ვერ დავინახავდი.

*****************************************
ეკლებზე ვიჯექი, სულ ცოტა მეკლდა, მეგი არ გამეგდო იქიდან, წარმოვიდგინე როგორი ტკივილი ტრიალებდა მის გულში, ამაზე უარესად გავხდი, მერე სადღეგრძელო თქვა და ძლივს ამოიღო ხმა, აშკარად მიმანიშნა რომ ნინიმ ყველაფერი იცოდა, ამაზე უარესად გავხდი, მაგრამ როცა გვერდში მამაკაცი უსურვა, ისეთი გულით ლაპარაკობდა, რაც ჯერ საკუთარი თავისთვის გაემეტებოდა და მერე ნინისთვის, ვეღარ მოვითმინე, ბოღმამ რამის დამახრჩო და გარეთ გამოვედი, ცოტახანში ნინი მომიდგა გვერდით, სიგარეტო გამომიტანა მომაწოდა და ეგრევე გამოვართვი თან დაიწყო.
- არ მეტყვი რა გჭირს? ხმა არ ამოგიღია, ისე სვავ არავის ელოდები
- დაიკიდე. დღეს შენი დღეა
- რა ხდება მითხარი
- დიდი ხანია მაგ გოგოს იცნობ?
- ვის? თათაზე ამბობ? ხო მაგარი გოგოა?? (ამით უარესს მიმატებდა მაგრამ არ შევიმჩნიე)
- ხო არასოდეს მინახავს შენს გვერდით, თან ეტყობა რომ ძალიან უყვახარ და გაფასებს
- ხო მართალი ხარ, ძალიან კარგი გოგოა, უბრალოდ ეხლა ცოტა პრობლემები აქვს, ისე შეიძლება შენ დაეხმარო იციი?
- რას გულისხმობ?
- ვიღაც პატრულის თანამშრომელს ეხება, მარა დაწვრილებით ვერ მოგიყვები, არ მაქვს უფლება
- გასაგებია, აქამდე რატო არ ვიცნობდი?
- რავი ერთად ვმუშაობთ, 1 წელია ვმეგობრობთ, სახლში იყო მოსული რამდენჯელმე, მაგრამ შენ სხვაგან ცხოვრობ, თან ისეთი ცხოვრება გაქვს ისიც კი არ იცი სად ვმუშაობ, თორე რომ გამოგევლო ერთხელ მაინც გაგაცნობდი
- ძალიან ცუდი აქამდე რო არ ვიცნობდი
- რაღაცას გეტყვი კაი?
- რა ხდება?
- ეგ ის გოგოა ადრე რომ გითხარი, სანამ მეგის მოიყვანდი, მინდოდა გამეცნო შენთვისთქო (სიმწრით გამეცინა და მეორე ღერს მოვუკიდე, ნინის თავზე ვაკოცე და ვუთხარი)
- მიდი შედი, მარტო არ დატოვო ტეხავს, არავის არ იცნობს
- ხო მართალი ხარ, მალე შემო
- ხო ხო შემოვალ.
წავიდა და საშინელი ტკივილი ვიგრძენი, რა ახლოს ყოფილა ჩემთან და აზრზეც არ ვიყავი აქამდე, წარმოდგენა არ მქონდა რა უნდა გამეკეთებინა, მარტო ის ვიცოდი რომ მაგ გოგომ მომაჯადოვა, არასოდეს გოგოს მიმართ ასეთი რაღაცეები არ მიგვრძნია, მინდოდა დავლაპარაკებოდი, მაგრამ არ ვიცოდი რა მეთქვა, შევედი და ნელი სიმღერა იყო, თვალებით დავუწყე ძებნდა და დავინახე ჩემი ბიძაშვილი ეცეკვებოდა ვალსს. უცბად დავიძაბე რომ დავინახე სხვა ეხებოდა, თან მის მოშიშვლებულ ზურგზე დაატარებდა თითებს, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, მეგი დამიდგა წინ ვიცეკვოთო და უარით გავისტუმრე. მარა ხელი მომკიდა და მაინც გამიყვანა საცეკვაოდ, არ მინდოდა ამბავი ამეტეხა, მაგრამ იმას ვერ მივხვდი რომ ამით უარესად ვტკენდი თათას. ვუყურებდი დათოს დამშეულ თვალებს, ვხედავდი მის ხელებს რომელსაც მის ტანზე ასრიალებდა და ვგრძნობდი ბომბი უნდა აფეთქებულიყო ტვინში, მერე თათას შევამჩნიე რომ ცდილობდა თავი შორს გაეწია, ვეღარ მოვითმინე მერე შუა ცეკვაში დავტოვე მეგი, თათასთან და დათოსთან მივედი.
- დათო საქმე მაქ ძმაო გამო რა ერთ წამს
- ხო მოვრჩებით ცეკვას და გამოვალ
- დათო ეხლა მაქ საქმე და გამოდი, საკმაოდ ნასვამი ხარ უკვე
- რა გჭირს შე... მაცალე ცეკვა
- უკაცრავად, დაგტოვებთ მე (თქვა თათამ და წავიდა, ცოტა ამოვისუნთქე მაგრამ ისე გააყოლა თვალი დათომ ტვინში სისხლი ჩამექცა)
- წამოდი მეთქი გარეთ
- ჰა წამო, რა გინდა?
- მაგ გოგოსგან თავი შორს გეჭიროს
- რას მელაპარაკები? და ამას ცოლიანი კაცი ამბობს?
- დათო არ მინდა ეხლა შენზე აყოლა, უბრალოდ გაიგე რაც გითხარი და თავი გააკონტროლე
- ბიჭო შენ შ... გაქ? რას მეუბევი ტვინავ? გოგო მომეწონა და ვსო
- არანაირი მოწონებათქო, აღარ გამამეორებინო დათო თორე ბ...ვ... ვიჩხუბებთ
- ბიჭო მოდი ცოტა ჭკუაზე, რას მეუბნევი დაფიქრდი მაინც? ცოლიანი კაცი ხარ ბოლო ბოლო, მერე რა თუ გკიდია მეგი? მაინც ცოლია გესმის? (თავს ვეღარ ვაკონტროლებდი, მაგრამ ნინი გამოვიდა)
- რა ხდება ბიჭებოო?
- არაფერი, პროსტა დათომ ფიქრები უნდა გაფილტროს
- რას ქვია გავფილტრო ბიჭო? გოგო მომეწონათქო და ვსო
- მოიცა მოიცა, ვიზეა ლაპარაკი? თქვენ სუ გაგიჟდით? ჩემი დაათქო ეგ გოგო არ მისმენთ? არანაირი მოწონება დათო, მითუმეტეს სხვა უყვარს და ვსო
რაოოო? უყვარსოოო? ვიზე თქვა უყვარსოო? კითხვები მოსვენებას არ მაძლევდა და ნინის მივუბრუნდი
- ის ტიპი უყვარს ვიზეც მოგიყვა?
- ხო, უყვარს, თან სიგიჟემდე და მორჩი დათო, აღარ გავიგო ზედმეტი, მან რომ თავი ცუდად იგრძნოს და წავიდეს მოგკლავთ ორივეს გესმით?
ხმა აღარ ამომიღია, ყველაფერი თავდაყირა დადგა. ანუ ვუყვარვარ? წამითაც არ მიფიქრია თუ შევუყვარდებოდი, მის გრძნობებზე არ დავფიქრებულვარ. მას ასეთი რამე დავმართე და ვუყვარვარ? ამას ნინის ტყუილად არ ეტყოდა, ანუ მაგიტო დამნებდა ასე იოლად რო ვუყვარვარ? უარესად შემზიზღდა თავი, სულ დავსველდი, მინდოდა მასთან მივსულიყავი და გულში ჩამეკრა, მინდოდა რომ ყველა წყენა დაევიწყებინა რაც მივაყენე, მინდოდა რომ მეგი გამექრო, მინდოდა რომ ახლა აქ მარტო ჩვენ ორნი ვყოფილიყავით. დათოს აღარაფერი უთქვია, ისე შევიდა, ნინი მომიბრუნდა და მკითხა
- შენ რაღა გჭირს დღეს?
- არაფერი
- რა ხდება თქვი საბა, ვერ გცნობ
- თათა არ დატოვო წამითაც კი, თან არა მარტო ეხლა, არამედ არასოდეს წადი ეხლა
- რატო ხარ ასე დაინტერესებული თათათი?
- ... (ხმა ვერ ამოვიღე, უბრალოდ ვეწეოდი და სიმწარეს ვახშობდი ჩემში)
- არა, გთხოვ ოღონდ ის არა, რასაც ვფიქრობ
- წადი ნინ და არაფერზე იფიქრო,
- შემომხედე, (მაინც ვერ გავხედე მასზე შეხედვა) შემომხედე მეთქი საბა (დამიყვირა და ხელით შემატრიალა) მითხარი რო შენ არაფერ შუაში ხარ, გთხოვ მითხარი, მითხარი თორე მოვკვდები
- წადი თათასთან ნინ, მას ჭირდები ეხლა
- ანუ... ანუ ეგ შენ იყავი? საკუთარმა ძმამ დაუნგრია ცხოვრება იმ გოგოს რომელიც დასავით მიყვარს? (ყვიროდა, მე კი ხმას ვერ ვცემდი) ღმერთო მიშველე, ეს რა ხდება ჩემს თავს, აი რატო ქონდა ეგ რეაქცია თათას, აი ხმას რატო არ იღებდა, თურმე შენც რატო იყავი მაგ დღეში, მისი მოსმენის მერე. ვაიმე მეგი? მეგიზეც გაიგო რო შენი ცოლია, შენ ხვდები მაინც რა ძლიერი გოგოა? წამითაც კი არ უგრძნობინებია არაფერი, შენ იცი რა სულის პატრონია? იცი მაინც ვინ გაანადგურე? (უზომოდ ყვიროდა და მაჯანჯღარებდა, ყველაფრის ღისრი ვიყავი, უცბად ისეთი მწარე სილა ვიგრძენი სახეში ნაპერწკლები გადმომცვივდა, მერე ტონი დაალაგა და გააგრძელა) არა შენ არ ხარ ჩემი ძმა, შენ სატანა ხარ, სატანა გესმისს? შენ მას არც კი იცნობ, ის იმდენად კარგია, შენ კიდე რა გაუკეთე. (ვეღარ მოვითმინე, ვეღარ ვუსმენდი და ახლა მე გადავედი ყვირილზე)
- ვიცი, უკვე ვიცი ვინცაა და რა სულის პატრონია, ვიცი ამის დედა .... ვიცი და მეზიზღება ჩემი თავი, ყველაფრის ღისრსი ვარ, მაგრამ ახლა მასთან უნდა იყო, არ აგრძნობინო რომ გაიგე, უფრო დამცირებულად იგრძნობს თავს.
- ახლა ფიქრობ მის დამცირებაზე არაა? გვიანია უკვე, უზომოდ გვიანი.
- ეგეც ვიცი, მარა წადი თათასთან ეხლა.
ცრემლები მოიწმინდა და თათასკენ წავიდა, ნინიმ უფრო შემაზიზღა თავი, უთქმელად გამოვედი დარბაზიდან და დიტოს დავურეკე, სახლში ამოდი, მარტო ვარო და მისკენ წავედი.

*************************************************

ნინის ბიძაშვილს ვეცეკვებოდი, მისი შეხება არ მსიამოვნებდა, და ერთი სული მქონდა სიმღერა დამთავრებულიყო, მერე საბა დაგვადგა თავზე და რომ მივხვდი სიტუაცია იძაბებოდა, იქაურობას გავეცალე, ნინის მშობლებს მოვუბოდიშე და ვუთხარი ნინისთვის გადაეცათ რომ უცბად მომიწია წასვლა, ის კი ვერ ვნახე. წამოვედი და ვცდილობდი თავი ცოტა ხნით კიდევ ამეყვანა ხელში, ყველაფერს ვიაზრებდი, მანქანაში ვიჯექი და ვტიროდი, მისი ცოლი მედგა თვალწინ, მას ოჯახი ყოლია, თან ნინის ძმა ყოფლა, ეს ნინის როგორ უნდა ავუხსნა? ამ ფიქრებში ვიყავი და ვტიროდი, მანქანის კარი გაიღო და საბა ჩაჯდა.
- გადაეთრიე მალე (ვუთხარი და ცრემლები მოვიწმინდე,)
- ვილაპარაკოთ გთხოვ
- გადაეთრიე და აღარასოდეს გნახოს ჩემმა თვალებმა (დავუყვირე რაც ძალა მქონდა)
- მაპატიე, მაპატიე ასე რომ მოხდა, შენ ყველაფერი არ იცი. (ცხოვრებაში პირველად მოვიხადე ბოდიში და პატიება ვითხოვე, მაგრამ ეს არ მინანია, კიდევ უამრავ ბოდიშს მოვუხდიდი, ოღონდ ეპატიებინა)
- გაეთრიეეე, არაფრის მოსმენა არ მინდა, მოშორდი აქედან (ვყვიროდი და თან ვურტყავდი რომ გადასულიყო)
- მაპატიე.
თქვა და გადავიდა, გაზს ფეხი მივაჭირე და გამოვვარდი, არ მინდოდა სახლში მისვლა, მთაწმინდისკენ წავედი, მანქანა გავაჩერე და ტირილს ვუმატე, ვტიროდი ყველაფერზე რაც ამ პერიოდში დატრიალდა, ვნანობდი ნინის რომ მოვუყევი, ისიც კი ვუთხარი რომ შემიყვარდა და ამიტომ დავწექი მასთან, ვტიროდი იქამდე სანამ ცრემლი არ გამიშრა. გული საშინელ დარდს ატარებდა, ყურადღებას არ ვაქცევდი ტელეფონს, რომელიც გაუჩერებლად რეკავდა, მერე დავმშვიდდი როგორც იქნა, შევეგუე იმ სიტუაციას რომ მომატყუა ბიჭმა რომელიც შემიყვარდა და ვენდე, რომელიც ცოლიანი აღმოჩნდა და რომელიც ჩემი საუკეთესო დაქალის ძმა იყო. ტელეფონს დავხედე და 24 ზარი იყო ყველა ნინის ეკუთვნოდა, არ მქონდა უფლება მას ასე მოვქცეოდი და გადავურეკე.
- თათა, სად ხარ?
- მაპატიე ჩემო გოგო, სასწრაფოდ მომიწია წამოსვლა
- სად ხარ? როგორ ხარ? ახლავე უნდა გნახო
- რა ხდება? (გულმა ძგერას მოუმატა, ხმაზე მივხვდი რომ რაღაც იცოდა)
- უნდა გნახო ჩემო გოგო, გთხოვ ეხლავე უნდა გნახო
- კარგი სად ხარ
- სახლში მივდივარ და თუ გარეთ ხარ მოდი,
- კაი მოვალ.
გადაწყვეტილი მქონდა რა რეაქციაც არ უნდა ქონოდა მომეყოლა ნინისთვის, მის კორპუსს მივადექი და დავურეკე ჩამოდითქო.


_______________________
შეცდომებისთვის ბოდიშს გიხდით. ისტორია როგორია?



№1  offline მოდერი ^paradise^

აი ამდენი ხნის მანძილზე, ამ საიტზე, განსაკუთრებულად შენი ისტორია მომეწონა.. ვიტყვი რატომ.. ესეიგი იმიტომ,რომ პერსონაჟების ხასიათს ათაინში არტყავ,დავიღალე ამ მტირალა გოგოების ყურებით გაგიჟებით რომ ბიჭებს დასდევენ,ან პირიქით არაკაცი ბიჭების პერსონაჟებით.. მოკლედ,შეცდომები მგონი არც გქონია,გეტყობა რომ ასაკითაც დიდი ხარ,ჩამოყალიბებულია სიუჟეტი და არ ცდილობ ისტორიის ბრაზილიურ სერიალად გადაქცევის. მოკლედ,ძალიან მაგარი გოგო ხარ,შენებური წერის სტილი გაქ და რაც შეიძლება მალე დადე,ძალიან მაინტერესებს რა მოხდება მერეეე .. love

 


№2 სტუმარი darina

Ar vici ra vtqva tata dzalian shemecoda, axla ra iqneba? Dzalian magari gogo xar momwons sheni istoriebi.

 


№3  offline წევრი MLM

^paradise^
აი ამდენი ხნის მანძილზე, ამ საიტზე, განსაკუთრებულად შენი ისტორია მომეწონა.. ვიტყვი რატომ.. ესეიგი იმიტომ,რომ პერსონაჟების ხასიათს ათაინში არტყავ,დავიღალე ამ მტირალა გოგოების ყურებით გაგიჟებით რომ ბიჭებს დასდევენ,ან პირიქით არაკაცი ბიჭების პერსონაჟებით.. მოკლედ,შეცდომები მგონი არც გქონია,გეტყობა რომ ასაკითაც დიდი ხარ,ჩამოყალიბებულია სიუჟეტი და არ ცდილობ ისტორიის ბრაზილიურ სერიალად გადაქცევის. მოკლედ,ძალიან მაგარი გოგო ხარ,შენებური წერის სტილი გაქ და რაც შეიძლება მალე დადე,ძალიან მაინტერესებს რა მოხდება მერეეე .. love

უზომოდ დიდი მადლობა ჩემო კარგო ასეთ შეფასებას ნამდვილად არ ველოდებოდი, თან ადმინისგან რომელსაც ისედაც საკმაოდ ბევრი შრომა უწევს ამ საიტისთვის და ვფიქრობდი რომ ჩემი ისტორიისთვის დიდად არც გეცალათ. love

 


№4 სტუმარი kususu

საღოლ <3 ძაანმაგარია <3 ამეტირა კიდეც <3

 


№5  offline მოდერი sameone crazy girl

ძალიან მაგარი ხარ . ვგიჟდები მე შენზე როგორც ავტორზე . შენს წინა ისტორიაზე ხო მეკეტებოდა ჭკუა ეხლა ეს რადიკალურად განსხვავებული და ისევ არაჩვეულებრივია . მე მართალია სუბიექტური მიზეზის გამო არასდროს დამევასება საბა (მეზიზღება პოლიციელები და რა გავაკეთო ) როგორაც არ უნდა შეიცვალოს მაინც . რაც შეეხება თათას ძალიან მაგარი გოგოა როგორიც სანატრელია რო ბევრი იყოს რეალობაში love მალე დადე რაა

 


№6 სტუმარი Lana

აღფრთოვანებული ვარ :ო რა ემოციური თავი იყო <3 უკვე მიყვარს ეს მოთხრობა :დ <3

 


№7  offline წევრი ლუნა

მალე განაგრძეე უმაგრესიაა winked

 


№8 სტუმარი მკითხველი

აღარ ვიცი რა ვთქვა უზომოდ მაგარი ისტორიებს წერ რაა უნიჭიერესი ხარ :* შენი ინტრრვიუ მინდა რომ ვნახო ამ საიტზე რაა იმდენად მაგარი ხარ ყველაფერი მაინტერესებს შენზე

 


№9  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Rogor mecodeba orive

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent