შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყევლა 9 (შემთხვევითობა??)


10-11-2015, 22:37
ავტორი blue jeans
ნანახია 2 563

ისევ ტყეში ვარ და სუფთა ჰაერს ხარბად ვსუნთქავ იქნებ ამ ჰაერმა ჩემი უწმინდურება ცოტათი მაინც გააფერმკთალოს იქნებ როგორმე ამომივიდეს თავიდან ის რომ სამყაროს ჩემი დაბადება არ გახარებია.
ისევ რაღაც ხმა მესმის და მგონია რომ ჰალუცინაციებიც კი დამეწყო.უკუნეთია ბნელა და ცოტა მეშინია მერე მეღიმება მე მეშინია??ღამესაც კი ეშინია ჩემი და მე სიბნელის მეშინია??
ისევ სარკაზმი მშველის თორემ მინდა ისევ ის გავაკეთო რაშიც დღეს ხელი შემიშალეს მაგრამ რაღაც მაკავებს ის რომ კაიუსი მჭირდება ის მამასავით მყავს დიახ მამასავით და არა რიჩარდივით აქამდე ვერ ვამბობდი ამ სიტყვას მაგრამ ახლა შემიძლია ის მამაჩემი იყო.
თვალიდან ცრემლი მიგორდება რატომ „იყო“??? დიახ ისევ ჩემი ბრალია ის აღარ არის გაქრა.ამ სამყაროში ნუთუ რამე არსებობს ისეთი რაც არ მინახავს??მე შურიც ნანახი მაქვს ბოღმაც შიშიც გამომიცდია ზიზღიც სიძულვილიც... აქ რა მინდა?? მარკუსი მჭირდება მისი დათხრილი თვალები და ნაწამები სხეულის დანახვა მინდა თუმცა ამას ვერ გავაკეთებ სუსტი წერტილები არ უნდა მქონდეს რადგან შეიძლება ისე დამარტყან ადგომა გამიჭირდეს ეს კი ცუდია.
ჩემს ყურადღებას მკრთალი ნათება იპყრობს შემდეგ კი გულზე მეშვება არ ვიცი რატომ ვგიჟდები და ალბათ ამიტომ მგლების დანახვაზე ლამისაა სიხარულით ტაში შემოვკრა და სულელი გოგოსავით ადგილზე ვიხტუნავო.იმ ბავშვს ვგავარ მამამ კამფეტი რომ მოუტანა და უხარია მაგრამ მაინც იბუტება რადგან შოკოლადიც უნდოდა. რატომღაც მეგონა მარკუსსაც ვნახავდი მეორე მხრიდან ნაცრისფერი მგლები გამოდიან ყველას დიდრონი მოცისფრო თვალები აქვს ხოლო შავები რომლებიც მე მიღრენენ ისე შერწყმიან ღამეს რომ მხოლოდ თვალებს ვხედავ.
დავიჯერო ის შავები მარცხნივ რომ დგანან მარჯვნივ მდგომებს უღრენენ??
არა! ისინი ხომ ერთი ჯიშისანი არიან როგორც მარკუსისგან ვიცი ოჯახში არეულობა ძირითადად არ ხდება.
თავდაცვისთვის ვემზადები წელში ვიხრები და მხოლოდ შავებს ვუღრენ. აშკარაა რომ ბევრნი არიან.საიდან?ა ამდენნი რანაირად არიან?
რა მნიშვნელობა აქვს დღეს ბოლოს მომიღებენ.
ვგრძნობ როგორ მიპყრობს სასოწარკვეთილება და თვალებს ვხუჭავ რომ გამყიდველი ცრემლები შევაკავო
რა გჭირს?რატომ გინდა სიცოცხლე??რამდენიმე საათის წინ თავს იკლავდი და ახლა რატომ გემძიმება ამ სამყაროს დატოვება??იქნებ ზედმეტად შეეჩვიე ყველაფერს??
ვგრძნობ როგორ იღრინებიან მგლები როგორ მოიწევენ ცოტაც და დამფლეთენ თუმცა...
არაფერი..მერე თვალებს ვახელ და პირღია ვრჩები იმით რასაც ვხედავ ნაცრისფერბეწვიანი მგლები შავბეწვიანებს შეებნენ და მე მიცავენ.
ეს სიზმარია ეს სიზმარია ვუმეორებ ჩემს თავს ისე რომ მგონია მხოლოდ მე მესმის 10 წუთში სულ სხვაგან ვარ არც მგლები არიან უბრალოდ გაურკვეველ ადგილას ვარ და გარს გაოცებული ხალხი მახვევია.
ცოტა ხანს გაოგნებული ვუყურებ მათ ამ ხალხის მზერაში გაოცება,გაკვირვება,და დაინტერესება ერთდროულად იგრძნობა.მათი მზერა მძაბავს ზოგი კეთილი სახით მიყურებს ერთი გოგო კი ისეთი თვალებით შემომყურებს მგონია სადაცაა თავს დამესხმევა და თავს წამაჭამს.
ჩუმად ჩავახველე მაინც არაფერი
-ვინ ხართ ??
ახლა უკვე ხმა ამოვიღე ჩაწმენდილი მქონდა და შიში აღარ მეტყობოდა.
ისევ უხმოდ სხედან.
ნერვები მეშლება თუმცა ჩემი თავით ვამაყობ როცა ოლიმპურ სიმშვიდეს ვინარჩუნებ.
-ხომ გითხარი გიჟია თქო
მესმის ვიღაცის ხავერდოვანი ხმა და იქით ვიხედები
ახალგაზრდა ასე ცხრამეტ წლამდე ბიჭი ზის ყავისფერი სულში ჩამწვდომი თბილი თვალებით
-კარგი ხო მომიგე
ახლა მეორეს ცოტა ბოხი ხმა გაისმის.
ჩემზე ამბობენ??ნერვები მეშლება და ცივი მიწიდან შურდულივით ვიჭრები.
ახლა ყველა აყაყანდა ზოგი იცინის ზოგი რაღაცას მეკითხება.ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს მიცნობენ რადგან შინაურივით მექცევიან
აგერ ქერა გოგომ მხარზე ხელი დამკრა თანაგრძნობის ნიშნად მეორე ბიჭმა რომელსაც ცოტა კეხიანი ცხვირი ქონდა მეგობრულად გამიღიმა ძალიან მაღალმა ბიჭმა რაღაცნაირად შემომხედა ისეთი მაღალი იყო უკან გადახრა დამჭირდა მის დასანახად.
რა ხდება?სად გაქრნენ მგლები?
მერე ვხვდები ჩემთვის არავის სცალია და მოშორებით გავდივარ ცოტა ხანს ღრმად ვსუნთქავ რომ გონს მოვიდე.
მერე უკვე ფეხის ხმა მესმის.ის ბიჭია კოცონიდან ყავისფერი თვალებით.
-გამარჯობა (ის)
მე ხმას არ ვცემ რადგან ნაწყენი ვარ გიჟიაო ჩემზე თქვა.ვიცი ბავშვური საქციელია მაგრამ მაინც.
-ჰეიიი
ახლა ის მეძახის მისი ხმა მართლაც მელოდიურია თუმცა მასში დაცინვაც იგრძნობა და უფრო მეტად ვიღუშები.
რომელირაც წერტილს თვალს ვუსწორებ და ფიქრების ბურუსში ვეხვევი.ვერ ვგრძნობ როგორ გადის დრო და როგორ მოგორავს ჩემს თვალზე ერთი ცრემლი რომლემაც დამაღალატა და იცის რაც მოელის.
ახლა ვირაცის თბილი ხელები მეხება და მანჯღრევს
როცა ვფხიზლდები იმ ყავისფერთვალება ბიჭს ვხედავ და ოდნავშესამჩნევათ მეღიმება ვერ ამჩნევს რადგან ისევ ისეთი შეშფოთებული თვალებით შემომცქერის.
-ვინ ხარ??
მხოლოდ ახლა ვიღებ ხმადს და ვხვდები რომ შიშის ნოტები მართლაც იგრძნობა
-მე??თუ ცვენ
კოცონთან მჯდარ ხალხს ავლებს თვალს
-დიახ თქვენ
ვპასუხობ მეც ნაგლურად.
-ჩვენ მაქციები ვართ
ვერც კი ვაცნობიერებ როგორ ვიხევ უკან და როგორ მიპყრობს იმის სურვილი რომ გვიქცე.მერე ვჩერდები და ფიქირან მზერას ვავლებ ყველას ჩემთვის ცუდი რომ უნდოდეთ მომკლავდნენ მაგრამ გადამარჩინეს რა მოხდა??თავიანთი ჯიშისები რატომ დახოცეს?? ვინ არიან??ასეთი ცოტანი იმდენს როგორ გაუსწორდნენ??
უფრო საშიშები არიან მიელვებს გონებაში და ადგილზე ვიყინები.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent