შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი ღამე (თავი 9)


11-11-2015, 00:03
ავტორი Dikunadiko
ნანახია 5 538

კომპიუტერი ჩართო თუ არა მესიჯის სახით მოუვიდა მაილზე მისული წერილი და ერთგვარი წრიპინის ხმა გამოსცა კომპიუტერმა, აპარატიდან ახლადჩამოსხმული ესპრესოს ცხელი ჭიქა მაგიდაზე შემოდო და მთელი სემართებით გახსნა, ფაილი, ვრცელი ინფორმაციით სესილი ახალაიაზე.
"დაიბადა 1993 წლის 12 ნოემბერს..
ხელი მოაწერეს 2009 წლის 15 სექტემბერს..
გაშორდნენ 2010 წლის 23 მაისს..
მარტოხელა დედა.. გააჩინა 2010 წლის 26 ივლისს.." ძირითადად ცხოვრების მოვლენების თარიღებით აღმნიშვნელი რიცხვები და ისეთი ინფორმაცია იყო რაც თვითონაც უკვე იცოდა, ხელი ახლადამოსულ წვერზე ჩამოისვა და ჯერ კიდევ არ გაციებული ყავა შესვა, ყელის წვამ სულ გაუნადგურა მოთმინება და ერთი ხელის მოსმით სავი სითხე თეთრ იატაკს მოეფინა..
-ამის დედა ვატირე.. რას მიშვრება ეს გოგოო.. აა! ბოლო ბგერები რაღაც არაადამიანური ხმით ამოუშვა . იცოდა მარტო იყო ოფისში , ამიტომ თავს უფლება მისცა, ეყვირა, ემოციებისგან განთავისუფლებულიყო. არადა ამ ბოლო დროს ხშირად და მომთხოვნად უგროვდებოდა არასაჭირო ემოციები, ის რაც არ უნდოდოა, ან იქნებ გულის სიღრმეში უნდოდა მაგრამ მარის წასვლის შემდეგ უცხო იყო ეს მონდომება .. და ისევ მარი.
სძაგს ეს სახელი, სძაგს მისი სილუეტი ზოგჯერ რომ ამოტივტივდება თავისდაუნებურად ტვინში, სძაგს მისი ნაზი და ხავერდოვანი ხმა, რომელიც სიზმარშიც კი თავისთან იხმობს. სძაგს, ყველაფერი სძულს რაც მარის უკავშირდება.
"-დემუკაა როგორ მომენატრეე. პარიზიდან დაბრუნებული ქალი წელზე ეკონწიალება დილით გაღვიძებულ ნახევრად შიშველ დემეტრეს.
-მეც მომენატრე მარი. რაქენი იყი... სიტყვა უწყდება რადგან მისაღებში სავსე ჩემოდნებს ხედავს..
-ვიყიდე, იცი რამაგარი საქორწილო კაბაა, ვაიმ ეგაგიჟდები. მაგრამ არ განახებ ქორწილამდე, ამბობენ არ შეიძლებაო. რაც შეიძლება გაწელვით ამბობს სიტყვებს და ტუჩების ბერვით მამაკაცის დაძარღვულ კისერს უახლოვდება სადაც ცოტახნის წინ მის ხელებს ეკავათ ადგილი კოცნის ნაზად და ფრთხილად, იცის როგორ აღაგზნოს 1 კვირის უნახავი საქრმო. თითებით შარვლის ღილს ეტანება და წამში მასაც ხსნის, დასპეცებულია უკვე.
დემეტრე კმაყოფილი სახით აცურებს თითებს მის თმებში და საკოცნელად უბიძგებს, კოცნა-კოცნით გაჰყავს მარი საძინებელში და მერე შუადღემდე ქალის სიამოვნებისგან ამოძახილები ისმის ბინაში."
მერე ჩვეულებისამებრ თავზე ხელს შემოირტყავს დემეტრე რომ ეს ფიქრები და მოგონებები გააქროს თავიდან, მაგრამ უფრო მძაფრდება ხოლმე, ამიტომ კარადიდან იღებს და ბოთლიანად იყუდებს, მერე ჩვეულებისამებრ ჩაესვენება სავარძელში და დილამდე მშფოთვარედ იძინებს. როგორც ყოველთვის ისეც ამ ღამეს მოხდაა. რატომღაც ისევ გაახსენდა მარი, ან რა კავშირში უნდა იყოს სესილი მარისთნა, რატომ ახსენდება ერთი მეორეს გახსენებაზე, და მეორე ამ უკანასკნელის. მერე დაეძინა. ოთახი საშინელი შესახედავი იყო...

*
მეორე დილა მისი პირველი სამუშაო დღე იყო, ამიტომ შეეცადა ყველანაირად ლამაზად გამოწყობილიყო, მართალია სალომესავით ხშირად არ ხარჯავდა ფულს ძვირიან და ახალ ტანსაცმელებზე, მაგრამ მის კარადაში ადგილი ნამდვილად ეკავთ, ელეგანტურ და საქმიანი ქალის კაბებს, თვითონაც ვერ ხვდებოდა ზოგჯერ რატომ ყიდულობდა ასეთებს, მათ სამუშაოზე ვერ ჩაივამდა რადგან ბარში მუშაობდა, ალბათ ინტუაცია, ან გული, ან ოცნება რასაც გინდათ იმას მიაწერეთ მაგრამ ახლა სარკის წინ შავ ქვედაბოლოს და თეთრ მოკლესახელოებიან პერანგში გამოწყობილი, თავზე დაკოსილი თმებით და ვარდისფერი, მისი ტუჩის სწორი ფერის ტუჩსასცხით, რომელიც მზეზე ოდნავ ბზინავდა. ფეხზე ულამაზესი, გაჭირვებიდან ბოლო თვეს ნაყიდი შავი მაღალ ქუსლიანები და ხელში ახალი ჩანთა რომელიც გუშინ სალომემ აჩუქა.
სალომემ ბევრი რამე აჩუქა, მეგობრობა, სითბო, სიყვარული, იმედი, ახალი სამუშაო და ახალი ჩანთა.
"გამიმართლა"
დილით ადრიანად გავიდა, ბავშვს ვერ მოასწრებდა ბაღში , სალომემ ადრე დაიბარა, ელენე რაღაც საბუტებს გადმოგცემს, 9ზე იქ უნდა იყოვო, რათქმაუნდა ამჯერადაც დაქალმა ითავა საყვარელი "დი"-ს შვილის წაყვანა ბაღში.
9ის ნახევარზე ტაქსი კორპუსთან იდგა და გოგონას ელოდა.
9ს ათი წუთი აკლდა ელენესკენ რომ მიაბიჯებდა და 9ზე ყველა საბუთზე ხელი ჰქონდა მოწერილი რომელიც მის უკვე იქ თანამშრომლობას ადასტურებდა.
-აუ სესილი არ მცალია და ეს საბუთები ქურციკიძის კაბინეტში შეიტანე და მაგიდაზე დააწყვე რა. ჰოლის მარცხენა ბოლოს ლვანის კაბინეტის გვერძეა.
-ქურციკიძე.. ეს გვარი ძალიან ეცნო, საიდანრაც ახსოვდა მაგრამ ვერ გაიხსენა საიდან. აი ის მომენტი ჰქონდა "ენის წვერზე ედგა" მაგრამ მაინც ვერ გაიხსენა.
ელენეს მითითებით სწორად გაჰყვა გზას, კაბინეტში შესვლამდ მიანწერებს შეხედა, არ შემეშალოსო . ხერგიანის გვერდით ქურციკიძე ეწერა, სახელებისთვის არ მიუქცევია ყურადღება, ისე შეაბიჯა ქურციკიძეს ოთახში მაგრამ სანახაობა სახარბიელო ნამდვილად არ აღმოჩენილა.
თეთრ იატაკზე გუშინდელი ყავის ლაქები მკვეთრად ემჩნეოდა, კაბინეტი ალკოჰოლის სუნით ყარდა,საიდანღაც სიგარეტის ნამწვავებიც ჩანდა. ზოგი საბუთი ძირს ეყარა. მაგიდის მეორე მხარეს, კედლისხელა ფანჯრის მხარეს შემობრუნებულ სავარძელში სილუეტი იჯდა, უკნიდან ვერ გაარჩია ვინ იყო, ჯერ ერთი ხელის მოსმით მთლიანად გაანათა ოთახი, შემდეგ ფანჯრის გასაღებად წავიდა, როდესაც ფანჯრისკენ შებრუნებული ,სავარძელში დემეტრე ამოიცნო.
ალბათ ის ერთადერთი იყო ვის ნახვასაც ყველაზე მეტად არ ელოდა აქ.მერე გვარი გაახსენდა რამოდენიმეჯერ ამოისუნთქა, ჩაისუნთქა. ღრმად გადაყლაპა ნერწყვი. და მამაკაცის ოდნავ შეჭმუხნული წარბები და თვალები რომლებიც ეს -ესაა გახელას, რომ ცდილობდნენ ,რომ არ ყოფილიყო ალბათ ნერვიულობისაგან ქვედა ტუჩიც შემოეჭმეოდა.
ამჯერად უფრო გაუძნელდა, რადგან ადრე თუ ადვილად ახერხებდა დაძაბული სიტუაციებიდან ამაყად და მედგრად გამოსვლას, ახლა ძლივსძლივობით აიკრა სერიოზული სახე, რომ ნერვიულობა არ დასჩნეოდა და მამაკცის შეეჭმუხნულ წარბებს თვალი ფანჯრის გახსნით აარიდა.

საშინელი წვა იგრძნო კისრის არეში და ალბათ ამ წავამაც გამოაფხიზლა, თუმცა ბედზე.. ჯერ ცალი თვალი დაჭყიტა და მის წინ მდგარი სილუეტი დალანდა, შავი არცთუ ისე გრძელი კაბა, სადღაც თეთრი ფერიც დაინახა.. მაგრამ სახე ვერ გაარჩია,ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს თავის ნაცვლად ლოდი ჰქონოდა, კიდურები ერთიანად დასუსტებული იყო, და როგორც არ ეცადა წამოდგომას მაინც ვერაფერს გახდა, ბოლოს ორივე თვალი მოფშვნიტა და გახელაც შეძლო. თავი იფიქრა ისევ სიზმარში ვარო, სესილის სილუეტი აათვალიერ-ჩაათვალიერა ხარბად. და საიდანღაც გოგონას წკრიალა და ხავერდოვანი ხმა,რომ ჩაესმა მაშინვე მიხვდა რომ სიზმრების სამყაროს კარგა ხნის დაღწეული ჰქონდა თავი.
-მგონი ცუდად ხარ, დავუძახო ლევანის? ხმაში ოდნავ ანერვიულება დაეტყო სესილის. ხელი ხელზე შეახო და დემეტერე რომ ასეთ მდგომარეობაში არ ყოფილიყო, ნამდვილად ხელის შეხებით არ დაკმაყოფილდებოდა.
ფრთხილად წამოწია თავი და სესილის ხელის მიშველებით ტყავის სავარძლიდან დივანზე გადაინაცვლა.
-დემეტრე..დემეტრეეე...
ხელით შეანჯღრია სესილიმ თავ ჩაქინდრული მამაკაცი.
-ჰო, კარგად ვარ.. მადლობა . ძლივს ამოღერღა, არადა სხვა დროს როგორ უნდოდა მასთან ლაპარაკი მაგრა, ამჯერად სიტყვებსაც ვერ უყრიდა თავს , იმდენად ებმოდა ენა.
-ეხლავე დამლაგებელს დავუძახებ და წყალს მოგიტან მოიცა. ბოლო სიტყვა თქვა და აორთქლდა.
სესილის აღარც ის დისტანცია ახსოვდა რომელიც თვითონ დააწესა, ახლა ერთს ფიქრობდა უარესად არ გახდესო და წყლის კონტეინერს მიაშურა, რაც შეიძლებოდა ცივი წყალი მოუშვა, ორი ჭიქა გაავსო და ქურციკიძის კაბინეტს მიაშურა, მიმღებში ელენეს სთოხავ დამლაგებელი გამოეშვა.
დაინახა როგორ შეუწუხდა გოგონას სახე უფროსზე, მაშინვე გადარეკა და დამლაგებელიც 3 წუთში კაბინეტში გაჩნდა
-აჰა, წყალი მოგიტანე, ამბობენ ნაბახუსევზე ცივი წყალი შველისო. მის გვერდით ჩამოჯდა და ჭიქა გაუწოდა. ერთი მოსმით დალია დემეტრემ და უნებართვოდ მეორე ჭიქაც მიაყოლა
-ერთი ჭიქა არაყი რო იყოს.. უხ ! ამოიგმინა და ჩვეულ პოზიციას დაუბრუნდა, თავი ისევ ხელებში ჩარგო.
დამლაგებელმა მალე მოასუფთავა კაბინეტი და სესილი მარტო დატოვა დემეტრესთან, უხერხული სიჩუმე ჩამოწვა. ერთს თავი უფეთქავდა, მეორეს გული..
-ჰმ.. ორი დღისწინ შენ მეუბნებოდი რომ დისტანცია დამეჭირა შენგან, ისედაც რომ აღარასდროს შევხვდებოდით.. იფიქრებდი რომ ზუსტად 2 დღეში მოხდებოდა ჩვენი მორიგი შეხვედრა?ისე ამოარაკრაკა დემეტრემ თავი ხელებიდან არ აუწევია
-ეს შეხვედრა ჩემი ინიციატივა არ ყოფილა.. მე უბრალოდ. აქ დავიწყე მუშაობა და საერთოდ შენთან საბუთები გამომატანეს. წამოენთო ქალბატონო და დოინჯშემორტყმული წინ გადაუდგა. ახლაღა ინება დემეტრემ და მის წინ გაცხარებბულ ქალს შეხედა, რომელსაც ბრაზისგანაც კი ასწითლებოდა ლოყები.
-რა საბუთები. სასხვათაშორისოდ იკითხა დემტრემ
-ჩემი თანამდედბობაზე დამტკიცები საბუთები, ლევანიმ უკვე მოაწერა ხელი. შენც უნა მოაწერო.
-და რომ არ მოვაწერო? აშკარად სესილის გაგიჟება უნდოდა და გამოუვიდა კიდევაც, გაცხარებულმა მიაძახა
-არ მოაწერ და თავში ქვა გიხლია-ო. და მთელი სიმძლავრით მოიჯახუნა კარი.
დემეტრეს წამით გაეღიმა მაგრამ კარის ხმაზე, ისედაც გასკდომამდე მისული თავი უფრო აუფეთქდა.
სესილის გასვლიდან 5 წუთი არ იყო გასული ლევანიმ შემოყო თავი ოთახში.
-მდაა.. ნაცნობი სიტუაცია. ასე ვფიქრობ კიდევ გატკინა ვიღაცამ გული. წარბებშეჭმუხნული მიუახლოვდა ძმაკაცს და მობუზულ წელზე ხელი ფრთხილად დაჰკრა.
-ორი დღე კიკეთში სესილისთან ერთად ვიყავი.
ვერც გაიაზრა ისე ამოარაკრაკა.
ჭორიკნობა არასდროს უყვარდა მაგრამ არც არაფერს უმალავდა ძმაკაცს.
ან რა უნდა დაემალა ადამიანისთვის რომელიც მის ცხოვრებაში ერთადერთი იყო ვინც ყოველთვის გვერდით ჰყავდა.
დემეტრე და ლევანი ერთდროულად მიიყვანეს ინტერნატში. ორივენი 5 წლისები იყვნენ. გასაკვირიც არ იყო ასე რომ დამეგობრდნენ. ორივეს უყვარდა სწავლა და თამაში უფრო მეტად მაგრამ მათ ასაკშიც კი უკვე გაცნობიერებული ჰქონდათ რომ უსწავლელად ვერაფერს მიაღწევდნენ და ამიტომ სკოლაც წარმატებით დაამთავრეს, ინტერნატიდანაც მშვიდობით გამოვიდნენ და უნივერსიტეტის კარიც გახარებულებმა მიხურეს.
არა რათქმაუნდა, არ იყო ადვილი. მითუმეტეს მცირე კლასებში, სხვა კლასელებისგან დაცინვა, მერე რათქმაუნდა როდესაც წამოიზარდნენ, ტანი აიყარეს, უფრო გასიმპათიურდნენ, სკოლაში "დვიჟენიას" ამყარებდნენ , ამიტომ ყველაფერი მათ განკარგულებაში იყო.
-რაა? აქამდე რატო არ მითხარი? ან სესილი, როგორ? ნორმალური გოგოს შთაბეჭდიილებას ტოვებს ბიჭო. აშკარად აფორიაქდა ლევანი
-არვიცი სესილი საიდან იქ და როგორ. მაგას არცააქვს მნიშვნელობა. ვერ ვივიწყებ ბიჭო გესმის? თავიდან არ ამომდის ის ორი დღე.არა სესილი არაა იმათნაირი. დედას ვფიცავარ. მოიტა ერთი ჭიქა არაყი ძმობას გაფიცებ. ღრმად ამოიოხრა და ლევანის გახედ რომელიც კარადის რომელიღაც კუთხიდან შოტლანდიორ არაყს ასხავდა.
არაყმა დამშრალი ყელი ერთიანად აუწვა.
-წამოიდ, სახლში წაგიყვან დაისვენე.
-სესილი?
-რა სესილი, რა? მაგაზე კიდევ დავილაპარკებთ ახლა წამოდი დაისვენე ბიჭო.
დემეტრე სახლში დატოვა და სალომეს სთხოვა, ოფისიდან არც თუ ისე შორს კაფეში შეხვედრა.


*საბუთებში ჰქოდა თავი ჩარგული სალომეს როდესაც მის ოთახში გამწარებული სესილი შემოვარდა. კარი მიკეტა და ჟალუზები ჩამოაფარ, მერეღა ჩაესვენა მოწყვეტით სავარძელში და მარჯვენა ხელით შუბლი დაიზილა
-აღარ შემიძლია დემტრეს ატანაა.
-ეს მხოლოდ დასაწყისია. ისე მშვიდად მიუგო თავი არც აუწევია მაღლა
-გამაგიჟებს სალ გეფიცები. ჩემს ნერვებზე თამაშობს.
-ასეთს რას აკეთებს, ყურადღებას ნუ აქცევ შენ კიდე. ჩასწორებული საბუთები გვერდით გადადო და სესილის პირადპირ ჩამოჯდა
-დღეს ელენემ მის კაბინეტში გამაგზავნა ხელის მოსაწერა, გალეშილი მთვრალი იყო. გონზე ძლივს მოვიყვანე და კიდე უტიფრად მელაპარაკა. ჩლუნგი.
ამოანთხია მთელი ბოღმა და დასამშვიდებელი ადგილი დაქალის მკლავებში მონახა..
სესილიმ რომ დატოვა მისი ოთახი ტელეფონიც მაშინ აწკარუნდა, ლევანი იყო
-გისმენ საყვარელო.
-სალ ოფისის მოპირდაპირეს კაფეში ჩამოდი, რაღაცაზე უნდა დაგელაპარაკო.
-კარგი 10 წუთში მანდ ვარ. ტელეფონი გათიშა ფანჯრიდან გადაიხედა და ოფისის პირდაპირ კაფე რომ დაიგულა მაშინვე ჩავიდა. ლევანი უკვე იქ ელოდა. კუთხეში სავარძელში ჩამჯდარი მაგიდას დასჩერებოდა.
-რამე მოხდა? გადაკოცნა და მის მოპირდაპირე სავარძელში ჩაჯდა.
-იცოდი სესილიზე და დემტრეზე? ისეთი თვალებით შეხედა, აშკარად პასუხს ეძებდა გაოგნებული გოგოს სახეზე.
-ამ.. მე? ხო.. რავი..
-ძალიან დაიბნა და ტუჩები საყვარლად ამობურცა
-საქმე ფულშია ხო? სხვაგვარად ფულის შოვნა არ შეიძლებოდა? მე გული გაგიხსენი მოგიყევი ჩემს ძმაკაცზე, შენ კი შენი დაქალი გაუშვი მასთან? ირონიუული ტონით უთხრა ლევანიმ რამაც ნამდვილად განაღიზიანა სალომე. ახლადდამჯდარი ფეხზე წამოხტა
-საქმე ფულში კი არა საქმე სესილის დედის ჯანმრთელობაშია, და როდესაც სხვა გამოსავალი არ არის მე ყველაფით ვეხმარები ჩემს დაქალს, ვაღიარებ რომ არ იყო მართებული საქციელი მაგრამ სხვა გამოსავალი როცა არ აქვს ადამიანს .. თუმცაა შენ რას გიხსნი. ფულები ხომ თავზე საყრელად გაქვთ.
ისე ამოენთო, ახლა რომ არ გასულიყო კაფედან შეიძლება უარესად ეჩხუბათ ამიტომ შურდულივით გავარდა და თავი პირველივე გაჩერებულ ტაქსის შეაფარა. ფანჯრიდან დაინახა როგორ გამოჰყვა უკან ლევანი მაგრამ უკმაყოფილო სახით დარჩა ქუჩის იქით მხარეს.ცოტა რომ გაუარა გაბრაზებამ და დაწყნარდა მიხვდა რომ არასწორად მოიქცა, მაგრამ სიამაყესაც ვერ გადააბიჯა. გულისსიღრმეში ხომ იცოდა რომ ლევანი მართალი იყო, თვითონაც აღიარა რომ არ იყო მართებული საქციელი, რომ ეს უკანასკნელია რითაც ალბათ ადამიანს ფულის შოვნა შეუძლია, მაგრამ იმდენად გაადწურული ჰქონდა იმედები სესილის.. თავის თავს ადანაშაულებდა სალომე, რადგან თვითონ წამოჭრა ეს აზრი, ამ სისულელემ პირველი მის ტვინში დაიბუდა.
თუმცა ლევანის ცინიზმსაც ვერ ხვდებოდა.
მამაკაცმა იცოდა როგორ უყვარდა სალომეს დაქალი, რომ მისგამო ყველაფერზე იყო წამსვლელი,არც სესილიზე ჰქონდა ცუდი წარმოდგენა, მითუმეტეს იმიტომ რომ სესილის შემდეგ დემეტრე არცერთ ბო*ს აღარ გაჰკარებია. ან იმიტომ რომ პირადად გაიცნო სესილი და ფაქტზეც რომ წაესწრო არ დაიჯერებდა ჩადენილს, თუმცა ადამიანს ბევრჯერ აყენებს ცოხვრება დარტყმას, ყველა სხვადასხვანაირად უმკლავდება ამ ყველაფერს..ლევანი გაბრაზებული იყო სალომეზე რადგან თვლიდა რომ გოგომ გაყიდა მისი გრძნობები. ან საიდან წამოეჭრა ეს სულელური აზრი, არადა იმასაც ნათლად ხედავდა რგორ უყვარდა სალომეს, და მერყეობდა. ისიც უნდოდა წასულიყო და ცინიზმისთვის ბოდიში მოეხადა, მაშინ როდესაც ნამდვილი დამნაშავე სალომე იყო, თუმცა ახლა მისთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა.. მთავარი სალომეს შემორიგება იყო, რადგან მის გარეშე გრძნობდა რომ ვეღარ სუნთქავდა..


*

-არვიცი საიდან გაიგო, ალბათ დემეტრემ უთხრა და ვიჩხუბეთ. თავს საშინლად ვგრძნობ სეს..ატირებულმა დაქალის მხარი დანამა.
-ხომ გეუბნევი, როგორ მაღიზიანებს ეგ დემეტრე, უხ მოვკლავ! თვალებიდან ნაპერწკალს ყრდია სესილი.
ალბათ უფრო დემეტრეზე კი არა თავის თავზე ბრაზობდა, რადგან თავის თავს თვლიდა სწორედ იმ განხეთქილების მიზეზად რაც ლევანისა და სალომეს შორის იყო.
კარგა ხანს იტირა სალომემ, მერე ძალაგამოცლილს მშვიდად ჩაეძინა..
თან ფიქრობდა სესილი და თან დაქალს ტავზე მონოტონურად უსმევდა ხელს.
"გავგლიჯავ ალბათ " აფეთქებამდე ცოტაღა ეკლდა, თავსაც ვეღარ აკონტროლებდა ალბათ. სწრაფად ამოიცვა ფეხზე და უჩუმრად გაიხურა ბინის კარები.
სადარბაზოსთან ზარმა გააჩერა
-ხო დე? ეს იმ ერთ-ერთთაგანი იყო რომელიც შვებას მოგვირდა ახლა
-შვილო, ბავშვს დაეძინა. არ მოხვალთ თქვენ?
-არა დედიკო, დღეს ჩვენთან დავღცებით, სალომე ცუდათ გრძნობს თავს.
-რაიყო , რამე ხომ არ მოუვიდა სესილი.
-არაფერი ისეთი, დე მერე მოგიყვები. კოცნის იმიტაცია გააკეთა და დემეტრეს სადაბრაზოს ლიფტს გამოუძახა
-მე შენ გიჩვენებ სეირს. სიცარიელეს დაემუქრა და ათიოდე წამში მეათე სართულზე აღმოჩნდა. ორჯერ დააზარუნა, 3 ჯერ დააკაკუნა მაგრამ ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. ის ის იყო წასვლას აპირებდა როდესაც კარი გაიღო და იქიდან ტანს ზევით შიშველი დემეტრე გამოჩნდა. ნერწყვი ღრმად გადაყლაპა სანახაობით გაგიჟებულმა ქალმა, თითების თრთოლვა ძლივს დამალა და მომღიმარ მამაკაცს შეხედა რომელსაც სესილის დანახვაზე ნამდვილად სიმაოვნება აღბეჭდვოდა სახეზე.
-ნერვიულობა არ იყო საჭირო, ეხლა უკეთ ვარ. ცინიკური სიტყვებით და ხელის ბიძგით შეიპატიჟა შინ სესილი.
არც ის მორიდებია არაფერს. თამამად შევიდა და მისაღებში არ მისული მამაკცის წინ დოინჯშემორტყმული აიტუზა
-ეხლა კარგად მომისმინე ქურციკიძე, რაც ჩვენს შორის მოხდა, ეს მხოლოდ ჩვენ გვეხება. და არა სხვა ვინმე დანარჩენს. რა უფლებით უყვები იმ ყველაფერს სხვებს.
-ყველაფერში თუ იმ ვნებიან ღამეებს გულისხმობ.. ტუჩი შესამჩნევად მოიკვნიტა დემეტრემ და ის-ის იყო სესილის მწარე სილა უნდა მოხვედროდა ჰაერშივე რომ შეაჩერა მისი ხელი და ახლოს მიიზიდა..
სესილის მთელი ტანით აკრობოდა, ჯერ დასცა, ფერები გადაუვიდა ათრთოლებულ გოგონას, მერე მისი ტუჩების სიახლოვეზე საერთოდ გაგიჟდ ადაიბნა, უნდოდა ეყვირა, ერთი ამბავი აეტეხა, მუშტები დაეშნა მისთვის მაგრამ ჩუმად იდგა და დემეტრეს ყოველ ნაბიჯს აკვირდებოდა, არადა მამაკაცის მიზანი მისთვის ასეთი ნათელი იყო, თუმცა მის მკლავებში აღმოჩენილს თავის დაღწევაც აღარ უნდოდა. უბრალოდ არ უტყდებოდა თავს ამაში..
როდესაც მოფართხალე კურდღელი გაჩერდა დემეტრემ სახე რაც შეიძლებოდა ახლოს მისწია ისე რომ ცხვირი მის ლოყებს ეხებოდა და ახლა სახის მთრთოლვარე მიმიკებსაც ისევე გრძნობდა როგორსაც ხელებისას, და გგრძნობდა რომ სესილის მთელს ტანში ცრიდა, მისი შეხებისას, მაგრამ მაინც ვერ მოთოკა ვერანაიარი გრძნობდა, რადგან მასთან ყოფნისას სადღაც იკარგებოდა, კოსმოსის უკიდეგანო ნაპირებზე..სესილის სუთქვა რომ შეიგრძნო ზედა ტუჩზე ერთიანად იფეთქა ყველაფერმა და მთელი მოწიწებით და ვნებით დააცხრა ქალს ტუჩებზე..



№1  offline აქტიური მკითხველი lalita

აი უმაგრესი ხარ სასწაულად გადმოსცემ მათ გრძნობებს ყოჩაღ.

 


№2  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ვაუუ მაგარი იყო მალე დადე რააა

 


№3  offline მოდერი bibo

Vau magra momwons me es wyvilebi da ra vqna

 


№4  offline მოდერი sameone crazy girl

ძალიან კარგი იყო love ველოდები შემდეგს

 


№5  offline წევრი Dikunadiko

მე კიდე თქვენ მომწონხართ <3 ძალიან დიდი მადლობა შეფასებებისათვის <3

 


№6  offline წევრი NataShka()()()

რა კარგი იყოო <3 შესანიშნნავიაა ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად <333
--------------------
ნ.ორბელაძე

 


№7 სტუმარი sevdis peria

არ ვიცი რატომ მომინდა დღეს პირველად დამეწერა შენს ისტორიაზე კომენტარი რადგან უკვე ძალიან დიდ ხანია ამ საიტის მკითხველი ვარ და თითოეული წაკითხული ისტორია ძალიან მიმაქვს გულთან ახლოს მაგრამ შენი ისტორიები რომ წავიკითხე სულ სხვანაირი შეგრძნება დამეუფლა,თითქოს გულის ღრმა კუნჭულშიც ჩAმწვდა და მთელი ჩემი არსება მოიცვა,მითუმეთეს 13 გზა რომ წავიკითხე,თავიდანვე მივხვდი რომ ამ ჩანახატში რეალობაც ძალიან ბევრი იყო და ძალიან გული მეტკინა მისი წაკითხვის დროს,მაგრამ მართლა ძალინ მომეწონე და მინდა რომ გისურვო ყველაფერი კარგი ცხოვრებაში და ყველა შენი გასავლელი გზა ისე გაგევლოს როგორც შენს გულს უნდა.წარმატებები ცხოვრებაში...პირველად დავწერე საერთოდ კომენტარი და არ ვნანობ რომ დავწერე ყოველთვის თავს ვიკავებდი მაგრამ ეხლა ვეღარ შევიკავე..ძალიან მინდა რომ ეს ისტორია მალე გააგრძელო ძალიან მომწონე და შენი წერის სტილიც მომეწონა,მეც ვწერ რაღაცეებს მაგრამ არასოდეს მიცდია გასაჯაროება და ალბათ არც არასოდეს გავაკეთებ ამას,მაგრამ შენ გულით და სულით გისურვებ ყოველივე კარგს... <3 :*

 


№8  offline წევრი Dikunadiko

sevdis peria
არ ვიცი რატომ მომინდა დღეს პირველად დამეწერა შენს ისტორიაზე კომენტარი რადგან უკვე ძალიან დიდ ხანია ამ საიტის მკითხველი ვარ და თითოეული წაკითხული ისტორია ძალიან მიმაქვს გულთან ახლოს მაგრამ შენი ისტორიები რომ წავიკითხე სულ სხვანაირი შეგრძნება დამეუფლა,თითქოს გულის ღრმა კუნჭულშიც ჩAმწვდა და მთელი ჩემი არსება მოიცვა,მითუმეთეს 13 გზა რომ წავიკითხე,თავიდანვე მივხვდი რომ ამ ჩანახატში რეალობაც ძალიან ბევრი იყო და ძალიან გული მეტკინა მისი წაკითხვის დროს,მაგრამ მართლა ძალინ მომეწონე და მინდა რომ გისურვო ყველაფერი კარგი ცხოვრებაში და ყველა შენი გასავლელი გზა ისე გაგევლოს როგორც შენს გულს უნდა.წარმატებები ცხოვრებაში...პირველად დავწერე საერთოდ კომენტარი და არ ვნანობ რომ დავწერე ყოველთვის თავს ვიკავებდი მაგრამ ეხლა ვეღარ შევიკავე..ძალიან მინდა რომ ეს ისტორია მალე გააგრძელო ძალიან მომწონე და შენი წერის სტილიც მომეწონა,მეც ვწერ რაღაცეებს მაგრამ არასოდეს მიცდია გასაჯაროება და ალბათ არც არასოდეს გავაკეთებ ამას,მაგრამ შენ გულით და სულით გისურვებ ყოველივე კარგს... <3 :*


ვაიმე რა საყვარელი ხარ <3 უღრმესი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის, აი არ წარმოგიდნენია, რა გრძნობა მეუფლება როცა ვინმე ღირსად თვლის ჩესმ ნაჟღაბნს წასაკითხად. ვიცი რომ არაა უმაღლესი კლასის წერის სტილი, და ვიცი რომ აქაურ მწერლებს ვერ გავუტოლდები, მეტიც მაგრამ როცა მეწერება თუ არ დავწერე დაგულში შევინახე თავს ცუდად ვგრძნობ, ამიტომ მირჩევნია დავწერო, ოღონდ დავწერო გულით. ძალიან მიყვარს თქვენი თითოეული კომენატრი, შეფასება კრიტიკა. პირადა შენ მადლობა რომ შემიფასე. <3 უღრმესი მადლობა

 


№9 სტუმარი sevdis peria

საერთოდ თვითკრიტიკა ყველაზე კარგია მე თუ მკითხავ და ძალიან მიხარია რომ შენი თავის მიმართ ასეთი კრიტიკული ხარ,მაგრამ მთლად ესეც არ ვარგა მართლა ძალიან საინტერესო ისტორიები გაქვს და მე ძალიან დიდი სიამოვნებით ვკითხულობ,აქ ძალიან ბევრის ისტორია მაქვს წაკითხული მაგრამ ნუ იტყვი რომ იმათზე რამით ნაკლებად წერ პირიქით ბევრს მართლა ჯობიხარ ნათქვამია მჯობნის მჯობნი არ დაილევაოო მაგრამ შენ ესე გააგრძელე და შენი გული გაანთავისუფლე,როცა კიი წერა მოგინდება წერე.მე ძალიან მსიამოვნებს ამ ყველაფრის წაკითხვა და სხვისი არ ვიცი გელოდებიი ძალიან მალეე მაინტერესებს მოვლენები როგორ განვითარდებაა, წარმატებები და ძალიან მომწონხარ <3 <3 love love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent