შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქიმიური მუხტი [1]


11-11-2015, 17:57
ავტორი მარრიამი
ნანახია 7 952

- ბელა კარგი რა, არ მოგბეზრდა მაინც ასე ცხოვრება?
- ლიკა კარგი რა, არ მოგბეზრდა მაინც ყოველ დღე ერთი და იმავეს გამეორება? _ ღიმილით შეაგება იგივე პასუხი კარგად ნაცნობ კითხვაზე.
- არაფერი დაშავდება ორი კვირით თუ წამოხვალ.
- რა მინდა? უნდა იყოთ შენ, შენი ძმა, მისი მეგობრები, შენი მეგობარი და მე, არ მხიბლავს ეს იდეა.
- როდემდე უნდა იცხოვრო ასე ჩაკეტილად?
- მე მომწონს ასე ცხოვრება, საერთოდაც ვერ ვხვდები რატომ მაინცდამაინც მე ლიკა?
- იმიტომ, რომ ყველაზე განსვავებული ხარ, თან ძალიან კარგი ადამიანი, ძალიან ჩაკეტილი, ჰოდა მე გადავწყვიტე ცოტა ხალისი შემოვიტანო შენს ცხოვრებაში _ ამაყად მოიღერა ყელი და აკისკისდა.
- ძალიან კარგი გოგო ხარ ლიკა, მაგრამ..
- არავითარი მაგრამ _ შეაწყვეტინა _ თუ გინდა შენს მშობლებს მე დაველაპარაკები.
- ვერ დაელაპარაკები, მშობლები არ მყავს.
- მაპატიე _ შეიცხადა _ ხედავ? უკვე მთელი წელია ერთ კურსზე ვართ და ასეთი უბრალო რამეც კი არ ვიცი შენს შესახებ, ასე როგორ შეიძლება.
- ზოგადად ამ თემაზე არ ვსაუბრობ.
- ნუ ისაუბრებ ამ თემაზე, მაგრამ წამო.
- ლიკა, ისევ თავიდან იწყებ?
- ბელა გთხოვ, რა დაშავდება? თუ ოჯახიდანაა რამე პრობლემა, ვისთანაც ცხოვრობ, მე დაველაპარაკები.
- მხოლოდ უმცროსი და მყავს აქ.
- ჰოდა მით უმეტეს, მოწყდი ორი კვირით წიგნებს და სახლს, არაფერი მოხდება, შენი დაც წამოიყვანე.
- არ ვიცი ლიკა, არ მინდა.
- კარგი, მაგრამ იფიქრე კიდევ, გთხოვ, წინ ორი დღეა.
- ვიფიქრებ _ გაუღიმა და დაემშვიდობა.

ჯერ მხოლოდ ერთი წელია რაც მარტო ცხოვრების სიძნელეს შეეჭიდნენ ბელა და ლელა. არ უნდოდათ ბებიის დატოვება, მაგრამ სხვანაირადაც არ გამოდიოდა, უნდა ესწავლა. საკუთარი შესაძლებლობებით ჩაირიცხა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ყველა სხვა მიზეზთან ერთად ეს ფაკულტეტი აირჩია, რადგან უფასო იყო. სოფელშ მცხოვრები ბებია და ბიძა ეხმარებოდნენ ფინანსურად. ყოველთვის ჩაკეტილი პიროვნება იყო და ასე გააგრძელა. გაუკვირდა კიდეც ლიკამ მასთან ურთიერთობის სურვილი რომ გამოთქვა. მთელი წლის განმავლობაში მისი ჩაცმულობა არა ერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. თითქოს-და ვის აინტერესებდა ერთი უბრალო გოგო ან მისი ჩაცმულობა, მაგრამ ფაქტი ერთი იყო, მასზე საუბრობდნენ. რაც მართალია მართალია, საკმაოდ განსხვავებულად და ზედმეტად მოკრძალებულად ეცვა, მაგრამ ამდენად საყურადღებოდაც არა. ძირითადად გრძელ, შავ ქვედაბოლოებს ატარებდა, ზედებიც სულ დახურული და მუქი ფერები. უბრალოდ ასე თავს კომფორტულად გრძნობდა, ეგონა ვერაფრით აიტანდა საკუთარ ტანზე მოკლეს. ეს ყველაფერი ალბათ ერთ დროს არსებული ჭარბწონიანობის კომპლექსიც იყო. თუმცა ზედმეტი კილოგრამები აღარ ჰქონდა, მაინც ძველებურ სამოსს ატარებდა. სწავლა და წიგნები იყო მისი ცხოვრებისეული ფუნქცია, ასე ფიქრობდა თვითონ.
ლიკასთან საუბრის შემდეგ, მთელი დღე ეს დიალოგი ახსენდებოდა. ხვდებოდა, ლიკა მართალი იყო. სამუდამოდ ასე ჩაკეტილი, ასე უმეგობრო ვერ იქნებოდა, ეს ორი კვირა კი საუკეთესო შანსად ესახებოდა ლიკასთან მეგობრობის წამოსაწყებად. ლელასაც წაიყვანდა, ცოტას გაერთობოდა, თვითონაც გაიხსნებოდა. წასვლა გადაწყვიტა. მეორე დღესვე დაელაპარაკებოდა ლიკას.
ლელაც აღფრთოვანებით შეხვდა შემოთავაზებას. ყოველთვის ხიბლავდა მსგავსი რაღაცები. ისეთი ემოციით საუბრობდა მომავალ ორ კვირაზე, ბელასაც კი გაუქრო ორჭოფული ფიქრები.

-_-_-_-_-
- ლიკა, გამარჯობა _ მიეგება უნივერსიტეტიდან გამომავალ გოგონას.
- გამარჯობა _ გაუღიმა ლიკამ.
- აბა, როგორ დაწერე?
- მგონი კარგად, თან გახარებული ვარ, ბოლო იყო და დავისვენებ აწი, შენ?
- მეც მგონი კარგად. იცი? მე პასუხი მოვიფიქრე.
- მართლა? გისმენ _ ყავისფერი თვალები შეანათა.
- წამოვალ.
- მართლა? რა მაგარია ბელა, ძალიან გამახარე _ გახარებულმა ტაში შემოსცხო.
- მაგრამ იიც, ჩემი დის წამოყვანაც მინდა _ უხერხულად ჩაიბურტყუნა.
- ჰო, რა თქმა უნდა. მისმინე, გადავწყვიტეთ ხვალ დილით წავიდეთ, შენ და შენს დას მანქანით გამოგივლით და მზად დაგვხვდით.
- კარგი გაუღიმა.
- კარგი, ხვალამდე _ დაემშვიდობა და ნელი ნაბიჯებით გაუყვა ქუჩას,

საღამოს ბარგი მზად ჰქონდათ. ლოგინზე მიწოლილს ჭერისკენ აღეპყრო თვალები, ლოგინის გვერდით სანათური ედგა, ეშინოდა სიბნელეშ მარტო ყოფნის. ეს შიში ვერაფრით დაძლია. ბოლომდე მაინც არ იყო დარწმუნებული გადაწყვეტილების სისწორეში, მაგრამ უარსაც ვეღარ იტყოდა, ვერც დას და ვერც ლიკას ვერ დააღალატებდა.
დილითაც, შვიდ საათზე ლელაც და ბელაც გამზადებულები ჩამომსხდარიყვნენ ტახტზე. ლიკამ როგორც კი დაურეკა, ჩანთებს ხელი მოჰკიდეს და სახლიდან გავიდნენ. საგულდაგულოდ ჩაკეტა კარები და მშვიდი ნაბიჯებით დაუყვა კიბეებს. ლელა უკვე სადარბაზოს გასასვლელთან იდგა.
- გამარჯობა ბელა _ გაუღიმა ლიკამ და გადაკოცნა.
- გამარჯობა, ეს ჩემი დაა-ლელა.
- სასიამოვნოა ლელკა _ უცებ შეულამაზა სახელი _ მე ლიკა ვარ.
- ჩემთვისაც სასიამოვნოა.
- მოდით, ლანასაც გაგაცნობთ. ლანუ, გადმო მანქანიდან, გაიცანით ჩემი მეგობარი ლანა, ლანა ესენი ბელა და ლელა.
- სასიამოვნოა ერთხმად ჩაილაპარაკეს გოგონებმა.
- ჩვენ ჩვენი მანქანით მივდივართ, ბიჭები უკვე გზაში არიან, ასე რომ წავედით.

მთელი გზა ენა არ გაუჩუმებიათ ლიკას და ლანას.. თავიდან ლელა უხერხულად გრძნობდა თავს, თუმცა ისიც მალე ალაპარაკდა. აი ბელა კი, მშვიდად უსმენდა მოსაუბრეებს და არც კი ცდილობდა აჰყოლოდა.
- სად მივდივართ? ჩემს დას არ უთქვამს.
- შორს _ გაუცინა ლიკამ.
- სულ ზევით, ზევით, მაღლა და მაღლა _ წაიღიღინა ლანამ.
- ლეჩხუმში მივდივართ.
- კარგია, სოფელი?
- ნასპერი.
- არ გამიგია..
- არაუშავს, ახლა რომ ნახავ, აღარ დაგავიწყდება.
- ბევრი დარჩა? _ ძლივს ამოიღო ხმა ბელამ.
- ჯერ სად ხარ, მთელი ორი საათი კიდევ წინ გვაქვს.
- მანქანა ისევ ვერ ადის ბოლომდე? _ ჩაერთო ლანაც.
- არა, სოფლის შესასვლელში უნდა დავტოვო ისევ მაზოსთან.
- და იქიდან ფეხით უნდა ავიდეთ? _ დაიჭყანა.
- არა, ფეხით ვერ ავალთ, დამღლელია, თან ღამე.. ბიჭები ავლენ და მობრუნდებიან ჩვენს წასაყვანად, იმათი მანქანა ადის ბოლომდე.
- კიდევ კარგი.

ორი საათი არც ისე მალე გავიდა მგზავრობაში, ამას დაემატა საოცრად არაკომფორტული გზა და ამდენი ჯაყ-ჯაყისგან უკვე გულისრევის შეგრძნება აწუხებდა ბელას.

- მოვედით _ ხალისიანად გამოაცხადა ლიკამ და მანქანა გააჩერა _ გადმოსკუპდით ახლა, მე შევიყვან მანქანას მაზოსთან და ბიჭებიც ჩამოვლენ მალე.

მანქანა შეიყვანა, თუმცა ბიჭები არ ჩანდნენ. დაახლოებით ნახევარი საათი ელოდნენ და როცა მიხვდნენ, რომ მათი იმედი აღარ უნდა ჰქონოდათ, ფეხით გაუყვნენ გზას. თან მთელი გზა მონდომებით ლანძღავდა ლიკა მატყუარებს. ბარგი ბიჭების მანქანაშ იყპ, გოგონეს თხლად ეცვათ, ლეჩხუმში კი საკმაოდ ციოდა საღამოს, ამიტომ უკვე კანკალებდნენ სიცივისგან, ერთმანეთს ეკვროდნენ და იბუზებოდნენ.

- ერთი მაგათი თავი მაცემინა _ იმუქრებოდა ლიკა.
- უნამუსოები არიან რა _ წუწუნებდა ლანაც.

უკვე შესასვენებლად ჩამოსხდომას აპირებდნენ, მანქანის ხმა რომ გაიგონეს. არ შემცდარან, ნამდვილად ბიჭების მანქანა იყო. მათ წინ გაჩერდა, იქიდან კი მომღიმარი სახით გადმოვიდა ბიჭი.

- ყოჩაღ თქვენ, რაღას ჩამომიყვანეთ, ამოხვიდოდით ბარემ.
- შენ თავში ტვინი გააქვს? _ გააფთრებული მისჩერებოდა ლიკა.
- რატომ ბრაზობ ლიკუნა? _ კვლავ მშვიდად იყო ბიჭი.
- რატომ ვბრაზობ? სად იყავი ამდენ ხანს?
- ჯოკერს ვთამაშობდით.
- არ ვხუმრობ!
- არც მე, ჯოკერს ვთამაშობდით ვინ უნდა წამოსულიყო თქვენს ამოსაყვანად.
- სულ გაგიჟდით? ასე ყველას ერთიანად როგორ გამოგილაყდათ ტვინი?
- ლიკა დაწყნარდი _ ოდნავ მიკრა მხარი ბელამ.
- რა დამაწყნარებს, არა გეკითხები რა დამაწყნარებს?! ჩვენ აქ ვიყინებით და ეს ვაჟბატონები ერთობიან თურმე.
- მორჩი წიკვინს, თორემ სულ აქ დაგტოვებ.
- არა რა, საკუთარუ სისხლი და ხორცი როგორ მოვკლა?
- გეყოფა დაიკო, მიდით, ჩასხედით ქალბატონებო.

ლიკა მთელი დარჩენილი გზა ისევ ილანძღებოდა. ლუკა ისევ მშვიდად იყო, გოგონებს უკვე ეცინებოდათ. კიდევ ნახევარ საათიანი ჯაყ-ჯაყის შემდეგ, როგორც იქნა საბოლოოდ გაჩერდა მანქანა. ქოთქოთით გადავიდა ლიკა და გადაყვნენ გოგონებიც. ჭიშკარი შეაღო და ქვით მოპირკეთებულ ბილიკს დაუყვა.

- ბებიკოო _ თბილად ჩაეხუტა სახლიდან მომავალ ქალს _ როგორ ხარ ბებიკო?
- მე რაღა საკითხავი ვარ ბებია, თქვენ იყავით კარგად და..
- ჩვენ კარგად ვართ ბებიკო, ნახე როგორი კოხტა გოგოები ჩამოგიყვანე, ლანას ხომ იცნობ? ესენი კიდევ ბელა და ლელა არიან, დები. ესეც ჩემი ბებიკო ნანია.
- სასიამოვნოა _ მორიდებულად გაუღიმა ბელამ.
- მობრძანდით შვილო, მობრძანდით, სახლში თბილა, აგრილდა გარეთ უკვე.
სახლში შესულებს კიდევ ორი ბიჭი დახვდათ.
- უსაქმურები _ გაბრაზებულმა დაუღრინა ლიკამ.
- გეყოფა ცოფების ყრა და გაგვაცანი შენი მეგობრები.
- ჯერ არ დამიმთავრებია თქვენთან. ლანას იცნობთ, ბელა და ლელა. ეს ბედ-დოვლათები ჩემი ძმის, ლუკას თამადობით და მისი მეგობრები ილია და ლეო.
- სასიამოვნოა _ უკვე მერამდენედ გაიმეორეს ეს სიტყვები დებმა.
- რა ზრდილობიანი „სასტავია“ _ ჩაილაპარაკა ერთ-ერთმა.
- ჩვენთვისაც სასიამოვნოა _ გაუცინა ლუკამ _ ამათ ნუ მიაქცევთ ყურადღებას.
- დასხედით გოგოებო _ ტახტისკენ მიანიშნა ლიკამ.
ჩამოსხდნენ, კაბის ბოლო იატაკზე დასთრევდა ბელას.
- ვივახშმოთ და დავისვენოთ მერე, თორემ ძალიან დავიღალეთ, მით უმეტეს ამათმა რომ მანქანით გვატარეს _ ტუჩები უკმაყოფილოდ დაბრიცა ლიკუნამ.
- ბებო ხაჭაპურებს აცხობს _ კმაყოფილი მზერით შევიდა ლუკა ოთახში.
- ჰო, დაიმსახურეთ და _ დაისისინა ისევ.
- აუუ, კიდევ დიდ ხანს უნდა მაყვედრ ნახევარი საათი ფეხით სირული?
- ცხოვრების ბოლომდე _ თვალები მოჭუტა.
- ეე, ლიკუნ მარტო შენ რომ წუწუნებ ხომ ხედავ არა? _ გამოეხმაურა ილია.
- იმიტომ, რომ დანარჩენები სტუმრები არიან და ვერ ბედავენ.
- ბავშვებო, სუფრა გავშალე, მოდით აქეთ _ გამოსძახა ბებომ.
- რად გინდოდა ბებო მანდ გაშლა? აქვე დავსდებოდით შინაურულად.
- დღეს სტუმრები ხართ და ხვალიდან სადაც გინდათ იქ გაშალეთ _ გაუცინა.
- კარგი, ავბარგდით აბა და გადავედით იქით.

ივახშმეს, მიუხედავად ბევრი უარისა, გოგონები მაინც მიეხმარნენ სუფრის ალაგებაში, ჭურჭელიც თვითონ დარეცხეს და ოთახებიც თვითონ მოაწესრიგეს.

- მე დავიძინებ რა _ გაუღიმა გოგონებს ბელამ _ მგზავრობა ძალიან მღლის.
- ჰო დაიძინე.
- მეც დავრჩები _ დის გვერდით მოკალათდა ლელა.

პირველ სართულზე ჩავიდნენ ლიკა და ლანა. ბიჭები გარეთ ისხდნენ და საუბრობდნენ.
- ლიკუნ მოდი ერ წამით.
- რა გინდათ?
- აუ შენ კიდევ გაბრაზებული ხარ? კაი რა.
- გისმენ.
- მოკლედ, ის შენი დაქალი, ბელა და ის მეორეც, მაგარი უცნაური ტიპები არიან ხომ?
- ილია, სულ ორი საათია რაც გაიცანი, საიდან დაადგინე რომ უცნაურები არიან?
- დავიწყოთ ჩაცმულობით, ბელას უცნაურად აცვია, მერე სულ ჩუმად არიან, ლელას კიდე არაუშავს, ის ბელა სულ თავდახრილი ზის.
- მშვენიერი გოგოები არიან, ასეთი ჩაცმის სტილი აქვს, ხასიათითაც მშვიდები არიან, შენსავით თამამად რომ არ იქცევიან, არ ნიშნავს იმას, რომ უცნაურები არიან.
- ჰო კარგი, მაგრამ მაინც არიან რა.
- ილია, იცოდე არ აგრძნობინო შენი დამოკიდებულება, თორემ მოგკლავ.
- ჰო კარგი, ხმას არ ვიღებ, ვინ არის ეს.
- ძალიან კარგი. ბელა კარგი გოგოა, უბრალოდ ცოტა ჩაკეტილი, ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს.
- გავიგე გოგო, ნუ გაილექსე, ვაჰ.

-_-_-_-_-
დილით რომ გაიღვიძა ბელამ, ლელას ისევ ეძინა. ვერაფრით გააგრძელა ძილი. მიჩვეული იყო უკვე. რაც მარტო ცხოვრება დაიწყეს, მას შემდეგ ადრე დგებოდა, სასწავლებელში წასვლამდე სახლს ალაგებდა, დას უმზადებდა საუზმეს და მხოლოდ შემდეგ მიდიოდა თვითონ. ლელაც არ იყო პატარა, მეთერთმეტე კლასი დაამთავრა, ახლა წინ შრომატევადი წელი ჰქონდა, აბიტურიენტობა, გამოცდები. ბებია და ბიძა რომ არ ჰყოლოდათ, არც კი იცოდა როგორ მოახერხებდნენ ამ ყველაფერს. უხმაუროდ მოემზადა, ჩვეულებისამებრ გრძელი, შავი კაბა და მუქი მწვანე მაისური ჩაიცვა. მაგრამ დილის სუსხი ბატონობდა ნასპერში, უკან შებრუნდა და შავი მოსაცმელიც მოიცვა. ისევ აივანს დაუბრუნდა, მოაჯირს დაეყრდნო და წინ, ამაყად მომზირალ მთებს გახედა. საოცარი სიმშვიდის შეგრძნება დაეუფლა, ხის სუნი გამეფებულიყო მთელ სახლში. ხისგან იყო აშენებული მთელი მეორე სართული, აივანი, მოაჯირი, იატაკი, კედლები, ყველაფერი ხის იყო და შესაბამისად, ბელასთვის სასიამოვნო სუნსაც გამოსცემდა. ისე გაიტაცა მთების ყურებამ, ვერც კი შენიშნა ეზოში გამოსული ილია.

- დილა მშიდობის _ ხმაურიანად ასძახა გოგოს და თან ცალი ხელით მზე მოიჩრდილა.
- გამარჯობა _ ჩუმად მიესალმა ბელაც. ილია კი მხოლოდ ტუჩების მოძრაობით მიხვდა რა უთხრა.
- მანდ ყველას ძინავს? _ ბელამ უბრალოდ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. _ ჩამო მერე ქვემოთ, რამდენ ხანს უნდა იყო მარტო და ჩუმად? _ გოგონამ მხრები აიჩეჩა _ ჩამო, ჩამო, გელოდები _ სასწაული სურვილი გაუჩნდა მასთან კონტაქტის ბიჭს, დააინტერესა ილია ამ გოგომ, რაღაცით მიიზიდა. ვერ ხვდებოდა მართლა ასეთი იყო თუ თამაშობდა.
ნელი ნაბიჯებით წავიდა ბელა კიბეებისკენ, კაბის ბოლო აიწია და ფრთხილად ჩაიარა საფეხურები.
- შეგცივდა? _ გაუცინა ბიჭმა და მოსაცმელზე მიანიშნა.
- ჰო _ უხერხულად გაუღიმა.
- რატომ ხარ ასე მორცხვად? _ კითხვამ აუწითლა ლოყები _ ახლაც გაწითლდი, არადა არაფერი მითქვამს _ ჩაიცინა.
- მე..მე უბრალოდ ასეთი ვარ _ დაბნეული ალუღლუღდა.
- კარგი, კარგი, ნუ დაიბენი. შეგიძლია დამეხმარო? _ კითხვისნიშნებიანი მზერა მიაპყრო გოგონამ. _ შეგიძლია წყალი დამისხა, ხელ-პირი რომ დავიბანო?
- კი.
- კარგი, წამო, სათლი და ქილა იქ დევს და დამეხმარე. მაინცდამაინც ახლა გაფუჭდა ონკანი.
წინ მიდიოდა ილია და ბელაც უკან მიჰყვებოდა. სათლიდან წყალი ამოიღო ბელამ და გასწორდა წელში.
- ერთი წუთით _ გაუღიმა ბიჭმა, სწრაფად გადაიძრო მაისური და არც შეუმჩნევია გოგონას გაოცებული, აჭარხლებული სახე. ფეხები განზე გაშალა, წელში ოდნავ მოიხარა, ხელები შეატყუპა და წინ გასწია. წყალი რომ აღარ დაასხა ბელამ, გაკვირვებით ახედა. _ რა მოხდა?
- არა..არაფერი, უკაცრავად _ დაბნეული ლაპარაკობდა. თვალები დახარა და ილიას პეშვი წყლით გაუვსო. ბიჭმა ხელ-პირი დაიბანა, სხველი ხელები კისერზე მოისვა, თმებზეც გადაისხვა და წელში გასწორდა. იქვე, ხის ტოტზე მიფენილი პირსახოცი აიღო და შეიმშრალა. ბელა ჯერ ისევ აწითლებული ადევნებდა თვალს ბიჭის ლაღ ქმედებას.
- ჰეი, რა გჭირს? _ მხარზე ხელი შეახო. შეშინებული შეხტა ბელა. _ რა დაგემართა?
- რა, რა ხდება?
- ამდენი ხანი გაშტერებული მიყურებ, ეგ ლოყებიც მიჩურინის ვაშლივით აგწითლებია, გეძახი და ვერ გაგაგონე.
- უკაცრავად _ თვალები დახარა, ილიას კი ხარხარი აუტყდა.
- მოიცა, მოიცა მივხვდი, მეც კარგი რაჭველი ვარ, რა გვიან „მოვწვი“, მაისური რომ გავიხადე ეგ „გაგიტყდა“? _ სიცილს აგრძელებდა ბიჭი. უკმაყოფილოდ გახედა ბელამ, ქილა სადთლში ჩააგდო და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა მეორე სართულისკენ. ილია კი კვლავ იცინოდა.

გაბრაზებულმა შეიკეტა კარები. თავხედი ბიჭი, ის არ ეყო რომ გაშიშვლდა, დასცინა კიდეც. არა, რა მოხდა რომ „გაუტყდა“ მისი გახდა. გონებაში გამოაჯავრა ილიას ჟარგონებს. სულ აღარ შეხედავს. ვინ იცის კიდევ რამდენჯერ ინანებდა იქ წასვლას. ლოგინზე ჩამომჯდარი ჩურჩულით ჩხუბობდა, მაგრამ ვის ეჩხუბებოდა თავადაც ვერ გაეგო. ლელამ მხარი იცვალა, ბელამ დას გადახედა და ღიმილი მოეფინა სახეზე, არ გავაღვიძებო იფიქრა და ოთახიდან გავიდა შედარებით გულდამშვიდებული.

- აუ რა კაია რომ გამოხვედი _ მოაჯირს მიყრდნობოდა ილია. ხმაც არ გაუცია ბელას, ისე გააგრძელა გზა კიბეებისკემ. _ ბელა კარგი რა, უზრდელობაა ეგ ბელოო _ მისი სახელის შეცვლილი ფორმა წაღიღინებასავით გამოუვიდა.
- გისმენთ _ ხელები გადაიჯვარედინა ბელამ და სერიოზული სახით დაუდგა წინ,
- გეწყინა? _ გაუღიმა.
- რა? _ ვითომ უდარდელად იკითხა.
- გეწყინა _ თთვითონვე უპასუხა საკუთარ კითხვას _ მართლა არ მინდოდა, უბრალოდ იმდენად სასაცილო იყავი.
- ანუ სასაცილოც ვარ _ ჩუმად ჩაილაპარაკა და ისევ კიბეებისკენ მიბრუნდა.
- არა, არა, არ მინდოდა ასე გამომსვლოდა _ ხელი დაუჭირა და თავისკენ შეატრიალა. _ სასაცილოში დასაცინი არ მიგულისხმია, ძალიან საყვარელი იყავი აწითლებული ლოყებით და დაბნეული გამომეტყველებით. არ გაიბუტო რა _ ბელა კვლავ ჩუმად იდგა _ ბეელ, კარგი რა, ბოდიში, გთხოვ რომ მაპატიო, მეტი რა გავაკეთო, ბელიი _ გაუღიმა.
- მე ბელა მქვია _ მშვიდად ჩაილაპარაკა.
- ჰო ბელა გქვია, მაგრამ მე ბელს დაგიძახებ, დათვის ბელი კი არა, ურჩხულის ბელი იქნები _ გაუცინა _ მასავით მორცხვი და ნაზი ხარ. _ ბელასაც გაეღიმა, „ურჩხული და მზეთუნახავი“ ხომ მისი საყვარელი ანიმაცია იყო. _ შემირიგდი ხომ? _ თბილად გაუღიმა. ბელასაც უბრალოდ გაეღიმა, თუმცა არაფერი უპასუხია. _ ძალიან კარგი, კარგი გოგო ხარ _ ლოყაზე მსუბუქად უჩქმიტა და აწითლებული მარტო დატოვა აივანზე.
______
ესეც პირველი თავი.. არ ვჩქარობდი დადებას, მაგრამ ლილიანამ გადამაწყვეტინა, მადლობა იდეისთვის.. ჰო, რა გამოვიდა თქვენ შეაფასეთ.. უუღრმესი მადლობა "მოიისფრო"-ს შეფასებებისთვის, ძალიან გამახარეთ, გამათბეთ, ჩამატკბეთ.. ყოველ დღე დავდებ-მეთქი ვერ დაგპირდებით, მაგრამ ვეცდები ყოველ მეორე დღეს დავდო ასეთი მოცულობის თავები, ყოველ შემთხვევაში, მაშინდელივით აღარ დავიკარგები! ველი შეფასებას და კრიტიკას.. მიყვარხართ..



№1  offline წევრი zak

მომეწონა,არა ძალიან მომეწონა.მადლობა ლილიანას და პირველ რიგში შენ,ამ ისტორიის მუდმივი მკითხველი გავხდები love

 


№2  offline მოდერი ლილიანა

თვალები გამინათდა love მე უფრო გვიან გელოდებოდი love
ახლა მე დამაბრალე ხო ? lol lol
კარგი და გემრიელი იყო,საძირკველი ჩემი მაგრამ შენი გემრიელი აშენებული,ყოჩაღო love love
კბილები მიკაწკაწებს ისე ველი გაგრძელებას
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№3  offline წევრი Mkitxveli

წარმატებებს გისურვებ,მომეწონა:)

 


№4  offline წევრი anushka1

მომწონა wink ცუდია თუ ყოველ დღე ვერ დადებ... არადა დამაინტერესა love კაი წარმატებები

ველოდები შემდეგ თავს wink

 


№5  offline ახალბედა მწერალი ერკე

რა ხდება აქ? :დ
არ ვიცი ვინ ვის რას აბრალებს, ან ვისი იდეა იყო და ა.შ. მაგრამ როგორ ძალიან მაგარი გამოდიიის <3
უკვე მომწონს ბელას პერსონაჟი და ვგრძნობ წინ კარგი რამეები მელის. სასიამოვნოც იყო, სასაცილოც, რაღაც ძალიან თბილი და საყვარელი.
ლიკა მომწონს ძალიან, მისი გაცხარება ნამდვილად არ იყო ტყუილად და დაიმსახურა ძმამ, აი ის რომ ბელას დაუახლოვდა და დაპატიჟა კიდეც ეს ძალიან მესიამოვნა.
მისი მხრიდან საოცარი ნაბიჯი იყო, კარგი, კეთილგანწყობილება ჩემი მხოლოდ ამ ნაბიჯით მოიპოვა თავიდანვე პირდაპირ.
ბელაშიც არის რაღაც მისტიური და იდუმალი.
ძალიან ლამაზი წარმოვიდგინე, საოცარი სილამაზის პატრონი, მაგრამ ჩუმად თავისთვის, ჩაკეტილი, თუმცა ეს უფრო მომხიბვლელობას ჰმატებს.
და მისი წითელი ლოყები?
ღმერთო, რა მაგარი რამეა ^^
მალე განაგრძე, ძალიან მაგარია ბრავო..
კრიტიკაააააააა?
სად მქონდა მაგის შემჩნევის თავი ისე ჩავარიხინე შენი ნაწერი <3
love love love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№6  offline წევრი LoNdA DM

kargia velodebi shemdg tavs

 


№7  offline მოდერი მარრიამი

zak
მომეწონა,არა ძალიან მომეწონა.მადლობა ლილიანას და პირველ რიგში შენ,ამ ისტორიის მუდმივი მკითხველი გავხდები love

Mkitxveli
წარმატებებს გისურვებ,მომეწონა:)

LoNdA DM
kargia velodebi shemdg tavs

ErckeMydass25
რა ხდება აქ? :დ
არ ვიცი ვინ ვის რას აბრალებს, ან ვისი იდეა იყო და ა.შ. მაგრამ როგორ ძალიან მაგარი გამოდიიის <3
უკვე მომწონს ბელას პერსონაჟი და ვგრძნობ წინ კარგი რამეები მელის. სასიამოვნოც იყო, სასაცილოც, რაღაც ძალიან თბილი და საყვარელი.
ლიკა მომწონს ძალიან, მისი გაცხარება ნამდვილად არ იყო ტყუილად და დაიმსახურა ძმამ, აი ის რომ ბელას დაუახლოვდა და დაპატიჟა კიდეც ეს ძალიან მესიამოვნა.
მისი მხრიდან საოცარი ნაბიჯი იყო, კარგი, კეთილგანწყობილება ჩემი მხოლოდ ამ ნაბიჯით მოიპოვა თავიდანვე პირდაპირ.
ბელაშიც არის რაღაც მისტიური და იდუმალი.
ძალიან ლამაზი წარმოვიდგინე, საოცარი სილამაზის პატრონი, მაგრამ ჩუმად თავისთვის, ჩაკეტილი, თუმცა ეს უფრო მომხიბვლელობას ჰმატებს.
და მისი წითელი ლოყები?
ღმერთო, რა მაგარი რამეა ^^
მალე განაგრძე, ძალიან მაგარია ბრავო..
კრიტიკაააააააა?
სად მქონდა მაგის შემჩნევის თავი ისე ჩავარიხინე შენი ნაწერი <3
love love love

უუღრმესი მადლობა <3 <3 მახარებთ ^_^
ლილიანა
თვალები გამინათდა love მე უფრო გვიან გელოდებოდი love
ახლა მე დამაბრალე ხო ? lol lol
კარგი და გემრიელი იყო,საძირკველი ჩემი მაგრამ შენი გემრიელი აშენებული,ყოჩაღო love love
კბილები მიკაწკაწებს ისე ველი გაგრძელებას

დიახ დაგაბრალე :D <3
anushka1
მომწონა wink ცუდია თუ ყოველ დღე ვერ დადებ... არადა დამაინტერესა love კაი წარმატებები

ველოდები შემდეგ თავს wink

ვეცდები მალ-მალე დავდო <3

 


№8  offline ახალბედა მწერალი lullaby

ოჰოო მარიამ ასე მალეე?
მოიისფროს დასრულება ვერ მოვახერხე, მაგრამ ეს წავიკითხე.
ყველა სახელში დომინირებს ლ. :დდ
ამბავი როგორც ჩანს კარგი სათავგადასავლო, სასიყვარულო იქნება.
კითხვისას ისეთი გრძნობა დამეუფლა, განსაკუთრებით ბოლოს, თითქოს მართლაც მულტფილმს ვუყურებდი. ალბათ ბოლომდე ასეთი შთაბეჭდილება ვამყვება.
მარ თხრობაში კარგი ხარ, მხოლოდ დიალოგებდ მიაქციე ცოტა ყურადღება. ზოგჯერ მეჩვენება, რომ ნაჩქარევადაა დაწერილი, ცოტა უემოციო,მოკლე და ცივია. დასაწყისში ყველაზე მეტად ჩანდა ეს.
ილია კაი ტიპი ჩანს. ვნახოთ რა გაქვს ჩაფიქრებული ^_^
მოიისფროს საღამოს დავასრულებ ^^

 


№9  offline წევრი gufii

ვაიმე შოკში ვარ მეც ვიცნობ ბელას და ლელას დები არიან .. მათაც არ ყავთ მშობლები .. და სავარაუდოდ ეს პერსონაჟები და ჩემი ნაცნობი ბელა და ლელა ერთი და იგივე პიროვნებები არიან ^_^ !

 


№10  offline მოდერი მარრიამი

lullaby
ოჰოო მარიამ ასე მალეე?
მოიისფროს დასრულება ვერ მოვახერხე, მაგრამ ეს წავიკითხე.
ყველა სახელში დომინირებს ლ. :დდ
ამბავი როგორც ჩანს კარგი სათავგადასავლო, სასიყვარულო იქნება.
კითხვისას ისეთი გრძნობა დამეუფლა, განსაკუთრებით ბოლოს, თითქოს მართლაც მულტფილმს ვუყურებდი. ალბათ ბოლომდე ასეთი შთაბეჭდილება ვამყვება.
მარ თხრობაში კარგი ხარ, მხოლოდ დიალოგებდ მიაქციე ცოტა ყურადღება. ზოგჯერ მეჩვენება, რომ ნაჩქარევადაა დაწერილი, ცოტა უემოციო,მოკლე და ცივია. დასაწყისში ყველაზე მეტად ჩანდა ეს.
ილია კაი ტიპი ჩანს. ვნახოთ რა გაქვს ჩაფიქრებული ^_^
მოიისფროს საღამოს დავასრულებ ^^

მარუუს მადლობა ჩემო გოგო <3 შენიშვნებსაც გავითვალისწინებ ^_^
gufii
ვაიმე შოკში ვარ მეც ვიცნობ ბელას და ლელას დები არიან .. მათაც არ ყავთ მშობლები .. და სავარაუდოდ ეს პერსონაჟები და ჩემი ნაცნობი ბელა და ლელა ერთი და იგივე პიროვნებები არიან ^_^ !

არა, სამწუხაროდ მე არ ვიცნობ ბელას და ლელას, ეს პერსონაჟებიც ფანტაზიიდანაა, შესაბამისად აშკარად დიდ დამთხვევას აქვს ადგილი :D მადლობა რომ წაიკითხე <3

 


№11 სტუმარი Salo

როგორც შენი ყველა ისტორია ესეც ძალიან კარგია.

 


№12  offline მოდერი მარრიამი

Salo
როგორც შენი ყველა ისტორია ესეც ძალიან კარგია.

მადლობა ჩემო კარგო <3

 


№13 სტუმარი Nene

Gamaoce Mariam nas peri rom wavikitxe bavshvibis wlebi mand makvs gatarebuli da zalian lamazi droooo gamixarda albat shenc rame kargi gakavshirebs am sopeltan lilianasac mouxdi madlobas rom gadagawyvetina eg istoria dagedo

 


№14  offline მოდერი მარრიამი

Nene
Gamaoce Mariam nas peri rom wavikitxe bavshvibis wlebi mand makvs gatarebuli da zalian lamazi droooo gamixarda albat shenc rame kargi gakavshirebs am sopeltan lilianasac mouxdi madlobas rom gadagawyvetina eg istoria dagedo

მადლობა ჩემო კარგო <3 კი, მაკავშირებს მეც, მთლად მასე ბავშვობის წლები არა, მაგრამ ხანდახან, გარკვეული პერიოდით ვიყავო/ვარ ხოლმე <3

 


№15  offline წევრი მოცინარი

რა ფა ე ლო !!!
შენ ხარ ყველაზე ტკბილი, საყვარელი, ნაზი, სასიამოვნო გოგო მთელ დედამიწაზე! <3 ლიკა მგავს მე ^_^ არამარტო სახელით ^_^ მიხარია ხოლმე დამთხვევები <3 :დ <3
ილიაც ძალიან მომწონს, ნუ, მადლობა შენ დემნას არ გავს :დდ თაობები ფუჭდება, თაობები! :დდ ბელა კიდევ ნუ მორცხვობს ასე :/ იმედია შემდეგ თავებში გაიხსნება <3

 


№16  offline მოდერი მარრიამი

მოცინარი
რა ფა ე ლო !!!
შენ ხარ ყველაზე ტკბილი, საყვარელი, ნაზი, სასიამოვნო გოგო მთელ დედამიწაზე! <3 ლიკა მგავს მე ^_^ არამარტო სახელით ^_^ მიხარია ხოლმე დამთხვევები <3 :დ <3
ილიაც ძალიან მომწონს, ნუ, მადლობა შენ დემნას არ გავს :დდ თაობები ფუჭდება, თაობები! :დდ ბელა კიდევ ნუ მორცხვობს ასე :/ იმედია შემდეგ თავებში გაიხსნება <3

ჩემო მცინარა :დ <3 მაოცებს შენი კომენტარები და ძალიან მაცინებს <3 ხო, მთლად არ გავს, მაგრამ რა იცი შემდეგ თავებში რა ხდება :დდ ნუ არ გევასება ეს დემნა და ჰა :დდდ

 


№17  offline წევრი mariam m.k

Iswti kargia eo ravici

 


№18 სტუმარი სტუმარი ნინა

ლიკა, ლელა, ლუკა, ლანა - ზედმეტად ბევრი ლ-ა, არ გეწყინოთ ისტორია არ ჩანს ცუდი, უბრალოდ აღვნიშნე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent