პეპლებიანი სიყვარული
დღეს რომ მითხარი დროს ვერ უძლებს სიყვარულიო მივხვდი ,რომ დასასრულს მაპარებდი და გადავწყვიტე დამეწერა იმ სიყვარულზე ჩვენ ,რომ არასოდეს გვქონია და ვიბრალებდით და იცი რას მივხვდი ? დასაწერი,რომ არც არაფერია. ჩვენით მხოლოდ დავიწყებ და გაგრძელებით კი ნამდვილით გავარძელებ...ასე ბევრად ლამაზი ჩანახატი გამომივა. ჩემო ძვირფასო თავს რით ინუგეშებ ,რომ ისევ მოვა გაზაფხული? ჩამწყვდეულ ჩიტებს გაუშვებს თებერვლისეული და მარტის ქარებიც აღარ იქნება ცივი? სისულელეა დაწყებით მხოლოდ ერთხელ იწყება .ვერაფერს დაგპირდები მეთქი გითხარი და საერთოდ გაქრი,გაზაფხულის სიცივეს კი არა თებერვლის სუსხებს გაუძლებდა ორი შეყვარებული ჩაკიდებული ხელი და ჩვენ ? ჩვენ არაფერი აღარ გვაბადია თებერვლის სუსხმა შემოგვაძარცვა თითქოს გრძნობები არადა ახლა ჯერ მხოლოდ ნოემბეირია .ნოემბერში ხომ არც ისე ცივა და ხანდახან გაზაფხულის მაისის მზეც კი ანათებს .ო ღმერთო ორი სულელი ბავშის ბოდვას დავამსგავსე ჩვენი ოცნებები .იცი ოცნება ყველაზე მეტად სად მიყვარდა ? ბებოს კალთაში თავს ,რომ ჩავურგავდი და თმას ,რომ მიწნიდა თავის დამწკნარი უსინათლოს ხელებით.უჩუმრად იყო და ვიცოდი ,რომ ჩემს ოცნებებს ისიც გრძნობდა ,მასაც ესმოდა ,როგორ და რატომ მიცემდა გული ან ცრემლებით რატომ ვუსველებდი კალთას სიზმრებში . ბებიაჩემი ასე იტყოდა ხოლმე ვინც მიდის შესაძლოა შვილო დაბრუნდეს,მაგრამ არასოდეს იქნება ისეთი,როგორიც წავიდაო და შენი გრძნობებიც აღარ იქნება ისეთი,როგორიც დატოვაო.და ამას იცი ვინ ამბობდა "ჩემო ძვირფასო" ? ქალი რომლის ომ გამოვლილ სიყვარულს,რომ ვერ აჯობა დრომ ,მერე რა რომ არც არასოდეს დაბრუნებულა და სულ რაღაც 6 თვე იცხოვრეს სიყვარულით გამთბარ სახლში ერთად.დაბრმავდა და იცი რა თქვა? რა აზრი აქვს შვილო თვალები მექნება თუ არა ვისი დანახვაც მენატრება მაინც ვერ დავინახავო.გონებაც რომ წაართვა 96 წლის ასაკში ამ დაუმდობელმა დრომ და მისი გული მაინც ვერ დაისაკუთრა.ასეც შეუძლია თურმე ადამიანს 16 წლის ასაკში დაქვრივდეს და სიბერემდე ატაროს გლოვის ძაძი სხეულით,სულით კი პეპლებიანი სიყვარული... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.