შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მექალთანე თავი 4


11-11-2015, 22:25
ავტორი MLM
ნანახია 5 810

დარბაზიდან რომ გამოვედი და თათა დავინახე მანქანაში ტიროდა, ვეღარ მოვითმინე, მინდოდა დამემშვიდებინა, ცხოვრებაში პირველად მოვუხადე ბოდიში ადამიანს, გულით ვთხოვე პატიება, ეს ჩემთვის ყველაფერი იყო, მაგრამ მისთვის არაფერს ნიშნავდა, ისე გავარდა შემეშინდა რამე არ დაემართოსთქო და ნინის ვუთხარი დაერეკა, ისიც გიჟივით დადიოდა და რეკავდა, თათა კი არ პასუხობდა, მე გაყინული სისხლით ვიდექი და ვერ ვინძრეოდი, კარგა ხნის მერე გადმოურეკა და უთხრა რომ ნახავდა, ამ დროს სახლში მიმყავდნენ ჩემები, ნინიმ მესიჯი მომწერა, რომელიც ჩემს უკან იჯდა, ,,მომაკითხავს და წადი, აღარ დაენახო“. მეც დავემორჩილე. წავედი მეგი სახლში დავტოვე და დიტოსთან ავედი. იმდენი დავლიე რომ გავითიშე, დიტო არაფერ მეკითხებოდა, უთქმელად მიხვდა რომ რაღაც ძალიან მიჭირდა.

************************************************
ნინი ჩამოვიდა, ჩაჯდა თუ არა მანქანაში, გადამეხვია.
- ვიცი, ყველაფერი ვიცი ჩემო ძლიერო გოგო, ვიცი რაც დაგმართა ჩემმა ძმამ, ყველაფერი ვიცი იმის გარდა, რითი დაგეხმარო? ეგ არ ვიცი?
ხმა არ ამომიღია უბრალოდ ვეხუტებოდი და ვტიროდი.
- იტირე იქნებ მოგეშვას ცოტა მაინც, მე შენთან ვარ, შენს გვერდით ვარ და არასოდეს დაგტოვებ
- წარმოდგენაც კი არ მქონდა თუ შენი ძმა იყო
- აღარ იფირქო გთხოვ, გული მიკვდება ამ დღეში რომ გხედავ, ის ჩერჩეტიც ნანობს
- არა გთხოვ, არ ახსენო საბა, არ ახსენო, მას ოჯახი აქვს, ცოლ-შვილი ყავს
- კაი დაწყნარდი ჩემო ლამაზო,
- მან გამომიყენა და მიმაგდო, ცოლი-შვილი ყავს და მე გამომიყენა
- მართალი ხარ, ყველაფერში გეთანხმები,უბრალოდ ვერ ვიჯერებ, მაპატიე რომ ვერ აგაცილე ეგ ყველაფერი,
- შენ რა შუაში ხარ ნინ?
- მე არ გაგაცანი აქამდე, იქნებ ჯობდა გამეცნო, რომ ეს ტკივილი აღარ გეგრძნო
- არ გინდა გთხოვ, გადავიტან, თვითონ იკითხოს, მაგისი ბოდიშები არაფერში მჭირდება
- მან რა ბოდიში მოგიხადა?
- რატო გაგიკვირდა? მომიხადა თან რამოდენიმეჯელ, მაგრამ არ მინდა მისი ბოდიშები, მეზიზღება,
- ვერ გაგამტყუნებ თათ, უბრალოდ გთხოვ დამშვიდდი რაა (ცოტახნით ასე ვიყავით ჩახუტებულები, ტირილს ორივე მოვრჩით და მე ვუთხარი)
- მაპატიე ნინ რაა, რომ მცოდნოდა...
- არა ჩემო გოგო, მე მაპატიე ასეთი ძმა რომ მყავს.
დაახლოებით 1 საათში წამოვედი სახლში, სახლში სახე დაბანილი ავედი და ეგრევე დავიძინე.

******************************************
დილით რომ გამეღვიძა ტელეფონს ვწვდი და ნინის დავურეკე
- გგღვიძავს?
- კი სამსახურში მივდივარ, რა არი?
- როგორაა?
- საშინლად საბა, საშინლადაა, შერცხვენილი, დამცირებული, გულგატეხილი, კიდე გავაგრძელო?
- იქნება დღეეს?
- არც გაბედო მოსვლა, აღარ დაენახო, ცოტა მაინც მოუშუშდეს იარები, მე და შენ კიდე ჯერ არ დაგვიმთავრებია, რომ წამოვალ დღეს მნახე
- ვმუშაობ დღეს, ხვალ დილით გნახავ
- კაი ხვალ დილით იყოს, უბრალოდ მინდა იცოდე რომ, უზომოდ წრფელი და მაგარი გოგო გაიმეტე შენი გულაობისთვის
- კარგი ნინო, გავიგე, აღარაა საჭირო ყოველ წამს გამეორება
- არის საბა, იმიტო რომ იქნებ ცოტათი მაინც იგრძნო თავი დამნაშავედ და ადამიანს დაემსგავსო, შენ იცი როგორ მიყვარხარ, მაგრამ უზომოდ ცუდად მოიქეცი და მუდამ შეგახსენებ ამას, წავედი ეხლა.
ხმა აღარ ამომიღია გათიშე და დიტო შემრჩა ხელში,
- რა ხდება ძმობას გაფიცებ?
- რა ხდება და ბოლო დონის ნაგავი ძმაკაცი გყავს
- რამე მიქარე?
- თან როგორ?? არ ვიცი როგორ გამოვასწორო, (დავჯექი და მოვუყევი ჩემი ახირების შედეგებზე)
- მოგვარდები, მოუგვარებელი არაფერია
- ეჰ ნეტაა.
წამოვედი და სამსახურში წავედი, მთელი დღე ნინის სიტყვები მიტრიალებდა თავში, უყვარს თან სიგიჟემდეო, თავი მეზიზღებოდა, სანამ გავიგებდი რომ ნინის დაქალია, მაშინაც ვეღარ ვიტანდი თავს, მაგრამ ახლა უარესად ვარ, არ ვიცი რა გავაკეთო რომ სიტუაცია ოდნავ მაინც გამოვასწორო, მთელი დღე უღიმღამოდ ვიმუშავე, არცერთი დარღვევა არ მაინტერესებდა, მერე გიორგი მომიბრუნდა და მითხრა.
- დღეს აუტანელი ხარ, თქვი ბოლოს და ბოლო რა მოხდა (არ ვაპირებდი ვინმეს თვალში მეტად დამემცირებინა თათა, დიტო ჩემი ძმა იყო და ვიცოდი რომ თათა მის თვალში არ დამცირდებოდა ამიტომ ველაპარაკე გულღიად მაგრამ დანარჩენები სხვები იყვნენ)
- შემიყვარდა
- ვინ შეგიყვარდა ბიჭო?
- თათა
- რაა? ხოარ გაგიჟდი? მერე მეგი?
- მეგი არ მადარდებს, მთავარი ისაა რომ ჩემი დის უახლოესი დაქალი ყოფილა და ძალიან ცუდ დროს აღმოვჩნდი მეგისთან ერთად
- მერე?
- რაღა მერე? ჩემი დანახვა არ უნდა
- ვერ გაამტყუნებ, გითხარი ფრთხილად ყოფილიყავი, მარა როდის იყო შენ ვინმეს უსმენდი?
- კაი ძმურად აღარ დამიმატო რა.
ამ თემაზე ხმა აღარ ამოგვიღია, დღეს ღამითაც მორიგე ვიყავი, ამიტომ მთელი ღამის დაღლილი მივედი სახლში, მეგი შემომეგება და მე ეგრევე ყვირილზე გადავედი
- გოგო შემეშვი, მეზიზღები, ვსო გააჯ... ჩემი სახლიდან,
- რა დაგემართა?
- წადი შენებთან, საბუთებს გამოგიგზავნი, წადი შემეშვი
- არასოდეს არ გაგეყრები საბა, რაც არ უნდა მოხდეს არ გაგეყრები გესმისს?
- ხოდა ეგდე აქ შენი კა... .... .... ვსო მორჩა, არ მიდიხარ და მე წვალ შენი .......
- სად უნდა წავხვიდე ეს შენი სახლია, რამ გადაგრია?
- დავიღალე გესმის? დავიღალე აღარ მინდა შენი სახის დანახვა, აღარ მინდა სახლში მზრუნველი ცოლის როლი გქონდეს მორგებული, დავიღალეეეეეე.
კარი გავიჯახუნე და ჩემებთან წავედი. დილის 9 საათი იყო ნინი უკვე წასული იქნებოდა სახლიდან, მივედი და დედაჩემს გამოვუცხადე
- ვსო ნანა, მორჩა, აღარავინ ახსენოთ მეგი, აღარაა ჩემი ცოლი
- მოდი დაჯექი შვილო რა მოხდა?
- რაც მოხდა, ვსო მეზიზღება ეგ გოგო უკვე, მაგის სახის დანახვა აღარ შემიძლია
- უტვინო რო ხარ მაგიტო საბა, წესიერი ცხოვრება შენ არ გინდა და კი გიზის შემოტენილი ცოლი სახლში.
- ზაზა გეყოფა ეხლა, აღარ მინდა მაგაზე ლაპარაკი. ნანა მაჭამე რამე და უნდა დავიძინო
- ეხლავე შვილო წამოდი.
ნანას გავყევი, ვჭამე, წყალი გადავივლე და დავიძინე 6 საათამდე გაუნძრევლად მეძინა, თვალი რომ გავახილე საწოლზე ჩამომჯდარი ნინი დავინახე, მიყურებდა და აშკარად ელოდებოდა როდის გავიღვიძებდი.

*******************************************
დილით რომ გავიღვიძე, ყველაფერი მტკიოდა, საშინელ ხასიათზე ვიყავი, მერე ავდექი და ეგრევე სამსახურში წავედი, შესვენებაზე ნინი მელაპარაკა:
- როგორ ხარ?
- შენი აზრით?
- ერთი რაღაც უნდა იცოდე, მას შვილი არ ყავს
- რაა? შენ არ თქვი რომ მაგის გამო მოიყვანა ცოლიო?
- კი მაგრამ ხელი რო მოაწერეს 1 კვირაში გამოაცხადა მომეშალაო, როგორც მერე გავარკვიეთ არც ყოფილა ორსულად, საბას არ ვამართლებ, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ამ ამბის მერე აღარ გაკარებია მეგის
- მაგას ტყუილად მიყვები, არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, მე მისი საყვარელი არ გავხდები არადოდეს, როგორი გრძნობაც არ უნდა მქონდეს
- ცივი ჩემო გოგო, მაგას არც ვამბობ, უბრალოდ ვიცნობ საბას და ვატყობ რომ უზომოდ ნანობს
- ახლა უკვე გვიანია ნინ, რაც მოხდა ჩემი ბრალიცაა, ამიტომ არაფერი არ მეთქმის
- იცი რომ ცხოვრებაში ბოდიში არავისთვის მოუხდია? რაც არუნდა მომხდარიყო არასოდეს იხდიდა ბოდიშს
- მერე მე რა ვუყო?
- უბრალოდ შენ რომ მითხარი ბოდიშები მიხადაო გამიკვირდა, ეგ საბას საქციელს არ გავდა
- არ ვიცი რა მიზანს ემსახურება ნინ შენი ლაპარაკი, მაგრამ სულერთია ჩემთვის, მოდი თუ გინდა რომ ჩვენი მეგობრობა გაგრძელდეს, საბაზე აღარასოდეს ვილაპარაკოთ კარგი?
- კარგი, როგორც გინდა.
გამიღიმა და თემა შეცვალა, რაზე აღარ ვილაპარაკეთ, მერე ისევ სამუშაოს დავუბრუნდით და 5 საათამდე თავი არ აგვიწევია ისე ვმუშაობდით, მე სახლში წავედი, ვერ ვიყავი კარგად, ამიტომ არსად გავლის თავი არ მქონდა.

*****************************************
- გაიღვიძე?
- როგორაა?
- ჯერ ის მკითხე მე როგორ ვარ
- კაი ნინ რა ხო ხვდები რო არ მეცინება? როგორაა?
- დღეს ვეცადე ცოტა დამეწყნარებინა შენთან მიმართებაში, ისიც ვუთხარი შვილი რომ არ გყავთ და მეგის ვერ იტან, ისიც გავიგე ბოდიში რო მოგიხდია და მაგაზეც ვუთხარი პირველად მოიხადა ბოდიშითქო
- მერე??
- თუ გინდა რო მეგობრობა გავაგრძელოთ საბაზე აღარაფერი მითხრა არასოდესო
- უფფფფფ, რა გავაკეთო?
- რატო მოექეცი მასე?
- ყველაფერს მოგიყვები, ოღონდ დამეხმარე რამით
- მოყევი ჯერ?
- პირველად რომ გავიცანი, ისე შევხედე როგორც რიგით გოგოს, მერე ისე მექცეოდა უფრო დამაინტერესდა, მეგონა პროსტა ვნება მქონდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა, იმ წყეულ ღამეს ისიც ამყვა, მეგონა რომ ისიც სხვებს გავდა, მაგრამ დილით მაინც მინდოდა სასიამოვნო დილა გვქონოდა, იმიტო რომ მომეწონა მასთან ყოფნა, უნდა ჩავსულიყავი ქვევით საუზმის ასატანად და სისხლი რო დავინახე მერე მივხვდი რაც მოხდა, ლაჩარივით მოვიქეცი და გავიქეცი, მეგონა ვეღარასოდეს ვნახავდი, 2 დღე ვერ მოვისვენე და მის სახლთან ვხვდებოდი, შორიდან ვუყუებდი ხოლმე და გული მტკიოდა მის სახეზე, თავს ვერ ვპატიობდი ასე რომ მოვექეცი, მინდოდა გამომესწორებინა, მაგრამ ისიც ვიცოდი რომ ვერაფერს შვთავაზებდი, მერე გადავწყვიტე მისი გული მომეგო, გეგმებს ვაწყობდი რა გამეკეთებინა, იმიტომ რომ ის სულერთი აღარ იყო ჩემთვის, მერე შენ დაბადების დღეზე ვნახე და დანარჩენი იცი
- ვეღარ გიტანს
- მართლა თქვა რომ ვუყვარვარ?
- რომ მომიყვა იმ ღამის შესახებ ტიროდა და მითხრა, იმდენი ქნა თავი შემაყვარა და მიმაგდოვო, უზომოდ შემიყვარდა და გაქრაო
- ფუ ჩემი..... რაა ვქნა ნინ მითხარი რამე
- შენ რატო ხარ აქ ეგ მითხარი?
- მეგის ატანა აღარ მაქ, მეზიზღება ეგ გოგო, ვეღარ ვუძლებ იმას რომ სახლში მხვდება. საბუთები შემაქ გაყრაზე
- ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ეგაა ჩემი აზრით
- და თათას რო დავხვდე და დაველაპარაკო?
- ჯერ ძალიანაა გაბრაზებული და ნაწყენი, არ გინდა. ნეტა მაშინვე გამეცნო შენთვის როცა მე გავიცანი, ამდენ რამეს ხო აარიდებდით თავს?
- ნეტა, მეგის აღარ მოვიყვანდი, არ ვიცი რა გავაკეთო მაგრამ მგონი მიყვარს, ესაა ალბათ სიყვარული, რაც არასოდეს გამომიცდია
- ღირსი ხარ ისე შეგიყვარდეს რო მისით სუნთქავდე, მაგრამ არ გპატიობდეს, იქნებ ჭკუა ისწავლო?
- ჭკუაც ვისწავლე და ცოტახანში ვატყობ მაგ დონემდეც შემიყვარდება.
- ეჰ საბა, საბაა. ადე ვჭამოთ ეხლა
- გამოვალ ცოტა ხანში.
წამოვჯექი და სახეზე ორივე ხელი მოვისვი, ტვინი საერთოდ ვერ ფიქრობდა ვერაფერს. მერე გადავწყვიტე მენახა და დავლაპარაკებოდი, გამოვედი ვჭამე და თათასკენ გავემართე, მის კორპუსთან ვიყავი უნდა დამერეკა, მაგრამ დავინახე სადარბაზოდან გამოვიდა და მანქანისკენ წავიდა, გადავედი და მივუახლოვდი.
- გამარჯობა (შემობრუნდა, როგორც კი დამინახა მანქანა გააღო და უნდა ჩამჯდარიყო, ხელი დავუჭირე და ვუთხარი)
- ჩემთან ერთად მოდიხარ, უნდა ვილაპარაკოთ
- ხელი გაწიე და აღარასოდეს მომიახლოვდე
- არა ეხლა ჩემთან ერთად წამოხვალ, ყველა რომც დაიხვიო თავზე, მაინც წამოხვალ
- ზიზღი იცი რა არის? მეზიზღები და არცერთი წამით ვაპირებ გამოყოლას, (ხელი მოვკიდე და ჩემი მანქანისკენ წავიყვანე)
- ხელი გამიშვი, არ წამოვალ, შემეშვი, ერთხელ გამოგყევი და ვინანე, ისე რომ მთელი ცხოვრება მომიწევს გადახდა, მეტჯარ არ წამოგყვები,
- ჩაჯექი თორე ძალით ჩაგსვავ
- ბიჭო ყრუ ხარრ? შემეშვი (მანქანის კარი გავაღე და ჩავსვი, კარი დავუკეტე რომ არ გადასულიყო და მოვუარე, გავაღე ჩავჯექი და ვუთხარი)
- შენი მანქანა ღიაა, დაკეტე პულტით და წავედით
- რა გინდა საბა? ადამიანივით მოქცევა არ შეგიძლია?
- ვცადე მაგრამ არ გამოვიდა, დაკეტავ თუ წავიდე? (დაკეტა და მეც გაზს მივაწექი, ადგილიდან მოვწყდი და ხმას არ ვიღებდი, მშვიდ ადგილზე გავაჩერე,სადაც ხალხი არ იყო და ვუთხარი)
- გადმოდი
- აქ მითხარი რა გინდა, დიდი დრო არ მაქ
- ხოდა გადმოდითქო
გადავედი, ის ისევ მანქანაში იჯდა, კარი გავუღე და ხელი მოვკიდე, რაზეც მიყვირა
- მტკივა ნადირო
- ხოდა ნუ მაიძულებ გატკინო
- რა გინდა?
- ყველაფრი ისე არაა როგორც გგონია
- მე საერთოდ არაფერი მგონია, არ გამტყუნებ, კაცი ხარ და სურვილს აყევი, დამნაშავე მე ვარ შენნაირ ნაგავს თავი რო გავუყადრე
- თათა გეყოფა გთხოვ
- რა მეყოფა საბა? ის მეყოფა რომ გამომიყენე? იქამდე არ მეშვებოდი სანამ შენსას არ მიაღწიე და მერე გაქრი? ის მეყოფა რომ ოჯახი გაქ? (გამწარებული ხელებს იქნევდა და ყვიროდა, სასწაულად მომინდა მისი კოცნა, ამიტომ ხელი დავუჭირე და მის ტუჩებს დავეძგერე, წამებში იმდენი ემოცია მომაწვა, ვერ ავღწერ, მინდოდა მასაც ეკოცნა მაგრამ მწარედ მიკბინა)
- ვერ გაიგე რომ აღარასოდეს აღარ უნდა მომეკარო? (ხელი უნდა გაერტყა რომ დავუჭირე და ახლოს მივიზიდე)
- გეყოფა გთხოვ. მიყვარხარ ამის დედას შ.... მიყვარხარ და ვერ გიყურებ ასეთს. (ცუბად გაჩერდა და მიყურებდა, მერე ისევ გაიღვიძა მასში ვულკანმა და ისტერიკა დაეწყო)
- ავადმყოფი ხარ საბა, მეტი არაფერი, მე მეზიზღები გესმის? მეზიზღები, წადი და ეგ სიტყვები შენ ცოლს უთხარი
- არ გინდა გთხოვ. ის ადმაიანი , ჩემთვის არასოდეს ნიშნავდა არაფერს და ეგ კარგად იცი
- მე კიდე შენი სიტყვები ფეხებზე, აღარასოდეს დამენახო. ეხლა კიდე წამიყვანე
- შანსი მომეცი, დაგიმტკიცებ რომ მიყვარხარ
- რაში მჭირდება შენი სიყვარული როცა მე მეზიზღები?
- თუ გეზუზღები მაშინ რატო დაწექი ჩემთან და რატო უთხარი ნინის რო შეგიყვარდი?
- ეგ იქამდე იყო სანამ რეალურ სურათს დავინახავდი, ვინ იყავი.
მანქანაში ჩაჯდა და გაისუსა, მეც ჩავჯექი და სახლში მივიყვანე, ხმა არ ამოუღია ისე გადავიდა, თავის მანქანაში ჩაჯდა და სადღაც წავიდა. ვხვდებოდი რომ მართლა შემიყვარდა ეს გოგო, არასოდეს მსგავსი რამ არავის მიმართ არ განმიცდია, მინდოდა ყველაფერი დამელეწა, შიგნიდან საშინელი სინდისის ქენჯნა მჭამდა, ყველაფერს გავაკეთებდი რომ ეპატიებინა, ჩემებთან ავედი სახლში და დავალაგე გეგმები, რომელიც პირველ რიგში გაყრას ეხებოდა. მერე ოთახში შევედი წამოვწექი და ფიქრი დავიწყე. ტელეფონი ავიღე და მივწერე:
,,ვიცი რო გეზიზღები, მაგის ღირსიც ვარ, მაგრამ მე მიყვარხარ, თან ძალიან მიყვარხარ და ამას დაგიმტკიცებ. ძილინებისა“.
არ მიფიქრია რომ მიპასუხებდა, გადავბრუნდი და დავიძინე.

************************************************

მანქანაში ჩავჯექი და იმაზე ვფიქრობდი, რაც მითხრა, არ მჯეროდა მისი არცერთი სიტყვის, ის უზომოდ მექალთანე ბიჭია, რომელიც მარტო თავის თავზე ფიქრობს, მანქანა გავაჩერე და ტირილი დავიწყე, უზომოდ მიყვარდა ეს ადამიანი მაგრამ საკუთარ თავს აღარ მივცემდი უფლებას რომ საბას დავემცირებინე. ვიცოდი რომ მატყუებდა, ან ასე მინდოდა ყოფილიყო. მერე სახლში დავბრუნდი ნინისთანაც თავისთავად გამიფუჭდა ურთიერთობა, რამოდენიმეჯელ მოაკითხა საბამ ნინის მაგრამ მე არც შემიმჩნევია, ნინისგან მხოლოდ ის გავიგე ისიც გადაკვრით რომ გაყრაზე შეიტანა განცხადება საბამ, გული თითქოს მომილბა, მაგრამ არ შემეძლო მისთვის მეპატია, ყოველ დილით მომდიოდა მესიჯი ,, დილამშვიდობისა დედოფალო, მშვიდობიან და წარმატებულ დღეს გისურვებ. მიყვარხარ“ და ყოველ საღამოს ,, ძილინებისა დედოფალო, ტკბილ ძილს და ლამაზ სიზმრებს გისურვებ. მიყვარხარ“ არ ვაქცევდი ყურადღებას, არც მის ნარეკს ვპასუხობდი. 1 თვე ზომბივით ვიქცეოდი, სამსახური, სახლი, მარტო ეს იყო ჩემი საქმე, საშინელ ხასიათზე ვიყავი, პრეტენზიული გავხდი, სულ ვჩხუბობდი და ვერაფერს ვჭამდი.
საშინელი წვიმა იყო, მანქანა მამამ მთხოვა, მე და დედა საქმეზე მივდივართ და დაგვიტოვეო, მეც დავუტოვე, სამსახურისკენ წავედი, გზაში აფთიაქში შევედი, ძალიან ვნერვიულობდი იმაზე რაც მემართებოდა, თან გადამიცდა და იმაზე ფიქრიც კი გულს მიხეთქავდა რომ შეიძლებოდა ორსულად ვყოფილიყავი, 2 ტესტი ვიყიდე და სამსახურში წავედი, რომ მივედი ვერ მოვითმინე და 2 ტესტი გავაკეთე ერთდროულად გავიკეთე, რომ დავხედე 3 წუთის მერე ტირილი დავიწყე, ორივეზე მკვეთრად ეტყობოდა 2 ხაზი, მუცელზე ხელები დავიდე და ჩავიკეცე, ტირილს ვუმატე, არ ვიცოდი რა უნდა მექნა, ის გამიხარდა საყვარელი კაცისგან რომ მეყოლებოდა შვილი, მაგრამ როგორ გამეჩინა? როგორ გამეზარდა? გამორიცხული იყო ამას არავის ვეტყოდი, ალბათ საქართველოდან წავიდოდი და იქ გავაჩენდი. მუცელს მოვეფერე და გულში ისევ სითბო ჩამეღვარა, გავიაზრე რომ ჩემში, პაწაწუნა არსება იწყებდა განვითარებას. საბას არ ქონდა უფლება ეს სცოდნოდა, სახე დავიმშვიდე და ტესტები ჩანთაში ჩავყარე, სამუშაოს მივუჯექი და ვმუშაობდი, ფიქრებით ჩემს სიახლესთან ვიყავი, ნინის გადავხედავდი ხოლმე და არ ვიცოდი როგორ უნდა დამემალა ეს ამბავი მისთვის, 12 საათი იქნებოდა ცა რამის ჩამოიქცა, ტელეფონი ამღერდა და უცხო ნომერს ვუპასუხე:
- გისმენთ
- გამარჯობათ თათია მჭედლიძე ხართ?
- დიახ, ვის ველაპარაკები?
- თათია, ცუდი ამბავი უნდა გითხრა, თქვენი მშობლები შემოიყვანეს არამიანცის კლინიკაში, ავარია მოხდა. (ვიგრძენი სისხლმა მოძრაობა რომ შეწყვიტა, მოულოდნელად ცრემლები გადმომცვივდა და მენეჯერის ოთახისკენ გავიქეცი, უკან ნინი მომყვა, ხალხი გაშტერბული გვიყურებდა, კაბინეტში შევედი და ვუთხარი)
- ბატონო ნუგზარ, უნდა წავიდე, საავადმყოფოდან დამირეკეს, ჩემი მშობლები ავარიაში მოყვნენ
- რას ამბობ შვილი, წადი და გაგვაგებინე რა ხდება.
უკან მოვბრუნდი და ნინოს შევეჩეხე, არაფერი მითქვამს ეგრევე გავვარდი ბანკიდან, მხოლოდ დაფულე და ტელეფონი წავიღე თან. ტაქსი გავაჩერე და საავადმყოფოში მივედი.



________________________
როგორიაა? არ დაიზაროთ და მითხარით რაა



№1 სტუმარი lizazu

ოღონდ საბას ცოლი არ იყოს ორსულად რა. დანარჩენი მოგვარებადია

 


№2  offline წევრი kora

არ გაუშვა რა ეს გოგო საქართველოდან. ძალიან არ მომწონს ისტორიებში ის რომ ასეთ დროს საზღვარგარეთ გაუშვებენ და იქ მარტოს აჩენინებენ ბავშვს...
ძალიან მომწონს ეს ისტორია, საოცრად გადმოსცემ სათქმელს, წინა ისტორიის მერე ძალიან შემაყვარე თავი.
პ.ს. იმედია საბა გაიგებს ახალ ამბავს. უზომოდ ძალინ მინდა დავინახო საბას ემოციები და მაინტერესებს როგორი იქნება მზრუნველი და მოსიყვარულე საბა და როგორ მოუვლის ფეხმძიმე თათას
--------------------
kira.G

 


№3  offline წევრი ♡EPICLOVE♡

kaia magram imedia gamofxizldeba da etyvis ro orsuladaa rogoric ar unda iyos saba mamaa da aq upleba simartle icodes sheni kide yochag dzaan magari xar♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№4 სტუმარი ani

იმედებიარგაგვიცრუო არმიატოვოს საბა :( და სიმართლე უთხრას

 


№5 სტუმარი Salome

E.I. Telefoni da safule tu waigho gamodis chanta darcha, chantashi ki testia da qaluri intuicia mkarnaxobs mas nino ipoviiiiiss :D :D magari gogo xar shen da kargi gemrieli istoriebic gaqvs, xoda aba velit axal tavs !! <3 <3

 


№6  offline წევრი MLM

Salome
E.I. Telefoni da safule tu waigho gamodis chanta darcha, chantashi ki testia da qaluri intuicia mkarnaxobs mas nino ipoviiiiiss :D :D magari gogo xar shen da kargi gemrieli istoriebic gaqvs, xoda aba velit axal tavs !! <3 <3

შენს ინტუიციას უთხარი კი ხარ მაგარი მაგრამ ჩუუთქო :D მადლობა ჩემო კარგო :*

 


№7 სტუმარი darina

Amas velodi kidec tan chantac saechvod darcha nini naxavs uechveli, ra vtqva shen rom.magari gogo xar es ici ukve uzomod shenayvare sheni istoriebianad tavi, warmatebebi da sulmoutqmelad velodebi axal tavs.

 


№8 სტუმარი alisaa

vaimeeeee asetiii kargi istoriaa karga xania ar wamikitxavs:* :*erti suli maqvs rodis dadeb axal tavs:* dzaan jigari gogo xar da sheni istoriebic dzaan momwons!:)

 


№9 სტუმარი მკითხველი

ვაიმეეე ძაან მომწონს ეს ისტორიაც. მეგონა შენი წინა ისტორია განუმეორებელი დარჩებოდა ჩემს თვალში მაგრამ ამასაც ძაან მაგარს ქმნი. სად იყავი აქამდე??

 


№10  offline წევრი niakonia6

dges wavikitxe yvela tavi da ai dzaaliaan magaria <3 aseti magari istoria karga xania ar wamikitxavs

 


№11 სტუმარი nino k.b.

დღეს წავიკითხე მთლიანი და . რა ემოციებში ვარ შენ არ იცი. მომეწონა და თან როგორ. იმედია მეგი ორსულად არაა და თათა საზღვარგარეთ არ გაუშვა.

 


№12 სტუმარი P.T

Dzaan saintereso iyo male dade axali tavi ,velodebi moutmenlad.tu gagvaxareb Da dges dadeb kargi iqneba

 


№13 სტუმარი მირო

მაგარიააა მალე დადე. ჩემი თათა რა მაგრია ორსულად რომ არი. მეგი მოაწყვიტე აქედან ნერვებზე ცეკვავს

 


№14 სტუმარი ავადმყოფი

ახლა ნინი ნახავს ტესტებს უეჭველი

 


№15  offline წევრი S T I L I N S K I

აუ აი უმაგრესი გოგო ხარ შენივე მაგარი ისტორიით შემდეგს როდის დადებ??

 


№16  offline წევრი MLM

ყველას უდიდესი მადლობა კომენტარებისთვის, კომენტარებში თქვენს გამოხატულ სურვილს ვითვალისწინებ, ასე რომ არ დაიზაროთ ხოლმე დაწერა love fellow

 


№17  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Vaime sawyalii gooogo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent