შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლექსად ნათქვამი (სრულად)


11-11-2015, 23:07
ავტორი _LiLia_
ნანახია 29 313

.....
ქორწილია..ქეიფია..გრიალი.
ძლივს ეღირსათ ვაკო ამაღლობელს და სესილი ერისთავს და ქორწილი აქვთ. ახლა ყველა მათთვის ახლობელი ადამიანი მათ გვერდითაა და ერთად აღნიშნავენ ამ ბედნიერ დღეს. დღეს პატარძალს სილამაზით არც მისი მეჯვარე ჩამოუბარდებოდა, დარბაზში შემოვიდა თუ არა სტუმრებმა ულამაზეს სესილის უმალვე მოსწყვიტეს მზერა და ამ საოცარი გოგონასკენ მიმართეს. განა რამე განსაკუთრებული ეცვა?! არა. უბრალო ზურმუხტისფერი გრძელი კაბა ეცვა,მუხლამდე აჭრილი,თმაც მხოლოს ბოლოებში ჰქონდა ჩახვეული,მაგრამ სს გოგო თავად ასხივებდა სილამაზეს და საოცრად დადებით ენერგიას. ვაკომ პირველად რომ ნახა ამერიკიდან სპეციალურად მათი ქორწილისთვის ჩამოსული საცოლის დეიდაშვილი,ხუმრობით უთხრა სესოს, ახლა ვფიქრობ პატარძალს და მეჯვარეს ადგილები ხომ არ გავუცვალოო,რის გამოც მისგან გვარიანი ალიყურიც მიიღო და მთელი კვირა ცდილობდა მერე შემორიგებას.დღესაც სალონში რომ მიაკითხა სესილის ნინამ,ყველა იქ შეკრებილმა სტუმარმა ,განურჩევლად სქესისა,მისკენ მიმართა აღფრთოვანებული მზერა. პირველად მაშინ გაიცინა,საქორწილო კაბაში გამოწყობილი დეიდაშვილი დაინახა და რამოდენიმე მის ახლოს მდგარ ბიჭს ლამის გულიც კი გაუჩერა,გაიცინა და მგონი მას მერე,მთელი დღეა ტუჩები არ მიუწებებია ერთმანეთს. სულ იცინის და პოზიტივს აფრქვევს,ზოგადად საოცრად მხიარული ადამიანია. მხიარული და ბავშვური,არადა უკვე 22წლისაა.
ყველა სტუმარი სახეგაბრწყინებული უყურებდა მოცინარ გოგონას,მხოლოდ სიძის ერთი მეგობარი გადახედვდა ხოლმე მობეზრებული სახით და თავის გვერდით მჯდომ ძმაკაცსაც გადაულაპარაკა რამოდენიმეჯერ.
-შეიძლება ადამიანმა მთელი 8 საათი გადაბმულად იცინოს?
-რა გინდა ბიჭო მაგ გოგოსთან? უხარია დეიდაშვილის ბედნიერება და იცინის,აბა ქორწილში შენსავით მოჟამული სახით იჯდეს?რა გეტაკა დღეს ვერ ვხვდები.
-უხარია ერთია და სულ სიცილი გამიგონია?!
-რატომაც არა,თან როგორ უხდება-აჟუჟუნებული თვალებით გადახედა გეგამ მეგობრის უკმაყოფილების ობიექტს და ქვედა ტუჩი კბილებშორის მოიქცია.არეშიძემ ერთი გადაატრიალა თვალები და მაგიდიდან ადგა ,რომ რესტორნიდან გასულიყო.
-სად მიდიხარ სანდრო?-მიაძახა გეგამ.
-მოვალ მალე-დაუბრუნა პასუხი და სწრაფი ნაბიჯით წავიდა კარისკენ ,მაგრამ უცებ ვიღაც მთელი ძალით დაეჯახა. ხელში კი ისევ მოცინარი ნინა შერჩა.
-უკაცრავად-უთხრა საოცრად მომნუსხველი ღიმილით და თავისივე კაბისფერი მწვანე ,მოელვარე თვალები მიანათა.
-წინ უნდა იყურო ხოლმე-დაუღრინა არეშიძემ და წამში წაუშალა გოგონას ღიმილი სახიდან.
-ვიყურობოდი,უბრალოდ უდროოდ გადამეღობეთ წინ-არც ნინამ დაუთმო პასუხი უხეშ სტუმარს.
-ჩემს გზაზე მივდიოდი და ლამის გამიტანე.
-ცოტა რთული წარმოსადგენია მე როგორ უნდა ,,გამეტანეთ" ერთი მსუბუქი დაჯახებით თქვენ- ნელა ააყოლა თვალი მის მაღალ ,ახოვან სხეულს.
-საქმეც მაგაშია,ნაზი ჩანხარ გარეგნობით ,არადა ქაჯი ყოფილხარ,რა ძალა გქონია?!-ნიშნისმოგებით გაუღიმა ალექსანდრემ სიბრაზისგან აპილპილებულ გოგონას და იმწამსვე გაეცალა,რომ ისევ პასუხი არ დაებრუნებინა ნინას,მაგრამ ზურგს უკან მისი მონაძახები ,,უზრდელი და თავხედი ხარ" მაინც გაიგონა და ისე უკმაყოფილოდ გადაატრიალა დიდრონი შავი თვალები.
-არა რას მერჩოდა,დავეჯახე ოდნავ,რა იყო მერე?-ბუზღუნებდა გაწიწმატებული ნინა და სიძე-დედოფლის მაგიდისკენ იკვლევდა ხალხში გზას. იმ დამპალმა ბიჭმა რა უცებ მოუშხამა ხასიათი,არადა რა კარგ განწყობაზე იყო. არადა პირველად სალონთან მოჰკრა თვალი და იქ შეკრებილ უამრავ სტუმარში გამოარჩია,საოცრად მოეწონა და სესილისთვისაც აპირებდა კითხვას ვინააო,მთელი დღის მანძილზე ჩუმად აპარებდა თვალს მისკენ. ის კი სხვა სტუმრებისგან განსხვავებით ზედაც არ უყურებდა. სულ არ იმჩნევდა მის ახლო-მახლოს ყოფნას. ახლა კი ნერვებიც აუშალა.
ის იყო სკამზე ჩამოჯდა,რომ წამში დასტაცა ვაკოს მეჯვარემ ხელი და მოცეკვავე ხალხისკენ გააქანა. ისევ გადაიკისკისა მაჩაიძემ და ისევ აღარ მიუწებებია ის დიდი ლამაზი ტუჩები ერთმანეთისთვის,აღარც გახსენებია ის თავხედი ბიჭი,წამის წინ გუნება რომ მოუშხამა.
ქორწილი კიდევ დიდხანს გაგრძელდა. დილის 5საათი სრულდებოდა საბოლოოდ სტუმრები რომ დაიშალნენ და ახალდაქორწინებული წყვილიც შინ წავიდა. სახლში მისულმა ნინამ მშობლებს ძილინებისა უსურვა და მაშინვე თავის ფუმფულა ბალიშთან ჩასახუტებლად წავიდა.
ტელეფონმა რეკვა რომ აღარ შეწყვიტა,იკადრა და საწოლიდან გადმოწია ხელი მის მოსაძებნად. ტუმბოზე დადებულ ამღერებულ მობილურს დასწვდა და ისე უპასუხა,არც დაუხედავს ვინ იყო.
-ალო
-ნინა სად ხარ?-მაშინვე ჩაჰყვირა ტელეფონში სესილიმ
-ჩემ თავს გაფიცებ ნუ ყვირი სესო -უთხრა მუდარანარევი ხმით დეიდაშვილს და გულაღმა გაიშოტა საწოლზე.
-ნუ ვყვირი კი არა ,სად ხარ ამდენხანს?
-ჩემს საყვარელ სპანჯბობის ბალიშს ვეხუტები-უპასუხა ოდნავ შეფხიზლებულმა სიცილით,რასაც სესილის კისკისი მოჰყვა.
-როდის უნდა გაიზარდო გოგო შენ? რა სპანჯბობის ბალიში? ეგ კიდევ გაქვს?-სიცილით ჰკითხა სესომ.
-სად წავიდოდა?
-სპანჯბობი კი არა ,დროზე რესტორანში მოდი,ყველა შენ გიცდით.-დაუცაცხანა წამში სესილიმ.
-ოოო..რა დროს რესტორანია..
-გოგო არ გადამრიო ახლა, 3,საათია უკვე.
-მეძინება მე-დაიწუწუნა ნინამ.
-არ მაინტერესებს , ლექსო გამოგივლის და მოგიყვანს,მალე მოწესრიგდი,არ ალოდინო.
-ვინაა ლექსო?
-ვაკოს მეგობარია .
-კარგი ჰო კარგი-სწრაფად გაუთიშა ტელეფონი
-დეე ნახევარ საათში გამაღვიძე რა-დაიყვირა ბოლო ხმაზე და ბალიშში თავჩარგულმა ისევ მილულა თვალები,ის აღარ გაუგონია დედამისმა რომ უთხრა გავდივართ ჩვენ და მაღვიძარა დააყენეო.
კარზე ზარის ხმამ გამოიაღვიძა,რომელიც არა და არ მიწყდა. შუბლშეკრული წამოიზლაზნა ლოგინიდან და ოთახიდან გავიდა.
-გააღეთ რა ვინმემ კარი-დაიყვირა გაბრაზებულმა,მაგრამ არავინ რომ არ გამოეპასუხა ,თავად დაიძრა კარისკენ. თმის სწორებით დასწვდა საკეტს და კარი გამოაღო. გაოცებისგან ყბა ჩამოუვარდა თავისი სახლის ზღურბლთან ატუზულ ,შუბლშეკრულ უხეშ-უზრდელ სტუმარს რომ ჰკიდა თვალი. ის იყო ბიჭმა რაღაცის სათქმელად პირი გააღო,რომ ნინა მაშინვე აკაკანდა.
-შენ რა გინდა აქ? ჩემი მისამართი საიდან გაიგე?
-აქ რა მინდა კი არა ,რა ფორმაში ხარ? შენ მის მერე კიდევ დაიძინე?-გაბრაზებულმა დაუბრიალა უკუნეთივით ბნელი შავი თვალები და მათ დანახვაზე ნინას წამში გააჟრჟოლა.
-მე როცა მინდა მაშინ ვიძინებ,შენ ვინ გკითხავს?
-რას ქვია ვინ მკითხავს?! ნახევარი საათია ძირს გელოდები,ამოვედი და რა ფორმაში მხვდები?
-შენ გამოგაგზავნა სესილიმ?-თვალებგაფართოებულმა გაიშვირა ხელი მისკენ.
-სხვა ყველა ნასვამი იყო-დაუღრინა ბიჭმა- ახლავე თავი მოიწესრიგე და წამოდი,თორემ ტაქსით მოგიწევს წაბრძანება. მხოლოდ 15წუთი გაქვს!
-მოიცა ,მოიცა.ამ ჩემს სახლში რა ბრძანებებს სცემ აა?
-ზედმეტ ლაპარაკს მოეშვი და დროზე ჩაიცვი. გითხარი მგონი უკვე ,მხოლოდ 15წუთი გაქვსთქო-უთხრა და უკითხავად შეაბიჯა სახლში.
გაწიწმატებული ავარდა ნინა თავის ოთახში და წინა დღით გამზადებული ,მოკლე შავი კაბა მოირგო ტანზე. მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა. კუპრივით შავი,მოელვარე თმა ზურგზე ჩამოიშალა და სარკეში თავისი ანარეკლით კმაყოფილმა დატოვა საძინებელი.
-წავიდეთ-შეუბღვირა მისაღებში დივანზე მოკალათებულ არეშიძეს და ქუსლების კაკუნით გაუძღვა კარისკენ.
ალექსანდრემ საფუძვლიანად შეთვარიელა წინ მიმავალი სილუეტი და ღიმილით აედევნა უკან.
მთელი გზა ,არათუ ხმა არ გაუცია,არც კი გაუხედევს ბიჭისკენ. სამაგიეროდ ლექსომ შეათვარიელა გულიანად და თან არაერთხელ. დარბაზში მისულმა კიდევ ერთხელ მიიპყრო ყველა იქ მყოფის ყურადღება. თავაზიანი ღიმილით მიესალმა უკვე ნაცნობ სახეებს და სესილისთან გაბრაზებული მიიჭრა.
-შენ ქმარს უფრო ნორმალური და ზრდილობიანი მეგობარი არ ჰყავს,ეს ვირი რომ არ გამოგეგზავნათ ჩემთან?
-სხვა ყველა ნასვამი იყო-სიცილით იმართლა თავი ერისთავმა.
-აუტანელი და საზიზღარი ტიპია-ცხვირი აიბზუა ნინამ და სიძისკენ წავიდა.
-ვახტანგ შე ძველო .როგორ ხარ?-სიცილით ამოუდგა გვერდით ამაღლობელს ,ისე რომ მის გვერდით მდგომი ალექსანდრესთვის ზედაც არ შეუხედავს.
-შენ და შენს დეიდაშვილს ენებს ამოგაწიწკნით ერთ დღესაც- გაუცინა ბიჭმა და ცხვირზე ხელი მოუჭირა.
საღამომდე სულ ცეკვა-სიმღერაში გავიდა დრო, სულ აღარ ახსოვდა ნინას არეშიძე, არაჩვეულებრივად ერთობოდა სხვა ახალგაზრდებთან ერთად. ალექსანდრე კი მისით მონუსხული თვალს ვერაფრით აშორებდა სტუმრებს შორის მოფარფატე გოგონას. ბოლოს საკუთარი თავი გამოიჭირა, რომ მთელი დღე ნინას გარდა არავინ შეუმჩნევია დარბაზში და საკუთარ თავზე გაბრაზდა. სწრაფად გადაკრა სასმელი და საპირფარეშოსკენ მიმავალ ცოტნეს გაჰყვა უკან.

ის იყო ნინას ქალების საქირფარეშოს კარი უნდა შეეღო,რომ გვერდითა კარიდან საუბრის ხმა გაიგონა. აშკარად გაარჩია უხეშ-უზრდელი ბიჭის ხმა და თავისდაუნებურად ყური დაუგდო მათ ლაპარაკს.
-მართლა საოცარი გოგოა, პოზიტივს ასხივებს, თან რა ლამაზია-ამბობდა მეორე ბიჭი.კარგად ვერ გაარჩია,მაგრამ მგგგონი ცოტნე იყო.
-ლამაზი კია,მაგრამ სულელია. სულ ყველაფერზე იკრიჭება და იცინის უაზროდ. მასეთი ცარიელი თოჯინების მეტი რა მინახავს, შეხედავ გასაგიჟებლად ლამაზია და პირს რომ გააღებს ხასიათი საერთოდ წაგიხდება-ეს აშკარად არეშიძის ხმა იყო და მისგან ამ სიტყვების მოსმენა საშინლად არ ესიამოვნა ნინას. გაბრაზებულმა მომუშტა ხელები და ცოტა დააკლდა რომ არ შეეგლიჯა მამაკაცების საპირფარეშოს კარი და უსამართო დახასიათებისთვის საკადრისი პასუხი გაეცა იმ თავხედი ბიჭისთვის.
-კარგი რა ლექსო, არ ჩანს მასეთი სულელი და უვიცი.
-დავნაძლევდეთ, ცოტა უკეთ გაიცნობ და ნახავ და ტვინიკოსიც იქნება-ირონიულად ჟღერდა ბიჭის ხმა. არადა სულაც არ არ ფიქრობდ ასე, უბრალოდ თვითონაც არ იცოდა რატომ,მაგრამ მეგობართან არ უნდოდა გამოემღავნებინა, თვითონაც როგორ იყო აღფრთოვანებული ამ პატარა ქალბატონით.
-საზიზღარი, უნამუსო- ჩაიდუდღუნა მოსმენილით გამწარებულმა ნინამ და სწრაფად შეაღო კარი.
სარკესთან იდგა და საკუთარ თავს აკვირდებოდა.
-დავიჯერო სახეზე მეტყობა, სულელი რომ ვარ,თუ საიდან დაასკვნა ასეთი დებილობა?-უკმაყოფილოდ გადაატრიალა თვალები-თუმცა სულ არ მაინტერესებს მაგ უტაქტო ვირის აზრი-მაინც არ გამოუტდა საკუთარ თავს ბოლომდე,რომ საშინლად მოხვდა გულზე ალექსანდრესგან ასეთი არასახარბიელო შეფასება.
სწრაფად მოიწესრიგა თავი და მოცეკვავე ახალგაზრების რიგს შეერია,თუმცა არაფრით ამოდიოდა გონებიდან სანდროს სიტყვები. ,,რადაც არ უნდა დამიჯდეს დაგიმტკიცებ,რომ არ ვარ, ისეთი უტვინო თოჯინა,როგორიც შენ გგონივარ’’ დაიქანდა გულში და გაბრაზებულმა გადახედა მაგიდასთან მჯდომ ალექსანდრეს. უცებ შეცბა წამით თავისკენ მომართულ მის შავ თვალებს რომ გადააწყდა. უმალვე აეფაკლა ლოყები და ცივად გაიხედა გვერდზე. არეშიძეს მის ბავშვურ საქციელზე ჩაეღიმა და ისევ მოსაუბრე მეგობრებს მიუბრუნდა.
ქორწილის შემდეგ ნინას სასწავლებლის გამო სასწრაფოდ ამერიკაში მოუწია დაბრუნება,რადგანაც ბოლო კურსის დახურვამდე სამი თვეღა დარჩენილიყო და საკურსო თემაც უნდა დაეცვა, უამარავი საქმე ჰქონდა. სესილი და ვაკოც საქორწინო მოგზაურობაში წავიდნენ და მთელი ორი თვე ტკბებოდნენ ევროპის ულამაზესი ქალაქების დათვარიელებით. საქართველოში დაბრუნებული სესილი დღეს არ ტოვებდა დეიდაშვილს რომ არ შეხმიანებოდა, ნინასავით უხაროდა, მისი ყველა წარმატებით ჩაბარებული გამოცდა,თან ერთი სული ჰქონდა დარჩენილი ერთი თვეც როდის გაილეოდა და ისევ როდის ნახავდა მონატრებულ დეიდაშვილს.
მართალია საქმე თავზე საყრელად ჰქონდა, ტვინიც სადაც იყო გადაეწვებოდა ამდენი მეცადიენობით,მაგრამ ამის მიუხედავად ცხადში თუ სიზმარში ადევნებულ ნაცნობ შავ თვალებს თავი ვერაფრით დააღწია. საჭიროზე ხშირად ახსენდებოდა ალექსადრეს ირონიულად მოცინარი შავი ფართე თვალები და გაუცნობიერებელი სურვილი კლავდა,რომ ისევ მალე ჰქონოდა მათი ხილვის საშუალება. ის კი არ იცოდა,რომ თვითონაც გვარიანად აურია ფიქრები და სიზმრები არეშიძეს. აგერ უკვე მერამდენედ ესიზმრება ალექსადრეს თვალებაციცმციმებული , ღიმილით სახეგაცისკროვნებული სიფრიფანა ნინა. ვაკომ რომ ახსენა მეგობრებთან ნინა გავაცილეთ დღეს ამერიკაშიო, თითქოს გულში რაღაც ჩასწყდა,თუმცა ამისთვის დიდი მნიშვნელობა მაშნ არ მიუნიჭებია,სამაგიეროდ მაშნ დაფიქრდა თავის ფიქრებზე ,როცა უნებურად აკრიბა თითებმა სოციალურ ქსელში გოგონას სახელი და გვარი და ქურდივით შეიპარა მის პროფილზე ფოტოების სანახავად. სუნთქვა შეეკრა,იმდენად ლამაზი იყო ნინა ყველა ფოტოში. თითქის ყველგან იღიმოდა ან გულიანად იცინოდა. მხოლოდ ორ ფოტოში იყო სერიოზული სახით.
-სერიოზული სახეც როგორ უხდება თურმე-დაუკითხავად მოსწყდა ბაგეებს სიტყვები და როგორც კი გაიაზრა რაც თქვა, იმწამსვე საკუთარ თავზე ნერვებმოშლილმა დახურა ლეპტოპი,თუმცა ყოველ ღამე სიზმრებს მაინც ვერაფერი მოუხერხა. ძალიან უნდოდა ვაკოსთვის ან სესილისთვის შეპარვით მაინც ეკითხა აპირებდა თუ არა მაჩაიძე უახლოეს მომავალში საქართველოში ჩამოსვლას,მაგრამ არაფრით არ გადააბიჯა სიამაყეს და არ ჰკითხა. აღარც ნინას ფოტოები დაუთვარიელებია მას შემდეგ. ქორწილის შემდეგ ორ თვეზე მეტი რომ გავიდა, ნელ-ნელა გაიშვიათდა ნინაზე ფიქრები, ცოტა სიზმრებიც,მაგრამ ხანდახან მაინც ახსენებდა თავს.
ამ დროს კი გოგონა თავდაუზოგავად შრომობდა, რომ საკურსო ნაშრომი საუკეთესო გამოსვლოდა, უამარავ უნიჭიერეს თანაკურსელს შორის. უკვე ნამდვილად აღარ სცხელოდა ალექსადრეს შავ თვალებზე ფიქრისთვის. თუ როდესმე ამოუტივტივდებოდა გონებაში, მობეზრებულად გააქნევდა თავს და კონსპექტებს უბრუნდებოდა. შვებით ამოისუნთქა,როცა ბოლო გამოცდაც უმაღლეს ქულაზე ჩააბარა და ახლა ერთადერთ სანერვიულოდ საკურსო ნაშრომიღა შემორჩა.
როგორც იქნა საკურსო თემაც დაიცვა დაა საბოლოოდ ამოისუნთქა, უნივერსიტეტიდან გამოსულმა პირველად სესილის დაურეკა,რომ თავისი ამბავი ეთქვა,მაგრამ დეიდაშვილმა იმხელა ხმაზე ჩაყვირა ტელეფონში ,კინაღამ გული გაუსკდა.
-ნიი, ნინუ. უბედნიერესი ვარ. ყველაზე ბედნიერი ვარ- იძახოდა სესილი.
-რა ხდება სესო?
-დეიდა ხდები სიხარულო-ახარა დეიდაშვილს და გადაიკისკისა.
-ვაიმე სესო, რა მაგარია. გილოცავ ჩემო ლამაზო. როგორ გამახარე.
-შენ ის მკითხე მე რა გახარებული ვარ.
-ვახუნამ იცის?-ჩაიფხუკუნა ნინამ
-არ გაგიგოს,თორემ ვახუნას გაგანახებს შენ-გაეცინა ერისთავს-არა, ჯერ არ მითქვამს, საღამოს შევაპარებ. შენ რა ქენი ნაშრომზე.
-ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ერთ თვეში დიპლომებსაც მოგვცემენ და ჩამოვალ.
-აუ რა მოიცდის კიდევ ერთ თვეს რა-დაიწუწუნა გოგონამ.
-ამდენი ხელია აქეთ ვცხოვრობ და გაძელი ეს ერთი თვეც უჩემოდ.
-სხვა რა გზაა?
-კარგი ,გავიქეცი ახლა სესო, დღეს გოგოები ავღნიშნავთ უნივერსიტეტის დამთავრებას ჩემთან და მინდა რაღაც გემრიელობები გავაკეთო.
-მეც მაჭმევ?-ჩაეკითხა სიცილით.
-ჭამის რა მოგახსენო და სკაიპში ვიზუალურად დაგაგემოვნებინებ.
-კარგი,.გელი , გელი მოგელი-წაიღიღინა სესილიმ-წადი ახლა,აღარ მოგაცდენ.
-შეგეხმიანები საღამოს.

თავისი საყვარელი სასუსნავები აიტანა მაღაზიიდან. მაცივრიდან წინასწარ გამზადებული ინგრედიენტები გამოაწყო და რამოდენიმე საათში ერთმანეთის მიყოლებით გაამზადა საყვარელი შოკოლადის ტორტი, პიცა და რაფაელო. ღიმილით გადაავლო თავის ნაშრომს თვალი და ძალაგამოცლილი მისაღებში სავარძელში ჩაესვენა.
ვაკოს და სესილის ოჯახში ამ დროს მეგობრებს მოეყარათ თავი და ახალ ამბავს აღნიშნავდნენ. რვა საათი სრულდებოდა, კომპიუტერში სკაიპი რომ ამღერდა.
-ნინა იქნება-სიცილით უთხრა ქმარს სესილიმ და ლეპტოპი მუხლებზე დაიდო, თან ყველას ანიშნა ცოტა ხანს გაჩუმდითო.
გოგონას სიტყვების გაგონებაზე ალექსანდრეს პირთან მიტანილი სასმლის ჭიქა ჰაერში გაუშეშდა, თვითონაც ვერ გაანალიზა ბოლომდე უეცრად მთელ სხეულში გაჩენილი საოცრად სასიამოვნო იმპულსები. მომლოდინე თვალებით მიაჩერდა ჯერ კიდევ აწრიპინებულ კომპიუტერს და ნინას ხმის მოლოდინით სმენად იქცა.
-სესო-გაისმა მონატრებული წკრიალა ხმა-ხომ არ მოგაცდინე,მარტო ხარ?
-ჰო ნინა, მარტო მე და ვაკო ვართ-ღიმილით უპასუხა დეიდაშვილს და იქ მყოფებს თვალი ჩაუკრა.
-სესო ვიდეოთვალი ჩართე რა -დეიდაშვილმაც უმალ შეურულა სურვილი.
-ოჰ სიძე შე ძველო-მიესალმა სიცილით ვაკოს- გილოცავ ვახტანგ პოტენციურ მამობას.
-მადლობა ცოლისდავ-სიცილითვე უპასუხა ბიჭმა-ისე მოგვენატრე.
- ის გამიკვირდებოდა ასეთი კარგი, რომ არ მოგნატრებოდი ვახტანგ-ამჯერად უფრო გამოკვეთა სახელი.
-ნინა გაილახებაო-წაიღიღინა ამაღლობელმა ღიმილით.
-სანამ ნინა ჩამოვა ,ეგ პირობა სულ დაგავიწყდებაო-წაიმღერა ნინამაც-სესო მოიცა რა განახო-სიცილით მიმართა დეიდაშვილს და ლეპტოპით ხელში სამზარეულოსკენ წავიდა.წამში ეკრანზე ნინას მაგივრად მისი კულინარიული შედევრები ჩანდა და სესილის ნერწყვებს აყლაპინებდა .
-იცი რას სურნელი აქვს?!...მმმმ-თვალები მინაბა ნინამ-ეე ვიდეოთვალი რატომ გამორთე?
-გამოირთო-სიცლინარევი ხმით უპასუხა სესილიმ,არადა მეგობრებისგკენ მიაბრუნა კომპიუტერი,რომ ნინას მაიმუნობები მათაც ეყურებინათ.
-ამათი ყურება მაინც მოგიწევს -ჩაილაპარაკა სიცილით.
-კარგი რა ნი, მეც მინდა-დაიწუწუნა სესილიმ.
-მოთხოვე მერე ვახტანგს და მოგიტანს.
-მე შენი გაკეთებული მინდა.
-ოო,მაგას დააგვიანდება,მაგრამ ასე უყურე. ნახე პიცა რა გემრიელად გამოიყურება. არა,არა ნამცხვარს შეხედე. მოიცა..- პატარა ნაჭერი ჩამოჭრა ნამცხვარს , კამერა თავისკენ მიაბრუნა და ხელის ნელი მოძრაობით ჩაიდო ლუკმა პირში. თან ტუჩებს საყვარლად აცმაცუნებდა. ალექსანდრეს მის შემხედვარე მთელი გულით უნდოდა გემრიელად გადაეხარხარებინა,თან მონუსხული უყურებდა მაჩაიძის მსხვილ აცმაცუნებულ ტუჩებს და წამში ათასნაირმა სურვილმა წამოუარა. ახლა აქ რომ ჰყოლოდა ეს მავნე გოგო,დიდი სიამოვნებით დააგემოვნებდა პირდაპირ მისი ტუჩებიდან იმ ტორტის კრემს, ასე საყვარლად რომ წატყიპვნოდა პირზე.
-ნინა რა საძაგელი ხარ - უკვე მართლა შეუღონდა ასესილის გული და გაბუტული მიუბრუდნა ქმარს-ახლავე მინდა შოკოლადის ტორტი-განუცხადა კატეგორიულად.
-ურა-დაიყვირა უცებ ნინამ- მიზანი მიღწეულია, გული დამშვიდებული-გადაიკისკისა უცებ.
-შესრულებული მიზანი კი არა ,იცოდე ვერ გადამირჩები მაჩაიძე-სიცილით დაემუქრა სიძე.
-შენ ზედმეტ ლაპარაკს მოეშვი და წადი ცოლ-შვილს ტორტი მოუტანე ბიჭი.-დაეჭყანა გოგონა.
-ეს ვიდეო თუ ინტერნეტში არ აგიტვირთო , მე არ ვიყო ვაკო ამაღლობელი-სიცილით შეინახა ფაილში ნინას მაიმუნობების ვიდეო და ცოლის დეიდაშვილს დაემუქრა.
-რა ვიდეო?-თვალები გაუფართოვდა ნინას.
-შენი ინტრიგნობის ამსახველი.
-შენ რა ყველაფერი გადაიღე? იცოდე მოგკლავ ვახტანგ.
-იცოდე კიდევ ერთხელ დამიძახებ მასე და წამში განთავსდება ინტერნეტში ეს ვიდეო.
-ცუდი ბიჭი ხარ, ცუდი და ინტრიგანი-ტუჩები გაბუსხა ნინამ და გაბრაზებულმა გათიშა ზარი.
-არა ,რაები აკეთა და კიდე მე ვარ ინტრიგანი?-სიცილით ჩაეკითხა მეგობრებს ვაკო.
-ხარ-გადახედა გაბრაზებულმა ცოლმა-იცოდე არსად არ დადებ მაგას.
-არც ვაპირებ,უბრალოდ გავაწავლებ ცოტას.
-ახლა კი წადი და ტორტი მომიტანე.
-ღმერთო შენ მომეცი გამძლეობა-მაღლა ასწია ხელები ამაღლობელმა და სიცილით წამოდგა დივნიდან-ჩემ ცოლ-შვილს თქვენ გაბარებთ, მალე მოვალ-დაუბარა იქ მყოფებს და სახლიდან გავიდა.

მთელი საღამო გონებიდან ვერაფრით ამოიგდო ეშმაკურად მომღიმარი ნინა, საყვარლად რომ აცმაცუნებდა კრემით დასვრილ ტუჩებს და შიგადაშიგ ვერშეკავებული ღიმილი მოედებოდა ბაგეზე. სანამ ყველა სესილის ირგვლივ ტრიალებდა, ქურდივით მიიპარა ვაკოს კომპიუტერთან და ჩუმად გადააგზვნა მაილზე ნინას ვიდეო,თან თვითონვე დასცინოდა გულში საკუთარ თავს,ამ ბავშვური საქციელის გამო.

დიპლომის აღების წინა დღეს წინასწარ დაჯავნშა თვითმფრინავის ბილეთი და ბარგიც ჩაალაგა. კურსელებთანაც მხიარულად გაატარა ის საღამო. მეორე დღეს კი ღამით უკვე საქართველოში მოფრინავდა. თან სიახრულით გული უფრიალებდა, რომ წარმოიდგენდა რამხელა სიუპრიზი იქნებოდა ყველასთვის მისი დაბრუნება.
აეროპორტიდან სახლში წავიდა და მონატრებული მშობლები მოისიყვარულა, მათი საყვედურისთვის ყურადღებაც არ მოუქცევია, რომ უთხრეს უნდა გაგეფრთხილებინეთ რომ მოდიოდიო. სიცილით გადაიტანა სხვა თემაზე საუბარი და ორივეს მაგრად ჩაეხუტა. მეორე დღეს კი გამოძინებულმა და დასვენებულმა საჩუქრებს ხელი დაავლო და დეიდაშვილის სახლისკენ აიღო გეზი.
-ვაიმე ნინა-იკივლა კარის გაღებისთანავე გახარებულმა სესილიმ და მთელი ძალით მოეხვია.
-როგორ მომენატრე სესო-თბილი ხმით ჩაილაპარაკა და თვითონაც მოხვია სუსტი მკლავები.
-ნინაჩკა-სიცილით გამოეგება სიძე და თავის ძლიერ მკლავებში ჩაკარგა-რატომ არ გვითხარი რომ მოდიოდი? აეროპორტში დაგხვდებოდით-თმა აუჩეჩა გოგონას.
-ასე ვერ მნახე ვახგ... ვაკო?-ვიდეოს გახსენებაზე წამში შეცვალა მიმართვა,რაზეც ამაღლობელმა გულიანად გადაიხარხარა.
-მოდი ,მოდი შემოდი. კარგ დროს მოხვედი,სტუმრები გვყავს.
-ვინ სტუმრები?
-ისეთი არავინ ვისაც არ იცნობ-ღიმილით გადახვია ხელი და მისაღები ოთახისკენ წაიყვანა.
ოთახში შესვლისთანავე პირველს არეშიძის შავ თვალებს გადააწყდა, რომლებშიც უცნაურ ემოციებს დაებუდებინა. წამით იგრძნო,როგორ ძლიერად გატოკდა გულის არეში რაღაც ბიჭს თვალი აარიდა. სათითაოდ თბილად მოიკითხა ყველა და დივანზე მოკალათდა. სხვებთან ლაპარაში გართულს სულ არ შეუმჩნევია ალექსანდრეს საოცრად თბილი მზერა,რომელიც მისკენ იყო მიმართული. წამით ბიჭმა ტუჩებზე გადაიტანა ყურადღება , ნინას იმდღევანდელი გამოხტომა გაახსენდა და გაეღიმა.
მთელი ორი თვის მანძილზე ვაკოსთან და სესილისთან ნახულობდნენ ხოლმე ერთმანეთს. არ ჩხუბობდნენ, არ კამათობდნენ,მაგრამ საუკეთესო მეგობრებიც არ ყოფილან. უკვე ივნისის შუა რიცხვები იყო მოტანებული,ვაკომ რომ უთხრა მეგობრებს,რაჭაში საზაფხულო ბანაკია და ორი კოტეჯი ჩვენთვის გამოვაყოფინე ახლობელსო და იცოდეთ ყველა მივდივართ ერთ კვირაშიო. ყველა დიდი აჟიოტაჟით შეხვდა ამ ახალ ამბავს. მთელი კვირა ალაგებდნენ გოგონები ბარგს, ბოლოს როგორც იქნა წასვლის წინა დღეს დაადგინეს,რომ ყველა საჭირო ნივთი ადგილზე ჰქონდათ და არც არაფერი იყო სანერვიულო, მეორე დღეს კი დილაადრიან დაადგენენ საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხისკენ გზას.
მართლაც დაუვიწყარი დღეებით დაიწყო რაჭის არდადეგები. სხვა ახალგაზრდებიც გაიცნეს და მთელ დღეები ერთობოდნენ. ღამის კოცონი, სპორტული შეჯიბრებები, სიმღერები , მოსაწყენი დრო არცერთს რჩებოდა. სამაგიეროდ ალექსანდრე დადიოდა ხოლმე დაბღვერილი სახით როცა ბიჭების მხრიდან ნინას მიმართ გამოჩენილ ყურადღებას ამჩნევდა.
ერთ დღეს დილით გაღვიძებული კოტეჯიდან რომ გავიდა,მხოლოდ ნინა დახვდა გარეთ , ათობით ახალგაზრდა და ბანაკის ხელმძღვანელობაც სადღაც გამქრალიყო.
-დილამშვიდობის-ღიმილით მიესალმა გოგონას და ძილისგან აწითლებულ სახეზე მოავლო მზერა.
-მშვიდობა მოგცეს ღმერთმა-სიცილით უპასუხა მაჩაიძემ.
-სადაა ხალხი?
-ტბაზე წასულან და ჩვენ აქ დაგვტოვეს. სესილიმ დავურეკე და ისე ტკბილად გეძინათ არ გაგაღძვიძეთო.
-მოდი მერე ჩვენც გავიდეთ.
-მეზარება.
-რა გეზარება ადამიანო? აქვეა ორ ნაბიჯში.
-შენ წადი მე წავუძინებ კიდე.
-ღმერთო ჩემო რა ზარმაცი ხარ-სიცილით უთხრა ალექსანდრემ.
-ოოო, მეზარება და რა ვქნა?-ხელი აიქნია ნინამ და კოტეჯისკენ წავიდა, ლექსოც ფეხდაფეხ აედევნა უკან.
-იქ წასვლა თუ გეზარება,მოდი რამე გავაკეთოთ და ვჭამოთ, მგელივით მშია.
-თუ მე გავაკეთო და შენ ჭამო?-სიცილით გადმოხედა გოგონამ.
-ნუ ახლა.... შენ გააკეთო და ორივემ ვჭამოთ მაშინ.
-შენ თუ წუხელ ღამის შემდეგ კიდევ რამის ჭამის თავი გაქვს ,ყოჩაღ რა. თითო-თითო შემწვარი ქათამი რომ ჭამეთ და თითომ ლამის ნახევარი პიცა რომ მიაყოლეთ ზედ დაგავიწყდა? იმ ნამცხვარზე აღარაფერს ვამბობ ნელ-ნელა რომ აკლდებოდა ნაჭრები და ბოლოს ორი ლუკმაღა შემხვდა თავად მზარეულს.
-შენ რა ლუკმებს მითვლიდი?-წარბი ასწია არეშიძემ.
-მარტო შენ არა ლექსო, თქვენ ყველას ბიჭებს-არაფრით შეიმჩნია ალექსანდრემ,როგორ ესიამოვნა მისი პირიდან განაგონი ,,ლექსო’’ და ისევ ჩვეულებრივად გაუგრძელა საუბარი.
-მიდი რა მართლა კვერცხი მაინც შემიწვი.
-შენით შეიწვი.
-მთელ ბანაკს გადავწვავ იცოდე-უთხრა სიცილით.
-და მერე მე მეტყვი ზარმაცი ხარო.
-დედას გეფიცები მართლა არ მეხერხება ეს მზარეულობა, თორემ ისე არ მეზარება.
-კარგი ჰო კარგი, მიდი შენ მაშინ ჭუჭლები ამივსე წყლით და მე გავაკეთებ რამეს იმათ მოსვლამდე.

ის იყო ალექსანდრეს კოტეჯის კარი უნდა შეეღო,რომ უცებ შიგნიდან რაღაცის დავარდნის ხმა რამოდენიმეჯერ გაისმა, წყლით სავსე ჭურჭლები კიბეზე მიაწყო და გიჟივით შევარდა შიგნით. თვალები შუბლზე აუვიდა,იატაკზე გაშხლართულ ნინას რომ შეავლო თვალი. გოგონას ირგვლივ კი ცალ-ცალკე ეყარა ორი ქვაბი ,თავისი თავსახურებით. ამ სცენის შემხედვარე ალექსანდრეს გულიანად გადახარხარება მოუნდა,მაგრამ ნინას დამანჭული სახის შეხედვისას მაშინვე მასთან მივარდა და წამოდგომაში დაეხმარა.
-ვაი-წამოიკვნესა ტკვილისგან და ბიჭს დაეყრდნო.
-ყველაფერს გაფიცებ ეს როგორ მოახერზე?-შეწუხებულმა,მაგრამ მაინც ვერშეკავებული ღიმილით ჰკითხა ალექსანდრემ.
-იცოდე ამაზე ვინმეს რომ მოუყვე ვერ გადამირჩები ,გაიგე?
-არავის ვეტყვი, არა-უკვე იცინოდა არეშიძე,რადგან შეხედა,რომ გოგონას სერიოზულად არაფერი დაშავებოდა-მოიცა ამ სკამებს რაღა სჭირს?-გაოცებულმა ჰკითხა და წაქცეული სკამები გაასწორა.
-მაღალზე იდო ქვაბები ,ჰოდა სკამები შევდგი ერთმანეთზე ,ჰოდა ქვაბს,რომ ვიღებდი,თავსახური მოძვრა ერთს, თავზე დამეცა,ორიენტაცია ვეღარ შევინარჩუნე და ჩემი ქვაბიან სკამებიანად მივეხატე იატაკს, ახლა დაიკმაყოფილე ცნობისმოყვარეობა?-ჩამოარაკრაკა დამანჭული სახით და გაზქურას მიუბრუნდა,ხანდახან გადახედავდა ახითხითებულ ალექსანდრეს,რომელიც სიცილის შესაკავებლად პირზე იფარებდა ხელს.
-არ გაიგუდო, გაიცინე და მოისვენებ შენც და მეც-უკმაყოფილოდ გადაატრიალა თვალები და ხორცს წყალი გადაუწურა.
-ხელი მაჩვენე, როგორ დაგლურჯებია-უთხრა უცებ შეწუხებულმა ლექსომ და ჩალურჯებულ მკლავზე ნაზად ჩამოუსვა თითები. შეუმჩნეველი არ დარჩენია გოგონას წამში ახორკლილი კანი და თავისივე რეაქციის გამო შეფაკლული ლოყები,მაგრამ მაინც არაფერი შეიმჩნია და ნელა დაადო ცივი წყლით სავსე ბოთლი დალურჯების ადგილას.

საღამოს გოგონების კოტეჯში შეკრებულიყო ყველა. ცოტნე ,ვაკო და სანდრო ზოგჯერ სცილით გადმოხედავდნენ ნინას,მერე კი ერთმანეთს. გოგონა მალევე მიხვდა,რომ ალექსანდრეს პირობა დაერღვია და ბიჭებისთვის მისი დღევანდელი ინციდენტის შესახებ მოეყოლა. ცოტა ხანს ითმინა ბიჭების ასეთი ყურება ნინამ,მერე კი გაბრაზებული წამოხტა ფეხზე და ალექსანდრეს საყვედურ ნარევი ხმით უთხრა.
-უნამუსო ბიჭი ხარ, უნამუსო და მატყუარა- და გაბრაზებული გავიდა გარეთ. მიხვდა არეშიძე, ძალიან რომ აწყენინა ,მაგრამ უკან არ გაყოლია და არც ბოდიშის მოხდა უცდია დარღვეული პირობის გამო. ნინა კი გაბუსხული იჯდა კოტეჯის კიბის საფეხურზე და გეგმას სახავდა ,როგორ უნდა გადაეხადა სამაგიერო მისთვის.
ალექსანდრე დილით მზის სხივებმა რომ შეაწუხა, ბალიშში ჩარგო თავი დ ამშვიდად გააგრზელებდა ძილს უცებ ვიღაცის გულიანი სიცილის ხმა რომ არ გაეგონა. გაოცებულმა გაახილა თვალები და ირგვლივ რომ მოხარხარე ახალგაზრდები დაინახა უცებ ვერც გაიაზრა რა ხდებოდა. რამოდენიმეჯერ მოავლო თვალი გარემოს და მიხვდა,რომ საკუთარი საწოლის ნაცვლად თავისივე კოტეჯის გვერდით მინდორში იყო ლეიბიანად. გაბრაზებული წამოვარდა ფეხზე ბალიშს ,ლეიბს და გადასაფარებელს ხელი დაავლო და კოტეჯში შევიდა,მაგრამ გარედან სიცილის ხმა კიდევ კარგა ხანს ესმოდა. დაახლოებით ხვდებოდა, ვისი ხრიკები იყო ეს,მაგრამ ის ვერ გაეგო, ამ კაფანდარა გოგოს, როგორ უნდა გეყვანა ისე გარეთ, რომ ძილში ვერაფერი გაიგო. თავის მოიწესრიგა და გარეთ გავიდა. იმწამსვე გოგონებთან ერთად გულიანად მოცინარ ნინას მოჰკრა თვალი. ყურადრება აღარ მიუქცევია მის დანახვაზე ისევ ახარხარებული ახალგაზრდებისთვის,გაბრაზებული მივარდა მაჩაიძესთან და მკლავში მაგრად წაავლო ხელი.
-ჰეი,მეტკინა- დაიკივლა უცებ ნინამ და ხელის გათავისუფლებას ამაოდ ეცადა.
-შენ მომიწყვე ხომ?
-მე? რა მოგიწყვე? არაფერი მესმის.
-არ გესმის არა? შენი ასამასხარავებელი ვარ ამხელა კაცი ხომ?
-ჩემთან რა გინდა? ჩემი მხოლოდ იდეა იყომ,რომელიც ვაკოც და სანდრომ განმახორციელებინეს.
-ესეიგი იდეა შენი იყო, ჰოდა ნახავ როგორ დაისჯები მასეთი გენიალური იდეებისთვის-გაბრაზებულმა შეუშვა ხელი ,გაშორდა და მთელი დღეც აღარ გამოჩენილა.

ნინას დილით ადრე გაეღვიძა. მოულოდნელად ხელზე რაღაც ცივის შეხება იგრძნო და უცებ დაჭყიტა თვალები. შიშისგან ენა ჩაუვარდა მარჟვენა ხელზე დახვეული გველი რომ დაინახა,მერე კი გიჟივით წამოხტა საწოლიდან და განწირულმა მორთო კივილი,თან თვალს ვერ აშორებდა ხელზე უძრავად მოხვეულ ცივ, სრიალად, საზიზღარ არსებას. სულ არ ახსოვს როდის წამოვარდნენ გოგონები საწოლებიდან, როდის შემოცვიდნენ ბიჭები. მარტო იმას ხედავდა, როგორ მოაშორა ახარხარებულამა ალექსანრემ ხელიდან ის საშინელება და როგორ დაატრიალა ხელში. იმის გაგონებაღა მოასწრო,როგორ ეუბნებდოა სიცილით არეშიძე, რეზინის სათამაშოსი როგორ შეგეშინდაო,მერე უცებ ყველაფერი სიბნელემ მოიცვა და ისე უცებ დავარდა ძირს,რომ მის გვერდით მდგომმა დეიდაშვილმაც ვერ მაოსწრო მისი დაჭერა.
თვალები რომ გაახილა, პირველად ალექსანდრეს შიშჩამდგარ მზერას გადააწყდა. როგორც კი მხედველობა ბოლომდე დაიწმიდნა ბურუსიდან ,მაშინვე გამწარებულმა აიქნია ხელი , ბიჭის ხელი სახიდან ზიზღით მოიშორა და გვერდით მჯდომ დეიდაშვილს სლუკუნით მიეხუტა.
-მაპატიე რა ნინა, არ მეგონა თუ ვერ მიხვდებოდი სათამაშო რომ იყო და ასე თუ შეგაშინებდა.-მისკენ წაწია ხელი ალექსანდრემ,მაგრამ ნინამ დამდუღრულივით კრა ხელი და ტირილით დაუყვირა.
-არ გაბედო ჩემთან მოკარება, რომ იცოდე როგორ მეზიზღები, აღარასდროს გაგცემ ხმას- უთხრა და უფრო მაგრად შემოხვია სანდროს სუსტი მკლავები,რომელმაც გაბრაზებული მზერა ესროლა ალექსანდრეს. თვითონაც ვერ მიხვდა ნინა, რა ძალიან ატკინა ბიჭს თავისი სიტყვებით. თავის თავზე ,თუ ნინაზე გაბრაზებული წამოხტა ფეხზე არეშიძე და იქაურობას გაეცალა.
-ცუდი ბიჭია, ძალიან ცუდი- კიდევ კარგა ხანს სლუკუნებდა ნინა და არაფრით შორდებოდა სანდროს, რომელიც მის დამშვიდებას უშედეგოდ ცდილობდა.
მთელი ორი კვირა ისე გავიდა, ხმის გაცემა კი არა, ზედაც არ შეუხედავს ნინას ალექსადნრესთვის. ბიჭიც დიდად არ აწყენდა თავს, იფიქრა, ცოტა რომ გადაუვლის სიბრაზე, მერე ისევ მოვუხდი ბოდიშსო. არადა გოგონას მისი მობოდიშება სულ არ სჭირდებოდა, სულ სხვა რაღაც ედო გულში და რამე ძალიან კარგი გეგმის მოფიქრებას ცდილობდა, რომ სამაგიერო გადაეხადა. ბოლოს რომ ვერაფერი მოიფიქრა, გადაწყვიტა, პატარ-პატარა ხრიკებით გაემწარებინა არეშიძე.
ერთ დღეს დიილით ყველასთვის ყავის მომზადება თავის თავზე აიღო. საოცრად გაუკვირდა ალექსანდრეს, მასაც რომ დაუდგეს წინ მუქი სითხით სავსე ფინჯანი,მაგრამ მერე ღიმილით გადახედა ნინას,რომელიც რაღაცას ელაპარაკებოდა სესილის და ყავა მოსვა. დაეფიცება,რომ ამაზე საზიზღარი გემო მისი გემოს რეცეპტორებს აქამდე არასდროს აღექვათ. ვერც კი გაიგო,რა ჯანდაბა ეყარა ყავაში,მაგრამ ის კი იცოდა,რომ მთელი პირი გამოშაშხა და მოუმლაშა. გიჟივით წამოვარდა ფეხზე და წყლით სავსე ჭიქა რამოდენიმეჯერ დაცალა,თუმცა ბოლომდე ვერ მოიშორა საზიზღარი გემო. გამწარებულმა გადახედა გულიანად მოკისკისე ნინას და თავი უკმაყოფილოდ გააქნია.
ამას მოჰყვა მთელი ბანაკის წინაშე ფეხმოტეხილი სკამიანად მიწაზე დანარცხება, მერე კოტეჯიდან გამოსულს წყლით სავსე სათლი დაეცალა თავზე. მერე ბანაკის ერთ წევრ გოგოსთან ერთად იყო სასეირნოდ ტბაზე ალექსანდრე ,მოულოდნელად ნინა რომ გამოჩნდა ,წყვილთან გაბრაზებული სახით მიიჭრა,მაგრად უთავაზა სახეში გაშლილი ხელი არეშიძეს და მის ლანძღვას მოჰყვა იმის გამო,რომ ვითომ დილით მას უხსნიდა სიყვარულს ,ახლა კი მთელი დღით გადაკარგა ვიღაც გოგოსთა ერთად. მერე ვითომ შემთხვევით გაიტაცა ქარმა გასაშრობად გაკიდებული ლექსოს ყველაზე საყვარელი მაისური. ერთხელ დილით გაღვიძებულს თმაზე შუქნიშნის ფერების საღებავებით წასმული სამი ზოლი დახვდა,რომელის მოშორებას მთელ ორი დღე ცდილობდა. ერთხელაც კოტეჯიდან გამოსულს ყველამ გაოცებული მზერა მიაპყრო ,მერე კი სიცილი ატეხეს.
-რას გავხარ ბიჭო,რაა ეგ?-უთხრა სანდრომ, თან სიცილით სულს ძლივს ითქვამდა..სიბრაზისგან კინაღამ ყველაფერი დალეწა, სადმე იქვე რომ ყოლოდა ნინა,ალბათ დაუფიქრებლად მოკლავდა, როცა თავის ანარეკლს გაუსწორა მზერა სარკეში და შავად ჩახატულ თვალებს და წითელი პომადით აკვასკვასებულ ტუჩებს გადააწყდა.
ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ერთ დილას ნინა ნჯღრევით არ გააღვიძა ვიღაცამ. თვალები რომ გაახილა მოულედნოლობისგან ერთი გვარიანად შეჰკივლა,როცა თავის მხრებზე ჩაბღაუძებულ ალექსანდრეს გადააწყდა.
-ნინაჩკა რა გინდა? -უცნაური ღიმილით ჰკითხა ჯერ კიდევ ნახევრად მძინარე მაჩაიძეს-რატომ არაფრით მეშვები და თავს არ მანებებ? საპასუხოდ რომ რამე მოვიმოქმედო , პატარა ბავშვივით ტირილით აიკლებ ყველაფერს და მთელი თვე აღარ გამცემ ხმას, ნუ პრინციპში ახლაც არ იკლავ ჩემთან ბაასით თავს.-ლაპარაკობდა და თანდათან უფრო ახლოს მიჰქოდნდა მასთან სახე. ნინას ერთიანად გააჟრჟოლა ,არეული თვალები დაბლა დახარა და დიდი მცდელობის მიუხედავად,მაინც ვერ შეძლო მისი სიახლოვით გამოწვეული ემოციის დამალვა. აშკარად შეამჩნია ალექსანრემ გოგონას ავარვარებული ლოყები ,ახორკლილი კანი და ერთიანად აცახცახებული სუსტი სხეული. შეამჩნია და გაეღიმა .... ნინას კი ისევ თავი ჩაეხარა და ცოცხალი თავით არ უყურებდა თვალებში,რომლებიც ასე აბნევდა.
-რატომ კანკალებ?-ეშმაკური ღიმილით ჩაეკითხა ლექსო და თავი ააწევინა,რომ მისი დაბნეული მზერით ისევ გაერთო თავი-დარწმუნებული ვარ, იცი რომ შენთვის არაფრის დამშავებელი მე არ ვარ, ამ გაგანი ზაფხულში ,შემცივნებითაც არ შეგცივდებოდა..... აბა დავიჯერო რამე განსხვავებულ ემოციებს ვიწვე შენში?-არაფრით ეშვებოდა მის წვალებას არეშიძე და გოგონას სახის შემყურეს,ცოტაღა აკლდა სიცილი რომ არ აეტეხა.
-ხელი გაწიე-ძლივს ამოილუღლუღა მაჩაიძემ და სახე გვერდზე მიაბრუნა.
-ნინა შენ მე მოგწონვარ!-მეხის გავარდნასავით იყო ალექსანდრეს პირდაპირი და მოურიდებელი განაცხადი. უცებ მიატრიალა ისევ მისკენ თავი და გაფართოეებული თვალებით მიაჩერდა ბიჭის ჭინკებათამაშებულ თვალებს.
-რა.... რა სისულელეებს ბოდავ?-საწოლიდან წამოხტომა დააპირა,რომ ამ თავხედ ბიჭს სასწრაფოდ გასცლოდა,თორემ მისი სიახლოვე და მისგან წამოსული საშინლად სასიამოვნო სურნელი, უარესად ურევდა ისედაც არეულ გონებას და ფიქრებს,თუმცა ალექსანდრე ჩანაფიქრს რომ მიუხვდა,სწრაფად დააწყო ხელები საწოლზე ,ისე რომ ორივე მხრიდან გზა გადაუღობა გოგონას და სახე კიდევ უფრო ახლოს მიუტანა.
-რა ასე არ არის? ამიტომ არ აწყობ ეს დღეებია ამ უაზრო მაქინაციებს?
-ამას იმიტომ,ვაკეთებ რომ იმ დამპლური საქციელისთვის სამაგიერო გადაგიხადო-პირში მიახალა გამწარებულმა ნინამ.
-არაა მასე! შენ მე მოგწონვარ-ისე გაიმეორა ალექსანდრემ.
-არა!
-კი ნინა, კი. და დღეის იქით იცოდე,რომ ჩემი ყურადღების მისაპყრობად სულაც არ გჭირდება მსგავსი ბავშვური ქმედებები. შეგიძლია უბრალოდ გამანდო შენი გრძნობები-ირონიულ ღიმილს არ იშორებდა ალექსანდრე სახიდან.
-ნუ სულელობ და გაიწიე-ძალიანაც უნდოდა მტკიცე ტონით ეთქვა ნინას,მაგრამ ხმა სადღაც გაპარვოდა.
-მოდი შენ თუ არა, მე ავიღებ გულახდილობის ინიციატივას საკუთარ თავზე და გეტყვი,რომ დიდი ხანია მინდა გავიგო მაგ შენი გაბუშტული ტუჩები ისეთივე გემრიელი თუა, როგორი მადისამღძვრელიცაა-კიდევ ერთხელ მიახალა დაუფარავად თავისი ფიქრები პირში და გოგონას არეულ თვალებს ჩააჩერდა.
-შე თავხედო და უნამუსო-იმწამსვე აკივლდა და აფართხალდა ნინა,როგორც კი ბოლომდე გაიაზრა გონებამ არეშიძის სიტყვები- ახლავე ადექი და მოშორდი აქედან, თავხედო შენ! როგორ ბედავ ჩემთან ასე ლაპარაკს?...გაიწიე, გაიწიე გესმის?-მაგრად მიჰკრა მკერდზე ხელი და სწრაფად წამოხტა საწოლიდან- არ გაბედო და აქ აღარ შემოხვიდე, საერთოდ სიახლოვეს აღარ გამეკარო- არ წყვეტდა ყვირილს და თან გამწარებული იქნევდა ჰაერში ხელებს- უნამუსო ხარ, რა იყო მთელი ბანაკის გოგოებთან სცადე ბედი და ჩემი რიგი დადგა? გაფრთხილებ სიახლოვეს აღარ გამეკარო,თორემ აქამდე რაც გამიკეთებია, მონაგონი იქნება შენთვის, გაიგე?-სიტყვა შუაში გაუწყდა ,ახარხარებულ ალექსანდრეს რომ შეხედა-რა ჯანდაბა გაცინებს ნეტა ვიცოდე, სირცხვილი სულ არ გაგაჩნია.
-ნეტა შენი თავისთვის შეგახედა ახლა,რა გამწარებული ქაქანებ.
-ღმერთო ჩემო , რა უნამუსოა, კიდევ აქეთ რომ დამცინის .
-ადამიანო გეხუმრე, რა იყო?
-რა ქენი?-საცრისოდენა გაუხდა თვალები ნინას.
-გ ე ხ უ მ რ ე-სიცილით უპასუხა ლექსომ- უბრალოდ შენი საქციელის გამო სამაგიეროს გადახდა მინდოდა. რომ ვიცი რა მშიშარა და მტირალა ხარ, შემეცოდე და ასე გადავწყვიტე გახუმრება.
-არ ხარ შენ ნორმალური, არა!- ბალიში ესროლა ნინამ და ლამის იქვე მორთო ღრიალი.
-კარგი ჰო, ახლა ბარი-ბარში ვართ. აღარც შენ მეხუმრები უშნოდ და აღარც მე, მორჩა.
-ჩემს მაგივრად ნუ ლაპარაკობ!-შეუტია გაბრაზებულმა- ცოტაღა მაკლია, მანდვე რომ არ მიგახრჩო.
-სცადე აბა- სიცილით ჩაუკრა თვალი ბიჭმა-მეც შემიძლია დაგახრჩო, ოღონდ......
-ოღონდ რა?
-არა არაფერი, რომ ვთქვა აკივლდები ისევ.
-იდიოტი ხარ რა. მომწყდი ახლა თავიდან.
-ჯერ დამპირდი,რომ ზავს დავდებთ და მორჩება ეს უაზრო კატა-თაგვობანა.
-არაფრის პირობას არ დავდებ მე. მითუმეტეს შენი წეღანდელი საქციელის მერე.
-ნინა შენთვის გეუბნები თორემ, მე პირადად ძალიან მეხალისება შენი გაბრაზებული სახის ყურება-ისევ აგრძელებდა მის დაცინვას ალექსანდრე.
-ჯანდაბას შენი თავი! კარგი ჰო მოვრჩეთ, შენ შენთვის ,მე ჩემთვის.
-მთლად მასეც არ მიდნა ახლა. უბრალოდ ჩვეულებრივ უერთიერთობას ავაწყობთ.
-კარგი ჰო , ავაწყობთ ჩვეულებრივ ურთიეთობას-თუთიყუშივით გაიმეორა მისი სიტყვები-ახლა კი გადი,უნდა გამოვიცვალო.
-რატომ, საოცრად გიხდება ეგ პიჯამა- ხუმრობი შეაპარა თავისი გულწრფელი აზრი და კარისკენ წავიდა.
-ალექსანდრე!-დაუყვირა გაბრაზებულმა და გადასაფარებელი აიფარა ტანზე.
-კარგი ჰო,კარგი-დანებების ნიშნად სიცილით ასწია ხელები მაღლა-მიდი ჩაიცვი და წავიდეთ იმათთან, ისევ ტბაზე წავიდნენ უჩვენოდ-უთხრა და კარი გახურა.
-მოვკლავ მე სესილის, ხომ გავაფრთხილე,რომ მოშვებოდა ჩვენი მარტო დარჩენის მცდელობებს-ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა და იქვე გამზადებულ ტანსაცმელს დასწვდა.
მომდევნო კვირაში ბანაკის წევრებს შორის ინტელექტუალური კონკურის მოწყობა გადაწყვიტეს. ბანაკის წევრები ჯგუფებად დაჰყვეს და კონკურსის წესებიც გააცნეს.
-ნინა კაპიტანი იქნები?-ჰკითხა სანდრომ.
-გაგიჟდი ხომ? ყველაზე პატარა ვარ და მაინცდამაინც მე გინდა დამნიშნოთ კაპინტნად? გამომრიცხეთ.
-მეტი თავდაჯერებულობა თუ არ გაგაჩნია ,გვითხარი უარი,რა პრობლემაა?!-გამომწვევად გაუღიმა ლექსომ.
-ჩევ შევთანხმდით მგონი,რომ მსგავსი ირონია აღარ იქნებოდა, თუ ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბებას ვეცდებოდით.-შეუბღვრია მაშინვე.
-კარგი ჰო კარგი-ხელები ასწია ბიჭმა.
ნინას ქორწილის დღეს მისი სიტყვები გაახსენდა, ცარიელ თოჯინად რომ მოიხსენიებდა არეშიძე. მერე საკუთარი თავისთვის მიცემუმლი პირობაც და გაუაზრებალდ წამოიძახა.
-ვიქნები კაპიტანი.
-ეგრე რა დეიდაშვილო, კი ხარ ყველაზე პატარა,მაგრმა ყველაზე ჭკვიანი მყავხარ მე შენ-საფეთქელთან მიაკრა ტუჩები სანდრომ.
-ვნახოთ სანდრო, ვნახოთ. დაამტკიცე მაჩაიძის ასულო ,თუ მართლა ასეთი ცოდნის ბუკეტი ხარ -სიცილით თქვა არეშიძემ და ღიმილით ჩაუკრა თვალი ნინას.
-მე შენთვის არაფერი ა რმაქვს დასამტკიცებელი და ყველამ თავის ცოდნას მიხედოს.
-ჯერ კიდევ გვაქვს მე და შენ რაღაცეები გასარკვევი,მაგრამ ეგ მერე. ჯერ კონკრურსს მივხედოთ.
-მოვიგებთ-თქვა ვაკომ-მითუმეტეს თუ გავიმარჯვეთ, მთელი ერთი კვირა ბანაკს ჩვენ გვითმობენ მერე.
-მარტო მაგიტომ უნდა გავიმარჯვოთ- წამოიძახა სესილიმ .

ერთმა კვირამ თვალის დახამხამებაში გაიარა , ყველაზე მეტი ენთუზიაზმით ნინა ემზადებოდა. რაც არ უნდა იყოს ორი მიზეზი ჰქონდა,რომ გაემარჯვებინა, ერთი ის,რომ ბანაკი ერთი კვირით მას და მის მეგობრებს დათმობოდათ და მეორე ის,რომ იმ მეტიჩარა არეშიძისთვის დამეტკიცებინა,რომ სულაც არ იყო უბრალო ,,უტვინო თოჯინა'' როგორც ის თვლიდა. თვითონაც ხვდებდა გულის სიღმეში,რომ მეორის მიღწევა უფრო უნდოდა და ამისთვის არ ზოგავდა თავს.
საშინლად ნერვიულობდა მაჩაიძეების ასული ,მაგრამ ორი ტურის შემდეგ აშკარა ლიდერი აგხდა მათი გუნდი,თუმცა მალევე დაეწიათ ორი სხვაც. სულ ბოლო კაპიტნების ბლიცი იქნებოდა და ყველაზე მეტად ამის ეშინოდა ნინას.
-ნი შენს გვერდით ვართ-გამამხნევებლად გაუღიმა დეიდაშვილმა, სანამ მარტოს დატოვებდა.
იმდენ რთულ კითხვას უპასუხა,მართლაც გააოცა ნინამ არეშიძე. ბიჭი გაოცებული უყურებდა, ნერვიულობისგან ფერდაკარგულ გოგოს,რომელიც ყველაფრის მიუხედავად მაინც თავდაჯერებული ღიმილით პასუხობდა კითხვებს,მაგრამ ორი გუნდის კაპიტანიც არაფრით ჩამოუვარდებოდა. ბოლო,გადამწყვეტ კითხვას გაფაციცებით უსმენდა ყველა და მხოლოდ ალექსანდრემ შენიშნა ,როგორ გაებადრა გოგონას წამებში სახე. კითხვა ჯონ გრიფიტის რომელიმე ნაწარმოების დასახელებას ითხოვდა. მონაწილეებმა გაოცებული სახეებით აგდახედეს ერთმანეთს,მხოლოდ ნინამ მონმარჯვა კალამი და მოიისფრო პატარა ,ოთხკუთხედ ფურცელზე პასუხი დაწერა,რომლიც წუთის გასვლის შდემდეგ ყველას ჩამოართვა წამყვანმა.
-როგორც ვხედავთ, მხოლოდ ერთმა თქვენგანმა უპასუხა კითხვას სწორად და ამით აშკარა გახდა,თუ რომელი გუნდი გახდა კონკურსის გამარჯვებულიც. - ალექსანდრეს გულით გაეღიმა გოგონას თვალებში ახტუნებული ჭინკები რომ შენიშნა და თვალი ჩაუკრა,მაჩაიძემაც საყვარლად გაუღიმა და ისევ მონაწილეებს მოავლო მზერა. ყველას თხოვეს საკუთარი პასუხის დასახელება.
-,,მარტინ იდენი''-ღიმილით გასცა პასუხი ნინამ,რაზეც ზოგის ირნოული წამოძახილი დაიმსახურა.
-კი ,მაგრამ ეს ხომ ჯეკ ლონდონის ნაწარმოებია?-შეეპასუხა წამყვანი.
-მართალია,მაგრამ ეგ მხოლოდ მწერლის ფსევდონიმია, მისი ნამდვილი სახელი კი ჯონ გრიფიტია-განუმარტა გოგონამ.
-ნამდვილად ასეა და ალბათ უკვე აშკარაა,რომელი გუნდიც დაისვენებს პლიუს ერთი კვირა ჩვენს საზაფხულო ბანაკში-ღიმილით გამოაცხადა შუახნის მამაკაცმა- გილოცავთ, თქვენ ნამდვილად დაიმსახურეთ ეს პრიზი.
სანდრომ სიახრულისგან ტაში შემოჰკრა და ჰაერში ააფრიალა კაფანდარა დეიდაშვილი.
-აი ხომ ვამბობდი?! ყოჩაღ ჩემო ნიჭიერო გოგო-მაგრად ჩაიხუტა გულში გახარებულმა.
-ცოლისძმა ჩვენც მიგვიშვი-უთხრა ვაკომ-ყოჩაღ ნინჩკა,შენ მართლა რა უმნიცა ყოფილხარ .
-ეჭვი გეპარებოდა სიძევ?
-არა რას ამბობ?
-ამ გაამარჯვებას ავღნიშნავთ-წამოიძახა სესილიმ.
საღამოს მართლაც აღნიშნეს ნინას დაგვივრგვინებული წარმატება გოგონების კოტეჯში. საკმაოდ გვიან დაიშალნენ და დაღლილებმა მიაშურეს თავიანთ საწოლებს. მხოლოდ ნინა იყო ჯერ კიდევ ემოციებით დატვირთული და ძილი ვერაფრით გაიკარა. თხელი მოსაცმელი მოიფარა და ფეხაკრებით გავიდა გარეთ.
ღიმილით უყურებდა მოკამკამებულ ცას, ზედ უამრავი ვარსკვლავი რომ ბრჭყვიალებდა .
-უძილობა დაგჩემდათ გოგონა?-უკნიდან მოესმა ნაცნობი ხმა და მალევე ალექსადრეც მიუჯდა გვერდით.
-ჰო ვერ დავიძინე და გამოვედი.
-რაო მერე ვარსკვლავებს ანდობ გულის ნადებს?
-არა, უბრალოდ ვფიქრობდი რაღაცეებზე.
-ისე ყოჩაღ, შენ მართლა რა მაგარი გოგო ყოფილხარ. არ მეგონა ამდენი რამ თუ იცოდი.
-მადლობა- ძლივს შეიკავა თავი ყურებამდე რომ არ გაბადრულიყო და არ გამოემჟღავნებინა,თუ როგორ გაახარა მისმა სიტყვებმა.
-ბოლო კითხვაზე მაინც ყველას მოუჯოკრე რა- სიცილით გაიხსენა არეშიძემ და ნინაც აიკრიფა სააპარაკოდ.
-ვაიმე ჰო, ისე ვინერვიულე, არადა აშკარად ყველა ძალიან ძლიერი კონკურენტი იყო, სულ თანაბრად მივდიოდით, ცოტაც და ხელები ამიკანკალდებოდა ნერვიულობისგან, რა იყო?! ერთი პატარა კონკურსი, ერთ პატარა ბანაკში,მაგრამ მაინც ვინერვიულე, საშინალად ემოციური ვარ მსგავ მომენტებშიც კი და ის კითხვა რომ გავიგონე სიხარულით ლამის გავგიჟდი-ერთი ამოსუნთქვაში მიაყარა ნინამ, კიდევ რაღაც უდნა ეთქვა ,უცებ არეშიძის ტუჩებმა რომ შეუშალა ხელი. იმწამს ვერ გაიაზრა რა მოხდა,მაგრმა მერე ძლიერად რომ მიიკრა ალექსადრემ გულზე,გაოცებულმა დაჭყიტა თვალები ,მაგრამ გაძალიანებაც ვერ მოიფიქრა, ან ქვეცნობიერად არც ჰქონაი ამის სურვილი. სულ რამოდენიმე წამში იგრძნო მთელ სხეულზე მოდებული სიმხურვალე და ელექტროობასავით დავლილი ჟრუანტელი. თვალებგაფართოებული მისჩერებოდა არეშიძის დახუჭულ თვალებს და ბოლომდე ყველაფრის გაანალიზება მაინც უჭირდა. ბოლოს ისევ ლექსო მოშორდა ღიმილით და კმაყოფილი ღიმილით გადაუსვა ცერა თითი ახურებულ ტუჩზე.
-მაპატიე,მაგრამ სხვანაირად ვერ გაგაჩუმე-ბოლოს მაინც დამპლური სიტყვა ჩაურტყა ბიჭმა.
-საზიზღარი და დამპალი ადამიანი ხარ-გამწარებულმა მიახალა პირში- ხმა არ გამცე საერთოდ-სწრაფად წამოხტა ფეხზე და უკანმოუხედავად მოკურცხლა კოტეჯისკენ, უკან კი ალექსადრეს სიტყვები დაეწია.
-ჭკვიანთან ერთად გემრიელიც ყოფილხარ თურმე.
ძლივს მოთოკა თავი მთელი ძალით რომ არ მიეჯახუნებინა კოტეჯის კარი და გოგონები არ გაეღვიძებინა, აცრემლებული გაწვა საწოლზე და გამწარებულმა დაუწყო გულში ლანძღვა ალექსადრეს,ყველა იმ სიტყვით რაც კი მოეპოვებოდა ლექსიკონში.
ლექსო კი ღიმილიანის ახით იჯდა ეზოში და მისი კოტეჯის მოხურულ კარს თვალს არ აშორებდა. სულაც არ აპირებდა იმის გაკეთებას,რაც გააკეთა,მაგრამ ისე საყვარლად ტიტყინებდა ნინა, თავი ვერაფრით შეიკავა და უკვე კარგა ხნის წინ გაჩენილი სურვილი აიხდინა.არადა ამის სურვილი მას შემდეგ კლავდა,რაც ვიდეოში საყვარლად აცმაცუნებულ, ტორტის კრემით დატყიპნილ მის ტუჩებს მოჰკრა თვალი. როგორც ელოდა საოცრად ტკბილი აღმოჩნდა მაჩაიძის ალუბლისფერი ტუჩები,მაგრამ ბოლოს მაინც თვითონ გააფუჭა ყველაფერი და საშინლად გააბრაზა გოგონა.

მეორე დღეს დილით რომ მიესალმა ლექსო, დემონსტრაციულად აზიდა ცალი წარბი ზემოთ და სახე აარიდა,რაზეც არეშიძეს გაეღიმა,მაგრამ უკვე მთელი კვირა რომ გაგრძელდა ნინას მხრიდან დაიგნორების ფაქტები,უკვე მართლა გაბრაზდა ალექსანდრე,თუმცა არაფერს ეუბნებოდა.
მოგებული ერთი კვირა მართლაც ზღაპრული იყო სამეგობროსთვის. მთელი ბანაკი მათ განკარგულებაში იყო. არავინ აწუხებდათ და სიყუდროვესაც ვერავინ ურღვევდათ. ნახევარ დღეს ტბის პირას ატარებდნენ. უკვე იმდენი სამახსოვრო ფოტო დაუგროვდათ ამ დღეებიდან,რომ მხოლოდ დათვარიელებასაც კი ლამის მთელი დღე დასჭირდებოდა. მეგობრებს ნინას ბღვერა უკვე საყვარელ გასართობად გადაექცათ,მხოლოდ სანდრო ვეღარ უძლებდა თუ როგორ უყურებდა მაჩაიძეების ქალბატონი შუშის თვალები ,ან მის არსებობას სულ აღარ იმჩნევდა.
-ნინა წყალი მომიტანე რა- მიმართა ერთ დილას კოტეჯის კიბეზე მარტო ჩამომჯდარ გოგონას,რომელსაც ყურიც არ შეუბერტყავს-ნინა...ნინა გაიგე? ......ნინა შენ გელაპარაკები- ფართედ გააღო ფანჯარა და დაჟინებით მიაჩერდა-მიდი რა, აღარ გვქონია შიგნით და მომიტანე ერთი ჭიქა,თორემ დავიხრჩვი კაცი-ვითომ მხიარულ ნოტაზე მიაძახა,მაგრამ ხმაში თანდათან სიბრაზე და დაძაბულობა ემატებოდა, ახლაც რომ არ გახედა ნინამ,გამწარებულმა მიაჯახუნა ფანჯარა, სწრაფად ამოიცვა შარვალი და გიჟივით გავარდა დილის 6 საათზე ეზოში.
-გოგო შენ რომ გელაპარაკები არ გესმის?-მოურიდებლად წაავლო მკლავში ხელი და კიბიდან წამოაგდო. ნინამ ერთი ამოხედა სიბრაზიგან ამღვრეულ უფსკრულივით შავ და ღრმა თვალებს და ისევ სივრცეს გაუსწროა მზერა.
-ნინა გამეცი ხმა- დაბალ ხმაზე დაუღრინა ლექსომ,რომ სხვები არ გაეღვიძებინა-ნინათქო... ჯანდაბა გამეცი გოგო ხმა- ისეთი ძალით მოუჭირა სუსტ მკლავზე ხელი,რომ გოგონას ტკივილისგან მთელი სახე დაემანჭა,თუმცა ცოცხალი თავით არ იღებდა ხმას, მიუხედავად იმისა,რომ თვალები ერთიანად ცრემლებით ავსებოდა.
-ნინა ხმა გამეცი,თორემ იცოდე ჩემთან ლაპარაკს მოგანატრებ !- თითი დაუქნია ბიჭმა. ნინამ ერთი ამოხედა და ირონიულად ჩაიღიმა,მაგრამ ხმა არ ამოუღია-ნინა იცოდე ინანებ მაგ სიჯიუტეს. ჩემ ერთ შემოხედვას და სიტყვას გაგიხდი სანატრელს.
-ნუ მაცინებ რა. შენ ადამიანმა როგორ უნდა გინატროს?- ცინიკური მზერა მიაპყრო ბიჭს.
-არა ხომ?
-არა რათქმაუნდა, შენ რა მოსანატრებელი ხარ?
-ნინა გიყვარვარ შენ მე, თუ არ გიყვარვარ არც ბევრი გიკლია მაქამდე, იცოდე შეგიყვარდები და მერე ინანებ ამ ბავშვურ გამოხტომებს.
-ვის მე? მე მიყვარხარ ან შემიყვარდები?-გულიანად გაიცინა მაჩაიძემ.
-არა?!
-რა სისულელეა? შენ რა შესაყვარებელი ხარ?
-ეგრე ხომ? დამაცადე, ცრელებამდე მოგენატრები, ჩემგან უბრალო შემოხედვაც კი მოგენატრება,მაგრამ .....
-სისულელეების ლაპარაკს მოეშვი და ხელი გაწიე- შეუტია ნინამ
-შენც იცი, რომ სისულელეს სულაც არ ვამბობ,მაგრამ საკუთარ თავსაც არ უტყდები ბოლომდე ამაში გემრიელო- გამარჯვებული ხმით დაიჩურჩულა მის სახესთან ახლოს ლექსომ.
-ალექსანდრე გაიწიე- ჩაილაპარაკა ხმაგაპარულმა ნინამ და დაბნეულობისგან თვალები სად წაეღო აღარ იცოდა არეშიძემ წელზე რომ შეუცურა ხელი და გულზე აიკრა.
-ჩემი ჭკვიანი, ჯიუტი და გემრიელი გოგო- ღიმილით თქვა ლექსომ და ძალიან ფრთხილად შეეხო ქვედა ტუჩზე. სულ აღარ გახსნეებია მაჩაიძეს, ვითომ გაბრაზებული რომ იყო მასზე, საყვარლად მინაბა ბრიალა მწვანე თვალები და ერთიანად მოდუნდა.
-მოწონს ასეთი დამყოლი როცა ხარ-საჩვენებელი თითი დაჰრკა პატარა ცხვირზე და ამჯერად უფრო მომთხოვნად წაეტანა მის წითელ ტუჩებს.იმწუთას სულ დაავიწყდა მაჩაიძეს ყველა და ყველაფერი, ემოციების მოზღვავებისგან მაგრად ჩაბღუჯა ხელებში ალექსანდრეს მაისური და უფრო მაგრად მიეკრო.
-რაო რა შესაყავრებელი და მოსანატრებელი ხარო ხომ?- მოულოდებლად მოშორდა ლექსო და აკიაფებული თვალებით ჩააჩერდა ამღვრეულ თვალებში- აბა რას ჩამადნი ახლა მკლავებში?
-გადი გაიწიე, მომშორდი- იმაწამვსე გამწარებული აფართხალდა მის მკლავებში და ცრემლები გადმოცვივდა თვალებიდან-საზიზღარი ბიჭი ხარ შენ-ამოიკრუსუნა საწყლად და დაუფიქრებლად უთავაზა სახეში გაშლილი ხელის გული.
-შენ გოგო ნომალური თუ ხარ საერთოდ?-წამოენთო ალექსანდრე .
-გადი გაიწიე,მომშორდი! შეგიყვარო კი არა დასანახად ვერ გიტან შე დამპალო- მიაძახა ატირებულმა უკან დაიხია.
-ორი წამის წინ გეტყობოდა როგორც ვერ მიტან -ამჯერადაც უკან დააწია მწარე კომენტარი არეშიძემ ,საამ კოტეჯს შეაფარებდა თავს.

დარჩენილი 4 დღე ისევ მოუწია მაჩაიძეს ალექსადრეს ხან ირონიული,ხან გაბრაზებული მზერისთვის თავის არიდება. რაჭიდან წამოსვლის მეორე დღეს კი უცებ მოწყვიტა ბიჭმა მათთან ერთად სიარული. მხოლოდ მაშინ იყო მეგობრის ოჯახში ასული, ვაკოს და სესილის პატარა ლივეა რომ შეეძინათ და მაშინაც მხოლოდ მას შემდეგ,რაც გაიგო,რომ ნინა არ იყო მაშინ მათთან.
პირველ დღეებში ნინამ თითქოს შვებაც კკი იგრძნო, ყოველდღე რომ აღარ აწყდებოდა მის შავ თვალებს, აღარ უწევდა მისი მწარე კომენტარების მოსმენა და მის ყოველ დანახვაზე ტანში დავლილი ჭიანჭველების ჯარის დაიგნორება,მაგრამ მერე თანდათან სულ სხვა ემოციებმა იჩინეს თავი. აშკარად უფრო ხშირად ამოუტივტივდებოდა ხოლმე მისი სახელი გონებაში. არეშიძის ხსნეებაზე თავისდაუნებურად ცქვიტავდა ყურებს რომ სიტყვა არ გამოპარვოდა,თუ ვინმე მასზე რამე ახალს იტყოდა. ასე ჩუმად-ჩუმად მოსმენით გაიგო,რომ მამამისს კომპანიააში პრეზიდენტად დაუნიშნავს ბატონი ალექსადრე და მგონი იმაზე მეტტად გააზარა ამ ამბავმა ,ვიდრე თავისი საკუთარი წარმატება გაუხარდებოდა. უკვე მერამდენედ იმეორებდა გონება მასთან დიალოგებს და ალექსადრეს ტუჩების გემოს. უკვე საკუთარი თავი მოტყუებაც აღარ გამოსდიოდა,რომ სულ არ ანაღვლებდა ეს ბიჭი და საერთოდაც არ ენატრებოდა.
ერთხელ მოულოდნელობისგან იმწამს მოსმული ცხელი ყავა გადასცდა და კინაღამ დაიხრჩო, დილით თავზე წამომდგარ მეგობრეთან ერთად თავისი სახლის ზღურბლზე არეშიძეც რომ დაინახა. ბიჭმა მხოლოდ თავი დაუკრა მისალმების ნიშნად და ნელი, დინჯი ნაბიჟით აუარა გვერდი. მტკივნეულად გაკენწლა რაღაცამ გულის არეში და ცრემლებამდე მისულმა აირბინა კიბეები,რომ ტანზე მოკლე პიჟამა გამოეცვალა. უკან დაბრუნებულმა სტუმრებს ყავა შესთავაზა. განგებ არ გაამახვილა ყურადღება იმაზე,რომ ლექსოს ჩაი უყვარდა, იფიქრა იქნებ და ახლა მაინც გამცეს ხმა და ჩაი მოითხოვოსო,მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა ქალბატონს და გაბუსხულმა გაალაჯა სამზარეულოსკენ. მხოლოდ ალექსნდრე მიუხვდა ჩანაფიქრს და ღიმილიანი სახით გააყოლა თვალი,თუმცა უკან დაბრუნებულისთვის ისევ ზედაც არ შეუხედავს. უკვე ნინასთვის გახდა გაუსაძლისი ბიჭისგან მონოტორული დაიგნორება,ახლაღა მიხვდა რა ნერვებმომშლელი იქნებოდა არეშიძისთვის მისი მსგავსი გამოხტომები მთელი კვირის მანძლზე,როცა თვითონ სულ რაღაც ნახევარ საათში გამოიყვანა წყობიდან ასეთმა მოპყრობამ,თან იმ ადამიანისგან, ვინც უკვე საჭიროზე მეტად გაძვირფასებული იყო მისთვის. კიდევ ცოტა ხანს უყურა ლექსოს,რომელიც ყურადღებასაც არ აქცევდა,ბოლოს კი საერთოდ ადგა და წასვლა დააპირა. ყველა იქ მყოფს დაემშვიდობა და კარისკენ დაიძრა, ნინაც პატარა ლეკვივით მობუზული აედევნა უკან,ის იყო ალექსანდრემ კარი გააღო და გარეთ უნდა გასულიყო, თავისდაუნებურად რომ წამოიძახა მაჩაიძემ.
-მოიცა!
გაოცებული, ირონია შეპარული მზერით გადმოხედა ზღურბლს იქიდან ბიჭმა და თითქოს მზერით ჩაეკითხა ,რა გინდაო. ნინამაც მომუშტულ ხელზე ნეკა თითი სასაცილოდ გაფშიკა და ალექსანდრესკენ გაიშვირა. კიდევ უფრო დიდი გაურკვევლობა რომ ამოიკითხა მის თვალებში, მხრები აიჩეჩა და დაძაბული ღიმილით ღრმად ჩაისუნთქა.
-ნეკი ნეკისა რა... ბავშვობაში არავის შერიგებიხარ ასე?-საყვარლად ახამხამა თვალები. ალექსანრეს უდიდსეი ნებისყოფის ფასად დაუჯდა,რომ გულაიანდ არ გადაეხარხარებინა, გოგონას ამ საქციელზე. მხოლოდ ტუჩის კუთხე ჩატეხა და ცალი წარბი დემოსნტრაციულად აზიდა მაღლა.
-როგორ იყო რომ თქვი?! რა მოსანატრებელი შენ ხარო ხომ?
-რა შუაშია ახლა მონატრება?
-აბა რაა შუაში?- ცინიკურ ღიმილს არაფრით იშორებდა სახიდან და ნინასაც ცოტაღა აკლდა ისევ რომ არ აფეთქებულიყო და ჩხუბი დაეწყო.
-უბრალოდ ისე იქცევი რაც ,მოდი თავი დედამიწელი არც მგონია. ასე მგონია არ ვარსებობ და არ მომწონს ასე მე-ახედა გაბრაზებულმა.
-აჰა გასაგებია-უცნაური სხივი გაუკრთა თვალებში არეშიძეს, მერ ემოულოდნელად სტაცა ხელი გამოწვდილი ხელის მაჯაში, ძლიერად მოქაჩა თავისკენ და გულზე აიკრა. გაპროტესტების საშუალებაც არ მისცა ისე დააცხრა ტუჩებზე და უკვე მესამედ შეიგრძნო სანატრელი ტუჩების გემო. თავიდან წამით ნინაც აჰყვა,მაგრამ მერე უცებ მომხდარი რომ გაანალიზა, გაბრაზებულამ ჰრა ხელი და უკან გახტა.
-მეც სულელი ვარ რა. თუ არ შემირიგდებოდი, ყოფილიყავი ეგრე, რა მენაღვლებოდა?-გაუჯავრდა ხმამაღლა საკუთარ თავს.
-ანუ ნეკი-ნეკისა აღარ? არ შევრიგებულვართ?-ღიმილით ჩაეკითხა ალექსანდრე.
-არა რათქმაუნდა, შენნაირ ველურს არასდროს შევურიგდები-მიახალა გამწარებულმა და კარი ცხვირწინ მიუჯახუნა. ალექსანდრემ კმაყოფილი ღიმილით გადააქნია თავი და კიბეზე ისე დაეშვა, თითქოს საფეხურებს არც ადგამდა ფეხს.
-რა ნეკი-ნეკისა? ამაზე როგორ უნდა გაბრაზდე ადამიანი? პატარა ბავშვია სუფთა-ჩაილაპარაკა თბილი ხმით და მანქანა დაქოქა.

-სამსახური მინდა დავიწყო-განუცხადა სახლში შებრუნებულმა ნინამ მეგობრებს,როცა ცოტა დამშვიდდა.
-მაგას რა ჯობია მერე? თან შენი ცოდნის პატრონს არსად გაგიჭირდება მუშაობის დაწყება უთხრა ცოტნემ.
-ნი ჩემი მეგობრის კომპანიაშია რაღაც ვაკანსია,ამას წინათ ვიყავი საქმეზე მისული და შემთხვევით მოვკარი ყური, ხომა რ ცდიდი ბედს?-ეშმაკური ღიმმილით ჰკითხა სანდრომ დეიდაშვილს.
-გააჩნია რა ადგილია სანდრო.
-მდივანი და პირადი თამაშემწე სჭირდება.
-კარგი დასაწყისისთვის ნამდვილად არაა ცუდი.
-მაშინ დავურეკავ ახლავე -თქვა და აივანზე გავიდა. უკან დაბრუნებულმა კი დეიდაშვილს ახარა- ხვალ უნდ ამიხვიდე ათ საათზე, CV უდნა მიიტანო და გასაუბრებასაც გაივლი.
-კარგი, ოქრო ბიჭი მყავხარ რა სანდრიონიო, ერთი ვთქვი და მაშნვე გამომიჩინე სამსახური.
-ჯერ კიდევ ვერ მაფასებ ბოლომდე ჩემო ნინა- ღიმილით ჩაუკრა თვალი და ცივი ლუდ მოსვა კათხიდან..

მეორე დღეს გასაუბრებაზე მისული უფროსთან რომ შეუშვეს და კარის გაღებისთანავე არეშიძის თვითკმაყოფილ სახეს რომ გადააწყდა, აი მაშინ მიხვდა რა მოუწყო საკუთარმა დეიდაშვილმა და საშინელი საურვილი გაუჩნდა ორივე საკუთარი ხელით მოეხრჩო-სანდროც და ეს ნაგლი ალექსანდრეც. ყელში მოწოლილი სიბრაზის ბურთი ძლივს გადააგორა და ძლივს შენარჩუნებული სიმშვიდით შეაბიჯა ლექსოს კაბინეტში.
-თქვენ ნინა ხართ არა?- ჰკითხა ალექსანდრემ .
-დიახ-აჰყვა თამაშში მაჩაიძეც.
-თქვენს მონაცემებს გადავხედე და მგონი ამ სამუშაოსთვის ნამდვილად კარგი კადრი იქნებით.
-გმადლობთ, მაგრამ იცით?! მე გადაწყვეტილება შევცვალე.
-რას გულისხმობთ?
-არ მიდნა აქ მუშაობის დაწყება. ნამდვილად არ ვთვლი,რომ ეს სამუშაო ჩემი განათლების დონის შესაფერისია. რამე უფრო სერიოზული მჭირდება, ბოლოს და ბოლოს ტყუილად ვისწავლე ამდენი წელი უცხოეთში?
-ჰო,მაგრამ ყველანაირი გამოცდილების გარეშე, არამგონია ვინმემ უკეთეს თანამდებობაზე აგიყვანოთ.
-მე ვცდი! ბოდიშს გიხდით დრო რომ ტყუილად დაგაკარგინეთ- უთხრა ნინამ და სკამიდან წამოდგა.
- მორჩა, გეყოს უკვე!-ხმა გაიმკაცრა ალექსადრემ და ისიც ფეხზე ადგა- ხომ გინდოდა მუშაობის დაწყება? ჰოდა იმუშავებ აქ.
-შენ ვერ მიბრძანებ, მე სად ვიმუშაო და სად არა.
-ნინა ნუ ბავშვობ.
-რა შუაშია ბავშვობა? არ მინდა შენს კომპანიაში მუშაობა, მითუმეტეს შენს მდივნად.
-რატომ? ჩემი სიახლოვე ასე გაშინებს?
-არა ! შენი უაზრო თავდაჯერებულობა და თავხედობა მიშლის ძალიან ნერვებს!-სიბრაზისგან აენთო თვალები გოგონას.
-მოდი ასე ვქნათ. შენ იმუშავებ ჩემთან და ისეთი ურთიერთობა გვექნება,როგორც ჩვეულებრივ უფროსს და მის მდივანს. არაფერი ზედმეტი სიტყვა და მოქმედება. გაწყობს?
-ეგ მაწყობს,მაგრამ ..ხარ კი შენ მაგის შემსრულებელი?-ეჭვისთვალით გადახედა ნინამ.
-რატომაც არა?!
-იცოდე, ყოველგვარი უაზრო გამოხტომების გარეშე!-გამარფთხილებლად დაუქნია თითი.
-კი ბატონო.
-კარგი. როდიდან ვიწყებ მუშაობას?
-თუ გინდა დღეიდანვე. წამოდი სოფიოს გაგაცნობ და ის გეტყვის ყველაფერს.
მთელი სამი თვე იმუშავეს ერთად. ალექსანდრეც კმაყოფილი იყო ნინას მუშაობით, პირობისამებრ, არც ზედმეტი ლაპარაკი იყო და არც ზედმეტი ქმედებები,მაგრამ ერთ დღეს ნინა მოხდენილ,მოკლე წითელ კაბაში გამოწყობილი რომ გამოეცხადა კაბინეტში,მაშინ ლამის მდუღარე ყავა გადასცდა არეშიძეს. მძიმედ გადაყლაპარა ნერწყვი და კმაყოფილებით სავსე მზერა გააყოლა ოთახიდან გასულს. კიდევ ერთი-ორჯერ შეათვარიელა კაბინეტში საბუთებისთვის შემოსული ნინა იმ დღეს ,ბოლოს მაინც ვერარ მოითმინა და მკაცრი ტონით უთხრა.
-შენ აქ სამსახურში ხარ, საბანკეტო დარბაზში კი არა ნინა. უამრავი მამაკაცი მუშაობს ამ კომპანიაში და სულაც არაა საჭირო ასე გამომწვევად ჩაცმულმა ისეირნო წინ და უკან.
-მე.... მე უბრალოდ აქედან ჩვენებთან მივდივარ კლუბში და გამოცვლას ვეღარ მოვასწრებდი,ამიტომაც ჩავიცვი დილით....თან არც ისეთი გამომწვევია,არც ძალიან მოკლეა და არც მოღებული-მოჰყვა თავის მართლებას მაჩაიძე.
-რაც არ უნდა იყოს,სამსახურისთვის შესაფერსად არ ხარ გამოწყობილი , შემდეგისთვის გაითვალისწინე.გასაგებია?
ნინა ისე გააბრაზა მისმა ნათქვამმა,უნდოდა პირში მიეხალა, რა იყო გრძნობები აგეშალა ჩემს დანახვაზე დ ამაგიტომ ვერ აუტანე ჩემი განსხვავებული ჩაცმულობაო? მაგრამ იცოდა რამე უტაქტობას უპასუხებდა არეშიძე დ აუარესად აუშლიდა ნერვებს. გაბრაზებულმა კიდევ ერთხელ შეათვარიელა თავისი მართლაც სულ სადა და არც ისე გამომწვევი სამოსი და კაბინეტიდა გასვლა დააპირა.
-უჩემოდ არ წახვიდე საქმე მაქვს-მიაძახა ძლივს შეკავებული ღიმილით ალექსანდრემ.
-გასაგებია-უფრო თავისთვის ჩაიდუდღუნა ნინამ და კარი გაიხურა.
სამუშაო საათები რომ დასრულდა და უკვე დაცარიელებული დაიგულა მეოთხე სართული ალექსანდრემ, კმაყოფილი გავიდა კაბინეტიდან და ნელი ნაბიჯით დაიძრა საბუთებში თავით ჩამძვრალი ნინასკენ. ისე იყო მაჩაიძე თავის საქმეში ჩართული,რომ არც მისი მიახლოება გაუგია და არც ჩუმი ჩახველების ხმა. ალექსანდრემ ნელა მოუარა მის სამუშაო მაგიდას, ხელის ერთი მოძრაობით მოატრიალა სავარძელი და მის სახელურებზე ისე დაეყრდნო ხელებით,რომ ნინა შუაში მოაქცია.
-რა ხდება?-გაოცებულმა ახედა თავზე წამომდგარ უფროსს და აჩქარებული პულსის დარეგულირებას ამაოდ ეცადა.
-ახლა რაც არ უნდა თქვა და გააკეთო,მაინც უნდა დავარღვიო მოცემული პირობა-ჩახშული ხმით გამოუცხადა ალექსანდრემ და გიჟივით ეცა ტუჩებზე.
ნინას გულმა ერთი დიდი ყირამალ გააკეთა და სხეული მთლიაანდ აუცახცახდა. დაბნეული და გატრუნული იყო მის მკლავებში და ვერც კოცნაში აყოლას და ვერც შეწინააღმდეგებას ახერხებდა. ნელა დააბოდიალებდა ტუჩებს ალექსანდრე მის სახეზე,ნინა კი ისევ გახევებული იჯდა და თვალები მიელულა. ამქვეყნიერებას ალექსანდრეს ხმამ დააბრუნა.
-ახლა შეგიძლია წახვიდე,თავისუფალი ხარ დღეს-უთხრა კმაყოფილი ხმით და კაბინეტში შებრუნდა. მაჩაიძე კი ისევ ისე იჯდა თავის ადგილას. ბოლოს მომხდარი რომ გაიაზრა სიბრაზემ და კიდევ რაღაც არანორმალურად სასიამოვნო გრძობამ ერთდროულად დაუარა მთელს სხეულში. თავისდაუნებურად მოედო სახეზე ღიმილი, ჩანთას დასტაცა ხელი და ლიფტისკენ წავიდა.
არაჩვეულებრივად ერთობოდნენ კლუბში. ვაკოს თხოვნით ორი ჭიქა არაყიც დალია და ოდნავ მოეკიდა. ლოყები საყვარლად შეეფაკლა და უკეთეს ხასიათზე დადგა. ქვეცნობიერად ძალიან უნდოდა ახლა ალექსანდრემ რომ დაენახა სადმე, დაუფიქრებლად რამოდენიმეჯერ გააპარა შემოსასვლელისკენ თვალი,მაგრმა ამაოდ. ისე დატოვეს კლუბი, არეშიძე ჰორიზონტზე არ გამოჩენილა. სამაგიეროდ მეორე დღეს სამსახურში, ლიფტში შესული გადაეყარა არეშიძეს.
-ამდენი რაღაც შენ რატომ მოგაქვს?ვერცერთმა მოიფიქრა ,რომ დაგხმარებოდა?-უკმაყოფილოდ ჰკითხა ალექსანდრემ და თან ზემოდან დადებული საბუთებით სავსე ყუთი ააცალა.
-არ არის საჭირო, უკან დადე-შეუბღვირა ნინამ.
-გააჩუმე ენა და ეგენი დაიკავე წესიერად, საცაა ეგეც გაგივარდება,რაც გიჭირავს.
-არაფერიც არ გამივარდება, დადეთქო უკან-არაფრით ეგონა და თვალები საცრისოდენა გაუხდა ,როცა ლექსომ მისი ბრძანება შეასრულა და მეორე სართულზე იყვნენ, უკმაყოფილოდ რომ დაუდო ისევ ყუთი ხელებზე. სახე საცოდავად მომანჭა ისევ საშინელი სიმძიმე ,რომ დააწვა მკლავებზე,მაგრამ ხმა არ ამოუღია. ლიფტის კარი რომ გაიღო,ალექსანდრე ისე გავიდა, უკანაც არ მოუხედავს. სულ ბუზღუნით გაიარა მანძილი თავის მაგიდამდე , ყუთები ზედ დააწყო და ატკიებული წვრილი მკლავები დაიზილა. ალექსანდრე კმაყოფილი ღიმილით გადააქნია თავი და კაბინეტის კარი მოხურა.
-ნაგლი და უტაქტო-ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა- რომ ვუთხარი მართლა უნდა დაედო იმ სიმძმე ყუთი უკან? -ადუდღუნდა ,როგორც თვითონ სჩვეოდა და თან საუთების დახარისხებას შეუდგა.
არც წინა დღის ინციდენტის შესახებ არ დაუძრავს იმ დღეს სიტყვა არეშიძეს, აღარც მსგავსი განმეორებულა მას შემდეგ. ალექსანდრე პატიოსნად ასრულებდა თავის პირობას, არადა ნინაც არ უტყდებოდა საკუთარ თავს რომ სურვილი კლავდა ისევ გაეტეხა სიტყვა თავის უფროსს და ისევ ურო მეტად აეწითლებინა მისი, ბუნებრივად წითელი ტუჩები.
-საქმეზე მივდივარ კიევში და შენი იმედი მაქვს -განუცხადა ერთ დღესაც ალექსანდრემ.
-რამდენი ხნით?
-ალბათ ასე 3-4 თვით.
-გასაგებია-უპასუხა ნირწამხდარმა და კაბინეტი დატოვა. ალექსანდრემ კი ეშმაკური ღიმილით გააყოლა თვალი.
-დამაცადე, შენ მორულებას რაღა უნდა? -ჩაილაპარაკ სიცილით და საბუთებს მიუბრუნდა.
ძლივს გაიარა ალექსანდრეს გარეშე უკვე გაუსაძლისმა ორმა თვემ. იკვე დღეებს ითვლიდა, ისევ როდის დაბრუნდებოდა მისი უფროსი თბილისში. ლამის ჭკუიდან გადავიდა სოციალურ ქსელში ალექსანდრეს და ვიღაც გრძელფეხება ბარბის ერთად გადაღებული ფოტოები რომ მომრავლდა. გაბრაზებულმა უკვე მერამდენედ გამორთო ლეპტოპი მათი დანახვისას. ბოლოს კი იძლებული გახდა და საკუთარ თავს გამოუტყდა,რომ სიგიჟემდე ეჭვიანობდა თავის უტაქტო და ნაგლ ალექსანდრეზე. ბოლო წვეთი იყო ერთ ფოტოში ერთმანეთზე აკრულ წყვილს რომ გადააწყდა-,,ты моя красавица'' ეწერა ფოტოს გვერდით..გაუცნნობიერებლად წამოუვიდა თვალებიდან ცრემლები და ისევ გამწარებულმა დახურა ლეპტოპი.
-იქ იმასთანაა, აქ ჩამოვა და როცა მოეპრიამება მოვა და მაკოცებს. უნამუსო, ნაგლი, უტაქტო, უზრდელი-მოჰყვა აცრემლებული ალექსადრეს ლანძღვას. მერე ისევ გახსნა ლეპტოპი და ის ფოტო გაშალა- კარგად დააკვირდი ქალბატონო ნინა და ის ვირი ისევ რომ დააპირებს კოცნას,მაშნ გაიხსენე ეს კადრი, ისევ რომ არ ცაადნე მკლავებში-გამწარებულმა დაარიგა საკუთარი თავი და ამ დროს კარზე ზარის ხმაც გაისმა.
სესილი და მია კინაღამ გაგიჟდნენ ასლუკუნებულმა და თვალებ ჩაწითლებულმა ნინამ რომ გაუღო კარი.
-ნი რა გჭირს?-შეწუხებული ხმით ჰკითხა სესილიმ დეიდაშვილს და მიასთან და ბავშვთან ერთად შევიდა სახლში.
-არაფერი სესი, ხახვს ვჭრიდი და..
-გოგო რაას მატყუებ ახლა? შენ არ მასწავლე აქეთ ხახვი უდნა დაასველო და აღარ აგიცრემლებს თვალებსო?
-ოოო..დამავიწყდა მერე.
-ნინა რა გჭირსთქო? -დაუბრიალა თვალები და მისაღებში შეაბიჯა-შენ გეკითხები!
-ნინა ეს..... კი,მაგრამ ..- გაოცებული სახით გადმოხედა მიამ,როცა კომპიუტერის ეკრანზე ალექსანდრეს და იმ ბარბის ფოტოს მოჰკრა თვალი.
-შემეშვით რა-სახე აარიდა მეგობრებს მაჩაიძემ და ისევ ცრემლებად დაიწყო დაღვრა.
-არ არსებობს-ჩაილაპარაკა სესილიმ , პატარა მიას მიაჩეჩა ხელში და თვითონ ასლუკუნებული დეიდაშვილი ჩაიხუტა- ამის გამო ტირი შე ჩერჩეტო?
-არა რა სისულელეა!-მაინც არ იტეხდა იხტიბარს მაჩაიძე.
-არა, სულ არა- გადაიკისკისა მიამ და პატარა დაარწია ხელებში,რომ არ ეტირა.
- სასაცილოა ვითომ ახლა აქ რამე?-შეუბღვირა ნინამ დაქალს.
-რავიცი, სატირალიც არაფერია-მხრები აიჩეჩა სესილიმ.
-ტუტუცი და უნამუსოა ეგ თქვენი ალექსადრე, მორჩა და გათავდა!-წამში გამოიტანა დასკვნა.
-დიდი ხანია ალექსადრე მოგწონს?- ჰკითხა ღიმილით სესილიმ და ობოლი ცრემლი მოსწინდა ლოყიდან.
-რა მოსწონს სესო? ვერ ხედავ ყურებამდე რომაა შეყვარებული ჩვენი გულცივი ნინა?- თბილად ჩაეღიმა მიას.
-ნუ ბოდავთ რაღაცეებს, არც მომწონს და მითუმეტეს არც მიყვარს.
- არა, გეკადრება?!
-გეყოთ ახლა!
-არა მართლა,დიდი ხანია?
-მგონი რაჭის არდადეგების მერე, არ ვიცი-წაიდუდღუნა თავისთვის,,ძლივს გასაგონად.
-გოგო რას ქვია არ იცი?
-ო კარგით რა
-კარგით რა კი არა დროზე დაჯექი აქ და მოყევი ყველაფერი. დროზე!-დაუცაცხანა სესილიმ და ძალით დასვა დივანზე-ჰე გისმენთ.
-ყავას მაინც მოვადუღებდი... რა წესია ასე?
-რომელი უცხოები ჩვენ კი გვნახე ნინია?-დაბღვირა მიამ- ან რა დროს ყავაა? ან გვეყავება ახლა ჩვენ? დავწყვდით ხალხი ინტერესით. დაიწყე გელით!
-კარგით ჰო -ამოისუნთქა ნინამ - სულ თავიდან სესოს და ვაკოს ქორწილში დავინახე სალონთან რომ მოვედი. საოცრად სიმპატიური იყო. მერე ყველა მე მიყურებდ აპატარძლის მერე ,ეგ კი ზედაც არ მიყურებდ ად აგავბრაზი, მერე დავეჯახე შემთხვევით და ისე მიბღვერდა, ნერვები მომიშალა. ნუ მერე ჩვენი პატარ-პარტარა კინკლაობები კი იცით. ნუ მოკლედ მერე რაჭაში შეჯიბრის დღეს უცებ მაკოცა... გოგო ნუ იცინით- გოგონების რეაქციიტ გაბრაზებულმა დაუბრიალა თვალები და გააგრძელა- მერე ჩამამწარა, ვერ გაგაჩუმე სხვანაირადო.
-მაგარი ტიპია რა ლექსო- სიცილით კვდებდოა სესილი.
-მაგარი კი არა რეგვენია.
-მიდი მიდი გააგრძელე- ვეღარ ითმენდა მია.
-ნუ მერე მაიგნორებდ არომ ჩამოვედით. ჩემთან რომ იყავით სამუშაოს დაწყების წინა დღეს გახსოვთ? მაგ დღეს რომ ვაცილებდი შევრიგდეთთქო შევთავაზე ადამიანურად და ეგ ველური მეცა და მაკოცა.
-აი მესმის შერიგება-ჩაიქირქილა სესომ.
-სესილი!
-კარგი ვჩუმდები, გააგრძელე.
- რაღა მოგიყვე ადამიანო? სამსახურშიც იმ პირობით ამიყვანა, თუ სიახლოევს არ გამეკარებოდა,მაგრამ ეგეც დაარღვია. იმდენი ქნა,მაინც შემომიძვრა ტვინში და ახლა დაგულავებს უკრაინელ კრასოტკებთან ერთად- სიბრაზისგან დააკვესა თვალები.
-კარგი რა ნინია. ბიჭია გოგოსთან გაივლის აბა რას იზამს?
-მერე ასეთი ფოტოების ინტერნეტში განთავსება აუცილებელია?
-დარწმუნებული ვა რშენს გამოსაწვევად აკეთებს-უთხრა მიამ-ეგრ ეცოტნე ჩემს თვალწინ უჟუჟუნებდა ერთხელ ვირაცას თვალებს,სანამ საბოლოოდ შევრიგდებოდით. კი მიიღო მერე თავისი -ჩაიქირქილა გოგონამ.
-თქვენ ცოლ-ქმარი იყავით მია უკვე. თან არ მგონია ამდენს ვნიშნავდე ლექსოსთვის მე,რომ ჩემს გამოსაწვევად სპცალურად აკეთოს რამე.
-ნი არაა ლექსო ისეთი ტიპი,რომ გოგოს ,მითუემეტს მეგობრების დეიდაშვილს ასე მოექცეს და ეს მხოლდო გასართობად გააკეთოს. დამიჯერე ეტყობა,მართლა რამე გრძნობა აქვს შენს მიმართ.
-ნუ ამბობ არ არსებულს სესო და ნუ დამაიმედებ რა ტყუილად- წამში მოექუფრა სახე ნინას.
-კარგი, მე აღარაფერს გეტყვი,მაგრამ ჩემი თვალით ვნახავ მაგ თქვენი ზრაპრის ლამაზ დასასრულ. ახლა გაქუცქუცდი სამზარუელოშ და ყავა დაგვალევინე.

-ნინაჩკა მიდი ლამაზად გამოეწყე ახლა და მოგაკითხავთ მალე- დაურეკა ერთ საღამოს მიამ.
-რა ხდება მიკო?
-რომ გეუბნები ჩაიცვი და გამოგივლით.
-გამაგებინე სად მივდივართ.
-ლექსო ჩამოვიდა და უნდა ავღნიშნოთ.
-მერე მე რა შუაში ვარ? უჩემოდ აღნიშნეთ.
-ნინა ნერვებს ნუ მიშლი ახლა. გამოგივლით ოც წუთში და მზად იყავი.
-მია არ წამოვალ, ტყუიალდ არ დაკარგოთ დრო ჩემთან გამოვლაზე.
-ნინა მისმინე....-უცებ მიას ხმა გაწყდა და ყურმილსი მეორე მხრიდან ტირილამდე მონატრებული, ნინასთვის ყველაზე სასიამოვნო და საყვარელი ხმა გაისმა.
-ბევრ ლაპარაკს მოეშვი და რომ გეუბნებიან მოემზადე!-მკაცრი ხმით უთხრა არეშიძემ და სწრაფად გათიშა. გულმა ისეთი სიძიერით უწყო ფეტქვა, ეგონა იქვე ჩაიკეცებოდა. თვალებგაფართოებულმა, აცახცახებული ხელით მოიშორა ყურიდან მობილური და სულელური ღიმილით დახედა.
-ჩამოვიდა-დაიჩურჩულა თავისთვის და დაპროგრამებულივით წავიდა ოთახისკენ თავის მოსაწესრიგებლად. უცებ კარებთან სედგა და წარბი მაღლა აზიდა.
-ჩამოვიდა კი არა. რა იყო ეს როგორ მოიქცა? სამ თვეზე მეტია წასულია, არც კი დაურეკავს, სულ სხვისი პირით კიგზავნიდა დავალებებს, ჩამობრძანდა, არც ეგ ვიცოდი და არც მოსალმება იკადრა. რა ტონით მელაპარაკა?- გაბრაზებული აკაკანდა ხმამაღლა- მე რატომ უნდა ავღნიშნო მაგ უტაქტოს ჩამოსვლა ვითომ? არსადაც არ წავალ მე. სულ რომ სული გამძვრეს მაგის მონატრებით მაინც არ წავალ- ამოიკრუსუნა ბოლოს ხმაგალეულმა და ობოლი ცრემლი მოიწმიდნა ლოყიდან. გაბუსხული გამობრუნდა მისაღებ ოთახში და მოწყვეტით დავარდა დივანზე. გაბუსხულლი მიშტერებოდა ჭერს და იმს გეგმებს სახავდა, თუ რა მკაცრად მოექცეოდა და დაელაპარაკებოდა,როცა იმ ვაჟბატონს ნახავდა.
ნახევარი საათი იყო გასული მისმა ტელეფონმა რეკვა რომ დაიწყო. ჯერ მიამ აიკლო ზარებით, მერე ორჯერ სესილიმ დაურეკა. ბოლოს ვაკომ და სანდრომ,მაგრამ ცოცხალი თავით არ პასუხობდა არავის. გაბრაზებულმა სულ გამორთო ტელეფონი და დივანზე წამოწვა. ცოტა ხანში შიშიგან შეხტა ისე მაგრად დააბრახუნა ვიღაცამ კარზე. მიხვდა მისი ,,ბავშვებიდან'', რომელიმე რომ იქნებოდა, უკმაყოფილოდ გადაატრიალა თვალები და კარს გასაღებად წავიდა. საკეტი გადაწია და თან ხმამაღლა დაიწყო
-რა ვერ გაიგეთ.....-მაგრმა ვინ დააცადა?! გიჟივით ეცა ვიღაც ტუჩებზე და ბოლომდე გაღებულ კარზე ისე ააკრო,ნეკნები აატკია. ვიღაც რა, რათქმაუნდა თავად ალექსანდრე არეშიძე იყო ამ საქციელის ავტორი. სულ დაავიწყდა ნინას წეღანდელი აწყობილი გეგმები, მკაცრად მოქცევის და თავის შორს დაჭეირს შესახებ. ნელა შეუცურა ხელი სრიალა თმებში და თვითონაც აჰყვა. მისი საქციელით საოცრად კმაყოფილმა ლექსომ, ცალი ხელით უფრო აიკრა სხეულზე გოგონა და გვერდზე გამოსწოა, ცალით კი კარი მიკეტა და ამჯერად მიხურულ კარზე ააკრა,ისე რომ ტუჩების მოშორება წამითაც არ უფიქრია. მოწყურებულივით უკოცნიდა მონატრებულ ტუჩებს,თან თმებზე ეფერებოდა.ბოლსო როცა ჰაერის უკმარისობა იგრძნო კმაყოფილი ღიმილით მოშორდა ემოციებისგან სულ გათიშულ მაჩაიძეს.
-როგორ მოგნატრებივარ თურმე- უთხრა დახშული ხმით და აწეწილ თმაზე ხელი გადაუსვა.
-შენ რა მოსანატრებელი ხარ?-უცებ დაბრუნდა ძველი ნინაც,მაგრამ აცახცახებული სხეულის დამშვიდება ბოლომდე ვერაფრით შეძლო.
-ეჰ ნინა..ნინა-თავი ღიმილით გადააქნია ალექსანდრემ-რით ვერ ისწავლე ჭკუა? ხომ გახსოვს ბოლოს მასეთი რეპლიკის შემდეგ აქეთ მსდიე შევრგიდეთო?!
-არავისთვის მისდევია მე.
-აბა ნეკი-ნეკისა მე შემოგთავაზე?-გადაიხარხარა არეშიძემ და ერთი ნაბიჯით შეამცირა მათ შორის ისედაც ერთი ბეწო მანძილი.
-გაიწიე! არ მომეკარო?
-რავიცი წეღან სულაც არ იყავი ჩემი მოკარების წინააღმდეგი-არაფრით იშორებდა ჩვეულ ირონიას ლექსო და არც უკან დახევას აპირებდა.
-ალექსანდრე გაიწიეთქო! და საერთოდ წადი, შენი ჩამოსვლის აღნიშვნას არ აპირებდით?
-სხვათაშორის საოცრად გემრიელად ავღნიშნე და განმეორებაზეც არ ვიტყოდი უარს- თვალი ჩაუკრა მაცდური ღიმილი და ფრთხილად შეუცურა ხელი წელზე.
-მომშროდი ალექსანდრე, აღარასდროს მომეკარო. არარასდროს- უყვირა გამწარებულმა,როგორც კი ის გოგო გაახსენდა და მთელი ძალით კრა ხელი ,რომ მოეშორებინა.
-დავიჯერო მართლა გინდა ეგ?
-მინდა! დიახაც ეგ მინდა!
-ნინა!-წამში გაუცივდა ხმა და სახე ლექსოს.
-რა ნინა?! რა ნინა?! ცალკე იქ გყავს გასართობი და ცალკე აქ ჩამოსული მე არ მეშვები? რ აწესი ეს? სულ არ გრცხვენია არა? სანდროსი და ბავშვების მაიცნა რ გრცხვენია?- აყვირდა გამწარებული და გაოცებისგან პირიდ დააღო მის სიტყვებზე ალექსანდრე გულიანად რომ ახარხარდა.
-რა ჯანდაბა გაცინებს?
-მე ასეთი ეჭვიანი არ მახსოვხარ.
-ვინა რის ეჭვიანი . მე?
-ჰო ნინა შენ! შენ რა ევაზე იეჭვიანე?-სიცილის არ წყვეტდა ლექსო.
-არავისზე არ მიეჭვიანია მე და მოშორდი დროზე აქედან.
-უკვე ნერვებს მიშლი.
-წადი და ევა დაგაწყნარებს მერე.
-ჰოდა დამაწყანრებს-გაბრაზებულმა დაუბღვირა ნინას და სახლიდნა გავარდა.
-თავხედი !-კარი მიაჯახუნა მაჩაიძემ და თავის საძინებელს მიაშურა.

იმ დღის შემდეგ სამსახურში აღარ წასულა. არც არავინ შეხმიანებია მთელი კვირის მანძილზე. საშინალდ ბრაზობდა ტავის დეიდაშვილებზე და მეგობრებზეც. ყველაზე მეტად კი ალექსანდრეზე. ,, მიხვდა მისი რიგითი სათამაშო რომ არ გავხდებოდი და შემეშვა'' -ფიქრობდა თავისთვის. ამ დროის განმავლობაში სულ ორჯერ იყო სახლიდან გასული,ისიც იმიტომ რომ მაცივარი პროდუქტებით გამოევსო. იჯდა დეპრესიული ქალივით სახლში და ხან სერიალს უყურებდა, ხან რაიმე ფილმს.
კვირა საღამო იყო. მთელი დღე სახლს ალაგებდა და საშინლად დაიღალა. ქანცგაწყვეტილმა ჯერ დედ-მამას დაურეკა სკაიპით,მერე კი საწოლს მიაშურა. ძალიან მოკლე საღამური მოირგო ტანზე და ის იყო უნდა დაწოლილიყო,რომ კარზე ვიღაცამ ზარი დარეკა.
-ვინ უნდა იყოს ახლა?-ჩაიდუდღუნა უკმაყოფილოდ. კარის გაღება არც უფიქრია. უცებ ისკუპა ლოგინში და კომფორტულად მოთავსდა. კარზე ზარის ხმა კი რამოდენიმე წუთში მისწყდა,ნინამაც კმაყოფილმა გაიღიმა და თვალები დახუჭა. ის იყო ჩათვლიმასავით,რომ ტვინმა განგაშის ზარ ატეხა. აშკარად ვირაცის ნაბიჯების ხმა ისმოდა სახლში და თან მის ოთახს უახლოვდებოდა. შეშინებულმა თვალების გახელაც ვერ გაბედა,როცა კარის სახელურის ამოძრავების ხმა გაიგონა. მაგრად დააჭირა ქუთუთოები ერთმანეთს და ერთიანად აკანკალებული გადასაფარებელს თითებით ჩააფრინდა. სმენაც სულ დაეხშო,როცამიხვდა ,რომ ის ვიღაც უკვე ოთახშ იყო. ,,ღმერთო მიშველე, ღმერთო მიშველე'' იმეორებდა გულში და სხეული უფრო და უფრო მეტად უკანკალებდა.
-გაახილე თვალები-გაისმა ბრძანების ტონით ნათქვამი სიტყვები და უმალვე ამოიცნო არეშიძის ხმა. გაოცებულმა დაჭყიტა თვალები და თავზე წამომდგარ მამაკაცს დაბნეულმა ახედა. ალექსანდრე საწოლზე ჩამოჯდა და გოგონას დაფართოებულ თვალებს დააკვირდა.
-შენ...შენ აქ... რა გინდა აქ?...როგორ შემოხვედი?- ძლივს ალუღლუღდა ნინა რამოდენიმე წუთის მერე.
-მოგწონს პატარა , ჭირვეული, ცანცარა ბავშვივით რომ იქცევი?-დაიგრგვინა ოთახში ალექსანდრეს ხმამ და ნინა მოულოდნელობისგან საწოლში შეხტა- გეკითხები, რის მიღწევას ცდილობ მსგავსი საქციელით? -მაჯაში წაავლო ხელი ლექსომ და თვალები დაუბრიალა.
-მე... არაფრის...-ამოიკნავლა საცოდავად.
-აბა რატომ იქცევი ასე? სად ხარ მტელი კვირაა, არც სამსახურში რომ არ მოსულხარ და არც ბავშვებთან გამოსულხარ?-სულ ოდნავ შეარბილა ტონი.
-................
-ვის ვეკითხები?
-ალექსანდრე რა გინდა?-ჰკითხა ხმის კანკალით და თემის შეცვლას შეეცადა.
-ახლა ეგ რომ გითხრა სულ გადაირევი- მოულოდნელად გაუნათა ღიმილმა სახე და შეკრული წარბები გახსნა.
-მაინც რა გინდა ასეთი?
-რა არა ვინ- წამში ახტუნდნენ ჭინკები არეშიძის თვალის გუგებში და ოდნავ გადაიხარა გოგონასკენ.
-ეგ როგორ?
-ხომ მკითხე რა გინდაო? ჰოდა გითხარი რა კი არა ვინ...
-ვინ?
-შენ ნინა. შენ!-განაჩენივით გაისმა ჰაერში ალექსანდრეს სიტყვები და ნინას შეაკანკალა.
-წადი. წადი ჩემი სახლიდან!- აღმოხდა ფერდაკარგულს და თხელი გადასაფარებელი კისრამდე აიტანა.
-რატომ? მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი სურვილი გაგანდე?
-იმიტომ,რომ თავხედი ხარ ალექსანდრე.
-რა ჩემი ბრალია ასეთი კარგი რომ ხარ და რომ ვერ გელევი?-ღიმილით ჩაეკითხა ლექსო და მოწყვეტით აკოცა.
-აუ წადი რა გთხოვ- ამოისლუკუნა ნინამ და გადასაფარებელში ჩამალა თავი.
-ნინა მიყვარხარ-საოცრად დამთბარი ხმით წარმოთქვა ალექსანდრემ. ნინა გაშრა. რამოდენიმე წამს ადგილზეც არ შეტოკებულა,მერე ჯერ ცალი თვალით ამოჭყიტა გადასაფარებლის ქვეშიდან. მერე მთლიანად ამოყო თავი და საოცრად გაოგნებული მიაჩერდა მისი პასუხის მოლოდინში განაბულ არეშიძეს.
-რა?.... რა თქვი?
-რაც გაიგონე. მიყვარხარ!- გაეღიმა მის დაბნეულ,აფორიაქებულ სახეზე ლექსოს-არაფერს მეტყვი?-ჩაეკითხა იმედით სავსე ხმით. ნინამ კი აცრემლებული თვალები შეანათა და უბრალოდ მხრები აიჩეჩა.
-კარგი, ახლა წავალ და ცოტა დროს მოგცემ ყველაფერზე დასაფიქრებლად.-შუბლზე მიაკრა ავარვარებული ტუჩები და საწოლიდან წამოდგა-იყავი არ ადგე, როგორ გავაღე კარი, ისევე დავკეტავ -სიცილით ჩაუკრა თვალი და კარის უკან გაუჩინარდა. ნინა კი დატოვა გაოცებული, გაოგნებული, გაურკვევლობაში,მაგრამ მაინც მეცხრე ცამდე ბედნიერი. სულ ალექსანდრეს სიტყვები უტრიალებდა გონებაში, იმაზე ფიქრისთვის სულ აღარ ეცალა,თუ როგორ შემოაღწია არეშიძემ მის ბინაში. ემოციებით გადატვირთულს როგორ ჩაეძინა ,ვერც გაიგო. სამაგიეროდ დილით გაიღვიძა გასაოცარ განწყობაზე. შუადღემდე სახლშ იყო. გონება განუწყვეტლივ იმეორებდა ლექსოს წინა ღამით ნათქვამს და ბედნიერებით გაბერილი დაფარფატებდა ოთახიდან ოთახში. შუადღისას სადილი მიირთვა და კომპიუტერს მიუჯდა. თვალები შუბლზე აუვიდა ალექსანდრეს ფროფილის პოტოს რომ მოჰკრა თვალი. ისევ იმ უკრაინელ ბარბზე იყო ბიჭი აკრული, მკლავები კარგადაც შემოეხვია , ლოყაზე კოცნიდა და ფოტოც დაემშვენებინა წარწერას ,,ჩემი დახატული გოგო, უკვე საოცრად მომენატრა ჩვენი სიგიჟეები''
-ღმერთო ჩემო რა უნამუსოა-აღმოხდა გამწარებულს და თვალებიდან ნაკადად წამოვიდა ცრემლების ნიაღვარი-მე კიდევ სულელი ვარ. მომახარა მიყვარხარო და მეც დაუფიქრებალდ დავუჯერე რა- ამჯერად საკუტარ თავზე გაბრაზდა მაჩაიძეების ქალბატონი.
ნერვებმოშლილმა იბოფიალა საღამომდე სახლში, ხან რისი კეტება დაიწყო,ხან რისი,მაგრმა გული ვერაფერს დაუდო და გადაწყვიტა სესილისტან წასულიყო.

-ნი რა კარგია რომ მოხვედი-სიახრულით შეეგება დეიდაშვილის და ჩაეხუტა.
-ხომ გაგიგონია, თუ მუჰამედი არ მიდის მთასთანო....-გაუცინა ნინამ და სახლშ შევიდა-სიძეს გაუმარჯოს-ხელის აწევით მიესალმა დივანზე მოკალათებულ ვაკოს და გადაკოცნა.
-სად დამეკარგე ცოლის დავ?-დატუქსა ბიჭმა.
-არსად, უბრალოდ სამქეები მქოდნა თავზე საყრელად.
-ლექსომ სამსახურში ეგ არ დადისო და სხვა რა საქმეები გქონდა ერთი?
-აღარ ვმუშაობ მე მაგასთან- მის ხსენებაზე სიბრაზისგან აენთო თვალები.
-მე არ დამითხოვიხარ სამსახურიდან მგონი- ზურგს უკან გაისმა მამაკაცის მკაცრი ბარიტონი და უსიამოვნოდ შეკანკალა ნინას.
-სამაგიეროდ ჩემით წამოვედი-ირონიული ღიმილით უპასუხა უკვე ვაკოს გვერდით მოკალათებულს.
-მაგას შესაბამისად ოფიციალურად უდნა გაფორმება მერე და ავიყვანთ ახალ კადრს. რა უპასუხისმგებლობაა!
-მოვალ და მოვაგრვარებ- მიუგდო სიტყვა და სესილითან გავიდა სამზარეულოში.
-ეს გოგო თავს მომაკვლევინებს- ალექსანდრემ გამწარებულმა გადახედა მეგობარს და ხელები მომუშტა.

-სალაპარაკო მაქვს შენთან- მისი იგნორით წყოდიან გამოსულმა უთხრა ყავის დალევის შემდეგ ნინას და მის პასუხს არც დალოდებია ისე გააპორწიალა აივანზე.
-რა გინდა? -გაეჭიმა მაჩაიძე და გამომწვევად ახედა ერთი თავით მაღალ ბიჭს.
-ვერ ხვდები რაც მინდა?-დაუღრინა არეშიძემ-რას გავს შენი საქციელი ა?
-რას გავს?
-წყობიდან ნუ გამოგყავარ ნინა. გითხარი მიყვარხართქო, ველოდები შენს პასუხს . შენ კი მეორე დღეს მოდიხარ აქ და საშინლად ნერვების მომშლელად იქცევი.
-მე არ მიყვარხარ ალექსანდრე-მიახალა მშვიდი ტონით და სივცეს გახედა.
-როგორ?- წარბი მაღლა აზიდა გაოცებულმა ლექსომ.
-როგორ და აი ასე! არ მიყვარხარ და თავი დამანებე!- უთხრა გაბრაზებულმა და თვალებში ჩახედა.
-ეგაა შენი საბოლოო პასუხი ნინა?- ჰკითხა საოცრად დასევდიანებული ხმით.
-დიახ!
-კარგი , გასაგებია-უკან დაიხია ალექსანდრემ და გამწარებული შევარდა სახლში,მერე კი შემოსასვლელის კარი ისე მიაჯახუნა, ლამის ძირს ჩამოიღო.
-ნინა რა უთხარი ასეთი, ასე გიჟივით რომ გავარდა?-რამოდენიმე წუთში გმოაკითხა სესილიმ.
-ვუთხარი არ მიყვარხართქო.
-გაგიჟდი შენ გოგო?-თვალები დაუბრიალა დეიდაშვილმა.
-რა გინდა სესილი მითხარი? რა ვქნა? უკრაინაში მიდის, ვიღაც გგოგოს ეტმასნება, ფოტოებს იღებს. მერე აქ ჩამოსული მოდის სიყვარულს მიხსნის, ისაა მეც უნდა გავანდო ჩემი გრძნობები,რომ ახალ ფოტოს ვაწყდები და წარწერას იმის შესახებ, თუ როგორ ენატრება თავისი ბარბი.
-და ქინებ მე მაინც მკითხო და გაარკვიო ვინაა ეგ ბარბი-საშინლად გაბრაზებული ტონით უთხრა სესილიმ.
-არ მაინტერესებს, ვინც არ უდნა იყოს ჰყავდეს და მე შემეშვას.
-გოგო სრულ ჭკუაზე ხარ შენ?
-დიახაც ვარ!
-ნინა გცემ ახლა იცოდე!
-ეგ მორევაზეა-უპასუხა სიცილით ნინამ.
-ნუ იცინი დებული ბავშვივით და შემოდი სახლში უნდა გელაპარაკო. სულ ძალით შეიყვანა საძნებელში და კარი მიხურა.
-ევა მისი დაა. ალექსანდრეს და. გაიგე სულელო?
-რას სისულელეს ამბობ ახლა? ვიცი მე ალექსანდრეს და ნანახი მყავს თქვენს ქორწილში.
-ის თათაა. ევა კი მისი ნახევარ დაა. მამამისს ჰყავს უკრაინელი ცოლისგან.
-რა თქვი?
-რაც გაიგე ნინა! ტყუილად მოუშალე დღეს იმ ბიჭს ნერვები და ახლა როგორც გინდა შემოირიგე.
-შანსი არაა , ხმასაც აღარ გამცემს ვიცი- უთხრა ტირილამდე მისულმა.
-უნდა სცადო!
-საშინლად გაბრაზდა, ხომ შეხედე?
-ეგ შენი წინდაუხედაობის და სისულელის ბრალია. მაშნ რომ მოგვიყევი ლექსოზე,რომ მცოდნოდა ევაზე, მაშნვე გეტყოდი,მაგრამ რაც კიევიდნა ჩამოვიდა მას შემდეგ გავიგე მეც. შენ კი იმის მერე არც კი დამლაპარაკებიხარ რომ მეთქვა.
-სულელი ვარ , ნამდვილი სულელი-შუბლზე იტკიცა ხელი და თავი დახარა.

მთელი ღამე იმაზე ფიქრობდა, როგორ შემოერიგებინა ალექსანდრე.ბოლსო გადაწყვიტა სამსახურში მისულიყო ჩვეულებრივად და თან იქ ნახვადა. დილით თავი მოიწესრგა და სამსახურში წავიდა. ალექსანდრე ჯერ არ იყო მოსული. მაგიდას მიუჯდა და უამრავი საბუთის დანახვაზე კინაღამ გული შეუწუხდა.
-ამათ რა მიხედავს ახლა?-ჩაიდუდღუნა თავისთვის და ამ დროს ლიფტის კარიც გაიღო. არეშიძემ გაოცებული, ბრაზნარევი მზერით გადმოხედა მაგიდასტან მოკალათებულ გოგონას და უხმოდ შევიდა კაბინეტში.
-ლექსო უდნა გელაპარაკო-ორ წუთში შეუღო კარი.
-ახლა არ მცალია!
-აბა როდის გეცლება?
-შენთვის არასდროს!
-ალექსანდრე.........
-სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებას ველოდები დღის ბოლომდე, ახალი მდივანი ავიყვანე.-ისევ ისე ცივი,მკაცრი ტონით ელაპარაკებოდა უფროსი.
-არ წავალ სამსახურიდან!
-წასული ხარ უკვე, უბრალოდ ოფიციალურად გავაფორმებთ ახლა.
-არსად არ წავსულვარ. მაგდებ?
-თუ გინდა მასე მიიღე, სულერთია.
-უბრალოდ ორი წუთით მომისმინე რა-ხმა გაებზარა ნინას.
-ორ წუთზე მეტიც დამაკარგვინე უკვე, ასე რომ მიბრძანდი კაბინეტიდან.
-ლექსო....
-ბატონო ალექსანდრე!- იმწამსვე შეუსწორა მიმართვის ფორმა.
-ბოდიში რა-აწყლიანებული, სევდიანი თვალებით გახედა ,მაგრამ ალექსანდრეს არც ამაზე ჰქონია რეაქცია.
-ამჯერად ბოდიშებით და ნეკი-ნეკისათი ვერ შემირიგებ.
-ჰდოა ნუ შეგირიგებ, სულ აკრგად ბრძანდებოდე-დაუყვირა გამწარებულმა და ის იყო ოტახიდან უდნა გასულიყო, ვიღაც გრძელფეხება ,ზედმეტად გამომწვევად ჩაცმულმა გოგონამ რომ შემოაღო კარი.
-ლექსო მოვედი- თქვა განაზული ხმით და ამზრეზით გადახედა ტირილამდე მისულ ნინას, მერე კი ალექსანდრსტან მივიდა და მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე. მაჩაიძემ სიბრაზისგან ლამი ბოლი გამოუშვა ნესტოებიდან. კაბინეტიდან გავარდა და კარი მიიჯახუნა. სულ ღაპა-ღუპით მოსდიოდა ცრემლები და ისე ალაგებდა თავის ნივთებს. ბოლოს ერთი გადახედა ცრემლებისგან დაბინდული მზერით ნაცნობ კარს და ლიფტში შევიდა.

უკვე გაუსაძლისი გახდა უალექსანდრეობა, ან მისი იმ ქალბატონტან დანახვა. უკვე მერამდენედ ღვარა ცრემელბი არეშიძის გამო მარტო დარჩენილმა. მეტჯერ მასთან დალაპარაკება აღარც უცდია,დარწმუნებული იყო,რომ მაშინდელივით ზედაც არ შეხედავდა და არ მოუსმენდა. არადა ლექსო ჯავრობდა კიდეც მაშნ ისე ცივად რომ ელაპარაკა. გული უკვდებოდა მისი აცრემლებული თვალები რომ ახსენებოდა. ერთი, სულ ერთი მისვლა და ერთი სიტყვის თქმა სჭირდებოდა ,რომ ყველა წყენა ერთიანად მოეშორებინა გულიდან და გონებიდან. ნინა კი არა და არ დგამდა ნაბიჯს.

13 იანვრის საღამო იყო. გადაწყვიტეს ყველა ერთად შეხვედროდა ძველით ახალ წელს და რესტორანში წავიდნენ. ალექსანდრეს სუნთქვა შეუგუბდა დაბრაზში ნარნარით მომავალი , მოკლე ზურმუხტისფერ კაბაში გამოწყობილი ნინა რომ დაინახა. გოგონა ღიმილით მიუახლოვდა მაგიდას, ყველა მოიკითხა და თავის ადდგილზე მოკალათდა. ძლივს მოწყვიტა არეშიძემ თვალი და ვაკოს გახედა,რომელიც დაჟინებით თხოვდა თამადა შენ უნდა იყოო.
ბიჭებმა ერთმანეთის მიყოლებით შესვეს სუფრის თამადის წარმოთქმული რამოდენიმე საღეგრძელო, მერე ვაკომ მიუძღვნა თავის ცოლს ერთი ამაღელვებელი ლექსი,თან ისეთი გრძნობით მოყვა,რომ ლამის ცრემლად დადნა სესილი. ბოლოს ის იყო ცოტნე მომდევნო სადღეგრძელოზე უნდა გადასულიყო,რომ ნინამ მაოიმარჯვა სასმლით სავსე ჭიქა ხელში და სუფრის წევრებს გადახედა.
-მეც მინდა ორიოდე სიტყვა რომ ვთქვა- ჩაილაპარაკა ძლივს გასაგონად.
-არ თქვა ახლა სიყვარულის სადღეგრძელოს ვამბობო- დაცინასავით ალექსადნრემ.
-სადღეგრძელოს არა, თუ დამაცდი ერთი ლექსიდან მინდა ,რომ პატარა მონაკვეთი წავიკითხო-გადახედა ნაწყენმა და კინაღამ გადაიფიქრა ჩანაფიქრის განხორციელება.
-აბა გისმენთ ჩვენო გულქვა ქალბატონო- ცინიკურად შეჰღიმა ალექსანდრემ, ნინამ თვალები უკმაყოფილოდ გადაატრიალა, ჭიქაზე მოხვეული თითები ერთმანეთში ახლართა, მზერა ისევ არეშიძის შავ თვალებს გაუსწორა და გაპარული ხმი დაიწყო.
,,მოგენატრებიო.... მითხარი ერთხელ...
არ მენატრებიო არა...
შეგიყვარდებიო... მითხარი მახსოვს...
ამ გრძნობას გავურბივარ ახლაც..
ყველგან მომძებნეო ფიქრით და თვალებით
ახლაც დაგეძებო სადღაც..
მოგენატრებიო, მითხარი ფიქრით
მე სულ მენატრები რა ვთქვა?
შეგიყვარდებიო.... ხოდა რომ მიყვარხარ
ამას უნდა გრძნობდე ახლა!
სულში სახლობ და სულში ბობოქრობ
სულით გეფერები ამ წამს.
შეგიყვარდებიო... მე ეხლაც მიყვარხარ
ეხლაც მენატრები რა ვქნა?
მოდი მომეხვიე გულში ჩამიკარი
და ნუღარ წახვალ სხვასთან!''
უყურებდა და ამჩნევდა ყოველი მისი სიტყვის გაგონებისას ახალი ემოციით რომ იტვირთებოდა ალექსადნრეს თვალები, ყველა გრძნობა ცვლიდა ამ შავ უფსკრულში ერთმანეთს ორი წუთის მანძილზე. ნელა ჩაამთავრდა ნინამ სათქმელი, სწრაფად გამოცალა ჭიქა ,ისე რომ ბიჭისთვის თვალი წამითაც არ მოუშორებია და სწრაფი ნაბიჯით გაეცალა სუფრას. ყველამ გაოცებული მზერა გააყოლა მიმავალს. მხოლოდ ალექსადნრე იჯდა და მისი მზერიდან არავითარი ემოციის ამოკითხა არ შეიძებოდა.რამოდენიმე წუთი მაინც მოუნდა იმის გააზრებას ,რაც ახლახანს ნინასგან მოისმინა. მერე ნელა გაუბო ბაგე ღიმილმა, მთელ სახეს მოედო და ბოლოს შავ თვალებში აკიაფდა ბედნიერების სხივი. სწრაფად წამოიჭრა ფეხზე და უკან გაჰყვა აივანზე გასულს.
-მგონი გვეღირსა, ჩვენც და ამათაც- სამარისებული სიჩუმე დაარღვია ვაკომ.
-ვერ ვიჯერებ- სახე გაებადრა სესილის.

-ნინა...- გაუბედავად შეახო მხარზე ხელი ცრემლად დაღვრილ გოგონას, სწრაფად მოაბრუნა თავისკენ და მოუთმელნად დააცხრა მონატრებულ ტუჩებზე.
-,,შეგიყვარდებიო.... ხოდა რომ მიყვარხარ ამას უნდა გრძნობდე ახლა''-ლექსიდან ციტირება გააკეთა ნინამ და გული ამოაყოლა სიტყვებს.
-შენ თუ გრძნობ მე რა ძლიერად მიყვარხარ პატარა ქალო?- საოცრად დამთბარ- დამტკბარი ხმით დაიჩურჩულა მის ტუჩებთან და მთელი გრძნობით აკოცა, პირველად იყო ნინას რომ ფართხალი არ აუტეხავს, თვითონაც ნაზად მოჰხვია ზურგზე ხელები და თვითონაც აჰყვა. არც კოცნის მერე დაუწყია კაკანი, პირიქით მშვიდი, საოცრად ბედნიერი ღიმილით ახედა და ის დაინახა საყვარელ შავ თვალებში,რასაც ამდენხანს ასე ძალიან ელოდა.
-სოცოცხლეს მირჩევნიხარ -სიცილით დაჰკრა ცხვირზე ხელი და ისე მიიხუტა გულზე,რომ საყრდენი გამოაცალა ფეხებქვეშ გოგონას.

გულზე მიხუტებული რომ შეიყვანა დარბაზში,სუფრის წევრებმა საოცარი ჟრიამული ატეხეს.
-ამათ უყურეთ რა.
-დაგვადგა საშველი ჩვენც და თქვენც?
-ქორწილი როდისაა?
-პირველ ბავშვს მე ვნათლავ
ისმოდა სუფრის სხვადასხვა მხრიდან გახარებული სამეგობროს შეძახილები. სესილიმ მაგრად ჩაიკრა გულშ დეიდაშვილი და ყურში ძალიან ჩუმად ჩასჩურჩულა.
-რას გეუბნებოდი ნინია?-გოგონამ საპასუხოდ მხოლოდ გუღიმა და თავის ადგილს დაუბრუნდა.
ის 13......უკვე 14 იანვარი ყველაზე ტკბილი და დაუვიწყარ დღედ ჩარჩა ყველას მეხსიერებაში.

-ნი ჩამოხვალ? შენს კორპუსთან ვარ-დაურეკა მეორე საღამოს სამსახურიდან წამოსულმა ალექსანდრემ.
-ლექსო ბავშვებიც აქ არიან და ამო- ლამის ტელეფონში ჩადნა მაჩაიძეების ქალბატონი.
-ვა მართლა? მოიცა ამოვალ,ოღონდ კარი შენ გამიღე. მომენატრე-დამთბარ-დამტკბარი ხმით უთხრა და გაუთიშა,თან სადარბაზოში შეაბიჯა.
კარი,როგორც შეპირდა თვალებაკიაფებულმა ნინამ გაუღო. წამითაც არ დაფიქრებულამ არეშიძე, ისე წაეტანა ტუჩებზე, მერე მაგრად მოხვია თავისი დიდი ტორები და ერთიანად თავისაში ჩაკარგა მისი კაფანდარა სხეული.
-ნინია ყავა როდის მოვა ააა?-გამოფრატუნდა ფოიეში სანდრო და ახალმოსულ ალექსანდრეს ხელის აწევით მიესალმა-ვინც მოვიდა გაუმარჯოს.
-გაუმარჯოს ძმაო- გაუცინა ლექსომ და მისაღებ ოთახში მეგობრებს შეურეთდა.
-ნინია ყავა სადაათქო?-დაუცაცხანა სანდრომ დეიდაშვილს.
-მოიცა მოვიტან ახლავე.-სამზარეულოსკენ აიღო გეზი.
-აუ წვენი გამოაყოლე რა-გასძახა მიამ.
-ძმურად ორი ლუდიც რა- დაადევნა სიტყვა ვაკომაც.
-ეეე ჩემ გოგოს ნუ მიჩაგრავთ თქვენ!-სიცილით დაუბრიალა თვალები მეგობრებს ლექსომ.
-ამას უყურეთ,აქამდე იქეთ ჩგრავდა და ახლა რა მონდომებით იცავსგაეცინა ცოტნეს.

იმ ზაფხულს კიდევ ერთხელ იყვნენ რაჭაში, ოღონ ამჯერად ყველაფერმა მშვიდად, ნინას და ლექსოს ,,ომის’’ და გამუდმებული კინკლავის გარეშე ჩაირა. ყოველი დღე წინაზე უფრო ებედნიერებოდათ . ალექსანდრეს ვეღარავინ ცნობდა, ყურებამდე გაღიმებული დადიოდა ცოტა ხნის წინ უჟმური არეშიძე. აღარც ნინას სახეზე თითქმის მუდმივად აკრული ღიმილი აღარ აღიზიანებდა ,როორც პირველად. უერთიერთობის დაწყების შემდე იყო უამრავი საოცარი სიუპრიზი, უკვე მერამდენედ ბედნიერებისგან ცრემლად დაღვრილი ნინა და თბილად მომღიმარი ალექსანდრე.
ზუსტად ერთი წლის შემდეგ , ზუსტად იმავე მაგდასთან ისხდნენ, ისევ ალექსანდრე უძღვებოდა სუფრას, მხოლდო ამჯერად მის გვერდით ადგილს სანდრო კი არა ნინა ამშვენებდა და წამითაც არ უშვებდა სასურველს ხელს. მთელი საღამოს განმავლობაში ბიჭები ერთმანეთში რაღაცას ჩურჩულებდნენ, ბევრჯერ კითხეს გოგონებმა, რა ხდებაო,მაგრამ ვერცერთი გამოტეხეს. ბოლოს შუაღამემდე სულ რამოდენიმე წუთი რომ დარჩა ,ალექსანდრემ სწრაფად დატოვა სუფრა და დარბაზში არსებული პატარა სცენისკენ წავიდა. მუსიკოსებს რაღაც გადაულაპარაკა , მუსიკის ხმა მიწყდა, ნინა გაოცებული უყურებდა შეყვარებულს,რომელსაც ბიჭებმა ვეებერთელა წითელი ვარდების თაიგული შემოუტანეს და მისცეს,მერე კი ლექსომ მიკროფორნი აიღო ხელში. უკვე ხვდებოდა მაჩაიძე ,კიდევ ერთხელ რომ მოუწევდა ბედნიერების ცრემლების წმენდა,მაგრამ ბოლომდე ალექსნდრეს ჩანაფიქრს მაინც ვერ ჩაწვდა. ყურებამდე გაბადრული მიუახლოვდ ასცენის წინ შეკრებილ მეგობრებს და სესილის გვერდით დადგა. ალექსანდრემ ერთი ღმრად ამოისუნთქა და დაიწყო.
-,,გავაფერადებ ოცნებებს შენზე,
დავხატე ცაზე შენი ფერები,
ქალებზე ფიქრებს გადავდებ გვერდზე,
მთელი არსებით მოგეფერები.
ოდესმე კიდევ შევხვდებით სადმე,
მე მინდა რომ ჩემ მომავალს გავდე,
ტკბილი ვახშამი მოგიწყო ნავზე,
ცრემლი არასდროს არ გქონდეს თვალზე.
მინდა ბავშვივით ხელი ჩაგავლო,
გული როდესაც შენსკენ მიმათრევს,
მინდა დაგმალო, ჩემში ჩაგმალო,
სადაც ვერასდროს ვერვინ მიგაგნებს.
როიალი ვარ შენი შეხებით,
ქნარის სინაზე როცა გეხები,
გიტარის სიმი თბილი შეხედვით,
ვიოლინოს ხმა თუ შემეხები.
ქვიშით ავაგე კოშკები ცამდე,
ვფიქრობ ეს კითხვა შეგიცვლის სახეს,
სურვილი მაქვს რომ პატარძალს გავდე,
ჩემი ბეჭედით დაგიგებ მახეს.
ნანატრ ოცნებად გულში რომ დაგრგო,
ციდან სამ მეტრზე მაღლა რომ ახტე,
გკითხავ ძვირფასო უეკლო ვარდო:
არ გინდა ჩემი მეუღლე გახდე???’’
კითხვა მართლაც რომ შეუცვალა სახე, თან როგრ შეუცვალა. ჯერ გაურკვევლობა აესახა ,მერე ღიმილი, რომელიც მთელ სახეს მოედო და ბოლოს სევ დაუნამა სახე უსაზღვრო ბედნიერების და სიამაყის, ალექსანდრეთი სიამაყის ცრემლებმა. იგა ერთ ადგილას გაშეშებული, ლექსოს თვალებში მიჩერებოდა და ღაპაღუპით სცვიოდა ცრემლები. ალექსანრე ნელა დაიძრა მისკენ, ჯერ აცრემლებულს ვადების თაიგული მიაჩეჩა ხელში,მერე მაგრად მოხვია ხელები და გულში ჩაიკრა.
-შენ რომ ლექსით ამიხსენი სიყვარული, აბა მე ვალში როგორ დაგრჩენოდი?-ჩასჩურჩულა საოცრად თბილი ხმით და ლოყაზე აკოცა.
-შენ ხომ არ იცი როგორ მიყვარხარ ლექსო- ამოისლუკუნა ნინამ.
-ჰე ახლა უპასუხე დეიდაშვილო კითხვაზე-რგოორ ყოველთვის სანდრომ დაურღვია წყვლს იდილია.
-აცადე ბიჭო, აქვს ახლა ამას რამე პასუხის გაცემის თავი?-სიცილით დატუქსა ძმა სესილიმ.
-პასუხი ლექსით გითხრა?- გადაიკისკისა ნინამ.
-ოღონდ მითხარი და არ მინდა ლექსით.
ნინამ ისევ ვეღარ შეიკავა ცრემლები, უხმოდ დაუქნია თავი და მაგრად ჩაეხუტა საქმროს.

ქორწილია..... ქეიფია.... გრიალი
ამჯერად ალექსანდრე არეშიძის და ნინა მაჩაიძის ბედნიერებას ზეიმობს ყველა. ისევ ყველაზე ახლობელი და საყვარელი ადამიანების გარემოცვაშია ნეფე-პატარძალი. ახლაც ისეთი ლამაზია დედოფალი, თვალს ვერავინ წყვეტს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ამჯერადაც არც მეჯვარე ჩამუვრდება პატარძალს სილამაზით და ისევ ყველა მამრობითი სქესის სტუმარის ყურადღების ქვეშ მოექცა. ისევ ისე უბღვერს მის მომღიმარ ულამაზეს სახეს სიძის ერთ-ერთი მეგობარი და რაც არ უნდა გაგიკვირდეთ ეს მუდამ მხიარული ალექსნდრე ერსითავია. მაგრამ ამბის გმირებად ნინა და ლექსო დავტოვოთ, ერისთავის და ახალი მეჯვარის სიყვარულის ისტორიას კი შემდეგ მოვფინოთ ნათელი.

ესეც ახალი ისტორია, ყველა ძალიან ძალიან დიდი მადლობა, ვინც ჩემს სიახლეებს კითხულობთ. იმედია მოგეწონებათ. ველი თქვენს შეფასებას.



№1 სტუმარი ნიაა

მთელი თავი გაბადრული და ბედნიერი სახით ჩავიკითხე :დდდ რა მაგარია ველი მეორე ნაწილს იმედია მალე დადებ :დდდ

 


№2 სტუმარი darina

Iseti tbili da tkbili iyooooo ragacnairad gavbednierdi tan aleqsandreze gavgindi iseti sayvareli iyoooo. Warmatebebi da velodebi shens shemdeg gemriolobas.

 


№3  offline წევრი milangirl

აუ როგორ მომეწონა smile ველოდები ერისთავის ისტორიას

 


№4 სტუმარი nino k.b.

უმაგრესი იყო. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ალექსანდრეს წარმოთქმნილმა ლექსმა აი რავი მაგარი იყო. იმედია მეორე ნაწილიც იქნება სადაც უკვე ცოლ-ქმარ ნინასა და ლექსოზე ნუ ბავშვებზეც.

 


№5  offline მოდერი _LiLia_

უღრმესი მადლობა ყველას.. ძალიან მიხარია ,თუ მოგეწონათ love ვეცდები შემდეგი რაც შეიძლება მალე დავდო

 


№6  offline წევრი nestanuka13

შენი წინა ისტორიაც მომეწონა და ეს მეორეც, მიყვარს ასეთი თბილი, ბედნიერი და ხალისიანი ისტორიები love მალე შემოგვთავაზე ახლები

 


№7 სტუმარი Salo

Dzalian kargi istoria iyo. Didi madloba shen avtoro am sasiamovno emosievistvis

 


№8  offline წევრი irinka123

ძალიან მომეწონა,ძალიან მაგარი ხარ...

 


№9 სტუმარი alisaa

dzaan magrad momewona;) imis miuxedavad rom erti tavi iyo dzalian srulyopi da daxvewiliia! Velodebi axal itsorias;) leqsebi dzaan kargi iyo:*

 


№10  offline წევრი სესილია

ძალიან მომეწონაა წარმატებებიი love

 


№11 სტუმარი Salo

Velodebit shemdegi istoriit rodis gagvanebivreb

 


№12 სტუმარი mari

dzalian magari istoria iyo....

 


№13  offline წევრი მოლურჯო

ძალიან თბილი იყო ♥
--------------------
მარიამი

 


№14  offline წევრი anushka1

ძალიან მაგარი იყო love wink

ემოციებით დატვირთული და რავი კიდევ რა გითხრა wink მადლობა ამ საღამოს გახალისებისთვის

 


№15  offline წევრი p♥♥h ^^

ველოდდებიიიი შემდეგსსსსსსსსსსსსსს,,,, შემდეგს იმიტომმ რომ ცოტას მაინც ხომმ გვანახებ ხოლმე ამ წყვილს lol
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№16  offline წევრი Likako

Kargi xar da kide ufro da ufro kargs velodebi shengan

 


№17  offline მოდერი _LiLia_

უღმესი მადლობა ჩემო ტკბილებო, საოცრად გამახარა თქვენმა კომენტარებმა. love ვეცდები რაც შეიძლება მალე შემოგთავაზოთ რამე ახალი ისტორია love

 


№18  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ძააააან მაგარი იყოო...მეორე ნაწილი დადე რაა მისი მევარის კარგი იქნება

 


№19  offline აქტიური მკითხველი uchveulo

არ დაწერ მეორე ნაწილს ??

 


№20  offline მოდერი _LiLia_

uchveulo
არ დაწერ მეორე ნაწილს ??

ჯერ სხვა ისტორიას ვწერ და ამს შემდეგ იქნებ გაგირსოთ სანდროს და მეჯვარის ისტორიაც feel ვეცდები რაც შეძLება მალე დავდო

 


№21  offline წევრი rusanaa

ძალიაან მაგარი იყოო

 


№22  offline მოდერი Amalthea

თბილი, ტკბილი ისტორია იყო love love
--------------------
I want to sleep with you. Doesn't mean to have sex. I mean sleep together under my blankets in my bed. With my hand on your chest. And your arm around me. No talking. Just sleep, blissfully happy, silence.

 


№23  offline მოდერი _LiLia_

rusanaa
ძალიაან მაგარი იყოო

Yvavi.
თბილი, ტკბილი ისტორია იყო love love

დიდი მადლობა.. ყველანი საოცრად მახარრებთ :-* ^_^

 


№24  offline წევრი Gvancoo

ლექსოს და მიას ისტორია რომ იყო იმის სათაური მითხარით რა..

 


№25  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ვგიჟდები მე ამათზე heart_eyes

 


№26  offline წევრი Ana Imnadze

რა კარგი იყო <3

 


№27  offline აქტიური მკითხველი terooo

ესეც წაკითხული მქონდა... ისევ გადავავლე თვალი

 


№28 სტუმარი Daldonidaldoni

კიდევ ერთხელ სასიამოვნო და ლამაზი ისტორია რომელსაც გვერდა ვერ აუვლი

 


№29  offline მოდერი _LiLia_

Daldonidaldoni
კიდევ ერთხელ სასიამოვნო და ლამაზი ისტორია რომელსაც გვერდა ვერ აუვლი

დიდი მადლობა heart_eyes heart_eyes kissing_heart

 


უმაგრესი იყო,სიტყვები არ მყოფნის <3 <3
"შეგიყვარდებიო..მე ახლაც მიყვარხარ
ახლაც მენატრები,რა ვქნა?
მოდი მომეხვიე,გულში ჩამიკარი
და ნუღარ წახვალ ხვასთან!!"
blush heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent