ორი ღამე (თავი 10)
იდგა გახევებული და მონოტონურად უწყობდა ტუჩების მოძრაობას, ისე მჭიდროდ ჰყავდა დემეტრეს ზედ მიკრული რომ ნდომებოდა ვერ გაინთავისუფლებდა თავს მაგრამ არც უნდოდა, საქმეც ამაში იყო. ხომ არის წუთები როდესაც სრული აღმაფრენის დროს ყველაფერი გვავიწყდება, ერთიანად ირეოდა ყველა ემოცია სესილის ორგანიზმში.. დემეტრეს სისხლი უდუღდა, სესილი კრთოდა მაგრამ არ შორდებოდა.. დემეტრეს ეგონა მისი კოცნით ვერ ძღებოდა, მისი ტუჩებით ვერ ძღებოდა, უკვე აღარ აკმაყოფილებდა ტუჩებიც, ხელებს ნელ-ნელა წელისკენ მიაცურებდა, ხელის გულებით გრძნობდა როგორ თრთოდა სესილი მისი შეხებისას , და სიამოვნებდა.. სესილი ერთინადა დუღდა.. ვერ მიმხვდარიყო რახდებოდა მის გარშემო, თითქოს დედამიწა 100ჯერ უფრო სწრაფად ტრიალებდა, თავი ღრუბლებში ეგონა იმდენად სიამოვნებდა დემტრეს შეხება... და მაინც რა საშინელი გამოგონებაა ტვინი?? მაშინ როცა გულს სწყურია ტვინია კატეგორიულ უარზე წყლის დალევის.. გამოიჩინა ისევ ტვინმა ინტელექტი და დააშორა ორიოდე წამის წინ ერთმანეთზე აკრული წყვილი. ხელები მკერდზე მიადო და ტანით უკან გაიწია -მეორედ.. აღარ გაბედო ჩემთან შეხება, უტიფარო არსებავ. ღრმად სუნთქავდა სესილი და ტვინისგან მოწოდებულ სიტყვებს დაუფიქრებლად ისროდა -კარგი მე არ შეგეხები. მანამ სანამ, შენ თვითონ არ მოგინდება, მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვარ რომ ეხლაც დნები ისე გინდა შეგეხო, მოგეფერო, გაკოცო..იმდენად ვნებიანი და ხრიწიანი ხმა ჰქონდა, ძნელი იყო არ დაყოლა, მითუმეტეს ძნელი იყო სესილისთვის, რომელსაც ტანში ერთიანად ცრიდა მის სიტყვებზე, და როდესაც ცალ ნაბიჯს მისკენ დგამდა ორჯერ იხევდა უკან. უნდოდა როგორ არა მისი შხება, კოცნა, ალერსი. თავს იკავებდა. რაღაცის ისევ ეშინოდა. ალბათ ეშინოდა "მეორე ღამის განმეორების" ისევ ახსოვდა თუ როგორ უხეშად ეპყრობოდა დემეტრე სანამ წინააღმდეგობას უწევდა, თუმცა წინააღმდეგობა რომ შეწყვიტა მაშინ დემეტრემაც დაივიწყა უხეშობა, და იმღამეს თავი ნამდვილ ქალად აგრძნობინა, არ უტყდებოდა თავს ამ ყველაფერში მაგრამ დიდი სიამოვნებით გაიმოერებდა კიდევ ერთხელ იმ ღამეს.. უცებ ჩამოსცილდა მამაკაცის გავარვარებულ სხეულს რაც შეეძლო შორს დადგა მისგან. ცალი ხელით მობილურს ჩაებღაუჭა მაგრად და "თვალი თვალში გაუსწორა".. იმდენად დაიკარგნენ ერთმანეთის გამოხედვაში, ვერც მიხვდნენ დრო როგორ გაიეწლა, არად დრო ნამდვილად ბევრი გავიდა, არც ერთი არ შერხეუულა, სესილი კედელს იყო მიყუდებული დემეტრე იდგა და უყურებდა მის წინ ღვთაბეას, რომელსაც სუნთქვა უკვე დაერეგულირებინა მაგრამ გულისსცემა მაინც ხშირი და მძიმე ჰქონდა. ცოტახანში კარმაც იჭრიალა და საკეტის გაღების ხმაზე ორივემ კარისკენ გაიხედა... ლევანი ჯერ ერთის მერე მეორეს განცვიფრებულ სახეს უყურებდა და სიცილის ძლივს იკავებდა. -რაიყო ბუა მნახეთ? რა სახეები გაქვთ მათ სახეებს გააჯავრა და ხმამაღლა გადაიხარხარა ლევანიმ, მერე კარი მიკეტა და მათ სუაშუ ჩადგა -ენა გადაყლაპეთ? რაგჭირთ ტო?დემტერე უხერხულობას გრძნობდა. მართალიც იყო, ჯერ კიდევ გუშინ სესილზე და იმ ორ ღამეზე უამბო ახლა კი სესილი მის პირისპირ იდგა და ღმერთმა იცის რას ფიქრობდა მასზე. სესილი სირცხვილისგან იწვოდა. მასაც იგივე ფიქრები სჭამდა, თავი დაბლა დაეხარა და ხმას ვერ იღებდა. -არა, არ გელოდი ასე ადრე. ბოლოს ისევ დემეტრემ დაიწყო. -რო მცოდნოდა სტუმრები გვყავდა ცოტას დავაგვიანებდი. ეშმაკურად ააცმაცუნა თვალები და ცალი თვალი სესილისკენ გააპარა.სესილის კი უნდოდა მიწა გამსკდარიყო და შიგ ჩაეტანა.რომ არ ენახა ლევანის "მინიშნებიანი მზერები" -მეე.. ჯობია წავიდე.. -იყავი ცოტახანს სესილი სად მირბიხარ, თუ ჩემმა მოსვლამ შეგაშინა წავალ მე. -აა..აარა რას ამბობ ლევანი. უბრალოდ რაღაც უნდა მეთქვა დემეტრესთვის და, უკვე მივდივარ. -კარგი მაშინ გაგაცილებ. მაგრამ კარგი იქნებოდა თუ დარჩებოდი ცოტახნით. ბოლოს მიხვდა რომ ვერ დაითანხმებდა, სესილის წელზე ხელი დაადო და გასასვლელისკენ გაიყვანა.გასვლამდე კიდევ ერთხელ შეხედა მისკენ მთელი ტანით მობრუნებულ დემეტრეს , იმწუთას მოუნდა რომ ჩამუხლულიყო და ეტირა ცრემლების დაცლამდე, თვითონაც ვერ ხვდებოდა რატომ. მაგრამ ემოციების მოთოკვა ხომ კარგად ეხერხებოდდა ამიტომ ამღვრეული თვალები სწრაფად აარიდა მამაკცს და ლევანის შეხედა -ლევანი, არ მინდა ჩემსგამო იჩხუბოთ შენ და სალომემ. დაელაპარაკე და შერიგდით. გთხოვ. მამაკაცი გადაკოცნა და წავიდა. იქიდან პირდაპირ დედამისთან წავიდა, სადაც მონატრებული შვილი ელოდა. -ხო იმდღეს ბარში ვნახე... -მერე რაო შვილო, გაწყენინა, რამე ხოარ გითხრა? -არა დე.. ბავშვის ნახვა უნდოდა და მისამართი ჩაიწერა, ვუთხარი როცა გინდა მოდი და ნახეთქო. -სესილი, დედიკო ფრთხილად იყავი შვილო... -დე. ლიზის მამაა და ვერ ავუკრძალავ ნახვას, ხომ გესმის? -მესმის ჩემო გოგო, მაგრამ შენ მეც უნდა გამიგო, დედა ვარ შენი და მეშინია ისევ ისე არ გატკინოს როგორც მაშინ.. -ეგ აღარ განმეორდება დედა. იმღამით ლიზის გვერძე ჩაეძინა.მთელი ღამე დედაშვილს ტკბილად ეძინათ. * დილით გაიღვიძა თუ არა მობილურში ძველი მეგობრის, ირაკლის ნომერი გამონახა და დაურეკა -ძმას გაუმარჯოოოს. გაისმა ირაკლის ყვირილნარევი ხმა რაზეც ლევანის ჩაეღიმა -გაუმარჯოს ძმას. რავახარ იკუშ? -არამიშავს ლეუშ, შენ რავახარ ,რაშვები. სად დაიკარგე ტოო. ესე უნდა ჩემი დავიწყება -არა გრცხვენია ბიჭო, რა დავიწყება ტოო. გამომიარე ამ დღეებში გავიხსენოთ ძველი დრო, გავერთოთ ცოტა, თორე ამ სამუსაომ მეც ჩამიტანა და შენც. -აუცილებლად ლეუშ, რამე ხოარ ხდება ამ დროს რომ დამირეკე? -კი ხდება, შენი დახმარება მჭირდება. იკუშ ისევ საყვავილო ბიზნესიაქვს შენს ცოლს? -ირინკას, კი ტოო. -მოკლედ 100 ცალი ვარდი მინდა . -ოოხ, შეყვარებულია ჩემი ძმა. არაა პრობლემა. მისამართს მოგწერ და ნახევარ საათში გამოიარე დაგახვერდრებთ. -კაი ძმა, მადლობა დიდი. ნახევარ საათში მანდ ვარ. გუშინდელისგამო თავს ნამდვილად ადანაშაულებდა, ჯერ 2 დღე იყვნენ ერთად და უკვე იკამათეს და დაშორდნენ. თავს ცუდად გრძნობდა რომ სალომეს უხასიათბის მიზეზი გახდა. ამიტომ 10 წუთში გამზადებული იყო უკვე და ყვავილების მაღაზიისაკენ მიემართებოდა, სადაც სანდო ინფორმააციით საუკეთესო ვარდები იყიდებოდა. * დილით კარზე ზარმა გამოაღვიძა სალომე, თავიდან ადგომას არ აპირებდა, მაგრამ ზარმა რეკვა რომ არ შეწყვიტა ძლივძლივობით წამოიზლაზნა ლოგინიდან, თხელი ხალათი შემოიცვა და კარი გააღო.არავინ იდგა... კალათა ვარდების თაიგულით.. ბევრი ვარდი.. ულამაზესი. პირი ღია დარჩა, არ ელოდა დილა უთენია ასეთ საჩუქარს, ერთი წუთით ისიც იფიქრა იქნებ სესილისიაო, მაგრამ ვარდებს შუაში მოათავსებული ბარათი რომ გახსნა ყვეა ეჭვი გაეფანტა : "მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქალს, რომელიც უსაზღვროდ მიყვარს. მაპატიე სალომე. " ლამაზი ხელნაწერით ნაწერი ბარათი გულში ჩაიკრა და ვარდები სახლში შეიტანა. უბედნიერესი იყო. ეგონა დედამიწამ მის გარშემო იწყო ისევ ტრიალა, ყველაფერი გადაავიწყდა, ისიც კი რომ დამნაშავე თვითონ იყო და პატიებას ლევანი სთხოვდა. კიდევ ერთხელ აჩვენა კაცობა მამაკაცმა . სიყვარული და ზოგადად გრძნობა სიამაყეზე მაღლა დააყენა და აი შედეგიც. სალომე სიხარულისგან ცაში დაფრინავდა . ცოტახანში მობილურზე სმს მოვიდა "6 საათზე სიყვარულის ხიდზე დაგელოდები" მობილური საწოლზე მიაგდო და ღიღინ ღიღინით სააბაზანოს მიადგა. მერე ისაუზმა , ცოტახანს ტელევიზორსაც უყურა, სახლი მიალაგა. აღარ იცოდა დრო როგორ გაეწელა, წამებსაც კი ითვლიდა, ბოლოს 5მა დაჰკრა თუ არა, ოთახს მიაშურა და გარდეროფი გამოაღო. ცოტახანს იქექიალა, ხან ერთი მოიზომა, ხან მეორე. მერე გზაფახულისამებრ ლამაზი, მოკლე, სიფრიფანა კაბაა აარჩია, ყვითელი კაბა, წელზე მოტკეცილი და ქვემოთ ოდნავ გაშლილიყო, კიდეებში ლამაზი ყვავილებით გაფორმებული. ფეხზე კრემისფერი ბალეტკები ამოიცვა, თმები თავზე დაიკოსა ,იმდენად ეჩქარებოდა ლევანის ნახვა, მაკიაჟიც არ გაუკეთებია, კლატჩში, ტელეფონი და საფულე ჩადო და სადარბაზოსთან გაჩერებულ ტაქსში ჩაჯდა.. გული გასკდომაზე ჰქონდა, იმხელა ხმაზე ფეთქავდა მთელს სხეულს აბრუებდა, ყველა ნაწილში გრძნობდა ფეთქვას, მაგრამ თიტები კანკალს ვერაფერს შველიდა, არადა სიხარულისგან ცას წვდებოდა. ერთი დღე.. სრული ერთი დღე ლევანის გარეშე საშინელება იყო, და მიხვდა რომ არაა საჭირო ყოველ წვრილმანზე კამათი და ჩხუბი.. ზუსტად 6 საათზე, სიყვარულის ხიდზე, შუაგულში იდგა და ფერდაკარგულ მტკვარს ჩასჩერებოდა. მხოლოდ ღმერთმა იცის რამხელა ბედნიერებას გრძნობდა და ამ ბედნიერების გრძნობას ამღვრეული წყალიც კი ვერ უშლიდა რამეს. მარცხენა მხარეს,უკვე მწვანედ აბიბინებულ ბალახზე ნარიყალის ციხესიმაგრე ჩამოწლილიყო, ეკლესიიის გუმბათი ოქროსფრად ელავდა.. პირდაპირ მტკვირს ჩაყოლებაზე , ოდნავ მოშორებით მაგრამ მაინც შესამჩნევად, მუქი ფერის მთა აღმართულიყო, ზედ დიდი ანძა.. რომელსაც ალბათ ვერც ეიფელი შეედრებოდა და ვერცერთი მსოფლიო ღირსშესანიშნაობა რადგან ის ჩვენი იყო.,საქართველოსი.. და ბოლოს მარჯვენა მხარეს სამების საკათედრო ტაძრის თვალუწვდენელი და ოქროსფრად აალებული გუმაბთი მოსჩანდა, და მის წინ მოშენებული მრავალი შენობა რომ არა უფრო ლამაზი სანახავი იქნებოდა ტაძარი , მითუმეტეს ბედნიერი გოგონას თვალით. კიდევ ერთხელ მოავლო ყველაფერს თვალი და კიდევ ერთხელ ჩაეღიმა, ამაყობდა რომ ამ ბუნების ნაწილი და საქართველოს, მკვიიდრი, მოქალაქე იყო.. მზერა ისევ მტკვარმა ჩაიტან როდესაც წელზე მსუბუქი შეგრძნება იყო, ნანატრი ხელების..შეხების ადგილი ერთინადა აეწვა სალომეს, ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს ცეცხლი ეკიდა, ოღონდ სიყვარულის ცეცხლი იყო..კიდურეებში სისუსტე იგრძნო , მაგრამ მორიგი ხელის შეხების გრძნობა ისევ ყველაფერს ერთიანად აღემატებოდა, , ლევანიმ სალომე ელვისსისწრაფით მოაბურნა, მის წვრილ წელს ტორებით ჩაებღაუჭა და უნებართვოდ თუმცა ნებართვა ხომ არავისგან სჭირდებოდა ისე დააკვა სალომეს ტუჩებზე. იგრძნო რომ მორიგი ბედნიერება იგრძნო და აყვავდა, სისხლმა უკუსვლა იწყო, ორგანიზმი თავდაყირა ედგა.. თუმცაღა ჩვენ ,ადამინები ბედნიერებას ხომ ყოველ წვრილმანში ვგრძნობთ, მაგრამ მაინც ვერ ვამჩნევთ, ყველა ტკივილისდა მიუხედავად რა ლამაზია ცხოვრება, რა ბედნიერია ყოფა დედა-მიწაზე.. * შუადღე ხანი იყო, ინგას დივანზე ჩასძინებოდა, ლიზიმ ბაღში წასვლაზე უარი განაცხადა, ამიტომ დედის კალთაში მოექცია თავი და ტელევიზორში მულტფილმს უყურებდა. სესილის მობილური მოულონელად აწკრიალდა -როგორ ხარ? ელოდა მის ზარს მაგრამ მაინც გაუკვირდა. -კარგად ოთო, შენ? ცალი თვალით ლიზის დახედა და როდესაც მიხვდა რომ ბავშვს არაფერი გაეგო უფრო დაბალ ხმაზე განაგრძო ლაპარაკი -კარგად. ბავშვის ნახვა მინდა, რას იტყვი,სადმე გაგვესეირნა. -როგორც გინდა.. -კარგი მაშინ 1 საათში გამოგივლით და მზად იყავით კარგი? -კარგი, მზად ვიქნებით. უთხრა და გათიშა, დიდად გული არც მიუწევდა ,მაგრამ შვილის გამო ალბათ ყველაფერზეც წავიდოდა. ლიზის დასმულ შეკითხვებს თუ სად მივდივართ, ვისთან ერთად ყველანაირად თავს არიდებდა -ნუ ხარ სულსწრაფი ლიზიკო, წავალთ და ნახავ, დაუჩურჩულა შვილს და ლოყა ჩაუკოცნა. ორივენი ლამაზად გამოეწყვნენ და ამასობაში 4 საათიც შესრულდა. ოთომ დარკა -გელოდებით ჩამოდითო . და სესილიმაც მოჰკიდა შვილს ხელი და კიბეებს დბლა დაუყვნენ. -დეე ეს ვინაა? მანქანიდან გადმოსულ მამაკაცს შეაცქერდა ბავშვი და დედას უკან ამოეფარა -დედიკო, ეს მამაშენია. რაც შეეძლო წყნარი და მშვიდი ტონით უთხრა თუმცა ამ სიტყვებზე ხმა ისე უკანკალებდა თვითონაც შეეშინდა ხელიდან ამოსული ბგერების.ბავშვს არაფერი უთქვამს, მოულოდნელი და როგორც ჩანს არც თუ ისე სასიმოვნო გაცნობა შედგა მისთვის, მამაკაცს მსუბუქად მიესალმა, ისე რომ მის მკლავებში 5 წუთიც არ გაჩერებულა და უნებართვოდ მანქანის უკანა სავარძელი დაიკავა. -მოულოდნელად მოხდა ეს ყველაფერი ამიტომაა ასე. -ხო გასაგებია. ღრმად ამოიხვნეშა ოთომ და სესილის კარი გაუღო რომ ჩამჯდარიყო, ქალმა შვილის გვერდით არჩია ჯდომა და თიტქოს მოწყენილ ლიზის თმებზე მოეფერა -რაგჭირს ლიზუ. ჰკითხა სანამ ოთო ჩაჯდებოდა, პასუხის ნიშნად ლიზიმ თავი გააქნია და უკან ჩამოტოვებულ კორპუსებს მოწყენილმა გააყოლა თვალი. ოთომ მანქანა მთაწმინდის პარკის შესასვლელთან გააჩერა და დედა-შვილს კარი გაუღო.ლიზი მაგრად ჩაებღაუჭა სესილის ხელს , ეს ოთომაც კარგად შეამჩნია მაგრამ არ შეიმჩნია. ცოტახანს სეირნობის და გართობის მერე კაფეში დაჯდნენ -ნაყინი გიყვარს? ეშმაკურად ააცმაცუნა თვალები ოთომ -ხო მაგრამ დედა ხშირად არ მაჭმევს, ასე ამბობს ყელი გეტკინებაო. თვალები დაბლა დახარა და ამ ჟესტით აჩვენა "დედა გთხოვ ნაყინი მიყიდეო" სესილი ჩაეცინა ლიზის ამ საქციელზე და ოთოს ნებას დაჰყვნენ, სამი შუკოლადი ნაყინი შეუკვეთეს. ლიზი თან ნაყინს ჭამდა და თან ახლადგამოჩენილი მამისკენ აპარებდა თვალს რომელიც თავის მხრივ სესილის არ აცილებდა მზერას. სესილი დიდად არ შეცვლილიყო, თუმცა მაშინდელი ბავშვური გოგონასგან ნატამალიც არ იყო დარჩენილი, ახლა ქალურობა და დედობა მოხდენოდა. ამიტომაც ოთო გაურკვეველ სამყაროში იკარგებოდა როდესაც მისთვალებს ეჩეხებოდა. აჰაამ, ესეც მეათე! აბა როგორ მოგწონთ? გუშინწინ ჩემი ისტორია ტიპ სიახლებში რომ დავინახე გავგიჟდი ისე გამიხარდა, აი ვერ წარმოიდგენთ, და თვქე ვაფშე უსაყვარლესები და უკარგეესები რომ ხართ <3 ძალიან მიყვარხართ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.