ორი ღამე (თავი 4)
დემეტრემ ადგილი დუშ-კაბინაში დაიკავა,წყყლის ჭავლმა ისედაც კოცნით გამოფხიზლებული უფრო ენერგიული და მიმზიდველი გახადა, ხელით გოგონას დაპხაჭნულ ადგილებს ეხებოდა და მთელი ღამე თვალწინ ედგა, მთელი ღამე..დაბანვას სწრაფად მორჩა, პირსახოცი შემოიხვია და აბაზანიდან გავიდა.. ატირებული გოგონა საწოლზე იჯდა როდესაც ჩანთაში მობილური აზუზუნდა, სლუკუნით წამოდგა და სალომეს ნომერს რომ დახედა უმალ მოიშორა ცრემლები -აბა როგორ ხარ პაწკუ? დაქალის დანაღვლიანებული ხმა გაისმა, იგრძნო , როგორ არა სალომემაც თუ როგორ უჭირდა დაქალს, ხომ გითხარით თავიდანვე, ეს ის ერთადერთი იყო, სწორედ ის! -საშინლად.. -მარტოხარ? ყველაფერმა ცუდად ჩაიარაა? ხო არ გამოგიჭირა? -ხო მარტო ვარ, არვიცი არაფერი მახსოვს, არაა მობილური გათიშული აქვს და შესაბამისად ვერც ვერაფერს გაიგებდა... სწრაფად ჩამოარაკრაკა სესილიმ და ცრემლები ხელის გულით შეიშრო -რატო არ გახსოვს სესი? დალიე თუ , რაა ხდება ვერ გავიგე.. დაბნეული ჩანდა სალომეც -სალ.. ექსტაზი დავლიე.. რამოდენიმე წამი პაუზის შემდეგ სიტყვები გაწელვით თქვა... ოთახის კარს რომ მიუახლოვდა რაღაც ხმები შემოესმა დემეტრეს და მიუყურადა. გოგონას ნამტირალევი ხმა ჩაესმა ყურში, ისე ბლუყუნებდა თავიდან ვერაფერი გაარჩია, კარი ოდნავ შეაღო. არაა არაა უზრდელი უბრალოდ დააინტერესა ქალის ტირილის მიზეზი , რადგან ამ ღამის მერე ფიქრობდა რომ ეს მიზეზი არ გააჩნდა -ექსტაზი დავლიე... განაჩენივით ჩაესმა ყურებში, წამით ტვინი გაეთIა, ყურებში დაუგუბდა, ისე თითქოს ძალიან მაღლა ყოფილიყოს, თითქოს 20 სართულიანი შენობის თავზე იდგეს, აი ისე ადამიანი რომ ბედნიერებისგან ცას წვდება და წამიერი დარტყმა მას მიწაზე ანარცხებს...ასე იყო დემეტრეც.. სწორედ ასე. ამ ღამით იმდენად ბედნიერად იგრძნო თავი, ამ ღამით ის არ იყო უბრალოდ დემეტრე ქურციკიძე, ის იყო მამაკაცი რომელმაც მონატრებული სითბო და სიამოვნება განიცადა, რომელიც ქალს როგორც საგანს და ნივთს არ უყურებდა და არ ხმ**ობდა, არამედ იმავე სიამოვნებას ანიჭებდა რამდენსაც იღებდა...ამ რამით ეს ცეცხლივით ქალი რომ მიისაკუთრა თავი ყველაზე ძლიერი მამაკაცი ეგონა, ცეცხლოვანი და ამავედროს უბრალო და მიამიტი, ამღამით მას სესილის ღიმილი და სიამოვნებისგან აფარკლული ლოყები შეუყვარდა, მაგრამ ..."ექსტაზი"-მ ყველაფერი შეცვალა, ისევ დაბრუნდა წამით იმ რეალობაში რომელშიც 2 წლის წინ მოხდვა, ის საშIნელი კადრები ისევ თვალწინ წარმოუდგა , მარი, შიშველი სხეული და ვიღაც არაკაცი.. და ისევ იგრძნო თავი მოტყუებულად, ყველაფერი ისევ ერთიანად დატრიალდა, და მიხვდა რომ ეს სიყვარულით აღსავსე ღამეს ტყუილი იყო, გრძნობა კი რომელიც ამ ღამეს გაუჩნდა წამიერად სადღაც გადაიკარგა და ის ზიზღმა ჩაანაცვლა... -რაა ? გაგიჟდი სესი? ეგ.. აუ.. სესი ტვინი ადგილზე გაქვს? ჩამოდი ჯერ შენ აქ.! მკაცრად შეუღრინა გაბრაზებულმა დაქალმა -ხომ იცი , სხვაგვარად ამ ღამეს ვერ გადავიტანდი.. -დღეს რას აპირებ ? ხვალ ბრუნდებით სესი.. წამით დაიბნა სესილი, ამაზე ხომ არ უფიქრია, მას მხოლოდ ერთი დოზა ჰქონდა, მეტი აღარ, ამ ღამეს რას იზავდა.. -რამეს მოვიფიქრებ, ჩამიკოცნე ლიზიკო და დედა. ძალიან მომენატრნენ. მალე ჩამოვალ. აღარ აცადა დაქალს სიტყვის დასრულება ისე გათიშა მობილური საწოლზე მიაგდო და კიდევ ერთხელ აქვითინდა.. ცოტახანში ოთახის კარი გაიღო, სესილის იმდენად აეწვა ზურგი დემეტრეს მზერით რომ უხმოდ წამოდგა და გასვლა დააპირა, თუმცა როდესაც გაახსენდა რომ პირსახოცით იყო ისევ აუწითლდა საყვარლად ლოყები და ნაღვლიანი თვალები ძირს დახარა. მამაკაცმა მძიმე ნაბიჯებით შეაბიჯა ოთხაში, ისე რომ არც შეუხედავს სესილისთვის.. ვერც კი მიხვდა გოგონა რატომ დაიმსახურა ეს უყურადღებობა, თავში ვერც გაივლებდა რომ დემეტრემ მისი სიტყვები მოისმინა. ტანსაცმელები აიღო დემეტრემ და ისევე უჩუმრად დატოვა ოთახი როგორც შემოვიდა.. დარჩა სესილი გახევებული, ერთ ადგილზე იდგა და ღრმად სუნთქავდა, რა სჭირდა ვერც ხვდებოდა, დილის ბჭუტურებს უკვე კარგა ხანს ჰქონდათ მისი თავი დატოვებული მაგრამ თავში რაღაც განსხვავებულ ტკივილს გრძნობდა, ისე თითქოს სისხლი გაჩერებულიყო და არ მიდიოდა ტვინამდე, ვერ ერკვეოდა "იქნებ ღამით თავი შევირცხვინე, იქნებ ? მაგრამ დილით ხომ მაკოცა, და.. არა. ახლა რაღა მოხდა?" ერთი და იმავეს ტვინში ატრიალებდა და თლილ თითებს ამობურცუულ ტუჩებზე ისმევდა სადაც ცოტახნისიწინ მამაკაცის ბაგეების შეხება იგრძნნო. დემეტრე მეორე ოთახში შევიდა და იქ გამოიცვალა. რახდებოდა ახლა მასში? ერთიანად ივსებოდა ბრაზით..სხეულის ყველა უჯრედი მოეცვა ამ საშინელ გრძნობას და მუდმივად ერთი და იგივე ჩაესმოდა ყურში "მატყუარა" . ყველაზე მეტად ეს სტკიოდა, ფარსი, ტყუილი, რომელიც ამდენხანს თან დაჰყვებოდა და თავის თავზე ბრაზობდა რომ ისევ ენდო ქალის სხეულს და აღნაგობას, ისევ მარისავით გააცურეს, ისევ იმ ორმოში ჩაიძირა ამდენხანს ამოსვლას რომ ცდილობდა... ისევ, ისევ და ისევ აღარ წყდებოდა.. ცოტაახანში ცეცხლივით ეკიდა ზიზღი მის ავარვარებულ სხეულს, ვერც ნერვებს და ვერც გრძნობებს ვერ თოკავდა..მძიმე ნაბიჯებით გაუყვა კოლიდორს და ისევ შეაღო ის კარი სადაც გუშინ მას და სესილის ვნბიანი ღამე ჰქონდათ, არეულ ლოგინზე ისევ წამოეშალა ფიქრები და უფრო გაბრაზდა. სესილიმ ლიფი და ტრუსი მოირგო და თმები გამშრალებას მოჰყვა, ფენი ადგილზე დააბრუნა და შემობრუნდა თუ არა მამაკაცის გავარვარებულ სხეულს შეასკდა. ალბათ ეს უეცარი შეხება რომ არ ყოფილიყო თვალებში ვერც ვერასდროს შეხედავდა სესილი მაგრამ ახლა უყურებდა და რაღაც განსხვავებულს გრძნობდა, დემეტრეს შავი თვალები ცეცხლივით აწითლებოდა, თუმცა ბრაზს მიღმა მაინც არ კარგავდა თავის სიშავეს და მიმზიდველობას, უყურებდა და ფიქრობდა, რაღაცაზე, რაზე? თვითონაც ვერ გაეგო.. გონს დემეტრეს მწველმა ხელმა მოიყვანა რომელიც უკკვე მის მოშიშვლებულ წელზე დასრიალებდა.. რას გრძნობდა დემეტრე? ჰმ! საინტერესო კითხვაა, რას უნდა გრძნობდეს მამაკაცი იმ ქალთან სიახლოვისას რომლისადმიც ზიზღს და სიყვარულს ერთად განიცდის.. ხო ,ხო სიყვარულს არ მოგესმათ... ან იქნებ ცოტა ვჩქარობ მაგრამ .. ის გრძნობა რომელიც მამაკაცს სესილისადმი თავიდანვე გაუჩნდა ძალიან წააგავდა სიყვარულს, ხელებს მის მოშივლებულ წელზე დაასრიალებდა და მთელი ტანი უხურდა, ახლავე ,ამწამსვე უნდოდა ,ისევ და ისევ ეგრძნო ამ სხეულის გემო, ამ ქალის სიამოვნების შეძახილები, მაგრამ რაღაც ისევ აყოვნებდა.. სესილი უცდოველი კრავივით ჩასვენებულიყო მის მკლავებში და თვალებში უყურებდა.. სესილის შიშის და სიამოვნების გრძნობა ერთად დაუფლებოდა, არ იცოდა თავი როგორ დაეღწია ამ ძლიერი ტორებისგან, მაგრამ მეორე მხრივ არც უნდოდა თავის დაღწევა.... წამის მეასედებში მოხდა ყველაფერი, ისე რომ ვერც ერთმა ვერ გააცნობიერა, ეს არ იყო არც სიველურე, არც სიუხეშე არც უბრალოდ ვნების გამოძახილი, ისე ნაზად ეხებოდნენ მათი ტუჩები ერთმანეთს გვერდით მდგომი მაშინვე იფიქრებდა რომ შეყვარებული წყვილი იყო..დემეტრემ ძლიერი ხელები ქალის პატარა და სუსტ სახეზე მოათავსა და ტკივილნარევი თვალებით დააცხრა სესილის ტუჩებს, იმდენად ახლოს ჰყავდა ქალი აკრული მათშორის არცერთი მოლეკულა აღარც რჩებოდა..და არც საჭირო იყო. მაგრამ ყველაფერი ისევ ამ საშინელმა, ტკივილის გრძნობამ გადასწონა, წელზე მოთავსებული ხელი საჯდომამდე ჩაასრიალა და მაგრად მოუჭირა მერე უცებ მოშორდა და ისეთი სისწრაფით გაიხურა კარი როგორც შემოვიდა. * როგორც ლევანიმ უთხრა ბავშვთან ერთად გაისეირნებდნენ, ამიტომ 6 საათზე საბავშვო ბაღIს ჭიშკართან დიგნენ და ბავშვების გამოსვლას ელოდნენ, ცოტახანში სალომესკენ პატარა, სიფრიფანა, ყავისფერი თვალებით და წითური კულულებიანი გოგო გამოვიდა, იასამნისფერი კურთკა ეცვა და მხრებზე საყვარელი ჩანთა ჰქონდა მოკიდებული "მაშა და დათვი"-ს გამოსახულებით, უდარდელად მოაბიჯებდა და როდესაც სალომე დეიდა დაინახა სიჩქარეს მოუმატა, სირბილით გამოიქცა და ხელებგამოშვერილ ქალს გულში ჩაეკრა, ჯერ ერთი, მერე მეორე ,მერე ისევ პირველი ლოყა დაუკოცნა და მაგრად მოეხვია მონატრებულ დეიდას. -სალი ეს ვინაა? ჩუმად უჩურჩულა ყურში ლიზიმ ისე რომ ლევანის ვერ გაეგო. ბავშვის სიტყვებზე სალომეს ჩაეცინა, წამოდგა და ლევანისკენ მიიყვანა ბავშვი -ეს ლევანი ბიძიაა, დღეს მასთან ერთად გავისერინებთ. დააკმაყოფილა ბავშვის ინტერესი და ნაზა გაუღიმა ლევანის კარგა ხანია ასეთი პატარა ბავშვები არ ყავდა ნანახი, თანაც ასეთი ლამაზი,6 წლის წინ როდესაც შვილი დაკარგა იმის მერე თავს არიდებდა ბავშვებს.. ლიზი ულამაზესი იყო, წითურობა მამისგან ჰქონდა თანდაყოლილი მაგრამ სახის ნაკვთებით გაჭრილი ვაშლივით გავდა დედას -სესილის! -შენ ვისი ხარ ასეთი ლამაზი? ოდნავ დაჰკრა თითი ცხვირზე ლევანიმ -მე დედიკოსი, ბებიკოსი და ჰო კიდევ სალომესი. პრანჭვით უთხრა ლიზიმ -სად წავიდეთ პრინცესა? სად გინდა? -ისეთ ადგილას სადაც მე ვითამაშებ და თქვენ ილაპარაკებთ, ხო სალაპარაკოდ ხართ მოსული? ინტერესიანი დიდი თვალები მიანათა მის წინ ჩაკუზულ მამაკაცს -უყურე ამას, რამდენი სცოდნია.. წამოიძახა ბავშვით აღფრთოვანებულმა და გოგოებს მანქანისკენ გაუძღვა. -ხო დედიკო და სალომე რომ ლაპარაკობენ მე მეუბნებიან შენ ითამაშე ჩვენ სალაპარაკო გვაქვსოო. უკანა სავარძელზე დასკუპდა და საყვარლად გააჯავრა დედას. მთელი გზა იტიტინა და იტიტინა, სეუძლებელი იყო მისი არშეყვარება, წამიერად შეაყვარა ლევანისაც თავი.. 22 წლის იყო , ტემპერამენტიანი და ვნებიანი ახალგაზრდა იყო და მაშინ მითუმეტეს გოგოებს "ცხვირსახოცივით" იცვლიდა. ერთ -ერთ მათგანში აღმოჩნდა ნუკაც, 20 წლის ქერა ლამაზმანი იყო, კლუბის შუაგულში მოღელილ მკერდს და ამობურცულ უკანალს მოქნილად აქნევდა, რა გამორჩებოდა ლევანის, რასაც მიზნად დაისახებდა ყოველთვის აღწევდა და ის ღამეც გოგონამ მამაკაცის საწოლში გაატარა. დილით როგორც წესი ლევანი სამუდამოდ დაშორდა ღამის პარტნიორს და მიივიწყა მისი არსებობა, ისევ ისე გააგრძელა ცხოვრება როგორც მანამდე ცხოვრობდა..იქამდე სანამ არ გაიგო რომ ნუკა ორსულად იყო,მათი გაცნობიდან 3 კვირის შემდეგ გოგონამ ორსულობის ტესტი აუფრიალა თვალწინ, ორსული ქალი და შვილი რომელიც ამ ქალს მუცელში ეჯდა ლევანისთვის წმინდა იყო ამიტომ ოჯახისგან უარყოფილი გოგონა რომელსაც ეს მემგონი დიდადაც არ აწუხებდა თავისთან მიიღო, ყველა გარემო შეუქმნა იმისა რომ მისი შვილი ჯანმრთელი და ძლიერი დაბადებულიყო, ბიჭი იყო... სახელიც შეურჩია ..ლაზარე.. იმდენად ბედნიერი იყო სამყარო მისი ეგონა, როდესაც რამოდენიმე დღით შვებულებაში მიდიოდა ყოველდღე ურეკავდა ნუკას და სულ შვილზე ეკითხებოდა, 8 თვის იყო ექოზე ექიმება საშინელი განაჩენი რომ გამოიტანეს -გული აქვს გაჩერებული" და ნუკაც მაშინვე საოპერაციოში გააქანეს, 3 საათი ისე გაიწელა საუკუნედ ეჩვენებოდა ლევანის, საავადმყოფოს კედლებს მუშტებს ურტყავდა სიმწრისგან.. ცხოვრებაში პირველად შეეშინდა, რომ დაკარგავდა მის ნაწილს.. -რაა? რატო არაფერი გააკეთეთ? ჩემი შვილი როგორ ვერ გადაარჩინეთ? ცრემლები ისე დიოდა თვალებიდან ნიაღვარი გეგონებოდათ, ორივე ხელით ჰყავდა ექიმი მოქცეული და ბოლო ხმაზე უყვიროდა, მისი ტკივილით კედლებიც კი ზანზარებდნენ, დემეტრე რომ არა ალბათ ვერ გადაიტანდა ამ ყველაფერს -ჰკითხეთ ქალს რომელიც მუცლით ატარებდა თქვენს შვილს.. ამოილაპარაკა ზიზღით ექიმმა და ძალით შეაშვებინა გაოგნებულ მამაკაცს ხელები -რაათქვით? ამიხსენით ნორმალურად. ხელის მუჭებით შეიშრო სველი თვალები და ფრჩხილის კვნეტით ჰკითხა ექიმს -ორგანიზმში ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზა იყო. ბავშვის გული გაუძლებდა? ახლა ექიმი აყვირდა. - მითხარით, თუ ბავშვი არ გინდოდათ ან თავიდანვე მოგეშორებინათ ან რაღას ტანჯავდით იმ ციცქნას. შეძრწუნებული უსმენდა ექიმს და სიტყვები ყურამდე არ დადიოდა, რაღაც მომენტში იჭედებოდა და ყურები ეგუნბებოდა მერე ისევ ჩაესმოდა და მერე ისევ მეორდებოდა,წამიერად სიცოცხლის შეგრძნება დაკარგა, დაიკარგა თვითონაც , ასე ეგონა მიწა ტრიალებდა ფეხქვეშ და ეს ესაა ღრმა ორმოში გაადენდა ზღართანს ,მაგრამ ერთგული მეგობრების ხელებმა გააჩერა ის მოტრიალე მიწაც და მაგრად მოხვია ბავშვივით აქვითინებულ ზმაკაცს ხელები. მაშინ დემეტრე რომ არა ალბათ არც აცოცხლებდა ნუკას.. არც იყო ღირსი! ახლა უყურებდა მოტიტინე ლიზის და თვალწინ მისი ბიჭი ედგა.. "ახლა 6 წლის უნდა ყოფილიყავი,ლაზარე" საღამომ შედარებით მშვიდად ჩაიარა, ბავშვი გასართობ ცენტრში წაიყვანეს და მასთან ერთად ისე გაერთნენ საუბარიც გაადაავიწყდათ.. 10 ხდებოდა ლევანის მანქანა კორპუსს რომ მოადგა, ლიზის უკანა სავარძელზე ჩაძინებოდა. -ანგელოზი. ერთიანად დაუთბა მზერა მამაკცს ბავშვის ასე ნახვაზე, ფრთხილად გადმოვიდა მანქანიდან და ხელში აყვანილმა აიყვანა ბავშვი სახლში სალომეც ფეხდაფეხ მიჰყვებოდა და სიხარულისგან ჩუმად იღიმოდა.. -უი შენ მოგიკვდი ბებია, როგორ დაიღალა ალბათ.. სახლში შემოატარა ინგამ მამაკაცი და საძინებლისკენ გაუძღვა, ლევანიმ არც იქ დაანება, თვითონ გახადა ბავშვს ტანზე და საბანიც გადააფარა. მერე შუბლზე მიაკრო ცხელი ტუჩები და უჩუმრად გამოიხურა საძინებლის კარი -შენ შემოგევლე შვილო, რა კარგი ბიჭი ჰყოლიხარ შენს მშობლებს. დანაოჭებული თითები ჩამოუსვა მამაკის მომღიმარ სახეზე -მშობლები არ მყავს. მისმა განცხადებამ სალომე განაცვიფრა... იმდენად დაეტყო აფორიაქება რომ ფერიც კი დაკარგა, ინგა კი თბილად მაგრამ ამჯერად უკვე ნაღვლიანად იღიმოდა -ახლა ჩაი თუ არ დაგალევინე ჩემი დაყენებული ისე არ გაგიშვებ, თითის ქნევით გააფრთხილა მამაკაცი და მისაღებში შეიპატიჟა. სალომემ ქურთუკი გამოართვა საკიდზე ჩამოკიდა და ისიც მამაკაცს მიჰყვა.საღამო სასიამოვნოდ და თბილად გაატარეს, ლევანიმ შეუქო ინგას დაყენებული ჩაი და გამომცხვარიი ქადები, ისაუბრეს და ცოტახანში გამომემშვიდობა კიდეც -გავაცილებ და მოვალ.. სიხარულისგან აპრიალეებული თვალებით შეხედა ინგას და მამაკცს გაჰყვა -დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის, ქურთუკი შეუსწორა და თითები მის ზედაპირზე მოათავსა. -დიდი მადლობა შენ ჩემო პატარავ. კარგა ხანია არ მიგრძვნია თავი ასე კარგად. ცხვირზე ოდნავ დაჰკრა თითი და თბილად გაუღიმა. სალომე თითქოს სიხარულისგან დამუნჯდა ხმას ვერ იღებდა, მიუხვდა ლევანი როგორ არა სიჩუმის მიზეზს, ხელი თხელ წელზე შეუცურა და ზედ აიკრა, სალომემ მიმოიხედა სადარბაზოში ხომ არავინ არისო და როცა თავი მარტოდ დაიგულა აწითლებული ლოყები დამალვას ეცადა მაგრამ ტუჩების შეხებამ შეაჩერა და ისევ და ისევ, ერთიანად იფეთქა მასში ყველა ფიქრმა და ოცნებამ, თითქოს კოცნა და არაფერი მაგრამ ორგანიზმი უდუღდა , სისხლმა ლავასავით იწყო დენა ვენებში და მამაკაცს კოცნაში აჰყვა... * სესილი უგონოდ იდგა ოთახის შუა გულში და საჩვენებელ თითს ქვედა ტუჩზე ისმევდა , სადაც ცოტახნისწინ დემეტრეს ტუჩები იგრძნო .. "ნეტავ რა მოხდა ღამით? " ისევ და ისევ ატრიალებდა ამ ფიქრს ტვინში მაგრამ პასუხი არსაიდან ისმოდა.. დემეტრემ მძლავრად გამოიხურა ოთახის კარი და სარდაფისკენ გაეშურა, გრძელი თაროებიდან კარდანახის თეთრი მაგარი ღვინო ამოარჩია და გამჭვირვალე ბოკალი პირამდე გაავსო. ახლა რომ არ დაელია და ყურადღება სხვა რამეზე არ გადაეტანა თავის თავზე არ იყო მპასუხისმგებელი, მიუხედავად იმ მეორე დარტყმისა რომელიც სესილიმ ასე მოულოდნელად მიაყენა მამაკაცს მაინც არ უნდოდა ქალისთვის რამე დაეშავებინა ."მაშინ ლევანიმ გამაკავა, ახლა ვერავინ დამაკავებს, ღმერთმა იცის რას ვუზავ.." გაიფიქრა და ღვინის ბოკალი ბოლომდე ჩაცალა. უკვე მერამდენე ჭიქას სვავდა მაგრამ ტკივილი არ უნელდებოდა.. თვალწინ ისევ გუშინდელი კადრები ამოტივტივდა, ქალის კოცნისგან და კბენისგან დაბუჟებული ტუჩები, მისი უთხელესი ხელები, ღვინისგან აწითლებული ლოყები და ამღვრეული თვალები, თხელი მოხდენილი ფეხები, იდეალური სხეული, სლიპინა თმები..... და ბოკალი ორიოდე წამში ნამსხვრევებად იქცა.. გააგიჟა სესილიმ, ხო , ნუ გიკვირთ.! მელოდიასავით ტრიალებდა დემეტერეს ტვინში გოგონას უმანკო და მიამიტი ხმა და ისევ მის ნერვებზე იწყებდა თამაშს, სისხლმა როდესაც იფეთქა გაჭრილი ხელიდან მაშინღა გაეფანტა სესილიზე ფიქრები და სარდაფის კარი მთელი სიმძლავრით გამოიხურა, თეთრი მეტლახი სულ სისხლით მოთხვარა სანამ მისაღებს მიაღწევდა,იქ შეშინებული და თვალებგაფართოებული გოგონა დახვდა -რაა.. რაგჭირს? ენის ბორძიკით ჰკითხა სესილი, მერე წამითაც არ უფიქრია ისე ჩაავლო მამაკაცს მაჯაში ხელი და სააბაზანოსკენ გააქანა, დემეტრე ვანას მიეყრდნო და დაფაცურებულ სესილის შეხედა. გოგონამ ბინტი , ბამბა და სპირტი გამოიღო აფთიაქიდან და იქვე დააწყო -ახლა ცოტა გეტკინება. ტუჩები საყვარლად ამობრიცა და ხელში ჩასობილ შუშის მოზრდო ნატეხს დასწვდა.დემეტრემ კბილები მთელი სიმძლავრით მოუჭირა ერთმანეთს და აწითლებული თვალებით სესილის თლილ თითებს დააჩერდა.. ორიოდე წუთში ისე ამოიღო გოგონამ ნატეხი ვერც გაიაზრა, ანდა იქნებ გაიაზრა და ეტკინა, ხო მაგრამ მისი სულიერი და ფიზიკური ტკივილი ერთმანეთს ერწყმოდნენ ახლა და სულიერი აშკარად ბევრად სჯობნიდა ფიზიკურს, ამიტომ ვერ იგრძნო. სესილიმ სპირტიანი ბამბით გამოუწმინდა ჭრილობა და ბინტი შემოახვია. -ალკოჰოლს შემოგთავაზებდი მაგრამ ვატყობ უკვე მოგისწრია. დანანებით ჩაიქნია ხელი სესილიმ და გასვლა დააპირა მაგრამ დემეტრეს ძლიერმა ხელმა შეაჩერა. -არაფერი გაქვს ჩემთვის სათქმელი სესილი? ამწამს იმდენად სერიოზულად და დამაჯერებლად ჟღერდნენ მისი სიტყვები რომ სესილის თავი რომ არ დაეძვრინა ალბათ ყველაფერს ჩამოარაკრაკებდა. -ამ..არ..არაა.! ბოლო სიტყვა უკვე გამართულად თქვა და სწრაფი ნაბიჯით გამოეცალა საპირფარეშოს, კიბეებთან იყო უკვე მისული როდესაც მამაკაცის ბოხმა ბარიტონმა შემაძრწუნებლად დაიქუხა და ძალაუნებურად გოგონაც ადგილზე გაშეშდა. -რატომ მომექეცი ასე? ამ ერთ წინადადებაში ჩააქსოვა ყველა ემოცია, დარდი, ზიზღი, ბოროტება, სიყვარული ,სითბო.. სესილი იმდენად იყო დაბნეული , ღრმად გადაყლაპა ნერწყვი მაგრამ გონზე მაინც ვერ მოვიდა, რობოტივით გაშეშებულიყო ერთ ადგილას და თითქოს განაჩენს ელოდა, განაჩენი კი წამიერად უფრო იწელებოდა.. -მიპასუხე სესილი. ამჯერად ისვ იგრძნო მწველი ხელი მაჯაზე, იმდენად მაგრად მოუჭირა რომ სესილის ასე ეგონა ძვლები ჩაემსხვრეოდა, შეიშმუშნა, სახე დამანჭა, ეცადა ხელის განთავისუფლებას მაგრამ ვერ მოახერხა და ბოლოს ისევ გადააწყდა მამაკაცის აწითლებულ თვალებს -ხომ გენდე? რომ მითხარი მარტო წავიდეთო.. შენ გგონია არ ვიცოდი თენგიზის გოგოებიდან რომ არ იყავი? ვერმივხვდებოდი რომ ბო*ი არ იყავი? რა გინდა საერთოდ? ან ეს რა თამაშია ამიხსენი. გოგონას ხელს ძლიერად აქნევდა და თან გაცოფებულივით ყვიროდა, ცოტახანში მამაკაცის სახე ორიოდე ცრემლმა დანამა. -მაპატიე... თავი დახარა პატარა ბავშვივით და ისიც ატირდა.. ესღა უთხრა. მეტს მაინც ვერ იტყოდა, ენა ებმოდა. თავს ისედაც ყოველ წამს ადანაშაულებდა, ახლა კი , ახლა კი მიხვდა რომ თავის სისულელეში სხვა ადამიანიც შეიწირა.. -მითხარი რომ გახსოვს, ყველაფერი რაც გუშინ მოხდა.. თქვი რომ სენც ისევე გესიამოვნა როგორც მე და შენც ისევე ბედნიერი იყავი როგორც მე.. თქვი სესილი. ბოლო ხმაზე ღრიალებდა დემეტრე . ერთიანად ტრიალებდ ყველაფერი ორივეს ირგვლივ, სესილი შიშისგან მოკუნტულიყო, დემეტრე ბრაზისგან გაშლილიყო, მძვინვარე მგელს დამსგავსებოდა, მსხვერპლს თავზე ედგა და მისი გადასანსვლა უნდოდა, უნდოდოა ისევე გაენადგურებინა როგორც მას მაგრამ ვერ ახერხებდა, მის წინ პატარა, უმწეო მსხვერპლი იდგა.. ესეც მეოთხე <3 ვფიქრობ კარგი დიდი თავი გამომივიდა, შთაბეჭდილებები თქვენზეა, როგორ მოგეწონათ? ბავშვებო ვერ ვხედავ კრიტიკას, მაინტერესებს რა შეიძლება გამოვასწორო/? იმდენად მეჩქარებოდა დამატება მაპატიეთ ვერ გადავხედე და მომიტივეთ შეცდომების გამო |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.