ფერადი დღიურები (III თავი)
ეს დღე მისთვის ბევრს ნიშნავდა, ძალიან ბევრს, ამ დღის შემდეგ თითქოს „შეიძინა“ საკუთარი ბედნიერება, და თავს კარგად გრძნობს, მასში მართლაც მოხდა გარდატეხა, მაგრამ თითქოს ძალიან სწრაფად და უდროოდ. მოდით მოგიყვებით თუ რა მოხდა ამ „იღბლიან“ დღეს... გოგონამ წამოიწყო საუბარი, ლაპარაკობდა ხელოვნებაზე, ისტორიაზე, ლიტერატურაზე, მწერლებზე, თითქოს მან ყველაფერი იცოდა, იქნებ ასეც იყო, თუმცა რაღაც მაინც აკლდა... მის თვალებში უმწეობა, სიხარული, ბედნიერება, სიყვარული, სისუფთავე მოჩანდა, ასეთი თვალები მხოლოდ ერთ ადამიანში ენახა, განუმეორებელ ადამიანში, დედამისში-ელიზაში, ელიზა ყოველთვის მხიარული და ბედნიერი ლაპარაკობდა ოჯახზე და ისევ გადასწვდა მისი გონება წარსულს, გაახსენდა ყველაზე ტკბილი მოგონებები და უცებ წყვდიადმა მოიცვა მისი გონება, ყველგან შავებში გამოწყობილ ადამიანებს ხედავდა, მის წინ ორი დიდი ხის „ყუთი“ იდგა, რომელსაც ადამიანები დასტიროდნენ... -ჰეი მისმენ? -რა? კი გისმენ, უბრალოდ ჩავფიქრდი-უპასუხა მოწყენილმა ბიჭმა -შენ სულ ფიქრობ, ეგ ჩვევა უნდა მოგიშალო!-მხიარულად ჩასძახა გოგონამ და ადგა -სად მიდიხარ?-არ შეიმჩნია ბიჭმა მისი წინადადება -წამოდი მომშივდა, რამე შევჭამოთ და მერე თუ გინდა ისევ მოუბრუნდი შენს უცნაურ ფიქრებს-არტისტულად გაშალა გოგონამ ხელები და ბოლო სიტყვები ხმადაბლა წარმოთქვა -ხო კარგი, წავიდეთ-გოგონამ ბიჭი თავისთან შეიპატიჟა, ისადილეს, ილაპარაკეს, გოგონა ისეთ სასაცილო ამბებს ყვებოდა, ბიჭი თავს ძლივს იკავებდა, რომ იატაკს არ ჩახუტებოდა, დრო ძალიან კარგად გაატარეს, გოგონას ბარბარა ერქვა. ბარბარა ძალიან მოეწონა ბიჭს, თუმცა ვის არ მოეწონებოდა გოგო რომელსაც ადამიანის „შავ-ბნელი“ ფიქრებიდან გამოყვანა შეეძლო, დიახ! მან ეს შეძლო და ბიჭის დიდი სიმპატიაც გამოიწვია... გოგონას დაურეკეს ტელეფონზე, როგორც ყოველთვის მხიარული ხმით ელაპარაკებოდა მეორე მხარეს მყოფ ადამიანს, რამოდენიმე წუთში „ფრენა-ფრენთ“ შემოვიდა ბიჭთან -წავედიტ! -სად მივდივართ?-გაიოცა ბიჭმა -უნდა გავერთოთ!- სერიოზულად უპასუხა გოგონამ -გავერთოთ?-კიდევ უფრო გაოცდა ბიჭი -ხო, ცოტახნიტ კიდევ უნდა გავახანგრძლივო შენი მხიარულება, თან ჩემი მეგობრებიც იქ იქნებიან -მეგობრები? არა, არა უკვე ჩემი წასვლის დროა ისედაც, თან არ მცალია-მორიდებით უპასუხა ბიჭმა დიდი ხანია ხალხმრავლობაში არ ყოფილა, არ იყო მიჩვეული სამეგობრო ყრილობებს, მეგობრები არც ჰყოლია არასდროს მხოლოდ საკუთარი თავი გააძჩნდა -კარგი რა, ვიცი რომ თავისუფალი დრო გაქვს, თან დღეს შაბათია..-მოკლედ იმდენი „ევაჭრა“, რომ ბოლოს დაითანხმა დემეტრე... კისკისით გაიარეს მთელი გზა, ბოლოს კი მიაღწიეს კლუბს, საიდანაც ხმამაღალი მუსიკის ხმა ისმოდა, შევიდნენ ისევ ალკოჰოლის და სიგარეტის სუნით იყო გაჟღენთილი ეს ადგილი, გოგონა უცებ გაიქცა რომელიღაცა მაგიდისკენ და ყველა გადაკოცნა, ბიჭიც გოგონას მიჰყვა და გვერდით ამოუდგა.. -უი ხო, ბავშვებო გაიცანით ეს არის დემნა ჩემი ახალი მარტოსული მეგობარი, რომელიც დღეს ძალიან მაგრად უნდა დავათროთ და ბევრი ვაცეკვოთ-ბავშვებმა ერთხმად შეჰყვირეს სასიამოვნოა და სასმელი შეუკვეთეს -ესეიგი მოდი სახელებსაც გეტყვი, ეს არის ლილე და მარიამი, ესენი კიდე ვაკო და გიგა -მე ალექსანდრე მქვია, მაგრამ ქალბატონი ვაკოს მეძახის, ეს კიდე გიგია და არა გიგა-შეუბღვირა ბარბარას -ხო რა იყო, ბავშვობიდან მაგ სახელებს გეძახით და ახლა დაიწყეს ბუტიაობა?-ბარბარას ნათქვამს ყურადღება არ მიაქციეს და დემეტრეს (დემნას) გაცნობა დაიწყეს -ესე იგი დემნა რამდენის ხარ? -ჰკითხა ლილემ-მწვანეთვალება და შავგრემანმა გოგომ -მე დემეტრე ვარ-და ბარბარას გადახედა რომელიც ეშმაკურად იცინოდა-18 წლის -მოუსწრია გოგოს ზედმეტსახელის შექმნა-და ყველამ სიცილი მორთო მარტო დემეტრე უყურებდა ეშმაკური ღიმილით ბარბარას. გოგონამაც არ დააყოვნა და შეიშმუშნა. საღამომ კარგადჩაიარა, ბევრი დალიეს და იცეკვეს, მარტო „დემნას“ გატეხვა ვერ მოახერხეს, ჯიუტად იდგა თავის აზრზე და ყურადღებას არ აქცევდა ბარბარას დაბღვერილ,ნასვამ სახეს. მოახლოვდა გამომშვიდობების დროც, როგორ არ უნდოდა დემეტრეს ახლა მარტო ყოფნა, ისევ თავის ფიქრებთან უნდა დაეტოვებინა სამყაროს, ეს არ მოსწონს, იგრძნო მხიარულება და ახლა ისევ უნდა მოიწყინოს. დემეტე ისევ დაუყვა ბნელ და წვიმიან ქუჩებს, მხოლოდ ერთი განსხვავებით, ახლა მის გვერდით მისეირნობდა ბარბარაც, რომელსაც ხელი ჰქონდა ჩაკიდებული ბიჭისთვის და მთვრალი თავისთვის რაღაცას ღიღინებდა, უცებ გაჩუმდა და ბიჭს შეხედა -სულ ასეთი მოწყენილი რატომ ხარ?-ჰკითხა გოგონამ -ვერ გამიგებ მაინც, აზრი არ აქვს მოყოლას-თავჩაღუნულმა უპასუხა და თვალებით მოეალერსა -გასაგებია, შენ გგონია რომ მოსმენა არ შემიძლია?!-მთვრალი თვალებით და წყრომით შეხედა ბიჭს, მერე გულწრფელად გაეღიმა საკუთარ სერიოზულობაზე და მთვრალი თვალებით ახედა ბიჭს -არა, მე უბრალოდ მგონია რომ ძალიან მთვრალი ხარ და დასვენება გჭირდება!-მხიარულად და გულწრფელად უთხრა გოგონას -ჰმ, მართალი ხარ, ახლა კარგი იქნებოდა თბილი ლოგინი და ტკბილი ძილი-ბოლო სიტყვები გამოკვეთა ბარბარამ, ბიჭს ახლაც გაეღიმა გოგონას გულუბრყვილობაზედა მიხვდაის მისი სამყაროდან არ იყო, მას სხვა შეხედულებები და მიზნები გააჩნდა და ისევ ამ ფიქრებში „ჩაიმალა“. -არა, არა, ოღონდა ისევ არ ჩაფიქრდე რა! ნერვები მეშლება შენს არაფრისმთქმელ, მოწყენილ როჟაზე-მუხლები მოკეცა და ისევ უპასუხა გოგონამ -ხოდა ნუ მიყურებ, თუ ასე გაწუხებს ჩემი „როჟა“- ბოლო სიტყვა გამოკვეთა და ახარხარდა, გოგონასაც ჩაეღიმა, თან ცისფერი თვალებბს ანათებდა დემეტრეს, რომელსაც სიცილი ძალიან უხდებოდა, ბიჭმა შენიშნა გოგოს ასეთი მზერა, დასერიოზულდა თუმცა ცოტახნით: -ეგრე ნუ მიყურებ, თორემ შეგიყვარდები-და ისევ მისი გულწრფელი ხარხარი და გოგონას აწითლებული სახე, ბიჭს ისეთი საყვარელი ეჩვენა ამ წამს ბარბარა, რომ მისი ჩახუტებისთვის და ლოყების ჩაკოცვნისთვის, ყველაფერს გაიღებდა.. მიუხალოვდა, შეამცირა მათ შორის მანძილი და თბილად ჩაეხუტა, მისი სურნელი შეისრუტა, რათა ფილტვებში“დაებუდა“ საყვარელ სურნელს, ეხუტებოდა და თბილად, თან მჭიდროდ, თითქოს ვინმე მის წართმევას ლამობდა, ეხუტებოდა როგორც უკანასკნელად იქნებ ეს მისი ბოლო შანსი იყო ჩახუტებისა, გოგონა ახლა მთვრალი იყო და ვერ ხვდებოდა რას აკეთებდა, თითქოს ამ შანსით ისარგებლა „ბნელმა“ ბიჭმა, ბიჭს თვალები ჰქონდა მილულული სიამოვნებისგან, იგრძნო ბედნიერება, მხოლოდ იდგა ერთ ადგილას გახევებული და საყვარელი ადამიანის სურნელით გაბრუებული და ლამობდა ეს მომენტი არასდროს დასრულებულიყო... მოგესალმებით ჩემო საყვარლებო ... ამჯერად უფრო დიდი თავით დაგიბრუნდით, იმედია მოგეწონებათ, ფოტოზე დემეტრეა გამოსახული |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.