ჩემი არ გეშინოდეს! (თავი 4)
შეშინებული შევვარდი სახლში. ხათუნა გადაირია. ჯერ ხელები გამომაწევინა, ხომ არაფერი იტკინეო, შემდეგ კიდევ ერთხელ შემათვალიერა სახეზე. -დედა დამშვიდდი! არაფერი მომხდარა, უბრალოდ მეექვსე სართულზე, ბესო ძიას, რომ ძაღლი ყავს მაგის შემეშინდა.-რაც შეიძლება კბილები დავკრიჭე, რომ როგორმე გამეცინა. -კარგი, რა როგორ შემაშინე! რას გიზავდა ეგ პატარა ძაღლი?! თან, რომ დაიგვიანე, გული გამისკდა. -კარგად ვარ, დე კარგად! -დედას ლოყაზე ვაკოცე და სკამზე დავჯექი.-აუ დედიკო, ქთხოვ ყავა გამიკეთე რა.-სასაცილოდ ვახამხამებ თვალებს. ხათუნა ,,ჯაკოფს" მიმზადებს და ჩემს წინ ჯდება. -ნენე იცი ახალი მეზობელი გადმოსულა, ჩვენთან მეშვიდე სართულზე. ნათელამ მითხრა, მერვეზე, რომ აქვს ბინა. მარტო ცხოვრობს ეს ბიჭი. დედის ერთაა. თურმე საწყალი, დედა ბავშობაში დაღუპვია. მამა კი დედის სიკვდილს გადაყვა. დარჩა ასე მარტო და ირჩენს თავს. ღმერთო შენ უშველე ყველას! -ამბობს დედა და რამისაა ცრემლები გადმოცვივდეს. -მართლაა? არვიცოდი!-ყოველთვის მეხერხებოდა მოტყუება. ხათუნა, რომ იცოდე ამ ,,კარგ" ბიჭმა რა გამიკეთა, ეგრე აღარ ილაპარაკებდი. არადა, მართლა რა ცოდო ყოფილა, ალბათ როგორ უჭირს მარტოდ-მარტო დარჩენილს. არა ნენე! მან შენ რამის მოგკლა! არანაირი შეცოდება! -ხოდა ნენე, -აგრძელებებს დედა, -ხვალ ჩადი, გაიცანი, ნამცხვარი მიართვი. ალბათ საჭმლის ფულსაც ძლივს შოულობს.-უცნობზე აღელვებული ამბობს ხათუნა. -მეე დედა? კარგი რა სახლში ხომ არ შევუარდები, ნამცხვრით ხელში?!-აშკარად ცუდი იდეები მოსდიდ დედას. -კარგი რა ნენე! რამოხდა მერე? კაცს რამით, რომ დაეხმარო ცუდია?!-გაბრაზებით ამბობს დედა. -რაიცი იქნებ მანიაკია? სად მიშვებ?!-არა ჩემს სიტყვებში, ნამდვილად არ ვცდები, რადგან ის მართლაც, რომ არ არის კეთილი ბიჭუნა. მეორე დღეს, თვალებს ვახელ და მიხარია, რომ სამსახურში წასასვლელი არ ვარ. თან ერთი კვირის განმავლობაში 2 საათამდე არ მძინებია. მაგარმ, უცბად მეწამლება ხასიათი, როდესაც მახსენდება, რომ იმ ბანდიტს უნდა ვესტუმრო. მისაღებში გავდივარ, დადა მხვდება. -კარგი რა ნენე, ჩაიცვი დროზე, წადი იმ ბიჭთან. არ წავიდეს სადმე. იგრძნოს მეზობლების ყურადღება. -კარგი, დე რაიყო არსდ გაიქცევა!-ვამბობ შეწუხებული. დედას 10 ლარიანს ვართმევ და ლიფტისკენ მივემართები. იმის მიუხედავათ, რომ პატარა ბავშვივით კიბეებზე სკუპ-სკუპი ძალიან მიყვარს, ახლა იმ თავხედის მეშინია. არადა ვის წარმოედგინა, რომ ნენე მესხს, ვინმესი შეეშინდებოდა?! ლიფტიდან გამოვდივარ და საკონდიტროსკენ მივემართები. უცბად შევჩერდი და და ჩემს თავს კითხვას ვუსმევ:ნენე რატომ მიდიხარ იქ სადაც საფრთხე გელის?! მოდი დედას ვეტყვი, რომ ვიყავი, მაგრამ არ მივალ. არა, ხათუნა ყველაფერს ხვდება. რა ვქნა? რაც არის არის, ღმერთის იმედზე ვარ, ან ვიცოცხლებ კიდევ დიდხანს და ბედნიერად, როგორც ზღაპრებშია ხოლმე, ან არადა მოვკვდები და სამსჯავროზე გადაწყდება ჩემი ბედი. შიგნით შევდივარ და მახსენდება, რომ უგემრიელეს კექსებს აცხობენ, მაგრამ ჩვენ ბოროტ მოქმედს ხო არ გავახარებ არა? რათქმაუნდა არა! ხილის ტორტს ვირჩევ და ქაღალდის კუპიურას ვაწვდი საშვალო სიმაღლის, სასიამოვნოდ გაღიმებულ ქალს. ამჯერად კიბეთი ვსარგებლობ და მისი კარების წინ ვჩერდები. დასაკაკუნებლად ხელს ვამზადებ მაგრამ არა ნენე! არა არ დააკაკუნო! ჩემი მეორე მე ისევ ეწინააღმდეგება ამ უკანასკნელს და ყავისფერ კარზე ვაკაკუნებ. კარს აღებს და სიგარეტით ხელში მომჩერებია. -მოგენატრე? გუშინ გაქცევას ცდილობდი ახლა კი ტორტით ხელში მოხვედი. აშკარად წინსვლა გვაქვს.-ტორტის კრემს თითს უსვამს და ილოკავს.-მე შოკოლადის კექსი გითხარი და არა ყურძნით გაფორმებული ტორტი. მაგრამ არაუშავს ალბათ სკლეროზი გაქვს. შემოდი, შემოდი.-ირონიულად ამბობს და გზას მითმობს. არა, ხო ღირსია არა ეს ტორტი სახეში ვესროლო?! თანაც მადლობელს არაა! შოკოლადიანი კექსი სდომებია ბიჭს. -რასაც მოგიტანენ, გინდ მოგეწონოს გინდ არა ზრდილობიანად უნდა მოუწონო! დედამ არ გასწავლა?!-მალევე კბილზე ენას ვაჭერ, არა ხათუნამ ხომ მითხრა დედა არ ყავსო?! რა უტვინო ხარ ნენე. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ერთ დღეს, ჩემი ენა საბოლოოდ გამანადგურებს. -და შენ არ გასწავლეს, რომ ამდენი ენის ტლიკინი არ შეიძლება?!-ამბობს ის და თვალებში სევდას ვხედავ, რომელიც ჩემი ენითაა გამოწვეული. უხმოდ შევდივარ და დივანზე ვსხდებით. -რისკიანი ყოფილხარ! მე კიდევ მშიშარა ბავშვი მეგონე. არ ველოდი თუ აქ ტორტით ხელში გამომეცხადებოდი.-ღიმილიტ ამბობს ის. -დედამ მიბრძანა! არ გეგონოს, რომ აქ შენს გამო მოვედი.- როგორ მინდა კაცი ვიყო, და ერთი კარგად ვცემო.-და ისე, რომ იცოდე ბავშვი არვარ, ოცდასამი წლის ვარ! -დებილი! ჩემზე თქვა ბავშვიო?! -ტორტს დაჭრი თუ ესევე ვჭამო?-ხელით ტორტზე მანიშნებს. -მასპინძელმა უნდა დაჭრას ტორტი და არა სტუმარმა! - უზრდელი! მართლაც, რომ არ იცის რას ნიშნავს სიტყვა ზრდილობა! -მართლაა? და ის იცი, რომ სტუმარი მორიდებით ზის ხოლმე და გაუჩერებლივ არ ლაპარაკობს?!-გაბრაზებიტ მომიგო მან. -ვიცი, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი წესიერია! - ჩემი თავიტ კმაყოფილი ვპასუხობ მე. -სტუმრის გალანძღვა არ დაგავიწყდეს ლამაზო! -გაღიემბული მპასუხობს ის. ვერ გეტყვით, როგორი რიმილია , მაგრამ მგონია რომ უფრო ირონიული. -მე მივდივარ! -პასუხი, რომ ვერ მოვიფიქრე, ესღა გადავწყვიტე. იდიოტი არც შემოუთავაზებია მინდოდა, თუ არა ტორტი. ან გამოვეცილებინე მაინც. მადლობა ეთქვა , რა არ შეიძლებოდა?! ჩემი ბინის კარებზე ვაკაკუნებ და დედა ინტერესით შემომჩერებია. -აბა, ნენე რა ქენი, გაიცანი?- -დედა, იცოდე ეგ ბიჭი აღარ მიხსენო! ერთი უზრდელი, თავდაჯერებული, უხეში, ხეპრე ადამიანია! - გაბრაზებით ვამბობ და ჩემს ოთახში შევდივარ. ------------------------------------------------------- წინა თავში დამავიწყდა, რომ დამეწერა 3 თავი, რომ არის. ეს კი მეოთხე თავია. ალბათ შეცდომებია ბევრი, მაგრამ გპირდებით თანდათან დავხვეწ და გამოვასწორებ! <3 ველი თქვენს შეფასებას გულმოდგინეთ! მითხარით რა მოგწონთ რა არა, მოგწონთ თუ არა ჩემი წერის სტილი, მოგწონთ თუ არა პერსონაჟები... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.