შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი ღამე (თავი 11)


13-11-2015, 17:53
ავტორი Dikunadiko
ნანახია 4 489

უკანა გზაზე დაღლილ ბავშვს ჩაეძინა.. 11 ხდებოდა სესილის ბინასტან რომ გააჩერა მანქანა ოთომ და დაბნეულ ქალს თვალებში შეხედა. საშინელი სიჩუმე ჩამოწვა, არცერთი არ ჩქარობდა ამ სიჩუმის დარღვევას, დიდხანს იყვნენ ასე, თითქოს თვალებით ცდილობდნენ იმის გარკვევას თუ რას გრძნობდნენ ერთამენითის მიმართ..
-მხდალივით მოვიქეცი. ღრმად ამოიხვნეშა ოთომ და სინანულით აღსავსე თვალები დახარა რომ სესილის არ ენახა
-დიდი დრო გავიდა ოთო.. მოეშვი წარსულში ქექიალს..რაც იყო იყო, ვერაფერი ვერ შეცვლის და წაშლის..
-თავს ვერასდროს ვაპატიებ რომ დაგკარგეთ..თვალები ჩასწითლებოდა, ეტყობოდა რომ სიტყვებს ჰაერზე აღარ ისვრიდა როგორც უწინ..
-არვიცი სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მაგრამ ყველაფერი უკვე წარსულია, არ გინდა ამაზე ლაპარაკი.
გაბზარული ხმით უთხრა და ჩანთის სახელურს დაეჭიდა
-სესილი, დავიწყოთ ახლიდან ყველაფერი, მე შენ და ჩვენმა შვილმა, დავივიწყოთ ყველაფერი და შევქმნათ ოჯახი კიდევ ერთხელ.. ამჯერად რაღაც არარეალურმა ძალამ აჰკიდა ფრთები ოთოს, ორივე ხელით მოიქცია სესილის თითები ხელის გულში და იმედიანი და მომღიმარი სახით შეხედა სესილის, რომელსაც სახეზე მისი იდეის მოწონების ნიშან წყალიც არ ეტყობოდა
-რას იტყვი? სესილი, ერთი შანსი, გთხოვ.. იმდენად აჟიტირებულად და გახარებულად ლაპარაკობდა თითქოს სესილიმ უკვე უთხრა კიო მაგრამ არც აპირებდა..
-ოთო, არ ვიცი.. არაა ეს ისეთი თემა ერთხელ გადაწყდეს და ვსო, ადრეც ასე მოვიქეცით და ხომ ხედავ როგორ დამთავრდა. გთხოვ დროის დინებას გავყვეთ, რაც მოსახდენია მოხდება.
სავარძელზე მიძინებული ბავშვი ხელებში აიტაცა და ოთახამდე გულზე მიკრულმა მიიყვანა, საწოლში შეაწვინა და ჩუმად გამოიხურა კარი.
კიდევ სცადა რამოდენიმე სიტყვით სესილისთან გამოლაპარაკებას მაგრამ ქალის კატეგორიაულმა და მომჭრელმა სიტყვებმა საბოლოოდ გააჩუმა და გეზი კარისკენ აიღო
-მადლობა დღევანდელი დღისთვის, ლიზი კარგად გაერთო.
-ხო, მიუხედავად იმისა რომ მამის ნახვა დიდად არც ესიამოვნა
-აბა რას ელოდი, ამდენი წელი არ უნახიხარ, მიჩვევა სჭირდება და ყველაფერი კარგად იქნება. თითქოს დაამშვიდა ყოფილი ქმარი
-იმედია .. კარგი ამდღეებშიი ისევ ამოვივლი.
სესილი გადაკოცნა და წავიდა.
გაუკვირდა, ეგონა მისი შეხებისას გრძნობების მოზღვავებას იგრძნობდა მაგრამ არა, ვერაფერი იგრძნო და რაღაც ჩასწყდა გულში, ქვეცნობიერად დემეტრეს შეხებისას განცდილ გრძნობებს უტოლებდა , არ უნდოდა მაგრამ ქვეცნობიერად ასე გამოსდიოდა, თუმცა ასე თუ ისე თვითონაც ხვდებოდა რომ დემეტერსთან განცდილს ვერავისთან ვერასდროს განიცდიდა..ფიქრებში გართულმა ვერც შეამჩნია როგორ შემოვიდა სახლში სალომე და მის წინ ატუზული როგორ იდგა ყრებამდე გაღიმებული სახით.
-ეხლა ამიხსენი რა უნდოდა ჩვენს კორპუსში შენს ყოფილ ქმარს, არ მითხრა დამთხვევააო, არ დავიჯერებ. ვითომ ჩაახველა და თითის ქნევით გააფრთხილა სესილი, მერე გვერდით ჩამოუჯდა და თმებზე დაუწყო ფერება
-ბავშვი გვყავდა სასეირნოდ წაყვანილი..
-სეს.. ვგრძნობ რომ რაღაცას მიმალავ ამ ბოლო დროს, დედას ვფიცავარ ასე უცნაურად არ ვყოფილვარ, ორი სიტყვით გამომელაპარაკები და სადღაც გარბიხარ რომ თავი აარიდო ჩემს კითხვებს, სესილი რამე გჭირს, ისეთი რაც მე უნდა ვიცოდე?
ატიკტიკდა სალომე და მოწყენილი მზერით გახედა იმავე სახით მჯდარ დაქალს
-გუშინ დემეტრემ მაკოცა..ისე თქვა ერთი წერტილისთვის თვალიც არ მოუშორებია..
-მომისმინე სესილი, თქვენ სექსი გქონდათ როგორი რთული საღიარებელიც არაა და კოცნა დიდი არაფერი მგონი. წარბებაზიდულმა უთხრა ჩაფიქრებულ დაქალს
- ის..ის სულ სხვა იყო სალ, ეს სულ სხვაა..ძალიან დავიბენი დემეტრესთან მიმართებაში..არვიცი რავქნა. სალომეს ეშმაკურად ჩაეღიმა სესილის ამ სიტყვებზე
-რამ დაგაბნია ბატო, ვერხვდები რაგჭირს? ან არ გინდა ხვდებოდე...
-სალ არვიცი რაა არის ეს.. არაა უბრალოდ ვნება. თითითაც რომ შემეხოს ვიცი მაშინვე დავიწყებ კანკალს, რაღაც აუხსნელი შიში და ერთდროულად ემოცია ამიტანს, ვერ ვუყრი თავს გრძნობებს როდესაც მასთან ვარ, მინდა მუშტები დავუშინო სახეში, მინდა გამოვთათხო,გავლანძღო ისეთი რაღაცეები ვააძახო მეორე დღეს ჩემი არსებობა დაივვიწყოს მარამ.. არ შემიძლია, ვმუნჯდები როდესაც ის სადღაც სიახლოვესაა..
-სესილი. იქნებ შეგიყვარდა? წამიერი სიჩუმის მერე წამოწია თავი სალომემ და ამღვრეულ თვალებში ჩააჩერდა მეგობარს.
-არვიცი, ეგეც არ ვიცი, ვერ ვხვდები რა მემართება, მინდა რომ სულ გვერდით მყავდეს და როდესაც ჩემთან ახლოსაა მინდა რომ რაც შეიძლება შორს იყოს..
-გიყვარს. სასიამოვნოდ ჩაეღიმა სალომეს და სესილის თმებში ახლართა თითები
-რამნიშვნელობა ააქვს მე რას ვგრძნობ, მთავარია ის რას გრძნობს, ვიცი რომ ყოველთვის წამითსარგებლლობს, რომ მე არ გამოვირჩევი იმ გოგონათაგან ვინც მის საწოლსქვეშ გაიარა .. ვიცი რომ ალბათ მსოფლიოში ბოლო დონის ადამიანდა და უთავმოყვარეო ქალად მთვლის რადგან მის თვალთახედავს ჯერაც ვერ გავცდი..
-გეყოფა სესილი ყველა უბედურებაში შენი თავის დადანაშაულება გესმის? გეყოფა შენი თავის მონსტრად გამოყვანა. არ ხარ ასეთი, და სხვა რასაც უნდა იმას ფიქრობდეს, სესილი -მეგობარის აცრემლებული სახე ხელებში მოქცია და მისი თვალების დანახვისას ვერც თვითონ შეიკავა თავი. თვალები დახუჭა და დაქალთან ერთად ატირდა..ცოტახანს ჩახუტებულები იჯდნენ მერე სესილის თიტქოს რაღაცამ წამოარტყა თავში ისე დაჭყიტა თვალები
-სად იყავი აქამდე ქალბატონო? სალომეს საათზე მიუთითა
-მმ.. არ გითხარი? ჩაიცინა სალომემ -შევრიგდით მე და ლევანი, და სამზარეულოში რომ გასულიყავი შერიგებასაც იქ ნახავდი,. სესილის ხელი დასტაცა და სამზარეულოში თაიგულისკენ წაიყვანა
-ვაიმე რამხელაააა.. რამდენია. ვაიმე რალამზია სალ
-100 ცალია, ზუსტად დავითვალე . ახარხარდა სალომე
-ჩემო სიყვარულო არ დაკარგო ლევანი რაღაც უაზრო კამათის გამო, ძალიან უყვარხარ, ამას თუნდაც ის ამტკიცებს რომ შენ უნდა მოგეხად ბოდიში და ის გიხდის..
-მემგონი შენ თვითონაც ხვდები რომ ამაღამ ბევრი გვაქვს სალაპარაკო და ერთი ორი ჭიქა არაფერს გვიზავს.. მაცივრდან ბელგიური არაყის ბოთლი გამოიღო და ჭიქებთან ერთად მაგიდაზე შემოაწყო.
-მეზიზღება არაყი. საწყლად ამოიკნავლა სესილიმ მაგრამ სალომესგან თავს ვეღარაფრით დაიხსნიდა ამიტომ დიდი წვალების შემდეგ როგორც იქნა გადაუშვა გამშრალ ყელში არყით სავსე ჭიქა და ერთიანად დაუთბა ორგანიზმი, კისერში ოდნავ წვა იგრძნო და ენაზე შერჩენილი არყის გემოს გამო ცოტა დამანჭა სახე.
2 საათამდე ლაპარაკობდნენ, ბოლოს კარგად შეზარხოშიანებულები რომ არ ამდგარიყვნენ და ოთახში არ გასულიყვნენ იქვე დაეძინებოდათ, ორივენი სალომეს ლოგინში ჩაძვრნენ, სესილიმ თავი დაქალის თმებში ჩარგო და ღრმად ჩაეძინა..
*
-გუშინდელი ნოყიერი დღის მერე ნოყიერი საუზმე არ გვაწყენდა. ახლადგაღვიზებული სამზარეულოში მოფუსფუსე ძმაკაცის გაკრეჭილს მზერას გადააწყდა.
-გუშინდელი დღე მხოლოდ შენთვის იყო ნოყიერი ვაჟბატონო. წარბაწეულმა დაუყვავა დემეტრემ და ოთახს მიაშურა ჩასაცმელად.
ნაცრისფერი პერანგი, კლასიკური შარვალი და კოსტიუმი ჩაიცვა და სამზარეულოში დაბრუნდა
-დღეს თათბირი გვაქვს, ზაფხულის მივლინებებთან დაკავშირებით . იქნებ შენ შემცვალო? ეცადა ლევანის მოლბობას თუმცა არაფერი გამოუვიდა
-საკმარისად და მეტჯერაც შეგცვალე , ეხლა იჯექი და უსმინე თანამშრომლების წუწუნს, ვის რა უნდა და ვინ რამდენი ხანია არ ყოფილა შვებულებაში. ვნახოთ როგორ მოგეწონება .ღიმილიანისახით უთხრა და ერბო კვერცხი თეფშზე გადმოიღო.
-ვატყობ ჭკუიდან გადავალ დღეს.
-ცოტა ადრე რომ მოგეკიდა ამ საქმისთვის ხელი ჭკუიდან გადასვლა არ მოგიწევდა დღეს.
ისაუზმეს თუ არა გამოემშვიდობა დემეტრე ძამაკცს და გეზი ოფისისკენ აიღო.
ლევანიმ მაგიდა აალაგა თეფშები გაარეცხ მანქანაში სეაწყო, სახლი მიალაგა და სალომეს დაურეკა
-მმ.. გაისმა ქალის ახლადგაღვიძებული ბგერები
-ჩემი ძილისგუდა როგორაა?
-სა ში ნლად. დაუმარცვლა სიტყვა და აწეული თავი უკან ბალიშზე დააბრუნა. ლევანის ჩაეღიმა მაგრამ მაინც არ მოეშვა
-რაიყო პახმელიაზე ხარ? ხმამაღლა გადაიხარხარა მამაკაცმა
-საიდან იცი? უცებ ჭყიტა თვალები სალომემ და ოთახი საგულდაგულოდ მოათვალიერა
-მართლა პახმელიაზე ხარ? როდის დალიე შე ლოთო . სიცლის არ აკლებდა ლევანი
-მმოხვალ ჩემთან?
-ნახევარ საათში მანდ ვარ პატარავ, გკოცნი.
მობილური გათიშა და სწრაფად დაფაცურდა გამოსაცვლელად. პატარა ბავშვივით აჟიტირებულიყო, თითქოს დედა კანფეტს შეჰპირდა და სიხარულისგან ასე ეგონა დაფრინავდა. ლევანიც ასე იყო
-იეეეს! ხელები მომიშტუ და ხმამაღლა დაიყვირა მერე სიცილ სიცილით ოთახს მიაშურა და ცოტახანში იქედან უსიმპათიურესი და უმოდურესი მამაკცი დაბრუნდა.

ლევანისთან ლაპარაკის შემდეგ ნელა წამოიზლაზნა ლოგინიდან და სააბაზანოს მიაშურა, სახლში არავინ იყო
-როგორც ჩანს ლიზი ბაღშია, სესილი სამუშაოზე . როგორ ახერხებს ეს გოგო ნაბახუსევზე ასე ადრე ადგომას. სახე დამანჭა და კარადიდან პირსახოცი გამოიღო .გრილი წყლის ჭავლმა უმალ გონზე მოიყვანა მაგრამ თავის ტკივილი არ შესწყვეტია, მოდუნებული იდგა წყლის ქვეშ და თავით კედელს ეყრდნობოდა. ცოტახანში გაახსენდა რომ ლევანი უნდა მოსულიყო , სწრაფად შემოიკრა პირსახოცი ტანზე და ფეხაკრეფით გამოვიდა სააბაზანოდან. კომოდზე დადებული ფენით თმები შეიმშრალა , ფენის ხმა კარზე ბრახუნმა გაარღვია და მოჭუტული წრაბებით გაფაცურდა კარის გასაღებად.
ლევანის თავი კედელზე ჩამოედო და კარზე კიდევ ერთხელ უნდა დაებრახუნებინა მაგრამ გაღებისთანავე ხელი ჰაერში გაუშეშდა.
მის წინ ნახევრად შიშველი ქალი იდგა, თეთრი პირსახოცი ძლივს უფარავდა სხეულს გარკვეულ ნაწილებს, გრძელი ფეხები ერთმანეთზე გადაეჯვარედებინა და მამაკაცის მზერაზე ყურებამდე იკრიჭებოდა.
-შენ თუ ჩემი გაგიჟება გინდოდა ვაღიარებ გამოგივიდა. ტუჩის კუთხე ჩატეხა ლევანიმ, სწრაფი მოძრაობით მიხურა კარი და სიფრიფანა სხეული კედელზე ააკრო, ცხვირი მის წყლისგან აწითლებულ ლოყას გაუხახუნა და როდესაც სალომესგანაც დადებითი მუხტი იგრძნო ხელით მის წვრილს წელს ჩაებღაუჭა და მთელი ვვნებით დააცხრა ბაგეებზე. მონოტონურად უკოცნიდა ტუჩებს მაგრამ აღარ ჰყოფნიდა, როდესაც მიხვდა რომ თავს ვეღარ მართავდა, ქალს ხელი ცაჰკიდა და სწრაფად გააქანა ოთახისკენ, კარი მიკეტა თუ არა ისევ ეძგერა მის ტუჩებს ორივე ხელი წელზე მოხვია და ხელში აიტაცანახევრად შიშველი შხეული. სალომე თრთოდა მაგრამ სიამოვნებისგან. ტანში დადებითი მუხტის მქონე მოლკულების შეგრძნება დაუფლებოდა, არაფერში აყოვნებდა ლევანს, პირიქით ისიც ვნებამოსული უკოცნიდა მამაკცს ტუჩებს.
ერთი ხელის მოსმით გაანთავისუფლა ქალი პირსახოცისგან და საწოლზე მის ზევით მოექცია, ცალი თვალი გადაავლო სალომეს მოშიშვვლებულ სხეულს და კისრიდან მუცლამდე დაუკოცნა ყველა წერტილი.ამასობაში თვითონაც გაინთავისუფლა თავი ზედმეტი ტანსაცმლისგანა და მოფერება განაგრძო, სალომე ხელებს მის წელზე დაატარებდა და რაღა პახმელია? აღარ გრძნობა არაფერს გარდა სიამოვნებისა, უძირო და უსაზღვრო სიამოვნებისა..
დროდადროო ოთახში გამეფებულ სიჩუმეს ლევანის ღრმა სუნთქვა და სალომეს ძალამიხდილი კვნესა არღვევდა...

*
დილით ადრიანად გამოეღვიძა,ლიზის და სალომეს ჯერ კიდევ ეძინათ, წყალი გადაივლო რომ წაშლილი სახე ოდნავ მაინც გაესწორებინა, ტანზე ჩაიცვა და შვილის ოთახისკენ გაემართა.
ბავშვს გაღვიზებოდა, ლოგინში წამომჯდარიყო და სათმაშოებით თამაშობდა
-დედიკოო გაიღვიძე. დაინახა თუ არა სესილი გაიქცა და კისერზე ჩამოეკიდა.
-ხო დე. მოდი ჩავიცვათ რო არ დაგვაგვიანდეს ბაღში კარგი?
ბავშმა თანხმობის ნიშნად ტავი დაუქნია, სესილი საყვარელი მაშას პიჟამოები გახადა და ბაღისთვს გამოაწყო, გრძელი წითური თმები დაუწნა და თავზე დაუკოსა. ესეც ასე, მზად იყო პატარა პრინცესა, ისაუზმეს და ბაღის გზას დაადგნენ. შვილს თავზე აკოცა და სამსახურისაკენ გაეშურა სადაც თათბირი იმართებოდა და მისი დასწრება სავალდებულო იქნებოდა, გზაში დედასაც დაურეკა მოიკითხა და საღამოს მონახულებას დაჰპირდა.
ოფისში რომ მივიდ სართული დაცარიელებულიყო , თათბირი უკვე დაწყებულიიყო, ფრთხილად ჩამოსწია ოთახის სახელური და კარის ჭრიალზე ყველამ მისკენ გამოიხედა, სესილიმ დაბნეული თვალები გრძელი მაგიდის თავში მჯდომ დემეტრესკენ გააპარა და როდესაც მამაკცმა ანიშნა დაჯექიო უჩუმრად დაიკავა თავისი ადგილი..
დემეტრემ ასე განსაზღვრა, ზაფხულის პირველ ნახევარში თანამშრომლების ნახევარი იმუშავებდა, მეორე ნახევარში დანარჩენები, რომ ყველას თანაბრად ჰქონოდა დასვენების საშუალება. ყველამ აირჩია რომელ ნახევარში იმუშავებდნენ და წერილობითი ფურცლები დემეტრეს ჩააბარეს რასაც ბოლოს ელენე შეაჯამებდა, კაბინეტი დაცარიელდა , ყველა ერთმანეთის მიყოლებით დებდა ფურცლებს და გადიოდა, ბოლო სესილი იყო, რადგან ბოლოს ის მოვიდა. ნერწყვი ღრმად გადაყლაპა და თაბახის ფურცელი ფურცლების დასტაზე მოათავსა ისე რომ პირდაპირ მჯდომი დემეტრესკენ არც გაუხედავს, მამაკცმაც შესაფერისი დროით ისარგებლა რომ მარტონიიყვნენ ფეხზე წამოიჭრა და მაგიდისკენ გადახრილი ქალის სილუეტი აათვალიერა, ტუჩი მოიკვნიტა და ამჯერად წელში გასწორებულ ქალს რომელიც უკვე შემობრუნებულიყო და უნებურად თვალებში ჩასჩერებოდა ვნებიანი მზერა მოავლო.
-ვიფიქრე პირველნახევარში იმუშავებდი. ფურცელს თვალი შეავლო დემეტრემ და იევ ქალს გაუსწორა მზერა
-არა, მეორე ნახევარში მირჩევნია. შედარებით რბილი ხმით უთხრა სესილიმ რაზეც დემეტრეს გაკვირვება დაიმსახურა
-დღეს რაღა არ მგესლავ , რამე შეიცვალა? ტუჩის კუთხე ჩატეხა და ოდნავ ირონიით ჰკითხა
-დღეს შენი თავი არ მაქვს დემეტრე. ხელები გადაიჯვარედინა და არხეინი მზერა მიაპყრო მამაკაცს,
-ნუ მიწვევ ახალაია. თითი დაუქნია დემეტრემ და წამის მეასედებში გაუჩინარდა ოთახიდან. სესილის ჩაეღიმა, მერე გამოერკვია, ფურცლების დასტა აიღო და ელენესკენ გაემრათა..
დღემ ჩვეულებრივ დამღლელად ჩაიარა, უკვე წასასვლელა ემზადებოდა კაბინეტის კარი დემეტრემ რომ შემოაღო
-მიდიხარ? თუ კი წამო მე გაგიყვან მეც მაქეთ მოვდუვარ. უნებურად წამოსცდა.
-საით მაქეთ? გადაიხარხა სესილიმ -არა გმადლობთ უფრორო, მეთვითონ გავალ
-უკვე 6 ხდება ვერ მოასწრებ ბავშვის გამოყვანას. წარბაწევით უთხრა და გაკვირვებულ ქალს წინ გაუძღვა, მანქანაში უხმოდ ჩაჯდნენ, სესილის არაფერი უკითხავს, მიუხედავად იმისა რომ მართლაც გაკვირვებული იყო დემეტრეს ნათქვამით, "საიდან იცის რომ ბავშვი ბაღიდან გამომყავს, ან იქით? საით იქით? საიდან იცის სადაა ბაღი. თუ ეს ყველაფერი იცის ესე გამოდის რომ ინეტერსდება ჩემით? ფფF გაჩე სესილი თავს იმედს ნუ აძლევ"
თავი გააქნია ფიქრების გასაფანტად, ამასობაში მანქანაც ბაღის ჭიშკრის წინ გაჩერდა. ორივენი გადმოვიდნენ , დემეტრე მანქანასტან შედგა, სესილი ახლადგამოსული ბავშვების ჯგუფისკენ წავიდა, თვალებით ლიზის ეძებდა მაგრამ ვერ ნახა, მერე დამრიგებელთან მივიდა რომელიც ბავშვებს მშობლებს ატანდა.
-გამარჯობათ ქალბატონო ეკა, ლიზიკო სადაა? გაღიმებული მზერით უთხრა და თვალებით ბავშვის ძებნა განაგრძო
-ლიზი აქ არაა, წაიყვანეს. სესილის ნახვით გაკვირვებულმა უთხრა და წარბები მოჭუტა
-ვინ წაიყვანა ? ღიმილი სახეზე შეაშრა სესილის და გულმა რეჩხი უყო, იმდენად სწრაფად დაიწყო ფეთქვა იფიქრა საგულედან ამოხტება მალეო. ხმამაღლა დაიწყო სუნთქვა, ისე რომ ფილტვებიდან ამოსული ნახშიროჟანგის ხმა დამრიგებელსაც ესმოდა
დემეტრე მოშორებით იდგა მაგრამ სესილის დაძაბულობა და ხელების კანკალი შორიდანვე დაინახა და სწრაფი ნაბიჯით გაემართა მისკენ
-ვინ წაიყვანა ქალბატონო ეკა? ქალი იყო თუ კაცი,რათქვა, ან რატომ გაატანეთ, სადა ჩემი შვილი. უკვე დაპანიკდა სესილი. შორიდან დემეტრესაც მოესმა მისი აღელვებული ხმა და წარბებშეჭმუხნულმა ნაბიჯს უმატა
-სესილი გენაცვალე, მამაკცი მოვიდა ასე თქვა მამა ვაარო ბავშვისო,ლიზიმაც რომ დაადასტურა და იცნო მამამისი რავა არ გავატანდი აბა. შეიცხადა ქალმა და ახლადმოსულ მამაკცს თვალი გაუსწორა
დემტერ ბოლო სიტყვებს შეესწრო და სესილის აკანკალებული ხელი თავისაშიი მოიქცია როდესაც მასწავლებელს გასცილდნენ
-ხომ გაიგონე მამაისმა წაიყვანაო, რაღატო ნერვიულობ. სცადა ქალის დამშვიდება და სახეზე დაყრილი შავი თმები ყურსუკან გადაუწია
-ხომ უნდა გავეფრთხილებინა რა უპასუხისმგებლობაა, სულ რატომ იქცევა ასე, კინაღამ გული გამისკდა. ამჯერად ვეღარ მოთოკა ემოციები, საქმე როდესაც ლიზის ეხებოდა თავს ვეღარ აკონტროლებდა. ვერც გააცნობიერეს ამ რამოდენიმე წუთში როგორ დათბნენ ერთმანეთის მიმართ სესილი და დემეტრე, ახლოს იდგნენ, დემეტრეს მისი ხელი ჰქონდა თავისაში მოქცეული ცალი თითით გადმოარდნილ კურცხალს უშრობდა და უკიდგენაოდ შავ თვალებში ჩასჩერებოდა, ხვდებოდა რომ ისევ სადღაც გალაქტიკაში იკარგებოდა
-აჰა, აი ისიც. უცებ მოიშორა დემეტრეს ხელი სესილიმ და აწკრიალებულ მობილურს დახედა სადაც ყოფილი ქმრის ნომერი იყო გამოსახული
-რატომ არ მითხარი რომ ლიზი გამოგყავდა, ნუთუ ძნელი იყო დაგერეკა და გაგეფრთხილებინე ოთო.
-დედიკო მე ვარ, არ გაუბრაზდე მამას, ვსეირნობთ, მოხვალ შენც ჩვენთან? როდესაც ლიზის ხმა გაიგონა ყველაფერი გადაავიწყდა, სახეზე სიმშვიდის და ბენდიერების ნოტები ათამაშდნენ, დემტრესაც ჩაეღიმა სესილის სახეზე.
-სად ხართ დე, ეხლავე მოვალ. ბავშვმა მისამართი უკარნახა და ტელეფონი გათიშა
-რაიყო, თვითონ გამბედაობა არააქვს რომ დაგელაპარკოს შვილს არეკინებს?
-არაა შენი საქმე დემეტრე. წამის წინ მომღიმარს ღიმილი გაექრო და წარბაწევით უყურებდა მამაკცს.
-ეს პირველი ხრიკია, მერე ბავშვით მანიპულირებას დაიწყებს რომ შეურიგდე, შენც შეურიგდები ხომ ასეა? საჩვენებელი თითით ნიკაპი ააწევინა და შეხედა, ცდილობდა მის მზერაში პასუხი ეპოვნა
-არვიცი, ჯერ არ გადამწყვიტია არაფერი, და საერთოდ შენ რატომ გაწუხებს ეს ყველაფერი დემეტრე. მოწყენა დაეტყო სახეზე სესილის, რადგან დემეტრესაც არანაკლებ მოეწყინა ბოლო სიტყვების მერე.
-არ მინდა რომ შეურიგდე სესილი, იმდენად ნაღვლიანი ხმა მზერა და თვალები ჰქონდა წამიერად მოუნდა ჩახუტებოდა დაეკოცნა მთელი სახე დემეტერესთვის, საყვარლად ამობურცა ტუჩები სესილიმ და სატირლად გაემზადა როდესც ისევ იგრძნო შეხება, ორივე ხელით მოიქცია დემეტრემ სესილის სახე ხელებში და ტუჩები ცხვირზე შეახო
-ეხლა წავიდეთ და კარგად იფიქრე სანამ რაიმე ნაბიჯს გადადგავ, წაგიყვან შენს შვილთან. უთხრა და მანქანისკენ გაემართა, სესილი გახევებული იდგა, არასდროს ენახა ასეთი დარდიანი დემეტრე, არასდროს უგრძვნია მისგან ვნებისგარდა სხვა რაიმე გრძნობა, სულ ეგონა რომ მხოლოდ სექსი უნდოდა დემტრეს მისგან მაგრამ ორიოდე წუთის წინ ახალი დემეტრე აღმოაჩინა, რომელსაც არ უნდოდა სესილის დაკარგვა.. გულში სითბო ჩაეღვარა და მამაკაცის დაძახებაზე :
-არ მოდიხარ? სირბილით გაიქცა და ორივე ხელი კისერზე მოჰხვია..
რაღაც არარეალურმა ძალამ უბიძგა მისკენ, თავი ვერ მოთოკა, დემეტრეს მკლავებში მიყოფებოდა მაგრამ სიცოცხლის შეგრძნება დაკარგული ჰქონდა, ფეხქევშ მიწას ვერ გრძნობდა, მფეთქავი ორგანო თიტქოს გაჩერებულიყო და სესილი მამაკაცის იმედზე დაეტოვებინა.. მერე მოჰხვია თუ არა დემეტრემ ტორები წელზე, ყველაფერმა ერთიანად იწყო გაღვიძება,, გულმა იმხელა ხმაზე მორთო ბაგა-ბუგი ასე ეგონა სესილის გარშემომყოფებსსაც ესმოდათ, დემეტრეს სხეულის სითბოს გრძნობდა და რაღაც არაამქვეყნიურის განცდაში იყო. მანქანის პირდაპირ იდგნენ ერთმანეთზე აკრულნი და არცერთი ჩქარობდა დაციელებას.
-ლიზი მელოდება. სინანულით ჩაილაპარაკა სესილიმ და ოდნავ ჩამოსცილმა დემეტრეს. მამაკცმა მსუბუქად დაუქნია თავი და ორივემ დაიკავეს ადგილები მანქანაში.
არაფერი უთქვამს მამაკცას, სიტყვა არ დასცდენია, რადგნა მის ორგანიზმში დიდი გადატრიალება ხდებოდა..



ვიქრობ მოზრდო ტავია, გპირდებით შემდეგს კიდევ უფრო გავზრდი, დრო რომ მქონდეს უფრო დიდს დავწერდი და დავდებდი, სამწუხაროდ ჩემი ლიზიკო ამ ლიზისავით დიდი არ არის და არ მაცლის წერას :D მიყვარხართ ყველანი <3



№1 სტუმარი Nana

Kaia gaagrdzele<3

 


№2 სტუმარი nat-ka

ძაან კარგია,მალ-მალე დადე რა ოგონდ.კარგად წერ,გელოდებიიით

 


№3  offline აქტიური მკითხველი uchveulo

magariaaa male dade raa ❤️

 


№4  offline წევრი mako-makuna23

ვაააიმეეე სულ სულ გეელიი მაალეეე კიდეევ კიდეევ <3

 


№5  offline წევრი kora

პატარა თავი ნამდვილად არ არი, ასე რომ მადლობა შენს ლიზიკოს რომ საერთოდ გაცლის და გაწერინებს, იმიტომ რომ საოცრად წერ, მიყვარს ეს ისტორია და ყოველდღე მოუთმენლად ვუცდი ახალ თავს <3
--------------------
kira.G

 


№6  offline წევრი Dikunadiko

Nana
Kaia gaagrdzele<3

nat-ka
ოდ გაცლის და გაწერინებს, იმიტომ რომ საოცრად წერ, მიყვარს ეს ისტორია და ყოველდღე მოუთმენლად ვუცდი ახალ თავს <3
 

uchveulo
magariaaa male dade raa ❤️

mako-makuna23
ვაააიმეეე სულ სულ გეელიი მაალეეე კიდეევ კიდეევ <3

შევეცდები რაც შეიძლება მალე დავდო <3 მადლობაა

kora
პატარა თავი ნამდვილად არ არი, ასე რომ მადლობა შენს ლიზიკოს რომ საერთოდ გაცლის და გაწერინებს, იმიტომ რომ საოცრად წერ, მიყვარს ეს ისტორია და ყოველდღე მოუთმენლად ვუცდი ახალ თავს <3


ვაიმე კორაა , თვალებს არ ვუჯერებ, ნუთუ შენც კითხულობ ჩემს ისტორიას?
შენს კომენტარებს ვნახულობდი ხოლმე და არ მეგონა თუ ჩემსასაც წაიკითხავდი <3 იმდენად გამიხარდა ვერ წარმოიდგენ <3

 


№7  offline წევრი NataShka()()()

ძალან კარგი იყო ეს თავი წინა თვებთან შედარებით გემრიელი და ნოყიერი იყო <3 კარგიხარ და ველიი შემდეგ თავს <3 შესანიშნავიხარ love love
--------------------
ნ.ორბელაძე

 


№8  offline წევრი kora

არა თუ ვკითხულობ, მომაჯადოვა ამ ისტორიამ და შემიყვარდი შენ <3 მიხარია ასე, რომ გაგახარა ჩემმა კომენტარმა love ასეთ მაგარ ისტორიას გვერდს როგორ ჩავუვლიდი, შეიძლება აქამდე არ დაგიკომენტარე, მაგრამ არცერთი თავი არ გამომიტოვებია <3
--------------------
kira.G

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent