მელანქოლიკი 10
ჯულია საოცარი შთაბეჭდილებებით ვიყავი სავსე. თითოეული გრძნობა ჩემთვის ამოუცნობი იყო და საკუთარ თავში გარკვევაში ლაზარე მეხმარებოდა. ექიმმა რეცეპტი გამოგვიწერა და სახლში წასვლის უფლება მოგვცა. დერეფანში ღიმილით მივაბიჯებდით და თან ვსაუბრობდით. -მმმ, რა გემრიელი ყოფილხარ, ჯულია... ამას მიმალავდი გოგო?-სიცილით მეუბნება ლაზარე და ისევ ჩემი ბაგეებისკენ იხრება. -ეს როგორ? აქამდე არ იცოდი?-განგებ ვიკვირვებ და კისერზე ვეკიდები საყვარელ მამაკაცს. ისევ ''გამიღიმე'' მიდგება თვალწინ... ისევ რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ უკან... ვყოყმანობ... მისი შეტყობინებები და იდუმალი წინადადებები ლაზარესთან სიახლოვეში ხელს მიშლის. -არაფერს გკითხავ... დარწმუნებული ვარ, ერთ დღეს ყველაფერს თავად მომიყვები...-თვალს მიკრავს ჩარკვიანი და წელზე ხელებს მხვევს. აი, ამიტომ მიყვარდა ლაზარე! მან იცოდა რა მინდოდა და რა არ მინდოდა... წინასწარ გრძნობდა, რის გაკეთებას ვაპირებდი... ბედნიერებას მასწავლიდა... ყოველი ფრაზით, სიტყვით და ამბორით... მოულოდნელად ექთნების ჩოჩქოლი მესმის. კუთხეში ვუხვევ და საკაცეზე დაწვენილ ავადმყოფს ვხედავ. ხელები დაკრუნჩხვოდა და რაღაც გაუგებარ ბგერებს ისროდა. -მამა!-ვკივი მე და მასთან მივრბივარ.-არა, მამიკო! უიმედოდ ვიკეცები ადგილზე და ფეხზე წამოდგომის ძალა მერთმევა. არა! არ შემიძლია! მამა კი მიყავთ. არ მაძლევენ უფლებას ჩავეხუტო, შუბლზე კოცნა დავუტოვო... ჩემ წინ თითქოს ბარიერი იმართება. ნისლში ჩაკარგული წამწამებს სწრაფად ვახამხამებ. ბოლოს და ბოლოს მზერა მეწმინდება და იმ ოთახში შევდივარ, სადაც მახსოვს რომ მამა შეიყვანეს. აქ არ არის... არც აქ! სასუწარკვეთილება მიპყრობს. მეშინია... ძალიან მეშინია. ლაზარეს ყვირილი მესმის. -წამოდი, ჯულია!-ხელს მკიდებს და საპირისპირო მხარეს მივყავარ. ნუთუ ის გაყვითლებული მამაკაცი მამაჩემია... მისი ცისფერი თვალებიც როგორ გაღიავებულა. ყველაფერს ტორნადომ გადაუარა და გაანადგურა... გაანადგურა მამას ლამაზი ნაკვთები... თუნდაც სიბოროტისგან დამახინჯებული, დანაოჭებული კანი. უბედურებისგან დასმული ნაიარევები... ცვლილების გარეშე არაფერი არ დაუოტოვებია. დაბლა ვიხრები და მამის ნატიფ თითებს ვეხები. გული სულ ოდნავ უცემს... ნერწყვს ძვლივსძვლივობით ვყლაპავ და თეთრ ბალიშის პირზე დაცემულ ცრემლებს ვხედავ. ნაჭერი მუქდება და მამასაც ფერი მოსდის სახეზე. აქამდე ვერ მხედავდა... ახლა კი ჩემი მიმართულებით იყურება... -მამა, ეს მე ვარ! შენი...-ვჩუმდები... მხარზე დადებულ ხელს ვგრძნობ. ლაზარე ჩემ გამხნევებას ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის. მე კახას შვილი არ ვარ! მისთვის ერთი უბრალო ნივთი ვარ, რომელიც რკინისაა და არანაირი მოფრთხილება არ სჭირდება. -შვილო! მამის გამტყდარი ხმა... ტირილის კვალი... ტკივილისგან ამოხეთქილი ცრემლების ნაკადი... ასეთი გაგოგნებული, გახარებული და აღტაცებული არასდროს ვყოფილვარ. ეს მან მართლა თქვა! მამიკოს ყოველი სიტყვა ისე ღრმად იბეჭდებოდა ჩემში, რომ წამის კი არა საუკუნის შემდეგაც კი ვერ დავივიწყებდი... -გესმის, ლაზარე? მან შვილი მიწოდა! მე მისი შვილი ვარ... მისი პატარა გოგონა... მამიკო... გთხოვ, გთხოვ გამიმეორე!-ხან ლაზარეს ვუყურებ, ხანაც მამას. ჩარკიანი მიღიმის, მამა კი ურეაქციოდ წევს. -ჩემი კუდრაჭა ჯულია! -ხო, ასეა! მუდამ შენი ჯულია... თავს ვერ ვიკავებ და მთელ სახეს ვუკოცნი მშობელს.მხოლოდ ახლა ვამჩვენ, რომ ჩემ კივილზე ყველა პალატაში შემოცვენილა და ექთანი გამოუვალ სიტუაციაშია. -მარტო დაგვტოვე!-მკაცრად ამბობს მამა და ლაზარეს თვალს არ აშორებს. მამაკაცი ჭოჭმანობს, მაგრამ მაინც მასზე უფროსი ადამიანის ბრძანებას ემორჩილება. -ბევრჯერ მიფიქრია როგორი იქნებოდა ჩემი ბოლო დღე, შვილო... ხო, შვილო! მინდა სულ ასე მოგმართო, იმიტომ რომ ბევრი არა დამრჩენია და შეცდომა იქნებ გამოვასწორო. -რა შეცდომა მამი?-ვაწყვეტინებ მე და ლოყაზე ვეფერები.-შენ არაფერი დაგიშავებია... -ნუ მამართლებ, ჯულია.... თორემ ამის გადატანა უფრო რთულია. როგორ დაგტანჯე... ცხოვრება გაგიმწარე, ჩემი და საზღვარგარეთ გავაქციე და რის გამო? რის გამო იცი? იმიტომ რომ სუსტი ვიყავი... ვერ გავუძელი იმ კოშმარს, რასაც სიკვდილი ჰქვია! მან საყვარელი ადამიანი წამართვა! მე კი სანაცვლოდ შენ წაგართვი ბავშვობა! ამით შური ვიძიე... ვისზე? საკუთარ თავზე! მეგონა შენ რომ გტკენდი, რომ გატირებდი, ეს ბედნიერებას მომანიჭებდა, მაგრამ არა... დამერწმუნე შენი ოთახიდან გამოსული ქვითინის ხმა, მეც მიწაში მმარხავდა... მაინც ვერ გამოვსწორდი... ერთხელ რომ გადავუხვიე სწორ გზას, დავიკარგე...-ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლაპარაკობდა ის.-არ შემეძლო პატიება მეთხოვნა, მაგრამ ესეც დანაშაული იყო ჩემ მხრივ. როგორ? განა ბოდიშის მოხდა სირცხვილია? მაგრამ არა! მე ზედმეტად ამაყი ვიყავი შვილო... ისეთი ამაყი რომ ეს წამება ვარჩიე ყველაფრის აღიარებას... ხომ მაინც მოვიდა ეს დღე? ეს წამები? როცა დრო გარდამავალია... ასე ვერ წავიდოდი იმ ქვეყნად. ვიცი, რასაც ვიმსახურებ, მაგრამ თუ შენგან შენდობას მივიღებ, ეს მე ჯოჯოხეთსაც გამინათებს! საშინლად იმოქმედა მისმა მონოლოგმა ჩემზე. ადამიანი სახრჩობელაზედ რომ მიდის და ახლობლებს სტოვებს, მაშინ არაფერს აღარ მალავს. ვზივარ და გონებაში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს ''მე ვერ გაპატიებ!'' ჩემი წარსული თვალწინ მიდგას და ტკივილი მიასმაგდება. როგორ მეთქვა, რომ აღარ მახსოვდა მისი შეურაწმყოფის გემო... როგორ მეცრუა ღმერთის წინაშე, ანდაც რა აზრი ჰქონდა ნაძალადევ პატიებას, როცა გული სულ სხვა რაღაცას მეუბნებოდა. -რაც არ უნდა იყოს, მამა.... რაც არ უნდა იყოს, მე მაინც შენთან ვიქნები. ჩემი ცხოვრება უშენოდ ვერ წარმომიდგენია. ვერ გეტყვი რომ დამავიწყდა ის მწარე დღეები, თუმცა ძალიან მიყვარხარ... სიყვარულს მსგავსი ფაქტორები ვერ ზომავს, მამი... შენ კარგად იქნები... ეს უკანასკნელი დღე არ არის! კიდევ დიდ ხანს მოვეალერსებით ერთმანეთს და მაშინ მართლა შევავსებთ ამ ნაპრალს, ამოვავსებთ სრულყოფილი ბედნიერებით...-ვჩურჩულებ თავდახრილი და ვუღიმი... ვის? არ ვიცი... ბედნიერებას ვუღიმი, რომელიც მამის დაბრუნებამ მომანიჭა. რწმენა ისეთი ძლიერია, რომ დაზუსტებით ვიცი, მამა იცოცხლებს! მას არ აქვს უფლრება დამტოვოს! -ყოველთვის ასეთი იყავი... სულ სიმართლეს ამბობდი, გინდ კრიტიკა ყოფილიყო, თუნდაც შიშით გეკანკალა, ტყუილს არ იტყოდი... დედაც ასეთი იყო... მას ისე ჰგავხარ, რომ მე...-ვეღარ გააგრძელა. ქვითინი აუტყდა.... მისი შეჩერება საჭირო არ არის... გული უნდა მოიოხოს... ფეხზე ვდგები და გასასვლელისკენ მივდივარ. თორნიკე კართან მეჩეხება. შეშლილი და ამავდროულად გაბრწყინებული თვალებით მიყურებს. ცხვირს ვჭმუხნავ და ვეკითხები: -ლაზარე, რამე მოხდა? მკერდში მიკრავს და მისი სიტყვები მოძრაობის უნარს მართმევს. -''მელანქოლიკო'' ძალიან, ძალიან მიყვარხარ! სიგიჟემდე და იმის იქითაც! ........................................................ შემეშალა ჩემო კარგებო! ეს თავი დასასრული არ არის, შემდეგი კი ნამდვილად იქნება! გპირდებით, იმედებს არ გაგიცრუებთ! გთხოვთ შეაფასეთ ჩემთვის ძვირფასი ''რომანი'', რომელიც დიდის მონდომებით დავწერე... მუზასაც კი არასდროს უღალატია ამ კონკრეტულ შემთხვევაში. მადლობელი ვარ ჩემი ერთგული მკითხველების ''მარიამს'' და ''teddy''-ს. დანარჩენებსაც შორიდან გესიყვარულებით. სიტყვა ძალიან გამიგრძელდა... უბრალოდ... სიყვარულით სოფიკო პ.ს. დასასრულს ხვალ დავდებ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.