შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მელანქოლიკი 7


10-11-2015, 19:20
ავტორი sopiko
ნანახია 2 367

ჯულია
შუაღამისას მეღვიძება. თავი ლაზარეს მკერდზე მიდევს და რაც შეიძლება ტანზე ვეკვრი. სირცხვილისგან აღარ ვიცი რა ვქნა. მოპირდაპირე მხარეს ვჩოჩდები და ფეხთან ბრტყელ საგანს ვგრძნობ. ტელეფონი აღმოჩნდა. სამი შეტყობინება იყო შემოსული. ''გამიღიმე'' დანაშაულის გრძნობას შეუწუხებია და ჩემი შემორიგება უცდია. ძალიან მომინდა მისთვის ჩემი წუხილი გამეზიარებინა. ჩატში შევდივარ და მის წერილებს ერთი ამოსუნთქვით ვკითხულობ.
''გამიღიმე''-არ ვიცოდი ასეთი გულჩვილი თუ იყავი...
ორი წუთის შემდეგ კიდევ მწერს.
''გამიღიმე''-ახლა უკვე მეც ვბრაზდები...
''გამიღიმე''-ვნანობ, მართლა!
მეღიმება. კლავიატურას ვრთავ და შეტყობინების წერას ვიწყებ.
''მელანქოლიკი''-ხო, გულჩვილი ვარ და იმიტომ, რომ სხვების მოსაჩვენებლად ძლიერი ქალის ვერ ვიქნები. არც ეს უაზრო ტიტული არ მჭირდება. ძალიან გთხოვ ნუ გამიბრაზდები... მე კი უკვე მოგიტევე...
სამწუხაროდ საიტზე შემოსული არ არის და პასუხის გაცემა არ შეუძლია. არადა როგორ მინდოდა მასთან საუბარი. მართალია ლაზარეს სიახლოვემ და გვერდში დგომამ შედეგი გამოიღო, მაგრამ ''გამიღიმე'' სულ სხვა თემაა...
ხელზე შეხებას ვგრძნობ და ციებიანივით ვიწევ უკან.
-მე ვარ!-მამშვიდებს ლაზარე თავის ჭკუით, სინამდვილეში კი მისმა სიახლოვებ შემაკრთო ასე.
-უჰ, გული გამისკდა!-ვამბობ შეშინებული და მადლიერ მზერას ვსტყორცნი მამაკაცს.
-მგონი უკეთ ხარ... ჯობს გავიდე.-მიღიმის ის და ფეხზე დგება. მე აღარაფერს ვეუბნები. მინდა რომ დარჩეს, მაგრამ თავმოყვარეობა მიკრძალავს სისულელის ჩადენას. კომუნიკაბელური არასდროს ვყოფილვარ და ვერ გამიგია, როგორ გაიბა ჩემსა და ლაზარეს შორის ორ დღეში მჭიდრო ძაფები. უკვე ჩემ უახლოეს მეგობრად მიმაჩნია. ვირტუალური ურთიერთობა რომ იყოს, კიდევ ხო... აი, ''გამიღიმეს'' შემთხვევაში დაუმალავად შემიძლია ჩემი ფიქრების გამხელა, მაგრამ ლაზარე... ის ჩემ გვერდით იწვა და მე არ ვცდილობდი მისგან შორს ყოფნას. იმას ვაკეთები რაც მინდოდა და ახლა ამ ყველაფრის გახსენება თურაშაულის ვაშლს მამსგავსებდა.
ცისკრის ვარსკვლავს ვხედავ და ცხოვრებაში პირველად სურვილს ვიფიქრებ.
''ბედნიერება მაპოვნინე, გთხოვ...''-ცრემლები ბალიშს ეცემა და მასზე დადებული ლოყაც მისველდება. მობილურის ხმა მესმის და მაშინვე მისკენ მიმაქვს ხელი. ''გამიღიმე'' ჩატში შემოსულა. ნეტავ, ეს რას უნდა ნიშნავდეს? ოცნებებში გადავეშვი თუ არა ''გამიღიმემაც'' მოიცალა ჩემთვის. მინდა საკუთარი თავი დავარწმუნო, რომ მსგავსი დამღთხვევები მხოლოდ ზღაპრებში ხდება, მაგრამ არ გამომდის.
''გამიღიმე''-რა უცნაური ვინმე ხარ... არ ველოდი ასე მალე თუ მომწერდი...
ამჯერად პასუხის გაცემა არ მიჭირს. ეკრანს უფრო მეტად ვანათებ და ქართული შრიფტით ვწერ.
''მელანქოლიკი''-არც მე! მაგრამ მივხვდი, რომ დრო არ უნდა შევალიოთ ჩვენ სიამაყეს. ეს აქამდე არ ვიცოდი, თუმცა დღეს ყველაფერი შეიცვალა.
''გამიღიმე''-მიხარია...
ამავე დროს მეც მიხარია, არაფერს რომ არ მეკითხება. ზოგიერთი მაშინვე მკითხავდა, თუ რა შეიცვალა. ის კი ტკივილს არ მახსენებს და მით უფრო ვიხიბლები მისი თვისებებით.
''მელანქოლიკი''-ცუდს კარგი მოსდევს ''გამიღიმე''. მეც ვფიქრობ რომ ეს კარგი უკვე მოხდა... (ვიღიმი)
''გამიღიმე''-რა ფერის თვალები გაქვს?
არ ვიცი რა ფერი თვალები მაქვს. თითქოს ნაცრისფერი, ცისფერი თუ შაბიამნისფერი. ამას არც არასდროს დავკვირვებივარ, თუმცა ვინც მიცნობს, ისიც გაუგებრობაშია.
''მელანქოლიკი''-არ ვიცი...
''გამიღიმე''-როცა გნახავ, გეტყვი რა ფერის თვალებიც გაქვს...
მისი სიტყვები მაბნევს. როგორ თუ როცა მნახავს... ჩვენ ხომ ჯერ ორი დღეა ერთმანეთს ვესაუბრებით. მის შესახებ ცოტაოდენი ცნობები გამეგება მხოლოდ, ის კი შეხვედრაზე მელაპარაკება. ეს ნამდვილად არ მაქვს გეგმაში. ჩემი დუმილი ''გამიღიმეს'' არ მოსწონს და რაღაცის ბეჭდვას იწყებს.
''გამიღიმე''-მე ვიცი რა ფერის თმაც გაქვს ''მელანქოლიკი''!
შავ თმას ვიწევ და არაფრის მიწერას არ ვაპირებ. მინდა თვითონ მითხრას, რა ფერის თმაც მაქვს.
''გამიღიმე''-შავი, კუპრივით შავი... სწორი და სქელი... თითის ჩატარება რომ გაგიჭირდება...
არც კი მეკითხება, ასეა თუ არა. დარწმუნებულია თავის ჰიპოთეზაში. მიკვირს საიდან მიხვდა ამ ყოველივეს... ის ხომ არასდროს შემხებია თმაზე... მართლაც საოცრად სქელი თმა მაქვს. დავარცხნის პროცესი საშინლად მძულს, ჩემ სავარცხელს კი თითქმის ყველა კბილი დატეხილი აქვს.
''მელანქოლიკი''-არ ვიცი რა გითხრა... იმის კითხვისაც კი მეშინია, თუ საიდან მიხვდი...
''გამიღიმე''-ასე წარმომიდგენიხარ... ახლა ალბათ იღიმი ხომ?
მართლაც ვიღიმი. იქაურობას მჭრელი თვალით ვათვალიერებ. მარტო ვარ. ის კი თითქოს ჩემ გვერდითაა და ხედავს რას ვაკეთებ და როგორ.
''მელანქოლიკი''-ვიღიმი...
''გამიღიმე''-შენი გაღიმება შევძელი! ტკბილი ძილი!
ჩემთვის არავის უსურვებია ტკბილი ძილი. ვიბადრები და ვემშვიდობები.
''მელანქოლიკი''-ღამე მშვიდობისა ''გამიღიმე''!
სიზმარში ლაზარეს ვხედავ. თვალებს ვაჭყეტ და თვალწინ ის მომენტი მიდგება, ჩარკვიანი იავნანას რომ მიმღერის და ტკილი ძილიო, მეუბნება.

თორნიკე
დილით ჯულიას საძინებელში ვიღვიძებ და ''მელანქოლიკთან'' მიმოწერა მახსენდება. მეც არ ვიცი საიდან მოვიგონე რომ შავი, სწორი თმა ჰქონდა. შიში მიპყრობს, ჯულიაზე ღელვა. ჩემ ოთახში შევდივარ და დასევდიანებულ გოგონას ვხედავ. არ მინდა ხელი შევუშალო, მაგრამ მას ხომ არაფერი უჭამია. გუშინ მთელი დღე მშიერი იყო.
-ჯულია, კრუასანს შეჭამ?-ვეკითხები პირდაპირ და საწოლის ბოლოში ვჯდები.
-რა კეთილი ხარ, ლაზარე! მამიდა შენში არ შემცდარა.. ისეთი გულწრფელი ხარ...
თვალებს ვერ ვუსწორებ. მე ხომ მას ჩემ სახელს და საქმიანობას ვუმალავ.
-რაც საჭიროა იმას ვაკეთებ!-ვიცი ცუდად გამომდის, მაგრამ სხვა გზა არ მრჩება. თვალთმაქცობა არ შემიძლია.-და კრუასანები?
-კრუასანები!-კისკისებს ჯულია და მისი სიცილი მალამოდ ედება ჩემ გულს.
სამზარეულოში გავდივარ და სწორედ ამ დროს ტელეფონი რეკავს. მაშინვე ვპასუხობ და თან ცალი ხელით მაცივრიდან კარაქს ვიღებ.
-გისმენ, ვატო!
-ბიჭო, ჯულია ჯავახიძე იმ სახლში აღარ ცხოვრობს.-გააფრთრებული ყვირის მენაბდე.
-ვიცი, ჩემთან ცხოვრობს.-ვპასუხობ უგემურად.
-გაგიჟდი? სიმართლეს მეუბნები?-კითხვები დამაყარა მეგობარმა.
-ახლა შენთვის არ მცალია. ჯულიას კი დაველაპარაკები!
-მოიცა თორნიკე! რაღაც უნდა...
მის მოსმენას აღარ ვაპირებ. ტელეფონს ვთიშავ და ყველაზე ლამაზ თეფშს ვეძებ. მინდა ამჯერად ჯულიას ღიმილი მე მეკუთვნოდეს.

...............................................................
თბილებო, ტკბილებო, ყველაზე კარგებო!
ესეც შემდეგი თავი... ოოო, ამის შემდეგი კი მთლად გადაგრევთ! ყველაფერი ისე შეიცვლება, შეიძლება ზოგიერთი პერსონაჟი ''გადაგიყვარდეთ'' კიდეც. ველოდები თქვენ შეფასებებს და იმედია ისევ გახდებით ჩემი სიხარულის მიზეზი.
სიყვარულით სოფიკო



№1  offline მოდერი ლილიანა

ისტორია ძალიან მომწონს ,ძალიან
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№2  offline წევრი Firefly

ზოგიერთში იმედია თორნიკეს არ გულისხმობ :დ
მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს უკვე ვეღარ ვითმენ ისე მაინტერესებს♥
--------------------
M.T

 


№3  offline მოდერი sopiko

ლილიანა
ისტორია ძალიან მომწონს ,ძალიან

როგორ მენატრებოდა შენი კომენტარი... ♥ დიდი მადლობა
♥მარიამი♥
ზოგიერთში იმედია თორნიკეს არ გულისხმობ :დ
მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს უკვე ვეღარ ვითმენ ისე მაინტერესებს♥

ვნახოთ! ვნახოთ! :-D მართლაც საინტერესო თავი გელოდებათ წინ...

 


№4  offline წევრი teddy))

Tornike ara ra adamianebis gadayvareba michirs :D dzalian kargia!

 


№5  offline ახალბედა მწერალი -venus-

არარსწბობსსსსსსსს!!! აუ ვიცოდიი თითქოს, რომ "გამიღიმე" თოკო იყო მაგრამ ძალინ ავჟიტირდი ჩემი ფიქრები, რომ დადასრურდა! ძალიან მომწონს და უკვე ერთი სული მაქვს ყველაფერი გამოაშკარავდეს და ერთად იყვნენ (სულსწრაფი მე) (ტაშისდაკვრის სმაილი) :დდდ <3

 


№6  offline მოდერი sopiko

-venus-
არარსწბობსსსსსსსს!!! აუ ვიცოდიი თითქოს, რომ "გამიღიმე" თოკო იყო მაგრამ ძალინ ავჟიტირდი ჩემი ფიქრები, რომ დადასრურდა! ძალიან მომწონს და უკვე ერთი სული მაქვს ყველაფერი გამოაშკარავდეს და ერთად იყვნენ (სულსწრაფი მე) (ტაშისდაკვრის სმაილი) :დდდ <3

ვაიმე, ახლა შენ კომენტარს ვკითხულობდი და მივხვდი, რომ ჩემს ძველ ისტორიებს უნდა გადავხედო ;დდ მიხარია, რომ მოგწონს და იმედია დასასრულიც მოგეწონება! <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent