შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Chocolate 2თავი

14-11-2015, 14:36
ავტორი ლორელაი
ნანახია 7 128

დილით თავის ტკივილი მაღვიძებს,ირგვლივ ყველაფერი ტრიალებს.შხაპი სარა, მხოლოდ ის მოგიყვანს გონს,ვაგულიანებ საკუთარ თავს.ფეხებს ნელა ვწევ,ცივი იატაკის შეხება ცოტა მაფხიზლებს და ვდგები.თბილი წყლის შეხება დამამშვიდებლად მოქმედებს ჩემზე,ახლა უკვე ვცდილობ წინა ღამის კადრების აღდგენას.ნიკოლი,მამა,ნიკოლის მეგობარი,სოფია და ტვინში თითქოს რაღაც მიფათურობს,შუბლზე ხელს ვიჭერ,ვყუჩდები.მე... ელენე... ბარი... ცეკვა...უცნობი...sexy chocolate-ტანზე მბურძგლავს,თავს აქეთ-იქით ვაქნევ და კაბინას ჩემი თმიდან ასხლეტილი შხეფები ეცემა.შოკოლადის არომატის შხაპის გელს, ხელის გულზე ვისხავ და ტანზე ნელი მოძრაობით ვისმევ.ვგიჟდები შოკოლადზე!მერე ნიშნობა მახსენდება და ვცდილობ მალე მოვრჩე,ჩემთვის უსაყვარლეს რიტუალს.პირსახოც შემოხვეული გამოვდივარ,საათს ვუყურებ,ორია.დრო არც ისე ბევრია,საწოლზე ვჯდები და შოკოლადის ტანის კრემს ხელებზე ვისვამ,იქიდან ტანზე,ფეხებზე.კარი იღება და ნიკოლი შემოდის.
-წესით უნდა დაგეკაკუნებინა-ვეუბნები და თმას ვიმშრალებ.
-გუშინ უნდა მომეცა მაგრამ ვერ მოვახერხე-ჩემს სიტყვებზე რეაქცია არ აქვს და რაღაც ქაღალდის პარკებს მაწვდის,უახალისოდ ვართმევ,შიგნით ვიხედები და სიხარულით თვალებს ვაფართოებ.ჩემი საყვარელი ბელგიური შოკოლადები!
-აუ, რა მაგარია!-ხელებს პატარა ბავშვივით ვურტყავ ერთმანეთს და სასწრაფოდ ვხსნი ერთ-ერთს.
-აქ კიდევ თავის მოვლის საშუალებებია,ისიც შოკოლადის არომატის.-მიღიმის და პარკებისკენ მითითებს.
-გმადლობ-პირგამოტენილი ვეუბნები.
-ისე ჩემი ნახვაც ასე,რომ გაგხარებოდა-წინადადებას არ ამთავრებს,პირისკენ წაღებულ შოკოლადს უკან ვაბრუნებ და ვდგები.
-აქ როდემდე დარჩები?-ვითომ არაფერი ისე ვაღებ კარადის კარს,შიგნით ვიხედები,ვითომ ძალიან მაინტერესებდეს რამე.
-ორი დღე და წავალთ.
-მართლა აპირებ დღეს იქ წამოსვლას?-ვეკითხები და ერთ-ერთ კაბას ვიზომავ სარკის წინ.
-რა პრობლემაა?-გაოცებული მიყურებს.
-არა არაფერი,მეტი რა პრობლემაა გინდა ნამდვილი შვედური ოჯახი გვაქვს,თუ რა თქმა უნდა ოჯახი ჰქვია ამას.-მეცინება.
-მამაშენი ძალიან კარგი ადამიანია,მიხარია მისი ბედნიერება და ვიზიარებ,ამაში ცუდი რა არის?
-არაფერი, კარგია რომ დაშორების შემდეგაც კარგი ურთიერთობა გაქვთ,მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია.მოდიხარ აქ შვილთან და მოგყავს შენი...შენი საყვარელი.თითქოს ეს ნორმალური იყოს,არა კაცი მაინც იყოს,მაშინ კიდევ გავიგებდი-აშკარად ტონს ვუწევ და ჩემს თავზე მომდის ბრაზი,რატომ ანახებ მას შენს ტკივილს სარა? -იმედია ამ საღამოს ყველას არ გამოუცხადებ,რომ ერთად ხართ,ცოტათი მაინც დაინდე შვილი.-ნიკოლი ხმას არ იღებს,გადის და კარს ხურავს.მე საწოლზე ვგდივარ და ბალიშში ვტირივარ.არ ვარ ისეთი ცივი და ძლიერი,როგორც ერთი შეხედვით ჩანს.მტკივა.
******
მანქანიდან გადავდივარ,ვჩერდები და რესტორანს ვუყურებ.
-ნუ ღელავ ყველაფერი კარგად იქნება-ხელს მკიდებს ელენე და მეც ვიღიმისავით.კიბეებზე ავდივართ და მთავარ დარბაზში შევდივართ,ირგვლივ ბევრი ხალხია,მე კი თითქმის არავის არ ვიცნობ.დარბაზს თვალს ვავლებ და ნიკოლს ვხედავ მარიასთან ერთად დგას და ვიღაცეებს მხიარულად ებაასება,ვიძაბები,თუმცა არ ვიმჩნევ,თავაწეული შევდივარ და მამასთან მივდივარ,მის გვერდით მდგარ მაღალ ქალს ვხედავ,უკვე ასაკში შესულს,თუმცა კარგად შენახულს და ნაძალადევად ვუღიმი.მამას ჩემს დანახვაზე ეღიმება, ჩემკენ მოდის და სოფიას მაცნობს,მე როგორც ყოველთვის ახლაც ცივად ვიღიმი და ვკოცნი.მამა საზოგადოების ყურადღებას ითხოვს და იწყებს.
-მადლობა,მინდა მადლობა მოგიხადოთ ყველას დღეს აქ ყოფნისათვის და ჩემი და სოფიას გვერდში დგომისათვის.ჩვენთვის ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია, ბედნიერი,თუმცა ამავდროულად სანერვიულო.ჩვენ ორივეს შვილები გვყავს,თანაც უკვე ისეთი ასაკში,როცა არც თუ ისე კარგად იღებენ ამ ფაქტს,მიუხედავად ამისა ისინი პატივს სცემენ ჩვენს გადაწყვეტილებას და დღეს ჩვენთან არიან.გეგა! -ამბობს და თვალს დარბაზს ავლებს,ნერვები მეშლება მაგრამ არაფერს ვამბობ,ჩვენსკენ ერთი ბიჭი მოდის,ვხვდები ეს უნდა იყოს გეგა, ჯინსის შარვალი და თეთრი პერანგი აცვია,ერთ ხელში ფუჟერი უკავია,მეორე შარვლის ჯიბეში უდევს და ირონიულად იღიმის.ოჰო, საინტერესოა,არ ვიცოდი სოფიას ასეთი სიმპატიური ვაჟი თუ ჰყავდა.რა სისულელეა,თავს უადგილო ფიქრების მოსაშორებლად ვაქნევ და შამპანურს ვწრუპავ.გეგა სოფიას გვერდით დგება და ირონიულად მიღიმის.-ეს კი სარაა, ჩემი შვილი,მას თითქმის არც ერთი თქვენგანი არ იცნობთ.-მამა ხელს მხვევს და კიდევ რაღაცას ამბობს,მაგრამ მე არ ვუსმენ,გეგას ვუყურებ და ნერვები მეშლება.ბოლოს მამა როგორც იქნა ამთავრებს სიტყვას და სოფიას კოცნის,ისევ გულის რევის შეგრძნება მაქვს,ელენეს ხელს ვკიდებ და სასმლის ასაღებად მივდივარ.შამპანურს ვიღებ და უკან ვბრუნდები,მოპირდაპირე მხრიდან ბიჭების სიცილის ხმა მესმის და მათ ვუყურებ,ჩემი სიმპატიური ''ძამიკო'' დგას ბიჭებთან ერთად და იცინის,ჩემს დანახვაზე ფუჟერს მაღლა სწევს,თავს მიკრავს და ისევ იღიმის.ნერვებმოშლილი ვბრუნდები,ჩვენთან ნიკოლი მოდის და ელენეს ვაცნობ,ელენე აღფრთოვანებულია მისი სილამაზით.
-გმადლობ საყვარელო-უღიმის ჩემს მეგობარს-ეს სილამაზე სხვადასხვა ეროვნების სისხლის ნარევით შეიქმნა-თავის ნათქვამზე თვითონვე იცინის და მე ნერვებს მიშლის,თუმცა რას ვერჩი მართლაც ლამაზია,მეც კი ბევრად მჯობს,ებრაულ-ჰოლანდიური სისხლი მამისგან და ბელგიურ-ფრანგული დედისგან,შესანიშნავი ნაზავია.ცოტათი მშურს კიდეც მისი.საღამო უღიმღამოდ გავატარე.ბოლოს მამას და სოფიას დავემშვიდობე და წამოვედი.სახლამდე ტაქსით მივედი,სადარბაზოში შესულს ყველაფერი ჩაბნელებული მხვდება,სენსორთან ვდგები და ხელებს ვიქნევ,ჯანდაბა არ ინთება,არა ლიფტში ვერ შევალ,არ შემიძლია,კლაუსტროფობია მჭირს,არ შემიძლია დახურულ სივრცეში ყოფნა,საძინებელშიც კი აუცილებლად ღია მაქვს კარი ან ფანჯარა,მთავარია დავიგულო,რომ ღიაა,ეს უბრალოდ ფსიქოლოგიური მომენტია,მაგრამ მაინც,ამას უკვე ვხვდები,მე ხომ მომავალი ფსიქოლოგი ვარ.
კიბეებს უხალისოდ მივუყვები და ტელეფონს ვანათებ,უკვე მეორე სართულზე ვარ,როდესაც ვიღაც უკნიდან მიჭერს,პირზე ხელს მაფარებს და განძრევის საშუალებას არ მაძლევს,შიშით გული მისკდება,არ მინდა სიკვდილიი,არა ღმერთო.
-ნუ ფართხალბ!-ყურში მეჩურჩულება და ძლიერად მიჭერს,საოცარია მისი სუნთქვა მესმის და მსიამოვნებს.-ესე იგი ეს შენ ხარ არა?-აგრძელებს,რაღაცნაირი მოგუდული,არაბუნებრივი ხმით.ვერაფერს ვხვდები,უკვე აღარ მეშინია,ინტერესი მკლავს.-პირიდან ხელს მოგაშორებ,მაგრამ გაფრთხილებ ყვირილი არ გაბედო!იცოდე გატკენ.
-ვინ ხარ?-ხმას ძლივს ვიღებ და ვცდილობ შევბრუნდე,ის ხელებს მაგრად მხვევს უკნიდან და ტუჩები ყურებთან მოქვს-არც გაბედო შემოხედვა!
-რა გინდა?-არ მეშინია,უბრალოდ თავს უცნაურად ვგრძნობ,გამოვტყდები და საშინლად მომწონს მისი შეხება.
-შენ.-მეჩურჩულება და კისერთან მის სუნთქვას ვგრძნობ,ჩემს სურნელს ხარბად ისუნთქავს-chocolate-ამბობს და ხელებს მიშვებს,უკან ვბრუნდები და მხოლოდ ჩრდილს ვხედავ,როგორ ჩარბის კიბეებზე.მხოლოდ ახლა ვიაზრებ მომხდარს და სტრესისგან კანკალი მივარდება,კართან ვდგავარ და ვცდილობ გასაღები მოვარგო.როგორც იქნა გავაღე და გიჟივით შევვარდი ოთახში.ეს რა იყო?ვინ იყო?რა უნდოდა?რამე თამაშია?არეული დავდივარ ოთახში და ვცდილობ გამოვიცნო ვინ შეიძლება იყოს,ყველა ჩემს თაყვანისმცემელს ვიხსენებ მაგრამ ამ ფაქტთან ვერავის ვაერთიანებ.საწოლზე ვჯდები და სოციალურ ქსელში შევდივარ.chocolate თავში მარტყავს,ჩემი ფეისბუქის account სახელი,ხო მე ჩემს სიყვარულს შოკლოლადის მიმართ ასე გამოვხატავ,შოკოლადი და მე,მე და შოკოლადი.მეღიმება,ვიღაცას კარგად შეუსწავლია ჩემი ინტერესები,მერე წუხანდელი ღამე და ის უცნობი მაგონდება,რაო?არა ეს უბრალოდ დამთხვევაა,როგორ შეიძლება ეს დამთხვევა იყოს სარა,ვარწმუნებ საკუთარ თავს.ფიქრების მოსაცილებლად შხაპის ქვეშ ვდგები და დილანდელ რიტუალს ვიმეორებ,ჩემი ტანის გელი!მარტყავს ტვინში-ხო,ასეა,რა თქმა უნდა!აქამდე,როგორ ვერ მივხვდი,ჩემი აღმოჩენით კმაყოფილი,ნაზად ვიზელ ფეხებზე შოკოლადის კრემს და ვიღიმი.მას ჩემი შოკოლადის სურნელი აგიჟებს!ამაზე ხმამაღლა მეციმება და ნასიამოვნები ვწვები საწოლზე,ჭერს ვუყურებ და ვიღიმი.
************
დილით ბედნიერს მეღვიძება,სამზარეულოში ფეხშიშველი გავდივარ და ადგილზე ვიყინები,ნიკოლი და მარია.
-არ მითხრა,რომ წუხელ აქ დარჩით-წარბს ვწევ და სიტყვებს კბილებიდან ვისვრი.
-არა, ამ დილით მოვედით,დღეს ბოლო დღეა,ხვალ დილით ადრე მივფრინავ და მინდოდა ეს დღე შენთან გამეტარებინა-რაღაც სევდაშეპარული ხმით ამბობს ნიკოლი.
-ეს დღე?-ხელები მიკანკალებს და ნერვიულობის დასაფარად ყავას ვიღებ,ერთ კოვზს ვყრი ფინჯანში და ადუღებულ წყალს ვასხავ.-გინდა?-ვუბრუნდები ნიკოლს,ის თავს აქნევს.
-სარა ვცდილობ შენთან ურთიერთობის დალაგებას-ისევ იწყებს და ნერვიულად ათამაშებს თითებს.
-მამა სადაა?-ყურადღებას არ ვაქცევ.
-სოფიასთან წავიდა.სარა გთხოვ ნუ ცდილობ ჩემს დაიგნორებას-აქ უკვე ვფეთქდები.
-გაიგნორებ?იგნორი ისეთი უნდა შენ,რომ იცი!
-გთხოვ,ასე ნუ მექცევი.მე დედაშენი ვარ-თვალებში ცრემლი უკრთება,მე კი მთლიანად ვწყდები,ვდუნდები.ყავას გამწარებული ვურევ კოვზს და ფანჯრის რაფას ვეყრდნობი.მარია ინტერესით შემომცქერის,ვერ გაუგია რას ვლაპარაკობთ.ნიკოლი ჩემთან მხოლოდ ქართულად საუბრობს,როცა მარიაც გვისმენს.მე ვეღარ ვიტან მარიას მზერას და ზურგს ვაქცევ,ფანჯრიდან მშვენიერი ამინდი ჩანს,მზეა და თბილა,მე კი მთელი ტანი მიცახცახებს.-კარგი გავატარებ ამ დღეს შენთან ერთად,ოღონდ მარიას გარეშე.
-კარგი-აშკარად სიხარული გაუკრთა ხმაში.მერე ესპანურად რაღაცას ეუბნება მარიას,მე ვერ ვიგებ,თუმცა მარიას ტონით ვხვდები,რომ უკმაყოფილოა.მერე კარის გაჯახუნების ხმა მაკრთობს და უკან ვბრუნდები.ნიკოლს საოცრად სევდიანი ღიმილი აქვს და მე ეს მაბნევს,რაც არ უნდა იყოს ის დედაჩემია.მასთან მივდივარ,მინდა ჩავეხუტო,მაგრამ ისევ მის გარშე გატარებული 9წელი მახსენდება და ვჩერდები,მხოლოდ ოდნავ ვახებ ხელს მხარზე და ჩემს ოთახში გავდივარ.
-ჩავიცმევ და წავიდეთ.
მთელს დღეს ნიკოლთან ერთად ვატარებ,გამოფენიდან დაწყებული,ლიტერატურული კაფეთი დამთავრებული ყველგან შევდივართ,ნიკოლი ძალიან მხიარულია და მეც მამხიარულებს,ვსაუბრობთ ყველაფერზე,ლიტერატურაზე,მხატვრობაზე,კინემატოგრაფიაზე.ნელ-ნელა ბევრ საერთოს ვპოულობ მასთან და ამით ბედნიერი ვარ.მთელი საღამო მაწუხებს კითხვა,რომელსაც ვერ ვუსვამ.უკვე სადარბაზოსთან ვართ,მანქანიდან გადავდივარ,ისიც გადმოდის და მეხვევა.
-ამსტერდამში ხომ ჩამოხვალ?-მეკითხება და ცდილობს სევდა დამალოს.მე მხოლოდ თავს ვუქნევ და ჩაბნელებულ სადარბაზოში შევდივარ,არ შემიძლია კიდევ რამის თქმა,არ მინდა მის თვალწინ ავტირდე.ემოციებისგან მთლიანად ვკანკალებ,კედელს ზურგით ვეყრდნობი და ტირილი მივარდება.გული კი არა უკვე სული მტკივა.ვგრძნობ რომ მარტო არ ვარ,გვერდით ვიღაცის გახშირებული სუნთქვა მეფრქვევა და ტირილს ვწყვეტ.
-რა სუსტი ყოფილხარ chocolate...

№1  offline წევრი ♡EPICLOVE♡

vau kai dzaan da sainteresoa mara imedia gega arari is mainc da-dzma arian ukve da
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

№2  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

♡EPICLOVE♡
vau kai dzaan da sainteresoa mara imedia gega arari is mainc da-dzma arian ukve da

Epiclove მადლობაააა.

№3  offline ახალბედა მწერალი lullaby

ესე იგი, ცოტა წარმოუდგენლად მეჩვენება ის ფაქტი, რომ სარამ მამამისის ამჟამად უკვე ცოლის შვილი პირველად ქორწილში ნახა. კარგად მესმის სარას პერსონაჟის ხასიათები, მაგრამ ცოტა არარეალურად მეჩვენება ის ფაქტი, რომ ვიცოდე მამაჩემს ცოლი მოჰყავს და არ დავინყერესდე მისით და მისი ყოფილი ოჯახით, ნუ შვილებით მაინც. თანაც წინა თავში ნახსენები გაქვს " სოფიას განებივრებული შვილიო ", თუ ის იცოდა, რომ განებივრებული იყო, უბრალოდ შორიდან მაინც უნდა ჰყოლოდა ნანახი ხო? კაი არ მომაქციო ამაზე ყურადღება. :დდ
ისე ეს " სადარბაზოს მცველი " თუ გეგაა, მარა შვედური ოჯახი იქმნება :დდ
კარგი წერის სტილი გაქვს, ძალიან ძალიან...

№4  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

lullaby

პირველ,რიგში დიდი მადლობა.რაც შეეხება სარას,ეს მხოლოდ ნიშნობა იყო,ქორწილი ჯერ არ ჰქონიათ,განებივრებულ ბიჭს რაც შეეხება,სარა ფიქრობს უბრალოდ ასე.რადგან იცის,რომ სოფია საკმაოდ მდიდარია და მხოლოდ ერთი შვილი ჰყავს.

№5  offline ახალბედა მწერალი lullaby

ლორელაი

ხო ნუ ნიშნობა ვიგულისხმე...
აჰაამ გასაგებია ყველაფერი ოუქეი ))^^

№6  offline მოდერი sameone crazy girl

♡EPICLOVE♡
vau kai dzaan da sainteresoa mara imedia gega arari is mainc da-dzma arian ukve da

დიდი მნიშვნელობა არამგონია ამ ისტორიაში ქონდეს მაგ დეტალს. ისეთი ამბებია აქ და -ძმა ნამდვილად არაფერია არც ითვლებიან ფაქტიურად :დ
ავორ ძაან კარგია მალე დადეეე love

№7  offline ახალბედა მწერალი ერკე

ოპააააა.... აი ინტრიგაც!
საღოოლლლ...
როგორ მაინტერესებს ეს იდუმალი და ამოუცნობი პიროვნება ვინ არის და უკვე წარმომიდგება გაგრძელების სცენარი და ძალიან მხიბლავს.
ყველას არ აქვს ოჯახთან დალაგებული ურთიერთობა, სარაც ერთ-ერთი მათგანია და მართლაც ვის არ გააღიზიანებდა ის ფაქტი, რომ დედა ლესბოსელია :დდდ
ძალიან საინტერესოა... და დაპირებული ინტრიგაც ჩააგდე უკვე, რაც თვალს აღარ მომაწყვეტინებს ამ ისტორიას.
სიბნელის ქურუმი ^_^ ასე დავარქვი ჩემთვის <3 :დდ
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№8  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

sameone crazy girl
♡EPICLOVE♡
vau kai dzaan da sainteresoa mara imedia gega arari is mainc da-dzma arian ukve da

დიდი მნიშვნელობა არამგონია ამ ისტორიაში ქონდეს მაგ დეტალს. ისეთი ამბებია აქ და -ძმა ნამდვილად არაფერია არც ითვლებიან ფაქტიურად :დ
ავორ ძაან კარგია მალე დადეეე love

ხო მასეა ნამდვილად.მადლობა დიდხანს არ გალოდინებთ.

ErckeMydass25

სიბნიელის ქურუმიი?მოომწოონს.შეიძლება ეს სახელი.ისტორიაში გამოვიყენოო?

ხო არ მომწონს როცა ყველაფერი დალაგებული აქვთ და იდელურად ცხოვრობენ,სინამდვილეში,ხომ ასე არ ხდება არაა?სირთულეებს,სიახლეებს ვეძებ...რთული ხასიათის გმირები მომწონს

№9  offline ახალბედა მწერალი ერკე

მეც ასევე ვარ. მაგრამ მე ამ პერსონაჟებს უფრო სხვა სამყაროში ვგზავნი, იქ სადაც კაციშვილს არ სმენია ჯერ და მე ვარ პირველი, ვინც ამაზე დაწერს და მოყვება.
მე მომწონს გამომგონებლობა, ფანტაზიორობა და რა თქმა უნდა ექსკლუზივი :დდ ყველაზე განსხვავებული მინდა ხოლმე ყოველთვის ვწერო და ვფიქრობ გამომდის. მიუხედავად იმისა, რომ აქ ამ განსხვავებულს ცოტა კითხულობს, მე მაინც კმაყოფილი ვარ იმით, ვინც კითხულობს love feel
გრთავ ნებას ^_^
პირიქით გამიხარდება შენ ისტორიაში რომ აღმოვაჩენ "სიბნელის ქურუმი" რომ ერქმევა იმ უცნობს ^_^ :დდდ მომწონს და დიდი პატივია ჩემთვის, რომ ვკითხულობ!
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№10  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

სიმართლე გითხრა შენსავით კინგომანი არ ვარ,ფანტასტიკა დიდად არ მიზიდავს''გუმბათის ქვეშ''ისევ წაუკითხავი მიდევს,გულს ვერ ვუდებ,მაგრამ ერკე მიდასმა დამაინტერესა.იმედია მომეწონება

№11 სტუმარი black

Chemi cxovrebaaa <3<3kai ikoo

Rato cdilob ro tavi amaridoo?!mainc ver gavige..idzaxi shegirigdio da ar melaparakebi..awi agar shegawuxeb-_-a

№12  offline წევრი ♡EPICLOVE♡

sameone crazy girl
♡EPICLOVE♡
vau kai dzaan da sainteresoa mara imedia gega arari is mainc da-dzma arian ukve da

დიდი მნიშვნელობა არამგონია ამ ისტორიაში ქონდეს მაგ დეტალს. ისეთი ამბებია აქ და -ძმა ნამდვილად არაფერია არც ითვლებიან ფაქტიურად :დ
ავორ ძაან კარგია მალე დადეეე love

ნუ ხო ეგ მეც ვიფიქრე მარა მაინც :დ

ლორელაი
♡EPICLOVE♡
vau kai dzaan da sainteresoa mara imedia gega arari is mainc da-dzma arian ukve da

Epiclove მადლობაააა.

არაფრიის:დ ♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

№13  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

black
Chemi cxovrebaaa <3<3kai ikoo

Rato cdilob ro tavi amaridoo?!mainc ver gavige..idzaxi shegirigdio da ar melaparakebi..awi agar shegawuxeb-_-a

Black შენთან საუბარი მინდა,თუნდაც ანონიმურად,ოღონდ აქ არა.

მგონი ლომკა ავიკიდე და ამ ლომკას black ჰქვია.მომწერე რაა

№14  offline წევრი shany shany

გეგა თუააა... ნწ ნწ წნ :დ და-ძმა არიან ასე ტუ ისეე მაინც... მათი მსობლები კი ქორწინდებიან და ის ფაქტი რომ უკვე ოჯახის წევრები არიან და ეს ყოველ გვარ თანამედროვეობასაც ცდებააა ერთმანეთის სეყვარება ალოგიკურია ჩემი აზრით :/

№15 სტუმარი black

haha exa martla Kai xasiatze var jerjrobit Da AR vici vin momshxamavs

№16  offline ახალბედა მწერალი ერკე

ბლექ რატომ ახვეწნინებ? :D

დაემორჩილე !!!!!! სიბნელის ქურუმი მოვა იცოდე და სიბნელეში გაგგზავნის ^_^ :დდდ

ლორელაი
ErckeMydass25
მეც ასევე ვარ. მაგრამ მე ამ პერსონაჟებს უფრო სხვა სამყაროში ვგზავნი, იქ სადაც კაციშვილს არ სმენია ჯერ და მე ვარ პირველი, ვინც ამაზე დაწერს და მოყვება.
მე მომწონს გამომგონებლობა, ფანტაზიორობა და რა თქმა უნდა ექსკლუზივი :დდ ყველაზე განსხვავებული მინდა ხოლმე ყოველთვის ვწერო და ვფიქრობ გამომდის. მიუხედავად იმისა, რომ აქ ამ განსხვავებულს ცოტა კითხულობს, მე მაინც კმაყოფილი ვარ იმით, ვინც კითხულობს love feel
გრთავ ნებას ^_^
პირიქით გამიხარდება შენ ისტორიაში რომ აღმოვაჩენ "სიბნელის ქურუმი" რომ ერქმევა იმ უცნობს ^_^ :დდდ მომწონს და დიდი პატივია ჩემთვის, რომ ვკითხულობ!

სიმართლე გითხრა შენსავით კინგომანი არ ვარ,ფანტასტიკა დიდად არ მიზიდავს''გუმბათის ქვეშ''ისევ წაუკითხავი მიდევს,გულს ვერ ვუდებ,მაგრამ ერკე მიდასმა დამაინტერესა.იმედია მომეწონება

გუმბათის ქვეშ მეც გვერდზე მაქვს გადადებული :დდდდ სერიალის მერე ეგ წიგნი არაფრად მომეჩვენა და იმედი გამიცრუვდა რატომღაც :დ ამიტომ ჯერ ხელს არ ვკიდებ :დდ მაგრამ დანარჩენი შეხრამუნებული მაქვს <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№17  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

თავს იფასებს არადა რა საინტერესო შეთავაზება მაქვს

ეს ისე ხუმრობით,ვიცი black ს არ ეწყინება...
ერკე მართალი ხარ სერიალის მერე წიგნი.აღც მემომეწონა.თან ეს ერთაფერთი შემთხვევაა,როცა წიგნს ფილმი მირჩევნია,როგოღც წესი პირიქით ხდება ხოლმე

shany shany
გეგა თუააა... ნწ ნწ წნ :დ და-ძმა არიან ასე ტუ ისეე მაინც... მათი მსობლები კი ქორწინდებიან და ის ფაქტი რომ უკვე ოჯახის წევრები არიან და ეს ყოველ გვარ თანამედროვეობასაც ცდებააა ერთმანეთის სეყვარება ალოგიკურია ჩემი აზრით :/

და-ძმა?ამქვეყნად უარესი რამეებიც ხდება,ჩემო კარგო ალოგიკური არა. უბრალოდ ღებელია,თუმცა ისიც გამიგია ბიძაშვილებს ერთმანეთი რომ შეუყვარდათ.

თანამედროვეობა აქ მეათე ხარისხოვანია,ეს სხვა თემაა,არც სარას არ ხიბლავს ზედმეტი ევროპელობა,მაგრამ ახ ურთიერთობების სირთულეშია საქმე

№18  offline ადმინი უნდა ვწერო

ასიანი გეგაა.საინტერესო იყო,მაგრამ პატარა. ველი მოვლენების განვითარებას.ნიკოლმა ძალიან დამაინტერესა.

№19 სტუმარი black

ლორელაი
ErckeMydass25
black
ლორელაი
black
Chemi cxovrebaaa <3<3kai ikoo

Rato cdilob ro tavi amaridoo?!mainc ver gavige..idzaxi shegirigdio da ar melaparakebi..awi agar shegawuxeb-_-a

Black შენთან საუბარი მინდა,თუნდაც ანონიმურად,ოღონდ აქ არა.

ლორელაი
black
Chemi cxovrebaaa <3<3kai ikoo

Rato cdilob ro tavi amaridoo?!mainc ver gavige..idzaxi shegirigdio da ar melaparakebi..awi agar shegawuxeb-_-a

Black შენთან საუბარი მინდა,თუნდაც ანონიმურად,ოღონდ აქ არა.

მგონი ლომკა ავიკიდე და ამ ლომკას black ჰქვია.მომწერე რაა

haha exa martla Kai xasiatze var jerjrobit Da AR vici vin momshxamavs

ბლექ რატომ ახვეწნინებ? :D

დაემორჩილე !!!!!! სიბნელის ქურუმი მოვა იცოდე და სიბნელეში გაგგზავნის ^_^ :დდდ

ლორელაი
ErckeMydass25
მეც ასევე ვარ. მაგრამ მე ამ პერსონაჟებს უფრო სხვა სამყაროში ვგზავნი, იქ სადაც კაციშვილს არ სმენია ჯერ და მე ვარ პირველი, ვინც ამაზე დაწერს და მოყვება.
მე მომწონს გამომგონებლობა, ფანტაზიორობა და რა თქმა უნდა ექსკლუზივი :დდ ყველაზე განსხვავებული მინდა ხოლმე ყოველთვის ვწერო და ვფიქრობ გამომდის. მიუხედავად იმისა, რომ აქ ამ განსხვავებულს ცოტა კითხულობს, მე მაინც კმაყოფილი ვარ იმით, ვინც კითხულობს love feel
გრთავ ნებას ^_^
პირიქით გამიხარდება შენ ისტორიაში რომ აღმოვაჩენ "სიბნელის ქურუმი" რომ ერქმევა იმ უცნობს ^_^ :დდდ მომწონს და დიდი პატივია ჩემთვის, რომ ვკითხულობ!

სიმართლე გითხრა შენსავით კინგომანი არ ვარ,ფანტასტიკა დიდად არ მიზიდავს''გუმბათის ქვეშ''ისევ წაუკითხავი მიდევს,გულს ვერ ვუდებ,მაგრამ ერკე მიდასმა დამაინტერესა.იმედია მომეწონება

გუმბათის ქვეშ მეც გვერდზე მაქვს გადადებული :დდდდ სერიალის მერე ეგ წიგნი არაფრად მომეჩვენა და იმედი გამიცრუვდა რატომღაც :დ ამიტომ ჯერ ხელს არ ვკიდებ :დდ მაგრამ დანარჩენი შეხრამუნებული მაქვს <3

თავს იფასებს არადა რა საინტერესო შეთავაზება მაქვს

ეს ისე ხუმრობით,ვიცი black ს არ ეწყინება...
ერკე მართალი ხარ სერიალის მერე წიგნი.აღც მემომეწონა.თან ეს ერთაფერთი შემთხვევაა,როცა წიგნს ფილმი მირჩევნია,როგოღც წესი პირიქით ხდება ხოლმე

ErckeMydass25 shen shen saqmes mixede da droze dade axali siaxle ro wavikitxo,nu zarmacob..:D;Dda lore shen raici mero ar gavbrazdebii?!an aseti rra shemotavazeba gaqvs ro ase ver metyvi?au neta axle ahemedzlos fbs ganaxlebaa..

№20  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ოჰოო,რა მომთხოვნი ხართ Mr.or Ms. Black? ახალი გააკეთე მერე რა პრობლემაა...ძალიან სეროუზული ხარ რაღაც

drunkinlove
ასიანი გეგაა.საინტერესო იყო,მაგრამ პატარა. ველი მოვლენების განვითარებას.ნიკოლმა ძალიან დამაინტერესა.

მადლობა,გეგა?საინტერესოა

№21 სტუმარი black

H,h lore isev ver mimixvdi...v

Vecdebi chemmi megobeis fbti mogwero ogond jer vera..ar vici rodis moiclis...:/

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent