ვნება აშლილნი ..11..
ცხოვრება ნელა მიდის, ზოგჯერ გარბის, ზოგჯერ კი საერთოდ ჩერდება. არსებობს წამი რომელიც გინდოდა არასოდეს დამდგარიყო და წამი რომლის მარადიულობასაც განატრებინებს. ყველაფერი იცვლება, მოგონებები ხუნდება, ერთ დროს საყვარელი და ძვირფასი ადამიანები შენთვის უმნიშვნელო ხდებიან. მახსოვს ცხოვრების მძიმე გაკვეთილი რმ ვერ გავიარე და საყვარელ ადამიანს გამოვემშვიდობე, თავიდან ქუჩა-ქუჩა დავრბოდი და მის თვალებს დავეძებდი, მახსოვს როგორ ჯიუტად ვიხსენებდი მის სახეს, მაგრამ დრო ჩემზე ჯიუტი აღმოჩნდა და მოგონებები წამიშალა, როგორ ჯიუტად ვცდილობდი მისი სახე აღმედგინა, ვცდილობდი მაგრამ ამაოდ, მთელი სილუეტი აღვიდგინე და თვალები, სახე... სახეს ვერ ვიხსენებდი, ეს ჩრდილთან ბრძოლას გავდა, ბოლოს დავიღალე და თავი ვანებე, მერე..? მერეე... მერე... მერე დაიწყო გაუთავებელი სიზმრები და მხოლოდ სივრცესა და უსასრულობაში მოციმციმე, თვალები. მოგონებები ხომ ჩვენში ღმრად დამკვიდრებული დიდი ძველი ბერმუხასავით ფესვებ გადგმულია. დროთა ცვალებადობას მაინც არ უშინდება და მიუხედავად რომ ის მიტოვებულია, მაინც ურყევად დგას და არ უშინდება ჟამთა ცვლას, ღრმად დაკარგული მოგონება და ბერმუხა თითქოს ერთმანეთს გვანან, ბერმუხას იხსენებს მზისგან დასიცხული მგზავრი და თავს აფარებს, მივიწყებულ მოგონებას კი ისევ ნაცნობი თვალები გახსენებს. ლიზი ისევ სიზმარმა გააღვიძა. უკვე ერთ კვირაე მეტია ერთი და იგივე ესიზმრება დიდად არ ჯერა, მაგრამ მან დააფრთხო უკვე მეშვიდედ ნანახმა ერთი და იგივემ, ,,მოციმციმე თვალებმა“ ნანახმა და თითქოს დავიწყებულმა. ლიზი საწოლზე წამოჯდა და სიზმრის გახსენებას შეუდგა ისევ. სუნთქვა არეული იყო, ტუმბოზე დადებულწყალს გადაწვდა და მოსვა, ისევ ადგილე დააბრუნა, წამოჯდა. ,,თითქმის ერთი კვირაა ბექა არ უნახავს და უკვე გიჟს გავს, სიზმრებიც კი არეული ესიზმრება, სიზმარი რა ნახა სიზმარში... ნაზი და სევდიანი თვალები, საკმაოდ მოხდენილი და სიმპატიური პირი სახე, მაღალი შუბლი, უკან გადავარჩხნილი და საფეთქლებთან ვერცხლისფრათ შევერცხნილი, ალბათ ორმოც წლამდე. სადღაც უნახავს ეს თვალები, ვერ იხსენებს სად, ყველა შესაძლო ვარიანტი და მოგონება განიხილა, აებნა ისევ თავიდან დაიწყო გახსენება, მერე ისევ სიზმარი დაალაგა და ბოლოს ყველაზე უაზრობა რომ მიიღო, -ეხ ლიზი ახლა გააფრინე შენ, დროზე ადექი და მოემზადე თორე მე ჩაგიბარებ გამოცდებს?-ჩაეკითხა საკუთარ თავს და პასუხი რომ ვერ მიიღო ხმამაღლა გადაიკისკისა-მგონი მერხევა-დაამატა ხმამაღლა, საწოლიდან წამოდგა და სააბაზანოს მიაშურა დილის პროცედურებისთვის. უკვე ერთ კვირაზე მეტია იმ შეგრძნებით დადის თითქოს უკან ვიღაც დაყვება და უთვალთვალებს, მაღაზიიდან რომ გამოდიოდა ვიღაცას დაეჯახა მამაკაცს რომ არ დაეჭირა ძლიერი ხელებით გოგონა ძირს გაიშოტებოდა. -უკაცრავად ბოდიშს გიხდით ვერ დაგინახეთ-მოიბოდიშა მეგიმ და მხრებზე შემოჭდობილ ხელებს დახედა გამიშვიო. -არაუშავს-თბილი ბარიტონით უთხრა მამაკაცმა სახეში დააცქერდა და მხრებიდან ნელა მოაშორა ხელები. ,,ღმერთო ეს ხმა საიდანღაც მეცნობა, ძალზედ ნაცნობი, შორეული და დავიწყებული, სიზმარი... სიზმარში ვნახე მისი თვალები, თბილი, ნაცნობი და შორეული“ -კარგით, ნახვამდის-დაემშვიდობა მეგი -დროებით- დაეწია ხმა. დიდხანს არ უფიქრია იმაზე თუ როგორ დაემშვიდობა, კორპუსის ეზოში ბექას მანქანა რომ დაინახა, ერთი კვირის მონატრებამ და ნაგროვებმა ემოციამ ერთად იფეთქა და გული აუჩქარა. იფიქრა გვერდს ჩუმად ავუვლი, თითქოს ვერ დაინახ, მაგრამ რომ დაინახა ბექა ვიღაც სიმპატიურს როგორ გახარებით უხსნიდა რაღაცას, ვეღარ მოითმინა, პარკი იქვე დადო და მთელი ალით გაიქცა და ჩაეხუტა. -ჰეი როგორ ხარ მშვენიერო?-ბექამ მაგრად მოხვია ხელები და ყელში ჩარგო ცხვირი-რაო სუნამო გამოვცვალეთო? -მომენატრე-ჩაჩურჩულა მეგიმ და უკან ირონიული ჩაცინება გაიგონა, უცებ მოშორდა ბექას სხეულს და გვერდით დაუდგა ხელი კი არ გაუშვა. -ეს ლუკაა ... ლუკა ეს კიი..-დაიწყო გაცნობა ბექამ -ეს კი მშვენიერი მეგი არა?-ღიმილით გაუწოდა სახე აფაკლულ გოგოს -სასიამოვნოა- გაუწოდა ხელი მეგიმ და ჩამოართვა-მოიცა შენ ლუკა-თითქოს რაღაც გაახსენდაო მეგის. -კი ლუკა ვარ -ეს ის ლუკაა?-ახლა ბექას შეხედა მეგიმ -კი ის ლუკა-ორივე დაეთანხმა უცებ ღიმილით. -მიხარია რომ გაგიცანი-გაუღიმა მეგიმ ლუკა ბექას ბავშვობის მეგობარი, რომელის წლებია უკვე წასულია გერმანიაში ჯერ სწავლობდა, მერე მუშაობდა, მერე კაი ბიჭობდა და წლებიც გაეპარა. -ძალიან მიხარია რომ დაბრუნდი -მეც ძალიან, ჩემი სიცოცხლე კი დაკავებული დამხვადა-ცრემლების იმიტაცია გააკეთა და სევდიანი სახით გახედა ბექას- მიღალატა, სხვაში გამცვალა და მიწასთან გამასწორა -ლუკა ისევ ისეთი ცანცარა როგორ ხარ როგორც შვიდი წლის წინ? -რა ჩემი ბრალი დრო და მანძილმა თუ შენი თავი ვერ დამავიწყა? მეგი თავიდანვე ვერ მიხვდა თუ ვისზე ამბობდა, ბექას დაძარღული ყელი, დაჭიმული ხელი და ლუკას შეკავებული ,,ცრემლები“ რომ დაინახა ბოლო ხმაზე ახარხარდა და ბექას მხარზე ჩამოადო თავი. -მეგი-თვალები დაუქაჩა ბექამ -ვაიმე ბექუჩიკო რა სახე გაქვს?-განაზდა ლუკა- ჩემი ერთადერთი სიცოცხლე ხარ შენ და რა ვქნა? -ლუკა-დაიდუდუნა ბექამ-ისევ ისეთი ცანცარა ხარ როგორიც წახვედი- შემდეგ კი ღიმილით დაამატა იმედი მქონდა რომ ცოოტა მაინც გეშველებოდა შენ კი უარესობისკენ მიდიხარ, ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში. -ამ საღამოს ჩემთან ხომ მოხვალ ბექუნიკო -ლუკა მე ბექა ვარ და რაღაც უნიკოები, გაიგე-კბილებში გამოცრა ბექამ -ვაიმე ჩვენი პრინცი გაბრაზდაო -გაჩერდით აღარ შემიძლია მეტი- სიცილისგან სულს ლივს ითქვამდა მეგი, რომელის არ იმჩნევდა ბექას დაქაჩულ თვალებს. -კარგი წავედი მე-დასერიოზულდა ლუკა-სასიამოვნო იყო მეგი შენი პირადად გაცნობა, როგორც იქნა მეღირსა ამდენი წლის -და როდესაც ბექას სახეს წააწყდა უცემ მოკეტა- მოკლედ საღამოს ჩემთან გელოდებით, ჯერ ბებრები, მამაჩემმა დაიჯინა შენ ჩამოდი და ეგ უნდა აღვნიშნოთო, მალე დაიშლებიან და მერე დილამდე გადავათენებთ. -კაი, მოვალთ და მადლობა-თბილად გაუღიმა მეგიმ და ბექას მკლავებს დაახწია თავი -მაგრამ ცოტა დაგვაგვიანდება-დაამატა ბექამ -კაი ხო, ოღონდ მოდით.-დაემშვიდობა ლუკა და მაცდურად ჩაუკრა ბექას თვალი. -ძაან მაგარი ტიპია-ღიმლით გახედა მეგიმ მიმავალ ლუკას, რომელმაც ტაქს დაუქნია ხელი-რა მანქანა აღარ ყავს? შენგან ვიცოდი რომ ყველგან მისი მანქანით დადის. -კი ყავდა-ღიმილით უთხრა ბექამ- გაყიდა, ახალი უნდა.-მიდი აიღე პარკი და ავიდეთ, ბექამ რამდენიმე პარკი გადმოიღო მანქანიდან და მეგის ანიშნა წინ წადიო. -აუ, მაჭამე რა რამე-ბინაში ასულმა საცოდავად გახედა მეგის-იმის მიუხედავად რომ შაბათია დღეს მთელი დღეა სამსახურში ვარ, სულ არ ვეცოდები სანდროს. -წამო რამე გავაკეთოდ და ვჭამოთ მეც მინდა.-გაუღიმა მეგიმ და სამზარეულოს მიაშურა. რა არის ყველაზე დიდი ბედნიერება? განცდილი წამი რომლის მარადიულობასაც ნატრობ, კიდევ? ის სიხარული რომელსაც სხვა ადამიანი ერთი გამოხედვით აგრძნობინებს, სხვა? ოო... სხვა... სხვა მოგვიანებით ყველა გრძნობის ამოხეთქვა ერთად და ნარნარი ცაში. ბედნიერება შეუცნობელი და ენით აღუწერელი ბედნიერება, ნეტარება და სიცოცხლის წყურვილი. დრო მიდის გარემოებების მიუხედავად გრძნობები უცვლელი რჩება, საყვარელ ადამიანში უფრო მეტ საინტერესო სხივებს ხედავ, ადამიანი ხომ გადუშლელი წიგნია რომელის უნდა ნახო გაეცნო და წაიკითხო, ბევრი სიახლე და ბედნიერი წარუშლელი მოგონება დაიტოვო. ცხოვრება გამოცდას გვიწყობს, ამას მაშინ აკეთებს როდესაც ყველაზე ნაკლებად ველით. -მეგი სად ხარ?-ტელეფონში ბექას ბრაზიანი ხმა ისმოდა. -უნივერსიტეტის ეზოში, ბავშვებთან ერთად -რას აკეთებ? -ახლა კობა ლექტორს აჯავრებდა და ბევრი ვიცინეთ. -რა ელოდები- ბექას სახეზე უკვე შესამჩნევი ღიმმილი დათარეშობდა -ნათია უნდა გამოვიდეს და სალოს ველოდები, სალოსთან ვაპირებთ ასვლას, ჯერ სახლში უნდა ავირბინო ჯერ. -კარგი გკოცნი და ჭკვიანად -მეც და ფრთხილად იარე. -მეგი რა გავიწყდება?-ტელეფონის გათიშვას აპირებდა ბექას ხმა რომ ჩაესმა -რაა-გაიოცა გოგომ. -რაც დიდი ხანია არ გითქვამს -მომენატრე და გკოცნი -ეგ ხოო?-გაბრაზდა ბექა-კაი მიდი და ჭკვიანად -კაი-გათიშა ტელეფონი და ბავშვებს შეუერთდა ისევ მეგი, კობა მისი კურსელი და მეგობარი იყო, უკვე ოთხი წელია მეგობრობენ, გვერდით მიუჯდა და ბიჭმაც გაუცნობიერებლად მოხვია ხელი, მეგის არანაირი დისკომფორტი არ შექმნია, და ყურადღებაც არ მიუქცევია. ,,sanam xelebi davatexe, jobia xeli moaSoros Seni mxrebidan, manam sanam tavs jer kidev vakontroleb da rame ar davmarte“ ,,beqa? Sad xar?” ,,aaa… mixvdi beqa rom var? chishkartan gelodebi swrafad”. მეგიმ სწრაფად მოიშორა კობას ხელი, და ფეხზე წამოდგა. -ბავშვებო მე მივდივარ, სალომესთან ამოვალ პირდაპირ, არ დამელოდოთ. მათ სიტყვის თქმაც კი ვერ მოასწრეს ისე უცებ გაიქცა მეგი. ბექას უნდოდა მონატრებული გოგონა ენახა, ტელეფონში სურათებს დასცქეროდა და საშინელმა მონატრებამ სძლია, სამუშაო საათების დამთავრებამდე ჯერ კიდევ დიდი დდრო იყო დარჩენილი, არც ისე, სამუშაო ხვალისთვის გადადო, დაიბარა ხვალ დავამთავრებ ახლა გავდივარო და პირდაპირ უნივერსიტეტისკენ აიღო გეზი. დაინახა მეგი კურსელებთან ერთად როგორ ისინოდა, არ ელოდა ასე გულახდილად თუ ეტყოდა ყველაფერს და გაუთიშა. იფიქრა : -უცებ მივეპარებიო-მერე კი ხმამაღლა დაამატა-როგორ ცანცარებ ამხელა კაციო და გაეღიმა. სიცილი სახეზე შეახმა და შეეყინა როცა მეგის ვიღაც დიდმა მსუქანმა მუტრუკმა ხელი მხრებზე გადახვია და გაუღიმა, ნუ არც მსუქანი იყო და არც მუტრუკი მაგრამ მისი მეგი მხოლოდ მისი იყო და შეხებითაც კი არ უნდა შეხებოდა სხვა. -რა მოხდა ბექა?-კარს გაფითრებული მეგი მიუხლოვდა და ბექასკენ ჩასახუტებლად წასული უცებ გაქვავდა ბექას სახის დანახვაზე -ანუ რა მოხდა?-ირონიული ღიმილი აკიაფდა ბექას სახეზე -ხო რა მოხდა მითხარი-ბრაზი გაკრთოდა მეგის ხმაში -მე მეკითხები რა მოხდას მეგი? -კი შენ გეკითხები, რა მოხდა? -ვინ იყო ის აყლაყუდა, ვინ ჩემი ფეხებია რომ გეხება? -ჩემი კურსელი კობა, პირველად დაგვინახე ერთად? რა გჭირს? რა დაგემართა? -მე რა მჭირს? მე რა დამემართა კიდე?-ლამის იყო ბოლო ხმაზე აყვირებულიყო ბექა -სცენებს ნუ მიმართავ აქ, მე აქ ვსწავლობ და თითქმის ყველა მიცნობს-თვალი გააყოლა მათკენ მოშტერებულ სამ გოგონას რომელის გაფაციცებით აკვირდებოდნენ წყვილს და ზანტად მიიწევდნენ წინ. -არ მაინტერესებს ვინ გიცნობს და ვინ არა გაიგე? -ბექა დაწყნარდი და წესიერად ამიხსენი რა გინდა? რა მოხდა და რა არ მოგეწონა?- მშვიდი ხმით მიმართა მეგიმ -ჩაჯექი-მანქანისკენ ანიშნა და პირველი გაემართა, მეგიც უკან გაჰყვა დასჯილი ბავშვივით.... ჰეი, დავბრუნდი, მოვედი 1286 სიტყვაა იმედია მოგეწონებათ, გრამატიკული და ბეჭდური შეცდომები როგორც ყოველთვის ბლომად იქნება... მადლობა და თქვენ იცით, მაინტერესებს თქვენი აზრი... მადლობა რომ კითხულობთ და მზიას... მადლობა შენი თითოეული კომენტარისსთვის, მადლობა რომ მამხნევებ და დანებების საშუალებას არ მაძლევს, და თქვენ ყველას ერთდ მკითხველნო... ,, მზიას ნასტაიაშე აფერისტი... :დ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.