ორი ღამე (თავი 12)
დემეტრემ მაკდონალდსთან გააჩერა მანქანა და სესილის შეხედა რომელიც გადასვლას არ ჩქარობდა -რაზე ფიქრობ?ჩაეკითხა ჩაფიქრებულ ქალს -არა არაფერზე.. უბრალოდ.. კარგი დაივიწყე.. წავალ მე.. უნდა გადასულიყო მაგრამ მაჯაზე ხელის შეხება იგრძნო და ორიოდე წამში დემეტრეს თვალებში ჩაჰყურებდა, დემეტრემ შუბლზე აკოცა და თბილად გაუღიმა -ეხლა შეგიძლია წახვიდე. ჯრუანტელისგან რომ გაინთავისუფლა თავი მანქანიდან გადმოვიდა -მადლობა . დაიჩურჩულა და შვილის შესახვედრად წავიდა. ბავშვი მამასთან ერთად უზარმაზარ ფანჯარასთან იჯდა და გემრიელად შეექცეოდა სწრაფი კვების საჭმელებს. ოთომ ფანჯრიდანვე შეამჩნია დემეტრეს მანქანიდან გადმოსული სესილი და ძარღვები დაებერა, ისევ იმუშავა მისაკუთრების ინსტიქტმა და საშინლად გაბრაზდა როდესაც ნახა რომ დემეტრემ მოიყვანა სესილი. ლიზი დედის ნახვაზე სწრაფად წამოხტა ფეხზე და მისკენ გაიქცა -დეედიკოო მოდი აქეთ ვართ. კისერზე ჩამოეკიდა და ლოყაზე აკოცა, მერე ხელი ჩაჰკიდა და თავიანთი მაგიდისკენ წაიყვანა. -ვსო მოვრჩი ჭამას, წავალ ხელებს დავიბან. თვალები დააკვესა ლიზიმ და საპირფარეშოსკენ გაემართა. -ოთო, მესმის რომ შენი შვილია და გინდა მაქსიმალური დრო გაატარო მასთან მაგრამ გთხოვ,საქმის კურსში ჩამაყენე როდესაც ბაღიდან გამოიყვან ან სადმე წაიყვან რომ დღევანდელი მეორედ აღარ განმეორდეს. -ხო, მართალიხარ. იმდენად ვიყავი გახარებული ლიზიმ უარი რო არ მითხრა გასეირნებაზე ვეღარ მოვიფიქრე დამერეკა . თავის გამართლებას მოჰყვა ოთო. იმსაღამომ მშვიდად ჩაიარა, მთელი ხნის განმავლობაში რაც ერთად იყვნენ სესილისთვის თვალი არ მოეშორებინა.. უყურებდა და ტკბებოდა მისი სილამაზით, შემდეგ შვილს გაჰხედავდა რომელსაც იდენტური სახის ნაკვთები ჰქონდა, თმის ფერს თუ არ ცავთვლით, დედის ასლი იყო. წითურობა მამისგან ჰქონდა თანდაყოლილი..მაგრამ მაინც გასაოცარი ბავშვი იყო ლიზი. 10 საათი ხდებოდა ოთოს მანქანა სადარბაზოსთან რომ გაჩერდა, ლიზიმ სესილის ხელი თავისაში მოიქცია და სახლისაკნე დაქაჩა -წავალთ ჩვენ, დაემშვიდობე მამას. უთხრა ლიზის, ბავშვიც დაჰყვა დედის ნებას, ოთოს ხელები კისერზე შემოაჭდო, ახლადგაპარსულ ლოყაზე აკოცა და ისევ დედასთან დაბრუნდა. -ეე სალომეე დეიდაა. სესილი ბავშვის დაყვირებაზე შეხტა მაგრამ ეზოში ახლადგაჩერებულ მანქანას რომ სეხედა საიდანაც სალომე და ლევანი გადმოდიოდნენ დაწყნარდა და მისკენ მომავალ დაქალს გაუღიმა -სალომე . სასიამოვნოა. სალომემ მოღიმარი სახით შეხედა ოთოს და გაცნობის ნიშნად ხელი გაუწოდა. არც მამაკცმა დააყოვნა მაგრამ ნამდვილად არ იყო ნასიამოვნები რადგან სესილისთან ყოფნის რამოდენიმე წუთიც წაართვეს.. -ოთო, ჩემთვისაც. -სალომე ჩემი საუკეთესო დაქალია, ეს ლევანია მისი საქმრო. განმუხტა სიტუაცია სესილიმ და ახლადმოსულ მამაკცს გაუღიმა ოთომ და ლევანიმ ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს ,მერე ლევანი დაიხარა და ლიზის წაეთამაშა. ოთო პირღია უყურებდა თუ როგორი სითბოთი ეხუტებოდა მისი შვილი სხვა მამაკცს და სიბრაზისგან ძარღვები ებერებოდა მაგრამ არ იმჩნევდა. -კარგი წავალ მე სესილი და შეგეხმიანები მერე. მსუბუქად გადაკოცნა ყოფილი ცოლ-შვილი , იქმყოფებს დაემშვიდობა და მანქანა სწრაფად მოსწყვიტა ადგილს. -რას დამდგარხართ აქ, წამოდით ავიდეთ. ყურებამდე გაკრეჭილმა სალომემ უთხრა და ყველა მას აედევნა. სახლში სულ სხვა ატმოსფერო იყო, ყველა მაკდონალდს და სხვა კაფეებს სჯობნიდა სახლი, ამიტომაც აქ ვახშმობა გადაწყვიტეს, სესილიმ და სალომე მაცივრიდან საჭირო ინგრედიენტები გამოიღესგადაწყვიტეს ბარში ნასწავლი ყველა ხრიკი გამოეყენებინათ და სპაგეტი ბოლიონეზეს თეთრი ღვინით გაკეთებას შეუდგნენ, ცოტახანში სასიამოვნო არომატებდა მთელი სახლი მოიცვა, ლიზი და ლევანი მისაღებში იჯდნენ და მულტფილმებს უყურებდნენ -გოგოებო დემეტრე მარტოა და წინააღმდეგი ხომ არ იქნებით რომ მოვიდეს, ერთად ვივახშმებთ. -დემეტრე ვინაა ? ქვევიდან ამოხედა ლიზიმ ლევანი -ეხლა მოვა და გაიცნობ ძაან მოგეწონება ფერია. გადაუჩურჩულა ბავშვს და სამზარეულოდნა გამოსულ სალომეს გახედა პასუხის გასაგებად -დაურეკე რატო უნდა ვიყოთ წინააღმდეგი. ჩუმად გადაიკისკისა როდესაც საქმროს მზაკვრობას მიუხვდა , თვალი ჩაუკრა და სამზარეულოში დაბრუნდა. * სესილი მაკდონალდსთან დატოვა და თვითონ სახლს მიაშურა, ახლა არაფერი უნდოდა, არსად უნდოდა, თვითონაც ვერ მიმხვდარიყო რა ემართებოდა, 180გრადუსით შეცვლილიყო ხვდებოდა, კისერზე ხელის გულს ისმევდა და სესილის მოხვეული ხელები ახენდებოდა, ღმერთო, რას არ მისცემდა რომ ეს ხელები სამუდამოდ ეგრძნო თავის სხეულზე, რომ ამ სევდიანი თვალებისთვის სულ მას შეეშრო ცრემლები, რას არ მისცემდა რომ გუში ჩაეკრა და არასდროს გაეშვა, თვალები ცრემლებით აევსო თავისდაუნებურად. "რას მიშვრები ახალაია რაააას! აა ! " ხმამაღმა დაიყვირა და კომოდზე შემოდგმული ძველებური ვაზა ერთი ხელის მოსმით იატაკზე გადმოაგდო.. ფაიფურის ნარჩენები მტელს ოთახში გაიფანტა.. დემეტრე კედელთან ჩაიმუხლა, თავი კედელს მიადო და ღრმად ამოიხვნეშა, იმხელზე რომ დაგროვილი ემოციები მთლიანად ამოაყოლა. მერე ცოტა დამშვიდდა, მისაღები მოხვეტა და სავრაძელში ჩაესვენა როდესაც მობილური აზუზუნდა -გისმენ . -კარგი 10 წუთში მანდ ვარ. ისეთი სულელი არ იყო ლევანის იდეას არ მიმხვდარიყო, ძმაკაცის მზაკვრობაზე ჩაეღიმა, მანქანის გასაღები ტელეფონი და საფულე აიღო და სახლის კარი გამოიხურა. გზად ფურშეტში შევიდა. იცოდა სესილის რომ შვილი ჰყავდა, ტან პირველად მიდიოდა მის სახლში და არ იქნებოდა მართებული ცარიელი ხელით რომ მისულიყო.. ასეთი იყო დემეტრეც, მომენტებში თავაზიანი, მოსიყვარულე და თბილი, მომენტებში კი ცივი უხეში და გამაღიზიანებელი. გრძელ ვიტრინებს შორის ერთ-ერთ თაროზე დიდი ვარდისფერი კურდღელი შეარჩია და შეაფუთინა.მერე პროდუქტების დახლებს დაუყვა, რამოდენიმე სახის ძვირადღირებული შოკოლადი იყიდა, ალაზნის ველის ნახევრადტკბილი წითელი ღვინო ამოარჩია და ნაყიდები უკანა სავრაძელზე დაალაგა გული მაგრად უფეტქავდა, სესილის კიდევ ერთხელ ნახავდა, კიდევ ერთხელ შეიგრძნობდა, თუნდაც შორიდან მაგრამ ლავანდის დამტკბარ სურნელს, კიდევ ერთხელ გაუღიმებდა და ესეც უგონოდ დადნებოდა.. ფიქრებში გართულმა მალე მიაღწია სესილის სახლს და ლევანის ნაკარნახებ კარზე გაბმულად დააზარუნა. სესილიმ ზარის ხმა გაიგონა თუ არა კარზე, ხახვისგან დამწვარი თვალებიდან წამოსული ცრემლები ხელის გულით შეიმშრალა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა რომ არავის დაესწრო. სალომემ ჩუმად ჩაიფხუკუნა და ბედნიერებისგან გაირინდა, რადგან სესილის შემყურე ორმაგად ბედნიერი იყო.კართან ერთი ღრმად კიდევ ჩაისუნთქ-ამოისუნთქა და გააღო. მათი თვალები ისევ შეხვდნენ ერთმანეთს.. და ორივე ისევ დადებითად დაიმუხტა.. და ორივემ ისევ განიცადა ის, რაც მაშინ.. პირველად შეხვედრისას. -იმედი მაქვს იმას არ ფიქრობ შემომიშვა თუ არა. ოდნავ ჩაეღიმა დემეტრეს სესილის გახარებულ მზერაზე. ზარის ხმაზე მისაღებიდან ლიზი გამოიქცა , ლევანიც უკან გამოჰყვა, სამზარეულოან თავი სალომემ გამოყო და ჰოლში მოყრილ მეგობრებს გადახედა -გამარჯობათ მე ლიზი მქვია. ხელი გაუწოდა მამაკცს რომელსაც ორივე ხელი დაკავებული ჰქონდა.საჭმელ-სასმელი სესილის გაუწოდა და ბავშვთან ჩაიკუზა. -მე დემეტრე ანგელოზო. ცხვირზე თითი დაჰკრა და მკლავქვეშ ამოჩრული დიდი კურდღელი მიაწოდა -ეს მეე? ნახე დეე რა მომიტანა დემეტრე ბიძიამ, აუ რამაგარია, ნახეე. აჟიტირებულიყო ბავშვი და ადგილს ვერ პოულობდა მერე თხელი ხელები მამაკაცს მოჰხვია და პატარა ტუცებით ლოყაზე რამოდენიმეჯერ აკოცა -დიდი მადლობა . სიხარულისგან გარინდულმა დაიჩურჩულა და ისევ კურდღელს მიეხუტა. სესილიმ დემეტრე შემოატარ -რად გინდოდა ამდენი რამის ყიდვა. სალაპარაკოდ თემას ეძებდა. -სავახშმოდ. ერთი სიტყვით მოუჭრა . სალომე სამზარეულოდან გამოფარფატდა -ვაა რძალო,შენც აქ ხარ? გადაკოცნა სალომე , გოგონამ სესილის ჩაბღაუჭებული პარკი გამოართვა და უკან სამზარეულოში დაბრუნდა, სალომეს ლევანიც გაჰყვა და მდუმარე წყვილი მარტო დატოვეს. უხერხული სიჩუმე ჩამოწვა, არცერთი არღვევდა გამაბრუებელ სიჩუმეს მაგრამ ორივე ხვდებოდა რომ დროიყო რაღაც ეთქვათ. -მოდი დაჯექი. სესილიმ მისაღებში მიიპატიჟა დემეტრე და სავარძლისკენ მიუთითა. -ნახევარ საათში იქნება ვახშამი. მის წინ მოკალათდა და ოთახიდან ახლადგამოვარდნილ ლიზის დაუძახა -დედიკო, წადი დაიძინე გვიანია. კოსა და ნაწნავები დაუშალა და თმებზე წაეთამაშა. -მოდი ერთი ჩემთან ჭინკა. ახლა დემეტრემ აიღო ინიციატივა ბავშვთან ლაპარაკისა ლიზიმ მამაკაცის დაძახებაზე უცებ მიირბინა და კალთაში ჩაუხტა. არასდროს ენახა სესილის რომ ლიზი ასე თბილად შეხვედროდა უცხო მამაკაცებს, მაგრამ ლევანი და დემეტრე განსაკუთრებულად მიიღო. დემეტრეს კალთაში იჯდა და ბაღის ამბებს უყვებოდა, სესილის სიხარულისგან პართედ გაეღიმა და ხმას ვერ იღებდა ამ სცენის შემყურე, მერე საათს რომ გახედა და 11 მა დაჰკრა ლიზი წამოაყენა და დატუქსა -რომელი საათია ლიზი, დროზე წადი დაიძინე. შეპარვითი სერიოზულობით უთხრა ბავშვს. -კარგი ნუ უბრაზდები ბავშვს ჩემი ბრალია მე გავართე. დაიცვა დემეტრემ -ხო დედიკო, წავალ ეხლავე ერთი წუთით. ისევ დემეტრესკენ გაიქცა მაგრად მოეხვია და ყურში რაღაც უჩურჩულა, მერე დედასაც აკოცა და საძინებლის კარი გაიხურა. 10 წუთში სესილიმ ფრთხილად შეაღო კარი, ლიზის კურდღელთან ჩახუტულს ჩასძინებოდა, გადასაფერებელი გადააფარა და ჩუმად გამოიხურა კარი. ამასობაში კერძიც მომზადდა, სესილიმ და სალომემ მაგიდა გააწყვეტს 4 კაცზე და ბიჭებსაც დაუძახეს. მართალია უკვე 12ის ნახევარი ხდებოდ მაგრამ არცერთს არაფერი ეჭამა და გემრიელად შეექცნენ ვახშამს, დემეტრეს მოტანილ წითელ ღვინოსაც დასწვდნენ, ლევანიმ ღვინის ბოკალები გაავსო და ჩამოარიგა. -ესეც ჩვენს გაცნობას გაუმარჯოს. პირველი ჭიქა ასწია ლევანიმ და დანარჩენებს მიუჯახუნა. სესილი და დემეტრე გვერდიგვერდ იჯდნენ, მათ პირდაპირ სალომე და ლევანი იჯდნენ, ხელები ერთმანეთში აეხლართათ და დროს იპოვიდნენ თუ არა ერთმანეთს კოცნით ატკბობდნენ. -სად აპირებ დასასვენებლად წასვლას?გადაუჩურჩულა დემეტრემ როდესაც მიხვდა რომ ლევანის და სალომეს მათთვის აღარ ეცალათ. -იტალიაში მივდივარ ორი კვირით. რაც შეიძლებოდა ჩუმად ამოიგმინა და ღრმად ამოისუნთქა დაგროვილი ნახშიროჟანგი რომელიც ასე აწვალებდა. ამის გაგებაზე რაღაც ჩასწყდა დემეტრეს, თითქოს იმედგაცრუება იგრძნო, თავიდან ვერ მიხვდა რატომ, ქვეცნოებიერად ისიც იფიქრა ფული ალბათ ამაში სჭირდებოდა და დაღონდა რადგან სესილი ასეთი არ ეგონა.. მეტი აღარფერი უთქვათ, სესილიმ ერთი ორჯერ რაღაც ჰკითხა , მაგრამ მოკლე და ცივი პასუხების მერე არც მას გამოუჩენია ინიციატივა. 1ამდე ჩუმად იჯდნენ და სალომეს და ლევანის ჟღურტულს უყურებდნენ ღიმილით აკრული სახეებბით.. მერე ნელ-ნელა დაიშალნენ. -გავაცილებ და მოვალ. წინ წასულ შეყვარებულ გაეკიდა სალომე. სესილი კართან იდგა და მის პირდაპირ მდგომ დემეტრეს უყურებდა -არაფერი გაქვს ჩემთვის სათქმელი სესილი? ხმა საგრძნობლად დაბოხებოდა და გამკაცრებოდა, ბოლო იმედს ეჭიდებოდა ალბათ ამ სიტყვებით -რას გულისხმობ? თავი მოიკატუნა სესილიმ -კარგი დაივიწყე.. მადლობა გემრიელი ვახშმისათვის..ნახვამდის ეს სიტყვები უფრო სამუდამოდ დამშვიდობებას გავდა ვიდრე დროებითს. თვითონაც ეცინებოდა თავის ბედზე, აქ მოსვლამდე წამებს ითვლიდა ახლა კი გაქცევა უნდოდოა იმდენად შორს რომ სესილი ააღარ ენახა, თიტქოს გულიც აუცრუვდა ქალზე, რომელიც მართლა ვერ გარკვეულიყო რას მოითხოვდა მისგან დემეტრე. სესილიც ჯერ კიდევ დღის განმავლობაში მომხდარ მოვლენებზე ფიქრობდაა, დემეტრეს სიტყვებზე, მასთან პირველ ჩახუტებაზე და იმხელა მნიშვნელობას ანიჭებდა გონებაში არ წარმოედგინა რას შეეძლო დემეტრე ასე შეეცვალა, ისიც კი იფიქრა იქნებ შვილი რომ მყავს და ქმარს გაშორებული ვარ იმან შეაშინაო და თვი რომ არ აეტკიებინა ისედაც დაგროვილი ფიქრებით ამ აზრს დასჯერდა. * გაიქცა, მხდალივით ისე გაიქცა უკან არ მოუხედავს, ლევანი მანქანით გაუშვა, თვითონ "გავისეირნებო" და სანაპიროს დაუყვა, აქა იქ შემორჩენილი მტკვრის ჭუჭყს აკვირდებოდა და ხალხის სიბინძურეზე ფიქრობდა, არა ფიზიკურ არამედ სულიერზე, გამორიყულ ნარჩენებს თვალს ვერ სწყვეტდა და ასე ეგონა მტკვრის ნაცვლად მის წინ ქალი იდგა, ქალი რომელმაც მოატყუა, ქალი რომელმაც ატკინა, გადააგდო, მიატოვა, და ისევ მეორე ქალი რომელმაც სწორედ იგივე გაუკეთა, მეტიც.. გამოიყენა. და აღემატებოდა ყველა ტკივილს და დარდს ეს ნარჩენები..ხანჯალივით ესობოდა გულში "იტალიაში მივდივარ" . -მერამდენედ. მერამდენედ უნდა მოვტყუვდე ამის დ***ა შ****ი .მუშტი ქვის მოაჯირს დაუშინა და ემოციებისგან რომ დაიცალა ფეხით გაუყვა სახლის გზას.. დილით გაღვიძებულს არც კი ახსოვდა სახლში როდის შევიდა და ლოგინში როგორ შეწვა, ფაქტი იყო ლოგინში ტანსაცმელებით გაგორებულიყო. თვალები მოიფშვნიტა მზის სხივების დაცემაზე და ტანზე მოკუჭული ტანსაცმელი გაიძრო, თავი მოიწესრიგა და იმიტ გაამხენავ რომ ოფისში სესილის არ ნახავდა, თავს შორს დაიჭერდა, თუმცა ფიქრების მეტნაკლებად სჯეროდა რადგან მისი მოხვეული სუსტი ხელების თრთოლვას ეხლაც გრძნობდა კისერზე. ოფისში მივიდა თუ არა კაბინეტში შეიკეტა და საბუთებში ჩარგო თავი ფიქრებისგან რომ დაეღწია , ნაწილობრივ გამოუვიდა რადგან დღის განმავლობაში სესილისსაც არ შეუწუხებია თავი მისი მოკკითხვით. რამოდენიმე ჭიქა ყავის და კოლოფი სიგარეტის სემდეგ მოახერხა და მთელი თვის უზუსტობები მოაგვარა. დრო იყო საზაფხულოდ მომზადებულიყო.. და სესილიც დაევიწყებინა, როგორც სიზმარი.. * მთელი კვირა საბუთებზე და ვიზაზე დარბოდა. ორშაბათი ახლოვდებოდა და იტალიაში წასვლაც გარდაუვალი იყო, დროც აღარ რჩებოდა თითქმის დემეტრეზე საფიქრელად, ხან ღამის 2 საათამდე საბუტებში იძირებოდა ხან მთელი დღე მთვარობებში მოცდას უნდებოდა. რამოდენიმე დღით ადრე ყველა საბუთი ხელში ეჭირა. ორშაბათამდე 3 დღე რჩებოდა.. 3 საშინელი დღე ოპერაციამდე.. და ისიც გაურკვევლი იყო გადაუტანდ თუ არა.. უბრალოდ ცდა ბედის მონახევრიაო და სხვა გზა არც ჰქონდა. ფრენა გამთენიისას 5 საათზე იყო . არ უნდოდა აეროპორტში ვინმე გაჰყოლოდა, სალომე ლიზისთან რჩებოდა სესილის თხოვნით, ოთოს დიდი წინააღმდეგობით მაგრამ ბავშვის დასტურით სალომესთან იქნებოდა ორი კვირით ლიზი. ტაქსისი ნაცვლად ლევანიმ მოაკითხა და დიდი დაჟინების შემდეგ ბარგი საბარგუულში მოათავსა და დედა-შვილი აეროპორტისკენ წაიყვანა. ზუსტად 5 საათზე თვითმფრინავი აფრინდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.