რა ავირჩიო სიკვდილი თუ სიცოცხლე?(თავი 21)
-განგა- ოთახიდან გამოვედი, მაგრამ წამოთ შევჩერდი და ისევ უკან შევბრუნდი. ფული დამჭირდებოდა ადგილზე მისასვლელად. ფული და ქურთუკი ავიღე და სახლის კარი გავიხურე. ეზოს ჭიშკრამდე უპრობლემოდ მივედი, მაგრამ ჭიშკარს როგორ გავცდებოდი, ეს უკვე აღარ ვიცოდი. დაცვამ გამაჩერა... ამას ველოდი... -ეზოდან ვერ გახვალთ, უკაცრავად.- მითხრა ორი დაცვიდან, ერთ-ერთმა. -მხოლოდ გავისეირნებ.-მხრები ავიჩეჩე.რადაც არ უნდა დამჯდომოდა, მაინც უნდა გავსულიყავი ეზოდან. -მაპატიეთ, მაგრამ ვერ გაგიშვებთ ეზოდან.ბრძანება გვაქვს ასეთი. -ახლა მეორე ბიჭმა მითხრა. -ბრძანება? ვისგან?-შევიცხადე. -ბატონი ცოტნესგან, რა თქმა უნდა. -აჰა, მაშ ასე... თქვენი სახელები მითხარით.-გაბრაზებულმა ვიკითხე და წარბები ზევით ავქაჩე. -რატომ?-გაიოცა პირველმა. -ცოტნეს თქვენს სახელებს ვეტყვი და ელოდეთ რომ დღის ბოლოს სამსახურს დაკარგავთ ჩემი შეზღუდვისთვის.-ხმა მკაცრი და ცინიკური გამიხდა. ბიჟებმა ერთმანეთს გადახედეს. აშკარად ორივე დაიბნა. -აბა, მეტყვით სახელებს? თუ აპირებთ კარი გააღოთ? თქვენი სიმშვიდისთვის შეგიძლიათ რომელიმე გამომყვეთ გარეთ. მხოლოდ გასეირნებას ვაპირებ.- ბიჭებს დაფიქრების საშვალებას არ ვაძლევდი. -კარგით. მე წამოვალ თქვენთან ერთად.-მითხრა მეორე ბიჭმა. -ოჰ, დიდი მადლობა.- ვთქვი და თავმობეზრებულმა თვალები ავატრიალე. როგორც იქნა კარი გააღეს და ჭიშკრიდან გავედი. ახლა მთავარი იყო ამ ბიჭს დავსხლტომოდი ხელიდან. დაახლოებით ნახევარი საათი მივდიოდი და ბოლოს პარკში ჩამოვჯექი. ჩემი დაცვა უკან მომყვებოდა და ისიც პარკში გაჩერდა, ჩემგან ოდნავ მოშორებით. ჯანდაბა! თვალს არ მაშორებდა. როგორ წავსულიყავი? არადა ლანას დრო ეწურებოდა, უნდა მეჩქარა. თვალები მაგრად დავხუჟე და რამის მოსაფიქრებლად ისედაც დაძაბული გონება, ორმაგად დავძაბე. -ერთი წუთით...-გავძახე ჩემს დაცვას. - შეგიძლია, მარკეტიდან წყალი მომიტანო? ძალიან დავიღალე და...-ვთხოვე როცა მომიახლოვდა და ხურდა ფული მივაჩეჩე ხელში. -მე, მარტოს ვერ დაგტოვებთ...-ისევ დაიბნა ბიჭი. ასე 25-26 წლის იქნებოდა. საინტერესია ასეთ ახალგაზრდას, რატომ იყვანდა დაცვის წევრებად ცოტნე. -ოო, კარგი რა... სად წავალ? გზის მეორე მხარესაა მარკეტი, გთხოვ რა დავიხრჩე...- ვთქვი და რამდენჯერმე დავახველე. -კარგით. 2 წუთში აქ ვიქნები. არსად წახვიდეთ. -მომაძახა ბიჭმა. -კარგი.-მეც ვუთხარი და სკამიდან არც კი გავნძრეულვარ. ჩემმა დაცვამ გზა სირბილით გადაკვეთა. გზის მეორე მხრიდან გამომხედა, ალბათ გადაამოწმა ისევ სკამზე თუ ვიჯექი და რომ დარწმუნდა ჩემს „უდანაშაულობაში“, მარკეტში შევიდა. კარს უკან გაუჩინარდა თუ არა, სკამიდან წამოვხტი და გზასთან მივირბინე. ჩემს ბედად ტაქსიც გამოჩნდა. ხელი გავუქნიე და გაჩერებულ მანქანაში შევხტი. მძღოლს ჩაჯდიმისთანავე ვუთხარი ვატოს დეიდის სახლის მისამართი და მარკეტის კარს გავხედე.სანამ ტაქსი დაიძრებოდა, დავინახე ჩემი დაცვა როგორ გამოვიდა მარკეტიდან. დამინახა თუ არა მანქანაში მჯდარი, წყლის ბოთლი მაშინვე ხელიდან გაუვარდა და ჩვენსკენ გამოვარდა, მაგრამ მანქანა უკვე გზას მიუყვებოდა და ვეღარ დაგვეწია. უკან ვიყურებოდი და დავინახე როგორ ჩაიწერა ტელეფონში მანქანის ნომერი. როცა საკმაოდ დავშორდით ამ პარკს, უკან ყურება შევწყვიტე და სავარძელში გავსწორდი. ვიცოდი, სადაც მივდიოდი და იქ მისასვლელად დრო დამჭირდებოდა. რამე უნდა მომეფიქრებინა. ლანა უნდა გადამერჩინა. ჩემს თავს არ ვჩიოდი... -ცოტნე- ისევ ბაჩანასთან ვიყავით. ისე გავიდა დრო ვერაფერი ვიპოვეთ, ვერანაირი ხელჩასაჭიდი... ვერც ლადოს და ვერც ვატოს ვერ მივაგენით. ნერვები უკვე პიკზე მქონდა. ერთ საათში ლადო დარეკავდა. უკვე მივხვდი, რომ ჩემმა გეგმამ არ გაამართლა. ლადო ლანას არ დააბრუნებდა თავისი ნებით. ერთადერთი გზა ლადოს პოვნა იყო. ჯონის ტელეფონი აწკრიალდა. მომლოდინე თვალებით შევხედე. „ჩვენი დაცვაა“ მითხრა ჯონიმ და უპასუხა. -რა მოხდა?.. სად? .. ვინ გაუშვა?... ბიჭო, თქვენ სულ გამოშტერდით, თქვენი დედაც...-მწარედ შეიგინა ჯონიმ. მივხვდი, რომ კარგი ამბავი არ უთხრეს და დაძაბული ფეხზე წამოვდექი. -კარგი... ნომერი გამოგზავნე ჩქარა... ტაქსის ნომერი ბიჭო, ნუ გამაგიჯე...-კიდევ ერთხელ დაიყვირა ჯონიმ. ტელეფონი გათიშა და მწარედ შეიგინა. -რა? რა მოხდა?-ვკითხე აღელვებულმა, მაგრამ პასუხის მოსმენა თითქოს არ მინდოდა. -განგა გაიპარა.-მითხრა შეპარვითი ტონით. -რა ქნა? სად გაიპარა, რას ამბობ?- ყურებს არ დავუჯერე. ბრაზისგან გული ყელზე მომებჯინა. -არ ვიცი, ტაქსის ნომერი მაქვს.-ახლახანს მოსულ მესიჯს დახედა ჯონიმ და ბაჩანას გაუწოდა ტელეფონი.- ეს მანქანა უნდა მოვძებნოთ. BMWმარკის შავი მანქანაა, და აი ნომერიც. -ბაჩანაც მაშინვე შეძვრა კომპიუტერში. მე კი გახევებული ვიდექი. სად შეიძლებოდა წასულიყო. მისმა წასვლამ. რაღაც ჩამწყვიტა, რაღაც წამართვა... თოთქოს სხეულიდან რომელიმე სასიცოცხლე ორგანო ამომაჭრეს და ახლა უიმისოდ სულს ვღაფავდი. თითქოს გული ამომაცალეს... ხელი ჯიბეზე ვიტაცე, ტელეფონის ამოსაღებად. მაშინვე სახლის ნომერზე დავრეკე. -გისმენთ.-ეკას თბილი ხმა მომესმა. -ეკა, განგა სად წავიდა?-ჩავძახე ყურმილში. მაშინვე ვიგრძენი ჯონის მზერა. ვხვდებოდი, რომ ამ ორს ერთმანეთი მოსწონდათ. მართალია, ამის დრო არ მქონდა, მაგრამ მაინც ვცადე შედარებით მშვიდად დავლაპარაკებოდი გოგოს. -საძინებელშია. -ხმა ჩაუწყდა ეკას.-ბოლოს იქ იყო ტელეფონი რომ ავუტანე... -ვინმე ურეკავდა? რა ტელეფონი?-გავაწყვეტინე. -კი. მთელი საღამო ვიღაც კაცი რეკავდა და განგას კითხულობდა. არ ვიცი ვინ იყო.-ხმა უკანკალებდა ეკას. მაინც რატომ ეშინოდა ასე, ამ გოგოს ჩემი? -კარგი. სახლში ყველა კარგად ხართ? -კი. -არ თქვა რომ განგა სახლში არაა, გაიგე? თიკომ არ უნდა ინერვიულოს მეტად. არც ლილის უთხრა და არავის საერთოდ. გასაგებია? -კი გასაგებია. პასუხი გავიგე თუ არა გავთიშე. ბაჩანას და ჯონის შევხედე. ჯონი ბაჩანას რაღაცას მიუთითებდა ეკრანზე. -აბა ეს გაადიდე...-უთხრა ჯონიმ ბაჩანას და ერთ-ერთ ვიდეოს ჩანაწეზე მიუთითა. ბაჩანამაც მაშინვე გაადიდა გამოსახულება. მანქანა შუქნიშანთან იდგა. -ისაა ბიჭო, ის მანქანაა. მგზავრიც ჰყავს, მაგრამ ეს განგაა? არ ჩანს კარგად. -რომელ ქუჩაზეა?-დავსვი კითხვა. ახალი იდეა დამებადა. -აღმაშენებელზე..-მიპასუნა ბაჩანამ. მას ასეთ სერიოზულს მხოლოდ მაშინ ვხედავდი, როცა საქმეში იყო ჩაფლული. ჩვენგან შორს არაა. ჩვენ წერეთელზე ვიყავით. მაშინვე მაგიდაზე მიგდებულ მანქანის გასაღებს და მობილურს დავწვდი. -სად მიდიხარ?-გამაჩერა ჯონიმ. -შორს არაა, დავეწევი. -ისევ კიბისკენ წავედი. -მოიცადე, მალე ლადო დარეკავს, არ უნდა უპასუხო? -მაგის დედაც... ლადო განგას ელაპარაკა დღეს ტელეფონით და გოგო ახლა მასთან მიდის. არ გავუშვებ ჯონი. მეტ ტკივილს ვეღარ მიაყენებს. -ავყვირდი. ტელეფონზე ვუპასუხებ კი არა მივაკითხავ სადაცაა და ვანანებ საერთოდ რომ გაჩნდა. ვანახებ ვისთან აქვს საქმე. -კიბისკენ შევბრუნდი და ავირბინე.-ხაზზე იყავით და მითხარით საით წავა ტაქსი. მანქანაში ჩავჯექი და ადგილს მოვწყვიტე. ქუჩები გადატვირთული იყო. შეძლებისდაგვარად სწრაფად მივდიოდი, მაგრამ არა ისე, რომ განგას დავწეოდი. ხელებს მოუსვენრად ვაკაკუნებდი საჭეზე *** მთაწმინდის აღმარტებს მივუყვებოდი მთელი სისწრაფით. ხელში მობილური ავიღე და ჯონის დავურეკე. -გისმენ.-მომესმა ჯონის ხმა. -სადაა? გზიდან ხომ არ გადავიდა? -არა, ცოტნე. მის უკან ხარ დაახლოვებით 800 მეტრი გაშორებთ. -ბაჩანა, გადაამოწმე ვატოს ხომ არ აქვს მთაწმინდაზე სახლი. ჯონი, ადგილზე რომ მივალ, პოლიციაში დარეკავ და იტყვი, რომ ბავშვია გატაცებული და მისამართს ეტყვი.- გავეცი ბრძანება. -კარგი ცოტნე. მეც წამოვალ მანდ.-მითხრა ჯონიმ. -არაა საჭირო მანდ იყავი და ისე მოიქეცი როგორც საჭიროა. ხო მართლა, ანონიმური ზარი შევიდეს პოლიციაში და უთხარით, ნარკოტიკების რეალიზაციას ვინ უდგას სათავეში. მადრიდის საბანკო ანგარიშს არ შეეხოთ. და ლონდონის და პარიზის ბანკებიდან გადმოტანილი ფული, უკან დააბრუნეთ ლადოს ანგარიშზე. ეს ფული მტკიცებულებაა, ბუნძური საქმით მოპოვებული ფული, უნდა იყოს საქმეში. -კარგი. -ბაჩანამ მიპასუხა. -ჯონი, მიშოს დაურეკე და უთხარი რომ უკვე მჭირდება. ამ საქმეს მოკიდოს ხელი და არ დაუსხლტეს არავინ საზღვარზე. უთხარი, რომ ხვალ აპირებენ საზღვარზე ნარკოტიკების გადმოტანას და კარგი იქნება ფაქტზე თუ აიყვანენ თანამზრახველებს. არავინ უნდა გამოძვრეს. და კიდევ თიკოს ამბავსაც მიხედოს. მალე მისი „გაცოცხლება“ მოგვიწევს-ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე. მიშო ჯონის ბიძაშვილი იყო და ჩემი მეგობარი. მასაც ჯონივით ბავშვობიდან ვიცნობდი. მიშო, პოლიციელი იყო. სწორედ მისი დახმარებით შევძელი, თიკოს „გარდაცვლილად“ გამოცხადება და ისვე დამეხმარებოდა, რომ მომეგვარებინა მისი „გაცოცხლების“ ამბავი. ტელეფონი აწკრიალდა. ჯონი რეკავდა. -გისმენ.-ვუპასუხე. -შენგან 300 მეტრში განგა ჩამოვიდა და წითელ სახურავიან სახლში შევიდა. სახლის ნომერია 35. -კარგი.-ვუპასუხე. -ცოტნე...-დამიძახა.-ფრთხილად იყავი.-მითხრა დაძაბული ხმით. -კარგი.-გამეღიმა. ვიცოდი, ჩემი მეგობარი ჩემზე ღელავდა.- შენ საქმეს მიხედე. რომ გამითიშავ, პოლიციაში დარეკე. დიდხანს მასთან რომ დავრჩე, ვიცი შემომაკვდება. 35 ნომერ სახლს მივუახლოვდი. მანქანა მოშორებით გავაჩერე. სახურავს ავხედე ყოველი შემთხვევისთვის, წითელი იყო... მანქანის ერთ-ერთი სათავსოდან იარაღი ამოვიღე, რომლის ტარების უფლებაც მქონდა და ქამარში გავირჭე. ღრმად ჩავისუნთქე და კარი გავაღე. -განგა- ტაქსიდან გადმოვედი და სახლს თვალი მოვავლე. აქ დაახლოვებით ნახევარი წლის წინ ვიყავი. მაშინ ისეთი ბედნიერი ვიყავი... თავი სამყაროში უბედნიერეს ადამიანად მიმაჩნდა, მხოლოდ იმიტომ, რომ მყავდა ლადო. სწორედ ამ დღეს მთხოვა ხელი და იმ ეტაპზე მართლა არავინ იყო ჩემზე ბედნიერი... თვალებში ცრემლი ჩამიდგა. რა მოჩვენებითი ყოფილა ყველაფერი. როგორ ჩამომექცა თავზე, სიხარულით ნაშენი ბედნიერების კოშკები... თავი გავაქნიე, თითქოს მწვალებელი ფიქრები თავიდან მოვიშორე და სახლის კართან მდგარმა, ზარის ღილაკს დავაჭირე ხელი. გული ისე მიცემდა, რომ მისი ხმა არემარეს აყრუებდა. ნერვიულობით მუცელი მტკიოდა... კარი ლადომ გააღო.მის დანახვაზე შევცბი. არ ვიცი, სხვას რას ველოდი აქ რომ მოვდიოდი? თუმცა, მთელი გზა ლანაზე ვფიქრობდი და არა ლადოზე. სხეული გამეყინა. ბოლო ერთი თვე, მაშინვე კუთხეში მიიკუნტა ჩემს მეხსიერებაში და წინა პლანზე ლადოს მონა მორჩილი განგა წამოვიდა. მისმა მზერამ მომხარა, მომდრიკა და ისევ ძველ განგად მაქცია. ლადომ ხელი მომკიდა და სახლში შემიყვანა. ხელი მანამდე არ გამიშვა, სანამ უზარმაზარ მისაღებში არ შემიყვანა. თვალს არ ვაშორებდი. თავზე წამომდგომოდა და თვითონაც მიყურებდა. მის თვალებში ერთდროულად ბრაზს და სიხარულს ვხედავდი... ვცახცახებდი, მაგრამ თვალებში შევცქეროდი. -ლანა სად არის?- ნერვიულობისგან ხმაც ჩამვარდნია და ეს სიტყვები თითქოს ჩურჩულით ვუთხარი. -მომენატრე. -მკლავზე ხელის ზურგი ჩამომისვა. -ლანა სად არის?-კითხვა გავიმეორე და თან მთელი ძალით ვცდილობდი სხეული მომეთოკა, რომელიც ლადოს ხელებისგან გაქცევას ლამობდა. -სახლში.-მითხრა და ერთი ნაბიჯით კიდევ მომიახლოვდა. ახლა მასთან ძალიან ახლოს ვიდექი. ხელი ახლა ჩემს თმას ჩამოუსვა. უსიამოვნო შეგრძნებამ მთელ სხეულში დამიარა. -ვის სახლში?-არ ვეშვებოდი. ხმა მიკანკალებდა. -ვატომ ცოტნეს სახლში მიიყვანა. იმ სახლში სადაც ჩემგან გაქცეული იმალებოდი.- ამ სიტყვებზე, ლოყაზე ხელი ჩამომისვა, მერე კი სწრაფად მიმიხუტა მკერდზე. ღმერთო, არა!.. მისი შეხებისგან ცუდად ვხდებოდი, საკუთარი თავი მეზიზღებოდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ისევ შეხების უფლებას ვაძლევდი, რომ საკუთარი ხელით არ ვკლავდი... -შენი არ მჯერა.-ამოვთქვი სუნთქვაშეკრულმა. -მე შენ არასოდეს მომიტყუებიხარ.-მითხრა და ჩემს თმაში ჩარგო ცხვირი. ვეღარ ავიტანე... ხელი მკერდზე მივარტყი და უხეშად მოვიშორე. უკან დავიწიე ორი ნაბიჯით და ხელებდამუშტელმა დავიყვირე. -გაცნობის დღიდან, ქორწილის დღემდე მატყუებდი. ყოველ სიტყვას, ყოველ კოცნას მატყუებდი... ყოველი მოქმედებით, ყოველი საჩუქრით, ყოველი გაღიმებით მატყუებდი ლადო. რა გინდა? თავს რატომ არ მანებებ?-თვალებიდან ცრემლები გადმომცვივდა. ჩემი თავის მიკვირდა, ამდენს რომ ვბედავდი. -მიყვარხარ.- თვალებში მიყურებდა. არ ვიცოდი ამაზე რა უნდა მეთქვა. ერთი ხელი მუცელზე მივიჭირე და ერთი ტუჩებზე ავიფარე სუნთქვა შეკავებულმა და თვალი ავარიდე. არ ვიცი, ალბათ რეაქციას ვმალავდი. ამაზე საშინლად თავი როდის ვიგრძენი? -ვმწუხვარ, რომ შენს გვერდით არ ვიყავი, როცა ჩვენი პატარა დავკარგეთ.-მოსწვდა ჩემს სმენას მისი ხმა. მაშინვე შევაფეთე მზერა. ეს საიდან იცოდა? ბავშვის გახსენებამ უკვე მეათასედ მომკლა. შიგნიდან წვა ვიგრძენი. გული ამტკივდა და საშინელი სიცარიელე კიდევ ერთხელ ვიგრძენი. -ის მხოლოდ ჩემი შვილი იყო. მხოლოდ ჩემი...-ვთქვი ჩურჩულით. ძალიან ნელა მომიახლოვდა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია. თითქოს ყველა ემოცია გამორთული მქონდა. უბრალოდ აღარაფერს ვგრძნობდი. არც სიყვარულს, არც შიშს, არც ზიზღს, არც ტკივილს... საერთოდ არაფერს, გარდა ერთისა... სიძულვილს ვგრძნობდი... -არა განგა, ჩვენი შვილი იყო.- დაიხარა და ძალიან ნელა მომწვდა ტუჩებზე. გახევებული ვიყავი. თვალებ გახელილი შევყურებდი ლადოს და ველოდებოდი როდის დაამთავრებდა ჩემს კოცნას. ვერაფერს ვგრძნობდი, გარდა იმისა რომ დაღლისგან მუხლები მეკვეთებოდა და ლადო მძულდა. მთელი არსებით მძულდა. მოსწყდა თუ არა ჩემს ტუჩებს და თვალები გაახილა, დავინახე როგორ ზეიმობდა გამარჯვებას. ზეიმობდა იმას, რომ მასთან დავბრუნდი. თუმცა მე უკან გადავდგი ნაბიჯი . -რომ იცოდე როგორ მძულხარ, როგორ მეზიზღები... სულით ხორცამე მძულხარ.-თვალი არ მომიშორებია, ისე წარმოვთქვი წყნარად. წინადადება დავასრულე თუ არა, ვიგრძენი როგორ ამეწვა სახე და თავი უკან გადამივარდა. წავბარბაცდი, მაგრამ არ დავცემულვარ. გამარტხა. კიდევ ერთხელ ასწია ჩემზე ხელი, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ლოყა მეტკინა და არა გული. სახეზე ჩამოშლილი თმა გადავიწია, ისევ შევხედე და გამეღიმა. უკან ორი ნაბიჯი გადმოვდგი და სახლიდან გასასვლელი კარისკენ გავემართე. არ ვიცი რა დამემართა, საიდან მომეცა ამხელა გამბედაობა. დავკარგე ყველანაირი გრძნობა და ემოცია. ვერაფერს ვგრძნობდი, როცა ზურგს უკან ჩემი სახელის ყვირილით მომყვებოდა ლადო. მხოლოდ მაშინ შემიფრთხიალდა გული, როცა შემონგრეული კარის უკან, ცოტნე დავინახე სახე შეშლილი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.