შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა ავირჩიო სიკვდილი თუ სიციცხლე?(თავი 17)


4-11-2015, 23:16
ავტორი chica sol
ნანახია 4 328

-ცოტნე-
მე და ჯონი ისევ ბაჩანას „სარდაფში“ ვისხედით. ლადოს ზარამდე 5 წუთით ადრე ჩავრთეთ ტელეფონი და კონპიუტერთან მივაერთეთ. ზუსტად 6საათზე ზარიც შემოვიდა.
-ლადო, კიდევ ერთხელ შექება ჩემგან პუნქტუალურობისთვის.-მისალმების გარეშე დავიწყე ისევ მის
ნერვებზე თამაში. -აბა, ახლა მითხარი, შეასრულე ჩემი თხოვნა და ვიდეო გააგზავნე იქ სადაც საჭიროა?
-არა ნაბი*ვარო, არ გამიგზავნია.-მითხრა კრიჭაშეკრულმა.
-მერე და რატომ? მე ხომ გთხოვე არა? კარგი, მოდი დაგეხმარები, ახლა შენს იმეილზე მოვა მისამართი, სადაც გადაგზავნი ვიდეოს. დარწმუნებული ვარ იმიტომ არ გაგზავნე აქამდე, ადრესატი ვერ შეარჩიე. არა?-ბაჩანას გავხედე, რომელიც უკვე აგზავნიდა ლადოს იმეილხე ადრესატის იმეილს.- ბატონი ვახტანგი სად ბრძანდება?
-აქაა...- მოკლედ მიპასუხა.
-მიიღე ხომ ადრესატის იმეილი. მიდი გააგზავნე გელოდები...
-არა...
-მოდი უბრალოდ შენს დარწმუნებას შევეცდები. განვაგრძოთ წინა საუბარი... რას მეუბნებოდი ჩენი ცოლი სადააო?
-.......- პასუხი ვერ მივიღე.
-კარგი დაგეხმარები. შენ მითხარი რომ განგა შენთანაა სახლში. ხომ ასეა?
-..........-ისევ სიჩუმე.
-მიპასუხე!-ბრაძაბენა გავეცი.
-კი სახლშია.-ყრუდ მიპასუხა.
-მაინტერესებს, ეს გოგო როგორ ახერხებს ერთდროულად ორ ადგილზე ყოფნას? ჯადოქარია? სახლში რომ მივალ, აუცილებლად ვკითხავ.-ირონია გავურიე ხმაში.
-რა თქვი შე ნაბი*ვარო? რა თქვი? გაიმეორე!-ლადოს ღრიალი ტელეფონის ყურმილს ხეთქავდა.
-ნუ ღელავ, ლადო. კარგად ვექცევი...იმაზე კარგად ვიდრე შენ...-მშვიდად ვუთხარი. -ვახტანგ შენთა კითხვა მაქვს. შენ იცოდი როგორ ექცეოდა ლადო თავის საყვარელ ცოლს? 20 წლის გოგონას, რომელიც სიყვარულით მისთხოვდა შენს ნაბი*ვარ მეგობარს?
-.......-პასუხად მხოლოდ რაღაცის დალეწვის ხმა გავიგე.
-რა თქმა უნდა იცოდი... რა თქმა უნდა... -მუშტები შევკარი სიმწრით.- ახლა ორივემ მომისმინეთ. ეს ვიდეო არაფერია იმასთან შედარებით რაც ვიცი თქვენს შესახებ.
-თქვი, რა გინდა ბოლოსდაბოლოს...-ვატოს თავშეკავებული ხმა მომესმა.
-ოო, ნუთუ ვერ მიხვდით აქამდე? სამართლის აღდგებას ვცდილობ, ჩემივე წესებით. ვცდილობ, ამ ცოდვიანი დედამიწას, თქვენნაირი ბინძური ნაბი*ვრები მოვაშორო... ჩემი ვინაობა გაინტერესებთ? მალე ამასაც გაიგებთ, ყველაფერი ნათელი გახდება და შენ ვახტანგ, პირველ რიგში შენ, ინანებ ჩემს ოჯახს რომ მიუახლოვდი, შენ კი ლადო, შენ... შენ...გპირდები რომ მარტოობაში ამოგძვრება ეგ დამპალი სული...- თავის გაკონტროლება ძლივს შევძელი რომ ახლავე არ დამესრულებინა ყველაფერი. დროულად გავჩუმდი.
-განგა სად არის?-ლადოს ხმა მომესმა რამდენიმე წამის შემდეგ.
-იქ სადაც მისი ადგილია. თვალით ვეღარ ნახავ, პირობას გაძლევ, ახლოს ვეღარ გაეკარები.-ტვინში სისხლი მექცეოდა, ლადოს ბინძური პირიდან, განგას სახელი რომ მესმიდა.
-ის ჩემი ცოლია და ჩემთან უნდა იყოს.-ისევ მშვიდად მითხრა.
-ფაქსი შეამოწმე ლადო. -მეც მშვიდად ვთქვი. ხმაური მესმოდა, როგორც სჩანს სკამიდან წამოდგა და ტელეფონს მოშორდა. ერთი წუთიც არ იყო გასულ ისევ მობრუნდა უკან.
-ეს რა არის?-გაბრაძებული ხმით ჩამძახა ყურში.
-ტონზე გამჩნევ, რომ მიხვდი რაც არის და მეც დაგიდასტურებ. ეს გაყრის საბუთების, შენ და განგა შორდებით ერთმანეთს. ხელი მოაწერე! -ვუბრძანე.
-რა?- სიცილის ხმა მომესმა. ნერვიული სიცილის...-შენ გგონია რომ ამას ხელს მოვაწერ? განგა ჩემი ცოლია და მაშინ დავშორდებით ერთმანეთს, როცა ეს მე მენდომება. რა გგონია ამ ვიდეოთი დამაშინებ?
-არა მარტო ამით. გაგანადგურებ ლადო და შენს ფეხების მლოკავ ვახტანგსაც ზედ მოგაყოლებ. ახლავე მოაწერ ხელს მაგ საბუთებს და განგას გაშორდები ოპიციალურად. ამ შემთხვევაში ამ საკითხს ისე დავხურავთ, რომ არ მოგიწევს სასამართლოს წინაშე პასუხისგება. არ გახმაურდება გაიგე?
-მკი*ია რა გახმაურდება და რა არა... ან საერთოდ მკითხე, შენ თუ მოესწრები მაგ დღეს? გავიგებ ვინ ხარ და ისეთ დღეში ჩაგაგდებ, შემეხვეწები რომ მოგკლა.-ხმამაღლა ყვირილს არ წყვეტდა.
-ლადო, შენს ბანკის ანგარიშებს გადახედე მიდი... ყველას...- მშვიდი ხმით ვუთხარი. მისი წყობიდან გამოსული ხმა მახვედრებდა, რომ ჩემს ხელში იყო.
-რა? -ახლა უკვე ვატოს გაიცებული ხმა მომესმა.-რა ქნას?
- ბანკის ანგარიშენს გადახედე მალე, დროს მაკარგვინებთ.-მკაცრად ვთქვი.
-მერე? -ისევ ვატოს ხმა მომესმა.
-მერე? ახლა გავიგებთ რამდენად უღირს ლადოს თავის მეუღლესთან გაყრის გაუქმება. ვნახოთ აიტანს თუ არა უფულობას. მოკლედ, ჯერ საქართველოს ბანკებში არსებულ ფულს მივხედოთ.- ბაჩანას თვალით ვანიშნე და მანაც დაიწყო ლადოს ანგარიშიდან ჩემს ანგარიშზე ფულის გადმოტანა. - და აი, ახლა მე უკვე 2500 დოლარით გავმდიდრდი და ვაპირებ ჩემს ანგარიშს კიდევ შევმატო თანხა.-წამოვიძახე, როცა ერთი ბანკიდან გადმორიცხული ლადოს ფული, ჩემს ანგარიშზე დაჯდა.
-შე ნაბი*ვარო, ჩათვალე მკვდარი ხარ.-ლადოს გაცეცხლებული ხმა მომესმა.
ბაჩანამ მანიშნა, რომ მეორე ანგარიშიდან უკვე გადმოჰქონდა ფული ჩემს ანგარიშზე. ამ დროს ვატოს ხმას მესმოდა, და სიტყვები გაჭირვებით გავარჩიე. „ შენი ანგარიშიდან ფული გადადის ფარულ ანგარიშზე, ვერაფერს ვაკეთებ ლადო...“
-აი, უკვე 50% , 60%, 65%...-ვუთვლიდი ლადოს პროცენტებს და უფრო მეტად ვაღიზიანებდი.-ესეც 100%, ლადო და შენი ანგარიშიდან, ჩემს ანგარიშზე გადმოვიდა ფული. აბა? გავაგრძელო თუ აპირებ რაიმე ისეთის გაკეთებას, რომ გავჩერდე?
-წადი შენი...-ჩამყვირა ყურში.-ჩათვალე მკვდარი ხარ, გესმის? მკვდარი ხარ.
-ანუ დავიწყო ახალი გადმოგზავნა. დიდი მადლობა ლადო, მატერიალურად ძალიან მეხმარები...- გავიცინე.
მე ვიცინოდი, ის კი იგინებოდა. მესამე და მეოთხე ანგარიშიდან ფული გადმოვიდა ჩემს ანაგარიშზე, მაგრამ ლადოსგან დათმობას ვერ ვიღებდი, ამიტომ საზღვარგარეთის ბანკებზე დაგადავედით. ბაჩანას წყალობით ლონდონისა და პარიზის ბანკებიდანაც უპრობლემოდ გადმოვიტანეთ ფული და ბოლოდ მადრიდის ბანკს რომ მივადექით, სადაც ყველაზე მეტი თანხა ინახებოდა, ვატოს ყვილილმა გაგვაჩერა.
-მოაწერე ხელი ბოლოს და ბოლოს. შენი და განგას ქორწინება, გესმის? აქ ჩემი ფულიცაა და არ ვაპირებ, რომ მთელი თანხა თქვენს გამო დავთმო. მოაწერე ხელი...
-ჭკვიანურია ვახტანგ...-ჩავერთე მეც.
-მოკეტე...- არ ვიცი, რომლის მიმართულებით დაიყვირა ლადომ, ალბათ უფრო ჩემი, რაც დიდად არ მესიამოვნა.
-არ ხარ იმ მდგომარეობაში ჩემთან ხმას უმაღლებდე...-მეც დავიღრიალე. - უკვე ყელში ამომივიდა თქვენთან თამაში. სხვა საქმეებიც მაქვს. მოკლედ, ახლა კარგად უყურეთ, როგორ გამოგეცლებათ ეს ფული ხელიდან და როგორ დარჩებით კაპიკების ამარა... -ვთქვი და ბაჩანას ვანიშნე, გადმოტვირთვა დაიწყე-მეთქი. მანაც ჩართო.
-გაჩერდი, გაჩერდი.-დაიყვირა ვატომ.- მოაწერს ხელს, გესმის? მოაწერს. დრო მოგვეცი ცოტა, გთხოვ...-მევედრებოდა.
-კარგი, იყოს ასე. დრო გაქვთ ხვალამდე. ხვალ დილის ათზე დამირეკავთ და მეტყვით, რომ საბუთთებზე ხელი მოწერილია და ფაქსით გამოგზავნით გასაგებია?
-კარგი ასე ვიზავთ.-ისევ ვატომ მიპასუხა.
-თქვენი ანგარიში დაბლოკილია და არ ეცადოთ ფულის მოხსნას. დროს ტყუილად დაკარგავთ.
მეტი აღარაფერი მითხვამს ყურმილი დავკიდე. ბაჩანამ ტელეფონი გამომართვა, გათიშა და ნაწილებად დაშალა.
-ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის? -მკითხა ჯონიმ.
-ხო, ასეც ვფიქრობდი. ვიცოდი, რომ ამით გავტეხავდი იმ ნაბი*ვრებს.- სავარძელში ღრმად ჩავეხეთქე და თავზე ნერვიულად გადავისვი ხელი.


***
ლადო გაცეცხლებული ყველაფერს ლეწავდა თავის კაბინეტში, ვატო კი უხმოდ იჯდა სავარძელში და თვალყურს ადევნებდა. იცოდა, რომ მალე დაწყნარდებოდა მეგობარი და უბრალოდ ელოდებოდა. ბოლოს დაბალი შუშის მაგიდა სკამით ჩალეწა ლადომ და კბილების ჭრიალით დაეშვა თავის სავარძელზე. სახე სიმწრით თუ დაღლილობით გასწითლებოდა და ღრმად სუნთქავდა.
-მოვკლავ, ვიპოვი და მოვკლავ...-ისევ იმეორებდა ამ სიტყვებს.
-გეყოფა რა ძმურად...-შეუტია ვატომ.-ხომ ხედავ, სამი დღეა მხოლოდ ამის ძებნაში ვართ, მაგრამ კვალზეც კი ვერ გავედით. არ ვიცი ვინაა ეს ნაბი*ვარი, მაგრამ მაგრად კი დაგვი**ია. დაგვტოვებს ფულის გარეშე ტო...
-რა ფული ბიჭო? ვის ადარდებს ახლა ფული?-ისევ წამოვარდა ლადო.
-აუ, დაჯექი რა კაცურად, ნერვებს ნუღარ მიშლი. რა, რა ფული ტო? მთელი ფული მას აქვს უკვე. ამას კი აღარ მივცემთ. მოაწერე ხელი და გააგზავნე ეგ განქორწინების საბუთები.-ხელი აიქნია ვატომ.
-შენ სულ გამ******ი ბიჭო? არ გავშორდები, განგა ჩემი ცოლია.-ისევ აფეთქდა ლადო.
-მართალია შენი ცოლია და არა ჩემი. მე თქვენს გამო ფულს ვერ დავკარგავ და ვერც ამის გამო ვხეხავ ციხის კედლებს. ისედაც შარში ვარ შენს გამო.თუ ეს ტიპი, განგას გაუპატიურების ამბავს არ გახეთქავს, რა ბრალდება დარჩა? მხოლოდ თიკოს ავარიის ამბავი. ესეც არაა განძრახ მკვლელობა. მერე ნაცნობების პონტში, არ მგონია 5 წელზე მეტი მოგცენ. რომ გამოხვალ მერე არ გჭირდება ფული? დაფიქრდი რამდენს კარგავ შენი ვითომ სიყვარულის გამო, დაფიქრდი... -აღარც ვატო უთმობდა.
-მართალი ხარ . მაგრამ არც ასე ადვილად შევარჩენ ამ ამბავს.
-ან შეგვიძლია მოვტყდეთ ამ ფულით. ახლა ამ ანგარიშს ბლოკი ადევს, მაგრამ რომ გაუგზავნი ამ საბუთებს, მოხსნის ამ ბლოკს და ფულის მოხსნას შევძლებთ. ავიღოთ ეს ფული და მოვტყდეთ. ციხის ბაზარი დიდად არ მხიბლავს. -ამოიხვნეშა ვატომ.
-არც მე ვაპირებ წლობით ციხეში ყოფნას. ხვალ გავუგზავნი ამ საბუთებს.-იატაკზე დაყრილი ფურცლები წამოკრიფა ლადომ და სამ ადგილას ხელი მოაწერა.- იცი რა მაინტერესებს? ვინ არის ისეთი, რომ განგას განქორწინების გამო, ამხელა ამბავს ტეხავს? ან საიდან იცნობს განგას, ასე რომ ეხმარება? ვინაა ეს ნაგავი, ერთი გამაგებინა და თვალის დაუხამხამებლად ჩავაძაღლებდი. მთელი ქალაქი გადავაბრუნე და ვერსად ვიპოვე განგა, მეგონა სადმე იყო შემძვრალი და ჩემგან იმალებოდა. ის კი თურმე რას გეგმავს. მას მაინც ვანანებ ამ ამბავს. მოიცადე...-დაიმუქრა ლადომ.
-როგორ?
-არ ვიცი სადაა განგა, მაგრამ ვიცი სად სწავლობს ლანა და სად მუშაობს ქეთი... განგასთვის მიცემულ პირობას აუცილებლად შევასრულებ.-თვალებიდან ბოროტებასა და მრისხანებას აფრქვევდა ლადო
-რა პირობას გულისხმობ?-წარბი შეკრა ვატომ.
-აი ეს კი მე ვიცი... -ჩაიქირქილა ლადომ და სავარზელზე კმაყოფილი სახით გადაწვა.


-ცოტნე-
სახლში ისეთი დაღლილი მივედი, ფეხზე ძლივს ვიდექი. კარში შესვლისთანავე ლილი მომეგება.
-ჩემი ბიჭი მოვიდა...- გამიღიმა.
-საღამო მშვიდობის ლილიკო. რა ამბებია სახლში? თიკო როგორაა? განგა?
-კარგადაა ყველა. თიკო და ლანა მისაღებში არიან, განგა კი თავის ოთახშია მგონი.-მიპასუხა ლილიმ. -სავახშმოდ შენ გელოდით. ეკას ვეტყვი და მაგიდას გავშლით,
-კარგი ლილიკო. ავალ გამოვიცვლი და ვივახშმოთ.-ვუთხარი და კიბეებს ავუყევი.
ჩემს ოთახში შევედი. უკვე სამაოდ თბილოდა, მე კი ისევ თბილი ტანსაცმელი მეწყო კარადაში. თხელი მაისურები ჩემს ძველ ოთახში მქონდა, სადაც ახლა განგა იყო შესახლებული.
აბაზანიდან გამოვედი და და შარვალი ამოვიცვი. მაისურს ხელი დავავლე და დროებით გადავიცვი, სანამ ახალს ავიღებდი განგას ოთახიდან.
მის კართან მისულმა, ფრთხილად დავაკაკუნე, მაგრამ არავინ გამომეხმაურა. კიდევ ერთხელ ვცადე, მაგრამ არც ახლა გამცა ვინმემ პასუხი. ჯერ გამობრუნება დავაპირე, მაგრამ მერე კარი შევაღე და ოთახში შევედი. ეს ხომ ჩემი ოთახია? ალბათ განგა თიკოსთან და ლანასთან ჩავიდა მისაღებში. მერე რა მოხდა, მაისურს ავიღებ და გავალ. ოთახის კარი დავხურე და კარადისკენ გავემართე.
კარადაში მხოლოდ ერთ თაროზე ელაგა ჩემი დაკეცილი თხელი მაისურები, დანარჩენხე კი განგას ტანსაცმელი იყო დაგანაწილებული. ოთახში ისეთი სურნელი ტრიალებდა, სიამოვნებით დავრჩემოდი აქ მთელი ცხოვრება.
სქელი მაისური თავს ზემოდან გადავიძრე და შედარებით თხელით ჩავანაცვლე. უცებ სააბაზანოდან რაღაც ხმა მომესმა. სქელი სვიტერი საწოლზე მივაგდე და ჩუმად გადავდგი. სააბაზანოს კარი ოდნავ იყო შეღებული. ჩუმად მივუახლოვდი და ისე შევიხედე კარს მიღმა, რომ არ შევხებივარ არაფერს. სააბაზანოში განგა იდგა, ტანზე არც ისე გრძელი პირსახოცი შემოეკრა და თმას იმშრალებდა მეორე პირსახოცით.
თითქოს ადუღებული წყალი ჩამომასხეთ თავზე. ვიგრძენი, ერთიანად როგორ გამიხურდა ორგანიზმი. ასეთი სრულყოფილება არასდროს მენახა.მის ჩამოქნილ ფეხებს, ფაქტიურად ვერ ფარავდა პირსახოცი, მისი კანის სიგლუსეს 10 ნაბიჯის მოსშორებითაც კი ვგრძნობდი. სურნელი თავბრუს მახვევდა და აზროვნების უნარს მიკაგავდა.
ერთი ნაბიჯით წინ წავიწიე, კიდევ ერთი ნაბიჯი და უკვე სააბაზანოში ავღმოჩნდებოდი. მინდოდა შევხებოდი, მეგრძნო...
განგამ თმის დავარცხნა დაასრულა და სავარცხელი ნიჟარაზე დადო. პატარა კარადასთან მივიდა და ფენის ასაღებად კარი გამოაღო. დაიხარა, ფენი აიღო, ადგომისას თავი ნიჟარას მიარტყა და წამოიკვნესა. თავზე ხელი მოიკიდა და სახე ტკივილისგან დამანჭა.
მისმა ხმამ გონს მომიყვანა. სასწრაფოდ მოვშორდი სააბაზანოს კარს და ოთახი დავტოვე. ჩემს ოთახში შევედი და ნერვიულად წინ და უკან დავიწყე სიარული.
-რა ჯანდაბა მჭირს? ეს რა იყო? ასე არასოდეს მოვქცეულვარ. ჯერ სააბაზანოს კარს უკნიდან ვუთვალთვალებ გოგოს და მერე გამოვრბივარ. ეს ცოტნეს არ ჰგავს. მე ხომ სულ იმას ვიღებდი, რაც მინდოდა? ახლა რატომ ვარ ასეთი სუსტი ამ პატარა გოგოსთან? რას მიშვება ეს ქალღმერთი...
საწოლზე ჩამოვჯერი და თავი ხელებში ჩავრგე.
-უნდა დავმშვიდდე, ის ჩემი არაა... ჩემი არაა...-ვიმეორებდი ბუტბუტით.


-განგა-
მთელი დღე თიკოსთან და ლანასთან ერთად გავატარე. წარმოუდგენელი ადამიანი იყო თიკო. ასეთი ენერგია თუ კიდევ ვინმეს ჰქონდა ნანკას გარდა, არ მეგონა. ლანამაც კარგად გაუგო თიკოს, რაც ძალიან მახარებდა.
საღამოს ისევ თავი ამტკივდა. ამ ბოლო თვეებში სულ ასე ვიყავი. ექიმმა, რომელიც ცოტნემ მოიყვანა თიკოსთვის, მითხრა, რომ ეს დაძაბულობის გამო ხდებოდა. თან უძილობა და ნერვიულობა ერთვიდა, ამიტომაც გამოატანა ჩემთვის ცოტნეს ეს წამლები.
ოთახში ავედი და ცოტა ხანს წამოვწექი. თავის ტკივილმა რომ არ გამიარა, სააბაზანოს შევაფარე თავი. ხანდახან ცხელი შხაპი მშველის ხოლმე. ასეც მოვიქეცი და შედარებით დამშვიდებული გამოვედი წყლის ნაკადიდან.თუმცა როდესაც თმის გასაშრობად ფენს ვიღებდი, თავი კარადას მივარტყი. სიმწროთ წამოვიკვნესე. ეს მინდოდა? თავი ისედაც მისკდებოდა.
უკებ, ოთახიდან რაღაც ხმა გავიგე. მერე კი კარის დახურვის ხმაც მომესმა. სააბაზანოს კარი გამოვაღე და ოთახი მოვათვალიერე. არავინ იყო. ალბათ მომეჩვენა. ისე ძალიან მივარტყი თავი, ალბათ შიგ რაღაცეები ამერია.
აბაზანაში წინასწარ შეტანილი ტანსაცმელი ჩავიცვი და ოთახში დავბრუნდი. საწოლზე რაღაც იდო. მივუახლოვდი და მაისური ხელში ავიღე, რომელიც აშკარად არ ჰგავდა ჩემსას. „კი მაგრამ ეს აქ არ იყო, სანამ აბაზანაში შევიდოდი.“ გავიფიქრე.
მაისური ცხვირთან მივიტანე და დავყნოსე. ცოტნეს სუნამოს სუნი მაშინვე ვიცანი. ის ხომ მთელ სახლში ტრიალებდა. სასიამოვნობ გამაბრუებელი სურნელი... კიდევ ერთხელ დავსუნე მაისურს... გამაჟრჟოლა... რაღაც უცნაურს ვგრძნობდი, სითბოს?
არ ვიცი...
-ის აქ შემოვიდა, ეს აშკარაა... მაგრამ არა გასაკვირი. მე ხომ მის ოთახსი ვცხოვრობ? ალბათ დასჭირდა რამე...
მაისური დავკეცე და ოთახიდან გავედი. ცოტნეს ოთახის კარზე დავაკაკუნე, მაგრამ არავინ მიპასუხა. კარი შევაღე და შევედი. ლამაზად დაკეცილი მაისური საწოლზე დავდე და უკან გამოვედი.
გული ისე მიცემდა, თითქოს რამე საშინელი ჩამედინოს. ისე ვიყურებოდი აქეთ-იქით, თითქოს მეშინოდა დანაშაულზე არავინ წაესწრო ჩემთვის. არადა რა გავაკეთე ასეთი?
ვიცოდი. მალე სავახშმოდ დამიძახებდნენ, ამიტომ ოთახში აღარ დავბრუნებულვარ. პირდაპირ კიბეებს ჩავუყევი და მისაღებ ოთახში შევედი. სავარძელში ცოტნე იჯდა, დივანზე კი თიკო და ლანა ჩამომჯდარიყვნენ და რაღაცაზე იცინოდნენ.
ოთახში შევაბიჯე თუ არა, ისე შემომხედა ცოტნემ, ადგილზე გავქვავდი. რა? რა მოხდა?
დამინახა მის ოთახში რომ შევედი... უეჭველად დამინახა...

****
ჩემო კარგებო...
ახალი თავი მოგიმზადეთ. შედარებით დიდი... ნუ, ვეცადე ყოველ შემთხვევაში:დ
ველი შეფასებებს სულმოუთქმელად.
სიყვარულით მარიამი.



№1  offline მოდერი tsn

ძალიან ძალიან მაგარი თავიაა :-)

 


№2  offline მოდერი chica sol

ცირა ნინიაშვილი
ძალიან ძალიან მაგარი თავიაა :-)

Mixatia tu mogewona. Didi madloba❤❤❤

 


№3  offline წევრი Tiiko ^.^

ნწ ნწ ნწ ნწ უფრო და უფრო მომწონს ეს ისტორიაა მაგარია, ველოდები შემდეგს მოუთმენლად <3

 


№4  offline წევრი vikipiki.

ვაიმეე ჩემიი გოგოოო ♥ უძლიერესი თავიი იყოოოოოო :* მადლობა რომ განგა ლადოსგან გაათავისუფლე , მაგრამ არ დაუშვა რამე დამართოს განგას დას და დედას რაა :( ♥♥ გკოცნი ბევრსს love

 


№5  offline მოდერი chica sol

Tiiko ^.^
ნწ ნწ ნწ ნწ უფრო და უფრო მომწონს ეს ისტორიაა მაგარია, ველოდები შემდეგს მოუთმენლად <3

Vecdebi ar davagviano dadeba. Madloba rim kitxulob da miziareb azrs❤❤❤❤

vikipiki.
ვაიმეე ჩემიი გოგოოო ♥ უძლიერესი თავიი იყოოოოოო :* მადლობა რომ განგა ლადოსგან გაათავისუფლე , მაგრამ არ დაუშვა რამე დამართოს განგას დას და დედას რაა :( ♥♥ გკოცნი ბევრსს love

Chemi vika...
Maxareb xom ici... ux rigor gamixarda rom ar dawere"ar meyoo"

 


№6  offline ახალბედა მწერალი MariamG

ჩემი ცოტნე და განგაა ,... მიყვარს ორივე ძალიანნ!!!
ნერვებს მიშლის ეს ლადო -_- შენ კიდევ უფრო მეტად მიყვარხარ!!!!

 


№7  offline მოდერი chica sol

MariamG
ჩემი ცოტნე და განგაა ,... მიყვარს ორივე ძალიანნ!!!
ნერვებს მიშლის ეს ლადო -_- შენ კიდევ უფრო მეტად მიყვარხარ!!!!

ჩემი პატარა გოგო. როგორ მიყვარხარ მე შენ...
მადლობა იმისთვის რომ სულ ჩემთან ხარ... love

 


№8  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ვაიმე რა მაგარი თავი იყო ძალიან დაიძაბა სიტუაცია და ერთი სული მაქვს როდის მოუღებს ბოლოს ლადოს და ვატოს ცოტნე... რაც შეეხება ცოტნეს და განგას მომეწონა ასე აფორიაქებენ ერთმანეთს და იმედია მალე მიხვდებიან რაშიც არია საქმე :დ

 


№9  offline მოდერი chica sol

უცნობი ქ
ვაიმე რა მაგარი თავი იყო ძალიან დაიძაბა სიტუაცია და ერთი სული მაქვს როდის მოუღებს ბოლოს ლადოს და ვატოს ცოტნე... რაც შეეხება ცოტნეს და განგას მომეწონა ასე აფორიაქებენ ერთმანეთს და იმედია მალე მიხვდებიან რაშიც არია საქმე :დ

ჩემი ნაცნობი "უცნობი ქ" ისევ ჩემთანაა. love
მადლობა ამისთვის დიდი...
გკოცნი love

 


№10  offline წევრი kora

მარიამ, ვერ მოვახერხე კომენტარის დატოვება წინა თავზეც, მაგრამ სულ ვკითხულობ და დიდი მოლოდინით ვუცდი ხოლმე. ის რომ ძალიან შემაყვარე თავი, უკვე იცი და შენი პერსონაჟებიც უზომოდ მიყვარს. ეს თავი იყო საოცრად თბილი და სიყვარულით სავსე, ვატყობ ახლოს ვართ და სულ მალე საოცარი სიყვარული იფეთქებს და ძალიან მახარებს ეგ, რადგან ცოტნე და განგა უხდებიან ერთმანეთს. ლადოსი არ მესმის, ნუთუ მართლა უყვარს განგა?! დავიბენი, რატომ გაუჭირდა ასე ძალიან ხელის მოწერა; მაგრამ ასეა თუ ისეა მაგარი ღორია და საკადრისად უნდა დაისაჯოს...
--------------------
kira.G

 


№11  offline მოდერი chica sol

kora
მარიამ, ვერ მოვახერხე კომენტარის დატოვება წინა თავზეც, მაგრამ სულ ვკითხულობ და დიდი მოლოდინით ვუცდი ხოლმე. ის რომ ძალიან შემაყვარე თავი, უკვე იცი და შენი პერსონაჟებიც უზომოდ მიყვარს. ეს თავი იყო საოცრად თბილი და სიყვარულით სავსე, ვატყობ ახლოს ვართ და სულ მალე საოცარი სიყვარული იფეთქებს და ძალიან მახარებს ეგ, რადგან ცოტნე და განგა უხდებიან ერთმანეთს. ლადოსი არ მესმის, ნუთუ მართლა უყვარს განგა?! დავიბენი, რატომ გაუჭირდა ასე ძალიან ხელის მოწერა; მაგრამ ასეა თუ ისეა მაგარი ღორია და საკადრისად უნდა დაისაჯოს...

უი არა უშავს ჩემო გოგო...
მე შენ სულ გგრძნობ გულით.
უყვარს ლადოს განგა, რაღაცნაირად, თავისებურად, ღორულად...
მე კი მიყვარხარ შენ love

 


№12  offline წევრი vikipiki.

:D ნამუსიც კარგიია .. ვეღარ დავწერე უბრალოდ , არ შემეძლო..მე მესმის შენი ჩემო გოგო ♥♥♥ love

 


№13  offline მოდერი chica sol

vikipiki.
:D ნამუსიც კარგიია .. ვეღარ დავწერე უბრალოდ , არ შემეძლო..მე მესმის შენი ჩემო გოგო ♥♥♥ love

ისევ შენმა სიკარგემ მიშველა თორემ... wink
მიყვარხარ love

 


№14 სტუმარი Salo

Miyvars es istoria da sul velodebi xolme axal tavs da dges rom davinaxe dzaan gamixarda

 


№15  offline მოდერი chica sol

Salo
Miyvars es istoria da sul velodebi xolme axal tavs da dges rom davinaxe dzaan gamixarda

მე კი შენ გამიხარდი ჩემო კარგო.
მადლობა დიდი. გამახარე love

 


№16  offline წევრი Crystal

ძალიან მაგარია^^ მალე გააგრძელე<33

 


№17  offline მოდერი chica sol

Crystal
ძალიან მაგარია^^ მალე გააგრძელე<33

ვეცდებიიი <3
მადლობა რომ კითხულობ

 


№18  offline წევრი vikipiki.

მარიამ ზაქარაშვილი
vikipiki.
:D ნამუსიც კარგიია .. ვეღარ დავწერე უბრალოდ , არ შემეძლო..მე მესმის შენი ჩემო გოგო ♥♥♥ love

ისევ შენმა სიკარგემ მიშველა თორემ... wink
მიყვარხარ love

ხოდა ველოდებიიი ახალლ თავსს , უფროო დიდის რომ მეყოოს :P ♥♥♥

 


№19  offline ახალბედა მწერალი ერკე

აუ... ახლა ამის კითხვისას ის გავიფიქრე, ნამდვილად შეუძლია რომ ლადოს გაიგოს მისი ადგილსამყოფელი, ხოოოდა გთხოვ რომ არ გააგებინო :დ
ჯერ მაგრად ეთამაშება რა :(( ოო... არ გაუშვა ლანა სკოლაში, არც ქეთი სამსახურში..
დაცვა კი დაჰყვება ამ ბავშვს და დედამისსაც, მაგრმა ხომ შეიძლება გამოყვეს ლადო და ნახოს სად, რომელ სახლში შევლენ? აი ამის შემეშინდა უცებ.. ან ლადომ მოახერხოს და დაცვაც გაისტუმროს საიქიოს.. ოო არა რა..
მიყვარხარ მე შენ, ჰოდა მჯერა, რომ ვერაფერს გაიგებს ის ახ**არი!
ან გაიგოს. პირისპირ ექნება ცოტნესთან უკვე საქმე, მერე დუელი და ამბები ^^ გადავიჭერი მე ვესტერშნი.
ცუდ ხასიათზე ვარ ცოტა, მაგრამ აი ამ სითბომ გამამხიარულასავით <3
ძალიან კარგი იყო. ნიჭიერი ხარ. მაგრამ დამჯდარიყვნენ არ იხმარო რა :(( დამსხდარიყვნენ
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№20 სტუმარი Maillot Juventus

I’m really enjoying the theme design of your site.
Maillot Juventus http://www.maillotdefoot-euro.com/maillot-juventus-c-3_81

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent