აფერისტია ბედნიერება (1)
ხანდახან ვფიქრობ, რა უცებ შეიძლება, ამ ქვეყანაზე იცინო და ასევე რა უცებ შიძლება, იტირო. თითქოს ურთულეს რამეს წარმოადგენს მარადიული ბედნიერება. ბედნიერებას ყოველთვის პატარა, უპაწაწინეს წვრილმანებში ვხედავდი და დღესაც ასეა როგორც ადრე. არასდროს ყოფილა ჩემთვის ბედნიერების მომტანი, უაზრო და ძვირად ღირებული ფუფუნების ნივთები, არც ფული იწვევდა ჩემში დახამებას, დამონებას, ბედნიერებას.დღეს უბრალოდ, როცა ბედნიერების ნაპერწკლები შემომრჩა, ვცდილობ დავხატო ჩემი ბედნიერება და შემდეგ მისი შენება დავიწყო. წარსულში ბევრი ცუდი იყო, მაგრამ სიტყვაც ამბობს რომ ის წასული და გარდასულია, გარდასულ დღეებს დღესაც ცრემლებამდე მივტირი. ... გამოუსწორებელი მგონია ჩემი შეცდომები, არ დათმობები, მაგრამ იქნებ გამოსწორებადიცაა, არავინ იცის ხვალ რა მოხდება. ჩემი იმედი, ნაპერწკალი რომელსაც მთელი ჩემი არსებით ვებღაუჭები, ჩემი უკანასკნელი ძალებით ვკიდებ ხელს და ბოლო ენერგიიის გამოცლამდე ვეკიდები, ეს მომავალია. თავისუფლად შემიძლია შევადარო ის წყალში მოლივლივე ხავსს, რომელიც ძალიან მარტივად შეიძლება ამოვძირკვოთ წყლის ჯურღმულიდან, და არც გაგვიძალიანდეს. მე ერთ ჩევეულებრივ ადამიანს,ბავშვს, გოგოს, რომელიც მუდამ დიდ სევდას ატარებს გულით თავისუფლად შემიძლია გადმოვცე სევდისა და უბედურების მკაფიოდ, სწორი, განმარტებები და მთელი გადახდენილი სევდიანი ცხოვრება, თუმცა თავს ამ ყველაფრით სულაც არ შეგაწყენთ. უბრალოდ მინდა მოვყვე ერთი პატარა ისტორიისს, დიდი სიყვარულის შესახებ და გრძნობები ისევ ფურცლის ნაგლეჯებზე დავათხიო.. დიდი დრო სულაც არ გასულა, რაც რაჭის ერთერთი სოფლის 'აგარის' დამსვენებლები, სექტემბრისთვის თბილისში მიმოვიფანტეთ, ზოგს სკოლა ეწყებოდა, ზოგს უნივერსიტეტი და ზოგსაც სამსახური ელოდა.მეც როგორ ყოველთვის ყელში ამოსულად დასვენებული სკოლისთვის ერთი კვირით ადრე თბილისსში გამოვეშურე.ზაფხულში აგარაში ბევრი დამსვენებელია და ბევრმაც უცნაურად დამადგა თვალი, თუმცა დიდი ხანი იყო გასული რაც უკვე მოკალათებული და ფესვ გადგმული იყო ჩემს გულში გრძნობა,რომელიც უბრალოდ თავბრუს მახვევდა. პირველი დღე იყო ჩამოსვლიდან როცა მე და დედამ სახლის კარი შევაღეთ და მამას ხელჩანთები და ხილ-ბოსტნეულით გაძეკილი ჩანთები გამოვართვით, ნელი ნაბიჯებით, დავდე დამძიმებული ტომრები სამზარეულოში, ტელეფონი მაგიდაზე დავაგდე და აბაზანაში გავედი. ხელები საგულდაგულოდ დავიბანე და მისაღებში გასულს გაკვირვებული დედა შემეგება.. -ვინარის 'ჩემი ნიკა'? -რაა ? ვკითხე უცნაურად და ირონიულად ჩავიღიმე. -ჰოო რაიყო ? გირეკავს . მითხრა და დაინტერესებული მზერა მომაბყრო. -არავინ ერთი დამსვენებელია რომელიც კარგად გავიცანი, მეგობარია. ვუთხარი და ტელეს ზუსტად მაშინ დავავლე ხელი როცა ზარი დასრულდა. გვიანი იყო ცოტა ვივახშმეთ მალე მშობლები დასასვენებლად, დასაძინებლად წავიდნენნ. მგზავრობა ყოველთვის მთენთავს ამიტომ მისაღებში მეც გავიშოტე დივანზე და ტელევიზორს თვალი შევავლე. მერე ტელეფონს დავაშტერდი და გადავწყვიტე ნიკასთვის მიმეწერა. -ნიკუშ რასშვებიი ? ვერ გიპასუხე წეღან მშობლებთან ერთად ვიყავი, მე უკვე თბილისსში ვარ და სულმოუთქმელად ველი შენს ჩამოსვლას ქალაქში. ჰო მართლა ნიკა უკვე სამი თვის გაცნობილი მყავს ისე მოხდა რომ ჩვენ სწორედ მაშინ გავიცანით ერთმანეთი როცა სოფლებში მივდიოდით, და ვერ მოხერხდა ჩვენი შეხვედრა.არასდროს მინდოდა ინტერნეტით გამეცნო ვინმე, თუმცა ფბს ერთმა ფრენდ რექვესთმა და ჩათმა ჩემი ცხოვრება შეცვალა. ამ სამ თვეში ყოველ დღე ვლაპარაკობდით ტელეფონზე ვმესიჯობდით, და ფოტოებიდანაც ვიცნობდი, უკვე მასზე საშინლად დამოკიდებული ვიყავი. მიჩვეული, მისი სმსის გარეშე ყოველი დღე უფერული იყო, აზრ და სიცოცხლე გამოცლილი. დიდი სიხარული შემოქონდა ჩემს ცხოვრებაში მას და პირველ შეხვედრებს გულისფანცქალით ველოდი ასევე ხშირი იყო იმედ გაცრუებები პირად ცხოვრებაში არასდროს მიმართლებდა, და შიშის მომენტიც გამძაფრებული მქონდა. სმსი დაახლოებით 3 წუთში მომაყოლა - მომენატრე სიხარულოო, პოკერს ვთამაშობბთ . მალე გავიჩითები და მერე სულ ერთად ვიქნებით ხო იციი . -თითქოს კვლავ გავბედნიერდი. იმედებს ასე არ არიგებენ, იმედი რომელსაც იძლევი უნდა ასრულებდე კიდეც. ეს ასეა. -მალე, მალე ჩამოდიი. მივაყოლე უამრავი გული. და კვლავ სამზარეულოსკენ ავიღე გეზი ყავა წამოვადუღე და ასე სამამდე ტკბილად ვიმესიჯე. იმ ღამეს ბედნიერი ვიყავი, ახლა ბევრად უფრო უაზრო და არაფრისმთქმელი ღამეების გათევა მიწევს მაშინ ყოველი სმსი დიდი ენერგიის მომცემი იყო და დიდ სითბოს მაძლევდა. ------------ ჩემო ძვირფასებო, ღიირს გაგრძელებაა ? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.