შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული შოპენის ჰანგებზე


15-11-2015, 13:10
ავტორი Albina Albi Janelidze
ნანახია 1 975

ჩემი შთაგონება
საოცარი დღე იყო,ხალხი ქუჩებში ირეოდა,ყველას სიამოვნებდა მზის თბილი,მცხუნვარე სხივები,თითქოს ყველგან სრული ჰარმონია სუფევდა,ადამიანები იცინოდნენ,კამათობდნენ,ტკბებოდნენ მშვენიერი ამინდით,ისე შერწყმოდა ცას მათი მიწიერი სჯა-ბაასი,მშვიდი შოპენის ვალსებს მოგაგონებდათ,ეს არაადამიანური,არაამქვეყნიური მხოლოდ ორ ადამიანს ესმოდა,ისე აერთიანებდა,ისე ასისხლხორცებდა ერთმანეთთან,როგორც ერთი სული ორ სხეულში,ერთმანეთს თვალებში უმზერდნენ,უმზერდნენ და მათი ემოციები საზღვრებს სცდებოდა,აურაცხელი ფიქრები გამუდმებით ეჯახებოდნენ ერთმანეთს,მხოლოდ ერთმა უცაბედმა შეხვედრამ ისინი ერთ არსებად აქცია,ერთად უსმენდნენ იმ არაადამიანურ,არაამქვეყნიურ ღვთაბერივ ხმებს და ტკბებოდნენ,როგორც ვარდი ბულბულის გალობის მოსმენით.
მიახლოვდება,გული ფეთქავს,თანაც,როგორ,ელვის სისწრაფით,ფეთქვა ძლიერდება,ვგრძნობ,როგორ ლამობს გული გასკდომას,აი ნანატრი წამიც...
ჩემს წინ ჩემი შთაგონება დგას:ტანადი,დიდრონ შავ თვალებში ცელქურად და ახალგაზრდული ნიშიტ მოელვარე ნაპერწკალი,კოპწია ცხვირი,გამოკვეთილი სახის ნაკუთები,მსხვილი წარბები,ნახშირივით შავი თმა,მკაცრი,კაცური,მაგრამ სიყვარულის თბილი გამოხედვა,მომნუსხა მისმა უნაკლო გარეგნობამ და წუთებში გაჩენილმა უსაზღვროდ უსასრულო სიყვარულმა,ხელი მაგრად ჩამჭიდა და თვალებდახუჩულმა გადამეტებული გრძნობით მითხრა:
"არასოდეს არ გაგიშვებ ხელს,არასოდეს გპირდები"
წამიყვანა,წამიყვანა შორს,იქ სადაც მუდამ სიყვარულია,ყველაფერი ზღაპრულ ისტორიას ჰგავდა,მაგრამ სულაც არ იყო ზღაპარი,ეს რეალობაა,ლამაზი რეალობა.

ცხოვრება საყვარელ ადამიანთან ერთად
მასთან ერთად ცხოვრება დიდი სიხარული გახლდათ,ჩვენი ყოველი დღე მხიარულებით აღსავსე დღეებით იწყებოდა,ყოველდღიურად მაოცებდა მისი სიახლეებით,რომ ჩემს სახეზე ოდნავი დარდიც არ შეენიშნა მის თვალებს,ყოველთვის ცდილობდა ცხოვრება მეტად მარტივი გაეხადა ვინემ არის,მუდამ მიამბობდა თავის თავზე საინტერესი ისტორიებს,ისტორიები,რომლებიც მას გადახდა თავს,სიამაყის გრძნობას მიღვიძებდა,მე ვამაყობდი მისით.
იგი ადრე ძლიერ უყვარდა ქალს,რომელსაც,როგორც დას ისე შეჰყურებდა,ქალმა ვეღარ შეძლო გულში ჩაეხშო მისდამი სიყვარული,ერთ დღესაც მისწერა წერილი მისთვის საყვარელ და სათაყვანებელ ადამიანს.
"ჩემთან მოდი,კარი ღია იქნება და შემოდი"
მართლაც,რომ მივიდა,სულ რაღაც ჩვიდმეტი წლის,ქალი შიშველი დახვდა,მის წინ ღვთაება,ქალღმერთივით ლამაზი ქალიშვილი იდგა და ეუბნებოდა: "მე შენი ვიქნები,დღეიდან,დაგემონები სამუდამოდ",მაგრამ ბიჭი წამოვიდა,მისმა ვაჟკაცურმა და ადამიანურმა საქციელმა გამაკვირვა,არა კი არ გამაკვირვა,არამედ აღმაშფოთა,ბევრი ამას არ იზამდა,ათრთოლდებოდნენ და ვნების მორევში გადაეშვებოდნენ,მან კი ქალიშვილს არაფერი დაუშავა,დაე მიხვდეს თავის სიცოდვილესო,საოცარი სულისკვეთების პატრონი გახლდათ გაბრიელი,მასთან ერთად ცხოვრება სამოთხეში ცხოვრებას ჰგავდა.
ერთი წლის შემდეგ ჩვენს პატარა სამყაროში პაწია გოგონამ შემოაბიჯა ფეხი,რომელიც გაჩენისთანავე დიდი ყურადღებით და ინტერესით უმზერდა სამყაროს,გოგონას დაბადებამ ჩვენი სიყვარული მწვერვალამდის განაძლიერა და მოკაშკაშე ვარსკვლავს მიამსგავსა.
საოცრად ლამაზი გარეგნობის,დიდი ზღვისფერი ანთებული გრძელი წამწამებით,ოქროსფერი კულულები,ვაშლივით წითელი ლოყები,საყვარელი ცხვირი,ვარდისფერი ტუჩები,ანგელოზივით მომღიმარი სახე,საოცრება იყო პატარა ევანგელინა,გამუდმებით კითხვებს სვამდა,აინტერესებდა ყველა და ყველაფერი,რაც კი დედამიწაზე არსებობდა და ხდებოდა,მისი შემყურე ოჯახი დიდად ხარობდა.

უგზო-უკვლოდ დაკარგული
ზამთრის სუსხიანი ღამე იყო,ხეები ახლადდაბადებული ბავშვივით ირწეოდნენ აკვანში,ნაცრისფერი ღრუბელი ცას გადაკვროდა და ძლიერ მოქუფრულიყო,მთვარე აფორიაქებულ ხეებს დაჰყურებდა,თვითონ კი ფიქრებში ჩაკარგულიყო,ვარსკვლავები ლოცულობდნენ,თითქოს რამე ცუდი უნდა მოხდესო,შევყურებდი ფანჯარაში ამ საოცარი ბუნების მოწყენას,რომ უცაბედად ევანგელინამ ცნობისმოყვარეობისგან მოძალებულმა ნერვიულად მითხრა:
"-დედა მამა,ხომ არასდროს წავა,სულ ჩვენთან იქნება?
-რათქმაუნდა შვილო,არასდროს მიგვატოვებს,ის ამას მხოლოდ ზეცაში წასვლისას შეძლებს,უკვე გვიანია,დაიძინე ჩემო პატარა."
თითქოს მისი პატარა გული,რაღაცას გრძნობდა.
მთელი ღამე დაძაბულად მეძინა,დილით გავიღVიძე,ფანჯარაში გავიხედე,თითქოს ბუნებამ დიდი ომი გადაიტანაო,ყველაფერი განადგურებულად მეჩვენა,ირგვლივ მიმოვიხედე და მაგიდაზე პატარა წერილი შევნიშნე,შიშისფეთებით ავიღე ხელში და დავიწყე კითხვა..
"ისეთი ტკბილი ხარ,რომ მე უძლური ვარ შენს წინაშე,შენ ბრძანებლობ ჩემზე შენივე სიყვარულით,მიმონებ,იმდენად მიყვარხარ,რომ მაგიჟებ,ეს სიგიჟე კი მკლავს."
ჩემს წინაშე ყველაფერი გაუგებრად და მისტიურად მომეჩვენა,თითქოს ყველაფერი წარსული სიზმარში იყო,მაგრამ სიზმრიდან ჩემი ევანგელინა მაღვიძებდა და მაბრუნებდა,ამ საშინელ,მკაცრ რეალობაში,ოჰ,როგორ მინდა ვიყვირო,ძლიერ ვიყვირო,მაგრამ ვაი,რომ ყვირილი არაფერს შეცვლის,წავიდა და თან წაიღო ჩემი სული,მის შემდეგ მე და ჩემი შვილი მოგზაურებად ვიქეცით,ვეძიებდით უგზო-უკვლოდ დაკარგულს,მაგრამ გაქრა,გაქრა წარუშლელად ჩემი ცხოვრებიდან.

უზომოა სევდა ჩემი
უღრუბლო ცას მე ავხედე წყრომით,
ზეცას ამაღლდა,სპეტაკი სული,
ოხრად დატოვილ,პატარა გულით,
მე მარად გეტრფი და მარად გელი,
ობლად დარჩენილ ნისლიან სახით,
ალბათ ჩამოწვა მწუხრის საათი.

სევდა მომაწვა მე მონატრებულს,
ეული გრძნობით ფერფლად ქცეულსა,
ვარსკვლავი ცაზედ ცისფრად კიაფობს,
და გეძებ მუდამ სიკვდილის წამსა,
აგინთებ სანთელს,ვილოცებ მრწამსა.

ჩუმად ვილოცებ სარკმელის წინა,
ელდანაცემი ავყურებ ცასა,
მოვალ საფლავთან მე ბოლო ჟამსა,
იისფერ ველზედ გიგალობ შოპენს.

მუდამ ჩავსჩიჩინებდი ჩემს თავს,რაც არ უნდა მოხდეს,იყავი მხიარული,რომ იცოცხლო,განა რას გარგებს ცოცხალმკვდარი სიარული?! მაგრამ,როგორ ვიცხოვრო სიყვარულის გარეშე,ამით ვსულმდგმულობდი,ამით ვხარობდი,განა იმისთვის არ დავიბადეთ,რომ გვიყვარდეს და ვუყვარდეთ?! რა არის ცხოვრების აზრი სხვა,თუ არაფერი სიყვარული? არა,არ შემიძლია,მეტი აღარ შემიძლია,სუნთქვა მიჭირს,მეკვრის,ყელში რაღაც მეჩხირებაა და მახრჩობს,ვშიშობ ნაღველი,გულიდან ამოსული მწარე ნაღველი,მენატრება,მენატრება ისე ძლიერ,რომ მე გარდავიცვალე...



№1  offline წევრი yvavi

შოპენი ^^
უფ მომეწონა <3

 


№2  offline წევრი maridb

უუუუ შოპენიიი მიყვარს ძალიან<3 მაგარი იყო<3 love
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№3  offline წევრი Albina Albi Janelidze

maridb
უუუუ შოპენიიი მიყვარს ძალიან<3 მაგარი იყო<3 love

გმადლობ ^_^ <3 <3 მეც ძან მიყვას ^_^

სიჩქარის გამო ერთი სიტყვა მაქვს გამოტოვებული ^^ მაგრამ არაუშავს,ასეთ შეცდომას აღარ დავუშვებ <3

yvavi
შოპენი ^^
უფ მომეწონა <3

^_^ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent