შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Chocolate 3თავი


15-11-2015, 19:57
ავტორი ლორელაი
ნანახია 6 049

3chocolate
რატომღაც არ მიკვირს მისი გამოჩენა,ცრემლებს თითებით ვიწმენდ,წელში ვსწორდები და ღრმად ვისუნთქავ ჰაერს,აშკარად მშველის.მისკენ ვბრუნდები,ბნელა მაგრამ მისგან წამოსულ სხეულის ენერგიას ვგრძნობ.
-რატომ დამდევ,ჩემთან მოსასვლელად სხვა გზა ვერ ნახე,ღამით სადარბაზოში,რომ არ დამხვდე?
-რა მნიშვნელობა აქვს როგორ,მთავარია გნახე-ამბობს და ვგრძნობ რომ იღიმის.
-შენი თავი არ მაქვს,ნახვამდის-ვეუბნები და ვტრიალდები,მაგრამ ხელს მიჭერს.ისევ უკნიდან მეკვრის და მეც ისევ მსიამოვნებს მისი შეხება.
-გამიშვი.
-არა!
-გამიშვი,თორემ მოგკლავ-უკვე პიკზე მაქვს ნერვები.
-მომკალი chocolate,სანამ გატკენ!-ისევ გუშინდელ სიტყვებს იმეორებს და გულში რაღაც მერჭობა.
-შენ მე?როგორ უნდა მატკინო საინტერესოა?-მეცინება,რადგან სხვა ისე ვერასოდეს მატკენს,როგორც მე ვტკენ საკუთარ თავს.
-ნახავ-ყურთან მეჩურჩულება და ხელს მიშვებს.
-არ წახვიდე.შენი სახის დანახვა მინდა.
-ჩემს სახეს ვერასდროს ნახავ.-ისევ მეჩურჩულება და კისერში ჩარგული ცხვირით,ხარბად ისუნთქავს ჩემს სურნელს.
-კიდევ მოხვალ?
-ბოდიში chocolate მაგრამ უნდა დაგტოვო-ცინიკურად მეუბნება და გადის.
-იდიოტო!-ბრაზი მომდის ჩემს თავზე და კიბეებზე ავრბივარ.სულელი ხარ სარა, რას ეხვეწები?იდიოტად გამოგყავს თავი.ჩემს თავზე ნერვებმოშლილი აბაზანაში შევრბივარ და თითქმის ერთი საათი იქ ვრჩები.იქიდან გამოსულს ელენეს უამრავი ნარეკი მხვდება და ვურეკავ.
-რატომ არ მპასუხობ?-მესმის ელენეს წიკვინი.
-შხაპს ვიღებდი.-ვეუბნები მობეზრებულად და საწოლზე ვწვები.
-მომიყევი ნიკოლთან როგორ გაერთე.
-აუ ელე კაი რაა?-ნიკოლის გახსენებაზე ისევ ცრემლები მადგება.
-რა კაი,გოგო რა მაგარი დედა გყავს შენ კიდე ვის გავხარ ნეტა?უხასიათობის ორდენის კავალერი ხარ რა.
-გავთიშო თუ გაჩერდები?-ვეუბნები უკმეხად და ვდგები.
-ხო კაი.გოგო რატომ გირეკავდი იცი?დღეს ბარში მივდივართ ყველა და წამო შენც რა.ნოეც მოდის.
-აღიარე რომ ნოეს თხოვნით რეკავ-მეცინება ნოეზე,თვითონ რომ ვერ ბედავს დარეკვას.მე და ნოე უკვე ერთი წელია ერთად ვარ,ერთად რა სადღაც მეგობრობასა და შეყვარებულობას შორის ვართ.თავიდან კი ვიყავით შეყვარებულები,მაგრამ მერე დავშორდით,მერე ზღვაზე ვიყავით ერთად და იქ ისე მოხდა,რომ ისევ შევრიგდითსავით,ოღონდ ვალდებულებების გარეშე.ნოეს უნდა რომ ერთად ვიყოთ,მე არა,მაგრამ არც უარს ვეუბნები,ერთმანეთს კარგად ვეწყობით ყველაფერში,გვსიამოვნებს ურთიერთობა და ვერ ვხვდები რა საჭიროა ამ ყველაფერს რაიმე სახელი ერქვას.როცა გვინდა ერთად ვართ,ვკოცნით ვეფერებით,მოკლედ ყველაფერი იმის გარდა.არა თავს იმიტომ კი არ ვიკავებ,რომ ქორწილის ღამეს ქმარს ქალიშვილი უნდა ჩავბარდე,არა უბრალოდ მინდა ეს განსაკუთრებულ ადამიანთან მოხდეს,ასეთი კი ჯერ არ შემხვედრია.ელენეს ვეუბნები,რომ მოვალ და ვუთიშავ.
****
ისევ იმ ბარში შევდივარ,სადაც იმ დღეს მაგიდაზე ვიცეკვე,ბარმენი მცნობს და საეჭვოდ მიღიმის.მაგიდასთან მივდივარ და ყველას ვკოცნი,ნოეს განსაკუთრებულად.მერე ისევ ის სიმღერა იწყება,მეცინება ეხლა ვხვდები ბარმენი,ასე რატომ იღიმოდა,ბარისკენ ვიყურები და ბარმენს შუა თითს ვანახვებ,გამომეტყველება იმწამს ეცვლება,მე კი მშვენიერ ხასიათზე ვდგები.ბევრს ვსვავ და ნოესთან ვერთობი.სახლში გამთენიისას ვბრუნდები და ვიძინებ.შუადღისას მეღვიძება,თავს ცუდად ვგრძნობ,მაგრამ მაინც ვდგები.მისაღებში მამა მხვდება და მეუბნევა,რომ საცხოვრებლად სოფიასთან გადავდივართ.
-რაა?-სულ მავიწყდება თავის ტკივილი და ხმამაღლა ვეკითხები.
-ხო გადავდივართ,აბა სოფია აქ რომ გადმოვიდეს მაგდენი ადგილი არ გვაქვს,გეგაც რომ დაეტიოს,სოფიას კი დიდი სახლი აქვს.
-რაა გეგა?ესეიგი იმანაც ჩვენთან უნდა იცხოვროს?-მშვენიერია,ასე დიდი ხანია არაფერზე გავბრაზებულვარ.
-შენი არ ვიცი,მაგრამ მე არ ვაპირებ შენს ახალ ოჯახთან ერთად ცხოვრებას- ვეუბნები და დივანზე ვხტები, ფეხებს საზურგეზე ვალაგებ და ირონიულად ვიღიმი-ისე ჯერ ხელი არ მოგიწერიათ და ერთად რატომ უნდა იცხოვროთ?
-მაოცებ სარა, ერთად ცხოვრებას ხელისმოწერა რად უნდა-მეუბნება და ეშმაკურად იღიმის,აჰა გასაგებია,რა თქმა უნდა.
-თუ ასეა,რა საჭირო იყო ეს მასკარადი ნიშნობა?
-გეგას გამო.თორემ მე და სოფიას ეგ ამბავი დიდად არ გვადარდებს.-მეუბნება მამა და მაცივრიდან გამოღებულ ლუდს სვავს.
-რატომ არ მიკვირს ნეტავ-ვამბობ და ლუდის ქილას ვართმევ.
-ისე მიკვირს,შენნაირ თანამედროვე და თანაც ზედმეტად თანამედროვე კაცს გეგას და ზოგადად ვინმეს აზრი,რომ გაინტერესებს.-ვეუბნები და გული მომდის მასზე,თურმე გეგას გამო და სარა, სარას აზრს,რატომ არავინ ითვალისწინებს.ჩემზე რატომ არ იფიქრა,ნიკოლი და მარია ნიშნობაში,რომ დაპატიჟა,ახლა კიდევ მეუბნება,რომ მათთან ერთად უნდა ვიცხოვრო.მამა არაფერს მეუბნება,დგება და გასაღებს იღებს.
-გაემზადე,8ზე დავბრუნდები და სოფიასთან წავალთ.
-მე არ მოვდივარ-ისე ვეუბნები,რომ მისკენ არც ვბრუნდები.
-სხვა გზა არ გაქვს სარა,მე აქ მარტოს არ დაგტოვებ.
-რატომ ვითომ?ბავშვი აღარ ვარ 19ის ვარ მალე ოცის გავხდები,ჩემზე პატარებიც ცხოვრობენ მარტო,მაგრამ არაფერი მოსდით.გეყოფა დედის როლის თამაში.მამობაც არ გიხდება,მაგისთვის ზედმეტად ახალგაზრდა ხარ.-უკვე გამწარებული ვეუბნები და ლუდის ქილას ოთახის კუთხისკენ ვისვრი.
-სარა შენც ხომ იცი,რომ ჩემს გარეშე ვერ იქნები,არ მინდა რაღაცეები გაგახსენო,თან შენ არ ოცნებობდი ოჯახზე და ძმაზე?ხოდა ბავშვობის ოცნება გიხდება.ნახავ სოფია როგორ მოგეწონება.-ჩემთან მოდის და თავზე ხელს მისვამს,გული მიჩუყდება,მახსენდება,როგორ ვტიროდი,სხვა ბავშვებს რომ ყავდათ ოჯახები,და-ძმა, მე კი არა,ამის გამო ბევრჯერ მიტირია.მამა გულში მიკრავს და თავზე მკოცნის.-სცადე სარა,იქნებ ახდეს შენი ოცნება.-გული უარესად მიჩუყდება.ოჯახზე ოცნება გონებას მტაცებს და ვთანხმდები.
-ოღონდ იცოდე თუ რამე არ მომეწონა მაშინვე უკან ვბრუნდები.-მამა თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს და მიდის.მე ცოტა ხანს გონზე ვერ მოვდივარ,მერე ყავას ვსვავ და ბარგის ჩალაგებას ვიწყებ.ყველაფერს არ წავიღებ,მაინც არ მაქვს იმედი,რომ იქ დიდხანს დავრჩები.საღამოს მამასთან ერთად სოფიას სახლში მივდივარ.დიდი,კერძო სახლია,ეზოთი.სოფია ღიმილით მხვდება,მეც ნაძალადევად ვუღიმი და ცივად ვკოცნი.მერე ჩემს საძინებელს მაჩვენებს და მარტო მტოვებს,რომ ტანსაცმლის ამოლაგება შევძლო,ვერაფერს ვიტყვი,მშვენიერი ოთახია,სადად და გემოვნებით მოწყობილი,ისევე როგორც მთელი სახლი.კმაყოფილი ვალაგებ ჩემს ნივთებს და ელენეს მესიჯს ვწერ და ახალ ამბავს ვუყვები.სოფია სავახშმოდ მეძახის და მეც ჩავდივარ,მაგიდა ოთხ კაცზეა გაშლილი და ვხვდები,რომ გეგაც მოვა.მამას და სოფიას ვუყურებ და ისევ გულის რევის შეგრძნება მეუფლება,ისე შესციცინებენ ერთმანეთს,მართალია რასაც 40წელს გადაცილებულ მამაკაცებზე ამბობენ.მათი ყურება ნერვებს მიშლის და ტელეფონზე გადამაქვს ყურადღება,ოთახში გეგა შემოდის,მე ყურადღებას არ ვაქცევ,ირონიულად იღიმის და ჩემს პირდაპირ ჯდება.სოფია სიხარულით ეხვევა გეგას და თავისი ხელით უღებს ვახშამს.მე მეცინება,დედიკოს ბიჭი,ვამბობ ჩემთვის მაგრამ ის მაინც იგებს, მამიკოს გოგო-ირონიულად ამბობს და ჭამას იწყებს.გულმოსული ვარ და მინდა გავამწარო.მოიფიქრე სარა,მიდი.ვფიქრობ,ვფიქრობ და არაფერი მაგონდება,მაცადე შენ მაინც გაგამწარებ,ბატონო გეგა.ვახშმობის განმავლობაში სოფია პირს არ აჩერებს,ვხვდები ამას უხერხულობის გასაფანტად აკეთებს,რადგან მე და გეგა ჩუმათ ვართ და ერთმანეთს ვუბღვერთ.
-სარა ძალიან ლამაზი ხარ,მამას გავხარ-მეუბნება სოფია და მამას ხელს თავის ხელს უსვამს,ნერვები მეშლება და ხმას არ ვიღებ,ვიცი რაღაც ისეთს ვიტყვი ვაწყეინებ,ეს კი არ მინდა,რადგან მამას ეწყინება.
-შენც ლამაზი ხარ-ვეუბნები უგულოდ,ეს კომპლიმენტს კი არა უფრო ხურდის დაბრუნებას ჰგავს.''ტყუილის დიდოსტატი''-ისევ გეგას ხმა მესმის და ვბრაზდები,სოფიას მადლობას ვუხდი და ოთახში ავდივარ.
ტელეფონზე უცხო ნომრიდან მესიჯი მომდის ''გვიანია სახლში რატომ არ ბრუნდები chocolate? ''.ნერვები მეშლება,ესღა გაკლდა სარა, ახლა შენი ნომერიც იცის,ვურეკავ გამორთული აქვს,გამწარებული ვისვრი ტელეფონს და ვწვები.ორ წუთში ისევ მომდის მესიჯი. ''ტელეფონზე ნუ იყრი ჯავრს''-თვალები მიფართოვდება და ვდგები,ფანჯრიდან ვიხედები,მაგრამ ღამეა და არაფერი ჩანს,ინტერესი მკლავს ვიცი,რომ სადღაც აქვეა და მიყურებს.მესიჯს ვწერ ''დაახვიე''.''ნუ მეთამაშები chocolate ''მომდის პასუხი და მეცინება,თამაშის ხასიათზე ვდგები,რაფაზე ვჯდები და ისევ ვწერ''თორემ რაა?''
-"გატკენ''-რა? რა დებილია,მეტი სიტყვა არ იცის,მეცინება.
-''მშიშარა ხარ, სინათლეზე გამოსვლის გეშინია,ღამეს და სიბნელეს ეფარები''-ვწერ თმებს თითებით ვეთამაშები.
-"ნუ ცდილობ ამაგდო,არაფერი გამოგივა და თმებს თავი დაანებე chocolate ''ამაზე უარესად ვბრაზდები,რაფიდან ჩამოვდივარ,ფარდას ვწევ და ტელეფონს ვთიშავ.შენი წესებით არ ვითამაშებ ''ღამის ქურუმო'',ოჰ ეს რა კაი,რამე მომაგონდა.ჩემი თავით კმაყოფილი ვწვები და ვიძინებ.



№1 სტუმარი tiko

Pirveli var...

Zalian momwons,sul vkitxulob shens siyvarulis istoriebs,sul mudam were aseti kargi istoriebi gisurveb!!!!!

 


№2  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

tiko
Pirveli var...

Zalian momwons,sul vkitxulob shens siyvarulis istoriebs,sul mudam were aseti kargi istoriebi gisurveb!!!!!

მადლობა ჩემო კარგო,მიხარია თუ მოგწონთ.გამახარებ თუ კომენტარებს დატოვებხოლმე

 


№3  offline წევრი Ce Ce

რატომღაც მგონია რომ ეს იდუმალი გეგაა

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

საინტერესოა და,რაც მთავარია,ორიგინალური.
გეგა იქნება ის უცნობი.ნეტა როდის გამოაჩნეს მზის შუქზე.
კარგია,რომ მალ-მალე დებ ხოლმე.
ველოდები მომდევნოს.

 


№5  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

უნდა ვწერო
საინტერესოა და,რაც მთავარია,ორიგინალური.
გეგა იქნება ის უცნობი.ნეტა როდის გამოაჩნეს მზის შუქზე.
კარგია,რომ მალ-მალე დებ ხოლმე.
ველოდები მომდევნოს.

მადლობა ადმინ,ვცდილობ განსხვავებულო ვიყო,ბანალურობების გარეშე

Ce Ce
რატომღაც მგონია რომ ეს იდუმალი გეგაა


ვინ იცის, მე არა:დ

 


№6  offline წევრი ♡EPICLOVE♡

ძაან მაგარია ყოჩააღ როგორც ყოველთვის საინტერესოა უეჭველი გეგაა ეს ბიჭი აი ზუუუუსტად ვიციიი:დ ხოდა კიდე ბარემ დღსს ხო დდადებ არ ვარ შენი სიყვარულის ღირსს?
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№7  offline წევრი Ce Ce

[quote=Ce Ce]რატომღაც მგონია რომ ეს იდუმალი გეგაა[/quote]

ვინ იცის, მე არა:დ[/quote]

:დდ უხხ რა გაძლებს იქამდე

 


№8  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

♡EPICLOVE♡
ძაან მაგარია ყოჩააღ როგორც ყოველთვის საინტერესოა უეჭველი გეგაა ეს ბიჭი აი ზუუუუსტად ვიციიი:დ ხოდა კიდე ბარემ დღსს ხო დდადებ არ ვარ შენი სიყვარულის ღირსს?

დავდებ იმედს არ გაგიცრუებთ

[quote=Ce Ce][quote=Ce Ce]რატომღაც მგონია რომ ეს იდუმალი გეგაა[/quote]

ვინ იცის, მე არა:დ[/quote]

:დდ უხხ რა გაძლებს იქამდე[/quote]

ერთად გავძლებთ

 


№9  offline წევრი ♡EPICLOVE♡

[quote=ლორელაი][quote=♡EPICLOVE♡]ძაან მაგარია ყოჩააღ როგორც ყოველთვის საინტერესოა უეჭველი გეგაა ეს ბიჭი აი ზუუუუსტად ვიციიი:დ ხოდა კიდე ბარემ დღსს ხო დდადებ არ ვარ შენი სიყვარულის ღირსს?[/quote]
დავდებ იმედს არ გაგიცრუებთ

[quote=Ce Ce][quote=Ce Ce]რატომღაც მგონია რომ ეს იდუმალი გეგაა[/quote]

ვინ იცის, მე არა:დ[/quote]

:დდ უხხ რა გაძლებს იქამდე[/quote]

ერთად გავძლებთ[/quote]
ძაანაც რომ მოინდომო მაინც ვერ გამიცრუეებ:დ მჯერა მე შენი
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№10  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

[quote=♡EPICLOVE♡][quote=ლორელაი][quote=♡EPICLOVE♡]ძაან მაგარია ყოჩააღ როგორც ყოველთვის საინტერესოა უეჭველი გეგაა ეს ბიჭი აი ზუუუუსტად ვიციიი:დ ხოდა კიდე ბარემ დღსს ხო დდადებ არ ვარ შენი სიყვარულის ღირსს?[/quote]
დავდებ იმედს არ გაგიცრუებთ

[quote=Ce Ce][quote=Ce Ce]რატომღაც მგონია რომ ეს იდუმალი გეგაა[/quote]

ვინ იცის, მე არა:დ[/quote]



:დდ უხხ რა გაძლებს იქამდე[/quote]

ერთად გავძლებთ[/quote]
ძაანაც რომ მოინდომო მაინც ვერ გამიცრუეებ:დ მჯერა მე შენი[/quote]

ვაიმეეე შენ არ იცი როგორ მაძლიერებ.მადლობააა

 


№11  offline წევრი Reny

შემდეგ თავს როდის დადებ?

 


№12  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

Reny
შემდეგ თავს როდის დადებ?

მალე

 


№13  offline წევრი Crystal

სიტყვები არ მყოფნის ^^ მალე დადე ახალი თავი, ეს უცნობი გეგა მგონია მე :დდ

 


№14 სტუმარი black

Radgan yvelas gega hgonia upleba ar maqvs sxvaze vipiqro:D...ara rogor aramaqvs..mara..mainc ar maqvs<3<3;)

 


№15  offline წევრი S T I L I N S K I

მალე დადე რა მიყვარხარ <3

 


№16  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

black
Radgan yvelas gega hgonia upleba ar maqvs sxvaze vipiqro:D...ara rogor aramaqvs..mara..mainc ar maqvs<3<3;)

შენ ყველაფრის უფლება გაქვს,და ნოეს რატომ გამორიცხავთ?

 


№17 სტუმარი black

Ravi mas kitxe?

??!!!me mainc ase mgonia:P:D

 


№18  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

black
Ravi mas kitxe?

??!!!me mainc ase mgonia:P:D

ჭკვიანოო

 


№19  offline ახალბედა მწერალი ერკე

რა ძალიან მაგარია. არადა სულ არ მგონია, რომ გეგა უნდა იყოს. რატომ იქნება გეგა, ასე ვერ იტანენ ერთმანეთს და თან და-ძმანი არიან. ვფიქრობ ვიღაც სხვა უნდა იყოს, ვისაც სულ არ იცნობს და ვინც იმ დღის შემდეგ ბარიდან დაჰყვება, რასაკვირველია ეს დამთხვევები, ის რომ მაშინ დაიწყო, როცა ნიშნობა ჰქონდა მამამისს კი უცნაურია და დამთხვევები ვიცი, რომ არ არსებობს, მაგრამ მაინტრიგებს მაინც ეს ღამის ქურუმიიი ^_^
ღამის ქურუმიც კარგად მოუხდა love ძალიან მახარებს love
აბა ველი შემდეგ თავს.
ეს ღამის/სიბნელის ქურუმი მალე არ გამოაჩინო.. უფრო საინტერესოა <3 ^_^
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№20  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ErckeMydass25
რა ძალიან მაგარია. არადა სულ არ მგონია, რომ გეგა უნდა იყოს. რატომ იქნება გეგა, ასე ვერ იტანენ ერთმანეთს და თან და-ძმანი არიან. ვფიქრობ ვიღაც სხვა უნდა იყოს, ვისაც სულ არ იცნობს და ვინც იმ დღის შემდეგ ბარიდან დაჰყვება, რასაკვირველია ეს დამთხვევები, ის რომ მაშინ დაიწყო, როცა ნიშნობა ჰქონდა მამამისს კი უცნაურია და დამთხვევები ვიცი, რომ არ არსებობს, მაგრამ მაინტრიგებს მაინც ეს ღამის ქურუმიიი ^_^
ღამის ქურუმიც კარგად მოუხდა love ძალიან მახარებს love
აბა ველი შემდეგ თავს.
ეს ღამის/სიბნელის ქურუმი მალე არ გამოაჩინო.. უფრო საინტერესოა <3 ^_^


ნუ და-ძმანი არ არიან.ხომ ხედავ შენმა მოფიქრებულმა სახელმა როგორ გაალამაზა

 


№21 სტუმარი black

[quote=ლორელაი][quote=ErckeMydass25]რა ძალიან მაგარია. არადა სულ არ მგონია, რომ გეგა უნდა იყოს. რატომ იქნება გეგა, ასე ვერ იტანენ ერთმანეთს და თან და-ძმანი არიან. ვფიქრობ ვიღაც სხვა უნდა იყოს, ვისაც სულ არ იცნობს და ვინც იმ დღის შემდეგ ბარიდან დაჰყვება, რასაკვირველია ეს დამთხვევები, ის რომ მაშინ დაიწყო, როცა ნიშნობა ჰქონდა მამამისს კი უცნაურია და დამთხვევები ვიცი, რომ არ არსებობს, მაგრამ მაინტრიგებს მაინც ეს ღამის ქურუმიიი ^_^
ღამის ქურუმიც კარგად მოუხდა love ძალიან მახარებს love
აბა ველი შემდეგ თავს.
ეს ღამის/სიბნელის ქურუმი მალე არ გამოაჩინო.. უფრო საინტერესოა <3 ^_^[/quote]
midi erke iqneb shen mainc mixvde <3:P

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent