სამი სიტყვა 1
შეიძლება დავჯდე?_მორიდებულად მივმართე უცნობს და პასუხის მოლოდინში, ჩვეულებისამებრ, თითები გადავაჯვარედინე. წარბიც კი არ შეურხევია. თანხმობის მიღების პირველმა მცდელობამ რომ წარუმატებლად ჩაიარა, ხმას ოდნავ ავუწიე და კითხვა გავიმეორე, მაგრამ კვლავაც უშედეგოდ. _იქნებ სმენადაქვეითებულია?_გამოვიტანე დასკვნა და რაკი ვერანაირი ემოცია ვერ შევნიშნე, ხმა კიდევ უფრო ავიმაღლე_უკაცრავად, ყველა ადგილი დაკავებულია და ხელს ხომ არ შეგიშლით?_ლამის ვყვიროდი და ხელითაც ვანიშნებდი. _მესმის და ნუ ყვირით!_როგორც იქნა, იკადრა თავის აწევა და პასუხის გაცემა, მაგრამ ისეთი ცივი ხმა ჰქონდა, მგონი ჯობდა, ყრუ-მუნჯი აღმოჩენილიყო. _მე მხოლოდ..._დავიბენი და მივაშტერდი. ახლაღა შევამჩნიე, რომ ,,ჩემი'' უცნობი საკმაოდ მომხიბვლელი მამაკაცი გახლდათ_მხრებამდე შავი თმით, ასეთივე ფერის თვალებით, ოდნავ მოშვებული წვერითა და ნახევრად გახსნილი პერანგით ჟურნალიდან გადმომხტარ ნამდვილ მოდელს ჰგავდა. მოკლედ, ,,კარგი ტიპი'' ჩანდა, თუმცა ძალიან ბრაზიანი. ,,ყოჩაღ, ნატალი, რა დროს ამაზე ფიქრია!''_გულში გავუწყერი საკუთარ თავს, ხმამაღლა კი მხოლოდ ერთი სიტყვა_,,გთხოვთ'' გამოვთქვი. უცნობი დაჟინებით მომაშტერდა, თუმცა მისი გამომეტყველება იმდენად არაფრის მთქმელი იყო, თითქოს არა ადამიანს, არამედ გამჭვირვალე ნივთს უმზერდა. აშარა იყო_იმის მიუხედავად, რომ მე მიყურებდა, მისი გონება სულ სხვა მიმართულებით დაქროდა. _დაჯექი_,,სულერთიას'' ტონით მითხრა რამდენიმე წამის შემდეგ, მეც, იმის შიშით, რომ გადაიფიქრებდა, მაშინვე დავიკავე ადგილი._ოღონდ იცოდე, ბევრს სვამ და ძალიან ცოტას ლაპარაკობ!_გამაფრთხილებელად დაამატა წამის შემდეგ და ოფიციანტს ანიშნა... *** მაღვიძარის შემაწუხებელმა წკრიალმა მაიძულა მორფეოსის საუფლოსგან მოშორება და ნახევრად ღამენათევმა ძლივს მოვახერხე თავის წამოწევა. ნაზად ვაკოცე ჩემს ტანზე მწოლიარე არსებას, რამდენჯერმე დავამტქნარე და ფრთხილად წამოვდექი, რათა მისთვის ძილი არ დამეფრთხო. თავის მოწესრიგების შემდეგ, როგორც ყოველთვის, ყავა მოვიმზადე და უზარმაზარი ფინჯნით ,,შეიარაღებული'' აივანზე გავედი, თუმცა, ამჯერად არა ჟურნალის თვალიერება, არამედ რამდენიმე დღის წინ შემთხვევით აღმოჩენილი დღიურის გადაკითხვა მქონდა განზრახული, რომლისთვისაც აქამდე ვერაფრით მოვიცალე, იმის მიუხედავად, რომ სულ რამდენიმე ჩანაწერისგან შედგებოდა. აი ისიც_,,პირველი'' გვერდი, რომელიც, ბლოკნოტის სისქის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სულაც არაა პირველი, უბრალოდ, ჩანს მისი წინამორბედები შეცდომების მსხვერპლნი გახდნენ და მას დაუთმეს ასპარეზი. 31 აგვისტო, 2010 წელი ,,დღეს ზაფხულის ბოლო დღეა და ვეცადე, მაქსიმალურად გამომეყენებინა იგი, თუმცა საათის ისრები მალე თორმეტს მიაღწევს და ეს უდარდელი პერიოდიც ერთი წლით დამემშვიდობება, ჩემთვის კი სრულიად ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყება_მე ხომ მალე აბიტურიენტი ვხდები. დღიური არასოდეს მქონია და კარგად არ ვიცი, როგორ უნდა ვწერო, ამიტომაც ვეღარ ვითვლი, უკვე მერამდენე ფურცელი ამოვხიე, მაგრამ იმედი მაქვს, ჩემი ახალი მეგობარი მაპატიებს ამ შეცდომას. ალბათ, ასე უნდა დამეწყო: მე ნატალი იოსელიანი ვარ, 17 წლის. მალე სკოლას ვამთავრებ და სტუდენტობისთვის ვემზადები, თუმცა მანამდე უამრავი გამოცდის ჩაბარება მომიწევს. დიდად მონდომებული ვარ ან ვნერვიულობ-მეთქი თუ გეტყვით, მოგატყუებთ, თუმცა ყოველთვის კარგად ვსწავლობდი, რაც ალბათ ნიჭის დამსახურება უფროა, ვიდრე სიბეჯითის. ერთადერთი რამ, რასაც ცხოვრებაში მთელი სერიოზულობით ვეკიდები, არის ცურვა, რომლის გარდშეც ჩემი თავი უბრალოდ ვერ წარმომიდგენია. ზუსტად ვიცი, რამდენ წარმატებასაც არ უნდა მივაღწიო ჟურნალისტიკაში(ჰო, ამ სპეციალობაზე ვაბარებ), მას მაინც ყოველთვის მეორეხარისხოვან საქმედ ჩავთვლი. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ინტროვერტი ვიყავი, მაგრამ რამდენიმე პიროვნებამ დამარწმუნა, რომ ადამიანებთან ურთიერთობა შეიძლება და თურმე არც ისე ცუდი ყოფილა. სინამდვილეში სულაც არ მიჭირს უცნობებთან კომუნიკაცია(უფრო_პირიქით), უბრალოდ ვთვლი, რომ არ შეიძლება ყველასთან კარგი ურთიერთობა გქონდეს. ჩემს შესახებ სხვა იმის თქმა შემიძლია, რომ ვგიჟდები წერაზე, მუსიკასა და ისტორიაზე. ვარ საშინლად სულსწრაფი, ეჭვიანი, ამაყი, ამბიციური და რაც მთავარია, ა რ ა პ უ ნ ქ ტ უ ა ლ უ რ ი(ეს არის თვისება, რომელიც ყოველთვის ყველაფერს აფუჭებს).. მოკლედ მე ვარ ერთი ჩვეულებრივი, მინუსებით გადავსებული გოგონა, საკუთარ თავზე უზარმაზარი წარმოდგენით. Vხვდები, რომ მალე ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება და დიდი გზის გავლა მომიწევს მიზნების მისაღწევად, მაგრამ მე ჯერ კიდევ ახლა ვიწყებ მასზე სერიოზული ნაბიჯების გადადგმას, ამიტომაც მინდა, ამ დღიურში მოვნიშნო ყოველი მილი, რომელსაც გავივლი, რათა საჭიროების შემთხვევაში მახსოვდეს, საიდან დავიწყე.'' 8 სექტემბერი, 2010 წელი ,,იმდენად საშინელი კვირა მქონდა, წერის სურვილი საერთოდ არ გამჩენია. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მე და გიორგისს პირველი სერიოზული ჩხუბი მოგვივიდა. ძუსტად არ მახსოვს, მაგრამ ალბათ ბევრი სისულელე ვთქვი, მან კი პირდაპირ მითხრა, ცოტა რომ გაიზრდები, მერე დავილაპარაკოთ, მანამდე კი,_ბედნიერებას გისურვებო. ხომ ვიცოდი, რომ ოდესმე მომიწევდა მსგავსის გადატანა, მაგრამ მაინც ძალიან განვიცადე. ჰოდა ვიტირე, ავდექი და ოთახში ჩაკეტილმა პატარა ბავშვივით ვიბღავლე და ამის გამო საშინლად მძულს ჩემი თავი, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ვიცი, თავიდან ბოლომდე მე ვიყავი დამნაშავე.._ეს იყო ოთხშაბათს. ხუთშაბათს მწვრთნელმა მისაყვედურა, ზედმეტად გამხდარი ხარო, რაზეც ისედაც განერვიულებული, შევეპასუხე და ,,საყვარელი მოწაფე'' დარბაზიდან გამაძევა. ორი დღის შემდეგ, როცა, როგორც იქნა, ვიკადრე მისვლა და ბოდიშის მოხდა, გასახდელში პირსახოცები აგვერია და ისე ცუდად იმოქმედა, რომ სამი დღე თვალებს ვერ ვახელდი და საწოლიდან არ ავმდგარვარ. ერთადერთი დადებითი, რაც ამ ყველაფერს მოჰყვა, ის იყო, რომ მაკო და ანა უამრავი შოკოლადით დამადგნენ, გიორგიც ამოვიდა და ბოდიში მომიხადა იმისთვის, რაც არ გაუკეთებია:D ვარჯიშებზე დაბრუნებულს კარგი ამბავი დამხვდა_თვის ბოლოს ათი დღით თურქეთში გავემგზავრებოდით. ძალიან გამიხარდა, ნამდვილად მეკუთვნის დასვენება ამ დღეების შემდეგ, თუმცა მანამდე ახალი სასწავლო წლისთვის ვარ მოსამზადებელი..'' _დე, გუშინ ხო ა წავალთ ბაღში_კითხვაში, გართულმა, ვერც კი შევამჩნიე, როდის დამადგა თავზე ფეხშისველა და თმაგაწეწილი ბარბარე. _გუშინ არა დე!_სიცილით ვუპასუხე და მთელი ძალით ჩავკოცნე._ახლა პირი დავიბანოთ და ჩაი დავლიოთ, კარგი?_თანხმობის ნიშნად რაღაც ჩაიბურტყუნა და თითები გადააჯვარედინა. ყოველთვის მეღიმებოდა მის ამ ქცევაზე, რომელიც ლამის დაბადებიდან დაჰყვა. როგორც გარეგნობით, ისე ჩვევებით, საშინლად მგავდა. შიცილ-კისკისსა და ჩხუბში ვიბანავეთ და საუზმეს ვამზადებდი, როცა მობილურის. _ალო!_დამასწრო ბარბიმ_არა, არ ცალია დედიკოს...ვთამაშობთ!_სრული სერიოზულობით ეუბნებოდა ვიღაცას. როგორც იქნა, მოვრჩი ხელების გამშრალებას და დიდი ხვეწნის შემდეგ გამოვართვი. _გისმენ, თაკო! _მოგაცდინე თამაშს?_სიცილით მკითხა._რაღაც უნდა გთხოვო. _მიდი, ვიცი მე შენი თხოვნები. _ვიცი, რომ დასვენების დღე გაქვს, მაგრამ ძალია გთხოვ...სულ ორი საათით საღამოს. _მაინც უნდა მითხრა და რაღატომ მივლი, მითხარი, სანამ კარგ ხასიათზე ვარ!_ხუმრობით დავცინე. _მოკლედ დღეს შვიდ საათზე ,,ამირანში'' იმართება რაღაც ახალი ფილმის(საკუთარი სახელების დამახსოვრება თაკოს სუსტი წერტილი იყო) დახურული ჩვენება და ყველა ,,ფეისი'' იქნება, მაგრამ ისეთი საქმე გამომიჩნდა, ვერანაირად ვახერხებ მისვლას, არადა ამის ხელიდან გასვება წარმოუდგენელია. თან, ერთი ქართველიც მონაწილეობს და ჩამოსულია, ეგ მაინტერესებს ყველაზე მეტად. შხვები ,,პროსტა'' არიან, რა. _ვა, რა ჰქვია?_ყოველი შემთვხვევისთვის ვიკიტხე. _არ მახსოვს, ცოტა ხანში მოგაწოდებ დაზუსტებულად, გადაკეთებული აქვს სახელი და გვარი უცხოურად და ნამდვილს არ გეტყვი, თურმე არ მოსწონს და შენი ამბავი რომ ვიცი, არ დაგამაგრდება ენაზე. _მაგ ბოლო სიტყვების გამო, ხომ ხარ ღირსი, უარი გტკიცო? _კი ვარ, მაგრამ შენ ისეთი კეთილი მყავხარ, დამინდობ. მიხედე ახლა ბავშვს და 15 წუთში მეილზე გექნება ყველაფერი, გკოცნი. _მოიცა, ხვალ ხო იქნები? _ჰო, აბა ახალი შეფის უნახავად რა გამაძლებინებს. საღამოს დაგელაპარაკები, გავარკვიე მაგაზე რაღაცები. _დროებით, ჭორიკანა!_გავთიშე და თავი გავიქნიე._არა, ეს არ შეიცვლება, ნეტა ,,ვინ საქმე'' გამოუჩნდა? _ჩემი ჩაი გაფრინდა, დე_ჩაიბუზღუნა უყურადრებობით გაბრაზებულმა ბარბარემ და კვლავ თითები გადააჯვარედინა. _ჩემო პატარა მეტიჩარა!_წამით მოვეფერე და ,,გაფრენილი'' მადუღარა გამოვრთე. ღამდენიმე წუთის განმავლობაში უხმოდ სვამდა, მე კი უხმოდ ვაკვირდებოდი და დაბნეული მზერა ხან მასზე, ხან კი ოფიციანტზე გადამქონდა, რომელსაც თითქმის ყოველ წუთს უხდებოდა ახალი შეკვეთის შესრულება. _რას ელოდები?_მკითხა ცოტა ხნის შემდეგ._თუ სხვა რამე გინდა, შევუკ... _არა, ეს წესები არ მომწონს!_უცებ შევაწყვეტინე. _წესები?_გაეცინა. თურმე, ესეც შესძლებია. _ჩუმად დალევას ვგულისხმობ. Aსე მალე დავთვრები და ეს პრობლემაა. _შენი პრობლემა!_დამცინავად დააკონკრეტა._გაგიჟდება კაცი, თითქოს ძალით შემომეთრიოს!_ჩაილაპარაკა და კიდევ ერთი ჭიქა გამოცალა. _სხვაგან ადგილი არ იყო, თორემ არც მე მსიამოვნებს თქვენს გვერდით ყოფნა!_ვალში არ დავრჩი და ამჯერად მეც გადავკარი. _დიდი ბოდიში, თანამოსაუბრედ არ გამოვდგები!_კვლავ ირონიულად მითხრა. _ბევრს არაფერს გთხოვ, სულ ცოტა ვილაპარაკოთ, რომ არ გავითიშო_ხელით ვაჩვენე, რამხელა იყო ცოტა, რაზეც გადაიხარხარა. _კარგი, ნუ ბრაზდები!_სიცილით მომმართა ჩემი სახის დანახვაზე._რა გავაკეთო? _სამი სიტყვით მიპასუხე ყველაფერზე, რასაც გკითხავ!_ჩემი და გიორგის საყვარელი გასართობის გახსენებაზე გული შემეკუმშა, მაგრამ თავი შევიკავე. _ვემსახურები მის უდიდებულესობას!_ხელი საფეთქელთან მიიტანა და გაიჯგიმა. _რა გქვია? _გიორგი, გიო და...მესამე ვერ მოვიფიქრე_ვითომ ვერ მიხვდა, რომ ეს თამაშგარე კითხვა იყო და სასმელზე მიმითითა. ღმერთო, როგორ მეზიზღებოდა ყველა გიორგი იმ წუთას... სწრაფად გამოვცალე... _შენც მძულხარ თაკო და ეს საცობები ხომ საერთოდ!_ნერვებმოშლილი მივაბიჯებდი და წამდაუწუმ საათზე ვიხედებოდი. _20 წუთი აკლია, ვინღა მიმაკარებს მსახიობებს._იმედგადაწურულმა ვაჩვენე საშვი დაცვის წევრს, თუმცა ოდნავ მომეშვა, როცა შევამჩნიე, რომ რამდენიმე ჟურნალისტი ჯერ კიდევ ცდილობდა ინტერვიუს მიღებას. Gუმანით მივხვდი, რომ ყველაზე დიდი ,,ამალა'' ჩემს ინტერესის ობიექტს ეყოლებოდა და ჩამწერი მოვამზადე, თუმცა როცა, როგორც იქნა, შევძელი გზის გაკვლევა და მიახლოება, წინასწარ მომზადებული ყველა კითხვა დამავიწყდა და ერთადერთი სიტყვა წარმოვტქვი: -გიორგი?! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.