ჩვენ (4)
**** -როგორია ანგელოზი? -ანგელოზი ყველაზე ლამაზია.. შენსავით პატარა ცხვირი აქვს და პატარა ტუჩები. თვალებიც შენნაირი აქვს და თმებიც.. -მართლა?- გაუხარდა გოგონას. -კი.. შენ ხარ ანგელოზი.. -ეშმაკი როგორია?-ინტერესით იკითხა გოგონამ. -ეშმაკი.... ეშმაკი ბოროტია. ყველას აბრაზებს, არავის უჯერებს და ბევრ ცუდ რაღაცას აკეთებს..-უპასუხა ბიჭუნამ და გაუღიმა. -შენ ხარ ეშმაკი?-აუცრემლიანდა გოგონას თვალები. ბიჭს გაეღიმა და უთხრა: -მე ვარ ეშმაკი, მაგრამ შენს წინაშე უძლური.. -ანუ, ანგელოზი და ეშმაკი დედამიწაზე არიან?-დაბნეულმა იკითხა გოგონამ -კი.. ტასი, ანგელოზი და ეშმაკი დედამიწაზე არიან და მათ ჰქვიათ „ჩვენ“.. *** ანასტასია გაშეშდა კართან. ექოსავით ჩაესმოდა იოანეს სიტყვები.. ნელა შემოტრიალდა და აცრემლებულმა შეხედა იოანეს. -შე..შენ..-აუკანკალდა ხმა ანასტასიას. -გახსოვს?-გაუღიმა იოანემ და ჰკითხა. -შენ იყავი ბიჭი, რომელმაც დამარქვა „ტასი“ და ყველაზე მეტად მიყვარდა მისი ეს დაძახილი; ბიჭი, რომელმაც ჩემში პატარა ასაკშივე გადატრიალება მოახდინა,ბიჭი რომლის დანახვისასაც უცნაურად ვიგრძენი თავი და ბიჭი, რომელმაც ანგელოზი და ეშმაკი დამანახა დედამიწაზე... -გახსოვს?-ჰკითხა იოანემ. -მხოლოდ ის მახსოვს რაც ვილაპარაკეთ.. ძალიან პატარა ვიყავი და შენ დიდი ჩემზე... ეშმაკმა მოძებნა გზა ანგელოზისკენ და დედამიწაზე მასთან ახლოს დასახლდა. ყოველ დღე მასთან ერთად იყო და ყოველ დღე მას უყურებდა. დრო გადიოდა და ორივე იზრდებოდა, მაგრამ უფრო ეშმაკი.. -ანგელოზი ისევ ისე სიფრიფანა რჩებოდა..-გააწყვეტინა იოანემ. -როდესაც მათ ერთმანეთი იპოვეს, ორივემ იწამა არსებობის შესახებ და მათ ურთიერთობას ყოველგვარი ახსნისა და ზედმეტი რაღაცების გარეშე დაარქვეს „ჩვენ“.. მაგრამ ცუდ ზღაპრებში როგორც ხდება, ყველაფერი გაქრა წამებში..-თქვა ანასტასიამ და ობოლი ცრემლი გადმოადგო. -არ გამქრალა, ხედავ? შენ გახსოვს.. მაშინ ძალიან პატარა იყავი, ჩემი მოგონილი ზღაპრები ძალიან გიყვარდა. ერთხელაც რომ დამისვი შეკითხვა ანგელოზზე და ეშმაკზე არ ვიცოდი რა მეთქვა და გულს მივენდე.. სულ მახსოვდი.. რომ ჩამოვედი და ვერსად გნახე გული დამწყდა, არც მომიძებნიხარ იმიტომ რომ ვიცოდი ერთ დღეს ჩამოხვიდოდი.. -მე არ ვიცოდი, როგორ მომეძებნე.. მახსოვდი და მინდოდა ამ ზღაპრის დასასრულის გაგება.. შენი სახელიც კი არ მახსოვდა! რა საოცარია, არა? ღრმა ბავშვობაში ყველაზე მეტად გულს რაც მიწვდება ის არასოდეს გვავიწყდება... -გაუღიმა ანასტასიამ და იოანესკენ გაემართა. აცრემლებული ჩაეხუტა და ცრემლები მის მხარს დააწვეთა. -ბედნიერი ვარ.. შენ რომ გიპოვე და ისევ ჩემს ცხოვრებაში ხარ..!-გულწრფელად უთხრა ანასტასიამ და ოთახიდან გავიდა. იოანე ემოციების ქვეშ იყო და გაღიმებული იდგა . ისიც გავიდა მალე ოთახიდან და შეუერთდა მეგობრებს. ანასტასია ბევრად უფრო ლაღი და თავისუფალი იყო. თითქოს გულიდან დიდი ლოდი მოეხსნა. ბევრს იცინოდა, მღეროდა, სვამდა და მოკლედ ერთობოდა ყველანაირად. თითქოს მნიშვნელოვანი სახეცვლილება განიცადა და ამას თათა ამჩნევდა. უკვირდა მისი დაქალის ასეთი უცაბედად აციმციმებული თვალები. თათა ცდილობდა ლევანისთვის არ მიექცია ყურადღება და ნაკლებად დაკონტაქტებოდა, ყველას და ყველაფერს ელაპარაკებოდა, იცინოდა ანასტასიასთან ერთად და ლევანისკენ საერთოდ არ იხედებოდა. ლევანს ეღიმებოდა თათას ბავშვურ საქციელებზე და გულში სითბო ეღვრებოდა. უყვარდა. როგორ არ უყვარდა.. მაგრამ არ უნდოდა ჯერ-ჯერობით თათას მასთან დაეკავშირებინა ცხოვრება. იცოდა, რომ დატანჯავდა.. დატანჯავდა თავისი ეგოისტური ხასიათის გამო.. გამჟღავნდებოდა ის, რომ თათას აკონტროლებდა, ყველგან დაჰყვებოდა, ან- სხვას აყოლებდა. იცოდა ვინ ურეკავდა, ვის ურეკავდა.. ისიც კი იცოდა რაზე ლაპარაკობდა ანასტასიასთან ერთად. ალბათ, გაგიკვირდებათ ასე რატომ იქცეოდა, რატომ ეთამაშებოდა გოგონას. თან უშვებდა, თან არ ემეტებოდა გასაშვებად.. ვინც კი გამოჩნდა თათას ცხოვრებაში, თათამდე არც მისულან, ან მივიდნენ მაგრამ მეორე დღეს უკან მოუხედავად წამოვიდნენ.. ზოგჯერ თათა თავის თავს აბრალებდა ამ ყველაფერს. ლევანს კი ეღიმებოდა და ეღიმებოდა.. იცოდა, რომ ამ ერთ ციცქნა გოგოს უყვარდა, მაგრამ იყო ჯიუტი და რქების მოტეხვა სჭირდებოდა... ანასტასია ტელეფონზე ლაპარაკობდა, როცა იოანე მასთან მივიდა. გაუღიმეს ერთმანეთს და ორივეს გული დაუთბა.. არა, გაუცხელდა.. სასიამოვნო ტალღებმა დაუარეს.. -რას შვები?-ჰკითხა ანასტასიას იოანემ, როდესაც მორჩა ტელეფონზე ლაპარაკს. -ჩემს მეგობარს ველაპარაკებოდი..-გაუღიმა ანასტასიამ. გაეცინა ორივეს. -რა სისულელეზე ვლაპარაკობთ, არა?-ტუჩის კუთხე ჩატეხა იოანემ. -კი. იცი, შენზე ვფიქრობდი მთელი დღე. რა კარგია არა რომ შევხვდით ერთმანეთს? ალბათ, გარდაუვალი იყო.. -ალბათ, ბედისწერაცაა -ჰო.. ზღაპრის დასასრული მაინტერესებს, იო..-უთხრა ანასტასიამ და შეხედა მასზე მიშტერებულ ბიჭს. -ზღაპრის დასასრული ძალიან მარტივი და ამავდროულად, რთულია.. -ეგ როგორ?-ცოტა დაიბნა ანასტასია -როგორ და, ზღაპრის დასასრული ჩვენზეა დამოკიდებული,-მშვიდად უპასუხა იოანემ. ანასტასიამ თვალი აარიდა და სადღაც სივრცეში გაიხედა. -მართლა რთულია.. რა არის ჩემზე დამოკიდებული? -შენზე ალბათ ისაა დამოკიდებული, რომ სწორად გადაწყვიტო რაღაც-რაღაცები და აი, ეს,-ხელი დაადო იოანემ ანასტასიას გულზე, რომელიც წამის მეათასედში აჩქარდა,-და ტვინი დააბალანსო და სწორად მოიქცე.. -ნუ, მელაპარაკები ეგრე.. მეშინია..-უთხრა ანასტასიამ და თავი დახარა. იოანემ ანასტასიას სახე ხელებში მოიქცია და მიიწია მასთან ახლოს. ცხელი სუნთქვა ეფრქვეოდა ანასტასიას სახეზე და სადღაც, უსასრულობაში აგდებდა. -ტასი.. ტასი.. ისევ ისეთი ანგელოზი და სიფრიფანა ხარ, როგორიც 5 წლის ასაკში იყავი.. მე შენს გვერდზე ვარ და ერთად გავივლით ყველაფერს.. ტვინიც და გულიც სწორად მოიქცევა.. მთავარია მენდო და უკან არ დაიხიო.. ალბათ, სისულელედ მოგეჩვენება ახლა მე შენ რასაც გეტყვი, მაგრამ არ გაჩქარებ იცოდე.. -ანასტასია უყურებდა იოანეს და არ აშორებდა თვალს,ნერვულად დადიოდა იოანე წინ და უკან,- შენ 5 წლის იყავი, მე 11-ის.. იცი, რომ ჩვენი მშობლები მეგობრობდნენ ერთ დროს, სანამ აირეოდა ყველაფერი და სხვადასხვა ქვეყანაში მოუწევდათ წასვლა. როცა შენ გაგიცანი 11 წლის ბიჭის თავში, გულში, სულში შემოძვერი და შენი სახე ჩამრჩა. ძალიან პატარა იყავი.. გიყვარდა ზღაპრები, თამაში და მეც არ მეზარებოდა. როცა გიგისთან მივდიოდი, ყოველთვის ველოდებოდი ერთ პატარა ქერა გოგოს, რომელიც გამოვარდებოდა და მოუნდებოდა ჩემთან თამაში. ათასნაირ ზღაპარს გიყვებოდი, მაგრამ გამორჩეულად ეს ჩაგრჩა. ბევრი შეკითხვა დამისვი და მეც გპასუხობდი, დარწმუნებით. რასაც ჩემი გული ამბობდა.. მერე მე წავედი, შორს. როცა საქართველოში ჩამოვდიოდი,შენ არ გეცალა. ხან სკოლა, ხან დამატებითი გაკვეთილები და ვერასოდეს ვერ გნახე. მერე კი გავიგე, რომ შენ წახვედი გიასთან ერთად ჩეხეთში საცხოვრებლად და ამ პერიოდში მე დავბრუნდი თბილისში. რამდენმა რამემ გაიარა, რამდენმა ადამიანმა, კარგმა თუ ცუდმა, მაგრამ მე შენ ყოველთვის მახსოვდი.. ვისმენდი შენზე ამბებს, გიგი რომ ჰყვებოდა.. ეჭვიანობისგან ვკვდებოდი, როცა გიგი ამბობდა შენს თაყვანისმცემლებზე და როდესაც ვიგებდი, რომ კარგად ნაცემები იყვნენ სიამოვნებისგან აღარ ვიცოდი რა მექნა. იცი, როდის შემიყვარდი? 5 წლის ბავშვი, რომ იყავი, აი, მაშინ. მაგრამ მე 11 წლის ბიჭმა მაშინ არც სიყვარულის არსებობის შესახებ ვიცოდი და არც ზე-ბუნებრივი გრძნობების შესახებ. რომ ჩამოხვედი კი გავიგე, მაგრამ არ ველოდი ასე მალე შენს ნახვას. და მივხვდი, რომ ახლა არც შენ ხარ პატარა გოგო და არც მე პატარა ბიჭი.. ტასი, მიყვარხარ სიგიჟემდე!- დაამთავრა იოანემ და ანასტასიასკენ შემოტრიალდა. ანასტასია გაოცებული, გაოგნებული, პირდაღებული უყურებდა და ცრემლები ღაპა-ღუპით სდიოდა. -არაფერს მეტყვი?-უთხრა იოანემ ანასტასიას და ქვემოდან ახედა. -რა უნდა გითხრა?იცი, როგორი მოულოდნელია ეს ყველაფერი ჩემთვის? შენ თუ გგონია, ჩემთვის არაფერს ნიშნავ ცდები.. მართლა წარუშლელი კვალი დატოვე.. რაც არ უნდა იყოს მიხარია, რომ ისევ გამოჩნდი და ორივე აქ ვართ და არსად ვაპირებთ წასვლას.. -ტასი, რაც არ უნდა იყოს მინდოდა შენთვის მეთქვა. რაც უფრო მალე გეტყოდი, ურო კარგი იქნებოდა..არ მინდა ჩემმა არსებობამ შენთვის უხერხული სიტუაცია შექმნას.. უბრალოდ, ერთი მინდა გითხრა, რომ ცოტა მაცადე და ალბათ ზღაპარსაც დავწერთ მალე..-უთხრა იოანემ და გაუღიმა. *** გიჟდებოდა... იმაზე გიჟდებოდა, რომ დეიდაშვილის ძმაკაცი უყვარდა.. გააჩნია მერე ხომ როგორი დეიდაშვილის? გიგი.. გიგი იყო მოვლენა! ყველაზე და ყველაფერზე მოეჭვიანე დეიდაშვილი, მძიმე ხასიათებით, რომლისაც ყველას ეშინოდა.. თავისებურად მოხდა ყველაფერი..სრულწლოვანი ახალი გამხდარი მამა რომ გარდაეცვალა და ოჯახზე ზრუნვა გიგიმ ითავა. დათი თვეების იყო, როცა მათი საასახელო და საამაყო მამა ავარიით გარდაიცვალა. ოჯახისთვის დიდი ტრაგედია იყო ვახოს გარდაცვალება.. ოჯახში საჭირო იყო კაცი, რომელიც თვეების ძმასა და დედას მიხედავდა. ნინო განადგურებული იყო.. გონი არ ეკითხებოდა.. ვერაფერს აკეთბდა, რომ არა მისი მეგობრები, ნათესავები და შვილი. გიგი ჩაუდგა სათავეში მამის დატოვებულ კომპანიას, ანასტასიას მამასთან ერთად და გააგრძელა მამის საქმიანობა. ბევრი დაბრკოლება ჰქონდა წინ, ბევრი უსამართლობა.. ამ ტრაგედიამ და ასეთმა მძიმე სიტუაციამ გახადა უხასიათო, ზედმეტად ეჭვიანი.. არადა ადრე ნორმის ფარგლებში იყო.. ამის მერე კი დამძიმდა უფრო მეტად. აღარავის ენდობოდა. არც ქალებს.. და ექცეოდა ისე, როგორც არარაობებს.. მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა, მაგრამ თავისიანებსაც უფრთხილდებოდა. მხოლოდ ოჯახთან და ძმაკაცებთან არ შეცვლილა. ეშინოდა იმისი, რომ როგორც თვითონ ექცეოდა გოგოებს ერთ დღეს ანასტასიასაც ვინმე ესე მოექცეოდა და აგიჟებდა, ამისი წარმოდგენა.. იცოდა, რომ იქცეოდა ცუდად, მაგრამ ცხოვრების ჩვეულებად ჰქონდა ეს გადაქცეული... ასეთი ყოფა.. *** სამწუხაროდ რამდენიმე დღიანი დაგვიანება გამომივიდა!) მადლობა ვინც კითხულობთ კიდევ ერთხელ :) ველოდები თქვენს შეფასებებს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.