ჩვენ (3)
*** მეორე დღეს უნივერსიტეტში მისულებს თავი უსკდებოდათ. ძლივს ისხდნენ ლექციაზე და ცდილობდნენ, მაქსიმალურად ყურადღებით ყოფილიყვნენ. კიდევ კარგი ამ დღეს მხოლოდ 3 ლექცია ჰქონდათ და კაფეში დასხდნენ გოგოები. -აუ, ასეთი ნასვამი გუშინ რომ ვიყავი არასოდეს ვყოფილვარ..!-დაიწუწუნა თათამ. -იტყუები, თათ!-შეუსწორა ანასტასიამ -კი, როგორ არა! აბა, როდის იყო ეგ ყველაფერი?-გამოფხიზლდა თათა უცებ. -როდის და გიგის დაბადების დღეზე წელს, რომ დამირეკე და ტიროდი და სიყვარულს მეფიცებოდი..-გაახსენა ანასტასიამ -აუ, საიდან გაიგებდი რომ მიყვარხარ იმ დღეს რომ არ დამელია?-უპასუხა თათამ -ვგრძნობ, თათ-უპასუხა ანასტასიამ და გაუღიმა. -მოქმედება არაა მთავარი. როცა გიყვარს ადამიანი სიტყვებიც და მოქმედებაც უნდა დააბალანსო. აბა, ან ერთი ან მეორე ცალ-ცალკე რა უბედურებაა? -ვაიმე, ჩემი მრავალწლის დატანჯული გოგო,-გაიცინა ანასტასია. თათიამ ენა გამოუყო თავი ხელებში დამალა. -აუ, ძალიან მეძინება! აი, რომ არ შეგიძლია გოგოს დალევა, მოდი, ნუ დალევ რა..!-დაიწყო ისევ მაშომ. -ვსო, მე არ ვსვამ ახალ წლამდე!-დაიბურტყუნა თათიამ. ამ დროს კარებში სახე ალეწილი ირაკლი შემოვიდა, რომელსაც ხელში გაზიანი სასმელი ეჭირა. მის უკან კი გიგი და ლევანი გამოჩნდნენ. -თათ, აწიე თავი ლევანია..-უჩურჩულა თათას ანასტასიამ. ლევანის ხსენება იყო და თათამ მაშინვე თავი წამოყო, ეცადა სახის გასწორებას და ღიმილი აიკრა სახეზე. ლევანმა სკამი გამოსწია და დაჯდა. გახედა თათას და გაეღიმა: -კაი თათუშკა, ისედაც ვიცი, რომ ცუდად ხარ და ნუ მსახიობობ! -არანაირად! გეჩვენება.. ფანტასტიურად ვგრძნობ თავს!-შეიცხადა თათამ. -ხო, გუშინდელიდან გასნხვავებით ხო? გამახსენე ერთი, შენ არ იყავი ის გოგო თავისი სადარბაზო რომ შეეშალა და სხვაგან ავიდა? -ბატონო?- გაოცდა თათა,-შენ რა... იქ იყავი? -საქმე მქონდა შენს უბანში და დაგინახე..-ტუჩის კუთხე ჩატეხა ლევანმა. ბავშვებს სიცილი აუტყდათ. თათას ფერები გადაუვიდა. -რა მოხდა მერე.. ძალიან გავს ჩემი სადარბაზოები ერთმანეთს..!- მკაცრად თქვა თათამ და ისევ, ხელებში დამალა თავი. -იდეით შემოვდივარ! მოდით, ამ შაბათს დავლიოთ,-თქვა გიგიმ და გაიღიმა. ანასტასიამ გაოცებულმა შეხედა. არ მოელოდა გიგისგან ჯერ იქ ყოფნას და მერე ამ ინიციატივას. -აუ, კი მე თანახამა ვარ,-თქვა მაშომ და გაინაზა. -გამაღიზიანა თუ გაგაღიზიანა?-ჩასჩურჩულა თათამ ანასტასიას. -კაი, თათ.. გაჩე.. -მეც მცალია! აი, თათასაც სცალია და თუ თათას სცალია იქ ანასტასიასაც სცალია!-დარწმუნებით თქვა ლევანმა. -ჩემს ნაცვლად რატომ ამბობ?-გაცხარდა თათა. - თათუშკა, ვიცი რომ ის ვინც შაბათს უნდა გენახა არ სცალია შენთვის და შესაბამისად შენ არ ხარ დაკავებული..! -საიდან მოიტანე? -მიდი, დაურეკე და გაარკვიე გადაგედო თუ არა გეგმები..-უთხრა ლევანმა და მიაწოდა ტელეფონი რომელიც თათას გასწვრივ იდო. თათამ გამოგლიჯა და გარეთ გავიდა დასარეკად. რამდენიმე წუთში შეწუხებული შემოვიდა კაფეში და დაჯდა. -მოვდივარ.. შენ რა იცოდი? -ვანგა ვარ თათუშკა, ვანგა..-ნიშნის მოგებით უთხრა ლევანმა და სიგარეტს გაუკიდა. *** როგორც გადაწყდა შაბათს ყველა ერთად იკრიბებოდა. გოგოებმა ითავეს რაღაცების გაკეთება, გამოცხობა. ანასტასია აცხობდა ღვეზელებს, თათა კი-ხელს უშლიდა. მაშო და სალომე მემილიარდჯერ ურეკავდნენ უკვე გოგოებს და ეკითხებოდნენ რა ჩაეცვათ, რა წამოეღოთ რა როგორ გაეკთებინათ. ისევ მუხათწყაროში ადიოდნენ იოანეს სახლში. ბოლო დღეები მაშო განსაკუთრებით ბევრ შეკითხვას სვამდა გიგიზე, მათთან ერთად თუ იყო გიგი მაშოზე ნაზი მეროე არ დადიოდა.სალომე ოთოს ეპრანჭებოდა ისე, რომ წელში ტყდებოდა. მხოლოდ ლევანი და იოანე იყვნენ ხელშეუხებლები. ზედმეტს არც ერთი არ იჩენდა არავის მიმართ ყურადღებას და დიდად არც ლაპარაკით გამოირჩეოდნენ. -ანასტასია, მოვალ 15 წუთში მზად იქნებით?-დაურეკა იომ ანასტასიას. ვაიმე, როგორ გააჟრიალა ამ ბიჭის ხმაზე. ხომ არ იცნობდა კარგად, ხომ არ ნახულობდა ისეთი სიხშირით, როგორიც დანარჩენებს, მაგრამ ეგონა, რომ კარგად იცნობდა და თითქოს მთელი ცხოვრება ერთად ჰქონოდათ გატარებული. -კი, მზად ვართ უკვე და ველოდებოდით რომელიმეს ზარს. გიგი სადაა? -გიგი ირაკლისთან მაშოს და სალომეს გაუვლის.. -კაი, ჩვენ მზად ვართ უკვე..-უთხრა ანასტასიამ და ტელეფონი გათიშა. ამ დროს თათას წარბშეკრული სახე დააფიქსირა. -რა იყო? -ვფიქრობ რაღაცებს და ვერ ვასკვნი.. -რას თათ? -პირველი ის, რომ გიგი და მაშო...??? და მერე მეორე, რატომ გიბრწყინავს თვალები იოს ხმაზე, მასთან ლაპარაკზე და ზოგადად მაგ ბიჭზე? -რა სისულელეა!-უარყო ანასტასიამ და კონტეინერებში ჩააწყო გამომცხვარი გემრიელობები. -ანასტასია ვაჩნაძე! მგონი მთელი ცხოვრებაა შენ გიყურებ და ჩემ თავზე უკეთესად გიცნობ და როგორმე მასწავლი ვიზე რა რეაქცია და გრძნობა გაქვს?-დაუძაბა თათამ. -ო, კაი თათ რა ! ბოდიალობ რაღაცებს..!-კიდევ უარყო ანასტასიამ. არადა ძალიან კარგად იცოდა, რომ იოანე უბრალოდ მისი ჟრუანტელის ეპიცენტრი იყო. -კაი, ამ თემაზე აუცილებლად ვილაპარაკებთ! ახლა, კი მეორე და მთავარი.. მომეჩვენა თუ მაშო რძლობას გიპირებს? -არ მოგეჩვენა, ფაქტია, გიგი მოსწონს.. ნუ რა ვუყო მათ ურთიერთობაში ხომ არ ჩავერევი. თან რაღაც მხრივ კარგია შემეშვება გიგი ცოტახანს.. -ნუ, ეგ ხო მაგაში მართალი ხარ..-დაეთანხმა თათა მეგობარს,-აი, მოვიდა იოანე, ჩავედით რა.. ქვემოთ ჩასულებს მანქანაში იოანე, ოთო და ლევანი დახვდნენ. ოთოს წინა სავარძელი დაეპყრო და როგორც სჩანს არ აპირებდა დათმობას. თათამ ცხვირი აიბზუა ლევანის დანახვაზე. ბევრი ეცადა ფანჯარასთან მინდა დაჯდომაო, მაგრამ ანასტასია გაიკვანძა მინდა ბუნების ცქერით დავტკბეო. ასე აღმოჩნდა თათა ლევანის გვერდზე. ცოტა უხერხულად იჯდა, რადგან ლევანი პირდაპირი მნიშვნელობით ეკვროდა თათას და თათას თმებში ჰქონდა ცხვირი ჩაყოფილი. როგორც კი ავიდნენ დანარჩენები ასულები დახვდენ. თათა მაშინვე გადახტა მანქანიდან, საყვედურის მზერა ესროლა ანასტასიას და კურტუმოს ქნევით შევიდა სახლში. ანასტასია და ლევანი მოკვდნენ სიცილით თათას ბავშვურ ქცევაზე და შეყვნენ მასაც სახლში. ოთო სახლში შესული არ იყო, რომ სალომე კისერზე ჩამოეკიდა და ვეღარ მოიშორა. თათა არაფრის გამკეთებელი არ იყო, გაბუტული იჯდა ბუხართან, მით უმეტეს არც მაშო და სალომე, გიგი და ლევანი კი მწვადებს ამზადებდნენ. ანასტასია და იოანე სამზარეულოში შევიდნენ და ყველაფრის ამოლაგება დაიწყეს. -სულ ასეთი მშვიდი ხარ?-ჰკითხა ანასტასიამ იოანეს. -გააჩნია სიმშვიდეში რას გულისხმობ.. -აი, ძალიან ცოტას ლაპარაკობ.. -ეს სიმშვიდე არაა. უბრალოდ, არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი. სათქმელსაც მოკლედ და კონკრეტულად ვამბობ. ბავშვობაშიც ესე ვიყავი.. არ გახსოვარ შენ.. -ჩვენ ვიცნობდით ერთმანეთს პატარები, რომ ვიყავით?-ჩაეკითხა ბიჭს -კი, ძალიან კარგად..-უპასუხა იოანემ და გაუღიმა. -ვაიმე, რა ცუდია რომ არ მახსოვხარ... -არც ახლაა გვიან,-გაუღიმა იოანემ. რამდენჯერმე გიგი შემოვიდა სამზარეულოში და ინტერესით შეხედა მოლაპარაკე ძმაკაცსა და დეიდაშვილს. -ეს უფრო გაუარესდა ხო?-იკითხა იოანემ. -კი, მგონი..-გულდაწყვეტილმა ჩაილაპარაკა ანასტასიამ. -ცოტაც ტასი და ყველაფერი კარგად იქნება,-უთხრა იოანემ. „ტასი“-სახელზე გაშეშდა. როგორი დეჟა ვუ ჰქონდა ამ სახელზე და რაღაც კარგი ემოციები მოუტანა, მაგრამ ვერაფრით იხსენებდა საიდან და რატომ ჰქონდა.. -აუ, ამ გოგოს ჩემი ბედისწერა რატომ ჰგონია თავი?-შემოვარდა ოთახში ოთო. -ბედისწერაა გეუბნები რა..-გაუცინა იოანემ. -ბიჭო, შენ „ქალი ვიცი კუხნაში-ს“ სტერეოტიპს არღვევ თუ როგორაა შენი საქმე?-გაიცინა ოთომ. -რა გინდა, ტო. ვეხმარები ადამიანს,-შეუბღვირა იოანემ -ოპ,ოპ! ოღონდ შენ არ გაგიფუჭდეს ხასიათი და ახლავე, გავიქცევი. თუ გინდა მთელი დღე აქ იყავი და დაჟე, ჭურჭელი შენ დარეცხე,-უთხრა ოთომ და სასწრაფოდ გაიქცა სამზარეულოდან, რომ არაფერი მოხვედროდა. -კაი, ნუ აქცევ ყურადღებას ხომ იცი როგორი მასხარაა,-გაიცინა ანასტასიამ და დაამშვიდა იოანე. მოჰკიდა ხელი თეფშებს და კარისაკენ წავიდა, როცა იოანეს ნათქვამმა შეაჩერა: -ტასი, ანგელოზი და ეშმაკია დედამიწაზე და ჰქვიათ „ჩვენ“.. *** დიდი მადლობა, ვინც კითხულობთ! და მინდა, რომ აზრი დააფიქსიროთ) ეს ისტორია ძალიან მიყვარს, რაღაცნაირი უცნაური და თბილი ისტორიაა და გამიხარდება თუ, დააფიქსირებთ აზრს) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.