შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაკოცებ შემოდგომისფრად 1


16-11-2015, 15:21
ავტორი Peke--
ნანახია 2 437

შემოდგომის უცნაური საღამო იყო,მშვიდი... არც წვიმდა, არც ციოდა, არც ქარი ქროდა.
მე კი ქუჩას მივყვებოდი ღიღინით, პირველად გადავწყვიტე სახლში ამ გზით წასვლა და მაშინაც არ გამიმართლა, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე ჩემს ცხოვრებაში, ეს უკანასკნელი კი საშინელება იყო, რამოდენიმე არამზადას ძირს დაეწვინა მამაკაცი და წიხლებით ურტყავდნენ, შიში მომეძალა მაგრამ სიბრალულმა აჯობა და მათკენ გავიქეცი, ვერ ვიტყვი რომ შეეშინდათ ჩემი და მაგიტო წავიდნენ ჩქარი ნაბიჯებით მაგრამ ალბათ შერცხვათ...
მამაკაცს გონება არ ქონდა წასული მაგრამ კარგად ნაცემი ჩანდა, სანამ მივუახლოვდი თავი წამოწია, დამინახა თუარა ოქროსფერ ფოთლებში მისი ღიმილი გამოჩნდა, ეტყობა გაუხარდა სანუკვარს, მერე მივუახლოვდი და მაგრად მოვეხვიე, ჩვენ ხომ ადამიანები ვართ, არ ვიცი ვინ იყო და რატო ცემეს მაგრამ მინდოდა გვერდში დავდგომოდი ადამიანს რომელიც გასაჭირში იყო, მერე ნელ-ნელა წამოვაყენე და გავუყევით ქუჩას.
ჰო, შემოდგომის უცნაური საღამო იყო...
უხმოდ მივედით მთავარ ტრასამდე და ტაქსი გავაჩერე, მანქანაში ჩავსვი და გვერდით მივუჯექი, ძალიან მისუსტებული იყო და თვალები ეხუჭებოდა, მხარზე თავი დამადო და თითქოს დამშვიდდა, მომეცა საშუალება დამეთვალიერებინა ეს პიროვნება და ასეც მოვიქეცი, ის ისეთი მამაკაცური იყო, ოდნავ მოშვებული წვერით, სწორი ცხვირით, ტუჩები ოდნავ გაეღო და ისე სუნთქავდა, მისი სუნთქვა კი ყურში ჩამესმოდა და ჩემდაუნებურად მეღიმებოდა. თეთრი პერანგი რომელიც შემოხეოდა და სისხლით ქონდა დასვრილი, მის გულ მკერდს ხაზს უსვამდა, ტუჩი გასკდომოდა, მაგრამ სახეზე მაინც ღიმილი გადაჰფენოდა, ამაზე უფრო მეტად გამეცინა
-ესეთი სასაცილო ვარ? უცებ მისმა ხმამ შემაკრთო, მეგონა გონება დაკარგა თუმცა ამის თქმის დროსაც არ გაუხელია თვალები და ირონიული მიმიკა დასთამაშებდა სახეზე
ეს რათქმაუნდა არ მომეწონა, მისი შეკითხვა ვითომც არ გამიგია, თავი გვერდით გადავადებინე, როგორც ჩანს არც თვალების გახელის თავი არ აქვს მაგრამ ირონიისთვის და ღიმილისთვის ყოფნის ენერგია. ტაქსის მძღოლს ფული გადავუხადე და ვთხოვე საავადმყოფოში მიეყვანა იქ კი ექიმები მიხედავდნენ, მეკი ტაქსიდან გადავედი.
გადავედი და გადავწყვიტე ისევ ფეხით გავლა, თუმცა ამის თავი აღარ მქონდა მეორე ტაქსი გავაჩერე და სახლის მისამართი ვუკარნახე.
სახლში შევედი თუარა იმწამსვე აბაზანას მივაშურე, დაძაბულობა ცხელმა წყალმა წაიყოლა, ხალათი შემოვიხვიე და ბუხრის ანთებას შევუდექი.ამას მამა აკეთებდა ხოლმე მაგრამ ეხლა სხვის შვილებს უკეთებს, ეხლა სხვა ოჯახში ანთებს ყოველ საღამოს ბუხარს და დედაჩემის მაგივრად რომელიც ყველანაირი შელამაზების გარეშე საგიჯეთშია, სხვა ქალს ეხუტება როდესაც სამსახურიდან ბრუნდება....მეკი ჩემი ცხოვრების გალამაზებას მე თვითონ ვცდილობ.ერთი წელი საკმარისი დროა რომ მარტოობას შეეჩვიო, ნათესავები არ მყავს... ესეც უფრო ართულებს ყველაფერს. ხვალ ჩემი დაბადების დღეა 15ნოემდერი. 25წლის ვხდები.
მიყვარს ნოემბერი და ზოგადად შემოდგომა, პოეზიაც მიყვარს, თუმცა ეს აქ რაშუაშია...
თავიდან მეგონა ვერ გავუძლებდი ამ ყველაფერს, დარწმუნებული ვიყავი რომ ვერ გავძლებდი, მაგრამ გაივლის ცოტა ხანი და აღმოჩნდება რომ გაძელით.
ცეცხლიც აგიზგიზდა ბუხარში, პლედი შემოვიპარე და ბუხრის წინ პუფში ჩავჯექი.
-ნეტავ როგორ არის? ჩავილაპარაკე ისე თითქოს პასუხი უნდა გაეცა ვინმეს. ჩემდაუნებურად გამეღიმა რომ გამახსენდა მისი ღიმილიანი და თან ჩასისხლიანებული სახე, ცეცხლს ხელები მივუშვირე გასათბობად, თვალები დავხუჭე და როგორც მჩვევია პოეზიას მივმართე
-ეს შემოდგომის დღეებიც წავლენ, ხსოვნას შერჩება ათასში ერთი...
როგორც ჩანს ამაღამ მისი ღიმილი და ირონიით აღსავსე სახე უნდა დამესიზმროს, ჯანდაბას დაე მესტუმრე სიზმრად. ისევ ჩემთვის გამეღიმა და ძილს მივენდე.

დავბრუნდი ახალი ძალიან პატარა საცდელი თავით, ძალიან მომენატრეეთ. იმედია მოგეწონებათ, აბა რასიტყვით გავაგრძელო? love



№1 სტუმარი mariami

მაგარია <3 ყოჩაღ

 


რავიცი მომწონს უცხოა და მინდა ახალი

 


№3 სტუმარი mariami

გააგრძელე ოგონდ იმედია ვინმე არ გამოჩდება და იმ ვინმესთან არ დარჩება ( ჯობია პირველივე შემხვედრსთანნ იყოს ) როგორც თიკა და ლადო ისე არა რა ) ისე მაგარია ყოჩაღ წარმატებებს გისურვებ <3 ) love

 


№4  offline წევრი ThetiredOne

გააგრძელე აუცილებლად ♥

 


№5 სტუმარი რიტა

გააგრძელე აუცილებლად . მალე დადე. ჯობია ეს ორი იყოს ერთად.

 


№6 სტუმარი lizazu

კარგია, მომეწონა დასაწყისი და გააგრძელე

 


№7 სტუმარი მარეე:)

ცოტა არარეალურად მომეჩვენა:დ

 


№8  offline წევრი Peke--

მარეე:)
ცოტა არარეალურად მომეჩვენა:დ

მაგალითად რა იყო არარეალური?? :) იქნებ გამოვასწორო ))

მიხარია რომ მოგწონთ აუცილებლად გავაგრძელებ <3

 


№9  offline წევრი Peke--

რიტა
გააგრძელე აუცილებლად . მალე დადე. ჯობია ეს ორი იყოს ერთად.

უკაცრავად რა ვინ ეს ორი? კომენტარი წავიკითხე და ვერ გავიაზრე რაღაც და მაინტერესებს)))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent