შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი დაიკოს ქორწილი (სრულად)


16-11-2015, 17:06
ავტორი HeeChul-ah
ნანახია 10 468

ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი იდეალური იყო.
იდეალური დედა, მეოჯახე და მზრუნველი. იდეალური მამა, მშრომელი და სანდომიანი. იდეალური და, რომელიც სხვათა შორის ტყუპისცალია, ჭკვიანი და მონდომებული. იდეალური სახლი, დიდი და მოვლილი.
იდეალური სკოლა, უნივერსიტეტი და ფაკულტეტიც კი - მომავალი ფინანსური მენეჯერი წერს თავის ისტორიას.
სახელი და გვარიც კი იდეალური მაქვს - ალისა (აი ის, საოცრებათა ქვეყანაში რომ იმოგზაურა) ქანთარია (აი ის, რაიხსტაგზე დროშა რომ აღმართა). ჩემი ცხოვრება ერთი დიდი საოცრება და გამარჯვებები იყო!
მყავდა შეყვარებული... რა თქმა უნდა ისიც იდეალური იყო. მეოთხე კურსელი, მომავალი ექიმი-ნევროპათოლოგი.
და ეს იდეალური ცხოვრება დამთავრდა იმ დღეს, როდესაც სახლში მიმავალი დერეფანში ლექტორმა გამაჩერა და მთხოვა მიმეტანა მისთვის აუდუტორიაში დარჩენილი საქაღალდე. მეც უყოყმანოდ დავთანხმდი და იდეალურად აწყობილ ცხოვრების წესში ცვლილება შევიტანე...
აუდიტორია ჩემდა გასაოცრად ღია აღმოჩნდა, არადა ლექტორმა გასაღები სპეციალურად გამატანა. სახელურს წავეპოტინე და უცნაური ხმები გავიგე. ერთი გავიფიქრე, რომ გავიქცეოდი, მაგრამ წყეული ცნობისმოყვარეობა.... ოდნავ შევიხედე და თვალები გამიფართოვდა ვიზუალური შოკისაგან.
ლექტორის მაგიდაზე იჯდა ნიკა (ჩემი "იდეალური" შეყვარებული) შარვალჩახდილი, ხოლო მის წინ მუხლებზე იდგა ჩემი ჯგუფელი, საკმაოდ თხელი და მიმზიდველი გარეგნობის.... ლუკა. მისი თავის მოძრაობით რთული არ იყო იმის გამოცნობა, თუ რას აკეთებდა. აუცილებელი არც იყო ნიკას სიამოვნებისაგან განაბულ სახეზე შეხედვა.
არადა მე ვუთხარი, რომ არასოდეს ვუსაყვედურებდი ერთჯერადი ურთიერთობის გამო. ლოგიკა მარტივი ჰქონდა ჩემს ამ საქციელს. ის ახალგაზრდა ბიჭია, თავისი მოთხოვნილებები აქვს და მე თუ არ "ვაძლევ", არაა აუცილებელი თავი შეიკავოს და იწვალოს. მაგრამ ბიჭი? გოგოები დაილია? თუ ის სულ ასეთი იყო და მე მიყენებდა სხვებზე თვალის ასახვევად?
ერთი გაფიქრება გავიფიქრე, რომ წავიდოდი, მაგრამ მალევე გააჩუმა ჩემმა გულმა საღი აზრი. ამაყად თავაწეული შევედი აუდუტორიაში, ბოდიში მოვიხადე, საქაღალდე ავიღე და დავტოვე ამჯერად ჩემი შოკის მიზეზები გაოგნებულ-შეშინებული.
მაგრამ ეს მხოლოდ პირველი შოკი იყო იმ დღეს. და ალბათ ყველაზე მსუბუქი და მარტივად გადასატანი. ნიკა არასოდეს მყვარებია. უბრალოდ ის იდეალურად შემეფერებოდა მე. ეს იყო და ეს...
სახლში მისულს სტუმრები დამხვდნენ და წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ჩემი დის ხელის სათხოვნელად იყვნენ მოსულები. სიძისიანებს ისე შევხვდი, როგორც ქვეყნის მოღალატეებს. აბა რა ეგონათ, ტყუპისცალი დის წართმევას მიპირებდნენ. მე კი მზად არ ვიყავი დავშორებოდი ჩემს ნაწილს, რომლის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმომედგინა. მაგრამ სამწუხაროდ ჩემი აზრი არავის აინტერესებდა და რაც ყველაზე ცუდია, არ აინტერესებდა თავად ჩემს ტყუპისცალს, რომელსაც თვალები უელავდა სიხარულისაგან.
ჩემი იდეალური ცხოვრება ერთ დღეში დამენგრა თავზე... უფრო სწორად სულ რამდენიმე საათში. თან ისე მარტივად, თითქოს კარტისაგან იყო აწყობილი.
მთელი საღამო მოქუფრული სახით ვიჯექი, ხოლო როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმა, მე წამოვხტი პირველი და გამოვთქვი სტუმართან შეხვედრის სურვილი. ამით დიდად გავაკვირვე დედა, მაგრამ ალბათ ჩათვალა, რომ ახალ ნათესავებთან ვიწონებდი თავს, ამიტომ მაშინვე მიუბრუნდა სიძის ბებიასთან საუბარს.
მე კი მისაღებში გავედი და კარი შევაღე...
აი ეს მესმის "ძამიკო"... ჩემს ახლად გამომცხვარ სასიძოს მშვენიერი ბიძაშვილი ჰყავს. იმდენად მშვენიერი, რომ ჩემდა უნებურად ჩავუსტვინე კიდეც როდესაც მთლიანად შევათვალიერე ეს საოცრება. ბიჭს გაეცინა:
-თუ გავითვალისწინებ რომ "სულხან ბატონიშვილს" არ მეძახით, მაგრამ ანაბელის ზუსტი ასლი ხართ, ე.ი. პატივი მაქვს მის ტყუპისცალს მივესალმო, ხომ არ ვცდები?- აუჰ, რა ჩაახუჭუჭა.
-გახლავართ,- ავყევი მეც,- თუმც მე თქვენსავით ბედნიერი არ გახლავართ და არ ვიცი როგორ მოგმართოთ. მაგრამ თუ გნებავთ, შემიძლია "სულხან ბატონიშვილი" დაგიძახოთ, საერთოდ არ ვარ წინააღმდეგი,- გამეცინა მე.
-ოღონდ ეგ არა,- ამოიკვნესა ბიჭმა,- უბრალოდ სულხანიც საკმარისია.
-ალისა,- გავუწოდე ხელი. მან კი, იმის ნაცვლად, რომ ხელი ჩამოერთვა, უბრალოდ მეამბორა ნაზად. გამაჟრჟოლა. მანერებიც კი თავისავით გასაოცარი აქვს.
-სუხო, მოხვედი?- ჩამოეკიდა კისერზე ჩემი და და ძლივს შევიკავე თავი, თმებით რომ არ გამომეთრია ამ საოცრებისაგან. საიდან ეს მესაკუთრეობრივი გრძნობები? უცნაურია.
დარჩენილმა საღამომ ჩემთვის ბურანში ჩაიარა. მხოლოდ სულხანს ვხედავდი, მხოლოდ სულხანის ხმა მესმოდა და ყველა დანარჩენის კითხვებს აბდაუბდად ვპასუხობდი. რამდენჯერმე სულ სხვა რამ ვუპასუხე. დედა და ანაბელი მთელი საღამო ცდილობდნენ ჩემი დაშვებული შეცდომების გამოსწორებას, მე კი სულ არ მანაღვლებდა ეს ყველაფერი.
ანაბელის ქორწილის მომზადება ნერვების ფასად დაგვიჯდა ყველას, მაგრამ ღირდა. საოცრად ლამაზი გამოვიდა ცერემონია და დარბაზი. სიძე-პატარძალი თოჯინებს ჰგავდნენ, ულამაზესი სანახავები იყვნენ და საოცრად უხდებოდნენ ერთმანეთს. იმ დღემდე ვცდილობდი არ მეფიქრა იმაზე, რომ ჩემი ნაწილის გაშვება მომიწევდა. აი ჯვრისწერის მერე მივხვდი, რომ მორჩა. და ჩემთვის სამყაროს აღსასრული დადგა. დილას მარტო გავიღვიძებ, ღამე ძილის წინ მას ვეღარ დაველაპარაკები... ვერ შევჩივლებ, რომ ცუდად ვარ, ვერ მიხვდება რამდენად ბედნიერი ვარ ერთი შეხვედრითაც კი.
სულელივით ვიცინოდი მთელი დღე და ვიღებდი მოლოცვებს. ბევრი კი მოლოცვის ნაცვლად ნავთს მისხამდა ცეცხლზე და იცხადებდა „როგორ იქნები ეხლა ანაბელის გარეშე“, „შენც მალე უნდა გათხოვდე“... კრეტინები! სუფრაზე ლუკმა არ გადამსვლია ყელში. მხოლოდ რამდენიმე ჭიქა ღვინო დავლიე, რომელიც მალე მომეკიდა.
პატარძლის ბუკეტის სროლისას უბრალოდ გავიპარე დარბაზიდან და პატარა ოთახში შევედი, სადაც ქურთუკები ჰქონდათ დატოვებული სტუმრებს.
შუქის ანთება მინდოდა, მაგრამ ვიღაცის ხმამ გამაჩერა:
-არც იფიქრო ანთება,- ხმა ხრინწიანი ჰქონდა. ალბათ ნასვამია. როგორი ნაცნობი ხმა აქვს. ნეტავ ვინ არის?
-ცოტა ხანს კომპანიონობას გაგიწევთ,- ვუთხარი და მაგიდაზე ჩამოვჯექი. მეტს ვეღარ წავიდოდი, ისე ბნელოდა, თითს თვალთან ვერ მივიტანდი პირველივე ცდით.
-არ მოგწონთ ქორწილი?- მკითხა მოულოდნელად. შეგრძნება გამიჩნდა, რომ უბრალოდ ცდილობდა რაიმეზე ესაუბრა, რათა რაღაცაზე არ ეფიქრა.
-მე...- თავიდან დავიბენი მე,- არა, არ მომწონს,- არ დავმალე მე.
-რატომ? რამდენი იწვალეს, თქვენ კი არ აფასებთ,- ჩაეცინა მოულოდნელ თანამოსაუბრეს.
-ვაფასებ, უბრალოდ...- ალბათ გავუზიარებდი კიდეც გულის ტკივილს უცნობს, მაგრამ უეცრად მისი სუნთქვა სახეზე ვიგრძენი.
-ძალიან სასიამოვნო ხმა გაქვთ,- ჩამჩურჩულა მან და ლოყაზე მაკოცა. მერე თავი ამაწევინა და ჩემს კისერს წაეპოტინა.
ნასვამს ჰორმონებმა თავში დამარტყეს და ინსტინქტებს მივენდე. კოცნა უცნაური გამოვიდა. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ჩემი პირველი რეალური კოცნა იყო. მისი ტუჩები ცხელი იყო, სველი და ალკოჰოლის გემო ჰქონდა. მისი ხელებიც ცხელი იყო და კანს მწვავდა, როდესაც კაბა გამიხსნა და გამხადა. სამაგიეროდ იმ წუთებში ჩემი დაც დამავიწყდა, მისი ქმარიც, წყეული ქორწილიც და ჩემი მშობლებიც. ამ ქვეყნად მარტო ეს უცნობი იყო, უგემრიელესი ტუჩებით და ცეცხლივით მწველი ხელებით.
ამას არასოდეს გავაკეთებდი, მაგრამ სასმელი და ნერვიული მდგომარეობა ჩემზე ძლიერი გამოდგა. მის კოცნას ჭკუიდან გადავყავდი, მის მკლავებში თავს დაცულად და სასურველად ვგრძნობდი. და საერთოდ არ ვფიქრობდი, რომ თავს ვაძლევდი უცნობს ისე, რომ თავის დაცვა არც გამხსენებია. არ მერიდებოდა არც ჩემი სიშიშვლის, მაინც ვერ მხედავდა, არც იმის, რომ კარი ღია იყო და ნებისმიერ დროს ვიღაცას შეეძლო შემოსვლა. მისი სხეული მძიმე იყო, მკვრივი და ძლიერი. რაც მთავარია მას მე ვუნდოდი. ისევე ძლიერად, როგორც მე მინდოდა ყველაფრის დავიწყება. დავიწყება იმის, რომ ანაბელი მტოვებდა და მარტო ვრჩებოდი. კრეტინი ეგოისტი.
ყოველთვის მეგონა, რომ ჩემი პირველი რომანტიულ გარემოში იქნებოდა, საყვარელ მამაკაცთან. ახლა უკვე სასაცილოდ ჟღერს ჩემი ბავშვური იდეალები. თუმცა უცნობი მაინც ფრთხილი და ნაზი იყო. მიუხედავად მისი სიფრთხილისა, ტკივილი მეტისმეტად ძლიერი იყო. მე პირადად ტკივილს ვერასოდეს ვიტანდი, ამიტომ ცრემლები წამსკდა. გამჭვირვალე კრისტალები ფრთხილად მომწმინდა, კიდევ ერთხელ მაკოცა და ჩამჩურჩულა:
-ცუდად ვიყავი და ხელში შენ მომხვდი. მაპატიე პატარა. მაპატიე...
მინდოდა მეკითხა თუ რას გულისხმობდა, მაგრამ განახლებულმა ფრიქციებმა არ მომცეს კითხვის დასმის საშუალება.
-აჰ,- უკვე ხმასაც ვერ ვაკონტროლებდი ამ სიამოვნებისა და ტკივილის მორევში, ამიტომ დაიხარა და ნაზად მაკოცა. ამით ცდილობდა ჩემს გაჩუმებას. ეს ყველაფერი სიგიჟეს ჰგავდა. სიამოვნების პიკი ისეთივე გასაოცარი აღმოჩნდა, როგორც მისი შეგრძნება ჩემში.
მერე ორივემ უხმოდ ჩავიცვით და მან ოთახი დატოვა. მე კი კუთხეში ჩავჯექი და ტირილი დავიწყე.
ასეთ მდგომარეობაში მიპოვა დედამ და სახლში წამიყვანა. მან ყველაფერი ქორწილს დააბრალა. ერთი თვე მქონდა ძლიერი დეპრესია. ყველა ისევ და ისევ ანაბელის გათხოვებას აბრალებდა ამას, მე კი უბრალოდ ჩემი უცნობი მენატრებოდა. მენატრებოდა ისე, რომ ამ გრძნობას ჭკუიდან გადავყავდი. აი ასე უბრალოდ შემიყვარდა ადამიანი, რომელმაც გამომიყენა და მიმაგდო.
ზუსტად ერთ თვეში გულის რევებისგან შეწუხებული, მშობლებმა ექიმთან მიმიყვანეს, მან კი განაჩენივით გვაცნობა - ალისა ქანთარია 4 კვირის ორსულია. მე კი მართლა გამიხარდა. ჩემს უცნობს არ მივუტოვებივარ, მან ჩემთან თავისი ნაწილი დატოვა. არავისთვის მითქვამს ვინ იყო მამა. ან რა უნდა მეთქვა, მეც არ ვიცოდი. არც ის მითქვამს თუ რა და როგორ მოხდა. უბრალოდ დრო გამოთვალეს და მიხვდნენ, რომ ქორწილის დღეს მოხდა რაღაც. მაშინ მიხვდა დედა, რიმ სულაც არ ვტიროდი ქორწილის გამო. ანაბელი არ მინახავს ამ ამბის გაგების შემდეგ. როგორც მერე გავიგე, ის თავს დამნაშავედ თვლიდა, რომ მე საკუთარ თავს ასეთი რამ "ავუტეხე". სულელი დაიკო. მაგრამ რატომღაც არც გადარწმუნება დავუწყე.
დედა ისევ იდეალური იყო, მამაც. ანაბელიც იდეალური ცოლი და დიასახლისი გახდა. მხოლოდ მე ვეღარ ვჯდებოდი მათ სტანდარტებში. ამიტომ ჩემი თხოვნით საზღვარგარეთ გამიშვეს. სხვებისთვის - მე სასწავლებლად წავედი.
არჩევანი ლონდონზე შევაჩერე. იქაური ამინდები ჩემი განწყობის შესაფერისი იყო. მხოლოდ ჩემი პატარა მათბობდა ჯერ მხოლოდ შიგნიდან და სიცოცხლის ხალისს მძენდა. სახლი მქონდა და ფინანსურად უზრუნველყოფილი ვიყავი. სხვადასხვა კურსებზე დავდიოდი. ბავშვის მოვლის, მზარეულის, სხვადასხვა ხელსაქმის და ა.შ. სამწუხაროდ მეგობრის პოვნა მაინც ვერ შევძელი. ჩემი თანამოსაუბრე ისევ და ისევ ჩემი პაწია იყო, რომელსაც ზღაპრებს ვუკითხავდი, თან ბებიაზე, ბაბუაზე და დეიდაზე ვუყვებოდი.
8 თვეში ქვეყანას დემეტრე მოევლინა. ჩემით გამოვიძახე სასწრაფო დახმარება და არც არავის მოულოცია ანგელოზის გაჩენა, მაგრამ მე არ მწყინდა. უკვე ყველაზე ძლიერი ვიყავი, გვერდით ჩემი ბედნიერების პატარა ბურთულა მყავდა. მან მე სიცოცხლე დამიბრუნა და ღიმილი მასწავლა ხელახლა.
თავიდან ცოტა მიჭირდა ღამეების თენება, მაგრამ ნელ-ნელა ამასაც შევეჩვიე. დემეტრე მშვიდი ბავშვი იყო. არ უყვარდა ტირილი და არ ჭირვეულობდა. მაგრამ უჩემოდ უჭირდა გაჩერება, ოთახში მარტო ვერ ვტოვებდი.
4 წელი ისე გავიდა, რომ ვერც კი გავიგე. ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენს ცხოვრებაში ბევრი არაფერი შეცვლილა. მხოლოდ ჩემი პაწია გაიზარდა და სულ უფრო და უფრო ნაცნობი ხდებოდა მისი ნაკვთები. აი ვის ჰგავდა, ამას ვერ ვხვდებოდი.
ამ ოთხი წლის განმავლობაში, ყველაზე დიდი სიურპრიზი დემეტრეს მეოთხე დაბადების დღემდე რამდენიმე დღით ადრე მივიღე. ტელეფონის ზარმა მომწყვიტა მარწყვის როლების გაკეთებას. ალბათ დემეტრეს ბაღის აღმზრდელია. სად გაქრა ჩემი მშვიდი შვილი მეც ვერ გავიგე. ახლა უკვე მის გამო ყოველ დღე ბაღში გაწითლება მიწევდა. ხან მასწავლებლის სკამზე საღებავის დაღვრისთვის, ხან გოგონას თეფშში სათამაშო ჭიაყელას ჩასმისთვის, ხანაც დამალვისათვის.
-გისმენთ,- ვუპასუხე ცოტა დარცხვენილმა. სხვა მართლა არავის ზარს არ ველოდი.
-დაიკო,- ერთი უბრალო სიტყვა და ფეხებში სისუსტე ვიგრძენი.
-ანაბელ,- ამოვისუნთქე მე,- დაიკო, როგორ ხარ?
-მენატრები ლის,- მითხრა ზუსტად ისე, როგორც ბავშვობაში იცოდა. ცრემლი წამსკდა, მაგრამ ხმა არ შემცვლია. პრაქტიკისთვის წლები მქონდა. ჩემს ბიჭს ჩემი ცრემლები არ უნდა ენახა.
არა, უბედური არ ვყოფილვარ. ვტიროდი მარტო იმიტომ, რომ ჩემი უცნობი მენატრებოდა.
-მეც, ბელ,- ვუთხარი თბილად.
-რომ ჩამოვიდე, მიმიღებ?- მკითხა ხმადაბლა.
-ბელ,- ყელში ბურთი გამეჩხირა, ხმა კი მაინც არ შემეცვალა,- როდის გელოდო?
-როგორც ვიცი 3 დღეში ჩემი დიშვილის დაბადების დღეა. იქნება სუფრასთან ადგილები სულელი დეიდისთვის და ბიძისთვის?
გამეცინა. ადგილი იქნება? ჩვენ ორის გარდა არავინ არასოდეს დამჯდარა ჩვენს სუფრასთან.
-რა თქმა უნდა, ბელ. გელოდებით,- ვუთხარი ბედნიერმა,- დედა და მამა...,- ვერ შევძელი გაგრძელება, მაგრამ ის მაინც მიხვდა.
-ჯერ მზად არ არიან, ლის,- მითხრა დარცხვენილმა.
-მესმის ბელ,- დავამშვიდე მე, ისე კი ისევ დამწვა ლოყები მარილიანმა, ცხელმა ცრემლებმა.
ზუსტად 3 დღეში დემეტრე თავის ოთახში თამაშობდა, მე კი ტორტს ვაცხობდი, როდესაც კარზე ზარი გაისმა. გავაღე და მაშინვე ანაბელის მკლავებში აღმოვჩნდი. მერე კი სიძეც გადამეხვია. უეცრად პატარა მამონტის ფეხების ტყაპუნი გაისმა და მისაღებში დემეტრე გამოვიდა. მომენტალურად შეიცვალა გარშემო აურა, დაიკო და სიძეც დაიძაბნენ. ვერ ვხვდებოდი რატომ ჰქონდათ ასეთი უცნაური რეაქცია.
-ლის,- ძლივს ამოთქვა ანაბელმა,- შენ რა... შენ შვილი სულხანისგან გააჩინე?
სულხანი?
ვინაა სულ....
სულხანი...
ანაბელის ნიშნობა...
არ არსებობს... აი რატომ მეცნობოდა უცნობის ხრინწიანი ხმა. აი ვის ვამსგავსებდი ჩემს ბიჭს. უბრალოდ დროთა განმავლობაში მისი სახე მეხსიერებაში გაიცრიცა, დემეტრეს კი ყოველდღე ვხედავდი და მიჭირდა დავიწყებული ზმანების გახსენება. ანუ ჩემი უცნობი, სულხანია?
ახლა უკვე მისი სახელიც გავიგე.
მას მერე რაც ანაბელმა და პაატამ დემეტრესთან თამაშით გული იჯერეს და პატარა წარმატებით დავაძინეთ, სიძემ გამანდო დიდი საიდუმლო. ქორწილის დღეს სულხანის დედა სიმსივნით დაიღუპა საავადმყოფოში, მან კი არაფერი თქვა, ქორწილი რომ არ ჩაეშალა. ის მართლა ცუდად იყო... მერე კი ეძებდა ვიღაცას, ვისი მხოლოდ ხმა იცოდა. ეძებდა სტუმრებს შორის ვიდეოებზე და მომსახურე პერსონალს შორის - ადგილზე. ეძებდა მას, ვინც დატოვა რამდენიმე წუთით, რათა მისთვის წყალი მიეტანა, უკან დაბრუნებულს კი ადგილზე არ დახვდა.
მე მეძებდა... აი თურმე რატომ გავიდა.... ჩემზე ზრუნავდა, მე კი წავედი და დავტოვე.
ერთადერთი რაც მნიშვნელოვანი იყო, ის ჯერ კიდევ მეძებდა.
მეორე დღეს ჩემოდანი ჩავალაგეთ და თბილისში დავბრუნდი ვაჟთან ერთად. არ ვიცოდი და რეაქცია ექნებოდა სულხანს, მაგრამ მას უნდა სცოდნოდა.
ანაბელმა და პაატამ პირდაპირ სულხანის ოფისთან მიმიყვანეს. პატარა მამონტთან ერთად შევედი ლიფტში და მე12 სართულზე ავედი. კაბინეტი ვერ შემეშლებოდა, იმ სართულზე მხოლოდ ერთი იყო. მდივანს არც მივაქციე ყურადღება ისე შევაბიჯე კაბინეტში. უპს, ცუდი დრო ავარჩიე, როგორც სჩანს სერიოზული მოლაპარაკებები ჰქონდათ.
-ვინ ხართ?- გაუკვირდა სულხანს, მე კი გავშრი. თითქოს დემეტრეს ვუყურებდი 25 წლის შემდეგ. სასაცილოა, ჩემი შვილი მამამისის აბსოლუტური კოპიოა.
-მე...- დავიბენი უცებ და ხმა ამიკანკალდა, მაგრამ სულხანი უცებ წამოხტა. სკამის ბრახუნმა ჩემი პატარა მამონტი შეაშინა და უფრო მომეწება ფეხზე.
-შენ?- დაიწყო მან და უეცრად თვალი მოჰკრა დემეტრეს,- ეს... ეს...
მე ხელი მოვკიდე შვილს და წინ გამოვიყვანე. სიამოვნებით ვუყურებდი როგორ იცვლებოდა ემოციები სულხანის მამაკაცურ სახეზე. ისიც იმას ხედავდა, რასაც მე, ბელი, პაატა თუ მისი კომპანიონები... მის მინი კოპიოს.
-რა ქვია?- სულხანს თვალი არ მოუშორებია პატარასათვის, რომელიც თავის მხრივ ინტერესით ათვალიერებდა უცნობს, რომელსაც ასე საოცრად ჰგავდა მას.
-დემეტრე,- ვუთხარი ხმადაბლა. ჩემდა სასიხარულოდ ამ დროს მისი კოლეგები კაბინეტიდან გავიდნენ.
-კარგი სახელია,- თქვა და ჩაიმუხლა ჩვენს წინ,- გამარჯობა დემეტრე,- მიესალმე ვაჟს.
არ ყველაფერი ცუდად დადგმულ ტრაგი-კომედიას ჰგავდა.
-გამარჯობა,- უპასუხა პატარამ თავისი მელოდიური ხმით.
-რამდენი ხანია გეძებ,- ამომხედა მე.
-ბოდიში, რომ წავედი. არ ვიცოდი, თუ დაბრუნდებოდი,- ვუთხარი და მზერა ავარიდე.
-ეს ჩემი ბრალია, მე უნდა მეთქვა, რომ დავბრუნდებოდი,- მითხრა და წამოდგა.
მერე დემეტრე აიყვანა ხელში და მეორე ხელით მე მიმიხუტა. ასე ვიდექით ცოტა ხანს, სანამ პატარა მამონტს არ მობეზრდა და პრეტენზია არ გამოთქვა.
-წავედით,- თქვა მან.
-სად?- ვერ მივხვდი მე.
-სახლში,- ჯერ დემეტრეს აკოცა თავზე, მერე მე შემეხო ნაზად ბაგეებზე.



№1  offline აქტიური მკითხველი uchveulo

kargii iyooo cota gagegrdzelebia kargi istoriaa

 


№2 სტუმარი Nana

Kargi iyo<3 sityvebi zedmetia

 


№3  offline წევრი ♡EPICLOVE♡

vauu kai iyo dzalian yochaag magari xar dzaliaaan♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№4  offline წევრი anushka1

კარგი იყო love რაღაცნაირი თბილი და რავი მომეწონა

 


№5 სტუმარი Salo

Marylla ucxo iyo da gamorcheuli. Dzaan momewona. Mokle iyo magram bevri impormaciis matarebeli, anu lakonurad iyo gadmocemuli rac me piradad momeona

 


№6  offline მოდერი წითური გოგონა

თბილი ისტორია იყო, მაგრამ შცდომებიც არ აკლდა.
მშვენიერი!
ხო მშვნეიერი იყო!
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№7  offline წევრი HeeChul-ah

პირველ რიგში, ყველას დიდ მადლობას გიხდით, ვინც წაიკითხეთ და თქვენი აზრი გამოთქვით. ეს მართლა დიდი სტიმულია

წითური გოგონა
თბილი ისტორია იყო, მაგრამ შცდომებიც არ აკლდა.
მშვენიერი!
ხო მშვნეიერი იყო!


ძალიან გთხოვთ, მიმითითეთ შეცდომებზე, რათა შემდგომში იგივე არ გავიმეორო. წინასწარ მადლობა
--------------------
Nico nico nii

 


№8  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Kargi iyo magram ufro metis dawera shegedzlo

 


№9  offline წევრი Barbare ❤

სრულყოფილი იყო ❤❤❤ ვაიმეე არ შემიძლია ემოციების გამოხატვა იმდენად კარგი იყოო ❤❤

 


№10 სტუმარი ეკა 5

მე ბევრჯერ წავიკითხე ეს ისტორია, თბილია, მომეწონა ძალიან ❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent